თუ გავაერთიანებთ ნიშნებს 4 ჯგუფად სამ- სამ ნიშანს თითოეულში(ყოველი მე-4),მივიღებთ ერთი სტიქიის ან ტრიპლიციტეტის ნიშნებს. ვინაიდან ყოველი ეს ჯგუფი მიეკუთვნება ერთ სტიქიას, მასში გაერთიანებულ ნიშნებს, უნდა ჰქონდეთ რაღაც საერთო თვისებები, რომლებიც ახასიათებენ ამა თუ იმ სტიქიას, მაგრამ აქვთ განსხვავებები, რადგან მიეკუთვნებიან სხვადასხვა ჯვრებს და კვადრანტებს.
ჩვენ არ უნდა ავურიოთ სტიქიების სახელები მათ ფიზიკურ შინაარსთან. მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიისათვის ჩვენ მივმართავთ ფიზიკურ სტიქიებს, ჩვენს შემთხვევაში ცეცხლი არ არის მწველი ალი, მიწა – გრანიტის ლოდი, ჰაერი– ჟანგბადის და აზოტის ნარევი, წყალი – ოკეანეს ან ჭიქის შიგთავსი.
სტიქიები- ეს არის სიმბოლური აღნიშვნა რაღაცის რეალიზაციის ხარისხის: მოქცევის ხარისხის, აზროვნების ხარისხის, ემოციების ხარისხის, ფსიქიკის ხარისხის.
კონკრეტული ნიშნის სტიქია გვიჩვენებს ცნობიერების გარკვეულ ნაირსახეობას, და ასევე ტემპერამენტს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანში წარმოდგენილია ოთხივე სტიქია, და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ამა თუ იმ სტიქიის სიჭარბეზე ან ნაკლებობაზე, ანუ ამა თუ იმ თვისების სიჭარბეზე.
ტრადიციულად სტიქიები არის მამაკაცური და ქალური. ეს მცნება შეესაბამება ჩინურში – ინი და იანის მცნებას. ნებისმიერ პროცესში, ნებისმიერ არსებაში არის ორი საწყისი: კაცური, აქტიური, მოძრავი, მიმართული ცენტრიდან გარეთ, ექსპანსიური და ქალური- პასიური, აღქმითი, მიმართული გარედან ცენტრში.ბუნებაში ყოველი პროცესი ორგვაროვანია:შესუნთქვა-ამოსუნთქვა,ზამთარი-ზაფხული, დღე-ღამე.
ამ ორი საწყისის ურთიერთქმედება- აქტიურის და პასიურის- ბადებს თვით სიცოცხლეს.
აქტიური ცდილობს შეცვალოს, პასიური ცდილობს შეინარჩუნოს. და აქ ჩნდება მოძრაობა აქტიურიდან პასიურისაკენ, ცხელიდან ცივისაკენ (მაგ. ცხელი ჰაერი).მაგრამ ერთი არასოდეს არ გადადის მთლიანად მეორეში, შეერთებისას კი გვაძლევენ იმას, რასაც ჩინურ ფილოსოფიაში ეწოდება –დენ. დენ არის იმის სიმბოლო, რომ სამყაროში ერთის მხრივ ყველაფერი პოლარულია, მაგრამ ეს ნახევრები ქმნიან ერთ განუყოფელ მთლიანობას.
თუ ადამიანი ახდენს რაღაც ცვლილებას თავისი საკუთარი ინიციატივით, ეს არის აქტიურობის აქტი. ამიტომ, აქტიურობა გულისხმობს ნებისმიერ ქმედებას, რომლის მამოძრავებელი საწყისი სუბიექტის შიგნითაა.
თუ მისი ქმედება არის რეაქცია გარეთა ცვლილებებზე, მაშინ ეს არის პასიურობის აქტი, ვინაიდან პასიურობის ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ შენარჩუნების და სტაბილიზაციის მიდრეკილებას.მამოძრავებელი საწყისი სუბიექტის გარეთ.
ადამიანში არის ორივე საწყისი და ამიტომ გარე მაყურებლისათვის საკითხი მისი აქტიურობის ან პასიურობის შესახებ არ არის მარტივი.
უნდა კარგად გავიგოთ განსხვავება ჯვრებს და სტიქიებს შორის. თუ ჯვარი არის პროცესის ფაზა, სტიქია არის მდგომარეობა, ან შიგთავსი ამ პროცესის. და ეს შიგთავსი უნდა იყოს შენარჩუნებული, მაშინ როცა ჯვარი აძლევს პროცესს განვითარებას.
ცეცხლი
ცეცხლი არის სიმბოლო აქტიურობის სხვადასხვა გამოვლინებებში. ცეცხლი-კაშკაშა, სპონტანური, აქტიური,მიმართული.
ცეცხლის ენერგია მიეკუთვნება მანათობელ, ექსპანსიურ უნივერსალურ ენერგიას, რომლის ნათების საშუალებით ამ სამყაროს ეძლევა ფერი.
ზოდიაქოს ცეცხლის ნიშნები გამოხატავენ მაცოცხლებელ, გამომსხივებელ, აღმგზნებ სასიცოცხლო პრინციპებს.
საკვანძო სიტყვები იმ ადამიანებისათვის , ვისაც გამოკვეთილი აქვთ ცეცხლი – სუფთა თვითკმარობაა.
იუნგი თვლის ამ სტიქიას ფსიქიური ენერგიის დინამიურ ცენტრად. იმ ენერგიად, რომელიც მოედინება სპონტანურად თვითმამოტივირებელი სახით.
ძირითადი თვისება იმ ადამიანების , რომლებსაც ცეცხლის სიჭარბე აქვთ არის აქტიურობა გარეგნული და შინაგანი, აგრესიულობა ცხოვრებისეული სივრცის მოპოვებაში. მათ სჭირდებათ აქტიური ქმედება, რეალიზაცია. ამიტომ ცეცხლის ყველაზე მკვეთრი გამოხატვა არის ქმედება. ცეცხლი კაცური სტიქიაა, ის არ აღიქვამს გარე ზემოქმედებას, ის ცდილობს თვითონ მოახდინოს ზემოქმედება გარე სამყაროზე. ამ ადამიანებს აქვთ უნარი იმოქმედონ საკუთარი ინიციატივით. მათ ესაჭიროებათ საკუთარი თვითგამოვლინებისათვის ბუნებრივი თავისუფლება და, როგორც წესი, იქმნიან ასეთ გარემოს თავისის დაჟინებული მოთხოვნით. მათ გააჩნიათ საკუთარი თავის რწმენა, ენთუზიაზმი, დაუსრულებელი შინაგანი ძალა.
მთელი სამყარო- თვითრეალიზაციის ველია.ცეცხლი თავისი ნატურით არის მთლიანი, გაორება მისთვის ძალიან ძნელია, ვინაიდან ის საქმე , რასაც ცეცხლი აკეთებს, იკავებს მას მთლიანად, მის აზრებს, ცნობიერებას.ის მიმწოლია, აზარტული, უყვარს მიმართულების დასახვა, ადვილად ერთვება მუშაობაში, და მუშაობს მანამდე, სანამ გააჩნია ენერგია. ენერგია კი ცეცხლს აქვს ბევრი.
ცეცხლი შეიძლება იყოს უხეში, მეომრული, გაღიზიანებადი. ვერ იტანს როცა მას ხელმძღვანელობენ, დამოუკიდებელია.
აზროვნებს აბსტრაქტული სახეებით, ითვისებს ძალიან ჩქარა, ცდილობს დაიჭიროს ცენტრალური იდეა.
ესე იგი , ცეცხლის ნიშნები დაკავშირებულია აქტიურობასთან,ნებასთან, ენერგიასთან, ქმედებასთან.მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ცეცხლის სამი ნიშანი მიეკუთვნება სხვადასხვა ჯვრებს. სამივე ნიშანი ქმნის ახალ რეალობას, არ იყურება უკან, გარდაქმნიან სამყაროს. მათი ფსიქოლოგიური ენერგია გამოხატულია, როგორც შთაგონება და შემოქმედებითი აღმაფრენა. ადამიანი ალდება რაღაც იდეით (ვერძი), იწვის (ლომი) და ავრცელებს მას (მშვილდოსანი). ვერძი (კარდინალური)- ენერგიის წყაროა, ცეცხლი, რომელიც არსაიდან ჩნდება; ლომი (ფიქსირებული)- კონტროლირებადი ენერგიაა, ვერძში დაწყებული წვის პროცესის გაგრძელებაა: ეს ენერგია გამოყენებადია, ჩართულია რთულ ტექნოლოგიურ პროცესში იმ მიზნით, რომ გარდაქმნას ცეცხლის ენერგია სხვა სახის ენერგიებში. მშვილდოსანი (მუტაბელური)-ეს არის ცეცხლი, რომელიც ყველა მიმართულებით ვრცელდება. ეს მინელებული ცეცხლია.
როგორი ექსპანსიური და დამოუკიდებელი არ უნდა იყოს ცეცხლი, მას ესაჭიროება კვება. საუკეთესო კვება ცეცხლისთვის არის ჰაერი და მიწა. წყალი კი საწინააღმდეგოდ მოქმედებს: აქრობს, პარალიზებას ახდენს მისი ნებისა და აღმაფრენის.
მაგრამ არ გააკეთოთ დასკვნა, რომ ადამიანების თავსებადობაზე ვსაუბრობ. რუქის თავსებადობა-არათავსებადობა სულ სხვა პრინციპზეა აგებული და არის საკმარისი ვიცოდეთ ცეხლხლია ადამიანი თუ წყალი.
მიწა
ცეცხლის მერე მოდის მიწის ნიშნები- კურო (ფიქსირებული), ქალწული (მუტაბელური) და თხისრქა (კარდინალური). მიწა- ქალური სტიქიაა.
ცეცხლი ქმნის ახალ ფორმებს, მაგრამ სიმყარეს და მდგრადობას ამ ფორმებს აძლევს მიწა. ისევე როგორც ცეცხლი, მიწაც დარწმუნებულია საკუთარ თავში და მას გააჩნია შინაგანი ძალა. მაგრამ ეს ძალა ეყრდნობა არა მიღწევის პროცესს, არამედ თვით მიღწევებს, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, გამოცდილებას. მისთვის ფასეულია ყველაფერი მატერიალური და ძალიან სკეპტიკურად უყურებს ყველაფერს, რაც არ არის ჯერ ჩამოყალიბებული, შემოწმებული. ეს პრაგმატული სტიქიაა. ის, სანამ ხელს მოკიდებს რამეს, უნდა დარწმუნდეს, რომ ამაში პრაქტიკული აზრი დევს. ეს სტიქია უზრუნველყოფს გამძლეობას, საიმედოობას და მუდმივობას.
და შემთხვევითი არ არის, რომ სტიქია მიწა იწყება ფიქსირებული კუროდან, რომელის აფიქსირებს ფორმას. ეს არის კეთილდღეობის დაგროვების და გამრავლების ნიშანი, მისი მოწოდებაა- გაამყაროს ვერძის მიღწევები. ისევე როგორც ვერძი, კურო აღიარებს მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას და საკუთარ მიღწევებს.
მუტაბელური ქალწული ფორმას გარდაქმნის. თავის სამუშაოსთვის ქალწული იყენებს სხვის გამოცდილებას და სხვის მიღწევებს, რომელსაც აანალიზებს, ადარებს, ეძებს შეცდომებს და ისეთ ამოხსნებს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას მუშაობაში.
კარდინალური თხისრქა, წინა ნიშნების მიღწევების საფუძველზე, ამტკიცებს ფორმას. ამ ფორმამ გაიარა უკვე ყველა საჭირო სტადია და უკვე შესაძლებელია დამოუკიდებლად იარსებოს. თხისრქა იყენებს მხოლოდ დროში კარგად შემოწმებულ ფორმებს, ის დიდი სკეპტიკოსი და ტრადიციონალისტია. მართალია, თხისრქა, როგორც კარდინალური ნაშანი, ზოგჯერ რევოლუციონერად ჩანს, მაგრამ მისი რევოლუციური იდეები ყოველთვის ეყრდნობა ბევრი ადამიანის გამოცდილებას.
მიწის ნიშნების შემდეგ მოდის ჰაერის ნიშნები- ტყუპები (მუტაბელური), სასწორი (კარდინალური) და მერწყული (ფიქსირებული).
ჰაერი- კაცური სტიქია. სასიცოცხლო ენერგია დაკავშირებული სუნთქვასთან, იმასთან, რასაც ეძახიან პარნას. ჰაერი ცდილობს შეავსოს მთელი სივრცე. მისი თვისებებია სიმსუბუქე, მოძრაობა. ჰაერისთვის არ არსებობს დაბრკოლება, ის ცდილობს დაიკავოს ყველა ვერტიკალური დონე, ის მრავალგანზომილებიანია, მრავალფენოვანია.
ჰაერის მთავარი გამოვლინება- ურთიერთობაა. ჰაერი- მენტალური, რაციონალირი სტიქიაა. ვინაიდან ჰაერის ნიშნები – კაცური ნიშნებია, ისინი ისევე, როგორც ცეცხლის ნიშნები, დამოუკიდებელნი და დინამიურები არიან, გამოხატული ინტერესით გარემოს მიმართ. მაგრამ განსხვავებით ცეცხლისგან, არ გარდაქმნიან სამყაროს. ისევე როგორც ცეცხლის ნიშნებს, მათ აინტერესებთ იდეების სამყარო, მაგრამ არა გამოყენების მიზნით, არამედ გაცნობის, სწავლის და გავრცელების მიზნით.
ჰაერის ადამიანებს გააჩნიათ სინთეზის გასაოცარი ნიჭი- მათ შეუძლიათ შეაერთონ აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებები, ისეთი, რაც პრაქტიკულად არ ერთდება. ჰაერს შეუძლია გაერიდოს ყოველდღიურ განცდებს, მიუდგეს ყველაფერს რაციონალურად, გადაერთოს ერთი საქმიდან მეორეზე, იფიქროს რამდენიმე მიმართულებით. და ეს თვისებები ვლინდება სიცოცხლის ყველა სფეროში: აზროვნებაში, ურთიერთობებში, ქმედებაში.
ჰაერის ადამიანებს არ უყვართ ერთფეროვანი საქმიანობა. მათთვის სამყარო არის ურთიერთობის ველი, მაგრამ ამ ველში ვერ იტანენ იერარქიას.
ყველა სტიქიებთან შედარებით, ჰაერის ადამიანები ყველაზე სოციალური და რაციონალურები არიან იმ გაგებით, რომ მათ ყველაზე ობიექტურად შეუძლიათ შეაფასონ სხვა ადამიანების აზრები, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან მათ თუ არა. მათ უნდათ მიიღონ მონაწილეობა ყველაფერში, რაც გარშემო ხდება. ხშირად მათ აფასებენ როგორც არასანდო ადამიანებს, ვინაიდან მათთვის მთავარია მენტალური მონაწილეობა, ემოციურ კავშირებში კი ცუდად ერთვებიან.
ჰაერის სტიქიის პირველი ნიშანი მიეკუთვნება იმ ჯვარს, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს არის თავის ხასიათით- მუტაბელურ ტყუპებს. ეს ნიშანი უზრუნველყოფს კუროში მიღწეული კეთილდღეობის საზღვრებს გარეთ გასვლას, მას აინტერესებს სხვა შესაძლებელი პრაქტიკული მიღწევებიც. როგორც მუტაბელურ ნიშანს, მას არ გააჩნია მიმართულება, მას აინტერესებს ყველაფერი! და ყველაფრისგან ცდილობს მიიღოს პრაქტიკული სარგებელი.
კარდინალური სასწორი ამტკიცებს ურთიერთქმედების იდეებს. ისევე, როგორს ყველა კარდინალური ნიშანი, ის დარწმუნებულია საკუთარ თავში, თავის ცოდნაში და ცდილობს დაუმტკიცოს გარემოს, რომ საჭიროა ამ ცოდნიდან გამომდინარე ნორმების დაცვა.
ფიქსირებული მერწყული ნებისმიერ იდეას კარგად უფიქრდება. ისევე როგორც ჰაერის სხვა ნიშნებს, მას მოძრავი აზროვნება და ინტერესების ფართო სფერო გააჩნია, მაგრამ მას შეუძლია დაინახოს სამყაროს ელემენტების მჭიდრო კავშირი: ვინაიდან ის ფიქსირებული, აუჩქარებელი ნიშანია, მას გააჩნია განჭვრეტობა.
მერწყულის როლი მდგომარეობს იმაში, რომ დაინახოს სიცოცხლის სტრუქტურა და დინამიკა- ეს არის ფიქსირებული ჯვრის მუშაობა ჰაერის სტიქიის კონტექსტში. მერწყულის მიერ მოპოვებული ცოდნა გამოყენებული იქნება ზოდიაქოს ახალ ციკლში – ვერძში.
ლია ბარათაშვილი
ასტროსკოლა–ასტროლოგოსი