პლუტონი თავისი ბუნებით, საკმაოდ რთული და მძიმე პლანეტაა.
როდესაც ის ეხება რომელიმე პლანეტას, (განსაკუთრებით კი დაძაბულად) ეს პლანეტა თავისი თვისებების გამოვლინებას, იწყებს მეტად აქტიურად, ინტენსიურად და ხისტად. პლუტონი ასეთ პლანეტას ძალიან დიდ და მძაფრ ენერგიას აძლევს, რისი რეალიზაციაც ადამიანმა აუცილებლად უნდა მოახდინოს ხოლო რა მხრივ უკვე ეს მთლიანი რუკით უნდა გავაანალიზოთ. დაუმუშავებლობის შემთხვევაში, ასეთი პლანეტა იწყებს, თავისი თვისებების დესტრუქციულად გამოვლინებას რასაც მოყვება ნგრევა, ტრანსფორმაცა და კრიზისი ამ პლანეტის მმართველ სფეროებში.
მთვარე ადამიანის ემოციებზე, შინაგან განცდებზე, გარემოსთან ადაპტაციის უნარზე და ქვეცნობიერულ პროცესებზე აგებს პასუხს.
ასევე მთვარე გვიყვება ადამიანის მზრუნველობით და თავდაცვით უნარზე, მის შიშებზე და შფოთვით მიზეზებზე.
როდესაც ბუნებით ქალურ და რბილ მთვარეს ეხება პლუტონი, ადამიანის შინაგანი მდგომარეობა უფრო მძაფრი და ინტენსიური ხდება, ასეთ ადამიანს ემოციური გამოვლინებაც სპეციფიკური აქვს. თუ ასპექტი დაძაბულია, ასეთი ადამიანს აქვს ემოციური და ქვეცნობიერი შფოთვები, ვერ ისვენებს მაშინაც კი როდესაც ყველაფერი კარგადაა და შფოთავს იმ განცდით, რომ რაღაც ცუდი მოხდება. ასევე შესაძლებელია ქონდეს აგრესია ემოციურ გამოვლინებაში, იყოს ხასიათით მძიმე, ისტერიული, ქონდეს არასრულფასოვნების კომპლექსი, რასაც ავლენდეს გადაჭარბებული ამბიციებით და მუდმივი ავტორიტარიზმის მოთხოვნილებით.
პოზიტიური გამოვლინებაში, ასეთი ადამიანი, მიღებული გამოცდილების ხარჯზე ტრასფორმირებს და კრიზისული სიტუაციის გადალახვის შემდეგომ ძლიერდება. ასევე პოზიტიურ გამოვლინებაში, ინდივიდი ამ ასპექტით ცდილობს, ემოციურად ჩახსნას კავშირი მის ცხოვრებაში მომხდარ ნეგატიურ მოვლენებთან და განთავისუფლდეს წარსულისაგან. ანუ ქვეცნობიერ დონზე აქვს ინსტიქტი რომ, დაივიწყოს წარსული და უკვე განახლებულ გარემოებებში ჩაერთოს ახალ სიტუაციებში. კარგი იქნება თუ ასეთი ადამიანი, თავის ემოციებს და შინაგან განცდებს ყოველთვის გამოავლენს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანი დაინგრეს შინაგანად, ქონდეს ემოციური შფოთვები და ხშირი სინდისის ქენჯნა.
დაძაბული ასპექტაციისას, ადამიანის ყველაზე მწვავე და მტკივნეული სიტუაციები დაკავიშირებულია ოჯახთან, დედასთან ან ქალთან ურთიერთობა, ასეთ ადამიანს შესაძლებელია ქონდეს მიჯაჭვულობები, ახლობლების დაცვა ხდებოდეს გადაჭარბებულად, ზედმეტი ენერგიის ხარჯვით, სურვილი ქონდეს გარემოზე მუდმივი კონტროლის, რადგან ფიქრობს, რომ ასე უკეთ შეძლებს ახლობლების დაცვას. კარგი იქნება თუ ქალი ასეთი ასპექტით, ყურადღებით იქნება შვილების აღზრდასთან და არ გააკონტროლებს ზედმეტად შვილებს და ეცდება ზედმეტად არ მიიჯაჭვოს საკუთარ თავზე.
ჰარმონიულ ასპექტაციაში ან უბრალოდ ასპექტის დამუშავების შემთხვევაში, ასეთ ადამიანს აქვს კარგი ინსტიქტები, ძლიერი ინტუიცია, ადამიანის ქვეცნობიერში შესვლისა და მისი შინაგანი განცდების აღქმის უნარი. ასეთ ადამიანს შეუძლია თავისი ემოციებით, მაგნეტიზმით და ძლიერი ენერგეტიკით ზეგავლენა მოახდინოს სხვებზე. ჰარმონიული ასპექტებისას, ადამიანს აქვს კარგი რეგენერაციის უნარი და ძლიერი ჯანმრთელობა.
ავტორი: Gogoladze Akaki