დირექციები (Zodiacal Direction) პროგნოსტიკური მეთოდი

ასტროლოგიაში სამომავლო ტენდენციების პროგნოზირებისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლებსაც ყველა ასტროლოგი თავისებურად იყენებს სინთეზში.

ყველაზე გავრცელებული მეთოდია ტრანზიტული ასტროლოგია, ასევე სოლარები, პროგრესიები, პროფექციები და დირექციები.

სოლარებზე და მისი წაკითხვის მეთოდებზე ადრე უკვე ვისაუბრეთ, პროგრესიებსაც ორი პოსტი მიეძღვნა, დღეს კი დირექციულ რუკაზე ვისაუბრებთ.

დირექცია ერთ-ერთი უძველესი პროგნოსტიკური მეთოდია, რომელსაც ასტროლოგები პრაქტიკაში დღემდე აქტიურად ვიყენებთ. განსაკუთრებით კი რექტიფიკაციაში. დირექცია ისევე, როგორც პროგრესია (ტრანზიტებისგან განსხვავებით) პლანეტების რეალურ მოძრაობას არ ემთხვევა და ასტროლოგების გამომუშავებული მეთოდია, სადაც ყველა პლანეტა მზიდან პლუტონამდე ერთ წელში ერთ გრადუსს გადის. ხოლო, როდესაც დირექციული პლანეტა ნატალურ პლანეტასთან ზუსტ ასპექტს აკეთებს, იმ წელს ხშირად ხდება იმ პლანეტებთან და სახლებთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებსაც ეს პლანეტები მართავენ. დირექციული ასპექტები, ისევე როგორც სოლარული რუკა წლის მთავარ თემებს გვიჩვენებს, ხოლო ტრანზიტი კი გვიზუსტებს კონკრატულად თუ რა დროს შეიძლება მოხდეს მოვლენა. დირექციულ რუკაში, ყურადღება ექცევა დირექციული პლანეტების ასპექტებსაც ნატალურ სახლებზე, განსაკუთრებით კი კუთხის სახლებზე. ასევე უნდა დავაკვირდეთ დირექციული სახლების ასპექტებსაც ნატალურ პლანეტებთან. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ დაბადების დრო ზუსტად ვიცოდეთ, რადგანაც სახლის კუსპიდებზე გრადუსული ცდომილება არ იყოს. მაგალითად, თუ გვაინტერესებს ქორწინების სავარაუდო პერიოდი, ამ დროს საათი ზუსტად წუთებში არ ვიცით, ასპექტებს უნდა დავაკვირდეთ, დგება თუარა რაიმე სახის კავშირი პირველ და მე-7 სახლებს შორის. მაგალითად, თუ ასცენდენტი ტყუპებშია, შესაბამისად დესცენდენტი იქნება მშვილდოსანში. თუ ვხედავთ, რომ დირექციული მერკური აკეთებს ასპექტს ნატალურ იუპიტერათან, გამოვა რომ პირველი მე-7 სახლის მმართველებმა ასპექტი გააკეთეს, ან მაგალითად თუ ასცენდენტი კუროშია, იუპიტერი მე-7 სახლშიზის და დირექციული ასც მმართველი ვენერა აკეთებს ასპექტს იუპიტერთან, ანუ მე-7 სახლის ელემენტთან, ესეც კავშირი გამოდის. ასევე უნდა დავაკვირდეთ არის თუ არა მე-7 და მე-10 სახლების კავშირი. შესაბამისად, თუ იმ წლის სოლარი და ტრანზიტებიც ამ თემაზე გვპასუხობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ქორწინება ამ პერიოდში მოხდება. თუ დაბადების საათიც ზუსტად ვიცით, უნდა დავაკვირდეთ კუთხის სახლების ასპექტებს. მაგალითად ქორწინებაზე აკეთებს თუ არა ქორწინების სიგნიფიკატორი, მე-7- ს ან მე-10-ს მმართველი ასპექტს ასცდენტთან, ან დირექციული ასც აკეთებს თუ არა ზუსტ ასპექტებს ამავე პლანეტებთან. მაგალითად, თუ ასც მერწყულის 20 გრადუსზეა და მზე მორიელში 14 გრადუსზე, გამოვა რომ დირექციული ასც 24 წლის ასაკში, თევზების 14 გრადსუში დადგება და ასპექტებს ნატალურ მზესთან გააკეთებს. ან თუ იუპიტერია მორიელში და მე-7 სახლში 4 გრადუსზე და მც- თხის რქაში 15 გრადუსზე, 19 წლის ასაკში დირექციული მც იქნება მერწყულის 4 გრადუსზე და ასპექტს ნატალურ იუპიტერთან გააკეთებს და ესეც ქორწინების ერთ-ერთი მაჩვენებელი იქნება. ასევე შეგვიძლია სხვა მოვლენებიც განვსაზღვროთ, მაგალითად თუ შვილის ყოლის პერიოდი გვაინტერესებს, უნდა ვნახოთ მე-5 სახლის კავშირები. გაითვალისწინეთ, რომ ზუსტი პროგნოზი მხოლოდ დირექციული რუკით ვერ კეთდება და აუცილებელია ერთ მეთოდში მოვლენის მაჩვენებლები სხვა მეთოდებთანაც რეზონანსში იყოს.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ