რეტროგრადული მარსი

შინაგანი წვა. 🔥

📍სანამ ძირითად ნაწილზე გადავალთ, გავიხსენოთ რა არის პლანეტის რეტროგრადულობა. რეტროგრადულობა არის, როდესაც პლანეტა წყვეტს სწორ, ანუ დირექტიულ მოძრაობას და იწყებს უკუსვლას. თუმცა, ამ დროს პლანეტა რეალურად უკან არ მიდის, უბრალოდ დედამიწისა და სხვა პლანეტების ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარის სხვაობის გამო, დედამიწიდან აღიქმება, რომ პლანეტა უკან მიდის. ამ დროს პლანეტის სიჩქარე დაბალია და თავის მახასიათებელ თვისებებსაც დამუხრუჭებულად და შენელებულად ავლენს. ამდროს პლანეტას აქვს შინაგან პლანზე მუშაობის პრინციპი და გარეთ გამოხატვაც უჭირს.✅

🔵მარსი ნატალურ რუკაში აღწერს ადამიანის ქმედითუნარიანობას, აქტიურობას, იმპულსებს, ძალას, ნებასა და მიზნისთვის ბრძოლის უნარს.
ჩვეულებრივი, ანუ დირექტიული მარსი, ყოველთვის ორიენტირებულია მოქმედებასა და შინაგანი ენერგიის გარეთ გამოვლინებაზე, მუდმივად ცდილობს, იყოს დინამიკაში და მიაღწიოს მისთვის სასურველ მიზანს ან პირდაპირ იმოქმედოს იმის მიხედვით, რა სურვილიც აქვს ვენერას. (აქ ვსაუბრობთ უბრალოდ დირექტიულ მარსზე და არ ვითვალისწინებთ ნიშანს, დირექტული მარსი თუ ნიშნით ან ასპექტაციით სუსტია, შესაძლებელია სულაც არ იყოს აქტიური).
რეტროგრადული მარსის შემთხვევაში:ადამიანს უჭირს პირადი ნების აქტიურად და ღიად გამოხატვა, ეჭვიანია თავის ქმედებებში და დიდი დრო სჭირდება ქმედითი რეაქციის გამოვლინებისთვის. რეტროგრადული პლანეტა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შიგნით არის მიმართული და შინაგან პლანზე მუშაობს, შესაბამისად, რეტრო მარსით, ადამიანს, ძალიან დიდი შინაგანი მძლავრი ენერგია აქვს, რისი გარეთ გამოვლინებაც აუცილებლად უნდა ისწავლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ ადამიანს ექნება მუდმივი შინაგანი დაძაბულობა, შინაგანი ნგრევები და დიდი შინაგანი ენერგია, რომელიც, არ იცის, რაზე მიმართოს. კარგი იქნება, თუ ასეთი ადამიანი რაღაც საქმით ფიზიკურად დაიტვირთება ან ივარჯიშებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მარსი ცეცხლის სტიქიაში ან მორიელშია.
მარსის რეტროგრადულობა ხშირად პრობლემურია სექსუალურ საკითხებშიც, რადგან ადამიანს ენერგიის გარეთ გამოშვება უჭირს.
მარსი რეტროგრადული ყოველთვის მაშინაა, როდესაც მზეს მოშორებულია, ან დგას ოპოზიციურ ან ვექტორულ ნიშნებში.შესაბამისად, ასეთი ადამიანი მუდმივად დაძაბულია ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც მარსიანულ თემებს უკავშირდება. პიროვნება საკუთარი ქმედებებით ეწინააღმდეგება იმ სამყაროს, რაც მოცემული აქვს, თუმცა ამ მოცემულობიდან გამოსვლაც არ შეუძლია, შესაბამისად, მუდმივად მერყეობს ქმედებებში, ან გვიან მოქმედებს, შემდეგ კი ნანობს და სინდისი ქენჯნის, რადგანაც ფიქრობს, რომ თავისი პიროვნებისთვის შეუსაბამო რაღაც გააკეთა.
თუ რუკა სხვა მაჩვენებლებით ენერგეტიკულად ძლიერია, გამოკვეთილია ცეცხლის სტიქია, მზე, იუპიტერი, პლუტონი ან თუ კვადრატული რუკაა, მარსის რეტროგრადულობამ შესაძლებელია იმუშავოს უაზრო და არამიზანმიმართული აგრესიის გამოხატვით და დესტრუქციულობით, ეს კი ხშირად მიზეზია იმ კომპლექსის, რომ ვინმემ სუსტ და ინერტულ პიროვნებად არ აღიქვას.
მარსის რეტროგრადულობა პრობლემატურია მამაკაცთან, რადგანაც ასეთ კაცს უჭირს თავისი პირადი ნების, იმპულსებისა და მამაკაცური ენერგიის გამოხატვა. ქალთან კი პრობლემურია იმიტომ რომ, მარსი ქალის რუკაში ლიბიდო პლანეტაა და მამაკაცებთან ურთიერთობაზე აგებს პასუხს.
ასეთ ქალებს ხშირად უჭირთ კაცებთნ ურთიერთობა, ძნელად უშვებენ ვინმეს მათ ცხოვრებაში და პირად ურთიერთობებშიც ხშირად პრობლემები აქვთ.
ასეთი ქლები, იდეალური მამაკაცის ძიებაში არიან(კარმულ პარტნიორს ელოდებიან), ამიტომაც, ხშირად თავს არიდებენ ფლირტს, მათი ხშირი ფრაზაა “არაა, ეს ის არ არის”. დგება ის მომენტიც, როდესაც დაოჯახების შემდეგ, საყვარელი მამაკაცი ქმრის სტატუსს როცა შეიძენს, ინტერესს კარგავენ მის მიმართ და სხვა პარტნიორის ძიებას იწყებენ. განსაკუთრებით კი, მზე-მარსის ოპოზიციის დროს, რადგანაც მათ წარმოდგენაში მათი იდეალური მამაკაცი და იდეალური ქმარი ორი რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ