დირექტიული მთვარის კვანძები

 

 როგორც ყველა თემაში, ასტროლოგიაშიც არის ”შავი ყუთები”  ანუ თემები, რომლებიც აქსიომად მიღებულია და არ ვიცით მათი მუშაობის პრინციპები, უბრალოდ ვიცით რომ  კონკრეტულად ესა თუ ის შედეგი აქვს. 

რეტროგრადული და დირექტიური მთვარის კვანძების შემთხვევაში შავი ყუთი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, რადგან არსებობს თითქმის იმდენი მოსაზრება რადენი ასტროლოგიური სკოლა და მიმდინარეობაც არის.

მოდი შევეცადოთ მივყვეთ ლოგიკურად და ისე დავალაგოთ, რომ აღქმა გაგვიადვილდეს, მით უფრო ასტროლოგია გვაძლევს ლოგიკური მსჯელობის საშუალებას (ზოგისთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს).

რამდენიმე მოცემულეობა რაც დაგვჭირდება:

  • კვანძები და პლანეტები – ნათალურ და კარმულ ასტროლოგიაში სხვადასხვა ჭრილში განიხილება, ანუ მედალს რომ 2 მხარე აქვს ის ამბავია.
  • რეტროგრადული პლანეტები მიანიშნებენ ”გადმოყოლილ” დაუმუშავებლ თემებს, რომელთა დამუშავებაც კრიტიკულად აუცილებელია ამ ეტაპზე.
  • რადგან კვანძების ბუნებრივი მოძრაობა რეტროგრადულია მაშინ დირექტულობა ( სწორადმავალობა) მათთში გამოიწვევს არაბუნებრივ თვისებებს.

აქვე გავიხსენოთ რა არის მთვარის აღმავალი და დაღმავალი კვანძი, მოვიყვან ნაწყვეტს წიგნიდან:


აღმავალიმთვარისკვანძი (რაჰუ)  დაღმავალიმთვარისკვანძი (კეტუ)

გრაფიკული აღნიშვნა-აღმავალი კვანძი, გზის, აღმართის სიმბოლო. დაღმავალი-ჭურჭელი, თასი.

ასტრონომიულად აღმავალი კვანძი მიუთითებს აღმასვლას, აღმართს. ხოლო დაღმავალი- დაღმასვლას, დაღმართს. კარმა, ბედის ბუღალტრული ბალანსები, ცოცხალი და მკვდარი წყალი, წარსული და მომავალი.

სიმბოლოს ძირითადი მნიშვნელობები: კარმა, წარსული და მომავალი, ცხოვრებისეული ამოცანები.


  
მთვარის კვანძები  ესაა მთვარის ორბიტის გადაკვეთის წერტილი ეკლიპტიკის სიბრტყესთან, რომელიც დაკავშირებულია მთვარისა და მზის დაბნელებებთან.  მარტივად რომ ავხსნათ, ესაა  მთვარის ორბიტის და მზის ორბიტის გადაკვეთა  ეკლიტიკაზე (იხ. ილუსტრაცია).

ზოდიაქოს მთლიანი წრის გავლის პერიოდია 18,6 წელი.კვანძები ყოველთვის იმყოფებიან ერთმანეთის საპირისპიროდ 180 გრადუსის დაშორებით და მუდამ წყვილში განიხილებიან.ეს ერთადერთი ობიექტია ასტროლოგიაში (ჩვენს მიერ  განხილულიდან), რომელიც  მზის, მთვარისა და სხვა პლანეტების საწინააღმდეგოდ მოძრაობს, გრადუსების კლების მიხედვით.

მთვარის კვანძების წერტილები არ წარმოადგენენ მატერიალურ  ობიექტებს. ეს  სივრცის განსაკუთრებული წერტილებია,  თავისუფალი ინფორმაციის ენერგეტიკული  კოლტები, ამიტომ მათ  ფიქტიურ პლანეტებს უწოდებენ.

როგორც ზემოთ ავღინიშნა, მთვარის კვანძები მოძრაობენ ყველა პლანეტისგან საწინააღდეგო მიმართულებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას „შემოვაბრუნოთ“ კარმა, გადავიხადოთ ვალები, გამოვამჟღავნოთ საკუთარი არსი. კვანძები ასევე გვეხმარება გამოვიწვიოთ კოსმოგრამაში დისონანსი ანუ ის მომენტი, როცა ჩვენ უფრო გვიადვილდება ვიმოძრაოთ პლანეტების საწინააღდეგოდ.

საერთო ჯამში ისინი გვაჩვენებენ გზას, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწარფვოდეთ (აღმავალი კვანძი) და რომელშიც გამოცდილება გვაკლია, ასევ დაღმავალი კვანძის გზასაც გვაჩვენებენ, რომელშიც დიდი გამოცდილება გვაქვს

არის მოსაზრება, რომ კატეგორიულად არ შეიძლება დაღმავალი კვანძის გზით სიარული ცხოვრებაში, რადგან ეს უკვე დახურული და შესრულებული თემაა და ადამიანს პირდაპირ მოუწოდებენ აღმავალი კვანძის პრინციპებზე გადასვლას, რაც საკმაოდ მტკივნეული და ხანდახან შეუძლებელიც არის (რადგან აქ არანაირ გამოცდილება არ აქვს).    ასტროლოგია არის ჩვეულბრივი გეომეტრია, რომელშიც არსებობს ლოგიკური , მიზეზ-შედეგობრივი პასუხები.  კვანძების შემთხვევაშიც არ არსებობს უკიდურესობა და ულტიმატუმი, რადგან მთვარის კვანძები ყოველთვის ერთმანეთის ოპოზიციაში იმყოფებიან, ოპოზიციური ნიშნები კი როგორც გვახსოვს ავსებენ ერთმანეთს. ეს იგივეა ადამიანს თანდაყოლილი სიმღერის ნიჭი ქონდეს და აუკრძალო სიმღერა, რადგან უკვე კარგად იცის და ისწავლოს მაგალითად  ორგანული ქიმია, როცა შეიძლება ადამიანი სწავლობდეს ორგანულ ქიმიას და  განწყობის შესაქმნელად ან შრომისნაყოფიერების ასამაღლებლად პერიოდულად მღეროდეს.  მარტივად,  ის გამცდილება რაც დაგროვილი აქვს ადამიანს დაღმავალი კვანძის თემაში აუცილებლად უნდა გამოიყენოს მიმდინარე მისიის შესასრულბლად.


რისთვის ეძლევა ადამიანს მთვარის კვანძები- დასასჯელად თუ გამოსაცდელად? როდის იბადებიან ადამინები ძლიერი მთვარის კვანძებით? ყველაზე ძლიერი კვანძი აქვს მზის ან მთვარის დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანებს (როცა მთვარე და მზე ერთმანეთს ხვდებიან (შეერთების ასპექტი) ან ერთმანეთის საწინაღდეგოდ დგანან (ოპოზიცია) – მაშინ ხდება დაბნელება). ასეთი ასტრონომიული ფაქტორის დროს ანუ დაბნელების დროს და ახლოს ყოველთვის ხდება ფატალური სიტუაციები. ეს ერთგვარი ასტროლოგიური აქსიომაა : დაბენელების პერიოდში ან მასთან ახლოს დაბადებული ადამიანები ფატალური ბედის მქონე ადამიანები არიან. და რაც უფრო ნაკლები მაძილია მნათობებს და კვანძებს შორის, მით უფრო ძლიერია მთვარის კვანძი და მით უფრო ბევრი დაბრკოლება აქვს ადამიანს კარმის შესრულების გზაზე, მით უფრო გადატვირთულია მისი კარმული პროგრამა.

აღმავალი კვანძი ესაა პროგრამა და უნარები , რომლებიც უნდა ვისწავლოთ მიმდინარე ინკარნაციაში, ხოლო დაღმავალი კვანძის პროგრამები და თემები ეს შეიძლება იყოს, როგორც თანდაყოლილი ნიჭი (უკვე დამუშავებული პროგრამა), ისე თემები, რომლის დამუშავებაც ვერ მოასწრო ადამიანმა ადრე და პარალელურად ახლა უწევს ამ თემებზეც მუშაობა. დაუმუშავებელი დაღმავალი კვანძის თემები ერთგვარი „აქილევსის ქუსლია“.


 არის ასეთი ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ  ამ შემთხვევაში  კვანძები წავიკითხოთ პირიქით  ანუ აღამავალი განვიხილოთ დაღავალის ადგილას და დაღმავალი აღმავალის მაგვირად, რაც იმას ნიშნავს რომ  სამყარო ადამინისგან ითხოვს დაღმავალი კვანძის გზით სიარულს.
ლოგიკურად თუ მივყვებით ეს არ იქნება სწორი მიდომა,  ადამიანი დირექტული კვანძებით უფრო ”შენელებულია”, რადგან  წარსული გამოცდილება ისედაც ბუნდოვანია ჩვენთვის და ინსტიქტების და ინტუიციის დონეზე გვაქვს, ხოლო ”მომავალი გამოცდილება” რომელიც უნდა შევიძინოთ ასეთი ადამინეისთვის უფრო ილუზორულია, ვიდრე ბუნებრივი კვანძებით ადამინებისთვის.  ამიტომ  ხშირად პრაქტიკაში  ასეთი ადამიანები არიან შენელებულები დროში, ზარმაცი მათზე არ ითქმის, მაგრამ ყოველთვის ჭირდებათ  რომელიმე ტრანზიტული ასპექტი, რომ კვანძების თემა ამუშავდეს. ხანდახან ისეც ხდება, რომ  თემები რომლებიც წლების განმავლობაში ვერ გაიზრეს და გააცნობიერეს, წუთებში აღიქვამენ. სწორედ ასეთ დროს იწყება  დირექტული კვნაძების მუშაობა მათ რუკაში, მანამდე უმოძრაობაა.

ფსიქოტიპში ეს მდებარეობა ადამიანს აუცილებლად აძლევს ინფანტილუორობას იმ თემებში, სადაც მდებარეობს კვანძი  და ”ნატხომისებურ”  ქმედებებს.

დამატებით ერთი ან მეტი სხვა პლანეტის რეტროგრადულობის შემთხვევაში უფრო გამოკვეთილი იქნება ადამიანში  შეგრძნება, რომ ის ისეთი არ არის როგორიც სხვები და მის ცხოვრებაში  მოვლენები ”სხვანაირად ხდება”.

მაგრამ ისევ გავმეორდეთ და ვთქვათ, რომ ეს ასე არის და მას უბრალოდ შეგრძნების დონზე აქვს ეს.  ასეთ ადამიანს არ აქვს საშიშროების ადექვატური აღქმის უნარი, ყოველთვის ცდილობს  გაძვრეს სიტუაციიდან არასტანდარტული გზებით. ამას წინათ ძალინ კარგი მაგალითი წავიკითხე: როცა ადამიანი არ ელოდება შუქნიშანზე მწვანეს და ცდილობს წითელზე გადასვლას, რათქმაუნდა ეს საშიშია, მინიმუმ დისკომფორტია და რაც მთვარია გამოცდილებაა, რომ მეტი ასე აღარ მოიქცეს, მაგრამ ასეთი გამცდილებებს ვერ აფიქსირებს შინაგანად და მაინც ცდილობს ცხოვრებაში ”სწრაფად გადავიდეს წითელზე”. 

  • ეს არის დირექტიულობობის  საკვანძო მომენტი: გამოცდილება რომ გაიაზრო გჭირდება უფრო მეტი დრო, ვიდრე რეტროგრადული კვანძების შემთხვევაში.

ასეთ ადამიანს აქვს მიდრეკილება გაიმეოროს წარსული სიტუაციები თავის ცხოვრებაში, არა იმიტომ რომ  მიჯაჭვულობა აქვს თემებზე, პირიქით ამას აკეთებს გამოცდილების დამახსოვრების ამბავში. შედეგად ხშირად დადის ჩაკეტილ წრეში და უჭირს მიზნამდე მისვლა.

  • მეორე საკვანძო მომენტი ის არის რომ ასეთ ადამიანს არააქვს გამოხატული შინაგანი დაძაბულობა  თავის წარსულს, აწმყოს და მომავალს შორის.

ანუ  საკმარისი ენერგია და იმპულსი, რომ წარსული გამციდლება გამოიყენოს მომავლაში მიზნამდე მისაღწევად. ხშირია ფეხის ათრევა და საქმის გადადება, მაგრამ გავიხსენოთ რომ ეს სიზამრმაცის ბრალი არ არის.  უბრალოდ მისთვის ძალიან ბუნდოვანია  დროის და გამოცდილების გამოყენების ცნებები.  აქ მთვარი პრობლემა ათვლის წერტილის პოვნა და ქმედების დაწყებაა. ამიტომ პრაქტიკაში ხშირად ასეთი ადამინები საერთოდ არ არიან წარსულ გამოცდილებებზე ორიენტირებულნი და  მათი მთავარი ამოცანა ხდება მომავალი. სწორედ  ეს არის საბაბი ზოგიერთი ასტროლოგიური მიმართულება, რომ  იძახის თითქოს დირექტული კვანძების შემთხვევაში ადამიანს არააქვს წარსული გამოცდილება და ვერ შეასრულა წინა პირობა და მისგან ითხოვენ ამ ეტაპზე დაღმავალი  კვანძის გზით სიარულს. რეალურად ადამიანს უბრალოდ არააქვს საკმარისი ენერგია ”გადმოქაჩოს” წინა გამოცდილება, დააფიქსიროს ზოგადად გამოცდილება მეხისერებაში, ამიტომ  გარკევეული პლანეტარული ციკლების შედეგ ხვდება ამას და მისი მთვარი მიზანი მომავალია.

კარმულასტროლოგიაში  მთვარის კვანძების  დირექტულ მდებარეობას ”ღებულობს” ადამიანი:

 – რომელიც  არის თავისუფალი დროის  ჩვენეული, ყოფითი აღქმის ვალდებულებისგან .  რისთვის?!  თუნდაც იმ განსაკუთრებული მისიის შესასრულებლად ან  განსაკუთრებული გაკვეთილის სასწვალად, რომელზეც დაუსრულებელი კამათია ამ თემის განხილვივსას.

 – კარმულ ასტროლოგიაში ითვლება, რომ ასეთი სული ”ისვენებს”   კარმის დაწვაზე ფიქრისგან, არ აქვს ზედმეტი დაძაბულობა. ადამიანს აქვს ამოცანა, რომელიც არ არის დაკავშირებული მისი წინა ცხოვრების კარმასთან, ასე ვთქვათ მიმდინარე რეინკარნაციას ჩააგდებს კონკრეტული მიისიისთვის, ხოლო შემდეგ ცხოვრებაში გააგრძელბს წინა ცხოვრების გამოცდილების  გამოყენებას ახალი გზის დასამუშავებლად.

რეალურად, დირქტიული კვანძები არის ჩეულებრივი ასტროლოგიური მდებარეობა, რომელიც არაფრით არ გამოარჩევს ადამიანს სხვა დამიანებსგან. ეს არის ჩვეულებრვი დასამუშავებელი პროგრმაა და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. უბრალოდ იძლევა დროსთან არაყოფით დამოკიდებულებას.   

ინეტერესის შემთხვევაში შეგვიძლია გავაგრძელოთ თემის განხილვა

მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ