Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

მზე ურანის ასპექტები

➡️მზე ურანის შეერთება.

დადებით გამოვლინებაში თუ შეერთება დაზიანებული არაა გვაძლევს თავისუფლებისდაუოკებელ სიყვარულს, დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილს, მეგობრულობას დააქტიურობას სოციუმში და თავის წრეში.

ასეთი ადამიანები კეთილები, პოზიტიურები და ჰუმანურები არიან, გამძაფრებულად აქვთსამართლიანობის განცდა, ამიტომაც ხშირად იცავენ ხალხის უფლებებს.

ორიგინალური და არასტანდარტული თვითგამოხატვის ფორმები აქვთ, უყვართ გიჟურად დაარაადეკვატურად მოქცევა, რის გამოც ხშირად იქცევენ ხალხის ყურადღებას. ხშირად გიჟიადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ რაც ძირითადად მოსწონთ.

შემოქმედებითი ადამიანები არიან, იდეალისტები, აქვთ კარგი ინტუიცია და საოცარიმაგნეტიზმი.

უყვართ სიახლეები, კარგად ერკვევიან ტექნიკაშიც, მოსწონთ ყველაფერი ახალი, ინოვაციურიდა გაუმჯობესებული. ხშირად ინტერესდებიან მეცნიერებით, ან ისეთი პროფესიებით, სადაცგანსხვავებული ვალდებულება აკისრიათ. ასევე ხშირად არიან ასტროლოგიაშიც, ასტროლოგისთვის მზე ურანის ნებისმიერი ასპექტი გადასარევია თუნდაც დაძაბული იყოს.

კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ მამასთან, ქალებს ქმრებთან, ხშირად მათითანამოაზრეები  არიან ან ერთი პროფესია ან ჰობი აქვთ.

უარყოფით გამოვლინებაში თუ შეერთება დაზიანებულია ვლინდება: ნერვოზულობა,  გაღიზიანებადობა, ფეთქებადობა, იდეებით შეპყრობა, ურჩობა და ნებისმიერი წესებისნგრევისკენ მიდრეკილება ასევე ექსტრემალური სიტუაციებისკენ მიდრეკილება, არაადეკვატურობა, რადიკალიზმი, საყვარელი ადამიანების მარტივად დაკარგვა დამოშორება.

ხშირად რთული და არასტანდარტული ურთიერთობა მამასთან, უკიდურეს შემთხვევაში მამისროლის არ ყოფნა ცხოვრებაში, ქალებთან არასტანდარტული კაცებისკენ მიდრეკილება, განქორწინებები და მრავალი ქორწინება.

➡️მზე ურანის ტრინი/სექსტილი.

ასეთ ადამიანებს უდიდესი მაგნეტიზმი აქვთ, გამოირჩევიან კარგი თვითრეალიზაციის უნარითრის გამოც მარტივად იპყრობენ ხალხის ყურადღებას.

საოცრად პოზიტიურები და ენთუზიაზმით სავსე ადამიანები არიან, და ადვილად შეუძლიათხალხის დადებით განწყობაზე დაყენება.

გამოირჩევიან ორიგინალურობით, ტაქტიანობით და სოციალური აქტიურობით, უყვართგაჭირვებული ადამიანების და არა მარტო ადამიანების დაცვა, რის გამოც ხშირად გვხვდებიანსხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში. კარგი ინტუიცია აქვთ, ხშირად ინტერესდებიანმისტიკური მოვლენებით, და ხშირად არიან ეზოთერულ სფეროებშიც, ყველაზე ხშირად კიასტროლოგიაში.

➡️მზე ურანის კვადრატი/ოპოზიცია.

ასეთ ადამიანები გამოირჩევიან არაპროგნოზირებადობით, იმპულსურობით, იდეურიშეპყრობილობით და ცვალებადობით.

ასეთი ადამიანის ბუნება რთულია. მოუთმენლები და არაადეკვატურები არიან, უყვართზედმეტი თავისუფლება ვერ იტანენ ვერანაირ წესებს და დოგმებს. ახასიათებთ რადიკალიზმირის გამოც წვრილმანებზეც კი ხშირად თავიდან იშორებენ მათთვის ძვირფას ხალხს, მიდრეკილება აქვთ ექსტრემალური სიტუაციებისკენ რაც კატასტროფების რისკს ზრდის. უკიდურესად ნეგატიურ გამოვლინებაში კი ადამიანი სტრესული და ნერვოზულია, წვრილმანებზე ფეთქდება, ეგოისტია და მხოლოდ საკუთარ იდეებზე ორიენტირებული, რითიცხშირად შეპყრიბილი ხდება, თუმცა იშვიათად ანხორციელებს, როცა მათ თავისუფლებასრაღაც ზღუდავთ ან ცხოვრების აზრს ვერ პოულობენ, ხშირად სუიციდური ფიქრებიც კი აქვთ.

რთული, ცივი და არასტანდარტული ურთიერთობა აქვთ მამასთან, ან სულ არ აქვთურთიერთობა.

ქალებთან ხშირია განქორწინებები და მრავალი ქორწინება.

ასპექტი კარგად მუშავდება ტექნიკით, მეცნიერებით, და კოსმოსთან შეხებით ანუასტრონომიით ან ასტროლოგიით.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

ასცენდენტი ნიშნებში – ვერძი

პირველი სახლი – ასცენდენტი
ჰოროსკოპის ერთ-ერთი მთავარი სახლი არის პირველი სახლი. ის ასახავს ადამიანის ძირითად მახასიათებლებს, საუბრობს მის გარეგნობაზე, სტილზე და ქცევაზე, ასახავს მის პირად თვისებებს, რომელიც ყველაზე ცხადად ჩანს გარემოში, ყველაზე შესამჩნევია. პირველი სახლი ჩვენი ბუნების მხოლოდ ნაწილს განასახიერებს. ადამიანის ჭეშმარიტი არსი ვლინდება ხანგრძლივი კომუნიკაციის დროს. ის მხოლოდ ადამიანის გამოხატულებაა მის გარშემო მყოფი სამყაროს წინაშე. ის არ ასახავს სულის სიღრმეს და ნამდვილ ემოციებს, რომელსაც ადამიანი განიცდის. ასცედენტი ასევე ასოცირდება პირველი სახლის კონცეფციასთან. ის მისცემს ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვან აღწერილობას. თუმცა, პირველი სახლის კონცეფცია უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ასცენდენტი. ამრიგად, პიროვნების სრული აღწერისთვის საჭიროა პირველი სახლის ყველა ელემენტის (ნიშანთა მმართველები, პლანეტა და მათ შორის კავშირები) ანალიზი.

ასცენდენტი ვერძში
ასცენდენტი ვერძი დემონსტრირებს თავისი ცეცხლოვანი ენერგიით და განსაცვიფრებელი ქარიზმით, რაც გამოიხატება კომუნიკაციაში. ის არის ლიდერი, ნათელი, მგზნებარე, თავდაჯერებული და ჯიუტი. ის იბადება სწრაფად ხშირად ვადაზე ადრე. ეს არის მებრძოლი, რომელსაც ბავშვობიდან ესმის როგორ მოიპოვოს წამყვანი პოზიციები, დაუღალავად მუშაობს მიზნების მისაღწევად, არის იმპულსური, ვნებიანი და  პირდაპირი. სხვა ადამიანების მიერ აღიქმება ხშირად უხეშად. ხმამაღლა ლაპარაკობს, საუბარში ინიციატივას იჩენს, მოძრაობები მკვეთრი და იმპულსურია. ისინი უცერემონიდ იჭრებიან სხვა ადამიანების სამყაროში, მზად არიან ბრძოლისთვის, კამათისთვის. თუ მერკური ძლიერია, ისინი დისკუსიების პროვოცირებას მოახდენენ. ამბიცია და გამბედაობა ხდის მათ გმირებს გარკვეულ პირობებში. დადებითი თვისებები: პატიოსნება, გახსნილობა, კეთილშობილება მტრებთან მიმართებაშიც კი, მიზანდასახულობა და თავდადება სიყვარულში. უარყოფითი თვისებები: ეგოიზმი,  დამცირება, დომინირება, გულგრილობა სხვისი პრობლემების მიმართ, იმპულსურობა, უსირცხვილობა, ზიზღი სუსტების მიმართ. ეს ადამიანი არასოდეს აღიარებს, რომ დამარცხებულია, შეცდომებს დაუშვებს და თავიდან დაიწყებს, სანამ არ გაიმარჯვებს. ისინი თავიდანვე აცხადებენ, რომ არ მოითმენენ კონკურენციას იმ მხარეში, რომელიც მათ საკუთრებად მიაჩნიათ. თუმცა, როდესაც მარსი და მზე სუსტია, ადამიანი ფაქტიურად შიგნიდან ნადგურდება მოძღვავებული ენერგიის გამოუყენებლობის გამო. მათი სიძლიერე გამოვლინდება შიშის დაძლევაში, ბედის ნებისმიერ გამოწვევაზე პირველობისა და წინსვლის გამოჩენაში.