Categories
ასპეტები ასტროლოგია მთვარის კვანძები პლანეტები

აღმავალი კვანძი კირჩხიბი — დაღმავალი კვანძი თხის რქა

მთვარის კვანძები მოძრაობენ ყველა პლანეტისგან საწინააღდეგო მიმართულებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას „შემოვაბრუნოთ“ კარმა, გადავიხადოთ ვალები, გამოვამჟღავნოთ საკუთარი არსი. კვანძები ასევე გვეხმარება გამოვიწვიოთ კოსმოგრამაში დისონანსი ანუ ის მომენტი, როცა ჩვენ უფრო გვიადვილდება ვომოძრაოთ პლანეტების საწინააღდეგოდ. საერთო ჯამში ისინი გვაჩვენებენ გზას, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწარფვოდეთ (აღმავალი კვანძი) და რომელშიც გამოცდილება გვაკლია, ასევ დაღმავალი კვანძის გზასაც გვიჩვენებნ, რომლშიც დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ თავისუფლები ვართ არჩევანში: შეგვიძლია ვიაროთ როგორც დაღმავალი კვანძის გზით (რომელიც უფრსკულამდე მიგვიყვანს) და შეგვიძლია ავირჩიოთ უფრო რთული და ჩვენთვის გამოუცდელი აღმავალი კვანძის გზა (სულიერი ზრდა და კარმის გაწმენდა). არსებობს კიდევ „შუა“ გზა – როელსაც არასად არ მივყავართ, ვართ სიცარიელეში და უაზრო არსებობაში, რაც მომდევნო თქვენს კარმას ამ ცხოვრების კარმას დაუმატებს.
რისთვის ეძლევა ადამინს მთვარის კვანძები- დასასჯელად თუ გამოსაცდელად? როდის იბადებიან ადამინები ძლიერი მთვარის კვანძებით? ყველაზე ძლიერი კვანძი აქვს მზის ან მთვარის დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანებს (როცა მთვარე და მზე ერთმანეთს ხვდებიან (შეერთების ასპექტი) ან ერთმანეთის საწინაღდეგოდ დგანან (ოპოზიცია) – მაშინ ხდება დაბნელება). ასეთი ასტრონომიული ფაქტორის დროს ანუ დაბნელების დროს და ახლოს ყოველთვის ხდება ფატალური სიტუაციები. ეს ერთგვარი ასტროლოგიური აქსიომაა : დაბენელების პერიოდში ან მასთან ახლოს დაბადებული ადამიანები ფატალური ბედის მქონე ადამიანები არიან. და რაც უფრო ნაკლები მაძილია მნათობებს და კვანძებს შორის, მით უფრო ძლიერი მთვარის კვანძი და მით უფრო ბევრი პრობლემები აქვს ადამინს კარმის შესრულების გზაზე, მით უფრო გადატვირთულია მისი კარმული პროგრამა.

აღმავალი კვანძი (რახუ) კიბო – დაღმავალი კვანძი (კეტუ) თხის რქა
წინა ცხოვრებაში ამ სულმა შეძლო დიდი წარმატების მიღწევა მისთვის მიცემული შესაძლებბლობებით, ახლა ის აქ არის რათა გასცეს.
(ელის ლოფრედო -„სრულყოფილება ერთობაშია: ასტროლოგია, კარმა და თქვენ“)
მთვარის კვანძების ამ მდებარეობის პერიოდები:
27.10.1925 – 17.04.1927
12.05.1944 – 04.12.1945
24.12.1962 – 26.08.1964
21.09.1981 – 17.03.1983
10.04.2000 – 08.10.2001
ამ კარმის საყრდენია – პირადი და სოციალური უსაფრთხოება.
აღმავალი კვანძი: კიბო – მგრძნობელობა, აღზრდა, მზრუნველობა, ემოციურობა, მდიდარი წარმოსახვა, მსუბუქი, ხასიათის ცაველაბადობისკენ მიდრეკილება.
დაღმავალი კვანძი: თხის რქა – პატივმოყვარეობა, ამბიციურობა, პასუხისმგებლობა, გამბედაობა, კონსერვატიზმი, თავშეკავებულობა, სიმკაცრე, დესპოტიზმი, შრომისმოყვარეობა.
კარდინალური ღერძი – ამ შემთხვევაში ადამიანის ნებისყოფაზეა კარმის შესრულება დამოკიდებული ანუ შეუძლია თუ არა ადამიანს ობიექტურად შეაფასოს მისთვის მოცემული გარემოებები, რაც კარდინალურ ნიშნებში საკმაოდ რთული გასაკეთებლია.
კარმული მოვლენები , როცა აღმავალი კვანძი (კეტუ) თხის რქაშია
თუ თქვენ პირად რუკაში აღმავალი კვანძი კიბოშია, ხოლო დაღმავალი თხის რქაში ეს ნიშნავს რომ თქვენი კარმული ისტორია მდიდარია გამარჯვებებით და მიღწევებით. არაერთი ინკარნაცია დაგჭირდათ იმისთვის რომ საკუთარი თავისთვის წაგეყენებინათ რთული და პრეტენზიული მიზნები და მერე დღე და ღამეს ასწორებდით, რათა მიზმანდე მიგეღწიათ.
შესაძლებელია თქვენ იყავით ერთი ჩვეულებრივი ქალი, რომელმაც საერთაშორისო კოსმეტიკის დიდი იმპერია შექმნა და ამ ყველაფრის დასაწყისი თქვენი სამზარეულო იქნებოდა, როცა ბაღიდან მოკრეფილი კიტრის ნარჩენებით სახის ნიღაბი გააკეთეთ. ან სულაც შეიძება სხვა სახის იმპერია ააშენეთ: თავისუფლებისთვის მებრძოლი, რომელიც რთულ პირობებში გაიზარდა, რომელმაც თანამოაზრეები შემოიკრიბა, გახდა მათი ლიდერი, წინ აღუდგა მჩაგვრელ სისტემას და შედეგ სათავეში ჩაუდგა ახალ ხელისუფლებას. და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ ისე გაგიტაცათ პრივილეგიებმა და შესაძლებლობებმა, რომესაც თქვენი წარმატება გაძლევდათ, რომ მსხვერპლად შესწირეთ თქვენი პირადი ცხოვრება. საბოლოოდ კი ამ ცხოვრებაში ქვეცნობიერად გამოყოლილი ფასეულობები ნიშნავს, რომ ხშირად იქნებით მოტყვილებული მსგავს გარემოებებში, რაც წარმატებას და მიღწევებს გპირდებათ. ხშირად დაისახავთ მიზნებს, რომლის შესრულებასაც ფიზიკურად ვეღარ შეძლებთ და ვერ გააცნობიერებთ სინადვილეში ეს წარმატება ისევ გჭირდებათ თუ არა.
ფსიქოლოგიური თავისებურებები
ბავშვობიდანვე დაღმავალი კვანძის ზეგავლენა ძალიან შესამჩნევია – შრომისმოყვარეობა, სოციალურის სტატუსის მიმართ დამოკიდებულება. თუ თვლის საჭიროდ შეუძლია გახდეს შეუმჩნეველი და გაერიოს მასებში და არ წავიდეს სხვაზე წინ. არ უყვართ კრიტიკა. თითქოს არ ითვალისწინებენ სხვის რჩევებს, მაგრამ სინადვილეში ყველა რჩევა გადმოაქვთ პრაქტიკაში, რაც მათ სოციალური სტატუსის ამაღლებაში დაეხმარებათ (მაგალითად იყოს ყველაზე გამორჩეული მსწავლე). ასევე ძლიერია ცხოვრების მატერილური მხარე.
რას მოითხივს აღმავალი კვანძი კიბოში:
ადამიანი უნდა გადაერთოს თავის ოჯახზე. მაგრამ მას ბავშვობიდან აქვს უნარი კარგად დამალოს თავისი ნაკლოვანებები და სხვისი ნაკლოვანებები კარგად გამოაჩინოს. არ შეუძიათ პატიება. ძალიან მომთხოვნები არიან სხვების მიმართ. ეს გამოიხატება როგორც ორმაგი სატურნი – კიბოში=0 , თხის რქაში=6 და ადამიანი ძალაუნებურად თავის გარშემო იშენებს ბარიკადებს და შორდება ადამინებს. ემოციები ძლიერი აქვს, ასევე დამოკიდებული არიან სხვის ემოციებზე, მაგრამ მალავენ ამ ყველაფერს და გვერდიდან ძალიან ამპარტავნები ჩანან, რაც კიდევ უფრო თრგუნავთ მათ. არ აძლევს საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას, რადგან ფირქრობს რომ თუ გულღია იქნება ადამიანები მის წინააღდეგ გამოიყენებენ მის ამ ჩვევას. მას აქვს ძიერი პასუხიმგებლობის გრძნობა, არ აძლევს საკუთარ თავს ნებას იყოს სუსტი და სხვაზე დამოკიდებული. 30 წლის ასაკიდან იწყება კრიზისი და რაც უბიძგებს გააკეთოს არჩევანი პრიორიტეტებში. ნელნელა შეიგნებს, რომ აუცილებელია შექმნას ოჯახი, იყოს მომთბენი და თავისი სიყვარული გამომაჟღავნოს ლოკალურად მაინც თავის ოჯახის ფარგლებში.
მაგრამ სოციალურიდან ოჯახურ გარემოში გადართვა საკმაოდ რთულია- მისთვის ოჯახი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას, რაც რათქაუნდა მცდარი შეხედულებაა, რადგან თუ დაძლევს შიშს და შექმნის ოჯახს, კარმულად კარიერაშიც წინსვლა ელოდება.
ცხოვრებისეული დანიშნულება- ქონდეთ საკუთარი სახლი, სადაც უსაფრთოება და სიმყუდროვე იქნება, შექმნას ოჯახი, რომელზეც იზრუნებს და დაიცავს. მოძებნოს სამსახური, რომელიც ხელს არ შეუშლის ოჯახურ ცხოვრებას. ამ მიზნის განხორციელების შემდეგ კარმულად მოდის როგორც ფიზიკური ,ასევე სულიერი კავშირი და სიახლოევე ქორწინებაში, ახლობლებთან და მეგობრებთან. აუცილებელია ტრადიციების დაფასება და გაგრძლება, როგორც ოჯახური ასევე ეროვნული. აუცილებელია საკუთარი ემოციების მართვა და ყველა ემოციური მოთხოვნილების დაკმაყოფილება სულიერ დონეზე, რადგან სწორედ ემოციებზე დამყარებული ურთიერთოების განვითარებაა მისი კარმა.
მითითებები კარმული ვალის შესასრულებლად:
• დაიბრუნოთ გრძნობები და ქვეცნობიერის სიბრძნე
• იზრუნოთ საკუთარ თავზე
• შემოიკრიბოთ ირგვლივ ადამინები
• არ გამოიფიტოთ საკუთარი თავი
თუ დაღმავალ კვანძთან მოთავსებულია პლანეტები, თუნდაც შეერთების გარეშე ეს სირთულეებს ნიშავს -ადამიანი მისწარფებული იქნება ძალაუფლებისკენ. სწორედ ამ პლანეტების ენერგია ხელს უშლის ადამინის ცხოვრების გზა შეიცავლოს და დაღმავალიდან აღამავალი კვანძისკენ წავიდეს. დაღმავალი კვანძით სიარული ყოველთვის უფრო მარტივია. ასეთ შემთვევაში როცა ის გახდება 36, 5 წლის (კვანძების შემობრუნების დროს) მას ექნება კარიერული დაცემა და მარცხი. და მხოლოდ ამის შედეგ დაიწყებს ოჯახის შექმნაზე ფიქრს. (პ.ს. ეს პრონციპი მოქმედებს კვანძების ნებისმიერ მდებარეობაზე).
კვანძების შემობრუნების ნახევარციკლის დროს – დაახლოებით 18, 36 და 45 წლის ასაკში, თუ ადამიანი არ გადაერთვება აღმავალი კარმის გზაზე, მოხდება პროგრამული შეცდომა სამხრეთ კვანძიში (მოვლენები, უბედური შემთვევები, უსიამოვნებები) რაც მას უბიძგებს აღმავალი კვანძის გზით სიარულისკენ. ( ნახევარციკლი ნიშნავს, როცა ტრანზიტული აღმავალი კვანძი უერთდება ნატალურ დაღმავალ კვანძს).

(პაველ გლობას მიხედვით)
თქვენ წინა ცხოვრებაში იცხოვრეთ გამორჩეულად, „გამოიმუშავეთ“ ინდივიდუალიზმი, მიაღწიეთ რაღაც მაღალ მიზანს. თუ თქვენ ახლაც გააგრძელებთ დაღმავალი კარმით ცხოვრებას გახდებით გარიყული, მარტოსული და ყველსგან განზე გამდგარი – ეს ყველაფერი გამოიწვევს შინაგან ჩაკეტვას, ეგოიზმის განვითარებას, ემოციების დაქვეითბას, დესპოტიზმს. ყოველთვის გარიყავთ ადამინებს თქვენი ცხოვრებიდან.
სწორედ ამიტომ საჭიროა უარი თქვათ თხის რქის ცუდ თვისებებზე: დესპოტიზმზე, საკუთარი თავისგან იმაზე მეტის მოთხოვნა ვიდრე შეგიძლიათ. საჭიროა გახდეთ მომთბენი, კონცენტრირებული და მშვიდი, ანუ მხოლოდ თხის რქის საუკეთესო თვისებები განავითაროთ.
თქვენი მთავრი მიზანია – შეგუება, იცხოვროთ ახლობელებისთვის,ოჯახისთვის. დაუბრუნდეთ თქვენს ფესვებს (განსაკუთრებით ოკულტური თვალსაზრისით, რათა კარგად შეისწავლოთ წინაპრების ტრადიციები), იყოთ პატრიოტი, ალტრუისტი, პატივი სცეთ უფროსებს. უნდა გაიმეოროთ წინაპრების გზა, ანუ ამომავალი წერტილი იყოს ტრადიციები და ისტორია, როგორც ოჯახის ასევე სამშობლოსი. მნიშვნელოვანია რეტროსპექტული (წარსულისაკენ მიმართული, წარსულის განხილვისადმი მიძღვნილი) ცხოვრების გზა, უნდა შეისწავლოთ და გამოიყენოთ ოკულტური და საიდუმლო სწავლებები.

ცნობილი პერსონები იგივე კარმული კვანძებით: ბახი (65 წელი), ჰიტლერი (56 წელი), ლერმონტოვი (27 წელი), საფრანგეთის მეფე ჰენრიხ 4 (56 წელი), ფიდერ კასტრო (მიდის ნათელი გზით – 56 წელი), ჩარლი ჩაპლინი (88 წელი), მარკიზ დე სადი (75 წელი), რობესპერი (36 წელი), მერლინ მონრო (35 წელი). ალფრედ ნობელი (63 წელი ), ლენინი (53 წელი), რობერტ კენედი (42 წელი – ეს აშკარად ვერ ასრულებდა კარმას).
სახლი რომელშიც მოთავსებულია მთვარის დაღმავალი კვანძი, მიგვითითებს ცხოვრების იმ სფეროზე სადაც ფიალები შევსებულია, ხოლო აღმავალი კვანძი სიმბოლირდება ცარიელ ფიალებთან ანუ სფეროებთან.

მოამზადა: Nina Ge(22042013)

Categories
ასპეტები ასტროლოგია მთვარის კვანძები პლანეტები

აღმავალი კვანძი სასწორი – დაღმავალი კვანძი ვერძი

მთვარის კვანძები მოძრაობენ ყველა პლანეტისგან საწინააღდეგო მიმართულებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას „შემოვაბრუნოთ“ კარმა, გადავიხადოთ ვალები, გამოვამჟღავნოთ საკუთარი არსი. კვანძები ასევე გვეხმარება გამოვიწვიოთ კოსმოგრამაში დისონანსი ანუ ის მომენტი, როცა ჩვენ უფრო გვიადვილდება ვომოძრაოთ პლანეტების საწინააღდეგოდ. საერთო ჯამში ისინი გვაჩვენებენ გზას, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწარფვოდეთ (აღმავალი კვანძი) და რომელშიც გამოცდილება გვაკლია, ასევ დაღმავალი კვანძის გზასაც გვიჩვენებნ, რომლშიც დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ თავისუფლები ვართ არჩევანში: შეგვიძლია ვიაროთ როგორც დაღმავალი კვანძის გზით (რომელიც უფრსკულამდე მიგვიყვანს) და შეგვიძლია ავირჩიოთ უფრო რთული და ჩვენთვის გამოუცდელი აღმავალი კვანძის გზა (სულიერი ზრდა და კარმის გაწმენდა). არსებობს კიდევ „შუა“ გზა – როელსაც არასად არ მივყავართ, ვართ სიცარიელეში და უაზრო არსებობაში, რაც მომდევნო თქვენს კარმას ამ ცხოვრების კარმას დაუმატებს.
რისთვის ეძლევა ადამინს მთვარის კვანძები- დასასჯელად თუ გამოსაცდელად? როდის იბადებიან ადამინები ძლიერი მთვარის კვანძებით? ყველაზე ძლიერი კვანძი აქვს მზის ან მთვარის დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანებს (როცა მთვარე და მზე ერთმანეთს ხვდებიან (შეერთების ასპექტი) ან ერთმანეთის საწინაღდეგოდ დგანან (ოპოზიცია) – მაშინ ხდება დაბნელება). ასეთი ასტრონომიული ფაქტორის დროს ანუ დაბნელების დროს და ახლოს ყოველთვის ხდება ფატალური სიტუაციები. ეს ერთგვარი ასტროლოგიური აქსიომაა : დაბენელების პერიოდში ან მასთან ახლოს დაბადებული ადამიანები ფატალური ბედის მქონე ადამიანები არიან. და რაც უფრო ნაკლები მაძილია მნათობებს და კვანძებს შორის, მით უფრო ძლიერი მთვარის კვანძი და მით უფრო ბევრი პრობლემები აქვს ადამინს კარმის შესრულების გზაზე, მით უფრო გადატვირთულია მისი კარმული პროგრამა.

აღმავალი მთვარის კვანძი (რაჰუ) –სასწორში
დაღმავალი მთვარის კვანძი (კეტუ) – ვერძში

მთვარის კვანძების ეს მდებარეობა იმ ადამიანთა ნათლურ რუქაშია, რომლებიც დაიბადნენ:
12.09.1939-23.05.1942, 17.06.1958-15.12.1959, 08.01.1977-05.07.1978, 01.08.1995-24.01.1997


სასწორი – ეს ჰაერის სტიქიის ნიშანია, თანაც „ზრდასრული“ (რადგან ზოდიაქოს რკალის მე-3 კვადრატშია). მისი ეს მდგომარეობა და თვისებები თქვენ გაძლევთ კომუნიკაბელურობას და უშუალობას ურთიერთობებში.
დაღმავალი კვანძი ზოგადად მიგვითითებს იმ თვისებებზე, რაც თანდაყოლილი გვაქვს, რაც გვიადვილდება, ხოლო აღმავალი კვანძი პირიქით რაც ამ ეტაპზე უნდა ვისწავლოთ და შევითვისოთ.
წინა ცხოვრებაში თქვენ ვერძის პროგრამა გაქვთ დამუშავებული, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა გეკრძალებათ ვერძობა. ანუ არ უნდა იყოთ მოუთბენელი, უხეში, ზემეტად აქტიური, სნობი, არ არის საჭირო პირველობისთვის სწრფვა და ამის ფონზე სხვებზე „ჩლიქებით“ გადავლა. ამ ეტაპზე თქვენი მისიაა შეინარჩუნოთ და გამოიყენოთ ვერძის მხოლოდ დადებითი და ჰარმონიული თვისებები (სიმამაცე, დამოუკიდებლობა, მუდმივი მზადყოფნა დაეხმაროთ სხვებს), რომლებიც დაგეხმარებათ დაამუშავოთ სასწორის პროგრამა.

რას ნიშნავს სასწორის პროგრამის დამუშავება?
თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიუხედავათ, თქვენ მოგიწევთ დაემსგავსოთ სასწორს. უნდა ისწრაფვოდეთ შინაგანი წონასწორობისკენ, სიმშვიდისკენ, სამრთლიანობისკენ, ჰარმონიისკენ ყველგან და ყველაფერში. უნდა შეეცადოთ არ იყოთ სულსწრაფი, არ გაასწროთ მოვლენებს. თვენთვის აუცილებელია გამოიმუშავოთ მოთბინების უნარი (რაც საკმაოდ ძნელი იქნება). უნდა იყოთ მუდამ კეთილგანწყობილი. თქვენი მთვარი ამოცანა ამ ცხოვრებაში არის გახდეთ ბრძენი, ყველაფერი აწონ-დაწონოთ და შედეგ მიიღოთ გადაწყვეტილებები.
ასევე მნიშვნელოვანია შეიცნოთ რა არის თავგანწირვა სხვა ადამინებისთვის. დაივიწყეთ ეგო, ის ხელს გიშლით კარმის დამუშავებაში. დაღმავალი ვერძში ეს არის თქვენი წინა ცხოვრების გამოცდილება, სადაც პირველობა გევალებოდათ, სადაც მთვარი იყო „მე“, ახლა ყველაფერი პირიქითაა. და თქვენში თუ მაინც ვერძი „იბრძვის პირველობისთვის“ ეს ძალიან მტკივნეულეად და უხეშად აისახება თქვენს ახლანდელ ცოხვრებაზე, როდესაც სასწორი ურთიერთთანამშრომლობას და სხვების აზრის გათვალისწინებას გთხოვთ. სწორედ ამიტომაა ეგოს მაქსიმალურად დაქვეითება საჭირო. შეეცადეთ პრობლემები რადიკალური ზომების მიღების გარეშე გადაჭრათ, რადგან სწორედ მოთბინებაშია თვენი ბედნიერება. საბოლოო ჯამში, მთვარია გააცნობიერთ, რომ ძლიერი იდივიდუალობის შეგრძნება, რომელიც წინა ცხოვრებიდან გაქვთ თანდაყოლილი პირადი ცხოვრების მოსაწყობად კი არა, სხვა ადამინებისთვის ჰარმონიული გარემო პირობების შექმნაში გამოიყენოთ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები, ასეთი კვანძების მდებარეობით სიჯიუტით და თვითენბობით გამოირჩევიან, სხვების აზრის გათვალისწინება მათტვის უცხოა და გონიათ, რომ ეს ხელს უშლით წინსვლაში.
სინამდვილეში, ნებსმიერი კარმული კვანძების მდებარება გავძლევს იმას, რომ დაღმავალი უფრო აქტიურად გამოვლინდება და ცდილობს ამ რეინკარნაციაშიც წინა ცხოვრების პრონციპებით იცხოვროს, საბოლოო ჯამში როცა გონია, რომ მიზნისკენ მიდის, ან მიზანს მიაღწია, სწორედ მაშინ ხვდება რომ აღარ ადგება ძველი ცხოვრების გამოცდილება და საჭიროა რაღაც ახალი მიდგომა. სასწორი-ვერძის შემთხევავშიც ასეა: როცა თქვენში ვერძის წინ გარბის, მიზნისკენ და ცდოლობს მარტომ და პირვლმა გადალახოს ბარიერები, მიზანთან მისვლისას აღმოაჩენს, რომ მაინც არ არის ბედნიერი და კმაყოფილი, რადგან სასწორი მისგან კომუნიკაციას და სხვა ადაინებთან ყველაფრის გაზიარებას ითხოვს.
მთვარის კვანძების ასეთი მდებარეობით ადამინანების უმრავლესობა ჯიუტი და ზედმეტად თავდაჯერებულია. ახლა მათ უწევთ ამ თვისებებზე უარის თქმა, რათა უფრო მეტი ურთიერთობები დაამყარონ და სხვისი აზრის გაითვალისწინონ. წინააღდეგ შემთხვევაში ბევრი მოვლენა მათ ცხოვრებაში ძალინ მტკივნეულ შედეგებს იძლევა – მაგალითად ის რაც ყველაზე ძალინა სურს ან ჭირდება, ყოველთვის სხვას ხვდება წილად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავის სურვილებში სხვებს არ ითვალისწინებს და ვერძულად იქცევა. ხშირად ასეთ შემთხვევებში ძალინ ეჭვიანები და მესაკუტრეები ხდებიან, ძალისხმევას არ იშურებენ სასურველის მისაღებად, მაგრამ შედეგი ისევ უარყოფითია და უარყოფითი იქნება მანა, სანამ არისწავლიან სხვა ადამინებთან თანაარსებობას.
ცნობილი ადამიანები: მოდილიანი (37), ივანე მრისხანე, ტოლსტოი (82).

ტრანზიტულად: 18.02.2014-დან 12.11.2015-მდე აღმავალი კვანძი იქნება სასწორში, ხოლო დაღმავალი ვერძში.
ეს ნიშნავს, რომ წინა პლანზე წამოიწევა სასწორის სფერობი და მათი ათვისება, მათში პრობლემების მოგვარება და ჰარმონიის დამყარება. ეს სფეროებია – პირადი და პარტნიორული ურთიერთობები, სასამრთლო სფერო და ყველაფრის კანონის ფარგლებში მოგვარება. ეს ყველაფერი კი აუცილებელია როგორც პირად, ისე სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, რადგან წლის განმავლობაში კარდინალურ ჯვართან ( მარსი-ურანის ოპოზიცია და პლუტონი-იუპიტერის ოპოზიცია) კვანძების ასპექტები საკმაოდ ფატალურ შედეგებს გამოიღებს, თუ ყურადღება არ მიექცა სამრთლიანობის, ადამინაის უფლებების და უსაფრთხოების საკითხებს.

მომაზადა: Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ასტრო-გაკვეთილები ასტროლოგია პლანეტები

მთვარე ნიშნებში და ქვეცნობიერი შიშები

მთვარე ადამიანის ქვეცნობიერია და ყველა ნიშნანში ყოფნისას აყალიბებს არაცნობიერ შიშს. რომელ ნიშანშია თქვენი მთვარე?


  • მთვარე ვერძში – ეშინია დამარცხების
  • მთვარე კუროში – ეშინია, რომ მიწა გამოეცლება ფეხქვეშ
  • მთვარე ტყუპში – ეშინია ინფორმაციული ვაკუუმის.
  • მთვარე კირჩხიბში – ეშინია, რომ დარჩება დაუცველი .
  • მთვარე ლომში – ეშინია, რომ დარჩება დაუფასებელი.
  • მთვარე ქალწულში – ეშინია, რომ რამე დარჩება შეუმჩნეველი და ვერ გამოიყენებს სათავისოთ.
  • მთვარე სასწორში – ეშინია, რომ ურთიერთობები არ გამოუვა.
  • მთვარე მორიელი – ეშინია, რომ ემოციურად მშვიდი გახდება.
  • მთვარე მშვილდოსანში – ეშინია ავტორიტეტის დაკარგვის.
  • მთვარე თხის რქაში – ეშინია, რომ ვერ მიაღწევს მწვერვალამდე.
  • მთვარე მერწყულში – ეშინია თავისუფლების დაკარგვის.
  • მთვარე თევზებში – ეშინია, რომ სააშკარაოზე იქნება გამოყვანილი.

მომაზადა:Nina Runes
«ეზოთერული სახელოსნო»


Categories
ასპეტები ასტროლოგია

ოკულტური შესაძლებლობები ნატალურ რუკაში

1. გამოკვეთილი წყლის ნიშნები(მოიელი, კირჩხიბი ან თევზები ასცენდენტზე);
2. აქცენტირებული 8-ე და 12-ე სახლები;
3. ლილითი 8-ე სახლში;
4. პროზერპინა ასცენდენტზე (ASC).
5. სატურნის და პლუტონის კონიუქცია (მაგის ასპექტი).
6. ურანის და პლუტონის კონიუქცია. (ეს შეერთება ხდება 115 წელიწადში ერთხელ! ბოლოს – 1965-67 წლებში).
7. ნეპტუნისა და პლუტონის სექსტილი.
8. ლილიტი პლუტონის კონიუქცია – მიმანიშნებელია შავ მაგიაზე.
9. ურანი ან პლუტონი II-ე სახლში – დიდი ენერგეტიკული პოტენციალი.
10. ლილითი III-ე სახლში – ფსიქოლოგიის ადვილად გააზრება, თქვენ შეგიძლიათ მარტივად წაიკითხოთ ინფორმაცია ადამიანის ჟესტებით, მიმიკებით.
11. ურანი ან მერკური III-ე სახლში – შესაძლებლობა ბევრი ინფრომაციის მისაღებად და ასათვისებლად, ღია ინფორმაციული არხები, “უნივერსალური ცოდნა”
12. ლილიტი VI-ე სახლში
13. მერკური VIII-ე სახლში – აძლიერებს ინტერესს საიდუმლოებების მიმართ, მაგრამ აუცილებელია სხვა დამატებითი ასპექტები. (შესაძლებლობა გარდაცვლილ სულებთან კონტაქტის).
14. მარსი VIII-ე – მზე მორიელის ანალოგი. ცნობიერების ტრანსფორმაცია. რთული ცხოვრების ეტაპებმა შესაძლებელია ან მოიტანოს მაგიური შესაძლებლობები
15. ნეპტუნი VIII-ე სახლში – მისტიური ასპექტი, მაგრამ ხშირად ასეთი ადამიანი ხდება ღრმად მორწმუნე ან ფანატიკოსი.
16. სელენა VIII-ე სახლში – დიდი დამცავი ენერგეტიკული პოტენციალი.
17. პროზერპინა მორიელში ან XII-ე სახლში
18. რეტროგრადიული ქირონი კირჩხიბში ან VIII-ე სახლში – ოკულტური შესაძლებლობები.
19. სელენა კირჩხიბში ან VIII-ე სახლში
20. ქირონი ვერძში
21. სელენა მშვილდოსანში ან II-ე სახლში
22. მარსი ნეპტუნის ტრინი
23. ტრინი მზე-მარსი-ნეპტუნი = ცნობიერება+ძალა+ინტუიცია.

მოამზადა: მიზანთროპი

Categories
ასტრო-გაკვეთილები ასტროლოგია პლანეტები

პლანეტარული სტატუსი და მართვის სისტემა

3.4 პალანეტარული სტატუსი

როგორც  ზემოთ ავღნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტარული ფუნქციები არ იცვლება არასდროს, პლანეტარული თვისებები იცვლება გამომდინარე იქიდან პლანეტა რომელ ნიშანში ხვდება. ნიშანი თითქოს ღებავს პლანეტას თავის ფერში და აძლევს თავის თვისიბრივ მახასიათებლებს. მაგრამ პირობითად რომ ვთქვათ პლანეტას გააჩნია თავის საკუთარი „ფერი“. და როცა ის ხვდება სხვა „ფერის“ სივრცეში, ის იცვლის თავის „ფერსაც“. კომბინაციაში გამოდის ზოგი „ფერი“ ლამაზი და ჰარმონიული, ზოგი დისჰარმონიული. ეს რომ განვსაზღვროთ უნდა გავეცნოთ ისეთ მცნებას, როგორც არის პლანეტარული სტატუსი.

ზოდიაქოში ყველა პლანეტას გააჩნია ადგილი, სადაც ის აბსოლუტურ რეზონანსშია ნიშანთან, გრძნობს თავს როგორც საკუთარ სახლში, ის „სახლის პატრონია“, არაფერი არ უშლის ხელს რომ სუფთად  გამოავლონოს თავისი თვისება. ანალოგია რომ გავატაროთ, როცა ადამიანი მოდის საკუთარ სახლში, ის არ ფიქრობს იმაზე როგორ მოიქცეს, ის ბუნებრივად იქცევა, არ გრძნობს არც საშიშროებას,არც დისკომფორტს, ისეთია, როგორიც არის. მას შეუძლია სახლი გაყიდოს, ან გაარემონტოს, მოკლედ ის  სიტუაციის პატრონია.

ასევეა პლანეტა თავის მართვის ნიშანშიეს ძალიან ბუნებრივი და ადექვატური მდგომარეობაა. ადექვატურობა არ ნიშნავს კარგს ან/და ცუდს (ზოგადად ასტროლოგიაში პლანეტარულ მდგომარეობას არასოდეს არ ვაძლევთ ზნეობრივ დატვირთვას). ადექვატურობა ნიშნავს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ეს პლანეტა კარგად ასრულებს თავის კონკრეტულ ფუნქციას, მისი თვისებები რეზონანსშია იმ სივრცის (ნიშნის) თვისებებთან, რომელშიც ეს პლანეტა არის და ეს ხელს უწყობს თავისი ”მიზანის მიღწევაში” –  მიზანი კი არის ის ფუნქცია, რომელსაც პლანეტა უნდა ასრულებდეს: მარსი უნდა მოქმედებდეს, იუპიტერი- აფართოვებდეს, სატურნი -სტრუქტურირებდეს და ა.შ.   

მაგალითისთვის ავიღოთ მარსი ვერძში. ხშირად მომისმენია, რომ მარსი ვერძში მოჩხუბარია. მაგრამ მარსი თავის მართვის ნიშანშია და ადექვატურია- თუ საჭიროა ბრძოლა და ჩხუბი- იჩხუბებს, თუ საჭირო არ არის- ტყუილად არ დახარჯავს ენერგიას. ანუ თავის ფუნქციას- ქმედების, ბრძოლის, კონკურენციის- ის ასრულებს უმაღლეს დონეზე.

მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთარის ის რომ პლანეტა მართვის ნიშანში გამოვლინდება სრულად, ადექვატურად, სტაბილურად, ენერგეტიკული ჩავარდნების გარეშე, „დაღლილობის გარეშე. მას არ ესაჭიროება განსაკუთრებული პირობები, ის ყველა სიტუაციაში შეასრულებს თავის ფუნქციებს.

არსებობს პლანეტის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ის ცუდად გრძნობს თავს. ეს არის მართვის ნიშნის ოპოზიციური ნიშანი. ამ მდგომარეობას ეწოდება პლანეტის განდევნა. ისევ ანალოგია რომ გავატაროთ ოჯახთან და საკუთარ სახლთან – ოჯახის წევრი, რომელიც გააგდეს სახლიდან და წაართვეს ყველა უფლება. შესაბამისად, ის აღარ არის თავისუფალი თავის გარეგნულ გამოვლინებაში, ის უფრო იძულებით სიტუაციებში ვარდება, მაგრამ, შესაძლოა, რომ მას ჰქონდეს მეტი შინაგანი დაძაბულობა, მოთხოვნა, რომ დაუმტკიცოს  ოჯახს არ იყო გასაგდები, რომ მას შეუძლია გახდეს ღირსი თავისი ოჯახის. 

ასევეა განდევნილი პლანეტა – დასუსტებულია ფიზიკურ პლანზე. არაადექვატურია. მისი არაადექვატურობა გამოიხატება იმაში, რომ ენერგეტიკული ჩავარდნები აქვს – ხან იქცევა ჰიპერაქტიურად, ხან სართოდ არ გააჩნია ენერგია თავისი პირდაპირი ფუნქციების შესასრულებლად.

მაგრამ,  ამ არაადექვატურ მდგომარეობში, ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც ისე არ გამოსდის, როგორც სხვას, და შესაძლოა, რომ ზუსტად ეს განდევნილი პლანეტა გახდეს ადამიანისთვის შინაგანი მამოძრავებელი ძალა,ზრდის მოტივი. რა თქმა უნდა დაბადებიდან ადამიანს ამ პლანეტის ენერგია არ მიეცემა სრულად. მართვის ადგილას პლანეტას არ ჭირდება ძალდატანება მის გამოსავლენად, სწავლა, დაძაბულობა. განდევნილ პლანეტამ კი აუცილებლად უნდა ისწავლოს და იმუშაოს საკუთარ თავზე, იპოვოს ის სივრცე, სადაც ადექვატურად გამოვლინდება.  თავიდან გაუჭირდება, მაგრამ როცა ისწავლის ადამიანი ამ პლანეტის ენერგიის მართვას, შეიძლება გახდეს ჰიპერკონპენსაციის და ზრდის წერტილი. მაგალითისთვის ავიღოთ მარსი სასწორში –  ფიზიკური ძალა არ გააჩნია, კონკურენტუნარიანობა, ნება ქმედების, დამოუკიდებლობა. არაადექვატურობა გამოიხატება იმაში, რომ ზოგჯერ საერთოდ არ არის ქმედითუნარიანი, ზოგჯერ კი ხდება უმიზეზოდ აგრესიული და უაზროდ ხარჯავს ენერგიას. მაგრამ, არსებობს სივრცე, სადაც ეს პლანეტა აბსოლუტურად ფლობს სიტუაციას ანუ სასწორის სივრცე – დავუშვათ, დიპლომატიურ მოლაპარაკებზე,  ის ხდება მომთხოვნი, კონკურენტუნარიანი, ადექვატურად მიმწოლი. ან როცა ადამიანი კოლექტივში სამართლიანობას იცავს. კი, კუნთების ენერგია შეიძლება არ აქვს, მაგრამ დიპლომატიური შეხვედრა სულაც არ არის ის ადგილი, სადაც საჭიროა კუნთების ენერგია.

გამოდის, რომ რა სტატუსშიც არ უნდა იყოს პლანეტა, ყოველთვის არსებობს სივრცე, სადაც ის შეიძლება იყოს აბსოლუტურად ქმედითუნარიანი.

მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის ის რომ პლანეტა განდევნის ნიშნაში –  არ არის სტაბილური, გააჩნია ენერგეტიკული ჩავარდნები, უჭირს ადექვატური გამოვლინება, მას ესაჭიროება განსაკუთვრებული პირობები სწორი გამოვლინებისთვის. მაგრამ ყოველთვის მოიძებნება სივრცე, სადაც განდევნილი პლანეტა გამოვლინდება ადექვატურად.

შემდეგი ძლიერი მდგომარეობა პლანეტის არის ეგზალტაციაამაღლება ან გიფსომა. სახლის პატრონის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ- თუ მართვის პლანეტა 

იყო სახლის პატრონი, ეგზალტურებული პლანეტა არის უახლოესი მეგობარი, რომელსაც ამ სახლში ოჯახის წევრის უფლებები აქვს. მას მართალია არ შეუძლია პატრონის გარეშე სახლი გაყიდოს, ან გაარემონტოს, მაგრამ შეუძლია მოვიდეს ნებისმიერ დროს, დაისვენოს, ჭამოს, სახლის წარმართვაში დაეხმაროს პატრონს და ამასთან უფრო პატივში იყოს, როგორც სტუმარი.

ეგზალტაციის ნიშანს სრული რეზონანსი არ გააჩნია პლანეტასთან, ის ზოგ პლანეტარულ თვისებას ასუსტებს, მაგრამ ზოგს პირიქით.  მაგრამ ძირითადად პლანეტის თვისებები გამოვლინდება ადექვატურად.

ეგზალტაციის შესახებ ასტროლოგებს არ გააჩნიათ ერთი საერთო აზრი. 

მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთ არის ის , რომ პლანეტა ეგზალტაციის ნიშანში – ეს არის პლანეტის გაძლიერება, როცა მისი აქტიურობა მკვეთრად იზრდება, გამოვლინება ადექვატურია, მაგრამ სრულყოფილ გამოვლინებას პლანეტა აღწევს მხოლოდ მართვის ნიშანში.

მაგალითად, მზე ეგზალტირებს ვერძში. მას გააჩნია ძალიან დიდი სასიცოცხლო ენერგია, მაგრამ არ გააჩნია შინაგანი მდგრადობა, როგორიც აქვს მზეს ლომში. მზე ენერგიის მუდმივი წყაროა, ცენტრია, ოქროს შუალედი, წონასწორობა, რომელიც ვერძს არ გააჩნია.

მთვარე ეგზალტირებს კუროში. გამოირჩევა თავის ნაყოფიერებით, ზრუნვით, კომფორტის შეგრძნებით, მაგრამ გარეგნული სირბილის მიუხეავად არ ყოფნის შინაგანი პლასტიურობა, დამყოლობა, რეაგენტულობა.

დანარჩენ პლანეტებს განვიხილავთ მოგვიანებით.

პლანეტის მდგომარეობას ეგზალტაციის ოპოზიციურ ნიშანში უწოდებენ ვარდნას. ეს მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ ”პერიოდულ ორმოს”, რომელშიც პლანეტა ვარდება. ნიშანი თავისი თვისებებით არ შეესაბამება პლანეტის თვისებებს და უშლის ხელს გამოვლინებაში. და აქ საინტერესოა შევადაროთ ეგზალტაციას, სადაც პლანეტა  დისკრეტულად მაღლდება თავის რომელიმე თვისებაში. ვარდნაში პლანეტა ასევე დისკრეტულად ვარდება „ორმოში“ და მისი გამოვლინება არაადექვატურია. არსებობს ადამიანის ფსიქიკაში რაღაც მომენტი, რომლის გადალახვა ადამიანს უჭირს. წარმოიდგინეთ, რომ ერთი და იგივე ადგილას ერთხელ წამოსდეთ ფეხი რაღაცას და დაეცით, მეორედ, მესამედ. როგორ მოიქცევა მართვის და ეგზალტირებული პლანეტა? გაწევს ან გვერდს აუვლის იმ ნივთს, რომელიც ხელს უშლის. განდევნილი – გაღიზიანდება. ყველა სხვა და სხვანაირად გამოხატავს: ვიღაცა შეიგინება, ვიღაცა შეიძლება აგრესიული გახდეს იმ მომენტში რომ მიმართო ან ძალიან არაადექვატურად გიპასუხოს. სინამდვილეში კი რა მოხდა? უბრალოდ დავეცი? ვისი ბრალია რომ დავეცი? რატომ ვხდები გაღიზიანებული და აგრესიული გარემოს მიმართ? ეს არის ადამიანის „აქილევსის ქუსლი“.  და ვინაიდან ის დისკრეტულად მუშაობს, ადამიანს უჭირს მისი მართვა. რა თქმა უნდა ბევრჯერ რომ დაეცემა, საბოლოო ჯამში ისწავლის.

ისევე, როგორც განდევნის შემთხვევაში არსებობს სივრცე, სადაც პლანეტა საკმაოს კარგად შეასრულებს თავის ფუნქციას. მაგალითად, მთვარე მორიელში – მოვლა, ნაყოფიერება, ემოციების გამოხატვა  ჩვეულებრივად უჭირს – ის ან არ გამოხატავს ემოციებს, ან გამოხატავს ძალიან მგზენბარედ. მაგრამ, როგორც კი მთვარე მორიელში ხვდება ექსტრემალურ სიტუაციაში, ის ხდება აბსოლუტურად ადაპტირებული და ადექვატური. 

რაც შეეხება დანარჩენ სტასუსებს- „ნათესაობა“, „მტრობა“- აქ ზოდიაქოს ნიშანი საშუალო დონეზე ან უწყობს, ან უშლის ხელს ნიშნის თვისებებს. „ნეიტრალურ“ მდგომარეობაში არის მხოლოდ მნათობები.

3.5. როგორ ჩამოყალიბდა მართვის სისტემა

საინტერესოა როგორ ჩამოყალიბდა მართვის სტრუქტურა ზოდიაქოში. ძველი ასტროლოგებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ 7 პლანეტა.

კლავდიუს პტოლემეოს „ტეტრაბიბლოსში“ კარგად ხსნის მმართველობის სისტემას. მომყავს პირდაპირ კლავდიუს პტოლემეოსის ტექსტი. შესაძლებელია თანამედროვე მკითხველისთვის ცოტა ძნელი აღსაქმელი იყოს, მაგრამ შინაარსი სავსებით გასაგებია.

(ტეტრაბიბლოსი, თავი17)

„პლანეტები ასევე დაკავშირებულები არიან ზოდიაქოს ნიშნებთან ეგრეთ წოდებული მართვით, ტრიგონებით, ეგზალტაციით, ტერმებით და ა.შ.

მართვის სისტემას გააჩნია შემდეგი ხასიათი. ვინაიდან 12 ნიშნიდან ყველაზე ჩდილოეთით, ანუ ყველაზე ახლოს ჩვენს ზენიტთან მდებარეობენ კირჩხიბი და ლომი, და ეს ნიშნები ყველაზე მეტად ქმნიან სიმხურვალეს და სითბოს – ითვლებიან ყველაზე დიდი და გავლენიანი ციური მნათობების სახლებად: ლომს, მამაკაცურს თავისი ბუნებით, მიაკუთვნებენ მზეს, და კირჩხიბს, ქალურს თავისი ბუნებით, მიაკუთვნებენ მთვარეს. (ზოგადად ძველი ასტროლოგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მზე და მთვარე, და ნებისმიერ ანალიზში ყოველთვის ორიენტაციას იღებდნენ მნათობებზე (ავტ.)). შესაბამისად ითვლება, რომ  ნახევარი წრე ლომსა და თხის რქას შორის არის მზის, და მერწყულსა და კირჩხიბს შორის- მთვარის; მაშასადამე, ყოველ ნახევარწრეში ერთი ნიშანი შეიძლება მივაკუთვნოთ ერთერთს ხუთი პლანეტიდან ისეთნაირად, რომ ერთ შემთხვევაში ასახოს კავშირი მზესთან, მეორეში- მთვარესთან, მათი მოძრაობის სფეროების შესაბამისად (ისინი განლაგებულნი არიან ცენტრიდან, დედამიწიდან დაშორების რიგითობით (ავტ.)) და მათი ბუნებიდან გამომდინარე.

რადგან სატურნის ხასიათში ჭარბობს სითბოს საწინააღმდეგო სიცივე, და ის მოძრაობს ყველაზე მაღალ და მნათობებისგან დაშორებულ ორბიტაზე, მას მიაკუთვნებენ ნიშნებს, რომლების მდებარეობენ კირჩხიბისა და ლომის მოპირდაპირე მხარეს, კერძოდ, თხისრქას და მერწყულის. ამის მიზეზი არის კიდევ ის, რომ ეს ზამთრის ცივი ნიშნებია, და მათი დიამეტრალური (180 გრ. (ავტ)) ასპექტი არ შეესაბამება კეთილისმყოფელ გავლენას.

იუპიტერს, თავისი ზომიერი ბუნებით და სატურნის ქვემოთ მდგომარეობით (იუპიტერის ორბიტა უფრო ახლოს არის დედამიწასთან (ავტ.)), მიაკუთვნებენ შემდეგ ორ ნიშანს, ქარიანს და ნაყოფიერს, მშვილდოსანს და თევზებს, რომლებიც ქმნიან ტრინს (მშვილდოსანი ლომიდან, თევზები კირჩხიბიდან დაშორებულია 120 გრ-ით (ავტ.)), ჰარმონიულ და კეთილგავლენიან კონფიგურაციას მნათობებთან.

შემდეგ მშრალ მარს, რომლის სფერო (ორბიტა (ავტ.)) მდებარეობს იუპიტერის ქვემოთ, მიაკუთვნებენ ასევე შემდეგ ორ ნიშანს, მორიელს და ვერძს, რომლებსაც მარსის მსგავსი ბუნება აქვთ, და  თავისი დამანგრეველი და არაჰარმონიული ბუნების შესაბამისად, შეადგენს კვადრატს მნათობებთან (ვერძი კვადრატშია მთვარის ნიშანთან, კირჩხიბთან, მორიელი- მზის ნიშანთან, ლომთან. მაგრამ ასევე ქმნიან ტრინს- ვერძი ლომთან, მორიელი კირჩხიბთან).

ზომიერი ვენერა, რომელიც მდებარეობს მარსის შემდეგ, კავშირდება ორ შემდეგ ძალიან ნაყოფიერ ნიშანთან, სასწორთან და კუროსთან, და ჰარმონიულ სექსტილს (60გრ.) ქმნის მნათობებთან; კიდევ ერთი მიზეზი იმაში, რომ ვენერა არასოდეს მიდის მზისგან ორივე მიმართულებით ორ ნიშანზე დიდი მანძილით.

და ბოლოს მერკურის, რომელიც არასოდეს არ მიდის მზისგან ერთ ნიშანზე დიდი მანძილით ორივე მიმართულებით და მოძრაობს ყველაზე დაბლა, ახლოს მნათობებთან, აკავშირებენ ორ დარჩენილ ნიშანთან, ტყუპებთან და ქალწულთან, რომლებიც მნათობების ნიშნების მეზობლად მდებარეობენ“

 ჩვენ მივიღეთ ასეთი სქემა:

 ზოდიაქო გაიყო ორ, დღის (მზის) და ღამის (მთვარის), ნახევარსფეროდ ვერტიკალური ღერძით. დღის ნახევარსფერო დაკავშირებულია უფრო მართვად და ცნობიერ პროცესებთან, ღამის- უფრო სტიქიურ, გაუცნობიერებელ პროცესებთან. როგორც ხედავთ ამ სისტემაში არსებობს მკაცრი მიბმა ფიზიკურ სამყაროსთან, კერძოდ პლანეტების ხილვადობასთან დედამიწიდან. საერთოდ ძალიან ლამაზი სქემაა.

ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ არ აღმოაჩინეს ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. დადგა საკითხი რომელი ნიშნების მმართველობა მიანიჭონ ამ პლანეტებს. და ლოგიკურიც იყო, რომ ურანს მიანიჭეს მერწყულის მმართველობა, ნეპტუნს თევზების (მათი ბუნებიდან გამომდინარე და დედამიწიდან დაშორების პრინციპით. ის მართველები, რომელიც ჰყავდა მერწყულს და თევზებს (სატურნი და იუპიტერი) დარჩა მეორე მმართველებად, და ურანიმა და ნეპტუნმა მიიღო ამ ნიშნების პირველი მმართველობა. მიაქციეთ ყურადღება იმას (ეს ძალიან მნიშვნელოვანია), რომ უმაღლესი პლანეტები- გაუცნობიერებელის პლანეტებია, ის რაც დამალულია სამშვინველის (მთვარის) სიღრმეებში. და ეს ორი გაუცნობიერებელი პლანეტა ბუნებრივად ხვდება მთვარის (სამშვინველის, გაუცნობიერებელის) მხარეს.

პრობლემები გაჩნდა, როცა აღმოაჩინეს პლუტონი. დაკვირვებით და პლუტონის ხასიათით მას მიაკუთვნეს მორიელის პირველი მმართველობა. და ეგრევე ეს ულამაზესი სქემა დაინგრა. ისმის კითხვა –  როგორ მოხვდა „გაუცნობიერებელი“ პლუტონი მზის, ცნობიერ მხარეზე პირველ მმართველად?  ხომ არ იქნება უფრო ლოგიკური პლუტონს მივანიჭოთ ვერძის პირველი მმართველობა? ეს იდეა ძნელად აღიქმება, მაგრამ სერიოზული საფუძველი გააჩნია. ნუთუ პირდაპირი და ცეცხლოვანი მარსი ასეთ მჭიდრო კავშირშია მორიელთან? ( თუმცა ასეთი ეჭვი ძველ ასტროლოგებს არ უჩნდებოდა).

ჩავატაროთ პატარა მსჯელობა. მკითხველს ვუტოვებ იმის თავისუფლებას, თავად  გადაწყვიტოს  პლუტონის პირველი მმართველობის თემა ( თუმცა მარსი მაინც რჩება ვერძის მართველად  და დიდად არაფერი იცვლება. მაგრამ ჩემის აზრით ეს საკითხი პრინციპულია, ვინაიდან მორიელის მმართველობის შემთხვევაში მთელი ჰარმონია ინგრევა).

პტოლემეოსის გამოთქმით, მარსი არის მშრალი, მორიელი კი წყლის ნიშანია. მაგრამ იგივე „ტეტრაბიბლოსში“ მე-18 თავში პტოლემეოსი მსჯელობს ტრიგონების (სტიქიების) მართველობაზე და წერს შემდეგს:

„ურთიერთობა, რომელიც ხასიათდება ტრიგონით, აღიწერება შემდეგნაირად. როგორც სამკუთხა, ტოლგვერდა ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტ ჰარმონიას მოიცავს საკუთარ თავში, ზოდიაქო გარშემორტყმულია სამი წრით: ციური ეკვატორით და ორი ტროპიკით, და მისი თორმეტი ნაწილი შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ოთხი ტოლგვერდა სამკუთხედი…” შემდეგ პტოლემეოსი წერს, რომ ყველა ტრიგონს გააჩნია ორი მთავარი მმართველი- დღის  და ღამის. და არჩევს რომელი პლანეტები არიან ამ ტრიგონების მართველები. ცეცხლის ტრიგონი- ვერძის, ლომის და მშვილდოსნის (კაცური სტიქია) მმართველობა ეკუთვნის  მზე და იუპიტერს, (და არა მარს, ვინაიდან მარსი არ შედის მზის ჯგუფის პლანეტებში და მიეკუთვნება მთვარის ჯგუფის პლანეტებს (პტოლემეოსი)). მზე  მართავს ცეცხლის ტრიგონს დღისით და იუპიტერი ღამით. მიწის ტრიგონს, რომელშიც შედის კურო, ქალწული და თხისრქა (ქალური სტიქია) უტოვებს ღამით მთვარეს და დღისით- ვენერას, მესამე ტრიგონს- ტყუპები, სასწორი, მერწყული (კაცური სტიქია)- უტოვებს დღისით სატურნს და ღამით- მერკურის და ბოლოს, წყლის ტრიგონის- კირჩხიბი, მორიელი, თევზები- მთავარ მმართველად დღისით და ღამით ასახელებს მარს, და მთვარეს და ვენერას უწოდებს მხოლოდ ღამის და დღის თანამართველებს.

ესეიგი, რომ დავაჯამოთ რას ამბობს პტოლემეოსი მარსზე:

ა) ის არ მიეკუთვნება მზის ჯგუფს;

ბ) მიეკუთვნება დასავლეთ, ნოტიო, წყლის ქარს (ქარები-ეს ძველის ძველი და დღეს დაკარგული დახასიათებაა პლანეტების);

გ) მარსი არის ერთადერთი მართველი წყლის ტრიგონის, და ვენერა და მთვარე მხოლოდ თანამართველები არიან.

საუბედუროდ ეს ძველი დახასიათებები პლანეტების დავიწყებულია, არა და ზუსტად ძველ ტრაქტატებში დევს ბევრი გასაღები. გამოდის, რომ ძველი ასტროლოგიის თვალსაზრისით მარსი, პირველ რიგში მორიელის მართველია და მერე უკვე ვერძის.

ეხლა ვნახოთ რას წერენ სხვა ძველი ასტროლოგები მარსზე. მივმართოდ აბრახამ ბენ ეზრის (XI-XIIს) „ვარსკვლავებზე მსჯელობის წიგნი“. პირველივე სიტყვებიდან ასტროლოგი წერს: „მარსი- ქალური, ცხელი და მშრალი პლანეტაა“, შემდეგ აგრძელებს: „ადამიანურ გამოვლინებაში მარსი ნიშნავს აჩქარებას, ძალას, ბრძოლას, კამათს, ქურდობას, წყენას, დანგრევას, დამცირებას, სიცრუეს, ბრალდებას, გარყვნილობას, ურცხვობას, ცრუ ფიცს და იმ ადამიანებს, რომლებიც არ იცავენ არც წესებს, არც კანონებს; შეუბრალებელ საქციელს, საშიშროებას, ხალხის ტანჯვას, ტყვეობას, შენობების ალყას, ძირის გამოთხრას ქურდობის მიზნით, ნებისმიერი საიდუმლოს გახსნას“.

რამდენად სიცრუე, გარყვნილობა, ცრუ ფიცი, ქურდობა,  ძირის გამოთხრა ქურდობის მიზნით, ნებისმიერი საიდუმლოს გახსნა შეესაბამებას მარს, როგორც „მიამიტი“, „დარდიმანდი“ და პირდაპირი ვერძის მართველს? განსაკუთვრებით, როცა საუბარია ნებისმიერი საიდუმლოს გახსნაზე და ქურდობაზე (არა ღია ყაჩაღობაზე, არამედ „ჩუმად“ ძარცვაზე)? იქნებ არ არის ვერძი ასეთი „მიამიტი“ და „დარდიმანდი“, როგორც ჩანს?

ჩვენ არ შეგვიძლია არ მივაქციოთ ყურადღება პტოლემეოსს, რომელიც ფაქტიურად ასტროლოგის „ჰატია“ და ასევე სხვა ძველ ასტროლოგებს. და არ გავითვალისწინოთ 2000 წელი რას ამბობდა ასტროლოგია მარსზე. 
იქნებ ჩვენი აღქმა ამ პლანეტის და ვერძის ცოტა არასწორია.  

ეხლა  პლუტონი. პლუტონი არის მარსის უმაღლესი ოქტავა. და ის სიმბოლოზირებს ჭეშმარიტ ნებას, მაგრამ არა ინდივიდუალურობის ფარგლებში.

მოდით ვნახოთ რა პროცესი ხდება ვერძში. არა ის, როგორ გამოხატავს ვერძი თავის ქმედებას (ეს მარსია), არამედ ის, რა პროგრამას ასრულებს – „ მე ვარ“, „მე ვარ ყველა საწყისის საწყისი“. მართლაც, ვერძში ბუნება იღვიძებს. და ეს პროცესი არ არის დაკავშირებული არაფერთან, მხოლოდ ბუნების „ნებასთან“. სტერილურ ნიადაგში ჩნდება ჯერ კიდე უხილავი უზარმაზარი მუხტი, რომელიც შემდგომში მოიტანს ბუნების სრულ ტრანსფორმაციას. ეს ტრანფორმაცია უკვე დაწყებულია (უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ, მხოლოდ ვგრძნობთ).ბიოლოგიაში არის ასეთი ცნება, როგორც ტურგორი. ეს არის წნევა, რომელიც ჩნდება მცენარის და სოკოს უჯრედის შიგნით, როცა მცენარე იწყებს გაღვივებას. როგოც წესი ეს წნევა აღწევს 5-10 ატმოსფეროს, და ზოგი სოკოს შემთხვევაში- 50-100 ატმოსფროს. ალბათ ყველას უნახია ასფალტში გაზრდილი მცენარე. ხომ არ გეჩვენებათ, რომ მარსისთვის ეს ძალიან დიდი ენერგიაა? ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ ტრანფორმაციის პროცესი ხდება მხოლოდ მორიელში. ნამდვილად, მორიელი- კარიბჭეა, რომელიც გიშვებს ან არ გიშვებს ზემოთ. მაგრამ, როცა „ცარიელ“, „მკვდარ“ მიწაში უცებ ჩნდება ამხელა მუხტი, რომელიც შემდგომში ყველაფერს ცვლის- ეს ხომ უფრო დიდი ტრანსფორმაციაა. პლუტონს- როგორც ნების პლანეტას პირდაპირ შეესაბამება ის სიტყვები, რომელიც ვთქვით ვერძზე- „მე ვარ“, „მე ვარ ალფა და ომეგა“ და ეს უფრო ცეცხლის ხასიათია. საზღვარს თევზებსა და ვერძს შორის ძველი ტრადიციით უწოდებდნენ „აღორძინებას“. და ბევრი ცივილიზაცია წლის დასაწყისს უკავშირებდა გაზაფხული მოსვლას (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში-21 მარტი). გაიხსენეთ პლუტონის ფუნქციები- ის სტერილურ ნიადაგზე თესავს ახალ თესლს. როგორ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი, ძლიერი წერტილი პირველ რიგში დაუკავშიროთ პირად პლანეტას?

და კიდევ ერთი, სასარგებლო იქნება პარალელის გავლება ტაროსთან. მივმართოს „თოტის წინგს“, რომელიც არის ჩვენი დროის ყველაზე სრული და შინაარსობრივი არქეტიპების ენციკლოპედია. ამ ნაწარმოებში იმპერატორის არკანს შეესაბამება ვერძი. იმპერატორი, რომელიც ასრულებს ღვთის ნებას დედამიწაზე, მმართველია და უზარმაზარი პასუხისმგებლობის მატარებელია, არანაირად არ შეესაბამება პირდაპირი და ინდივიდუალისტი მარსის ბუნებას. მას უფრო შეესაბამება პლუტონის ბუნება.

ჯამში, მკითხველმა თვითონ განსაზღვროს აქ მოყვანილი არგუმენტები. პლუტონი და მარსი რჩება ორივე ნიშნის მართველად, მაგრამ პლუტონი ვერძის შემთხვევაში არ ირღვევა ამ ულამაზესი სისტემის ჰარმონია. მე ვეყრდნობი იმ აზრს, რომ პლუტონი არის ვერძის პირველი მმართველი.

ავტორი: ლია ბარათაშვილი
(ნაწყვეტი გამოსაცემი წიგნიდან
“პლანეტები ნიშნებში”)

Categories
ასტრო-გაკვეთილები ასტროლოგია პლანეტები

მზე ზოდიაქოს სახლებში


მზის მდებარება სახლებში მიგვითითებს ცხოვრების იმ სფეროებზე, საითკენაც ყველაზე ძლიერადაა ადამინის ძალისხმევა მიმართული პოტენციის გამოსავლენად. ეს ის სფეროა, რომელშიც ადამიანი ყველაზე კარგად ავლენს თავს შემოქმედებითად.

მზე პირველ სახლში
ასეთ ადამიანს განსაკუთრებული ნებისყოფა და სასიცოცხლო ენერგია აქვს, განსაკუთრებით თუ შეერთებულია ან ახლოს დგას ASC-თან. ის ლიდერია თავის სფეროში და მის ამ თვისებაზე ვერანაირ ზეგვლენას ვერ ახდენს სხვისი აზრი. ყოველთვის იცის რა უნდა, ეს მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალისტია. გამოირჩევა ძიერი ენერგიით და რეგენერაციის უნარით (ძლიერი ჯამრთელობა). ყოველთვის ისწრაფვის წარატებისკენ და „პირველი ადგილისთვის“. მისთვის მთვარია თავი საჭიროდ და დაფასებულად იგრძნოს. ის მაგნიტურია , შინაგანად მდიდარი და ლამაზი და ამთვისებებით იზიდავს ადამინებს.
დაზანებული მზე პირველ სახლში პატივმოყვარეობას, ეგოცენტრულობას, ძიერ ეჭვინობას და ცრუ ამბიციებს იძლევა.

მზე მე-2 სახლში
ასეთ ადამიანის საკუთრება და ფლობა აძლევს დაცულობის შეგრძნებას. მას თანდაყოლილი, ინსტიქტური ნიჭი აქვს ფულთან და ფინანსურ სფერობთან დაკავშრებით, ამიტომ ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით შეუძლია აწარმოოს ბიზნესი, რომელიც მუდამ მოგებაზე იმუშავებს. მაგალითად მზე ტყუპებში თუ მე-2 სახლში მოხვდა, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი ფულს ინტელექტუალური შრომით იშოვის, რომელიც დაკავშრებული იქნება ან ლიტერატურასთან, ან განთლებასთან ან მასმედიასთან, ხოლო დახარჯვით ამ თანხას თავგადასავლებში, თეატრში და გასართობად დახარჯავს. ასეთი ადამიანის მიზანი ფინანსური დამოიკიდებლობაა.
დაზიანებული მზე მე-2 სახლში იძლევა სნობიზმს, ადამიანს გონია რომ საზოგადოების ყურადღებას სიმდიდრით მიიქცევს, საკუთარ აზრს სხვებს ახვევენ თავს, რათა უფრო მეტი მოგება მიიღოს. უაზროდ ხარჯავს ფულს მდიდრულ და მოდურ საგნებში.

მზე მე-3 სახლში
ასეთი ადმაიანისთვის მნიშნელოვანია თვითგამოხატულება (მწერლობა, მასწავლებლობა, ინფორმაციის გავრცელება), განსაკუთრებით ინტელექტუალურ სფეროებში. დამაჯერებლი საუბარით და აზრის გამოთქმით შეუძლია სხვა ადამინებზე ზეგავლენა. მუდამ მოქმდებეაში და მოძრაობაშია, მოკლე მგზავრობები და ექსკურსიები ეხმარება გარესამყაროს აღქმაში. აქვს დიდი ცნობისმოყვარეობა, რაც ეხმარება ახალი საგნების და სწავლებების ათვისებაში, განსაკუთრებით იმ სფეროში რომელ ნიშანშიც მზეა მოქცეული. მე-3 სახლი ასევე დაკავშირებულია და-ძმებთან და მათთან დაკავშირებულ მოვლენებთან.

მზე მე-4 სახლში
ასეთი ადამიანი ჩაკეტილია და ერიდება ხალხმრავალ ადგილებს. თუ საშუალება აქვს ყოველთვის ირჩევს ისეთ სამსახურს, რომლის შესრულებაც სახლიდანაც შეუძლია. მისთვის პრიორიტეტი სახლი და ოჯახია.
მე-4 სახლის მზე ადამიანისთვის, ასევე არის ძილირი სურვილი ქონდეს საკუთარი სახლი, ოჯახი, საამაყო წინაპრების ძებნითაც კავდება. იქცევიან როგორც არისტოკრატები. სახლი კი იმისთვის უნდათ, რომ შექმნან სილამაზის და სიმყუდროვის პრეცედენტი. ცხოვრების პირველი ნაწილი ეს არის ბრძოლა, მეორე ნაწილში კი სტაბილურობას და კეთილდღეობას აღწევენ. სამშობლოს და ბუნების სიყვარული, მისწრაფება საკუათრი კერისკენ და მიწისკენ ასეთი ადამინის დამახასიათებლი თვისებებია.
თუ მზის ზოდიაქოც ხელს უწყობს, კარგი პოლიტიკოსები გამოდიან, რადგან ასეთ ადამიანს აქვს პატრიოტიზმის მაღალი შეგრძნება.
დაზიანებული მზე იწვევს პრობლემებს მშობლებთან, ასევე ადამიანს უბიძგებს ოჯახში ტირანიისკენ (ოჯახის წევრების მართვის სურილი) და ყველაფრის ფლობის სურვილისკენ, რაც სახლს და ოჯახს უკავშირდება.

მზე მე-5 სახლში
ასეთ ადამიანს აქვს ძიერი ნებისყოფა, შემოქმედებითი თვითგამოხატულება, ოპტიმიზმი, უყვარს ხალხმრავალი ადგილები, სიამოვნებები, აქვს სურვილი იყოს გამორჩეული და ყველსათვის საყვარელი. იტაცებს მუსიკა, თეატრი, ხელოვნება, ხანდახან სპორტიც. ყოველთვის „სასცენოდ“ იქცევიან, ეძებენ თავგადასვლებს და სიამოვნებებს. არიან ბავშურები და მხიარულები, ყავთ ბევრი მეგობარი. ეგოცენტრულობაც ახასიათებთ. უყვართ ბავშვები და აქტიურად კავდებიან მათი აღზრდით. ხშირია როცა საკუთარი შვილები არ ყავთ: თუ მზე დაზიანებულია ან ცეცხლის ნიშანშია,მაშინ ეს სახლი უშვილობასაც იწვევს.
არიან საუკეთესო და მრავალფეროვანი საყვარლები, მაგრამ ამასთან ერთგულებაც შეუძლიათ (თუ მზე კუროში ან მორიელში არ არის – ეს პოზიციები ძიერი ეჭვიანობით და სიძუნწით გამოიხატება).
დაზიანებული მზე ასევე იძლევა ამპარტავენებას, საკუთარ თავში ზედემტად დარწმინებულობის გამო ხშირად ხვდებიან სარისკო სიტუაციებში. ასევე არის აზარტული თამაშებისგან მიღებული ზიანის ალბათობაც.

მზე მე-6 სახლში
ასეთი ადამიანის მთელი ძალისხმევა მიმართულია ან საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების დახვეწა-განვითარებისკენ ან საკუთარი პიროვნების განვითარებისკენ. ყველა საქმეში ავლენენ კრიტიკულ აზროვნებას და ანალიზს დეტალების მიმართ. მთვარი მიზანია მინიმუმ ნებისმიერ საქმიანობაში ოპტიმიზირებული ფუნქციონირების და მაქსიმუმ სრულყოფილების მიღწევა. ამ ყველაფრისთვის კი აღიარებაც ჭირდებათ.
ასევე მე-6 სახლის მზე გამოირჩევა ჯამრთელობისდამი გადამეტებული ყურადღებით, ეს ინტუიციურად ხდება და სწორი მიდოგომაცაა, რადგან მე-6 სახლი ჯამრთელობის სახლია და შესაბამისად მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს. გამოჯამრთელების პროცესი ხანგრძლივია, ასეთი ადამინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორი კვება. დაზიანებული მზის შემთხვევაში კი ეს ინტუიციური დამოკიდებულება ჯამრთელობის მიმართ ქრება და იწვევს გრძელვადიან დაავადებებს და მცდარ დიაგნოზებს.

მზე მე-7 სახლში
ეს სახლი DSC-დან იწყება და პასუხს აგებს ჩვენს პარტნიორულ, საქმიან ურთიერთობებზე და ქორწინებაზე. მზე სასწორის სახლში დაცემულია, მაგრამ არც ისე სუსტი: ეს გამოიხატება ძალაუფლების სურვილში (ეგო) პარტნიორების მიმართ. თუ მაგალითად პირველი სახლის მზე ბუნებრივად არის ლიდერი და აქვს ძალაუფლება, მე-7 სახლში არის ძალაუფლების ძლიერი სურვილი (განსაკუთრებით ქორწინებაში) და ყველა ქმედება ამისკენ არის მიმართული გაუცნობიერებლად, მაგრამ სამაგიეროდ ერთგულები არიან და ოჯახური ჰარმონიისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ასეთ ადამიანს ჭირდება სხვა ადამინები საკუთარი თავის გამვლენისთვის, ის სხვებისთვის აკეთებს დემონტრირებას. ადამიანებთან ურთიერთობა ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ისწრაფვის ბალანსირებული ურთიერთობისკენ. კარგად გამსოდის მოლაპარაკებები და რჩევების მიცემა.
დაზიანებული მზის შემთხევევაში ვლიდება პირიქით: ეძებს მარტო ძალაუფლებას და ჰარმონია და ურთიერთობის დამყარება არ არის მისთვის პრიორიტეტი. ასეთ ადამინისთვის აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა, რათა სხვების აზრიც გაითვალისწინოს და პატივი სცეს მათ.
თუ მზე დაზიანებული არ არის, მაშინ ქორწინების შემდეგ კეთილდღეობა და წარატება ერთი ორად იზრდება. ხელს უწყობს პოპულარობას, კარგია სარეკლამო საქმიანობისთვის და ზოგადად ცნობადობისთვის.

მზე მე-8 სახლში
ასეთი ადამიანები ძლიერი შთაბეჭდილებებით ცხოვრობენ, კრიტიკულ სიტუაციაებში ყველაზე ადექვატურად რეაგირებენ, ძალზედ რისკიანები არიან („ფსკერისკენ მიმვალი გემის კაპიტნები“).
მე-8 სახლის მზე იძლევა ინტერესს ყველაფერი დაფარულისადმი და ამოუცნობისადმი. აინტერესებთ სიკვდილის თემა. ეძებენ მაღალსულიერ სფეროს განვითარებისთვის და ისწრაფვიან სრულყოფილებისაკენ. არიან სამართლიანები, არ აქვთ შიში გრძნობა. ასეთი ადამიანი იშვიაად განიცდის კმაყფილების გრძნობას. არიან ძალინ მომთხოვნები, მაგრამ ბევრსაც გასცემენ. მთელი მათი ცხოვრება არის ბრძოლა და დიდი ბარიერების მიუხედავთ არასდროს ეცემიან სულიერად. ეს რათქმაუნდა მაღალგანვითარებული ადამიანის შემთხევვაში.
ჩვეულებრივ ცხოვრებაში ძირითადად დატოვებული მემკვიდრეობით არიან დაკავებულები, ასევე სხვების ფინანსებით. კარგი ასპექტების შემთხვევაში აუცილებლად დაუტოვებენ ქონებას და ანდერძს (სხვისი ქონება). ცუდი ასპექტების შემთხვევაში – საკანონმდებლო სირთულეები და მასთან დაკავშირებული გაუგებრობები. განქორწინების შემთხვევაში – ალიმენტების დაკისრება. ქალის ჰოროსკოპში იძლევა ქმარს, რომელიც ქონებას გაუფლანგავს. მიდრეკილება სისასტიკისაკენ. ხშირად აღიარება სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლეში კი აუღიარებლობა.

მზე მე-9 სახლში
ასეთი ადამიანები გამოირჩევიან ფილოსოფიური აზროვნებით, მუდამ ეძებენ პასუხებს გლობალურ კითხვებზე. ძირითადი ინტერესი სულიერი და რელიგიური სფეროებია. იტაცებთ შორეული მოგზაურობები, უცხო ხალხის კულტურა და გამოკვლევევბი. აქტიურები არიან პოლიტიკურ სფეროშიც. შეხება უმაღლეს განათლებასთან, დიდი ინტუიცია და გონების განათებები მათი დამახასიათებლი თვისებებია. ძირითადად მათი მოღვაწეობის ყველა სფერო საზღვარგარეთთან არის დაკავშირებული, ბევრსაც მოგზაურობენ, გამონაკლისი მარტო ის შემთხევევაა, რომცა მზე სტაბილურ ნიშანშია მოქცეული.
ასეთი ადამიანის სულიერი განვითარება დამოკიდებულია მის ნათალურ ჰოროსკოპზე, მაგრამ მიუხედავად ამის ყოველთვის აქვს მკაცრი მორალური პრონციპები, რომელსაც არ გადაუხვევს. მზის ცუდი ასპექტების შემთხევაში ასეთი ადამიანი თავის რელიგიურ და ფილოსოფიურ შეხედულებებს ძალის გამოყენებით ახვევს თავს გარშემომყოფებს, გადადის ფანატიზმში და ამპარტავნებაში. ასევე სირთულეები განათლების მიღებსთან და საზღვარგარეთთან დაკავშრებით.

მზე მე-10 სახლში
ასეთი ადამიანის მთავარი მიზანი დიდი და მასშტაბური კარიერის გაკეთებაა, წარმატება და სახელის მოხვეჭა პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი მთვარი პრინციპია: სახლემწიფო- ეს მე ვარ. არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები, ამბიციურები, აქვთ ძლიერი ნებისყოფა ნებისმიერ მიზნამდე მისასვლელად. ისწრაფვიან აღიარებისკენ და ძალაუფლებისკენ და ბევრსაც გასცემენ ამის სანაცვლოდ. აქვთ კარგი ორგანიზატორული ნიჭი. ასეთი ადამინები ხშირად იბადებიან ტიტულოვან და ცნობილ ოჯახებში. კონსერვატულები არიან და უარყოფენ ყველაფერს, რამაც შეიძება რეპუტაცია შეულახოთ. ყოველთვის ცდილობენ იყვნენ სხვებისთვის სამაგალითო. კეთილშობილი – ეს ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე უკეთ ახასიათებთ მათ. ცუდი ასპექტების შემთხვევაში იძლევა დიქტატურას, უაზრო ძალაუფლებისაკენ მისწრაფებას, უნამუსობას, მისთვის ნებისმიერი ხერხი მისაღებია მიზნის მისაღწევად. თუ სატურნით არის დაზიანებული მაშინ საზოგადო სირცხვილი და უასიამოვნებები ელის.

მზე მე-11 სახლში
ასეთი ადამიანისთვის მთვარი მეგობრობა და თანამშრომლობაა, დაინტერესებულია ოკულტური სწავლებებით, გამომგონებელია, უყვარს ექსპერიმენტები. უყვარს როცა აღიარებას საკუთარი შემოქმედებით იღებს. ძლიერ ჰუმანურები არიან, კაცთმოყვარეები, ადმიანს ღირსებებით აფასებენ, უყვართ ყველაფერი ორიგინალური და ექსცენტრიული. მათთვის მთავარი კოლექტივია, არ უყვართ მარტო მოღვაწეობა, კრიტიკაზე მეტად, ვერ იტანენ როცა სწორად ვერ აღიქვამენ გარშემომყოფები. მათი მოქმდება ინდივიდუალურია, მაგრამ ისეთი მაშტაბური, რომ ყოველთვის მოქმდებს საზოგადოებაზე. ინტერესდებიან პოლიტიკითაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ადამინის უფლებებს ზღუდავს. ცვლილებები და რეფორმა მათი მოწოდებაა, რევოლუციების სათავეში ხშირად ასეთი ადამინები დგანან, ისინი არასტანდარტული ლიდერები არიან.
კარგი ასპეტების შემთხვევაში ასეთ ადამინს გვერდით ყოველთვის ყავს ისეთი მეგობრები, ვინც საქმიანობაში ეხმარება. მისთვის მიუღებელია კონკრეტული სფეროებზე მორგებული კანონები და ჩარჩოები, ისნი ყველაფერს გლობალურად და კაცობრიობის გადმოსახედიდან უყურებენ. არ არიან მიკერძოებულები.
ცუდი ასპექტების შემთხვევაში – ძლიერი ზეგავლენის უნარს იყენებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდიანრე ან პირიქით ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ და ადვილად გამოყენებადი ხდება, მიტოვებული ბედის ანაბარა ან შეცდომაში შეყვანილი. ძირითადად როცა ადამინი ცუდად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, ბუმერანგის პრინციპი იწყებს მუშაობას და ყვეალფერი უკან უბრინდება (მე-11 სახლს მართავს კარმული პლანეტა სატურნი).

მზე მე-12 სახლში
ასეთი ადამიანი საკუთარ თავში ჩაკეტილია, რათა კარგად გამოიკვლიოს თავისი ქვეცნობიერი. ისინი ერთგვარად შავი რაინდები არიან, ხელმძღვანელობენ კულისებიდან. ისინი ძირითადად მარტოსულები არიან და ნორმალური კონტაქტები უჭირთ. დაინტერესებული არიან ფსიქოლოგიით და პარაფსიქოლოგიით. ძირითადად ორმაგ ცხოვრებას ეწევიან და მათი რელური „მე“ ყოველთვის დაფარულია. პროფესიულად ძირითადად ისეთ სფეროებში მოღვაწეობბენ, სადაც განმარტოვება შეუძლიათ ან არავინ იცნობს და სადაც ადამინების დამხმარება შეუძლიათ (ციხე, ჰოსპიტალი, ფისიქიატრიული საავადმოყოფო). აუდიტორიის წინაშე გამოსვლა დისკომფორტს იწვევეს მათში.
მზის ცუდი ასპექტების შემთხვევაში – ნევროზულობა, გადამეტებული მორიდება, მიზანტროპია. უჩნდება სურვილი ხალხის ფარული მართვის. ქვეცნობიერი ეგოიზმი და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა. დაზიაენბული მე-12 სახლი იძლევა ძლიერ ფარულ მტრებს ან ადამიანი გაუცნობიერებლად ხდება თავის თავის მტერი და ნებისმიერ პოზიტს ანგრევს თავის ირგვლივ.

მომაზადა:Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ასტრო-გაკვეთილები ასტროლოგია პლანეტები

მზე ზოდიაქოს ნიშნებში

მზე ეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრია, ჰოროსკოპში კი შეიძლება ითქვას, ეს არის ყველა პლანეტის სინთეზი 1 მნათობში. ეს არის ადამიანის სული, სწრაფვა და შინაგანი მამოძრავებლი ენერგია. მზე რომელ ნიშანშიცაა მოხვედრილი, სწორედ იმ ზოდიაქოს ნიშანს მიაკუთვნებენ ადამიანს.

მზე ვერძში



ასეთი ადამიანი გამოირჩევა აქტიურობით და სურვლით გამოავლინოს თავი გარესამყაროში.
ძირითადი პრინციპია – მოქმედება.
ყველა მისი ქმდება გამომდინარეობს პირადი იმპულსებიდან: თავად ცენტრია, გარესამყარო კი მოქმედების არეალი.
მზე ვერძი ხასითდება სწორხაზოვნებით, მის არც ერთ მოქმდებაში გაორება არ არის. სურვილი იყოს ყველაფერში პირველი უბიძგებს იქითკენ, რომ თუ რაიმე საქმე არ გამოსდის, ის მას თავს სამუდამოდ ანებებს და გადადის სხვა საქმეზე. ეჭვიანია და ვერ იტანს მოწინააღდეგეების არსებობას და ცდილობს უხეში ძალის გამოყენებით მოიცილიოს ისნი თავიდან.
გადაწყვეტილებებს იღებს მომენტალურად შინაგანი ინპულსებით და არა ფაქტებზე დაყრდნობით. მზე ვერძი თვლის, რომ ფაქტები მთავრი არ არის, მთავარი იდეებია. ის იმპულსურია, ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს,
ვერძი თავდაჯერებულია (ვერძი მზის ეგზალტაციის ადგილია), ვერ ხედავს საკუთარ შეცდომებს და არ არის თვითკრიტკული. ვერძი ძირითადად ჯგუფის ლიდერია და თუ ლიდერობას ევრ ახერხებს მაშინ მარტო მოქმედებს. ფეთქებადია, უხეში ძალის გამოყენება უყვარს, არ ღირს მასთან კამათი, ის არ აღიარებს საზოგადო წესებს. უყავრს შექება და ქათინაურები.
ღრმა სიბერემდე შინაგანად ბავშვებად რჩებიან. ქალი ვერძი ოჯახის თავია და ყველა და ყველაფერს ხელმძღვანელობს, კაცი პირიქით არ იღებს საოჯახო საქმეებში მონაწილეობას.
ბედნიერებისთვის ვერძს ძალისხმევის გამოვლენა და გამარჯვება სჭირდება.
ურთიერთობებში მათვიის აუცილებელია მუდმივი დინამიკა, წინააღდეგ შემთხვევაში კონფიქტებს ექნება ადგილი. ვერძს აქვს მუდმივი კონკურენციის შეგრძნება, სწორედ ამიტომაც უნდათ პირველობა ყველგან და ყველაფერში. თვიტდრამატიზმიც ახასიათებს.
ცხოვრებაში აკლია სიმსუბუქე, კომპრომისზე წასვლის თვისება, თანსწორობისკენ სწრაფვა ურთიერთობებში.

მზე კუროში



ასეთი ადამიანი მოთბინებით, ამტანიანობით და სიჯიუტით ხასიათდება. ის საიმედო და პრაქტიკულია, მაგრამ ძალიან ნელი. მას კარგი გემოვნება და ჰარმონიის შეგრძნება გააჩნია მატერალურ სამყაროში.
ძირითადი პრინციპი – მატერიალური კეთილდღეობა.
კუროს ბედნიერებისთვის ლამაზი, მოხერხებული და ძვირადღირებული საგნები სჭირდება, დისკომფორტი მისთვის მძიმე ასატანია.
მზე კურო ადამინებს ყოფს ორ ნაწილად: საყვარელი ადამიანები და ყველა სხვა დანარჩენი. საყვარელი და ძვირაფისი ადამინების გამო ის ყველაფერს აკეთებს, ხოლო სხვა დანარჩენის არსებობას ვერც კი ამჩნევს.
ზოგადად კუროს თვისებაა ყველაფრის 2 ნაწილად დაყოფა: „ჩემი“ და „სხვისი“. სიყვარული და მეგობობაც ორი სხვადასხვა თემაა ასეთი ადამინისთვის და მათი ერთმანეთში არევა ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია.
კარგად აკეთებს მხოლოდ იმას, რაც თავად მოსწონს, კარგად ითვლის ფულს, ძალიან დამოკიდებულია ოჯახზე. გადაწყვეტილებებს ძალიან ნელა იღებს, მაგრამ მირებულ გადაწყვეტილებას არასდროს შეცვლის და არასდროს გადაუხვევს საკუთარ პრონციპებს. არ უყვარს გარისკვა, ბევრი ლაპარაკი და არ ინტერესდება არამატერილური ფასეულობებით. არც სიახლეები უყვარს, ყველაფერი ახალი მისთვის სიძნელეებთან ასოცირდება (იდეებით დაწყებული, ადამინებით დამთვარებული).
მზე კურო ინდივიდუალისტია და თავისი გზით მიდის. უძნელდება პარტნიორების მოსმენა. არ უყვარს დანაკარგები, უყვარს გროვება, ვერ იტანს არასტაბილურობას.
კუროს სამყარო – ეს ნივთების სამყაროა (ყველაფერი მატერიალური და ხელშესახები) და მას მუდმოვი სურვილი აქვს ამ ნივთების ფლობის. მისთვის აუცილებელია საკუთარი კუთხე, სახლი, ნივთები, რათა თავდაჯერებულობა იგრძნოს. ასევე კულინარისთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა, უყვარს კარგი და გამორჩეული საჭმელი და სამსელები.ასევე კურო ძლიერ რეაგირებს სუნზე და არმოატებზე.
კუროს კარგი ტემპერამენტით გამოირცევა, ამიტომ მისთვის ყოვლად გაუგებარია პლატონური სიყვარულის არსი. ზოგადად კი კუროსთვის ყველაფერი გაუგებარი და მიუღებელია, რასაც ხელით ვერ ეხება ან ვერ ხედავს ფიზკურად.

მზე ტყუპებში



ყველაზე მოძრავი და ცვალებადი ზოდიაქოს ნიშანია. მისთვის სამყარო ეს არის გარემო, სადაც თანამოქმედება და ურთიერთობა შეიძლება სხვებთან, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახალი შესაძლებლობებია. ტყუპებიც ინდივიდუალისტია, მაგრამ პირველი ორი ნიშნისგან განსხვავებით, მას შეუძლია სხვების მოსმენა და გატავლისწინება.
ძირითადი პრინციპი – კომუნიკაცია
კარგად გამოსდის ადამინებთან ურთიერთობა, ახალი ნაცნობობის დამყარება და ინფორმაციის გაცვლა. ამასთან მისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის შიინაარსი, მთავარი მისთვის კომუნიკაცია და ურთიერთობის პროცესია. ადვილად ითვისებენ სწავლებებს, მათ ცოდნას ენციკლოპედიური შეიძლება ვუწოდოთ, მათ იციან ყველაფერი ყველაფერზე, მაგრა ძალინ მოკლედ და ზედაპირულად.
მზე ტყუიპებისგან კარგი მწერლები, ორატორები და პოეტები გამოდიან. გიჟდებიან ჭორებზე და ახალ ამბებზე, ყველაფერი ახალის გაგების და შესწავლის მუდმივი სურვილი აქვთ. გამოიჩევიან საოცარი ადაპტაციის უნარით.
ცხოვრებაში აკლიათ სიღრმე: ცოდნაშიც, გრძნობებშიც. ურთიერთბაში მათთვის მთავრია საერთო ინტერესები და ურთიერთგაგება. ყოველთვის ცდილობს არ შექმნას კონფლიქტური სიტუაციები, მაგრამ ინტელექტუალურ კამათებზე უარს არასდროს ამბობს.
ბედნიერებისთვის ტყუპებს ჭირდებათ: კონტაქტები, საუბარი, ახალი ინფორმაცია, ახალი ნაცნობობა. ასევე მათ ახასიათებთ ბევრი საქმის ერთად კეთება. ძალინ სწრაფები, მოხერხებულები არიან, არ უყვართ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, უფრო ხშირად ლაპარაკობენ, ვიდრე საქმეს აკეტებენ.
მამაკაცი ტყუპებისთვის აუცილებელია ცხვრებსი თანამგზავრი, რომელიც მუდამ უჩვენებს მიმართულებას, ქალები კი პირიქით სხვების სამართავად არიან გაჩენილები.
.ზოგადად ტყუპების ერთი სიტყვით დახასიათება შეიძლება, როგორც დემოკრატია. ეს წყობა ზედმიწევნით შეესაბამება მათ წარმოდგენებს, სურვილებს და ცხოვრების წესს.


მზე კირჩხიბში



ყველაზე მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანი. ძლიერი კავშირი სამშობლოსთან, წინაპრებებან და სახლთან.
ძირითადი პრინციპი – დაცულობის შექმნა.
კირჩხიბის სამყარო – ეს ემოციურად გამდიდრებული ადამიანური ურთიერთობებია. კიჩხიბი ზემგრძნობიარეა და მუდამ დაუცველად გრძნობს თავს, სწორედ ეს აიძულებს მას მიეჯაჭვოს ოჯახს, სამშობლოს, დედას, პარტნიორს.
ახასიათებს ხასიათის ხშირი ცვალებადობა, რაც მის გარშემომყოფებზეც მოქმდებს. ახასიათებს ხანმოკლე დეპრესიაებიც, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ყურადღება მიიქციოს. ადვილად ადტირდება სიტუაციებში. გარედან ყოველთვის ფსიქოლოგიურად სუსტი და სხვაზე დამოკიდებული ჩანს, შინაგანად კი ძალიან ძლიერი და გამძლეა. უყვარს საკუთარი თავის შებრალება. უყვარს შექებაც, მაგრამ გულწრფელი, რადგან სიყალბეს უცებ გრძნობს.
აქვს პატიების უნარი, განსაკუთრებით სუბიექტური მათადმი ვინც ძალინ უყვარს. მისთვის მთვარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა, ის ყველაზე დაცულად თავს სახლში გრძნობს, სადაც ემოციონალურად გაწონასწორებულია.
მზე კირჩხიბი ძალიან დაკვირვებულია, იმახსოვრებს ყველა დეტალს, სახეებს, კარგი მეხსიარება აქვს, განსაკუთრებით ეს ვლინდება ემოციურად გადატანილ ვითარებებზე. კირჩხიბებს არ უყვართ ხალხმრავლობა, ხასითდებიან ჩაკეტილობით.
ბედნიერებისთვის კირჩხიბს ჭირდება უაფრთხოების შეგრძნება, სახლი და ძვირფასი ადამინები, რომლებიც მუდამ მის ირგვლივ იქნებიან. მისთვის დამახასითებელია „კოლექციონერობაც“ : პატარა სუვენირიები მოგაზურობებიდან, შეხვედრებიდან წამოღებული ერთჯერადი ყავის ჩხირი ან ნებისმიერი საგანი, რათა შემდეგ მუდამ შეეძლოს იმ ემოციონალური შთაბეჭდილებების მიღება, რაც წარსულში განიცადა.
ქალი კირჩხიბები ოჯახის ლიდერები არიან, მამაკაცებიც აქტიურად მონაწილეობენ საოჯახო საქმეებში, მაგრამ ძალიან ახირებულები არიან. მალავენ შემოსავლის ოდენობას, უყვართ მალულად ფულის დაგროვება, ცრუმორწმუნენბი არიან. ძირითადად კირჩხიბების მთვარი ცხოვრებისერული იარაღი ძლიერი ინტუიციაა.

მზე ლომში



მზე ლომი დაბადებიდან „მეფეა“. ყოველთვის ლიდერის პოზიციაშია არიან დიდი ძალისხმევის გარეშეც კი. ხასითდებიან დამოუკიდებლობით და თვითდაჯერებულობით. ასეთი ადამინისთვის წარმოუდგენელია მეორეხარისხვნად ყოფნა (მან უბრალოდ არ იცის როგორ მოიქცეს ასეთ პოზიციაში), ცდილობენ ყოველთვის მოეწონოთ სხვებს და გამოიყურებოდნენ კარგად.
ძირითადი პრინციპია – სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა.
ლომი ეს მოთამაშეა და წაგება არ უყვარს. ცდოლობს ყოველთვის იყოს ცენტრალური ფიგურა, ვერ ამჩნევს საკუთარ ნაკლს და შეცდომებს. ემოციებს გამოხატავს ნათლად და გრანდიოზულად. მისთვის აუცილებელია მუდმოვი პუბლიკა. თუ ვინმე შეიყვარა, ამას მთელი გულით აკეთებს. აქვს გადამდები ემოციები, უყვარს გაფორმება და გაზვიადება საუბრის დროს. მაგრამ ყველაფერ ამასთან ერთად, ის ყველაზე კეთილშობილი და სულგრძელი ნიშანია.
მზე ლომს გააჩნია თავის შინაგანი განაწესები და სხვებს ნაკლებად შეუძიათ ამაზე ზეგავლენის მოხდენა. არ შეიძლება მას მიუთითო, ლომებს უნდა მიეჩვიო და მოერგო, რადგან თავად არ შეუძიათ ეს. დანაკარგებს მძმედ განიცდის. ურთიერთობებშიც წუნიაა, მხოლოდ გამორჩეულ, ნიჭიერ და ლამაზ ადამინებთან აქვს კონტაქტი.
ბედნიერებისთვის ლომებს საკუთარი ტალანტის დემონსტრირება სჭირდებათ და პუბლიკა, რომელიც სულ ტაშს დაუკრავს ამ ტალანტს.
ლომებს ძალინ უყვართ ბავშვები. ოჯახიში სტაბილურობით გამოირჩევიან. მამაკაცები განსაკუთრებით ანებივრებენ საყვარელ ადამინებს, ქალები კი პირიქით ძალიან ახირებულები არიან. უყვართ საზოგადოებრივ ადგილებში გრანდიოზულად გამოჩენა. ყურადღების ცენტრში ყოფნა მათთვის ცხოვრების მთავარი სტიმულია, ლომმა შეიძლება დანაშაული მარტო იმიტომ გაპატიოს, რომ დიდი გაწვ-გამოწევის შედეგ მოვიდეს, თავზე ხელი გადაგისვას და უფრო ამაღლდეს საზოგადოების თვალში.
ლომების მთვარი ნაკლი ეგოიზმია.

მზე ქალწულში



ასეთი ადამიანი ძალიან პრაქტიკულია. ყველა უკეთ გამოსდით საქმის ბოლომდე მიყვანა, განასაკუთრებით სხვისი გაკეთებული მონახაზის დეტალებში დამუშავება. იდეებიი იმდენად არ მოსდით თავში, რადენადაც სხვისი იდეები სრულყოფილად გადმოაქვთ პრაქტიკაში. აქვთ კარგი ანალიტიკური მონაცემები, ყველაფერს აღიქვას დეტალურად და წვრილმანებში.
ძირითადი პირინციპია – მოიტანოს სარგებლი.
არასდროს მოქმედებს წინაწარი ფიქრის და ანალიზის გარეშე, მისთვის მთავარია დაგეგმილი შედეგის მიღება. ხანდახან ამ მეწვრილმანეობით უჭირთ გლობალური აღქმა. ადვილად სწავლობს, კონტაქტურია მხოლოდ როცა საქმე მოითხოვს, გამოირჩევა პასუხისმგებლობის გრძნობით. არის ძალინ კრიტიკული და სერიოზული.
ასეთი ადმიანისთვის აუცილებელია ძლიერი პარტნიორი, არ უყვარს მარტობაა, არც ხალხმრავლობა. შეუძია აპატიოს მხოლოდ იმათ, ვინც მოსწონს. განსაკუთრებულად იცის მიჩვევა ადამინზე და ხდება ძალინ მზრუნველი, ყოველთვის მზად არის დაეხმაროს (პრაქტიკულად და არა ემოციონალურად). უჭირს მოდუნება, სულ მუშაობს, აქვს დაბალი თვითშეფასება და ხშირად იდანაშაულებს თავს. არ უყვარს ფილოსოფიური საუბრები.

მზე სასწორში



მთავრი პრინციპი – კონტაქტების დამყარება და მათი ჰარმონილი შენარჩუნება.
ისინი მუდამ მზად არიან თანამშორომლობისათვის, მაგრამ ამვდროულად საკუთარი კრიტერიუმებით ირჩევენ პარტნიორს. მათ ყოველთვის იციან რა უნდათ, უარის თქმაც კარგად გამოსდით.
არიან არისტოკრატულები. უყვართ როცა კარგად გამოიყურებიან, ისინი ყველაფერ ლამაზს ეტრფიან. მათ აქვთ სამართლიანობის და დიპლომატიის თანდაყლილი შეგრძნება, გაურბიან პირდაპირ და უხეშ პასუხებს და ყოველთვის კომპრომისებს ეძებენ. მაგრამ უკან დახევის ჰგარკვეული ზღვარი აქვთ, რადგან შნაგანად ყოველთვის იციან სადამდე უნდა დაიხიონ უკან.
არასდროს იძახიან უარს ისეთ რამეებზე, რაც უყვართ. ხალხმრავლობას მცირე კომპანია ან 1-1ზე საუბარი ურჩევნიათ. ყოფითი გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ, ამიტომ პასუხისმგებლობას თავის პარტნიორთან ერთად იღებს საკუთარ თავზე. არიან რომნტიულები, მაგრამ არ უყვართ ამის დემონსტრირება. უყვართ ეტიკეტის დაცვა.
საქმიანობაში ყოველთვის ისეთ პარტნიორს ეძებენ ვისაც საქმის დაწყება არ უჭირს, მათ კარგათ შეუძლიათ ატაცება და აყოლა.
სასწორის მიზანია – ცხოვრებაში მოძებნოს ჰარმონიული პარტნიორი.
ყველა სიტუაციას უყურებენ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ პარტნიორის პოზიციიდანაც. სასწორი – ეს თანასწორი ურთიერთობაა, მაგრამ კამათში მათ ბადალი არ ჰყავთ.
უყვართ ინტრიგა, არ უყვართ ფიზიკური და რთული სამუშაო. ყოველთვის მსჯელობენ ფაქტებით, იმ მომენტადე სანამ არ მობეზრდებათ, შემდეგ სუბიექტურები ხდებიან. მათი პირადი ცხოვრბეა და შინაგანი სამყარო სხვებისათვის დაფარულია. ცხოვრბეაში აკლიათ ოპტიმიზმი.

მზე მორიელში



ასეთ ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს სხვების ენერგიის გარეშე. გარეგნულად მშვიდი ადამინის შთაბეჭდილებას ტოვებს, შინაგანად კი ძალინ აქტიური და დაძაბულია. ზოგადად მისი მიჯაჭვულობები ძალიან ძლიერი და ღრმაა, გრძნობები მუდმივი, აზრს და ფასეულობებს ძალინ იშვიათად იცვლის. უჭირს ემოციების გამოხატვა, აქვს ძიერი ეგო.
ეჭვიანია, მიჯაჭვულია ოჯახზე და ბავშვებზე, ძირითადად მზე მორიელები არიან „გიჟი და შვილზე გადამკვდარი დედები“. ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ ამ ყველაფერს მალავს. შეუძლია აგრესიული შურისძიება. მუდმივ ეჭვებშია, რაც ძირითადად პარტნიორის მიმართ ზეწოლაში და მესაკუთრეობაში გამოიხატება. ხანდახან ძალიან იმდენად ჭარბ ენერგიას იგროვებენ, რომ ვეღარ ასწრებენ დახარჯვას და მაშინ ძალიან მოდუნებულები ხდებიან. ამიტომ საჭიროა ყოველთვის არაადამინურად გადატვირთულები იყვნენ ნებისმიერ საქმეში. სტაბილურობ, ეს მათთვის არ არის.
მზე მორიელი საკმაოდ ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევა, შეუძია აწვდეს ყველაზე დაფარულ მოტივებს და ფარდა ახადოს ყველა საიდუმლოს.
მთავრი პრონციპია – საზოგადოების და სოციუმის „გამწმენდი“.
მორიელებს იმდენად ძლირი ნებისყოფა აქვთ, რომ მუდამ ლიდერების როლში გვევლინებიან. კარგად გამსდით ადამინებთან ურთიერთობა.
ცხოვრებაში მათ მოთბინება და დისციპლინა აკლიათ. არ აღიარებენ ავტორიტეტებს და სხვის დაწერილ ნორმებს. მათ სამყაროს შავ-თეთრი აღქმა აქვთ, ყველა და ყველაფერი მათთვის ან კარგია ან ცუდი. არ შუძიათ იყონ ნეიტრალურები. თუ უყვარს უყავრს მთელი გულით, თი სძულს ამასც იგივე მონდომებით აკეთებს. შეუძლია სიყვარულისთვის თავგანწირვაც.


მზე მშვილდოსანში



ასეთი ადამიანი აქტიურია და მგრძნობიარეა. მშვილდოსანს ყველაზე უკეთ შეუძლია პერსპექტივის დანახვა. უყვარს ამორჩევა და გამორჩევა, მარტო საჭირო და პერსპექტივასთან კავშირში მყოფ ადმიანებთან კონტაქტობს. უყვარს ავტორიტეტების, წესიერებითაც გამოირჩევა, ტყუილი არ უყვარს და ცდილობს ყოველთვის დაიცვას ქცევის კოდექსი.
მშვილდოსანი იღებს ფასეულობების იმ სისტემას, რომელიც საზოგადოებში დახვდა და რომელიც გაბატონებულია სოციუმში, თავისით ახალს არ ქმნის. დიდი ინტერესი გააჩნია რელიგიის მიმართ, ფილოსოფიის მიმართ და შესბამისად მოგზაურობა მისი ერთ ერთი მთვარი თვისებაა. ისწრაფვის იყოს გამორჩეული, ოპტიმისტია. შეუძილა ნებისმიერ რამეში გადარგწმუნოთ. აქვს ცოცხალი წარმოსახვა და ცნობისმოყვარეა.
ვითარებას და მოვლენებს აღიქვამს მთლიანობაში, ამიტომ დეტალები ხშირად ეპარება.
მოქმედების მთვარი პრონციპია – დიდი, ვრცელი, შორი.
საკვანძო სიტყვა– პრესტიჟი.
სასიყვარულო თავაგადასვლები და გამარჯვევები ეს მისთვის თვითდამკვიდრების გზაა, თანაც სხვა ადმაინების განწყობას ვერ აღიქვას (სხვა ადამიანის შინაგანი სამყარო მისთვის მიუწვდომელია) და შესაბამისად უჭირს ნადვილი ურთიერთობის დამყარება და ერთუგულებითაც ნაკლებად გამოირჩევა.
ცხოვრების თანამგზავრი აუცილებად სოციუმის მხრიდან დაფასებული ადამიანი უნდა იყოს. უყვარს ფუფუნება, არ უყვარს სტაბილურობა, სიახლეებისკენ მისსწრაფვის.
მშვილდოსნისთვის მთვარია მენტალური გამრჯვება. ავტორიტებებიც მნიშვნელოვანია მსთვის და ყოველთვის ცდილობს სხვებზე მაღლა დადგეს, ვერ იტანს კრიტიკას.
მშვილდოსანი ძლიერია, როცა მიზანი გააჩნია. მისი მთავარი მიზანი კი როგორც წესი არის იყოს სხვებზე მაღალ საფეხურზე. მხოლოდ იქ მოღვაწეობს სადაც გამორჩეულობის პერსპექტივა აქვს.


მზე თხის რქაში



თხი რქისთვის სამყარო ეს კარგად ორგანიზებული სტრუქტურაა, სადაც ყველას საკუთარი ადგილი აქვს. ის მკაცრად იცავს წესებს და კანონებს. ისწრაფვის ძალაუფლებისკენ. ძალინა პრაქტიკული, დისციპლინირებული და შრომისმოყვარეა. და ამას ითხოვს გაშემომყოფებისგან. კონსერვატულია, თვლის რომ წესრიგი ქაოსისგან თავდაცვის საშუალებაა. მიზნები ყოველთვის კონკრეტული და რეალური.
საკვანძო სიტყვა– მიზნისკენ სვლა
ყველაფერ ამასთან ერთად მგრძნობიარეც არის, მაგრამ ეს გრძნობები ღმად აქვს საკუთარ თვაში დამალული და ვერ გამოხატავს მათ. არ პატიობს არც ღალატს და არც ზუგრსუკან ქმედებებს. სამართლინად უყვართ სხვისი დასჯა.
სუსტი ინტუიცია აქვს, ფანტაზიასთანაც არ მეგობრობს. ბავშვებთან ემოციების ნაცვლად ინტელექტუალური კავშირი აქვს. უჭირს თანაგრძნობის გამოხატვა. მაგრამ თხის რქას ყველაზე რელური ცხოვრებისეული შეხედულებები აქვს, შეუძლია გამოყოს მთვარი მეორეხარისხოვანისგან და დასახაოს მიზანი. მინის მისაღწევად ბევრ რამეს თმობს.
ბედნიერებისთვის თხის რქას სჭირდება მიზანისკენ სიარული.
არ უყვარს დასვენება, რადგან დროის ფუჭ ხარჯვად მიაჩნია. მისი ძირითადი მიზანი კარიერულ საფეხურზე აღმასვლაა. კავშირებსაც თავად ირჩევს. იშვიათად არის ღრმად რელიგიური. ცხოვრებისეულად ის მარტოსუილია, მაგრამ თუ ვინმე შეუყვარდა, ერთგულება ბოლომდე შეუძლია.

მზე მერწყულში



საკვანძო სიტყვა – თავისუფლება.
მერწყული ნოვატორია, მისთვის მომავალი უფრო რეალურია, ვიდრე აწმყო. ცხოვრობს გარდაქმნებით, აქვს დამოუკიდებლობის ძლიერი შეგრძნება. არის საოცრად კომუნიკაბელური, მეგობრული, კოლექტივში შედის ინტერესის საფუძველზე და მყარდება მაყარი კავშირი. მისთვის ნებისმიერ კოლექტივში მთავრია თანსწორობა. აფასებს ადამინის ნების თავისუფლებას, აზრს და თავისუფლებას. არასდროს გახვევთ თავს საკუთარ თავს.
ზემაღალი მიზნების აქვს ძირითადად და ხშირად მის თანამედროვეობაში განუხორციელებელი, მაგრამ ამს ნაკელებად განიცდის. აზროვნებენ არასტანდარტულად და ორიგინალურად, აქვთ გონების განათებები. მერწყულები ნიჭიერი და კრეტიული გამომგონებლები არიან.
გრძნობებში მერწყულისთვის სიყვარულზე მთავარი პატივისცემა და მეგობრობაა, რადგან შეზღუდვები და ვინმეზე დამოკიდებულება მისთვის სიყვარულშიც კი მიუღებელია. საკუტარი თავის მიმართ მომთხოვნია. ჩვეულებრივში – არაჩვეულებრივს ხედავს.აქვს პარადოქსული გონება. ძველი სისტემების ნგრევით ის სიამოვნებას ღებულობს.
პრაქტიკული ცხოვრებიდან მოწყვეტილია. მერწყულს აქვს ყველაზე სწორი აღქმა ბუნების კანონების და საზოგადოებრივი კანონების და ყველაზე სწორად მიჯნავს მათ. ხშირად უცნაურებს და გჟებს ეძახიან. მერწყულში ყოველთვის არის რაღაც ამოუცნობი, მისი გადაწყვეტილებები კი მუდამ აოცებს გარშემომყოფებს.
მერწყული – ეს დაბადებით ექსპერიმენტატორია, სწორედ მათ გააკეთეს კაცობრიობის მნიშვნელოვანი აღმოჩენების უმრავლესობა მეცნიერებაში და ტექნიკაში.
ბედნიერებისთვის მერწყულს თავისუფლება სჭირდება (ნებისმიერ მის გამოვლინებაში)!როგორც კი შეეცდებით მოათვასოთ ჩარცოებში და დააკისროთ ვალდებულება, ის მაშინვე მიიდის და თუ ვერ მიდის, მაშინ მასში „კვდება ყვლეფაერი ის რაც ასე მოგწონდათ მასში.“.


მზე თევზებში



ზოდიაქოს ყველაზე ამოუცნობი ნიშანი, გარედან სულ სხვა შტაბეჭდიელბას ტოვებს, შინაგანად სულ სხვა ცხოვრება აქვს. ზოდიაქოებიდან ყველაზე ძლიერი ინტუიიცით გამოირჩევიან.
მათ შეუძლიათ საკუთარ თავში გააერთიანონ საპირისპირო თვისებები. ძალინ მგრძნობიარეები არიან, ამასთან ძალინ ჩაკეტილები. აქვთ სამყარო თავისებული აღქმა, რომელსაც მათ მეტი ვერავინ გებულობს. შინაგანი ცხოვრება მათთვის უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე გარესამყარო, მათი ლოგიკა ხშირად ალოგიკურია.
თევზებს აქვთ თანაგრძნობის უნარი, მუდამ მზად არიან თვგანწირისათვის. ძალინ დამოკიდებულები არიან ნათესავებზე და მეგობრებზე. უყვართ ყველაფერი ცოცხალი. ასევე შუძლიათ სხვების მანიპულირება და მიმართლად თავისშეცოდება.
არ უყვართ კონფლიქტები. ყოფით ცხოვრებაში ამის გამო ხშირად იტყვილებიან, ასევე არიან ჯიუტებიც, განსაკუთრებით წვრილმანებზე იციკლებიან. ხედავენ მარტო იმას რაც მოსწონთ. ყველაფერს მალულად აქკეთებენ. მეოცნებნი არიან, რომანტიულები, უყვართ მოდუნება და საკუტარ თავში ჩაძირვა. არ უყვართ დისციპლინა და რეჟიმი. მათ არ აქვთ ნებისყოფა.
გარესამყაროში კარგი ადაპტაცია შეუძლიათ და ადვილად ეგუებიან ახალ საარსებო პირობებს, მაგრამ შინაგანად არასდროს იცვლებიან. მათ აქვთ მისწრაფება განიცადონ იშვიათი და უცნაური, არჩვეულებრივი შეგრძნებები. მათთვის მთვარია ჯადოსნურობის და მაგიის შეგრძნება ყველაფერში. კარგად ესმით სხვა ადამინების შინაგანი განცდები. ქალი თევზებისთვის ოჯახი მნიშვნელოვანია.

მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ასტროლოგია მთვარის კვანძები პლანეტები

დირექტიული მთვარის კვანძები

 როგორც ყველა თემაში, ასტროლოგიაშიც არის ”შავი ყუთები”  ანუ თემები, რომლებიც აქსიომად მიღებულია და არ ვიცით მათი მუშაობის პრინციპები, უბრალოდ ვიცით რომ  კონკრეტულად ესა თუ ის შედეგი აქვს. 

რეტროგრადული და დირექტიური მთვარის კვანძების შემთხვევაში შავი ყუთი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, რადგან არსებობს თითქმის იმდენი მოსაზრება რადენი ასტროლოგიური სკოლა და მიმდინარეობაც არის.

მოდი შევეცადოთ მივყვეთ ლოგიკურად და ისე დავალაგოთ, რომ აღქმა გაგვიადვილდეს, მით უფრო ასტროლოგია გვაძლევს ლოგიკური მსჯელობის საშუალებას (ზოგისთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს).

რამდენიმე მოცემულეობა რაც დაგვჭირდება:

  • კვანძები და პლანეტები – ნათალურ და კარმულ ასტროლოგიაში სხვადასხვა ჭრილში განიხილება, ანუ მედალს რომ 2 მხარე აქვს ის ამბავია.
  • რეტროგრადული პლანეტები მიანიშნებენ ”გადმოყოლილ” დაუმუშავებლ თემებს, რომელთა დამუშავებაც კრიტიკულად აუცილებელია ამ ეტაპზე.
  • რადგან კვანძების ბუნებრივი მოძრაობა რეტროგრადულია მაშინ დირექტულობა ( სწორადმავალობა) მათთში გამოიწვევს არაბუნებრივ თვისებებს.

აქვე გავიხსენოთ რა არის მთვარის აღმავალი და დაღმავალი კვანძი, მოვიყვან ნაწყვეტს წიგნიდან:


აღმავალიმთვარისკვანძი (რაჰუ)  დაღმავალიმთვარისკვანძი (კეტუ)

გრაფიკული აღნიშვნა-აღმავალი კვანძი, გზის, აღმართის სიმბოლო. დაღმავალი-ჭურჭელი, თასი.

ასტრონომიულად აღმავალი კვანძი მიუთითებს აღმასვლას, აღმართს. ხოლო დაღმავალი- დაღმასვლას, დაღმართს. კარმა, ბედის ბუღალტრული ბალანსები, ცოცხალი და მკვდარი წყალი, წარსული და მომავალი.

სიმბოლოს ძირითადი მნიშვნელობები: კარმა, წარსული და მომავალი, ცხოვრებისეული ამოცანები.


  
მთვარის კვანძები  ესაა მთვარის ორბიტის გადაკვეთის წერტილი ეკლიპტიკის სიბრტყესთან, რომელიც დაკავშირებულია მთვარისა და მზის დაბნელებებთან.  მარტივად რომ ავხსნათ, ესაა  მთვარის ორბიტის და მზის ორბიტის გადაკვეთა  ეკლიტიკაზე (იხ. ილუსტრაცია).

ზოდიაქოს მთლიანი წრის გავლის პერიოდია 18,6 წელი.კვანძები ყოველთვის იმყოფებიან ერთმანეთის საპირისპიროდ 180 გრადუსის დაშორებით და მუდამ წყვილში განიხილებიან.ეს ერთადერთი ობიექტია ასტროლოგიაში (ჩვენს მიერ  განხილულიდან), რომელიც  მზის, მთვარისა და სხვა პლანეტების საწინააღმდეგოდ მოძრაობს, გრადუსების კლების მიხედვით.

მთვარის კვანძების წერტილები არ წარმოადგენენ მატერიალურ  ობიექტებს. ეს  სივრცის განსაკუთრებული წერტილებია,  თავისუფალი ინფორმაციის ენერგეტიკული  კოლტები, ამიტომ მათ  ფიქტიურ პლანეტებს უწოდებენ.

როგორც ზემოთ ავღინიშნა, მთვარის კვანძები მოძრაობენ ყველა პლანეტისგან საწინააღდეგო მიმართულებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას „შემოვაბრუნოთ“ კარმა, გადავიხადოთ ვალები, გამოვამჟღავნოთ საკუთარი არსი. კვანძები ასევე გვეხმარება გამოვიწვიოთ კოსმოგრამაში დისონანსი ანუ ის მომენტი, როცა ჩვენ უფრო გვიადვილდება ვიმოძრაოთ პლანეტების საწინააღდეგოდ.

საერთო ჯამში ისინი გვაჩვენებენ გზას, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწარფვოდეთ (აღმავალი კვანძი) და რომელშიც გამოცდილება გვაკლია, ასევ დაღმავალი კვანძის გზასაც გვაჩვენებენ, რომელშიც დიდი გამოცდილება გვაქვს

არის მოსაზრება, რომ კატეგორიულად არ შეიძლება დაღმავალი კვანძის გზით სიარული ცხოვრებაში, რადგან ეს უკვე დახურული და შესრულებული თემაა და ადამიანს პირდაპირ მოუწოდებენ აღმავალი კვანძის პრინციპებზე გადასვლას, რაც საკმაოდ მტკივნეული და ხანდახან შეუძლებელიც არის (რადგან აქ არანაირ გამოცდილება არ აქვს).    ასტროლოგია არის ჩვეულბრივი გეომეტრია, რომელშიც არსებობს ლოგიკური , მიზეზ-შედეგობრივი პასუხები.  კვანძების შემთხვევაშიც არ არსებობს უკიდურესობა და ულტიმატუმი, რადგან მთვარის კვანძები ყოველთვის ერთმანეთის ოპოზიციაში იმყოფებიან, ოპოზიციური ნიშნები კი როგორც გვახსოვს ავსებენ ერთმანეთს. ეს იგივეა ადამიანს თანდაყოლილი სიმღერის ნიჭი ქონდეს და აუკრძალო სიმღერა, რადგან უკვე კარგად იცის და ისწავლოს მაგალითად  ორგანული ქიმია, როცა შეიძლება ადამიანი სწავლობდეს ორგანულ ქიმიას და  განწყობის შესაქმნელად ან შრომისნაყოფიერების ასამაღლებლად პერიოდულად მღეროდეს.  მარტივად,  ის გამცდილება რაც დაგროვილი აქვს ადამიანს დაღმავალი კვანძის თემაში აუცილებლად უნდა გამოიყენოს მიმდინარე მისიის შესასრულბლად.


რისთვის ეძლევა ადამიანს მთვარის კვანძები- დასასჯელად თუ გამოსაცდელად? როდის იბადებიან ადამინები ძლიერი მთვარის კვანძებით? ყველაზე ძლიერი კვანძი აქვს მზის ან მთვარის დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანებს (როცა მთვარე და მზე ერთმანეთს ხვდებიან (შეერთების ასპექტი) ან ერთმანეთის საწინაღდეგოდ დგანან (ოპოზიცია) – მაშინ ხდება დაბნელება). ასეთი ასტრონომიული ფაქტორის დროს ანუ დაბნელების დროს და ახლოს ყოველთვის ხდება ფატალური სიტუაციები. ეს ერთგვარი ასტროლოგიური აქსიომაა : დაბენელების პერიოდში ან მასთან ახლოს დაბადებული ადამიანები ფატალური ბედის მქონე ადამიანები არიან. და რაც უფრო ნაკლები მაძილია მნათობებს და კვანძებს შორის, მით უფრო ძლიერია მთვარის კვანძი და მით უფრო ბევრი დაბრკოლება აქვს ადამიანს კარმის შესრულების გზაზე, მით უფრო გადატვირთულია მისი კარმული პროგრამა.

აღმავალი კვანძი ესაა პროგრამა და უნარები , რომლებიც უნდა ვისწავლოთ მიმდინარე ინკარნაციაში, ხოლო დაღმავალი კვანძის პროგრამები და თემები ეს შეიძლება იყოს, როგორც თანდაყოლილი ნიჭი (უკვე დამუშავებული პროგრამა), ისე თემები, რომლის დამუშავებაც ვერ მოასწრო ადამიანმა ადრე და პარალელურად ახლა უწევს ამ თემებზეც მუშაობა. დაუმუშავებელი დაღმავალი კვანძის თემები ერთგვარი „აქილევსის ქუსლია“.


 არის ასეთი ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ  ამ შემთხვევაში  კვანძები წავიკითხოთ პირიქით  ანუ აღამავალი განვიხილოთ დაღავალის ადგილას და დაღმავალი აღმავალის მაგვირად, რაც იმას ნიშნავს რომ  სამყარო ადამინისგან ითხოვს დაღმავალი კვანძის გზით სიარულს.
ლოგიკურად თუ მივყვებით ეს არ იქნება სწორი მიდომა,  ადამიანი დირექტული კვანძებით უფრო ”შენელებულია”, რადგან  წარსული გამოცდილება ისედაც ბუნდოვანია ჩვენთვის და ინსტიქტების და ინტუიციის დონეზე გვაქვს, ხოლო ”მომავალი გამოცდილება” რომელიც უნდა შევიძინოთ ასეთი ადამინეისთვის უფრო ილუზორულია, ვიდრე ბუნებრივი კვანძებით ადამინებისთვის.  ამიტომ  ხშირად პრაქტიკაში  ასეთი ადამიანები არიან შენელებულები დროში, ზარმაცი მათზე არ ითქმის, მაგრამ ყოველთვის ჭირდებათ  რომელიმე ტრანზიტული ასპექტი, რომ კვანძების თემა ამუშავდეს. ხანდახან ისეც ხდება, რომ  თემები რომლებიც წლების განმავლობაში ვერ გაიზრეს და გააცნობიერეს, წუთებში აღიქვამენ. სწორედ ასეთ დროს იწყება  დირექტული კვნაძების მუშაობა მათ რუკაში, მანამდე უმოძრაობაა.

ფსიქოტიპში ეს მდებარეობა ადამიანს აუცილებლად აძლევს ინფანტილუორობას იმ თემებში, სადაც მდებარეობს კვანძი  და ”ნატხომისებურ”  ქმედებებს.

დამატებით ერთი ან მეტი სხვა პლანეტის რეტროგრადულობის შემთხვევაში უფრო გამოკვეთილი იქნება ადამიანში  შეგრძნება, რომ ის ისეთი არ არის როგორიც სხვები და მის ცხოვრებაში  მოვლენები ”სხვანაირად ხდება”.

მაგრამ ისევ გავმეორდეთ და ვთქვათ, რომ ეს ასე არის და მას უბრალოდ შეგრძნების დონზე აქვს ეს.  ასეთ ადამიანს არ აქვს საშიშროების ადექვატური აღქმის უნარი, ყოველთვის ცდილობს  გაძვრეს სიტუაციიდან არასტანდარტული გზებით. ამას წინათ ძალინ კარგი მაგალითი წავიკითხე: როცა ადამიანი არ ელოდება შუქნიშანზე მწვანეს და ცდილობს წითელზე გადასვლას, რათქმაუნდა ეს საშიშია, მინიმუმ დისკომფორტია და რაც მთვარია გამოცდილებაა, რომ მეტი ასე აღარ მოიქცეს, მაგრამ ასეთი გამცდილებებს ვერ აფიქსირებს შინაგანად და მაინც ცდილობს ცხოვრებაში ”სწრაფად გადავიდეს წითელზე”. 

  • ეს არის დირექტიულობობის  საკვანძო მომენტი: გამოცდილება რომ გაიაზრო გჭირდება უფრო მეტი დრო, ვიდრე რეტროგრადული კვანძების შემთხვევაში.

ასეთ ადამიანს აქვს მიდრეკილება გაიმეოროს წარსული სიტუაციები თავის ცხოვრებაში, არა იმიტომ რომ  მიჯაჭვულობა აქვს თემებზე, პირიქით ამას აკეთებს გამოცდილების დამახსოვრების ამბავში. შედეგად ხშირად დადის ჩაკეტილ წრეში და უჭირს მიზნამდე მისვლა.

  • მეორე საკვანძო მომენტი ის არის რომ ასეთ ადამიანს არააქვს გამოხატული შინაგანი დაძაბულობა  თავის წარსულს, აწმყოს და მომავალს შორის.

ანუ  საკმარისი ენერგია და იმპულსი, რომ წარსული გამციდლება გამოიყენოს მომავლაში მიზნამდე მისაღწევად. ხშირია ფეხის ათრევა და საქმის გადადება, მაგრამ გავიხსენოთ რომ ეს სიზამრმაცის ბრალი არ არის.  უბრალოდ მისთვის ძალიან ბუნდოვანია  დროის და გამოცდილების გამოყენების ცნებები.  აქ მთვარი პრობლემა ათვლის წერტილის პოვნა და ქმედების დაწყებაა. ამიტომ პრაქტიკაში ხშირად ასეთი ადამინები საერთოდ არ არიან წარსულ გამოცდილებებზე ორიენტირებულნი და  მათი მთავარი ამოცანა ხდება მომავალი. სწორედ  ეს არის საბაბი ზოგიერთი ასტროლოგიური მიმართულება, რომ  იძახის თითქოს დირექტული კვანძების შემთხვევაში ადამიანს არააქვს წარსული გამოცდილება და ვერ შეასრულა წინა პირობა და მისგან ითხოვენ ამ ეტაპზე დაღმავალი  კვანძის გზით სიარულს. რეალურად ადამიანს უბრალოდ არააქვს საკმარისი ენერგია ”გადმოქაჩოს” წინა გამოცდილება, დააფიქსიროს ზოგადად გამოცდილება მეხისერებაში, ამიტომ  გარკევეული პლანეტარული ციკლების შედეგ ხვდება ამას და მისი მთვარი მიზანი მომავალია.

კარმულასტროლოგიაში  მთვარის კვანძების  დირექტულ მდებარეობას ”ღებულობს” ადამიანი:

 – რომელიც  არის თავისუფალი დროის  ჩვენეული, ყოფითი აღქმის ვალდებულებისგან .  რისთვის?!  თუნდაც იმ განსაკუთრებული მისიის შესასრულებლად ან  განსაკუთრებული გაკვეთილის სასწვალად, რომელზეც დაუსრულებელი კამათია ამ თემის განხილვივსას.

 – კარმულ ასტროლოგიაში ითვლება, რომ ასეთი სული ”ისვენებს”   კარმის დაწვაზე ფიქრისგან, არ აქვს ზედმეტი დაძაბულობა. ადამიანს აქვს ამოცანა, რომელიც არ არის დაკავშირებული მისი წინა ცხოვრების კარმასთან, ასე ვთქვათ მიმდინარე რეინკარნაციას ჩააგდებს კონკრეტული მიისიისთვის, ხოლო შემდეგ ცხოვრებაში გააგრძელბს წინა ცხოვრების გამოცდილების  გამოყენებას ახალი გზის დასამუშავებლად.

რეალურად, დირქტიული კვანძები არის ჩეულებრივი ასტროლოგიური მდებარეობა, რომელიც არაფრით არ გამოარჩევს ადამიანს სხვა დამიანებსგან. ეს არის ჩვეულებრვი დასამუშავებელი პროგრმაა და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. უბრალოდ იძლევა დროსთან არაყოფით დამოკიდებულებას.   

ინეტერესის შემთხვევაში შეგვიძლია გავაგრძელოთ თემის განხილვა

მოამზადა Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ასპეტები ასტროლოგია

ზოდიაქოს გრადუსები – ვერძი

[01.01]

„იმპულსი“. ძლიერი ნებისყოფა, დიდი აქტივობა, ხშირად არასაკმარისი გააზრება. სწრაფვა სამხედრო სამსახურისადმი ან არტისტული ცხოვრების მიმართ.

[01.02]

„აგრესია“. სიფიცხე, ეჭვიანი ადამიანი. კარგი ორგანიზატორი და მმართველი. ნიჭი მათემატიკის და მეცნიერებისკენ არის მიმართული.

[01.03]

„გონებამახვილობა“. იუმორის გრძნობა, გაცნობიერებული გამოვლინება ინტელექტუალური შესაძლებლობების, მშვიდობისმოყვარეობა, სიმამაცე, მიდრეკილება თავის თავის გადაფასების. ექიმები, მწერლები.

[01.04]

„სისწრაფე“.სწრაფი ქმედებებისადმე ტენდენცია. წარმატებები, მაგრამ სისწრაფის გამო შესაძლოა იყოს გართულებები. ლოიალური და სანდო ადამიანი, და თუ მოხდება თავის კონტროლი, ასეთი ადამიანი გახდება ლიდერი ნდობით აღჭურვილი თავის კოლექტივში. მიდრეკილება მათედმატიკისკენ, ფინანსები ან მხატვრობის ნიჭი.

[01.05]

„ელეგანტურობა“. კარგი გემოვნება, მიდრეკილება განდიდების მანიისაკენ და შფოთვისკენ. ენერგიულობა. ეს გრადუსი ხშირად აქვთ დალაქებს და კოსმეტოლოგებს.

[01.06]

„გაუბედაობა“. ეს გრადუსი მიანიშნებს ნერვიულ ადამიანზე, რომელიც მუდმივად განცდებშია. შესაძლოა იყოს ფიზიკური ან გონებრივი ნაკლი.

[01,07]

„დაუღლელობა“. პიროვნება, რომელიც ცდილობს იყოს მუდმივ მოძრაობაში. ხანდახან ასეთ ადამიანს არააქვს მიზანი ცხოვრებაში. ასეთი ადამნიანები ხშირად ხდებიან ვაჭრები, დამტარებლები(მიმტანები) და მათი სამსახური ტყესთანაა კავშირში.

[01.08]

„წინდახედულობა,სიფრთხილე“. კონსერვატიული ხედვა, გატაცება ნადირობით. ადამიანი, რომელიც ხან ხმას არ იღებს ხან კი მთელი დღე ლაპარაკობს. ხდებიან დანტისტები ან მოქანდაკეები.

[01.09]

„მბრძანებლობა“. მიანიშნებს მბრძანებელ ადამიანზე ან სულელ ადამიანზე ორი უკიდურესობაა.ეს გრადუსი გვხდება შეარარებული ძალების სამსახურში მყოფ ხალხთან.

[01.10]

„სიამაყე“. ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთგული მეგობარი და საშიში მტერი, ხანდახან ზედმეტად თავდაჯერებულია. შეუძლია მიაღწიოს თავის მიზანს მეგობრების დახმარების საშუალებით. ეს გრადუსი არის პოლიტიკოსების და სამხედრო ხალხის გრადუსი.

[01.11]

„გამარჯვება“. მიანიშნებს ადამიანზე, რომელიც წარმატებულია ფილოსოფიაში და მეცნიერებაში, კარიერა იქნება არაორდინალური შესაძლოა იყოს კავშირი რკინიგზასთან, და ასევე დენთან.

[01.12]

„ცვალებადობა“. მიანიშნებს ადამიანზე, რომელიც უკიდურესობაში ვარდება, შეუძლია იყოს ან ძალიან განსჯადი ან სრულიად განუსჯელი. სანტექნიკოსების და მეთუნუქეების გრადუსი.

[01.13]

„ინსტინქტური“. მიანიშნებს ადამიანზე, რომელსაც ინტუიცია გაძლ;იერებული აქვს. აქვს პატრიოტიზმის მაღალი გრძნობა. აქვს ადგილია არაბუნებრივ ფიზუკურ ძალას. ათლეტების, ექიმებისა და იურისტების გრადუსი.

[01.14]

„გამოცდა“. მიანიშნებს ადამიანზე, რომელსაც ბევრი გამოცდფა ხვდება ცხოვრებაში. ადრეულს ასაკში გამოცდებს თუ ჩააბარებს, სიბერეში დაჯილდოვდება. ასტროლოგების და ფეხბურთელების გრადუსი.

[01.15]

„ერთი“. მიუთითებს ადამიანზე, როიმელიც ცხოვრების მრავალ ასპექტში მარტოს უმკლავდება პრობლემებს. აქვს ბევღი შესაძლებლობა, მაგრამ მიდრეკილია „მორიდებულებისკენ“.

[01.16]

„თავისჭკუის“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ხშირად კარგი სურვილებით იღებს ტავის ტავზე მეტს ვიდრე შეუძლია აიღოს, ან ასეთი ადამიანი სხვებს არ ენდობა.ხშირად მათი საქმიანობა საჯარო ხასიათს ატარებს: მუსიკანტი, იურისტი, ორატორი.

[01.17]

„ბუნება“. მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც ბუნება უყვარს, ადამიანზე, რომელიც მეტაფიზიკით არის დაინტერესებული. წარმატებულები არიან სამეურნეო სფეროში ან სხვა სფეროებში, რომლებიც ბუნებასთანაა კავშირში.

[01.18]

„თავგადასავალი“. მიუთითებს რომენტიულ ადამიანზე, რომელსაც ყველაფერში გარისკვა უყვარს. ხშირად მწერლების ჰოროსკოპში გვხვდება.

[01.19]

„ღირსეულობა“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ძალიან თავშეკავბებულია, რომლებსაც პოეტური ნიჭი აქვთ. ხშირად ხდებიან: ორატორები, მსახიობები და ხალხი, რომლის სამსახური დენთანაა კავშირში.

[01.20]

„დაკვირებული“. მიუთითებს ზალიან დაკვირვებულ ადამიანზე, რომელიც ერთ რამეზეა ჩაციკლული: მისტიკები, მჭედლები, მემანქანეები.

[01.21]

„რისკი“. მიითითებს მამაც ადამიანზე, რომელიც ხშირად რისკავს ცხოვრებაში. ეს გრადუსი მწერლების რუკაში გვხვდება.

[01.22]

„ღირსეული“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც წარმოუდგენლად აქტიურია და რომლის ნდობა თვალდახუჭული შეიძლება. აქვს ადგილი უბედურ შემთხვევებს. ხშირად მუსიკანტების რულკაში გხვდება.

[01.23]

„გართობა“. ფიზიკურად აქტიური ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ არც შესაძლებლობა და არც სურვილი არააქვთ „გაზრდისკენ“. უდარდელია, მაგრამ ამავდროულად სამართლიანი. უმართელებთ გართობის სფეროებში.

[01.24]

„ფატალისტი“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ან ძალიან მომთმენია ან სუსტი ნების ადამიანზე, მიუთითებს ადამიანზე, რომელიც თავბისი ფიქრების ტყვეა. ეს ერთერთი კარმული გრადუსია.

[01.25]

„თავისებური“. სოციოპატიისკენ მიდრეკილება ეს სიტყვა სრულიად ასახავს ასეთ ადამიანს. გვხვდება პილიციელების რუქაში.

[01.26]

„მიღწევა“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ან გააცნობიერა თავისი სულიერი საწყისი ან გახდა ეგოისტი. რაღაც დონეზე რელიგიურია ან სჭირდება რელიგია. გხვდება ფილოსოფოსების ხელოვნებათმცოიდნეების ეზოთერიკების და სასულიერო პირების რუქაში.

[01.27]

„გამძიება“. მიუთითებს ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანზე, რომელიც ან ძალიან საინტერესო რამეს აღმოჩენს ან „ცხვირს მოიმტრევს“. ასეთ ადამიანს აქვს მეცნიერების Nიჭი. ხშირად გამომძიებლების და გამომგონებლების რუკაში გვხვდება.

[01.28]

„ოპტიმისტი“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ყოველთვის ოპოზიციურია და რომელიც ყოველთვის წარმატების სჯერა. გვხვდება იურისტების რეფორმატორების და სპორცმენების რუქაში.

[01.29]

„სიახლე“.მიუთითებს ახლებური ხედვის ადამიანზე, რომელიც მეცნიერულ აღმოჩენებს აკეთებს. გხვდება ფიზიკოსების და პარანორმალური კვლევების მუსაკების რუქაში.

[01.30]

„გარჯა“.მიუთითებს ადამიანზე, რომელიც თავაუღებვლივ შრომობს, რომელიც თავისთავზე მეტს იღებს ვიდრე სხვები და სრულიად არ წუწუნებს ამისგამო. გხვდება მეცნბიერების და ორგანიზატორების რუქაში.

მოამზადა: ნიკა დვალიშვილი
“ტაროს სკოლა”

Categories
ასპეტები ასტროლოგია

პროფესიები ასტროლოგიაში

1. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები: ძლიერად აქცენტირებული ნიშნები ცეცხლის და მიწის ტრიგონი, მაგრამ უმჯობესია განლაგებული იყვნენ ჰორიზონტზე, უმჯობესია იყოს ასცენდენტით ლომი ან ნიშანი ჰაერის ტრიგონიდან. ასევე ქცენტირებული უნდა იყოს თხის რქა (ამბიციურობა) და სასწორი (საჯაროობა, საზოგადო საქმიანობები).
2. სულიერი პირები: ძლიერად აქცენტირებული ნიშანი მშვილდოსანი, მზე ქალწულში ან თევზებში. მარსისა და მერკურის ასპექტი, უმჯობესია თუ მარსს ექნება კარგი ასპექტები სხვა პლანეტებთან, მერკური დაზიანებული სატურნით.
3. მწარმოებელი: იდალურია —თუ მარსი შეერთებაშია, აქვს კვადრატი ან ოპოზიცია სატურნთან. პრიორიტეტული ნიშნებია ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, პლანეტებიდან — მარსი, სატურნი, მერკური, ურანი და რაც უფრო მეტი შეერთებები, კვადრატურები და ოპოზიციებია მით უფრო კარგია.
4. ბიზნესმენები, კომერსანტები, სპეკულანტები, ვაჭრები: ძლიერად აქცენტირებული II სახლი (სტელიუმი!), სატურნი II სახლში (შემგროვებელი, შეიძლება ეს იყოს არა მატერიალურიც, ცოდნა და ა.შ).
აქცენტირებული IX სახლი — ცნობილი ბიზნესმენი, კონტაქტები უცხოეთთან და უცხოელებთან. ქვეყანაზე მიუთითებს ნიშანი, რომელიც იმყოფება IX სახლის კუსპიდზე.
აქცენტირებული V სახლი — სპეკულაციური საქმიანობა, ყიდვა-გაყიდვა. აქცენტირებული კარდინალური (კუთხე) სახლი მიუთითებს დამოუკიდებელ საქმიანობაზე, ასევე აქცენტირებული ქალწული. მზეს, მერკურს, იუპიტერს, აქვს ძლიერი კოსმიური სტატუსი.
5. ბუღალტრები: აქცენტირებული ქალწული.
6. საინჟინრო და ტექნიკური პერსონალი: აქცენტირებული ნიშნები ჰაერის ტრიგონი, განსაკუთებით — სასწორი (მეცნიერება!). ძლიერი მარსი, მერკური, ურანი შეერთებაში ან ასპექტებით.
7. პროექტის ავტორები: ძლიერი მერკური.
8. არქიტექტორები, მშენებლები: ძლიერი სატურნი მიწის და ჰაერის ნიშნებში ასპექტებით მარსთან და ვენერასთან.
9. იურისტები: აქცენტირებული VII, XII სახლები, ძლიერი მერკური, სუსტი იუპიტერი.
10. იუველირები: ძლიერად აქცენტირებული ნიშანი ლომი.
11. პროფესიონალები ან ავტომოყვარულები: აქცენტირებული ნიშნები ვერძი, მორიელი. ძლიერი მარსი, ხშირად ასპექტი იუპიტერთან.
12. ექიმები: აქცენტირებული VI და XII სახლები (ხშირად სტელიუმით). ძლიერი მარსი დომინირებს ქირურგებში. რეტროგრადიული მარსი და სატურნი თევზებში და XII სახლი ფსიქიატრებში. მარსი კარდინალურ სახლებში ყოველთვის მიუთითებს აგრესიულ ქირურგს, განსაკუთრებით მერკურთან ასპექტის დროს. მთვარე ჰაერის ტრიგონის ნიშნებში. მზე კუროში და მორიელში ამძაფრებს ინტერესს ორგანიზმის შესწავლის მიმართ; ქალწულში — ჰიგიენისტი, დიეტოლოგი; ლომში —კარდიოლოგი; მორიელში — გინეკოლოგი; სასწორში — დერმატოლოგი, ვენეროლოგი; ვერძში — ქირურგი, სტომატოლოგი, ტრავმატოლოგი; მზე შეერთებაში მარსთან X სახლი — ქირურგი, ფსიქიატრი.
13. ფარმაცევტი, აფთიაქარი: აქცენტირებული ნიშანი მორიელი. პლუტონი ან ნეპტუნის ასპექტი მზესთან. მზე II ან VIII ასხლებში, სხვა ვარიანტში მოცემული სახლების კუსპიდებთან შეერთებაში, ან შეერთებაში მოცემულ სახლებში განლაგებულ პლანეტებთან.
14. ქიმიკოსები, ფსიქოთერაპევტები: აქცენტირებული ნიშანი მორიელი, თევზები. მარსი წლის ნიშანში. ხშირად ამ თამაშში ნეპტუნი ერევა.
15. ზოგადად სამედიცინო პერსონალი: აქცენტირებული VI და XII სახლები. ძლიერი ნეპტუნი VI სახლში მერიდიანული ტრიგონით (ცნობილი ექიმები) და ასპექტი მთვარესთან (პოპულარობა). მზე ვერძში ტრინი ნეპტუნთან (ჰიპნოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ბიორადიოლოგი-ექსტრასენსი). მზე მორიელში ტრინი მარსთან (ქირურგი), ნეპტუნთან (ფსიქოთერაპევტი).
16. პროზაიკოსები, პოეტები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, ქალწული, მორიელი და თევზები (ფანტასტიკური ჟანრის მწერლები და მთხრობელები). ძლიერი მერკური. ძლიერი ვენერა შეერთებაში ან ასპექტით სატურნთან, ურანთან. ასცენდენტი მორიელში იხრება მისტიკური და ეროტიკული მწერლობის მხარეს. კირჩხიბი – სასიყვარულო ისტორიები. მზე IX სახლში შეერთებაში ვენერასთან და ასპექტი მერკურთან მიუთითებს ფილოსოფიურ თემებზე, მოგზაურობის აღწერა. მთარეს VI სახლში კირჩხიბში მოაქვს სახალხო პოპულარობა.
17. კომპოზიტორები, მუსიკოს-შემსრულებლები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, ქალწული, თევზები, კირჩხიბი. ძლიერი ვენერა, მზე, ნეპტუნი XII სახლში (შტრაუსი). ვენერას შეერთება მზესთან და ასცენდენტთან (ვაგნერი). მზის შეერთება მარსთან ტყუპებში, 6 სახლში (შუმანი). ასცენდენტი კირჩხიბში, ვენერა კუროს ტრიგონი ურანთან ქალწულში და სექსტილი იუპიტერთან კირჩხიბში (პიანისტ-ვირტუოზი ბროკგრაუზი).
ძლიერი ვენერა ასპექტით ნეპტუნთან ან ურანთან, ასპექტი სტელიუმთან კირჩხიბში (ტემპერამენტი, გრძნობები, ემოციონალურობა), სტელიუმი ტყუპებში (ვირტუოზული ტექნიკა), თევზებში (ტონი, ხმოვანება, გრძნობები, ემოციები).
18. მხატვრები, ხელოვნები: აქცენტირებული ნიშნები — კურო, ტყუპები, კირჩხიბი, სასწორი. ძლიერი მერკური, ვენერა, მზე, კარგი ასპექტებით იუპიტერთან კუროში, სასწორში. IV სახლი აქცენტირებული ხშირად დომინირებს (მშობლიური მხარის) პეიზაჟისტების რუკაში, IX სახლი — მარინისტების, III სახლი — ანიმალისტების (ან IX სახლი). დიურერს ჰქონდა აქცენტირებული X სახლი სტელარიუმი ვენერით, მზით, სატურნით, მერკურით, მთვარით. დიკსს ჰქონდა აქცენტირებული IV სახლი სტელარიუმი მზით, მთვარით, მერკურით და ვენერით. ოემას კი ჰქონდა აქცენტირებული II სახლი სტელიუმი ვენერით, რეტროგრადიული მერკურით და მზით (მერწყულში).
19. მოქანდაკეები: აქცენტირებული აღმოსავლეთი ნაწილი ნიშნებით კურო, ტყუპები ან მორიელი ძლიერი მარსით, სატურნით, მზით ან სტელიუმში მოცემული პლანეტები.
20. თეატრის ან კინო მსახიობები: აქცენტირებული ნიშნები სასწორი და ლომი. აქცენტირებული სახლები — VII, V, X. ძლიერი ქირონი და ვენერა, მარსი, ნეპტუნი, პლუტონი, პროზერპინა. ან სტელიუმი მოცემული პლანეტებით, სხვა ვარიანტში ასპექტები ერთმანეთთან. პოპულარულობას ყოველთვის განსაზღვრავს მთვარე.
21. კომიკოსები და ჯამბაზები: ძირითადად გამოკვეთილი II და VII სახლები, აქცენტირებული კურო ძლიერი პლანეტებით, სტელიუმით.
22. თარჯიმნები, ჟურნალისტები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები და ქალწული, სახლები III, VI, IX ძლიერი პლანეტებით ან სტელიუმით. ძლიერი მერკური და ნეპტუნი მოცემულ სახლებსა და ნიშნებში. მერკურის ასპექტი მთვარესთან, სატურნთან, ნეპტუნთან.
23. მომღერლები: აქცენტირებული ნიშანი კურო, აქცენტირებული სახლები VII, X ძლიერი ვენერით ან სტელიუმით, მერკური – რეტროგრადიული.
24. ბალერინები, მოცეკვავეები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, სასწორი, მერწყული ან კირჩხიბი, მორიელი ან თევზები. აქცენტირებული სახლები V, VII, XII. მარსი V სახლში (კლასიკური ბალეტი). XII სახლი და თევზები (მედიალური ცეკვები, ნიღბებით). აქცენტირებული თხის რქა (საკულტო ცეკვები). აქცენტირებული კირჩხიბი და ძლიერი მთვარე (ნაციონალური ცეკვები).
25. სპორტსმენები: ძლიერად აქცენტირებული ნიშნები მშვილდოსანი, ვერძი, კურო, კირჩხიბი, მორიელი, თევზები, აქცენტირებული სახლები I, III, V, VII, X.
ნეპტუნის და პლუტონის სექსტილი. მზე ვერძში (კრივი), კუროში (რესლინგი), ტყუპებში (მსუბუქი ათლეტიკა), წყლის ნიშნებში (ცურვა, დაივინგი), მშვილდოსანში (ჰოკეი, ფეხბურთი), მორიელში (სროლა).
26. პედაგოგები, ლექტორები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, ქალწული, კირჩხიბი, მორიელი, თევზები. აქცენტირებული სახლები V და XI. ძლიერი მზე ქალწულში, კირჩხიბში, მორიელში, თევზებში (ანალიზი). ძლიერი მთვარე კირჩხიბში (პასუხისმგებელი), თხის რქაში (დიპლომატიურობა), ვერძში (მრჩეველი), ლომში (შემომთავაზებლობა), სასწორში (მოქმედებითობა).
27. მოგზაურები: აქცენტირებული ნიშნები წყლის და ჰაერის ტრიგონი, აქცენტირებული სახლები IX და X. ძლიერი პლანეტები მზე, მარსი, იუპიტერი, ნეპტუნი, ან მონაწილეობენ სტელიუმში, სხვა ვარიანტში ასპექტები ერთმანეთთან.
28. ფილოსოფოსები: აქცენტირებული ნიშნები — მშვილდოსანი, თხის რქა, ვერძი, კურო, აქცენტირებული სახლები — IX, X, I. ძლიერი პლანეტები — მერკური, ვენერა, იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი, ურანი.
მერკური და სატურნი აძლიერებენ მატერიალისტურ ხედვებს, ვენერა და ნეპტუნი — იდეალისტურს. აქცენტირებული კურო – ნოვატორობა, რაციონალისტობა. მორიელი — მეტაფიზიკა. თევზები —ფსიქოანალიტიკა. მთვარე და მერკური იძლევა არგუმენტების კარგ ფორმულირებას; მერკური და სატურნი — ლოგიკურობა და კრიტიკულობა; მერკური და მარსი ხელს უწყობს წარმოსახვის გადმოცემას; მერკური და ურანი — მეცნიერება; მზე და ურანი — აძლიერებს შემეცნებით-თეორიულ ინტერესებს, ორიგინალურ მიდგომებს და დასკვნებს.
უარყოფითი ასპექტები ზემოთხსენებულ პლანეტებს შორის მიუთითებს კონფლიქტებზე, უთანხმოებებზე თანამედროვე ტენდენციებსა ზოგადად კაცობრიობასთან დაკავშირებით.
მერკურის შეერთება მზესთან კუროში, XII სახლში (კრიტიკა) ტრიგონალური ასპექტი რეტროგრადიულ სატურნთან IX სახლიდან და მთვარესთან V სახლიდან (იმანუელ კანტი).
მზე, ნეპტუნი და სატურნი კუროში IV სახლში (იოჰანეს ფერვერა). ასცენდენტი მორიელში, მზე კუროში ქმნის სინთეზს მეტაფიზიკასა და რაციონალიზმს შორის, ძლიერი ნეპტუნი და ურანი ზრდის მსოფლმხედველობას.
29. მკვლევრები, სწავლულები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თევზები. აქცენტირებული სახლები — III, VI, VII, IX, XII.
მთავარი და ძირითადი მაჩვენებლებია პლანეტები: მერკური, სატურნი, იუპიტერი, ურანი, სტელიუმი მოცემული პლანეტებით. უმეტეს შემთხვევაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წარმომადგენელთა რუკაში პლანეტები განლაგებულია აღმოსავლეთ ნაწილში განსაკუთრებით – III სახლში. მერკურს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია ასპექტები სხვა პლანეტებთან და ჰოროსკოპის ელემენტები, ვიდრე დანარჩენი ფაქტორები. მათემატიკოსების, ფიზიკოსების, ასტრონომების მერკური ძირითადად კარდინალურ ნიშნებშია.
ისააკ ნიუტონი: მზე III სახლში; მერკური და ნეპტუნი მშვილდოსანში; იუპიტერი და სატურნი თევზებში და კავშირში V სახლთან.
ალფრედ რასელი: სტელიუმი ხუთი პლანეტით — ნეპტუნი და ურანი, რომელიც შეერთებაშია მზესთან, მერკური და ვენერა, რომელიც აგრეთვე შეერთებაშია, იმყოფება თხის რქაში. პირველი ორი ასევე შეერთებაშია III სახლის კუსპიდთან, დანარჩენი გადანაწილებულია III სახლში.
30. ბნელი სამყარო: აქცენტირებული ნებისმიერი ნიშანი და ნებისმიერი სახლი სტელიუმი ბოროტი პლანეტებით. შეერთების ნებისმიერი ვარიანტი მარსი-პლუტონი-ნეპტუნი—მთვარის კვანძები-პროზერპინა-ლილიტი. ძლიერად დაზიანებული მერკური შეერთებაში ნეპტუნთან (კლეპტომანია, უპრინციპობა). სუსტი იუპიტერი მიუთითებს ამორალურობაზე.
სტელიუმი კუროში და დაზიანებული ვენერა მიუთითებს ცივსისხლიან დამნაშავეზე. ძლიერი მარსი VII სახლში კვადრატი მთვარესთან XI სახლში და ვენერასთან V სახლში მიუთითებს მეგობართან ღალატზე. მზე და ურანი კარდინალურ ნიშნებში და კარდინალურ სახლებში კვადრატით მარსთან და სატურნთან მიუთითებს სუიციდზე. იგივე შედეგს გვაძლევს სატურნის და პლუტონის ოპოზიცია და მათი კვადრატი მზესთან და ურანთან.


თარგმნა: მიზანთროპი