წინასიტყვაობის მაგივრად
მოდით ერთხელ და სამუდამოდ განვიხილოთ ერთი აბსურდული თეორია, რომელსაც „ქადაგებენ“ ასტროლოგიის კრიტიკოსები. მათი მტკიცებით, წარსულში ეკლიპტიკის სიბრტყე გადიოდა 12 ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს (ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები), ახლა კი პრეცესიის გამო, თურმე, ეკლიპტიკის სიბტყე გაივლის კიდევ ერთ თანავარსკვლავედს-გველმჭერს. ამავდროულად, თითქოს, ნიშნებმა ძალიან შეიცვალეს ადგილი თანავარსკვლავედებთან მიმართებაში. ამ წარმოდგენით მთელი სისტემა, რომლითაც ასტროლოგია ხელმძღვანელობს, როგორც მინიმუმ მოძველდა (მაქსიმუმ, კი უბრალოდ „ზღაპარი და მითია სამყაროს შესახებ“).
ამ მოსაზრებას ასტროლოგიური მეცნიერება შემდენაირად პასუხობს: ზოდიაქოს ნიშნები და ზოდიაქალური თანავარსკვლავედი ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ობიექტებია. არსებობს ქვედა და ზედა ზოდიაქოს წრეები, შესაბამისად თითოეულში არის 12-12 ზონა და გველმჭერი ყოველთვის იქ იყო, სადაც ახლა დგას.
ზედა ზოდიაქოს ნიშნები ქვედასთან მიმართებაში საწინააღდეგო მიმართულებით მოძრაობენ. თითოეული მათგანი დგას ქვედა ორი მოსაზღვრე ზოდიაქოს საზღვრის თავზე (7,5° მანძილი საზღვრიდან ორვე მხარეს და ქმნიან 15° ხილულ ზონას დედამიწიდან). შესაბამისად ყველა ადამიანს არ ექნება ზედა ზოდიაქოს ნიშანი, რადგან ასტრონომიულ-გეოგრაფიული მიზეზით წელიწადის გარკვეულ პერიოდებში ზედა ზოდიაქოს ნიშნები უბრალოდ არ ჩანან დედამიწიდან. მაგალითად თევზების ბოლო 7.5° და ვერძის პირველი 7,5° არის ზედა ზოდიაქოს პირველი ნიშანის „საათის“ ზონაა.
ზედა ზოდიაქოს ნიშნები კარმულ ასტროლოგიაში ითველბა „მიძინებულ“ ნიშნებად, რომელებიც ყოველთვის არ აქტიურდებიან. შესაძლებელია ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში იძლეოდეს მათი ენერგია დიდ რეზონანს, ზოგიერთთან კი საერთოდ არ ავლენდეს თავს.
გამოანგარიშების დონეზე: ადამიანის ნათალურ რუქაში თუ მზე ან/და მთვარე არის საზღვართან ახლოს და დამატებით, რომელიმე ორი პლანეტა მდებარეობს საზღვართანვე წინა ნიშნის ბოლო 2 გრადუსზე ან მომდევნო ნიშნის პირველ 2 გრადუსზე, მაშინ ზედა ზოდიაქო აქტიურად გამოავლენს თავს ადამიანის ცხოვრებაში. მაგალითად, მზე არის ვერძის 4 გრადუსზე და დამატებით ვერძის 1 გრადუსზე მერკური და თევზების 28 გრადუსზე მარსი, ამ შემთხვევაში „საათი“ მოახდენს ზეგავლენას ადამიანზე.
ძირითადი ამბავი
გველმჭერის პერიოდი ასტროლოგიურად არის 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე, ამას ხასგაზმას იმიტომ გადავწყვიტე, რომ ინტერნეტში უამრავ სტატიაში წერია გველმჭერის პერიოდად 29 ნოემბერი – 17 დეკემბერი, რაც არასწორია, რადგან ესაა მზის ასტრონომიული კოორდინატები გველმჭერის ზოდიაქოში, ხოლო დედამიწიდან დამკვირვებლისთვის ეს არის მორიელის ბოლო7.5 და მშვილდოსნის პირველი 7.5 გრადუსი.
გველმჭერი ზედა ზოდიაქოს მე-5 ნიშანია და ეს პერიოდი მისი ფუნქციების შესაბამისად იტვირთება. გველმჭერის დახიასაითება კარმული კუთხით კარგად არის გადმოცემული “შევისწავლოთ ასტროლოგია”-ში და ტექსტს იქიდან დავესესხები, სანამ ამ პერიოდზე ვისაუბრებ:
“15.11-30.11 ზედა ზოდიაქოს ნიშანი – გველმჭერი
გველმჭერი ზედა ზოდიაქოს მეხუთე ნიშანია. ის მდებარეობს მშვილდოსნისა და მორიელის ნიშნების საზღვარზე. ცის კაბადონზე მას შეესატყვისება გველმჭერის თანავარსკვლავედი და ვარსკვლავი რას-ალჰაგი. გველმჭერი ზედა ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანია, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ქვედა ზოდიაქოსთან. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „ზედა კარიბჭეს“ ან „სამოთხის კარიბჭეს“. მხოლოდ გველმჭერის ნიშანში აქვს ადამიანს მიმდინარე განსხეულე-ბაში უდიდესი ცხოვრებისეული გარდატეხის შესაძლებლობა. მას შეუძლია ჩაკეტილი არსებული სამყაროდან გადავიდეს იდეებისა და პრინციპების უსაზღვრო სამყაროში, ამავდროულად კი დარჩეს ცოცხალი და ისარგებლოს ამ განსხეულებაში დაგროვილი მატერიალური სიკეთეებით. გველმჭერის ნიშანში არაფერი არ იკარგება, არსებულს ემატება საოცარი ამოცანები და განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის პერსპექტივები.
მაშასადამე, პირველი ჯილდო, რომელსაც ზედა ზოდიაქოს მეხუთე ნიშანი აძლევს ადამიანს, ესაა საკუთარი კარმული ამოცანის უფრო მაღალ საფეხურზე შესრულების შესაძლებლობა ფიზიკური სხეულის ცვლილების გარეშე, ანუ სიკვდილში გავლის გარეშე. ამბობენ, რომ გველმჭერი იძლევა კარმიდან გამოსვლის, სანსარის ბორბლიდან გამოსვლის შანსს. ადამიანი, რომელმაც მოახერხა გველმჭერის წარმატებით გავლა, იღებს არჩევანის თავისუფლებას. მას ხელეწიფება
საკუთარი კარმული ამოცანის მატერიალიზაციის ფორმისა და მის შესასრულებლად საჭირო ინსტრუმენტების შერჩევა. კარმული ამოცანის გაუქმება არ ხდება, მაგრამ ნადგურდება მისი განხორციელების მკაცრი ზღუდეები. ადამიანი ხდება თავისუფალი და იღებს შემოქმედებითი მიდგომის საშუალებას, საკუთარი კარმის განსახორციელებლად.
მეორე შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ზედა ზოდიქოს მეხუთე ნიშანი ადამიანისათვის, ესაა სტიქიის ძალებზე და კოლექტიურ არაცნობიერზე მმართველობა. ამ ნიჭს უზრუნველყოფს გველმჭერის ძირითადი პლანეტა _ პლუტონი. პლუტონი მეცხრე პლანეტაა და ადამიანის ბედზე მისი გავლენის შეფასება ძალიან ძნელია. თაობების, ერებისა და მთელი ცივილიზაციის ბედზე გავლენის მოხდენა სწორედ პლუტონის საქმეა. მითოლოგიურად, პლუტონი ქვესკნელის მბრძანებელია და მას შეუძლია დამანგრეველი, ფეთქებადი ძალების მოთოკვა. სოციუმში იგი როგორც აკავებს, ასევე ხელს უწყობს საზოგადოების ძალებისა და განწყობის რევოლუციურ აფეთქებებს. ადამიანს, რომელსაც მფარველობს პლუტონი, შეუძლია საზოგადოებრივ ცხოვრებაში კოლექტიური ძალების როგორც აღელვება, ქაოსის შეტანა და ნგრევა, ასევე მათი დამშვიდება თავისი ერთი გადაწყვეტილებით. გველმჭერი იძლევა კოლექტიურ არაცნობიერზე მაღლა დგომის საშუალებას, რაც მასზე გასულ ადამიანს აძლევს საშუალებას მართოს კოლექტიური მასები და არჩეული კურსით ატაროს ის, იყოს ბელადი და სხვა უამრავი ადამიანის ბედისწერის მჭედელი. გველმჭერი იძლევა სხვათა დასჯისა და შეწყალების შესაძლებლობას. სულიერი ზრდა ზოდიაქოს მეხუთე ნიშანში, ხდება ზედა და ქვედა სამყაროების ურთიერთშეხებით. ამიტომ, ადამიანს, რომელმაც დაიმსახურა ამ კარით სარგებლობის უფლება, აქვს საკუთარ და
სხვათა კარმაში ჩარევის უფლებამოსილება. მას შეუძლია დაეხმაროს თავის თავს ან სხვა ადამიანს, გაიაროს რაიმე სახის კარმული ამოცანა ინფორმაციულ დონეზე და მიიღოს კარმული გაკვეთილები მათი ფიზიკურ დონეზე დამუშავების გარეშე. ამან, შესაძლოა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები მოიტანოს. გველმჭერში მუშაობისას ადამიანმა მკაცრად უნდა აკონტროლოს თავისი ქმედებები და გააანალიზოს ისინი, რათა არ დაემსგავსოს მითოლოგიურ ასკლეპიას, რომელიც კურნავდა და სიცოცხლეს უბრუნებდა უღირსს ხალხს, არიდებდა რა მათ ღვთის სასჯელს და ამით არღვევდა მიზეზ-შედეგობრიობის კანონს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ზედა ზოდიაქოზე გასვლის შესაძლებლობის მქონე ყველა ადამიანის ცდუნება. ყოველთვის საჭიროა გვახსოვდეს ჩვენი ადგილი და არ გადავაბიჯოთ ამ სამყაროში ნებადართულ საზღვრებს. სხვაგვარად პარაზიტი პიროვნებები თქვენი მუდმივი თანამგზავრები იქნებიან, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს გამოიყენებენ საკუთარი მიზნებისათვის და მუდმივად მიითვისებენ თქვენი შემოქმედების ნაყოფს.
გველმჭერი ადამიანს კიდევ ერთი ნიჭით აჯილდოვებს, ესაა გველმჭერის ფერფლიდან აღდგომის უნარი. ლეგენდარულ ფრინველს – სფინქსს სწორედ გველმჭერის ნიშანთან აქვს კავშირი. თუ თქვენი რაიმე საქმის დასრულების დრო ემთხვევა გველმჭერის პერიოდს, მოემზადეთ იმისათვის რომ ამ საქმის შედეგები დაიფერფლება, რათა პროცესი დაიწყოს თავიდან, განახლდეს. გველმჭერის მისტერიას ეხება მისი უნარი ერთნაირი წარმატებით გაატაროს ადამიანი როგორც დაფერფლილი გზით, ასევე მისი განახლებით. პრინციპში, ორივე ეს გზა ერთი და იგივე პროცესის ორი ბოლოა, განსხვავება კი მხოლოდ აქცენტებშია. ამ აქცენტების დასმა დამოკიდებულია იმაზე, თუ რისკენ მიილტვის გველმჭერის მუშაობის დონეზე გასული ადამიანი თავის
ცხოვრებაში. თუ მას უნდა წარსულის დანგრევა, ექნება დაფერფლილი გზა, ხოლო თუ ააშენებს ახალს, დაეწყება განახლების პროცესი. ამიტომ, გველჭრში მუშაობისას, ყოველთვის გახსოვდეთ იმ ორი გველის შესახებ, რომელიც მას მაგრად უჭირავს ხელში. სანამ არსებობს ზედა
და ქვედა სამყაროს დაყოფა, ეს გველებიც იარსებებენ. შესაძლოა მათი დასუსტება, მაგრამ სრულიად განადგურება არა. მათი მოკვლა ჯერ
არ შეიძლება. გველმჭერი ორივე გველზე მბრძანებლობს და მათი ძალების მოქმედების რეგულირებით, რაც მხოლოდ ზედა ზოდიაქოს
მეხუთ ნიშანში _ გველმჭერშია შესაძლებელი, თქვენ ძალიან ბევრის მიღწევა შეგიძლიათ.
სიკეთე და ბოროტება პირობითი ცნებებია. ბევრი რამ, რაც ერთი ადამიანისათვის კარგია, ცუდია მეორისათვის. გველმჭერში გარკვეული ადამიანების პირადი პრობლემები კი არ წყდება, არამედ კოლექტიური, ყველასათვის საერთო საქმეები. ამ ნიშანში ჩნდება შესაძლებლობა მთელი საზოგადოებისათვის იმ შუალედური გზის მოძებნისა, რომლის მოძრაობისას სიკეთე ხდება აბსოლუტური კონცეფცია, ღვთიური შემეცნების ხის გაგება. სწორედ ამაშია გველმჭერის ამოცანის არსი. კონკრეტულ პიროვნებას შეუძლია და ვალდებულიცაა თავისი იდეებით მიმართულება მისცეს კოლექტიურ მასებს, მაგრამ იმისათვის,
რომ ეს განხორციელდეს, საჭიროა იმის ცოდნა, თუ საითაა გეზი. ასე რომ, გველმჭერში ადამიანი იგებს, თუ საით უნდა იაროს, რათა თავისი მოძრაობით სწორი მიმართულება მისცეს კოლექტიურ არაცნობიერს. ესაა მიმართულება, რომელიც მომზადებულია უმაღლესი ძალების მიერ და რომლის შესახებ ჩანაწერიც ინახება საზოგადოების სხვა წევრთათვის მიუწვდომელ ადგილას. შეიმეცნო და იარო მიუხედავად ყველაფრისა, აი ასეთ შესაძლებლობას აძლევს გველმჭერი ყველას, ვინც გავა მის დონეზე.
გველმჭერის პერიოდისთვის რეკომენდაციები კონკრეტული პერიოდები მზის მდებარეობით ამა თუ იმ ნიშანში კარგია იმ სფეროებისთვის, რომელსაც ნიშანი “მფარველობს”. მაგალითად სასწორის პერიოდში კარგია მიხედოთ სილამაზე, გარდერობს, ურთერთობის დალაგებას. ტყპების პერიოდში კარგია ინფორმაციის გავრცელება-მოპოვება, ლომის პერიდში კარგია დასვენება და შემოქმედებით სიხშირეზე ყოფნა და ა.შ.
ლოგიკურად თუ მივყვებით გველმჭერის პერიოდი, მით უფრო ის მორიელის და მშვილდოსნის საზღვარზეა კარგი იქნება სულიერი ტრანსფორმაციისთვის, კარმული დავიალინების გადასახდელად, შეცდომების გამოსასწორებლად, საქმეების დასასრულებლად ან პირიქით “დასარესტარტებლად”.
მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”