პირველი სახლი – ასცენდენტი
ჰოროსკოპის ერთ-ერთი მთავარი სახლი არის პირველი სახლი. ის ასახავს ადამიანის ძირითად მახასიათებლებს, საუბრობს მის გარეგნობაზე, სტილზე და ქცევაზე, ასახავს მის პირად თვისებებს, რომელიც ყველაზე ცხადად ჩანს გარემოში, ყველაზე შესამჩნევია. პირველი სახლი ჩვენი ბუნების მხოლოდ ნაწილს განასახიერებს. ადამიანის ჭეშმარიტი არსი ვლინდება ხანგრძლივი კომუნიკაციის დროს. ის მხოლოდ ადამიანის გამოხატულებაა მის გარშემო მყოფი სამყაროს წინაშე. ის არ ასახავს სულის სიღრმეს და ნამდვილ ემოციებს, რომელსაც ადამიანი განიცდის. ასცედენტი ასევე ასოცირდება პირველი სახლის კონცეფციასთან. ის მისცემს ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვან აღწერილობას. თუმცა, პირველი სახლის კონცეფცია უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ასცენდენტი. ამრიგად, პიროვნების სრული აღწერისთვის საჭიროა პირველი სახლის ყველა ელემენტის (ნიშანთა მმართველები, პლანეტა და მათ შორის კავშირები) ანალიზი.
ასცენდენტი ვერძში
ასცენდენტი ვერძი დემონსტრირებს თავისი ცეცხლოვანი ენერგიით და განსაცვიფრებელი ქარიზმით, რაც გამოიხატება კომუნიკაციაში. ის არის ლიდერი, ნათელი, მგზნებარე, თავდაჯერებული და ჯიუტი. ის იბადება სწრაფად ხშირად ვადაზე ადრე. ეს არის მებრძოლი, რომელსაც ბავშვობიდან ესმის როგორ მოიპოვოს წამყვანი პოზიციები, დაუღალავად მუშაობს მიზნების მისაღწევად, არის იმპულსური, ვნებიანი და პირდაპირი. სხვა ადამიანების მიერ აღიქმება ხშირად უხეშად. ხმამაღლა ლაპარაკობს, საუბარში ინიციატივას იჩენს, მოძრაობები მკვეთრი და იმპულსურია. ისინი უცერემონიდ იჭრებიან სხვა ადამიანების სამყაროში, მზად არიან ბრძოლისთვის, კამათისთვის. თუ მერკური ძლიერია, ისინი დისკუსიების პროვოცირებას მოახდენენ. ამბიცია და გამბედაობა ხდის მათ გმირებს გარკვეულ პირობებში. დადებითი თვისებები: პატიოსნება, გახსნილობა, კეთილშობილება მტრებთან მიმართებაშიც კი, მიზანდასახულობა და თავდადება სიყვარულში. უარყოფითი თვისებები: ეგოიზმი, დამცირება, დომინირება, გულგრილობა სხვისი პრობლემების მიმართ, იმპულსურობა, უსირცხვილობა, ზიზღი სუსტების მიმართ. ეს ადამიანი არასოდეს აღიარებს, რომ დამარცხებულია, შეცდომებს დაუშვებს და თავიდან დაიწყებს, სანამ არ გაიმარჯვებს. ისინი თავიდანვე აცხადებენ, რომ არ მოითმენენ კონკურენციას იმ მხარეში, რომელიც მათ საკუთრებად მიაჩნიათ. თუმცა, როდესაც მარსი და მზე სუსტია, ადამიანი ფაქტიურად შიგნიდან ნადგურდება მოძღვავებული ენერგიის გამოუყენებლობის გამო. მათი სიძლიერე გამოვლინდება შიშის დაძლევაში, ბედის ნებისმიერ გამოწვევაზე პირველობისა და წინსვლის გამოჩენაში.