ერიდა (ახალი პლანეტა)

“ასტროლოგიური კვლევითი ცენტრის “ასტროლოგოსის” კველევა.

ასტროლოგია ის სწავლებაა, რომელიც განვითარებას არასდროს წყვეტს, აქედან გამომდინარე იგი მუდმივად აღმოჩენების და სიახლეების საგანია. ასტროლოგიაში თეორია X და Y პლანეტის შესახებ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მისი ფიზიკური არარსებობის გამო მუდმივად კრიტიკის და დავის საგანს წარმოადგენდა. არც ახლაა ბოლომდე გარკვეული წარმოადგენს თუ არა X პლანეტას ჯუჯა ერიდა, რომელიც ასტრონომებმა 2005 წელს აღმოაჩინეს და თავდაპირველად მისთვის „პროზერპინა“-ს დარქმევა სურდათ, მაგრამ ვინაიდან ასტეროიდი „26 პროზერპინა“ უკვე არსებობდა, აქედან გამომდინარე მისთვის ამ სახელის მინიჭება შეუძლებელი გახდა და ასტრონომებმა მას ერიდა უწოდეს, რომელიც ზომით პლუტონისოდენაა, ხოლო მისი ორბიტა ისეა გაწელილი, რომ ბრუნვის პერიოდში ნეპტუნის ორბიტამდეც კი შედის, შესაბამისად ლოგიკური ხდება, რომ მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს პროცესებზე და ადამიანის პიროვნებაზე, როგორც თავად პლუტონს.

როგორც უკვე ვთქვით, 2005 წელს ასტრონომებმა ახალი პლანეტა ერიდა აღმოაჩინეს. რაღაცა დროით მას პლანეტის სტატუსიც მიანიჭეს, თუმცა შემდგომ პლუტონის მსგავსად ჯუჯა პლანეტათა რიგს მიაკუთვნეს. ერიდა მთლიანი ზოდიაქოს წრის გავლას 558 წელი უნდება, თუმცა, მისი ორბიტის დახრილობის გამო ყველა ნიშნის გავლას სხვადასხვა დროს ანდომებს, მაგალითად ვერძის გავლას 100 წელზე მეტს და ლომისას 18 წელს უნდება. ასტროლოგების დიდი ნაწილი რატომღაც, პრაქტიკაში პროზერპინას იყენებს, რომელიც ჰიპოთეტური წერტილია ანუ ჯერ აღმოჩენილი არ არის, მხოლოდ მათემატიკურადაა დათვლილი. ალბათ დამეთანხმებით რომ, უფრო ლოგიკური იქნება თუ უკვე ხილულ პლანეტაზე ვიმუშავებთ და მის ასტროლოგიურ ზეგავლენას გამოვიკვლევთ. თუ პლანეტების და ნიშნების განლაგების სტრუქტურას მივყვებით, პირდაპირი (ანუ დირექტული) მმართველი კუროს და ტყუპებს არ ჰყავთ. რადგანაც ერიდა პლუტონის ორბიტის იქით მდებარეობს, ლოგიკური იქნება კუროს პირველ და სასწორის მეორე მმართველად, რომ მივიჩნიოთ. რასაც ჩვენი კვლევა ჯერ-ჯერობით ადასტურებს. ითვლება რომ ერიდა არის განხეთქილების, ქაოსის და უბედურების ქალღმერთი, მაგრამ ჰესიოდეს მიხედვით, ორი ერიდა არსებობს. პირველი ომებს, ქაოსს, განხეთქილებას და მტრობას იწვევს და მისი გაგონება სიძულვილს და ზიზღს იწვევს. მეორე კი ადამიანებისთვის სარგებელის მომტანია, რადგან შრომაზე ორიენტაციასთან ასოცირდება, სწორედ ეს ერიდა მოათავსა ზევსმა მიწის ფესვებს შორის, რათა ხალხისთვის სარგებელი მოეტანა. თუმცა ესეც სადაოა რამდენად სწორად აქვს ამ პლანეტას სახელი შერჩეული.

ლოგიკურად რომ მივყვეთ, ერიდა ისეთ საკითხებზე უნდა აგებდეს პასუხს როგორიცაა: ნაყოფიერება, გამძლეობა, მდგრადობა, დიდ ფულთან, მიწებთან და რესურსებთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი შინაგანი ფასეულობები, გაუცნობიერებელი სურვილები.

ნათალურ რუკაში ერიდას გავლენის განსაზღვრა ძალიან რთულია, რადგანაც უმაღლესი პლანეტაა, თან ახალი აღმოჩენილია, თუმცა ძლიერი ასპექტაციის შემთხვევაში, თუ შეერთებებს, ზუსტ ასპექტებს აკეთებს ან კუთხის სახლებზე ზის, შესაძლებელია მისი გავლენა შესამჩნევიც იყოს. (დავწერ ცნობილი ადამიანების რუკებში როგორი გავლენა აქვს). ერიდა უფრო მასშტაბურ პროცესებზე აქტიურად იმუშავებს, მაგ. ეპიდემიებზე და ომებზე, რადგანაც, ალბათ დამეთანხმებით, რომ ომები ძირითადად მიწების ან მატერიალური ფასეულობების გამო ხდება.

1756 წელს ერიდას ზუსტი შეერთება იყო პლუტონთან, რა დროსაც ევროპის სახელმწიფოებს შორის 7 წლიანი ომი დაიწყო.

1910 წელს ერიდამ ზუსტი კვადრატი გააკეთა პლუტონთან, რა დროსაც მექსიკის რევოლუცია დაიწყო, რამაც მექსიკის კულტურისა და მთავრობის ტრანსფორმაცია გამოიწვია. ომის შედეგად დაახლოვებით 3-მილიონი ადამიანი დაიღუპა. ახლო პერიოდშივე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ამ ეპიზოდში ერიდა თევზების 28-ე გრადუსზე იმყოფებოდა, (მაღალი პლანეტა, როდესაც ნიშანში ახალი შესულია ან ნიშნის ბოლო გრადუსებს გადის ძლიერად მუშაობს-იგრძნობა). საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ომის დაწყების პერიოდში ერიდა, ნეპტუნი და პროზერპინა, სამივე 28-ე გრადუსზე იყვნენ და სინთეტურ საკმკუთხედს კრავდნენ, პლუტონი კი კირჩხიბის ნიშანში ახალი შესული იყო. 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ერიდა ვერძის მე-5 გრადუსზე იყო და იუპიტერთან შეერთებას და პლუტონთან ტრინს აკეთებდა. 2020 წელი პლუტონი-ერიდას კვადრატი, ვერძი-თხის რქის ნიშნებს შორის, კორონა ვირუსის გამოჩენა და მასშტაბური პანდემიის დასაწყისი. პროცესში სოციალური პლანეტებიც მონაწილეობდნენ. 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს, ცაზე ვენერა-მარსის ზუსტი შეერთება გვქონდა თხის რქაში, ზუსტ კვადრატში ერიდასთან ვერძში, შეერთებაში 5 ორბისში პლუტონიც მონაწილეობდა.

2016 წელს ივნისი-ივლისში ურანის-ერიდას ზუსტი შეერთება იყო ვერძში, რამაც ტერაქტების სერია გამოიწვია.

10 ივნისი – სტამბოლის ტერაქტის შედეგად დაიღუპა 11 და 36 დაშავდა.

14 ივლისი – ნიცის სანაპიროზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და 65-ზე მეტი დაშავდა.

22 ივლისი – მიუნხენის ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

23 ივლისი – ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა და 260 დაშავდა. (წყარო: ვიკიპედია).

2016 წლის 15 ივლისს ასევე იყო თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რის შედეგადაც 80 ადამიანი დაიღუპა.

1992-1993 ერიდას კვადრატი ურანთან, ვერძი-თხის რქის ნიშნებში-აფხაზეთის ომი. 1972 წელი ერიდას ზუსტი ოპოზიცია ურანთან, (ივნისი-ივლისის თვეები) სასწორი-ვერძის ღერძზე, 14 ივნისი იაპონიის ავიარეისის თვითმფრინავის ჩამოვარდნა, შედეგად 82 მგზავრი დაიღუპა. 18 ივნისი ლონდონის ერთ-ერთ აეროპრტთან აფრენიდან ორ წუთში ავიაკატასტროფა მოხდა, შედეგად 118 ადამიანი დაიღუპა. 23 ივლისი, გაუშვეს

landast 1 სატელიტი.

1337 წელი, ერიდას შეერთება ურანთან, ასწლიანი ომის დასაწყისი.

1848 წელი, ერიდას ზუსტი შეერთება ნეპტუნთან თევზების პირველ გრადუსზე. რევოლუცია საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

ერიდა ხშირად ცნობილ ადამიანებს აქვთ გამოკვეთილი, განსაკუთრებით მათ ვისაც კუროს ნიშანთან დაკავშირებულ თემებთან აქვთ შეხება. ერიდას გამოკვეთა ხშირად მილიარდელების რუკებშიც გვხვდება. ილონ მასკს ერიდა ზედ MC-ზე აქვს, მე-11 სახლის მმართველი, (კუროში ხვდება მე-11 სახლი) ზუსტი კვადრატი მერკურისთან პირველ სახლში. მილიარდებიც სწორედაც რომ მე-11 სახლის და მერკურის თემით იშოვა. მილიარდელ ბიზნესმენ ჯეფ ბეზოს ერიდა ვერძის მე-10 გრადუსზე აქვს, იუპიტერთან შეერთებული, ერიდა მე2 სახლს, იუპიტერი კი მე-9 სახლს მართავს. ბილ გეითსაც, ისევე როგორც ილონ მასკს მე-11 სახლის მმართველი ერიდა MC-ზე აქვს, ზუსტ შეერთებაში ასცენდენტის მმართველ მთვარესთან და ოპოზიციით მარსთან. ბიძინა ივანიშვილის ვენერას ზუსტი შეერთება აქვს ერიდასთან. აიფონის შემქმნელ სტივ ჯობსს ერიდა ზუსტ შეერთებაში აქვს მთვარესთან, მთვარე კი მე-11 სახლს მართავს.

ერიდა, როგორც კუროს უმაღლესი მმართველი, მიწასთან დაკავშირებულ საკითხებში უნდა მონაწილეობდეს, ქრისტეფორე კოლუმბს, რომელმაც ამერიკა აღმოაჩინა ერიდა ვერძის 18 გრადუსზე აქვს, ოპოზიციით ვენერასთან, მარსთან და სატურნთან.

ერიდას გამოკვეთა ხელოვანი ადამიანების რუკებშიც ასევე ხშირად გვხვდება, მაგალითად მოცარტს ერიდა ზუსტ შეერთებაში ჰქონდა მთვარესთან, სალვადრო დალის ჰქონდა თევზებში, ზუსტი სექსტილით მერკური მარსის შეერთებასთან კუროში, ედგარ დეგას მერწყულში შეერთებული ურანთან და ზუსტ კვადრატში მარსთან კუროში, ბახს სატურთან შეერთებული ქალწულში. ერიდა ასევე აქტიურად აქვთ გამოკვეთილი დიდ მეცნიერებს, მაგალითად ნიუტონს ზუსტი ერიდა მთვარის შეერთება აქვს კირჩხიბში და მე-9 სახლში, აინშტაინს ერიდა ემცეზე აქვს თევზებში, ზუსტი კვადრატით მშვილდოსნის მთვარესთან, ჩარლზ დარვინს კი ერიდა ბისექსტილოს წვერში აქვს, ნეპტუნი-ვენერათი. კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ერიდა, როგორც კუროს მმართველი გამოკვეთილი აქვთ აგრონომებს და სელექციონერებს. ცნობილ სელექციონერ ტომას ენდრიუ ნაითს, ერიდა პლუტონთან აქვს შეერთებული, ტრინით მზე ნეპტუნის შეერთებასთან ლომში. ინდოელი ფიზიკოსი და ბოიოლოგი ჯაგადიშ ჩანდრა, რომელმაც თავისი კვლევით მეცნიერებაში რევოლუცია მოახდინა, ერიდა თევზებში აღმავალ კვანძზე, ტაუ-კვადრატის წვერში, მზე-ურანით აქვს. გრეგორ მენდელი, გენეტიკოსი მეცნიერი, ერიდათი მერწყულში, ზუსტ შეერთებაში აღმავალ კვანძზე, ოპოზიციით მთვარესთან.

რა თქმა უნდა კვლევა ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, სამომავლოდაც ამ თემის უფრო ვრცლად გაშლას შემოგთავაზებთ.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ