პლუტონი მეორე სახლში

ასტროლოგიურად პლუტონი არის სიკვდილ-სიცოცხლის, გარდაქმნების, კრიზისების, ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პლანეტა. მისი მდებარეობა სახლებში გვიჩვენებს სად არის მოსალოდნელი კრიზისები, სად მოგვიწევს მტკივნეული სიტუაციების გადალახვა და რა გარემოებებში მოგვიწევს ტრანსფორმაცია. ამ ყველაფრის ინტენსიურობა კი განისაზღვრება პლუტონის ასპექტაციით პირად პლანეტებთან: დაძაბულია თუ ჰარმონიული. პლუტონი ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ქირურგს, რომელიც სხეულისთვის გამოუსადეგარ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ორგანოს გვაჭრის. ჩვენთვის მტკივნეულია ეს პროცესი, გვსტრესავს და ფსიქოლოგიურად გვამძიმებს, თუმცა ეს ჩვენივე კეთილდღეობისათვისაა საჭირო. პლუტონი ყოველთვის კლავს და ძირფესვიანად ჭრის არასასურველს, რაც ჩვენი განვითარებისთვის დამაზიანებელია. ბოლომდე ანგრევს და ასტერილირებს სიტუაციებს. შემდეგ კი, უკვე დანგრეულ და განადგურებულ არეალზე ბადებს ახალ სიცოცხლეს. იგი პასუხისმგებელია ციკლურ პროცესებზე. ხშირად კი,პლუტონი ისეთ მდგომარეობებში და გარემოებებში გვაგდებს, ისეთ რაღაცებს გვართმევს, რაც ადამიანური გაგებით რთულად აღსაქმელია. პლუტონი ძალიან ღრმა პლანეტაა და ადამიანში მიმდინარე ძალიან ძირეულ და არაცნობიერ პროცესებზე აგებს პასუხს. მისი გამოკვეთა რუკაში აქტუალიზირებს სინდისის თემებს და ხშირად რთავს თვითგანადგურების პროგრამას, რაც ხშირად გამოიხატება დესტრუქციულობით, თვითგვემითა და სადო-მაზოხიზმით. პლუტონი ასოცირდება ძალიან მძაფრ, მძლავრ და ინტენსიურ ენერგიებთან რისი რეალიზაციაც აუცილებელია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანს რუკაში გამოკვეთილი ყავს პლუტონი.

პლუტონი მეორე სახლში.

თუ პლუტონი რუკაში ჰარმონიულადაა ასპექტირებული, ასეთ ადამიანებს კარგად გამოსდის დიდ რესურსებთან მუშაობა და კარგად ესმით მატერიალური ღირებულებების შესახებ. აქვთ დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მაგნეტიზმი, რისი მეშვეობითაც კარგად გამოსდით მაშტაბური რესურსების მოზიდვა და პირადი მიზნებისათვის გამოყენება. აქვთ ნიჭი დიდი ფინანსური სერურსების მართვის, ხშირად შეხება აქვთ დიდ ფულთან და ძვირადღირებულ ნივთებთან. ასეთი ადამიანები ხშირად არიან ბიზნესში, შეხება აქვთ ბანკთან, სხვის რესურსებთან მათ შორის ფულთან, ნივთებთან ან საკვებთან. პლუტონი მე-2 სახლში ხშირად ყავთ დისტრიბუტორებს, ბანკირებს, ბუღალტერებს და ფინანსურ მენეჯერებს. ასევე თუ რუკაში სხვა მაჩვენებლებიცაა, ასეთი ადამიანები, ფულს ხშირად შოულობენ მაგიური თემებით, სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებული თემებით, მძიმე, კრიზისული სიტუაციებით და ასე შემდეგ. ასეთ ადამიანებს აქვთ ძლიერი სექსუალური ენერგეტიკა, კარგი თვითშეფასება და კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ნეგატიურად განვითარების შემთხვევაში შეპყრობილები არიან ძალაუფლებით, გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ყოველდღიურ მატერიალურ მდგომარეობას, მიჯაჭვულობა აქვთ მატერიაზე, ფულის გამო ყველაფერზე წავლენ. ხშირად აქვთ ფინანსური კრიზისები, ვალები და დიდი მატერიალური დანაკარგები. ნეგატიურ გამოვლინებაში ასევე შეიძლება იყოს გარყვნილება და ფიზიკურ სიამოვნებაზე მიჯაჭვულობა. ასევე თუ სხვა მაჩვენებლებიცაა შეიძლება მივიღოთ ცუდი ჯანმრთელობა და უენერგიობა. თუ პლუტონს პირად პლანეტასთან აქვს დაძაბული ასპექტები შეიძლება მეტყველებდეს პარტნიორის კრიზისულ მდგომარეობაზე, ტრამვებზე ან გარდაცვალებაზე.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ