მზე ზოდიაქოს სახლებში


მზის მდებარება სახლებში მიგვითითებს ცხოვრების იმ სფეროებზე, საითკენაც ყველაზე ძლიერადაა ადამინის ძალისხმევა მიმართული პოტენციის გამოსავლენად. ეს ის სფეროა, რომელშიც ადამიანი ყველაზე კარგად ავლენს თავს შემოქმედებითად.

მზე პირველ სახლში
ასეთ ადამიანს განსაკუთრებული ნებისყოფა და სასიცოცხლო ენერგია აქვს, განსაკუთრებით თუ შეერთებულია ან ახლოს დგას ASC-თან. ის ლიდერია თავის სფეროში და მის ამ თვისებაზე ვერანაირ ზეგვლენას ვერ ახდენს სხვისი აზრი. ყოველთვის იცის რა უნდა, ეს მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალისტია. გამოირჩევა ძიერი ენერგიით და რეგენერაციის უნარით (ძლიერი ჯამრთელობა). ყოველთვის ისწრაფვის წარატებისკენ და „პირველი ადგილისთვის“. მისთვის მთვარია თავი საჭიროდ და დაფასებულად იგრძნოს. ის მაგნიტურია , შინაგანად მდიდარი და ლამაზი და ამთვისებებით იზიდავს ადამინებს.
დაზანებული მზე პირველ სახლში პატივმოყვარეობას, ეგოცენტრულობას, ძიერ ეჭვინობას და ცრუ ამბიციებს იძლევა.

მზე მე-2 სახლში
ასეთ ადამიანის საკუთრება და ფლობა აძლევს დაცულობის შეგრძნებას. მას თანდაყოლილი, ინსტიქტური ნიჭი აქვს ფულთან და ფინანსურ სფერობთან დაკავშრებით, ამიტომ ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით შეუძლია აწარმოოს ბიზნესი, რომელიც მუდამ მოგებაზე იმუშავებს. მაგალითად მზე ტყუპებში თუ მე-2 სახლში მოხვდა, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი ფულს ინტელექტუალური შრომით იშოვის, რომელიც დაკავშრებული იქნება ან ლიტერატურასთან, ან განთლებასთან ან მასმედიასთან, ხოლო დახარჯვით ამ თანხას თავგადასავლებში, თეატრში და გასართობად დახარჯავს. ასეთი ადამიანის მიზანი ფინანსური დამოიკიდებლობაა.
დაზიანებული მზე მე-2 სახლში იძლევა სნობიზმს, ადამიანს გონია რომ საზოგადოების ყურადღებას სიმდიდრით მიიქცევს, საკუთარ აზრს სხვებს ახვევენ თავს, რათა უფრო მეტი მოგება მიიღოს. უაზროდ ხარჯავს ფულს მდიდრულ და მოდურ საგნებში.

მზე მე-3 სახლში
ასეთი ადმაიანისთვის მნიშნელოვანია თვითგამოხატულება (მწერლობა, მასწავლებლობა, ინფორმაციის გავრცელება), განსაკუთრებით ინტელექტუალურ სფეროებში. დამაჯერებლი საუბარით და აზრის გამოთქმით შეუძლია სხვა ადამინებზე ზეგავლენა. მუდამ მოქმდებეაში და მოძრაობაშია, მოკლე მგზავრობები და ექსკურსიები ეხმარება გარესამყაროს აღქმაში. აქვს დიდი ცნობისმოყვარეობა, რაც ეხმარება ახალი საგნების და სწავლებების ათვისებაში, განსაკუთრებით იმ სფეროში რომელ ნიშანშიც მზეა მოქცეული. მე-3 სახლი ასევე დაკავშირებულია და-ძმებთან და მათთან დაკავშირებულ მოვლენებთან.

მზე მე-4 სახლში
ასეთი ადამიანი ჩაკეტილია და ერიდება ხალხმრავალ ადგილებს. თუ საშუალება აქვს ყოველთვის ირჩევს ისეთ სამსახურს, რომლის შესრულებაც სახლიდანაც შეუძლია. მისთვის პრიორიტეტი სახლი და ოჯახია.
მე-4 სახლის მზე ადამიანისთვის, ასევე არის ძილირი სურვილი ქონდეს საკუთარი სახლი, ოჯახი, საამაყო წინაპრების ძებნითაც კავდება. იქცევიან როგორც არისტოკრატები. სახლი კი იმისთვის უნდათ, რომ შექმნან სილამაზის და სიმყუდროვის პრეცედენტი. ცხოვრების პირველი ნაწილი ეს არის ბრძოლა, მეორე ნაწილში კი სტაბილურობას და კეთილდღეობას აღწევენ. სამშობლოს და ბუნების სიყვარული, მისწრაფება საკუათრი კერისკენ და მიწისკენ ასეთი ადამინის დამახასიათებლი თვისებებია.
თუ მზის ზოდიაქოც ხელს უწყობს, კარგი პოლიტიკოსები გამოდიან, რადგან ასეთ ადამიანს აქვს პატრიოტიზმის მაღალი შეგრძნება.
დაზიანებული მზე იწვევს პრობლემებს მშობლებთან, ასევე ადამიანს უბიძგებს ოჯახში ტირანიისკენ (ოჯახის წევრების მართვის სურილი) და ყველაფრის ფლობის სურვილისკენ, რაც სახლს და ოჯახს უკავშირდება.

მზე მე-5 სახლში
ასეთ ადამიანს აქვს ძიერი ნებისყოფა, შემოქმედებითი თვითგამოხატულება, ოპტიმიზმი, უყვარს ხალხმრავალი ადგილები, სიამოვნებები, აქვს სურვილი იყოს გამორჩეული და ყველსათვის საყვარელი. იტაცებს მუსიკა, თეატრი, ხელოვნება, ხანდახან სპორტიც. ყოველთვის „სასცენოდ“ იქცევიან, ეძებენ თავგადასვლებს და სიამოვნებებს. არიან ბავშურები და მხიარულები, ყავთ ბევრი მეგობარი. ეგოცენტრულობაც ახასიათებთ. უყვართ ბავშვები და აქტიურად კავდებიან მათი აღზრდით. ხშირია როცა საკუთარი შვილები არ ყავთ: თუ მზე დაზიანებულია ან ცეცხლის ნიშანშია,მაშინ ეს სახლი უშვილობასაც იწვევს.
არიან საუკეთესო და მრავალფეროვანი საყვარლები, მაგრამ ამასთან ერთგულებაც შეუძლიათ (თუ მზე კუროში ან მორიელში არ არის – ეს პოზიციები ძიერი ეჭვიანობით და სიძუნწით გამოიხატება).
დაზიანებული მზე ასევე იძლევა ამპარტავენებას, საკუთარ თავში ზედემტად დარწმინებულობის გამო ხშირად ხვდებიან სარისკო სიტუაციებში. ასევე არის აზარტული თამაშებისგან მიღებული ზიანის ალბათობაც.

მზე მე-6 სახლში
ასეთი ადამიანის მთელი ძალისხმევა მიმართულია ან საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების დახვეწა-განვითარებისკენ ან საკუთარი პიროვნების განვითარებისკენ. ყველა საქმეში ავლენენ კრიტიკულ აზროვნებას და ანალიზს დეტალების მიმართ. მთვარი მიზანია მინიმუმ ნებისმიერ საქმიანობაში ოპტიმიზირებული ფუნქციონირების და მაქსიმუმ სრულყოფილების მიღწევა. ამ ყველაფრისთვის კი აღიარებაც ჭირდებათ.
ასევე მე-6 სახლის მზე გამოირჩევა ჯამრთელობისდამი გადამეტებული ყურადღებით, ეს ინტუიციურად ხდება და სწორი მიდოგომაცაა, რადგან მე-6 სახლი ჯამრთელობის სახლია და შესაბამისად მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს. გამოჯამრთელების პროცესი ხანგრძლივია, ასეთი ადამინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორი კვება. დაზიანებული მზის შემთხვევაში კი ეს ინტუიციური დამოკიდებულება ჯამრთელობის მიმართ ქრება და იწვევს გრძელვადიან დაავადებებს და მცდარ დიაგნოზებს.

მზე მე-7 სახლში
ეს სახლი DSC-დან იწყება და პასუხს აგებს ჩვენს პარტნიორულ, საქმიან ურთიერთობებზე და ქორწინებაზე. მზე სასწორის სახლში დაცემულია, მაგრამ არც ისე სუსტი: ეს გამოიხატება ძალაუფლების სურვილში (ეგო) პარტნიორების მიმართ. თუ მაგალითად პირველი სახლის მზე ბუნებრივად არის ლიდერი და აქვს ძალაუფლება, მე-7 სახლში არის ძალაუფლების ძლიერი სურვილი (განსაკუთრებით ქორწინებაში) და ყველა ქმედება ამისკენ არის მიმართული გაუცნობიერებლად, მაგრამ სამაგიეროდ ერთგულები არიან და ოჯახური ჰარმონიისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ასეთ ადამიანს ჭირდება სხვა ადამინები საკუთარი თავის გამვლენისთვის, ის სხვებისთვის აკეთებს დემონტრირებას. ადამიანებთან ურთიერთობა ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ისწრაფვის ბალანსირებული ურთიერთობისკენ. კარგად გამსოდის მოლაპარაკებები და რჩევების მიცემა.
დაზიანებული მზის შემთხევევაში ვლიდება პირიქით: ეძებს მარტო ძალაუფლებას და ჰარმონია და ურთიერთობის დამყარება არ არის მისთვის პრიორიტეტი. ასეთ ადამინისთვის აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა, რათა სხვების აზრიც გაითვალისწინოს და პატივი სცეს მათ.
თუ მზე დაზიანებული არ არის, მაშინ ქორწინების შემდეგ კეთილდღეობა და წარატება ერთი ორად იზრდება. ხელს უწყობს პოპულარობას, კარგია სარეკლამო საქმიანობისთვის და ზოგადად ცნობადობისთვის.

მზე მე-8 სახლში
ასეთი ადამიანები ძლიერი შთაბეჭდილებებით ცხოვრობენ, კრიტიკულ სიტუაციაებში ყველაზე ადექვატურად რეაგირებენ, ძალზედ რისკიანები არიან („ფსკერისკენ მიმვალი გემის კაპიტნები“).
მე-8 სახლის მზე იძლევა ინტერესს ყველაფერი დაფარულისადმი და ამოუცნობისადმი. აინტერესებთ სიკვდილის თემა. ეძებენ მაღალსულიერ სფეროს განვითარებისთვის და ისწრაფვიან სრულყოფილებისაკენ. არიან სამართლიანები, არ აქვთ შიში გრძნობა. ასეთი ადამიანი იშვიაად განიცდის კმაყფილების გრძნობას. არიან ძალინ მომთხოვნები, მაგრამ ბევრსაც გასცემენ. მთელი მათი ცხოვრება არის ბრძოლა და დიდი ბარიერების მიუხედავთ არასდროს ეცემიან სულიერად. ეს რათქმაუნდა მაღალგანვითარებული ადამიანის შემთხევვაში.
ჩვეულებრივ ცხოვრებაში ძირითადად დატოვებული მემკვიდრეობით არიან დაკავებულები, ასევე სხვების ფინანსებით. კარგი ასპექტების შემთხვევაში აუცილებლად დაუტოვებენ ქონებას და ანდერძს (სხვისი ქონება). ცუდი ასპექტების შემთხვევაში – საკანონმდებლო სირთულეები და მასთან დაკავშირებული გაუგებრობები. განქორწინების შემთხვევაში – ალიმენტების დაკისრება. ქალის ჰოროსკოპში იძლევა ქმარს, რომელიც ქონებას გაუფლანგავს. მიდრეკილება სისასტიკისაკენ. ხშირად აღიარება სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლეში კი აუღიარებლობა.

მზე მე-9 სახლში
ასეთი ადამიანები გამოირჩევიან ფილოსოფიური აზროვნებით, მუდამ ეძებენ პასუხებს გლობალურ კითხვებზე. ძირითადი ინტერესი სულიერი და რელიგიური სფეროებია. იტაცებთ შორეული მოგზაურობები, უცხო ხალხის კულტურა და გამოკვლევევბი. აქტიურები არიან პოლიტიკურ სფეროშიც. შეხება უმაღლეს განათლებასთან, დიდი ინტუიცია და გონების განათებები მათი დამახასიათებლი თვისებებია. ძირითადად მათი მოღვაწეობის ყველა სფერო საზღვარგარეთთან არის დაკავშირებული, ბევრსაც მოგზაურობენ, გამონაკლისი მარტო ის შემთხევევაა, რომცა მზე სტაბილურ ნიშანშია მოქცეული.
ასეთი ადამიანის სულიერი განვითარება დამოკიდებულია მის ნათალურ ჰოროსკოპზე, მაგრამ მიუხედავად ამის ყოველთვის აქვს მკაცრი მორალური პრონციპები, რომელსაც არ გადაუხვევს. მზის ცუდი ასპექტების შემთხევაში ასეთი ადამიანი თავის რელიგიურ და ფილოსოფიურ შეხედულებებს ძალის გამოყენებით ახვევს თავს გარშემომყოფებს, გადადის ფანატიზმში და ამპარტავნებაში. ასევე სირთულეები განათლების მიღებსთან და საზღვარგარეთთან დაკავშრებით.

მზე მე-10 სახლში
ასეთი ადამიანის მთავარი მიზანი დიდი და მასშტაბური კარიერის გაკეთებაა, წარმატება და სახელის მოხვეჭა პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი მთვარი პრინციპია: სახლემწიფო- ეს მე ვარ. არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები, ამბიციურები, აქვთ ძლიერი ნებისყოფა ნებისმიერ მიზნამდე მისასვლელად. ისწრაფვიან აღიარებისკენ და ძალაუფლებისკენ და ბევრსაც გასცემენ ამის სანაცვლოდ. აქვთ კარგი ორგანიზატორული ნიჭი. ასეთი ადამინები ხშირად იბადებიან ტიტულოვან და ცნობილ ოჯახებში. კონსერვატულები არიან და უარყოფენ ყველაფერს, რამაც შეიძება რეპუტაცია შეულახოთ. ყოველთვის ცდილობენ იყვნენ სხვებისთვის სამაგალითო. კეთილშობილი – ეს ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე უკეთ ახასიათებთ მათ. ცუდი ასპექტების შემთხვევაში იძლევა დიქტატურას, უაზრო ძალაუფლებისაკენ მისწრაფებას, უნამუსობას, მისთვის ნებისმიერი ხერხი მისაღებია მიზნის მისაღწევად. თუ სატურნით არის დაზიანებული მაშინ საზოგადო სირცხვილი და უასიამოვნებები ელის.

მზე მე-11 სახლში
ასეთი ადამიანისთვის მთვარი მეგობრობა და თანამშრომლობაა, დაინტერესებულია ოკულტური სწავლებებით, გამომგონებელია, უყვარს ექსპერიმენტები. უყვარს როცა აღიარებას საკუთარი შემოქმედებით იღებს. ძლიერ ჰუმანურები არიან, კაცთმოყვარეები, ადმიანს ღირსებებით აფასებენ, უყვართ ყველაფერი ორიგინალური და ექსცენტრიული. მათთვის მთავარი კოლექტივია, არ უყვართ მარტო მოღვაწეობა, კრიტიკაზე მეტად, ვერ იტანენ როცა სწორად ვერ აღიქვამენ გარშემომყოფები. მათი მოქმდება ინდივიდუალურია, მაგრამ ისეთი მაშტაბური, რომ ყოველთვის მოქმდებს საზოგადოებაზე. ინტერესდებიან პოლიტიკითაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ადამინის უფლებებს ზღუდავს. ცვლილებები და რეფორმა მათი მოწოდებაა, რევოლუციების სათავეში ხშირად ასეთი ადამინები დგანან, ისინი არასტანდარტული ლიდერები არიან.
კარგი ასპეტების შემთხვევაში ასეთ ადამინს გვერდით ყოველთვის ყავს ისეთი მეგობრები, ვინც საქმიანობაში ეხმარება. მისთვის მიუღებელია კონკრეტული სფეროებზე მორგებული კანონები და ჩარჩოები, ისნი ყველაფერს გლობალურად და კაცობრიობის გადმოსახედიდან უყურებენ. არ არიან მიკერძოებულები.
ცუდი ასპექტების შემთხვევაში – ძლიერი ზეგავლენის უნარს იყენებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდიანრე ან პირიქით ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ და ადვილად გამოყენებადი ხდება, მიტოვებული ბედის ანაბარა ან შეცდომაში შეყვანილი. ძირითადად როცა ადამინი ცუდად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, ბუმერანგის პრინციპი იწყებს მუშაობას და ყვეალფერი უკან უბრინდება (მე-11 სახლს მართავს კარმული პლანეტა სატურნი).

მზე მე-12 სახლში
ასეთი ადამიანი საკუთარ თავში ჩაკეტილია, რათა კარგად გამოიკვლიოს თავისი ქვეცნობიერი. ისინი ერთგვარად შავი რაინდები არიან, ხელმძღვანელობენ კულისებიდან. ისინი ძირითადად მარტოსულები არიან და ნორმალური კონტაქტები უჭირთ. დაინტერესებული არიან ფსიქოლოგიით და პარაფსიქოლოგიით. ძირითადად ორმაგ ცხოვრებას ეწევიან და მათი რელური „მე“ ყოველთვის დაფარულია. პროფესიულად ძირითადად ისეთ სფეროებში მოღვაწეობბენ, სადაც განმარტოვება შეუძლიათ ან არავინ იცნობს და სადაც ადამინების დამხმარება შეუძლიათ (ციხე, ჰოსპიტალი, ფისიქიატრიული საავადმოყოფო). აუდიტორიის წინაშე გამოსვლა დისკომფორტს იწვევეს მათში.
მზის ცუდი ასპექტების შემთხვევაში – ნევროზულობა, გადამეტებული მორიდება, მიზანტროპია. უჩნდება სურვილი ხალხის ფარული მართვის. ქვეცნობიერი ეგოიზმი და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა. დაზიაენბული მე-12 სახლი იძლევა ძლიერ ფარულ მტრებს ან ადამიანი გაუცნობიერებლად ხდება თავის თავის მტერი და ნებისმიერ პოზიტს ანგრევს თავის ირგვლივ.

მომაზადა:Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ