ასტროლოგიის მთავარი პრინციპები

მთავარი პრინციპი, რომლიდანაც ამოდის ასტროლოგია არის ადამიანისა და სამყაროს, მიკრო– და მაკროკოსმის ორგანული ურთიერთკავშირი.

ასტროლოგიის კიდევ ერთი უმთავრესი პრინციპია სინქრონულობის პრინიპი. საგნები, ადამიანები, მოლენები ერთიანდნებიან ან განსხვავდებიან დროის ხარისხით.

ორი მოვლენა, რომელიც დროის ერთი და იგივე მიმომენტში მოხდა, გაერთიანებულია ამ მომენტით და ამ მომენტის მახასიათებლებს ატარებენ. ეს ნებისმიერი დაკვირვებული ადამიანისთვისაა შესამჩნევი. შევეცდები მაგალითების საშუალებით უკეთ ავხსნა ზემოთ თქმული.

ა) წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ქუჩაში ესაუბრებით ჯანმრთელობაზე მეგობარს. ამ მომტნტში თქვნს გვერდით გაიარა ადამიანმა, რომელსაც ხელი ჰქონდა შეხვეული, ჩაიარა სასწრაფო დახმარების მანქანამ. სამივე ეპიზოდი აღწერს დროის ერთი და იგივე მომენტს და გაერთიანებულნი არიან ამ მომენტის მახასიათებლებით.

ბ) ზოგჯერ ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, დროის მომენტი როგორ გვკარნახობს არჩევანს. მაგალითად, ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ გაატაროს დასვენების დღე – შვილს უნდა წასვლა მეგობართან, მამას უნდა სახლში დარჩენა, დედამ კი შემოგთავაზათ ბუნებაში გასვლა. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ბუნებაზე იყო საუბარი – გადაიწვა ნათურა. დროის ეს მომენტი აერთიანებს გადამწვარ ნათურასა და ქალაქგარეთ წასვლის გეგმებს, ამასთან ეს მომენტი ნეგატიურია. მარტივი კორელაცია სინქრონულობის პრინიპთან, დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში – უარი თქვათ ქალაქგარეთ წასვლაზე, რადგან ეს სიამოვნებას არ მოგვიტანს: ან მანქანა გაფუჭდება, ან წვიმა მოგვისწრებს.

გ) ერთი ჩემი მეგობრის შვილი დაიბადა 2008 წ. ომის დაწყების დროს. მამა მისი ყოველთვის ამბობს – ჩემი შვილი დაიბადა, როდესაც ომი დაიწყო, იმის მერე სულ ომობსო. ის არ არის შორს ჭეშმარიტებისგან. ბავშვი დაბადებული დროის ასეთ მღელვარე მომენტში მთელი ცხოვრების მანძილზე იქნება ამ მღელვარების და შფოთვის მატარებელი, რაც აისახება მის ხასიათზე და შესაბამისად ცხოვრებაზე.

კიდევ ერთი უმთავრესი პრინციპი ჰერმეს ტრისმეგისრტის „ზურმუხტის დაფაშია” გადმოცემული: „ ყველაფერი რაც ქვემოთაა, მსგასია იმის, რაც არის ზემოთა, და ის რაც ზემოთაა, მსგავსია იმის, რაც ქვემოთაა”.

ეს პრინციპი გვაძლევს საშუალებას შევადაროთ მაკროსამყარო მიკროსამყაროს, მზის სისტემის წყობა – ატომის წყობას, მეტად შეცნობილი სისტემები – ნაკლებად შეცნობილს. პლანეტების მზის გარშემო მოძრაობა მსგავსია ბირთვის გარშემო ელექტრონების მოძრაობისა.

ასევე მსგავსია სახელმწიფოს სოციალური მოწყობა – ცხოვრების სფეროები ტრიალებენ თავისი ცენტრის, იდეოლოგიის გარშემო.

თუმცა, ეჭვი, რომ მიწიერი და ციური რიტმების შედარება არ არის სწორი, შესაძლებელია მაინც გრჩებათ. ვეცდები, უფრო მეცნიერული ახსნა მოქცეთ. მათემატიკური თვალსაზრისით სხვადასხვა რიგის მოვლენების შედარება შეიძლება, თუ მათ მათემატიკურ გამოსახულებას ერთნაირი ან მსგავსი ფორმა გააჩნია.

ეს არის ფუნქციონალური მოდელირება. მაგალითად, შეგვიძლია შევადაროთ წყლის ნაკადი და ელექტრული დენის ნაკადი, იმიტომ რომ ამ პროცესების ფორმულები გარეგნულად მსგავსია.

ამ მსგავსებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ავაგოთ ტურბინის ჰიდროკვანძის ელექტრონული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად არ ჰგავს თვითონ ტურბინას, მაგრამ მუშაობს იმავე ფორმულით, რაც ჰიდროელექტროსადგურის კვანძი.

ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია ელექტრონულ ენაზე რამდენიმე წუთში მივიღოთ ელექტროსადგურის წლიური მუშაობის სურათი. საჭიროა მხოლოდ მონაცემები ელექტრონულიდან გადავიყვანოთ ჰიდროდინამიკის ენაზე, რასაც წარმატებით ასრულებენ შესაბამისი კომპიუტერული პროგრამები.

ზუსტად ასევე ელექტრონული სქემების საშუალებით შეისწავლება სისხლის მოძრაობა სხეულში, დატვირთვის განაწილება ხიდების კონსტრუქციებზე, ღერძის ბრუნვა, ბომბდამშენის პიკირება და სხვა პროცესები, რომლებსაც ელექტროდენის კანონებთან მსგავსიფორმულები აქვთ.

ამიტომ ასტროლოგს აქვს სრული უფლება შეადაროს ციური სხეულების რიტმული მოძრაობა მიწიერი პროცესების, მათ შორის ადამიანის, როგორც ინდივიდუუმის რიტმებს. ბუნებამ გვაჩუქა საოცარი საათი ათი ისრით, რომლის რიტმების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ შესაბამისი მიწიერი რიტმები.

ასეთ ვითარებაში აბსურდულად ჟღერს კითხვა: მოქმედებს ვენერა სიყვარულზე თუ არა. იმიტომ ეს არის აბსოლუტურად სხვა და სხვა მოვლენები, რომლის საფუქველში მსგავსი ფორმულებია. ხომ არ გიჩნდებათ ეჭვი იმაში, რომ საათი არ მოქმედებს კუჭის წვენის გამოყოფაზე, თუმცაღა ჭამა გინდებათ ერთ და იგივე დროს. უბრალოდ კუჭის წვენი გამოიყოფა საათის ისრის მოძრაობის რიტმში.

და მე არ მგონია, რომ განათლებულ ადამიანს არ ძალუძს გაიგოს, რომ ასტროლოგიაში ვიყენებთ არა თანავარსკვლავედებს, არამედ ნიშნებს. ეს არის მხოლოდ კოორდინატთა სისტემა. სწორედ ამიტომ გვაქვს 12 ნიშანი, და არა 13, როგორც თანავარსკვლავედების რაოდენობის მიხედვით უნდა ყოფილიყო.

მე შემიძლია გავაგრძელო ჩამოთვლა და შევადარო ასტროლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ფიზიკას, მათემატიკას, მაგრამ ამისთვის ბევრი დრო დაგვჭირდება. ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უცნაურია, რომ დღეს მეცნიერების სტატუს იღებენ ცოდნის ძალიან ბუნდოვანი სისტემები, სადაც არც შესწავლის ობიექტია გარკვეული, და არც მეთოდებია მეცნიერული.

უდიდესი ადგილი ასტროლოგიაში უკავია რიტმოლოგიას, რომელიც ვლინდება ციკლების კანონებით. რიტმოლოგიას უშუალო კავშირი აქვს პროგნოზირებასთან.

ადამიანის (ან რაიმე მოვლენის) დაბადება არ არის უბრალოდ ციკლის დასაწყისი. დაბადებული შემოდის ამ სამყაროში დროის კონკრეტულ მომენტში, რომელზე გავლენას ახდენს უამრავი სხვა და სხვა ფაზები და ცილკები. ზუსტად ეს ციკლები ახდენენ გავლენას ადამიანის სიცოცხლის პერიოდიზაციაზე, შინაგანი და გარეგნული განვითარების რიტმიკაზე.

მინდა გითხრათ, რომ ასტროლოგიაში შესაძლებელია აბსოლუტურად ზუსტი პროგნოზირება ცხოვრების რაღაც პერიოდზე. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ადამიანის სწორი არჩევანი. ვინაიდან თავისი სწორე თუ არასწორი არჩევანით ადამიანი თვითონ ქმნის თავის მომავალს.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ