ლილიტი პირად ურთიერთობებში

ებრაული ტრადიციის თანახმად, ლილიტი იყო ადამის პირველი ცოლი, რომელიც, ევასგან განსხვავებით ადამის მსგავსად მიწისგან შეიქმნა. ის არ იყო კმაყოფილი სიყვარულის ტრადიციული ფორმებით, მას არ სურდა დამორჩილება და შვილების გაჩენა, ამიტომაც ის ედემის ბაღიდან გაიქცა. ამან განარისხა ადამი და ღმერთს დახმარება თხოვა. ღმერთმაც შეატყობინა ლილიტს, რომ თუ უკან არ დაბრუნდებოდა, ის გააჩენდა დღეში ას ბავშვს, რომლებიც მაშინვე მოკვდებოდნენ.  ლილიტი ამას არ დათანხმდა და უკან დაბრუნებას სასჯელი ამჯობინა. შემდგომ კი ღმერთმა ადამის ნეკნისგან შექმნა ევა.
ლილიტი ქალის რუკაში გვიჩვენებს თუ როგორია მისი სექსუალური ენერგია, ასევე გვიჩვენებს თუ როგორ იყენებს ქალი მის ქალურ ძალას, და  ადგილს სადაც შურისძიების სურვილი აქვს. გამოჩენილ ფემინისტებს სწორედაც რომ ლილიტი აქვთ რუკებში გავლენიანი.
ლილიტი წარმოადგენს ქალების მაცდუნებელ მხარეს, ხშირად გვიჩვენებს ქალების იმ ნეგატიურ მხარეს რისიც მამაკაცებს ეშინიათ.
კაცების ჰორსოკოპში, ლილიტი წარმოადგენს, ისეთი ქალის ტიპს, რომლისაც ეშინიათ და ასევე ყველაზე მეტად სწყურიათ მათი დაპყრობა. მას შეუძლია თავისი ლილიტის ტიპის ქალი გადაჭარბებულად აიკვიატოს, და მიეჯაჭვოს კიდეც, როგორც ადამისა და ლილიტის შემთხვევაში მოხდა, ადამს მუდმივად ენატრებოდა ლილიტი. როდესაც მამაკაცი ღალატობს ცოლს, მას ხშირად იზიდავს, აღვირახსნილი და სექსუალური ჩარჩოებისგან თავისუფალი ქალი, რომელიც აღვევს ტრადიციული ცოლის (ევას) არქეტიპს. კაცები ასეთი ქალისგან გრძნობენ შიშს, და თან სურვილი აქვთ იმისი, რომ ამ ქალთან გააკეთონ ის რაც სურთ. ეს ხშირად განპირობებულია ლილიტით.
სინასტრიაში ლილიტს მოაქვს დაუოკებელი ვნება და სექსულური მიზიდულობა, ორი ადამიანი თითქოს მაგნიტივით იზიდავს ერთმანეთს, თან კი ეშინიათ ამ კავშირის. ასეთი ადამიანები, ხშირად ვარდებიან, ორ უკიდურესობაში. პირველ შემთხვევაში ეჯაჭვებიან ერთმანეთს არაამქვეყნიურ დონეზე, მეორე შემთხვევაში კი რადიკალურად წყვეტენ ამ კავშირს, ზოგჯერ ზიზღიც კი აქვთ ერთმანეთის მიმართ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ლილიტს ასპექტები აქვს პარტნიორის პირად პლანეტებთან (მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი და ასევე ასცენდენტი), განსაკუთრებით კი მზე და მთვარესთან. მაგალითად როდესაც კაცის ლილიტი შეერთებულია ქალის მთვარესთან ან ვენერასთან, კაცს ექნება დიდი მიზუდულობა და სექსუალური ლტოლვა ამ ქალის მიმართ.

ავტორი: Gogoladze Akaki

კარმული კვანძები (ვერძი-სასწორის ღერძი)

?ასტრონომიულად კარმულ კვანძებს ფიზიკური სხეული არ აქვთ, ისენი არიან მთვარის ორბიტისა და ეკლიპტიკის გადაკვეთის წერტილები.✅

➡️ჩრდილოეთ წერტილს ეწოდება აღმავალი ☊ კვანძი, (შეგვიძლია ვუწოდოთ ჩრდილოეთის კვანძი) გვაძლევს ინფორმაციას, რა გზით უნდა მოახდინოს ადამიანმა, ამ ინკარნაციაში განვითარება და რა გამოცდილების მიღება ჭირდება, ანუ აღმავალი კვანძი გვიჩვენებს ადამიანის კარმულ მისიას. მის კარმულ ამოცანას რომელიც აუცილებლად უნდა ამოხსნას.
ხოლო დაღმავალი კვანძი ☋ , (შეგვიძლია ვუწოდოთ სამხრეთის კვანძი) გვაძლევს ინფორმაციას, ადამიანის წარსულ ცხოვრებაზე და წინა ინკარნაციებში დაგროვილ გამოცდილებაზე. ახლა კი დავიწყოთ მიმოხილვა, როგორ იმუშავებენ კარმული კვანძები ზოდიაქოს ღერძებზე, თუმცა გაითვალისწინეთ რომ კვანძებზე შეერთებული პლანეტები და კვადრატები რაღაც დონეზე ცვლიან კარმულ ამოცანას. ✅

•აღმავალი კვანძი ვერძში,♈️ დაღმავალი კვანძი სასწორში.♎️

ამ დროს, ადამიანს აქვს დიდი გამოცდილება, ურთიერთობების თემაში. კარგად ესმის პირადი და საქმიანი ურთიერთობები, მისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი, ხალხი და სხვა ადამიანები. კარმული გამოცდილების ხარჯზე, შესაძლებელია იყოს კომპრომისული, ითვალისწინებდეს სხვას, პრიორიტეტს ანიჭებდეს სხვის აზრებსა და შეხედულებებს. შესაძლებელია მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს, პარტნიორი და მისი შეხედულებები და არა საკუთარი. ასევე შესაძლებელია არ იყოს გამბედავი და ბრძოლისუნარიანი, და მუდმივად ცდილობდეს დაძაბული სიტუაციების, ბალანსირებას და ჰარმონიზაციის მოპოვებას ურთიერთობებში. ცუდ ვარიანტში ადამიანი შესაძლებელია გახდეს, პარტნიორზე ან ზოგადად სხვაზე დამოკიდებული და არ ქონდეს ჩამოყალიბებული საკუთარი პრიორიტეტები, ანუ მისი “მე” და ინდივიდუალიზმი იყოს ნოლზე დაყვანილი.
ამ ცხოვრებაში კი ადამიანს მოეთხოვება იყოს აქტიური, ქმედითუნარიანი და მებრძოლი საკუთარი ინეტერესებისათვის. აქტიურად უნდა ავლენდეს საკუთარ თავს და გამოიმუშაოს ლიდერული თვისებები. უნდა იყოს ინდივიდუალური, დამოუკიდებელი, შეეძლოს საკუთარი თავის პოზიციონირება და არ იყოს სხვაზე დამოკიდებული. კარგი იქნება თუ ამ დროს ადამიანი ისწავლის, თვითგამოვლინებას და შეეცდება ურთიერთობაში იყოს წამყვანი ურთიერთობაში, კარგი იქნება თუ ზომიერად ასეთი ადამიანი იქნება ეგოისტიც.

ავტორი: Gogoladze Akaki.

პროზერპინა

1987 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლუტონის ორბიტის იქით მოძრავი ობიექტი, პროზერპინა. მზის გარშემო იგი ერთი წრის შემოვლას დაახლოებით 650-700 წელს უნდება. ასტრონომებმა იგი ასტერიოდად ცნეს, თუმცა ძალიან ბევრი ასტროლოგი ითვალისწინებს მას, როგორც მე-10 პლანეტად და იკვლევს მის ზეგავლენას. ზოგიერთი ასტროლოგის აზრით, პროზერპინა მართავს ქალწულს და ტყუპებს ხოლო ზოგის აზრით კი კუროსა და სასწორს.
წინა პოსტში ამ თემაზე ვისაუბრე და ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე, კერძოდ კი კუროს ვერსიას ვემხრობი. ახლა კი შევეცდები განვმარტო თუ რატომ ვფიქრობ ასე.
პროზერპინა მითოლოგიური “პერსეფონე” იყო, ზევსისა და დემეტრას ქალიშვილი. იგი იყო ნაყოფიერების ქალღმერთი, რომელიც გამოირჩეოდა ესთეტიურობითა და სილამაზით. პერსეფონე მოიტაცა ქვესკნელის ძლევამოსილმა ღმერთმა ჰადესმა, იგივე პლუტონმა და მიწისქვეშეთში ჩაიყვანა. ამ დროს, მიწა გახდა უნაყოფო და ბუნებამაც განადგურება დაიწყო. პერსფონეს გაუჩინარება მალევე შეიტყო დედამისმა დემეტრამ და დაიწყო ქალიშვილის ძებნა, შეიტყო რომ ის ჰადესს ჰყავდა დატყვევებული და სთხოვა შვილის განთავისუფლება. ჰადესი ამაზე დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით. პერსეფონე წლის ერთ ნახევარს, ექვს თვეს გაატარებდა დედამიწაზე, მეორე ნახევარს კი მიწისქვეშეთში. ამგვარად, გაზაფხულზე, როდესაც პლუტონით ხდება აღმოცენება, მარტში, (ვერძში) პროზერპინა თავისუფლდება ოქტომბრამდე, ანუ ექვსი თვე და მიწაც ნაყოფიერია, ოქტომბრის მერე კი,ა ნუ პლუტონის მეორე მმართველობაში, (მორიელში) მიწისქვეშეთში ჩადის შემდეგ გაზაფხულამდე და ბუნებაც სიკვდილს იწყებს, ხიდან ფოთლები ცვივა. შესაბამისად, პროზერპინა პასუხისმგებელია ბუნებაში მიმდინარე პროცესებზე, ციკლებზე და ეკოლოგიურ თემებზე. როდესაც პლუტონით (ვერძის პერიოდში) მოხდა აღმოცენება, ამ პროცესის გაგრძელებაზე და აღმოცენებული ობიექტის ზრდაზე, ნაყოფიერებაზე და განვითარებაზე პასუხისმგებელია პროზერპინა, შესაბამისად, პირევლი მმართველი არის კუროს. ხოლო, როდესაც პერსეფონე მიწისქვეშეთში ჩადიოდა იყო მოსამართლე, იგი ასამართლებდა სულებს, ამგვარად, პროზერპინა სასწორის მეორე მმართველია.

ავტორი:Gogoladze Akaki

მთვარის ასპექტაცია პლუტონთან

პლუტონი თავისი ბუნებით, საკმაოდ რთული და მძიმე პლანეტაა.
როდესაც ის ეხება რომელიმე პლანეტას, (განსაკუთრებით კი დაძაბულად) ეს პლანეტა თავისი თვისებების გამოვლინებას, იწყებს მეტად აქტიურად, ინტენსიურად და ხისტად. პლუტონი ასეთ პლანეტას ძალიან დიდ და მძაფრ ენერგიას აძლევს, რისი რეალიზაციაც ადამიანმა აუცილებლად უნდა მოახდინოს ხოლო რა მხრივ უკვე ეს მთლიანი რუკით უნდა გავაანალიზოთ. დაუმუშავებლობის შემთხვევაში, ასეთი პლანეტა იწყებს, თავისი თვისებების დესტრუქციულად გამოვლინებას რასაც მოყვება ნგრევა, ტრანსფორმაცა და კრიზისი ამ პლანეტის მმართველ სფეროებში.
მთვარე ადამიანის ემოციებზე, შინაგან განცდებზე, გარემოსთან ადაპტაციის უნარზე და ქვეცნობიერულ პროცესებზე აგებს პასუხს.
ასევე მთვარე გვიყვება ადამიანის მზრუნველობით და თავდაცვით უნარზე, მის შიშებზე და შფოთვით მიზეზებზე.
როდესაც ბუნებით ქალურ და რბილ მთვარეს ეხება პლუტონი, ადამიანის შინაგანი მდგომარეობა უფრო მძაფრი და ინტენსიური ხდება, ასეთ ადამიანს ემოციური გამოვლინებაც სპეციფიკური აქვს. თუ ასპექტი დაძაბულია, ასეთი ადამიანს აქვს ემოციური და ქვეცნობიერი შფოთვები, ვერ ისვენებს მაშინაც კი როდესაც ყველაფერი კარგადაა და შფოთავს იმ განცდით, რომ რაღაც ცუდი მოხდება. ასევე შესაძლებელია ქონდეს აგრესია ემოციურ გამოვლინებაში, იყოს ხასიათით მძიმე, ისტერიული, ქონდეს არასრულფასოვნების კომპლექსი, რასაც ავლენდეს გადაჭარბებული ამბიციებით და მუდმივი ავტორიტარიზმის მოთხოვნილებით.
პოზიტიური გამოვლინებაში, ასეთი ადამიანი, მიღებული გამოცდილების ხარჯზე ტრასფორმირებს და კრიზისული სიტუაციის გადალახვის შემდეგომ ძლიერდება. ასევე პოზიტიურ გამოვლინებაში, ინდივიდი ამ ასპექტით ცდილობს, ემოციურად ჩახსნას კავშირი მის ცხოვრებაში მომხდარ ნეგატიურ მოვლენებთან და განთავისუფლდეს წარსულისაგან. ანუ ქვეცნობიერ დონზე აქვს ინსტიქტი რომ, დაივიწყოს წარსული და უკვე განახლებულ გარემოებებში ჩაერთოს ახალ სიტუაციებში. კარგი იქნება თუ ასეთი ადამიანი, თავის ემოციებს და შინაგან განცდებს ყოველთვის გამოავლენს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანი დაინგრეს შინაგანად, ქონდეს ემოციური შფოთვები და ხშირი სინდისის ქენჯნა.
დაძაბული ასპექტაციისას, ადამიანის ყველაზე მწვავე და მტკივნეული სიტუაციები დაკავიშირებულია ოჯახთან, დედასთან ან ქალთან ურთიერთობა, ასეთ ადამიანს შესაძლებელია ქონდეს მიჯაჭვულობები, ახლობლების დაცვა ხდებოდეს გადაჭარბებულად, ზედმეტი ენერგიის ხარჯვით, სურვილი ქონდეს გარემოზე მუდმივი კონტროლის, რადგან ფიქრობს, რომ ასე უკეთ შეძლებს ახლობლების დაცვას. კარგი იქნება თუ ქალი ასეთი ასპექტით, ყურადღებით იქნება შვილების აღზრდასთან და არ გააკონტროლებს ზედმეტად შვილებს და ეცდება ზედმეტად არ მიიჯაჭვოს საკუთარ თავზე.
ჰარმონიულ ასპექტაციაში ან უბრალოდ ასპექტის დამუშავების შემთხვევაში, ასეთ ადამიანს აქვს კარგი ინსტიქტები, ძლიერი ინტუიცია, ადამიანის ქვეცნობიერში შესვლისა და მისი შინაგანი განცდების აღქმის უნარი. ასეთ ადამიანს შეუძლია თავისი ემოციებით, მაგნეტიზმით და ძლიერი ენერგეტიკით ზეგავლენა მოახდინოს სხვებზე. ჰარმონიული ასპექტებისას, ადამიანს აქვს კარგი რეგენერაციის უნარი და ძლიერი ჯანმრთელობა.

ავტორი: Gogoladze Akaki