ლილიტის ტრანზიტი ქალწულში

3 ოქტომბერს, ლილიტი ლომის ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, სადაც 2024 წლის 29 ივნისამდე დარჩება. ლილიტი ფიქტიური წერტილია, მას ფიზიკური სხეული არ აქვს, იგი მთვარის ორბიტის ყველაზე შორი წერტილია და ჩვენს გაუცნობიერებელ შიშებს, კომპლექსებს და იმ საკითხებს გვიჩვენებს, სადაც ბალანსის დაცვა გვიჭირს. მისი გავლენა ყოველთვის დამახინჯებებთან, ცდუნებებთან და გადაჭარბებებთან ასოცირდება იმ თემებში, რომელ ნიშანშიც მოხვდება. რატომღაც ასტროლოგების დიდი ნაწილი ლილიტს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, იმაზე მეტსაც, ვიდრე თავად პლანეტებს. თუმცა, მისი გავლენა პლანეტებთან შედარებით სუსტია, ძალა კი მაშინ ეძლევა, როდესაც ფიზიკურ სხეულს იღებს, ანუ რომელიმე პლანეტას უერთდება ან ასპექტარულად გამოკვეთილია.

ქალწულის ლილიტმა შესაძლებელია დეტალებზე, წვრილმანებზე, სისუფთავეზე, წესრიგზე და რუტინულ საქმიანობებზე გადაჭარბებული ჩაციკვლა გამოიოწვიოს. აიმიტომაც შეეცადეთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს ადეკვატურად მიუდგეთ, თქვენს თავზე ზედმეტი საქმე არ აიღოთ და გადაჭარბებული დატვირთვით არ იმუშაოთ, ასევე არც თავი აარიდოთ მოვალეობებს და საქმე გვერდზე არ გადადოთ, რადგანაც მსგავსი ცდუნებების ალბათობა მაღალი იქნება, რაც შემდგომ შესაძლებელია სამსახურში დაძაბულობის და კონფლიქტების მაპროვოციერებელი გახდეს, ამიტომაც შეეცადეთ, ზომიერება დაიცვათ. ხშირად ეს ტრანზიტი ასევე ადამიანებში აღძრავს დაუფასებლობის განცდას, გადაჭარბებულ სკეპტიკურობას და სარკასტულობას ურთიერთობებში, ამიტომაც უფრო მეტად გმართებთ დაკვირვებული გახდეთ საუბრისას, რადგანაც ამ პერიოდში უბრალო პატარა დეტალიც კი შეიძლება კონფლიქტების და გაუგებრობების მიზეზი გახდეს.

ქალწული ფიზიკური ჯანმრთელობისა და მედიცინის ნიშანია, ამიტომაც ყურადღება მიაქცით თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას და თუ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ, აუცილებლად სწორად აირჩიეთ ექიმი, ასევე ფრთხილად იყავით წამლის მიღების დროსაც. ქალწული ასევე მართავს პერიფერიულ ნერვულ სისტემას, შესაბამისად ამ პერიოდში ასევე შესაძლოა გაღიზიანებამ და ნერვულმა დაძაბულობამ მოიმატოს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს შეიძლება გაუმწვავდეთ მდგომარეობა, ვისაც ნერვული პრობლემები, ოსიდი და ADHD აქვთ.

🔹ლილიტის ეს ტრანზიტი განსაკუთრებულად იმოქმედებს მათზე ვისაც ნატალური ლილიტიც ქალწულში ჰყავთ, რადგანაც ეს იქნება ლილიტის დაბრუნების პერიოდი და უფრო მეტად გამძაფრდება ლილიტის გავლენა, როგორი გავლენა ექნება ლილიტის დაბრუნებას დამოკიდებულია იმაზე თუ ნატალურ რუკაში რამდენად არის ლილიტი გამოკვეთილი. ასევე შედარებით შესაძლოა რთული იყოს ეს ტრანზიტი მათთვის, ვისაც პირადი პლანეტები ან ასცენდენტი ქალწულში, თევზებში, ტყუპებში და მშვილდოსანში აქვთ. თუმცა ეს ძალიან ზოგადი დახასიათებაა და მხოლოდ ლილიტზე ვსაუბრობთ, სხვა ტრანზიტული პლანეტების გავლენასაც გააჩნია.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ