პლანეტარული ციკლები და სურვილების ასრულება

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ გარკვეული სახის პერიოდულობას – ციკლს. რა არის ციკლი? ეს არის 2 პლანეტის მოძრაობა ერთმანეთის მიმართ. ციკლები აღწერენ ნებისმიერ პროცესესს დედამიწაზე.

პლანეტარული ციკლების არსის გასაგებად ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მთვარის ფაზები: მზე-მთვარის ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ციკლი. ახალი, ზრდადი თუ სავსე მთვარის შესახებ უამრავი ლიტერატურა არსებობს. მთვარის ციკლს ვიყენებთ ცხოვრების სხვა და სხვა სფერიებში: აგროკულტურულში, მედიცინაში და ა.შ. ყველა სხვა ციკლი ამ ციკლის ანალოგიურია.

ციკლი შეიძლება დაყოფილ იქნას ოთხ ნაწილად – ფაზად, რომელთაგან თითოეული ნაწილი 90 გრადუსის ტოლია. პირველი ფაზა იწყება ორი პლანეტის შეერთების წერტილში. ეს არის მთელი ციკლის დასაწყისი. ვინაიდან ამ მომენტში ხდება ორი განსხვავებული პრინციპის, ენერგიის ურთიერთშერწყმა, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ახლის დაბადების შემოქმედებითი აქტი, რომელსაც მომავალში ექნება განვითარდება.

ეს ფაზა იწყება შეერთებით, მთავრვდება – ზრდადი კვადრატით (00–900), მაგრამ შეერთებიდან კვადრატამდე პლანეტები კიდევ ქმნიან ერთმანეთთან ასპექტებს. აღარ დავიწყებ უშუალოდ ასპექტების აღწერას, თუ რას ნიშნავს თითოეული კონკრეტულად და აღვწერ მხოლოდ ამ ასპექტებით გამოწვეულ მოვლენებს: 1.პირველი იმპულსი; 2.თეორიული ჩანაფიქრი(რა მინდა?); 3.პირველი რეალური დაბრკოლება (როგორ გავაკეთო?); 4. პირველი დახმარება (გამოჩნდა თეორიულად გზა); 5. ვირტუალური და აქტიური განვითარება.

ასეთია პირველი ეტაპი. პირველი ეტაპი მსგავსია ბავშვობის, გაზაფხულის, დილის, თესლიდან ფესვის გაზრდის და ა.შ. ეს არის მოსამზადებელი ეტაპი.

მეორე ფაზა – ზრდადი კვადრატიდან ოპოზიციამდე (900–1800). ზრდადი კვადრატი ნიშნავს განვითარების აქტიური ფაზის დასაწყისს. ეს პერიოდი ყოველთვის ძალიან რთულია. სიმბოლურად ეს ფესვების ნიადაგში გამაგრების, წიწილის გამოჩეკვის დროა. ამ ფაზაში გვაქვს მოვლენათა შემდეგი ჯაჭვი: 1.აქტიური ქმედება ჩანაფიქრის განსახორციელებლად; 2.ძლიერი განვითარება დაბრკოლებების გარეშე (სიტუაცია ხელშემწყობია); 3.უხეშობა და ძალისმიერი მეთოდები ჩანაფიქრის მისაღწევად; 4.რეალურისა და სასურველის დეტალების შეუთავსებლობა.

მეორე ეტაპი მსგავსია ყმაწვილობის, ზაფხულის, დღის. ეს არის დრო, როცა მცენარე უკვე გაიზარდა, თუმცა ნაყოფი ჯერ არ გამოუღია. სხვა სიტყვებით ეს რეალიზაციის ეტაპია.

მესამე ნაწილი ოპოზიციიდან კლებად კვადრატამდეა (1800–2700). ოპოზიცია აღნიშნავს ციკლის კულმინაციას, ნაყოფის გამოღებას, შედეგს, გაცნობიერებას. და კვლავ მოვლენების ჯაჭვი:

1. საკუთარი ქმედების დემონსტრაცია (ნახეთ რა გამომივიდა!);

2. მიღებული შედეგის დეტალების შეუთავსებლობა შეცვლილ რეალობასთან;

3. შედეგების დანერგვა შეცვლილ გარემოში უხეში მეთოდებით;

4. ცოდნისა და გამოცდილების დანერგვა გარემოში დაბრკოლების გარეშე.

მესამე ეტაპი მსგავსია სიმწიფისა, შემოდგომისა, საღამოსი, ნაყოფის გამოღებისა. ეს არის გაცნობიერების ეტაპი.

მეოთხე ნაიწლი იწყება კლებადი კვადრატიდან შეერთებამდე (2700–3600).

კლებედი კვადრატი – ციკლის ყველეზე მძიმე დროა. ნიშნავს მიზნის მიღწევას, ნაყოფის მიღებას. აქ ხდება გასაგები რაზე იყო დახარჯული ძალები (რა მქონდა ჩაფიქრებული და რა გამოვიდა რეალურად). ახალი ძალები კი აღარ არის. აქაც მოვლენათა მთელი სერიაა:

1. შედეგი;

2. ბოლო ძლიერი დახმარება და მომავლის იმედი;

3. მსხვერპლი მომავლისათის;

4. რწმენა უკვდავებისა და მომავალი ცხოვრებისა.

მეოთხე ეტაპი მსგავსია სიბერის, ზამთრის, ღამის, ნაყოფის ლპობისა და მცენარის ჭკნობის. ეს არის ციკლის დამთარების ეტაპი და ახალი ციკლისთვის მომზადების დრო.

როგორ გვიხდება სურვილები?

ითვლება, რომ თუ ჩავიფიქრებთ სურვილს ორი ტრანზიტული პლანეტის შეეთებაზე, ამ პლანეტათა პრინციპების, ასევე, ზოდიაქოს ნიშნისა და სახლის გათვალისწინებით, მაშინ, მათს ოპოზიციაზე მივიღებთ ამ სურვილის შესრულებას. მართალია, უნდა მივიღოთ მონაწილეობა ზემოდ აღწერილ მოვლენების ჯაჭვში: სიტუაციას კი არ ველოდებით, არამედ ვამოდელირებთ.

ციკლში მონაწილეობს ორი პლანეტა – სწრაფი და ნელი. უფრო ნელი პლანეტა მიგვითითებს მოვლენის მიზეზზე, ვინაიდან ის შორს არ არის წასული ორი პლანეტის შეერთებიდან და მას ჯერ კიდევ „ახსოვს“ თავდაპირველი იმპულსის არსი. უფრო სწრაფი პლანეტა გვიჩვენებს მიღწევის მეთოდებს და რეალიზაციის გზებს. მაგალითისთვის:

მთვარე–მზე – როგორ განვახორციელოთ პირადი ნების (მზე) შესრულება ერთ თვეში ყოველდღიური საქმიანობით (მთვარე); მზე–იუპიტერი – პირადი ნების (მზე) საშუალებით ერთ წელიწადში როგორ განვახორციელოთ ჩვენი სოციალური მიზნების (იუპიტერი) შესრულება; იუპიტერი–ნეპტუნი – 13 წელიწადში როგორ განვახორციელოთ კოლექტიური ოცნება (ნეპტუნი) პირადი მიზნების (იუპიტერი) საშუალებით.

მცირე პლანეტების ციკლები დაკავშირებულია პირად სურვილებთან, სუპერ პლანეტების – კოლექტიურთან. ყველა ციკლი დააკავშირებულია ერთმანეთთან. აქედან გამომდინარეობს, რომ როდესაც ადამიანი ყოველდღიურ საქმიანობაში წყვეტს საკუთარ პრობლემებს და აღწევს პირად მიზნებს, იგი ასრულებს კოლექტიური ეგრეგორის სურილებსაც.

ამდენად, ციკლების გამოყენებით შესაძლებელია საკუთარი დანიშნულებისა და ადგილის პოვნა და ცხოვრების მართვა. ამისათვის კი საჭიროა გავიგოთ თითოეული ციკლის მნიშვნელობა. და ვინაიდან პირადი სურვილი საბოლოო ჯამში მუშაობს კოლექტიურ ეგრეგორზე, ეს ეგრეგორი გვაძლევს იმ ენერგიას, რომელიც პირადი სურვილის შესრულებას სჭირდება.

კიდევ ერთი საკითხი, სად არის ყველა ციკლის დასაწყისი? როდის იყო კოსმიური საათის ისრები ერთ წერტილში? ეს ყველა პლანეის შეერთება იყო? ხომ არ იყო ეს „დიდი აფეთქების“ მომენტი? თუ ასეა, მაშინ აქედან გამომდინარეობს დასკნვა – მზის სისტემის დაბადების მომენტში მთავარი კოლექტიური ეგრეგორის (ღმერთის) მიერ იყო ჩაფიქრებული ძლიერი სურვილი (სიტყვა), რომლის შესრულება მიმდინადეობს დღესაც, და გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ციკლი არ დასრულდება (სამყაროს აღსასრული?).

აი პასუხი კითხვაზე – რაში მდგომარეობს ცხორების აზრი – ღმერთის ნების, მისი სურვილის შესრულებაში. ვიცხოვვროთ ჰარმონიაში უფალთან და აღვასრულოთ ჩვენი ის სურვილები, რომლებიც მის ნებას არ ეწინააღმდეგება.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ