ტრანზიტული პლუტონის გავლენა

პლუტონი ცვლილებების, ტრანსფორმაციებისა და კრიზისების პლანეტაა. იგი ასევე ნგრევებთან, სტრესებთან და მტკივნეულ გარემოებებთან ასოცირდება. როდესაც ტრანზიტულ რუკაში, პლუტონი ნატალურ პლანეტებთან ასპექტებს აკეთებს, ის პერიოდი გამოკვეთილად მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დაძაბულ ასპექტაციაში ან შეერთებაშია ნატალურ პლანეტებთან. თუმცა, პლუტონი არასდროს ცვლის იმას, რაც შესაცვლელი და დასანგრევი არ არის, პირიქით- ყოველთვის არასასურველს, მოძველებულს და ტოქსიკურს გვაშორებს […]
სიმდიდრის მაჩვენებლები ნატალურ რუკაში

ასტროლოგიაში ადამიანის ენერგეტიკულ პოტენციალზე, ნიჭებსა და ფინანსურ შემოსავლებზე პასუხისმგებელია მე-2 სახლი. თუმცა, მეორე სახლი პირდაპირ არ არის დაკავშირებული დიდ ფულთან. იგი აღწერს ჯიბის ფულს, რომლის ტარებაც შეგვიძლია და რომელსაც ყოველდღიურად ვხარჯავთ. ხოლო დიდ ფულთან, რომელსაც ბანკში ვინახავთ, სხვის რესურსებთან და პარტნიორის შემოსავლებთან დაკავშირებულია მე-8 სახლი. მე-2 და მე-8ს ღერძს ფინანსური ღერძი ეწოდება. მათში მოხვედრილი პლანეტები […]
დირექციები (Zodiacal Direction) პროგნოსტიკური მეთოდი

ასტროლოგიაში სამომავლო ტენდენციების პროგნოზირებისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლებსაც ყველა ასტროლოგი თავისებურად იყენებს სინთეზში. ყველაზე გავრცელებული მეთოდია ტრანზიტული ასტროლოგია, ასევე სოლარები, პროგრესიები, პროფექციები და დირექციები. სოლარებზე და მისი წაკითხვის მეთოდებზე ადრე უკვე ვისაუბრეთ, პროგრესიებსაც ორი პოსტი მიეძღვნა, დღეს კი დირექციულ რუკაზე ვისაუბრებთ. დირექცია ერთ-ერთი უძველესი პროგნოსტიკური მეთოდია, რომელსაც ასტროლოგები პრაქტიკაში დღემდე აქტიურად ვიყენებთ. განსაკუთრებით კი რექტიფიკაციაში. […]
მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემები ნატალურ რუკაში

ასტროლოგიაში გონებრივ და მენტალურ პროცესებზე პასუხისმგებელია მერკური, რომელიც პერიფერიული ნერვული სისტემის მმართველია. ცენტრალურ ნერვულ სისტემას კი ურანი მართავს. ადამიანის ფსიქიკაზე, შინაგან სამყაროზე და სულიერ მდგომარეობაზე მთვარე და ნეპტუნი აგებს პასუხს. ხშირ შემთხვევაში, ამ პლანეტების არასასურველ პოზიციაში ყოფნა, ნეგატიური ასპექტაცია და ავადმყოფობის სახლებში მოხვედრა წარმოშობს მენტალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს. თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იუპიტერის პოზიციაც, რადგანაც […]
პირველი სახლის მმართველი სახლებში

პირველი სახლის მმარველია პლანეტა რომელიც ასცენდენტის ნიშანს მართავს. მაგალითად ასცენდეტი არის თხის რქაში – პირველი სახლის მმართველი გამოვა სატურნი. მნიშვნელოვანია, რომლ სახლში დგას პირველი სახლის მმართველი პლანეტა, რადგანაც, ადამიანი იმ სახლის სფეროებში იქნება აქტიური და იქ გამოავლენს თავს სადაც მოხვდება ასცენდენტის მმართველი. პირველი სახლის მმართველი, პირველ სახლში: როდესაც კონკრეტული სახლის მმართველი იმავე სახლში ხვდება ეს […]
ჰორარული ასტროლოგია

ასტროლოგია მოიცავს ბევრ მიმართულებას. მაგალითად, ადამიანის ხასიათისა და მისი ცხოვრებისეული სცენარების გასარკვევად ვნახულობთ დაბადების რუქას; ამას ნათალური რუქა ეწოდება. მომავლის და წარსულის გასაანალიზებლად გამოიყენება პროგნოზირების მეთოდები. ასევე არსებობს ასტროლოგიის მთელი დარგი, რომელიც იკვლევს ქალაქებისა და ქვეყნების ჰოროსკოპებს; ამას მუნდანური ასტროლოგია ეწოდება. არის ასევე ჰორარული ასტროლოგია, რაც ლათინურიდან რომ გადმოვთარგმნოთ სიტყვასიტყვით, ნიშნავს საათობრივ ასტროლოგიას (hora – […]
რელოკაცია

გადასახლების — რელოკაციის — ჰოროსკოპი; აგება და ინტერპრეტაციის საფუძვლები სიტყვა „რელოკაცია“ ინგლისურად ნიშნავს გადაადგილებას. რელოკაციის ჰოროსკოპი — relocation chart — იგება ადამიანის დაბადების მომენტზე, მაგრამ სხვა გეოგრაფიული კოორდინატებისათვის. როდესაც იწყობა რელოკაციის რუკა, ჩვენ ვიღებთ ადამანის დაბადების საათს, მაგრამ გადაყვანილს გრინვიჩის დროზე (GMT), და ასევე ახალი დასახლებული პუნქტის გრძედსა და განედს. რელოკაციის რუკა გვიჩვენებს იმას, თუ […]
ვენერა მარსის ურთიერთობა

როგორ იკმაყოფილებს ადამიანი თავის სურვილებს და მოთხოვნილებებს, დღეს კი ვისაუბრებთ “რეპროდუქციულ” წყვილზე ვენერა-მარსი. ვენერა ჩვენ გვიყალიბებს პრიორიტეტებს, ეთიკას, სურვილებს, გემოვნებას და გვაძლევს არჩევანის გაკეთების უნარს. მისი მთავარი პრინციპია ჰარმონიზაცია, შესაბამისად ვენერა გვეხმარება ბალანსის აღდგენაში და წონასწორობაში. მისი საშუალებით აქვს ადამიანს სიმშვიდის, კომფორტის და სტაბილურობის განცდა. მარსი იან პრინციპის პლანეტაა და გვიჩვენებს როგორ გამოხატავს ადამიანი თავის […]
ასტროლოგიის მთავარი პრინციპები

მთავარი პრინციპი, რომლიდანაც ამოდის ასტროლოგია არის ადამიანისა და სამყაროს, მიკრო– და მაკროკოსმის ორგანული ურთიერთკავშირი. ასტროლოგიის კიდევ ერთი უმთავრესი პრინციპია სინქრონულობის პრინიპი. საგნები, ადამიანები, მოლენები ერთიანდნებიან ან განსხვავდებიან დროის ხარისხით. ორი მოვლენა, რომელიც დროის ერთი და იგივე მიმომენტში მოხდა, გაერთიანებულია ამ მომენტით და ამ მომენტის მახასიათებლებს ატარებენ. ეს ნებისმიერი დაკვირვებული ადამიანისთვისაა შესამჩნევი. შევეცდები მაგალითების საშუალებით უკეთ […]
პლანეტარული ციკლები და სურვილების ასრულება

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ გარკვეული სახის პერიოდულობას – ციკლს. რა არის ციკლი? ეს არის 2 პლანეტის მოძრაობა ერთმანეთის მიმართ. ციკლები აღწერენ ნებისმიერ პროცესესს დედამიწაზე. პლანეტარული ციკლების არსის გასაგებად ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მთვარის ფაზები: მზე-მთვარის ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ციკლი. ახალი, ზრდადი თუ სავსე მთვარის შესახებ უამრავი ლიტერატურა არსებობს. მთვარის ციკლს ვიყენებთ ცხოვრების სხვა და სხვა […]