ვსწავლობთ ასტროლოგიას (გაკევთილი #3 – ნიშნების & პლანეტების დეკორაციები)

დავიწყოთ ზოდიაქოს ნიშნების დეკორაციებით:

ვერძი – პირველი კარდინალური ნიშანი, „იან“ (მამაკაცური) ენერგიის მატარებელი, სტიქია ცეცხლი. ვერძის ზოდიაქო გაზაფხულის ბუნიაობის დროს იწყება და სიმბოლირდება აფეთქების ენერგიასთან. როგორც პირველი იმპულსი, დასაწყისი, მოძრაობა, დაბადება. ვერძის მმართველი პლანეტა მარსია, რომელიც ამ ნიშნას სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა აქტიურობა, ინიციატივა, ოპტიმიზმი, მოუთმენლობა, ფეთქებადობა.
ვერძის დეკორაციები – სპორტული მოედანი, ბრძოლის ველი, ყაზარმა, სახედრო ნაწილი, იარაღის ან ხელსაწყოების საწყობი, სამჭედლო, საცხობი, ხორცის მაღაზია, კბილის ექიმის კაბინეტი. ადგილმდებარეობით ვერძთან დაკავშირებულია ის ადგილები, სადაც მიმდინარეობს ომი, ან ხანძარი, ან მოიპოვებენ მეტალს მიწიდან, ან მიწის დამუშავება (თოხნა).

კურო – ფიქსირებული ნიშანი, „ინ“ (ქალური) ენერგეტიკის მატარებელი, სტიქია მიწა. ეს გაზაფხულის პერიოდია, როცა ბუნება ყვავის და ყველაფერი იფურჩქნება, სწორედ ამიტომ კურო თავის თავში ატარებს ყველა სახის სასიცოცხლო ენერგიას, რაც მიწიერი ცხოვრებისთვის არის საჭირო: სინათლე, მიწიერი სიყვარული, სითბო, ზრუნვა, კვება, ნაყოფიერება, ფული. კუროს მართველი პლანეტა ვენერაა, რომელიც ამ ნიშანს სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა პრაქტიკულობა, გამძლეობა, საიმედოობა, ერთგულება, ასევე სიზარმაცე და სიჯიუტე.
კუროს დეკორაციები- აგარაკი, სახლი ქალაქგარეთ, მიწის ნაკვეთი, მდინარის ნაპირი, ბუნება, საწყობი, მარაგი, საკუჭნაო, კვების მრეწველობა, მარცვლეულის საწყობი, ზარდახშა, საფულე. ადგილმდებარეობით შეესაბამება ისეთ მიდამოებს, სადაც არის ნაყოფიერი მიწები, საძოვრები, ბოსტანი, ბაღი, ლამაზი პეიზაჟები.

ტყუპები – მუტაბელური ნიშანი, „დენ“ (ნეიტრალური) ენერგიის მატარებელი, სტიქია ჰაერი. ეს ნიშანი დაკავშრებულია გარემო პირობებთან შეგუებასთან, სწავლასთან, ინტელექტუალურ განვითარებასთან. ტყუპები განასახიერებს მრავალფეროვნებას, ასევე მოიცავს ყველა სახის ინფორმაციას და კომუნიკაციას. ტყუპებს მართავს პლანეტა მერკური, რომელიც ამ ნიშანს სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, მოძრაობა, სიმსუბუქე, კომუნიკაცია, ასევე არასტაბილურობა, ლაყბობა, მომაბეზრებელი ცნობისმოყვარეობა.
ტყუპების დეკორაციები – სკოლა, კოლეჯი, საინფორმაციო ცენტრი, ბიბლოთეკა, მაღაზია, უნივერმაღი, ბაზარი, ვაგზალი, გაზეთის რედაქცია, სატელეფონო სადგური, მსუბუქი ავტომობილი, კაბინა, ადგილი, სადაც ბევრს ურთიერთობენ, ლაპარაკი, სასწავლო ოთახი, წიგნების კარადა, წიგნები, გაზეთები, წერილები, ტელეგრაფი, საკანცელარიო საქონელი, საბუთები. ადგილმდებარეობით ტყუპებს შეეფერება ყველა სახის გზები.

კირჩხიბი – კარდინალური ნიშანი, „იან“ (მამაკაცური) ენერგიის მატარებელი, სტიქია წყალი. ეს ნიშანი განასახიერებს სამშობლოს, ოჯახს, დედობრივ ზრუნვას და ბავშურ აღქმას, ტრადიდიციებს. კირჩხიბის მმართველი არის მთვარე და ის ამ ნიშანს სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა პატრიოტიზმი, მზრუნველობა, სიფრთხილე, ადაპტირება, მგრძნობელობა, გულჩვილობა, ასევე ჩაკეტილობა, ფობიები.
კირჩხიბის დეკორაციები – ოჯახური რჩევა, სახლი, ოჯახი, კერა, მუზეუმი, მშობლების სახლი, აკვანი, საბავშვო ბაღი, ნებისმიერი მომსახურების დაწესებულებები, საფუნთუშე, სამზარეულო, საყოფაცხოვრებო კარადა, თეთრეული, ჭურჭელი, საოჯახო ალბომი, სააბაზანო. ადგილმდებარეობით კირჩხიბს შეესაბამება ის ადგილება, სადც არის ტბა, ნაკადული, აუზი, ჭა, შადრევანი, საზოგადოებრივი ბაღი, ისტორიული ადგილები.

ლომი – ფიქსირებული ნიშანი, „იან“ (მამაკაცური) ენერგიის მატარებელი, სტიქია ცეცხლი. ეს მოსავლის დამწიფების პერიოდია და ამიტომ ეს ნიშანი განასახიერებს სიუხვეს, შემოქმედებით ენერგიას, აქტიურ თვითგამოხატულებას, სიყვარულს, თამაშს (აზარტული, თეატრალური), სიამოვნებას. ლომს მართავს მზე და ის ამ ნიშანს სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა კეთილშობილება, სულგრძელობა, გულღიაობა, სიამაყე, არტისტულობა, ასევე მისწრაფება იყოს ყურადღების ცენტრში, ამპარტავნება.
ლომის დეკორაციებია – თეატრი, სცენა, კაზინო, პირამიდები, ფურშეტი, პრეზენტაცია, აუქციონი, კარნავალი, ცირკი, პაემნის ადგილი, გასართოები ცენტრები, საზაფხულო ბანაკები, საბავშვო და სასტუმრო ოთახები, ოქრო და სამკაულები, სათამაშოები, ბუხარი. ადგილმდებარეობით ლომს შეესაბამება ისეთი ადგილები, როგორიცაა კურორტი, სათამაშო მოედნები, ზღვის სანაპირო, მზიანი მდელოები.

ქალწული – მუტაბელური ნიშანი, „დენ“ (ნეიტრალური) ენერგიის მატარებელი,სტიქია მიწა. ეს ნიშანი დაკავშრებულია მოსავლის თანმიმდევრობით მოგროვებასთან, გადარჩევასთან, შენახვასთან და პასუხს აგებს ზოგადად სისტემატიზაციაზე, ანალიზზე, სინთეზზე, სამსახურთან და მსახურებასთან. აქვე განიხილება ჯანმრთელობის სფერო, ჰიგიენა, შრომის დაცვა და სწორი კვება. ქალწულს მართავს მერკური და ის ამ ნიშანს სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ლოგიკა, საზრიანობა, სიზუსტე, დეტალიზაცია და აკურატულობა, ასევე მეწვრილმანეობა.
ქალწულის დეკორაციები – წარმოება, ბუღალტერია, სანატორიუმი, პოლიკლინიკა, აფთიაქი, ოფისი, ავტოფარეხი, უბის წიგნაკი, მომსახურე პერსონალის ან შინაური ცხოველების ოთახი. აგილმდებარეობით ქალწულს შეესაბამება ისეთი ადგილები, როგორიცაა ფერმა, ტერიტორია, სადაც სამკურნალო მცენარეები მოყავთ, საქონლის საძოვარი, მდელოები.

სასწორი – კარდინალური ნიშანი, „ინ“ (ქალური) ენერგეტიკის მატარებელი, სტიქია ჰაერი. ეს ნიშანი განასახიერებს წონასწორობას და კომპრომისს, ასევე საწინააღდეგო სქესის საწყისს და ღია მტრებს. სასწორის მმართველი პლანეტაა ვენერა, რომელიც ამ ნიშანს ისეთ თვისებებს სძენს, როგორიცაა მშვიდობისმოყვარეობა, დიპლომატია, ხელოვნების სიყვარული, ასევე ჩამოუყალიბებლობას და მიდრეკილებას ღალატისკენ.
სასწორის დეკორაციები – გამოფენა, სალონი, გალერეა, პარფიუმერიის მაღაზია, ბუტიკი, სილამაზის სალონი, ტანსაცმლის ატელიე, საელჩო, სასამართლო დარბაზი, მისაღები დარბაზი, ქორწინების სახლი, რომანტიული პაემნის ადგილი, ლამაზი ტანსაცმელი და ავეჯი, ხელოვნება, პარტნიორის ნივთები, ასევე არომატები და სუნები. ადგილმდებარეობით სასაწორს შეესაბამება მთის დაკიდებული კალთები და ზოგადად ყველაფერი, რაც დაკიდებულ მდგომარეობაშია.

მორიელი – ფიქსირებული ნიშანი, „იან“ (მამაკაცური) ენერგიის მატარებელი, სტიქია წყალი. ეს ნიშანი განასახიერებს გარესამყაროს ტრანსფორმაციას, სიკვდილს, განახლებას, რეგენერაციას, ძალაუფლებას, მისტიკას, ოკულტიზმს და სექსუალურ ენერგიას. მორიელის მმართველი პლანეტა პლუტონია, რომელიც მას სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა მიდრეკილება საიდუმლო ძალების შესწავლა-გამოყენებისკენ, გამძლეობა, სიცოცხლისუნარიანობა, უშიშრობა, ჩრდილში ყოფნა, უნდობლობა, ასევე სასტიკი შურისძიება და მიდრეკილება თვითგანადგურებისკენ.
მორიელის დეკორაციები – ბანკის საცავი, პოლიცია, წიანსწარი დაკავების იზოლატორი, ნოტარიუსი, საგადასახადო ინსპექცია, ბორდელი, დამკრძალავი ბიურო, მორგი, სანიტარული სამსახური, ღამის კლუბი, ქირურგის კაბინეტი, საოპერაციო, ტუალეტი და კანალიზაცია, ატომური იარაღი და მისი პოლიგონი, მეტრო, საუნა, სექტა, მიტინგი, აღლუმი, ბრძოლის ველი ბრძოლის შემდეგ, საიდუმლო ადგილები, საცავები, მაგიური რიტუალის ადგილები, მსხვერპლი. ადგილმდებარეობით მორიელს შეესაბამება ისეთი ადგილები, როგორიცაა ნაგავსაყრელი, შახტა, გეიზერი, ვულკანი, პოლიგონი, გვირაბი, წარმოების ქიმიური ნარჩენები, „მანქანების სასაფლაო“.

მშვილდოსანი – მუტაბელური ნიშანი, „იან“ (მამაკაცური) ენერგიის მატარებელი, სტიქია ცეცხლი. ეს ნიშანი განასახიერებს განვითარებას და სულიერ ზრდას, ცნობიერების გაზრდას, სამყაროს ფილოსოფიურ აღქმას, მაღალი საწყისებისკენ მისწრაფებას. იუპიტერი, როგორც მმართველი, მას სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ოპტიმიზმი, გულუხვობა, მხიარულება, ასევე ქედმაღლობა და ამპარტავნება.
მშვილდოსნის დეკორაციები – უმაღლესი სასწავლებელი, კათედრა, უნივერსიტეტის აუდიტორია, ტურისტული კომპანია, საზღვარგარეთი, ტიპოგრაფია, გამოფენა, ეკლესია, ტაძარი, საადვოკატო ბიურო, იპოდრომი, დიდი ოთახი, სხვა კულტურების ნივთები. ადგილმდებარეობით მშვილდოსანს შეესაბამება დიდი სივრცე, ცხენის საძოვრები, მთის ძირი.

თხის რქა – კარდინალური ნიშანი, „ინ“ (ქალური) ენერგეტიკის მატარებელი,მიწის სტიქია. ეს ნიშანი განასახიერებს მიზანს და მისკენ სწრაფვას (ყველანაირი ბარიერის გადალახვით), ასკეზას და დისციპლინას. თხის რქა გარესამყაროს კონკრეტულ ფორმებზე და მასში წესრიგზეა პასუხისმგებელი. სატურნი, როგორც მმართველი, მას სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა მიზანსწრაფულობა, პასუხისმგებლობა, სერიოზულობა, სიფრთხილე, ასევე კონსერვატიზმი, ცივი გამომეტყველება და უემოციობა.
თხის რქის დეკორაციები – ხელმძღვანელის კაბინეტი, სამთავრობო სტრუქტურების შენობები, მონასტერი, ტერიტორიული შეზღუდვები, პროკურატურა, იუსტიციის სისტემა, ქვის შენობები, კიბე, ტყავის და ძვლის საგნები. ტერიტორიულად თხის რქას შეესაბამება, ისეთი ადგილები, როგორიცაა მაღალი მთები, ძნელად მისაღწევი ადგილები, ქვის შემცველი (უნყოფო) მიწა, უდაბნო, კარიერები.

მერწყული – ფიქსირებული ნიშანი, „დენ“ (ნეიტრალური) ენერგიის მატარებელი,სტიქია ჰაერი. ეს ნიშანი თავის თავში მოიცავს მეგობრობას, თავისუფლებას, თანასწორობას, ძმობას. ის დაკავშირებულია მეცნიერულ აღმოჩენებთან და მიღწევებთან, პროგრესთნ, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან. ურანი, როგორც მმართველი, მას სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ალტრუიზმი, კაცთმოყვარეობა, არასტანდარტულობა, გარემო პირობებზე არ დამოკიდებულება, ასევე ექსცენტრულობა და მიდრეკილება გადავარდეს უკიდურესობებში.
მერწყულის დეკორაციები – ასტროლოგიური სკოლა, კომპიუტერული ცენტრი, აეროპორტი, ელექტრო სადგურები და ელექტრო მოწყობილობები, ალპინიზმის სკოლა, ილუზიონი, პარაშუტით ხტომაში შეჯიბრი, საზაფხულო სკოლები, სააქციო საზოგადოება, საზოგადოებრივი ადგილები, ტელევიზორი, თანამედროვე დიზაინის ოთახები, სხვენი, ფეთქებადი ნივთიერებები. ადგილმდებარეობით მერწყულს შეესბამება ისეთი ადგილები, როგორიცაა ასაფრენი ბილიკები, ელექტროგადამცემი ხაზები, ცათამბჯენები, საჰაერო სივრცე, ეთერი.

თევზები – მუტაბელური ნიშანი, „ინ“ (ქალური) ენერგეტიკის მატარებელი, სტიქია წყალი. ეს ნიშანი განასახიერებს არაცნობიერს, პლატონურ სიყვარულს და გარესამყაროს იდეალიზაციას. მასთან დაკავშირებულია რწმენა, გულმოწყალება, თავგანწირვა. ნეპტუნი, როგორც მმართველი, მას სძენს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ძლიერი ინტუიცია, მგრძნობელობა, კარგი ადაპტაცია და შეგუება, ასევე პასიურობა, მიდრეკილება ტყუილისკენ, განცდები და მიდრეკილება ილუზიებში ცხოვრებისკენ.
თევზების დეკორაციები – კონსერვატორია, ფილარმონია, ქიმიური კომბინატი, ქიმიური ლაბორატორია, ქიმწმენდა, ბენზინგასამართი სადგური, საცურაო აუზი, ფსიქიატრიული საავადმყოფო, ციხე, მონასტერი, მოხუცთა თავშესაფარი, ავადმყოფი ადამიანის ოთახი, საიდუმლო ადგილები, ფეხსაცმლის კარადა, წამლები, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ნატიფი სამყაროები. ადგილმდებარეობით თევზებს შეესაბამება ისეთი ადგილები, როგორიცაა ზღვა, ოკეანე, გაზონი.


პლანეტების დეკორაციებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუკის განხილვის დროს:

1.მზე – ეს არის საწყისი, შინაგანი (უმაღლესი) „მე“, ადამიანის გონი და ცნობიერი, შემოქმედებითი პოტენციალი, ნება, ინიციატივა – ანუ ყველაფერი ის, რაც ადამიანს ეძლევა დაბადებისას. დეკორაციულად ეს არის: შინაგანი მე, ეგოიზმი, ნება, „მე გადავწყვიტე“, მიზანდასახულობა, ინიციატივა, ინდივიდუალისტი, ენერგია-ჯანმრთელობა, სიამაყე. თავმოყვარეობა, თვითრწმენა, ლიდერი, შემქმნელი, დომინანტი, თვითრეალიზაცია, გამრავლება (სპერმატოზოიდი, კვერცხუჯრედი), მამა, პაპა, ქმარი, უფროსი, ხელმძღვანელი.
2. მთვარე – ეს არის სული. ეს არის ის ადგილი, სადაც ადამიანი გრძნობს თავს კომფორტულად, ქვეცნობიერი, ინტუიცია, ემოციური სფერო, ასტრალური სამყარო, ადაპტაცია გარემოსთან, ცვალებადობა, მოქნილობა, მავნე ჩვევები, ინსტიქტები, ჭამა, დაცვა, წარმოდგენა, აღმზრდელობა, მოვლა, ზრუნვა, ჯიბის ფული, მიჩვევა, დათმობა, ქცევა, სამშენებლო საქონელი, გამყიდველი, მომსახურების სფერო. დედა, ბებია, მომვლელი, ძიძა.
3. მერკური – იღებს, აგროვებს, ინახავს, გასცემს, აანალიზებს და აფასებს ყველანაირ ინფორმაციას. ეს არის ენერგო და ინფორმაციული გაცვლა, ანალიტიკური გონება, სწავლა, ლაპარაკი, წერილი, ყოველდღიური კონტაქტები (კოლეგები, მეზობლები, ნათესავები) დიპლომატიური და სავაჭრო შესაძლებლობები, მოკლე მანძილზე მგზავრობა. ასევე ახალგაზრდა ადამიანი, ძმა, ბიძაშვილი, მოძრავი და ცოცხალი ადამიანი.
4.ვენერა – პასუხს აგებს სოციალურ ინტეგრაციაზე. ეს არის დამოკიდებულება სოციუმის და მატერიალურის მიმართ: მომწონს-არ მომწონს, მინდა-არ მინდა (გემოვნება). ის ორფუნქციური პლანეტაა. პირველი ფუნქცია (სასწორი): სიყვარული, რომანტიკა, პარტნიორული ურთიერთობები, მოლაპარაკებები, კონტრაქტები, ქორწინება, ფლირტი, მოსამართლე, დიპლომატი.
მეორე ფუნქცია (კურო): საშუალო შემოსავალი (ფული), კომფორტი, სიმყუდროვე, სილამაზე, ჰარმონია, ესთეტიკა, პატარა ბედნიერება, უზრუნველყოფა, გატაცება, ვნება, საყვარელი, ხელოვნება, ბალეტი, ტკბილეული, სილამაზის ინდუსტრია, ეჭვიანობა, იუველირი.
5. მარსი – ეს ენერგიის და აქტივობის პრინციპია, თვითრეალიზაციის შესაძლებლობა (როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ დონეზე). მარსი აგრესიულ ინსტიქტებს მართავს, ასევე სექსუალობას. მარსი ეს არის- მეომარი, სპორტსმენი, მეხანძრე, მძიმე სამუშაოს შემსრულებელი, ავტომობილისტი, მეტალურგი, კონკურენტი, მოწინააღმდეგე, მცველი, ჯარისკაცი, ქირურგი, მეცნიერ-მუშაკი. სიტუაციურად – ჩხუბი, სპორტი, კონფლიქტი, დიდი მაქანა, ცივი იარაღი, ვნება, შეწინააღმდეგება, ომი, კუნთები, ნებისყოფა, გამარჯვების ინსტინქტი, კეთილშობილება.
6.იუპიტრი – პასუხს აგებს სოციალური ცხოვრებაზე. ეს ექსპანსიის, გაძლიერების ადგილია. ეს არის მიზეზი ქმედების (ანუ მიზანი). დეკორაციულად ეს არის: ხარისხი, ავტორიტეტი, გულუხვობა, მადლიერება, რესპექტაბელურობა, სიკეთე, ამბიციურობა, ექსპანსია (ყველა დიქტატორს იუპიტერი ჰყავს ძლიერი), კეთილგანწყობა, რელიგიურობა, მისიონერობა, ასწავლო, რჩევა- დარიგება, გააფათოვება, გაერთიანება, გავრცელება, მეცენატეობა, სპონსორობა,
მფარველი, ბებია (კონკრეტული ასპექტების დროს), კეთილი და ფულიანი საყვარელი ან ქმარი, მასწავლებელი, დამრიგებელი, გულუხვი, მოძღვარი, ავტორიტეტი, საზოგადოებრივი საქმიანობა, სოციალური აქტივობა, უცხოეთი, ბავშვთა სახლის მასწავლებელი
7. სატურნი – ეს მასწავლებელი და მოსამართლეა, რომელიც ჩვენი ქცევიდან გამომდინარე, ხან გვსჯის ცხოვრებისეულად, ხანაც გვაჯილდოვებს. დეკორაციულად ეს არის: სიმკაცრე, კონკრეტულობა, მეთოდურობა, დისციპლინა, მუდმივობა, დრო, გრავიტაცია, ფორმა, სიცივე, ერთგულება, აუცილებლობა, პასუხისმგებლობა, სირთულეები, შეზღუდვები, ფუნქცია, თავშეკავებულობა, დამუხრუჭება, შენახვა, გამოცდა, გაყინვა, სტერილიზაცია, გაფორმება, გაპარსვა, ნელ-ნელა ამაღლება. ასევე ესაა: პაპა, მამა, დედა, დედინაცვალი, უფროსი, ციხის უფროსი, მოსამართლე, კონსერვატორი, სახელმწიფო პირი ,
ბიუროკრატი, მესაზღვრე, მეშახტე, კასკადიორი, კარიერისტი, ტექნოლოგი და ზოგადად, ყველა ის საქმე, რომელიც დიდი შრომას მოითხოვს ესაა სატურნიალური სამსახური.
8. ურანი – მოულოდნელი ცხოვრებისეული ცვლილებები! დეკორაციულად ეს არის: ატიპიური ადამიანი, უცნაურობა, ნევროზულობა, უნიკალურობა,დამოუკიდებლობა, ინტეგრაცია, ალტრუიზმი,უცაბედობა,გაოგნება,მეგობრობა. ახლის შენება და ძველის ნგრევა, აჩქარებული პროცესები, განთავისუფლება. ჩარჩოების და დოგმების ნგრევა, მეცნიერული აღმოჩენები, მეგობრობა, ახალი და ნოვატორული იდეები. ნოვატორულობა. ასევე ეს არის რევოლუციონერი, თანამოაზრე, ბუნტისტები, ანარქისტი, რეფორმატორი, მფრინავი, ასტროლოგი, ელექტრიკოსი, კოსმონავტი, ტრასვესტიტი, ილუზიონისტი.
9. ნეპტუნი – ეს წარმოსახვების და ილუზიის სფეროა. დეკორაციულად ეს არის: უსასრულობა, უძირობა, სულიერების ძიება, მსხვერპლთშეწირვა, ზრუნვა, მიტევება, ინტუიციურობა, გულკეთილობა, იდეალიზმი, მეოცნებეობა, რელიგიურობა, ქაოტურობა, გაურკვევლობა, უმართავობა, იდეებით შეპყრობა, განცდები, ტყუილები, ილუზიები, ღალატი, შურისძიება. ეს შეიძლება იყოს წმინდანი, მოძღვარი, მეოცნებე, მისტიკოსი, მედიუმი, მონარქი, სექტანტი, ფარული მტერი, მაწანწალა, ღარიბი, პოეტი, მხატვარი, კომპოზიტორი, ფსიქოლოგი, ქიმიკოსი, ბიოლოგი, გენეტიკოსი, ეპიდემოლოგი, მეზღვაური, მზვერავი, ჯაშუში, ნარკომანი, ალკოჰოლოკი, სულიერად ავადმყოფი, მოღალატე, მატყუარა.
10. პლუტონი – ზოგადად განაგებს ტრანსფორმაციას. ის აგრესიული პლანეტაა და უმეტეს შემთხვევაში, სერიოზულ უსიამოვნებებს მოასწავებს. დეკორაციულად ეს არის: მასშტაბურობა, გლობალურობა, კრიზისი, სტრესი, სექსუალობა, მაგნეტიზმი, გარდაუვალობა. ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ყველაფრის ტრანსფორმაცია, განადგურება, მოკვლა, დიქტატორი, ექსტრემისტი, პოლიტიკოსი, ბანკირი, მაშველი, მეშახტე, დაქირავებული მკვლელი, ატომურ იარაღთან და მოწყობილობებთან მომუშავე ადამიანი, ვულკანოლოგი.


მოამზადა Nina Runes
«ეზოთერული სახელოსნო»

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ