ვენერა მარსის შეერთება

თებერვალი-მარტის თვის მთავარი თემა ცაზე უკვე რამდენიმე დღეა, გავლენიანია ასპექტი – ვენერას შეერთება მარსთან.

ზუსტი ასპექტი შედგება 22 თებერვალს, მისი გავლენა კი გაგრძელდება 9-10 მარტამდე. ვენერა დაკავშირებულია ჩვენს სურვილებთან, პრიორიტეტებთან, მატერიალურ მდგომარეობასთან და სასიყვარულო გრძნობებთან. მარსი კი გვიჩვენებს ჩვენი სურვილების ინტენსიურობის დონეს, თუ როგორ ვიბრძვით იმისათვის, რაც გვინდა, რა მეთოდებით მოვიპოვებთ მას და როგორ გამოვხატავთ პირად ნებას. როდესაც მარსი უერთდება ვენერას, ჩნდება მოთხოვნილება, აქტიურად და პირდაპირ გამოვხატოთ ჩვენი სურვილები, გადავაფასოთ ჩვენი პრიორიტეტთა სისტემა, დავიწყოთ იმისთვის ბრძოლა, რაც რეალურად გვსურს და კარდინალურად შევცვალოთ ჩვენი როლი პირად ურთიერთობებში და მატერიალურ საკითხებში. ამ ასპექტის გავლენა ნეგატიურად აისახება თუ პოზიტიურად, მთლიანად დამოკიდებულია თქვენზე. თუ მზად ხართ პარტნიორულ ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, ცვლილებებისთვის და სიახლეებიისთვის, ეს ასპექტი დაგეხმარებათ გადაჭრათ ძველი პრობლემები და დაიწყოთ ყველაფერი თავიდან. მაგალითად, თუ ურთიერთობებში ყოველთვის გინდოდათ რაღაცის შეცვლა, მაგრამ აქამდე ამას ვერ ეუბნებოდით პარტნიორს და თრგუნავდით თქვენს რეალურ სურვილებს, ეს შეერთება დაგეხმარებათ თქვენი სურვილები უკვე ღიად გამოავლინოთ. ან თუ დიდი ხანია გინდათ ურთიერთობის დასრულება და რაღაც გარემოებების გამო ვერ ასრულებდით, შეგიძლიათ ახლა გადახვიდეთ მოქმედებაზე. უკვე ვენერა მარსის ციკლის ზრდად ფაზაზე კი დაიწყოთ ახალი ურთოერთობები. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მარსი ეს არის აგრეიისა და იმპულსების პლანეტა და სწრაფად და იმპულსურია მოქმედება უყვარს. შეერთება მერწყულის ნიშანში ხდება, ამიტომ ეცადეთ თქვენი სურვილები ადეკვატურად და დაუფიქრებლად , აგრესიის გარეშე გამოხატოთ, რომ თავი აარიდოთ დაძაბულობებსა და კონფლიქტებს ურთიერთობებში. ამ ასპექტისას შეგიძლიათ ისეთი საქმიანი ან პირადი ურთიერთობები წამოიწყოთ, რომელიც გაგრძელდება შემდეგი ორი ან 30 წელი, შესაძლებელია სულაც არ დასრულდეს თუ ურთიერთობა გამოკვეთილად კარმული იქნება. ასევე შესაძლოა ისეთი საკითხები გადაწყდეს ან დასრულდეს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც 2022 წლის ზამთარში, ან სულაც 30 წლის წინ დაიწყეთ. მაგალითად თუ 2022 თებერვალი-მარტისკენ დაიწყეთ ურთიერთობა, ახლა შესაძლებელია გაასერიოზულოთ, თუ ურთიერთობა არასაკმარისად მყარია შესაძლოა დაასრულოთ კიდეც. თემების ზუსტად კონკრეტიკისთვის საჭიროა ნახოთ, რომელ სახლში გყავდათ ეს შეერთება და რა ასპექტებით 2022 წელს და რომელ სახლში გიხვდებათ ახლა. ვენერა მარსის შეერთებისას ხშირია “საბედისწერო” ცვლილებები თქვენს პირად და სოციალურ ურთიერთობებში, ამ ცვლილებებს კი შესაძლებელია მოულოდნელობების ელფერი დაჰკრავდეს, რადგანაც შეერთება ხდება მერწყულის ზოდიაქოში. მაგალითად მოულოდნელად დაასრულოთ ურთიერთობა, ან მოულოდნელად ვიღაც გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. ასევე შესაძლებელია გაიხსნას ახალი ფინანსური არხები. ნებისმიერ ვარიანტში, ეს პერიოდი ტრანსფორმაცილია, რადგან ამ შეერთებაში მონაწილეობს პლუტონი, რომელსაც ძირეული ცვლილებები შემოაქვს იმ თემებში რასაც ეხება. შესაბამისად, თუ თქვენს დამოკიდებულებებს გადააფასებებთ, გაუშვებთ ძველს და გამოუსადეგარს თქვენი ცხოვრებიდან, ყველაფრის თავიდან დაწყების და ახალ სიტუაციებში ჩართულობით შანსები მოგეცემათ. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენს ურთიერთობას, საქმიანობას, სოციალურ მდგომარეობას და სხვა… გააჩნია, როგორ რეზონირდება ეს ასპექტი თქვენს რუკასთან. ვენერა – მარსის ზუსტი შეერთება კვადრატს გააკეთებს კუროში მოძრავ იუპიტერთან, რის გამოც შესაძლებელია ურთიერთობებში არსებული პრობლემები მოგეჩვენოთ გაზვიადებულია. ამიტომ, სანამ რამე ნაბიჯს გადადგამთ, კარგად დაფიქრდით, იქნებ აჭარბებთ. შეეცადეთ დაიცვათ ზომიერება, იმაზე დიდი ენერგია არ ჩადოთ საქმეში, ვიდრე საჭიროა, მოუფრთხილდით მატერიალურ რესურსებს და მოერიდეთ მფლანგველობას.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ