გავრცელებული შეცდომები (ნაწ-4)

ეხლა ვნახოთ რა პრობლემები შეიძლება შექმნან სტიქიებმა. თუ ჯვარი – დინამიკაში სულის განვითარებაა, სტიქია- ეს ამ დინამიკის ფორმაა. ფორმა კი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. ზოგ სიტუაციაში აუცილებელია აქტიური ჩარევა, ზოგში უნდა იმოქმედო რბილად და ფრთხილად. თუ ადამიანს ეს არ ესმის – იწყება პრობლემები (ფაქტიურად ვსაუბრობ ჰიპერფუნქციაზე):

ცეცხლის ნიშნების აქტიურობა ხდება დამანგრეველი თავის სიმტკიცეში და შეურიგებლობაში. და იმის მაგივრად, რომ ახალი ფორმები შექმნან, გარშემო ყველაფერს ანგრევენ და წვავენ. და რა უნდა ააშენო ნახანძრალზე? მასალა დაიწვა მთლიანად.

მიწის ნიშნები დაჟინებას მიყავს სიჯიუტემდე და სიხისტემდე. მათი თავდაჯერებულობა გარშემომყოფებში უსუსურობის გრძნობას იწვევს, თითქოსდა საქმე უსულო მანქანასთან ჰქონდეთ. ასეთ ადამიანს ატოვებენ, მასთან რჩებიან მხოლოდ ისინი, ვისაც საკუთარი აზრი არ აქვს. ეს კი აფერხებს ადამიანის განვითარებას.

ჰაერის ნიშნებმა უნდა იზრუნონ საკუთარი აზრებისა და იდეების ხორცშესხმაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცარიელი, ნედლი, დაუმუშავებელი დარჩება. ხოლო დასვენება თავგადასავლების უმიზნო ძებნად, როგორც საკუთარი, ისე ახლობელი ადამიანების ცხოვრებისა და რესურსების ფლანგვად იქცევა.

წყლის ნიშნები თუ ჩათვლიან, რომ ცხოვრებაში მთავარია გრძნობა, რომელიც ნებისმიერი ხერხით უნდა მოიპოვო, ძალიან მალე გრძნობები ხდება უფერული, გადაიქცევა ჭაობად, რომელიც დაახჩობს ნებისმიერს, თვით სიცოცხლეს. დადებითი ემოციების მაგივრად ადამიანს შეუძლია განიცადოს მხოლოდ ეჭვიანობის, სიხარბის, შურისძიების და ცბიერობის ნეგატიური ემოციები.

დასკვნა:
რა თქმა უნდა, იმისთვის რომ კარგად გავიგოთ თითოეული ნიშნის ხასიათი, მხოლოდ ჯვრების და სტიქიების გაცნობა არ არის საკმარისი. მაგრამ აუცილებელია. სტიქიები და ჯვრები გვაძლევენ პირველად და საკმაოდ ვრცელ წარმოდგენას ნიშანზე. ეხლა, რომ კარგად გავიგოთ თითოეული ნიშანი უნდა გავეცნოთ პლანეტების ფუნქციებს. პლანეტები და ნიშნები გარკვეულ კავშირში არიან ერთმანეთთან. და ეს კავშირები გვაძლევენ საშუალებას შევისწავლოთ ნიშანი უფრო ღრმად.

ლია ბარათაშვილი
ასტროსკოლა-ასტროლოგოსი

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ