ტრანზიტული პლუტონის შეერთება ნათალურ მზესთან და სხვა პლანეტებთან თხის რქაში (2008-2023)

2008 წლის 26 იანვრიდან პლუტონი გადავიდა თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში და მომდევნო 15 წელი იქ გაჩერდება. მიმდინარე პერიოდში პლუტონი თხის რქის 9 გრადუსზეა, რაც იმას ნიშავს რომ ეს სტატია ყველაზე აქტუალური თხის რქებისთვისაა, რომლებიც პირველ დეკადაში არიან დაბადებულები.

ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ასპექტი ყველას ცხოვრებაში არ ხდება. ის საკმაოდ ხანგრძლივია და დიდი და რადიკალური ცვლილებებისკენ მიგვანიშნებს. ეს ძირითადად ის შემთვევაა, როცა ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებები საკუტარი ნებით კი არა, არამედ გლობალური მოვლენების შედეგად ხდება და ეს უკვე ადამიანზე დამოკიდებულები საითკენ წაიყვანს თავის ცხოვრებას და როგორ გამოიყენებს ამ იშვიათ ასპექტს.


ზოგადად, როცა პლუტონი ასპექტს უკეთებს ნათალურ მზეს, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ეგოს ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ უბიძგებს. ამ დროს შეიძლება გააცნობიეროთ საკუთარი ძალაუფლება, რომელსაც ფლობთ ან უბრალოდ მისწრაფება ძალაუფლებისკენ. გექნებათ შეგრძნება, რომ ყურადღების ცენტრში ხართ ყველა მოვლენა თქვენს გარშემო ხდება, ათასი თვალი გიყურებთ და ამიტომ ყოველთვის შეეცდებით ჩრდლიში გასვლას,რაც არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან შეიძლება თქვენსგან განტევების ვაცი გამოიყვანონ: თუ თქვენ ამ პერიოდში მნიშვნელოვან საკითხებში და პრობლემების გადაჭრაში გადაწყვიტავთ დათმოთ პოზიციები, შედეგეად მიიღებთ დევნას და შევიწროვებას.

საკუთარი ეგოს ღრმად შეცნობის ძლიერი მისწრაფება და სურვილი გამოიკვლიოთ მისი მოთხოვნილებები შეიძლება დაგეხმაროთ მიღებული ზღვა ინფორმაციის დახარისხებაში, რომელიც ამ ასპექტის მოქმედების პერიოდში შემოდის თქვენს ცხოვრებაში.

პლუტონის ზემომედების დროს თქვენ შეიძლება განიცადოთ, როგორც აღმაფრენები, ასევე სიღრმეები: ერთის მხრივ, მოიპოვოთ აღიარება და ძალაუფლების შეგრძნება, მეორეს მხრივ, შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ თქვენ გმართავენ სხვები.

ამ პერიოდში კარგი იქნება ცხოვრებისეული მოვლენების ანალიზი, რადგან პოზიტიური გამოცდილება და დამიკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ (რაც შინაგანად გაქვთ) მიგითითებთ იმ ფუნდანეტური საკითხებისკენ, რომელზეც შეგიძლიათ დააფუძნოთ ცვლილებები, ხოლო საკიტხები რომლეთა მიმართ ნეგატიურად და პესიმისტურად ხართ განწყობილი, მოითხოვს ცვლილებებს ან ლიკვიდაციას.

ახლა განვიხილოთ კონკრეტულად თხის რქაში ეს ასპექტი. ფაქტურად შეუძლებელია ადამიანი მოემზადოს პლუტონის სტუმრობისთვის ნათალში. მზესთან ასპექტირება ეს დაახლოებით აფეთქების ძალის ტოლია, უმეტეს შემთხვევაში მას დადებითი განმუხტვა მოჰყვება ხოლმე. მაგრამ მაინც ვინც გაფრთხილებუულია, ის შეიარაღებულია.

თხის რქებო- თავიდან პლუტონის შეერთებას თქვენს მზესთან მოყვება უსიამოვნებები და სტრესი, ექსტრემალური ცხოვრებისეული სიტუაციები. ეს თავიდან მოკლე პერიოდი გაგრძელდება, მანამ სანამ მოძლიერდებით მორალურად და მიიღებთ იმ უზარმაზ იმპულს პლუტონისგან, რომელსაც საკუტარი თავის გამოვლენისკენ მიმართავთ..


კონკრეტული გაფრთხილებები სხვა პლანეტების ტრანზიტებისთვის თხის რქაში:

1) კარიერაში განსაკუთრებული კარიერული ცვლილებები და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, სახელის მოხვეჭა და აღიარება ელოდება მათ ვინც- 01.01-09.04/1961 და 13.08.-13.11./1961 – დაბადებულ ადამინებს, რადგან მათ რუკაში ძალიან იშვიათი იუპიტერი-სატურნის შეერთებაა თხის რქაში.

2) პლუტონი-ურანის შეერთება- ეს დაახოებითი ისეთი კოლოსალური ენერგიაა, რომელიც თქვენ წარსულიდან პირდაპირ მომავალში გადაგისვრით: ეს ახალი შეხედულებები და ფასეულობებია, იდეები, მიზნები, ახალი პროფესია და რაც მთვარია დამოუკიდებლობა. ეს შეეხებათ -01.12.1988 დან 12.01.1996 წლამდე დაბადებულ ადამინებს და ადვილი შესაძლებელია, რომ თქვენს შორის ზოგიერთი დროის მაქანის გამომგონებლი აღმოჩნდეს.

3) ყველაზე ცუდად პლუტონი იმოქმედებს, მათზე ვისაც თხის რქაში ჰყავს შავი მთვარე. ამ ტრანზიტისთვის თქვენ წინასწარ უნდა მოემზადოთ. სასურველია ასტროლოგის კონსულტაცია, რადგან გასათვალისწინებელია სხვა ასპექტებიც თხის რქაში. აუცილებელია წინასწარ მიიღოთ ზომები და არ დაელოდოთ პლუტონის რისხვას.

4) მტკივნეული განშორებები და ილუზიებში გადავარდნა ელოდებათ ადამინებს, რომლებიც დაიბადნენ- 20.01.1984 – 29.04.1998 – აქ პლუტონი გადაუვლის ნეპტუნს. თქვენთვის აუცილებელია მოემზადოთ ახალი მსოფლმხედველობისთვის და წარსლთან განშორებისთვის.

5) ვისაც იუპიტერი თხის რქაში გყავთ გაგიმართლათ: პლუტონის შეერთებას იუპიტერთან დაახლოებით ისეთი ეფექტი აქვს ჯონი , რომ გამოუშვა ლამპიდან: გრანდიოზული შესაძლებლობები სრულიად რელური ხდება, მთავარია არ დაიბნეთ და ეს შანსი გამოიყენოთ.


ზოგადად, ნებისმიერი პლუტონის ტრანზიტი ნათალურ პლანეტებთან ეს არის მითითება იმ სფეროსკენ, სადაც ბევრი „ნაგავია“ თავმოყრილი და გაწმენდას და განახლებას საჭიროებს. თუ დროულად არ დაიწყებთ „ნაგვის“ გატანას სახლიდა, თავიდან, სულიდან, სამსახურიდან მაშინ პლუტონი აუცილებად დაგვსჯის. ყველასთვის საერთო რეკომენდაცია იქნება, ჩამოიშოროთ ძველი უვარგისი სიტუაციები, ნივთები, ადამიანები და თამამადად გადახვიდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ