გავრცელებული შეცდომები (ნაწ-2)

სასწორი– ხშირად წარმოგვიდგენენ როგორც რბილ ნიშანს, რომელსაც კონფლიქტები არ უყვარს, მაგრამ ზოგ სახელმძღვანელოში სწორად წერენ, რომ კონფლიქტებთან ბრძოლაში ის ხშირად თვითონ პროვოცირებს კონფლიქტურ სიტუაციას. ის კარდინალური ნიშანია, და ამიტომ მას აქვს მოთხოვნილება შეიქმნას პრობლემები სრულყოფილების მიღწევის გზაზე. სასწორი- კარდინალური ჰაერის ნიშანია, მისი ინტერესების სფერო- სწორი (მისი გაგებით) ურერთობების დამყარებაა ყველასთან, ვისაც მიწვდება. ზოგი ამბობს, რომ სასწორი მიისწაფვის ჰარმონიისაკენ, მაგრამ ჰარმონია ხშიად უკონფლიქტოდ ვერ მყარდება, მითუმეტეს ურთიერთობებში პირდაპირი ჩარევით- ეს უნდა გვახსოვდეს.

ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ღრიანკალს სექსის და რისკის გარდა არაფერი აინტერესებს. მაგრამ ღრიანკალი სხვებზე მეტად არ ფიქრობს სექსზე, რისკი და გაბედულობა სულ არ არის ფიქსირებული ნიშნის ბუნება. გარედან შესაძლებელია ვინმეს მოეჩვენოს, რომ ღრიანკალი გაბედული, ვნებიანი, უგულო, შურისმაძიებელი ნიშანია, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ფიქსირებული წყლის ნიშანია და მისი როლი- დიდი ემოციური მუშაობაა, თავისი როლის სრული გაცნობიერებით. ნიშანი მესამე, გარე კვადრანტშია, რომლის ამოცანაა- კავშირების დამყარება გარე სამყაროსთან, ამიტომ ღრიანკალს შეხვდა ძალიან მძიმე ამოცანა- გრძნობებით შეიცნოს ეს სამყარო, მისი კანონები და ფასეულობები, და ამასთან არ დაკარგოს თავის მთლიანობა, მიზანი და მიმართულება. ეს კი დამეთანხმებით- ძნელია. ამ მიზეზით ღრიანკლის შინაგანი ცხოვრება დუღს, ის ხშირად ეჭვებშია, უნდა იცოდეს ყველაფერი და ყველაფერზე მეტი მათზე, ვისთანაც მჭიდრო კონტაქტშია. ამას ზოგი კითხულობს როგორც ვნებას: „მას სიახლოვე უნდა“. არა, მას უბრალოდ სიმართლე უნდა. გარკვეულწილად ესეც სიახლოვეა, მაგრამ ემოციური და არა ფიზიკური.
რისკი ღრიანკალს, როგორც ფიქსირებულ ნიშანს, არ უყვარს. ის ნელ-ნელა წავა მიზნისკენ, მაგრამ გარანტირებულად. ღრიანკალს შეუძლია ვინმეს პირდაპირ და უშიშრად უთხრას რას ფიქობს მასზე და ეს გახდა მიზეზი იმის, რომ ზოგი ასტროლოგი აფასებს მას, როგორც რისკიანს. მაგრამ ეს რისკი არ არის: სანამ ღრიანკალი ასე მოიქცევა, ის სულ შინაგან განცდებში, ეჭვებშია, მას ეშინია უმიზეზოდ არავის აწყენინოს, მაგრამ თუ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვიღაცის საქციელი არ არის სწორი და უშლის ხელს ამოცანის შესრულებაში, მხოლოდ მაშინ შეუძლია დაკბინოს ეს ადამიანი.
სხვათაშორის, ძალიან ხშირად ღრიანკალი საუბრობს ბოდიშის მოხდით, ვინაიდან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური ემოციური ურთიერთობები გარემოსთან. თუმცა, ღრიანკლის ჩვევამ– ფსიქიკის სიღმეებში ჩაღწევა გამოუმუშავა მას გამჭრიახობა, და ამ გამჭრიახობის დახმარებით მას დაუფიქრებლად შეუძლია იგესლებოდეს და არ იფიქროს არც რისკზე, არც ვნებაზე, არს შურისძიებაზე. ის უბრალოდ თავის აზრს გამოთქვამს.

თხისრქა ხშირად წარმოგვიდგება, როგორც კარიერისტი და ერთდროულად პესიმისტი. თხისრქას მართლაც გააჩნია მიზანმიმართულობა, როგორც კარდინალურ ნიშანს, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ეს მიზანი კარიერასთან იყოს დაკავშირებული. კარდინალური ნიშანი არ შეიძლება პესიმისტი იყოს… და როგორ კარიერას გააკეთებ თუ პესიმისტი ხარ?
კარდინალური ნიშნები თავისი არსით ოპტიმისტები არიან, მათ ამოძრავებთ თავისი ამოცანის და მისი შესრულების შესაძლებლობის უსაზღვრო რწმენა.
თხისრქსრქის სკეპტიციზმი, მისი სიფრთხილე იკითხება როგორც პესიმიზმი.
თხისრქა, როგორც მიწის ნიშანი, ირჩევს გამოცდილ და შემოწმებულ გზებს, მას ესაჭიროება გონივრული და კარგად მოფიქრებული საფუძველი იმისთვის, რომ მიზანი ღირსეულად ჩათვალოს, მაგრამ ეს არც კონსერვატიზმია და არც პესიმიზმი. ღირსეული მიზანი, რომელსაც საბოლოოდ ირჩევს თხისრქა, ხშირად რაღაც ახალი და სხვებისთვის მოულოდნელია. მაგრამ თხისრქას ყველაფერი უკვე გათვლილი აქვს და
ის წყნარად აღწევს თავის მიზანს.

მერწყულს ხშირად ხატავენ როგორც რევოლუციონერს და ექსპერიმენტატორს. სინამდვილეში მერწყული საკმაოდ პასიურია. როგორც წესი, ის აქტიურად არ ერთვება ცხოვრებაში, ურჩევნია პასიური მაყურებელის როლი. ექსპერიმენტატორის და რევოლუციონერის როლი უფრო შეესაბამება კარდინალურ ჯვარს, მერწყული კი ფიქსირებულია, ის- შემსრულებელია. როგორც ჰაერის ნიშანს მას ფართო ინტერესები გააჩნია. ექსპერიმენტები -ეს ის არის, რაც მერწყულს აინტერესებს, მაგრამ თვითონ არ მონაწილეობს. შესაძლებელია რომ მერწყული ზოგჯერ რევოლუციონერი ჩანს. სინამდვილეში ის კი არ არის რევოლუციონერი, არამედ რევოლუციონერი სხვა ადამიანია, რომელმაც ისე დააინტერესა მერწყული, რომ მან ირწმუნა და შეუერთდა….მაყურებლის და შთამაგონებელის როლში. გასაგებია, რომ ჰოროსკოპში რაღაც პლანეტები შეიძლება იყოს კარდინალურ ნიშნებში, და ეს პლანეტები მერწყულის ნიშანთან ერთად მოახდენენ თავის რევოლუციებს.

თევზები ითვლებიან ყველაზე მგრძნობიარე და დაუცველ ნიშნად, მაგრამ ეს
მუტაბელური ნიშანია და მათ გააჩნიათ გრძნობებისგან კარგი დაცვა. სხვა წყლის ნიშნები არა ნაკლებ მგრძნობიარენი არიან. მუტაბელური ჯვარი ეხმარება თევზებს სწრაფად გადაერთონ ახალ შეგრძნებებზე და შთაბეჭდილებებზე. ამიტომ თევზების თანადგომა ხანმოკლეა. როგორც კი მიხვდებიან, რომ აქ ცუდია- ეგრევე გაცურავენ სხვა სივრცეში. შესაძლებელია რომ თქვენც დაგპატიჟონ, მაგრამ თუ არ წაყევით- რას იზამ? გინდათ დაიტანჯოთ- დაიტანჯეთ… სამწუხაროა..

რა თქმა უნდა ეს არ არის სრული ნუსხა ასტროლოგიური შეცდომების. მაგრამ რადგანაც ჩვენი თემა იყო სტიქიები და ჯვრები, აქ განხილული იყო ასეთი შეცდომები. ნიშნებში სტიქიებს, როგორც წესი, კარგად აღწერენ, მაგრამ ჯვრები ძალიან დამახინჯებულია ხოლმე. თუმცა როცა ცალკე აღწერენ ჯვრებს- ზუსტად აღწერენ, მაგრამ როცა ნიშნებზეა საუბარი, რატომღაც ავიწყდებათ ჯვრის ბუნება.

ლია ბარათაშვილი
ასტროსკოლაასტროლოგოსი

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ