კარმული ასტროლოგია

კარმა ასტროლოგიის განუყოფელი ნაწილია, რადგან მთლიანი რუკა კარმულად გვეძლევა. ყველა მდებარეობა და ასპექტი რუკაში კარმულია, განსაკუთრებით კი დაძაბული ასპექტები. მაგალითად, მზის ან მარსის დაძაბული ასპექტი პლუტონთან, შესაძლებელია, რომელიმე ინკარნაციაში, სხვა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე, დიქტატორულ მმართველობაზე ან კოლექტიური ენერგიის ბოროტად გამოყენებაზე მიანიშნებდეს- გააჩნია, რა ნიშნებშია. ასევე- ნეპტუნის დაძაბული ასპექტები, შესაძლებელია აღწერდეს, რომ ადამიანი იყო ბომჟი, ლოთი ან რელიგიური ფანატიკოსი, რომელიც რწმენის სახელით ბევრ ცუდ რამეს აკეთებდა. ბევრი ვერსია შეიძლება ითქვას. ჰარმონიული აპექტებიც, ასევე რაღაც კარმული დამსახურებების ხარჯზე გვეძლევა. ლოგიკური იქნება, თუ დაგებადებათ კითხვა- რატომ აქვს ერთ ვიღაცას რუკაში სულ ჰარმონიული ასპექტები და მეორეს დაძაბული. ან ერთ ადამიანს რატომ აქვს რთული ცხოვრება და მეორეს მარტივი. ის ადამიანები, ვინც ბავშვობიდანვე უზრუნველყოფილები არიან და არ უწევთ ზედმეტი ძალისხმევა რამის მისაღწევად, ამას კარმული დამსახურებების ხარჯზე იღებენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სული ამ ინკარნაციაში ისვენებს. ხოლო ვისაც ბევრი სირთულე ხვდება და ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს,-ის კარმულ ვალებს იხდის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანს მთელი რუკა კარმულად ეძლევა, თუმცა არის რაღაც წერტილები, რომელსაც უფრო მეტად ენიჭება კარმული მნიშვნელობა. მაგალითად, ლილიტი, რომელიც, გვიჩვენებს რა თემებში დააგროვა ადამიანმა ნეგატივი, რაც თავს გვახსენებს თავისი დამახინჯებული გამოვლინებით ახლაც და რაზე მუშაობაც აუცილებელია. საყურადღებოა სატურნის მდგომარეობაც, რომელიც გვიჩვენებს, რა თემები აქვს ადამიანს დასამუშავებელი, რა თემებში უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობების აღება და საზღვრების დაცვა. და თუ ამას არ აკეთებთ, სატურნი უკვე გაიძულებთ, იმ თემებზე იმუშაოთ, რასაც ის ეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი კარმული წერტილი კი კარმული კვანძებია- აღმავალი და დამავალი კვანძი. დამავალი კვანძი გვიჩვენებს წარსულ პროგრამებს და იმ თემებს, რა ცოდნითაც მოვიდა ადამიანის სული ამ ინკარნაციაში. ქვედა კვანძი არაა საჭირო აღწერდეს წინა ცხოვრებას, ის აღწერს იმ ცხოვრებას, რომლიც ამ ინკარნაციაში აქვს აქტუალიზირებული ადამიანს. აღმავალი კვანძი კი გვიჩვენებს ჩვენს კოსმოსურ მისიას, რა არის ჩვენი განვითარების გზა და რა გვჭირდება ზრდისთვის. კარმული მისია კი უნდა განვსაზღვროთ აღმავალი კვანძის ნიშნით და ასპექტებით, განსაკუთრებით თუ რომელიმე პლანეტაა კვანძზე შეერთებული ან კვადრატი აქვს კვანძებთან. კვანძების კვადრატები ხშირად აღმავალი კვანძის ნიშნის თემას ცვლიან კიდეც. მაგალითად, აღმავალი კვანძი ტყუპებში, კვადრატით პლუტონთან. აქ უკვე ადამიანი მხოლოდ ტყუპების საყოფაცხოვრებო თემებით ვერ შეასრულებს კარმულ მისიას და საჭირო იქნება მისი მასშტაბურ და დიდ პროცესებში ჩართულობაც. გარდა ნიშნისა, იმისთვის, რომ უფრო ღრმად გავაანალიზოთ, რა არის ადამიანის კარმული მისია, უნდა ვნახოთ კვანძის მმართველის მდგომარეობაც. მაგალითად აღმავალი კვანძი არის სასწორში, ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ ვენერას დგომას და ასპექტაციას.✔️

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ