სატურნი პირად ურთიერთობებში
რატომ არის უმჯობესი 29 წლის შემდეგ ქორწინება, როდესაც ლიბიდო პლანეტები ან მე-7 სახლი სატურნითაა დაზიანებული? სატურნი დისციპლინის, პასუხისმგებლობების, სტრუქტურისა და შეზღუდვების პლანეტაა. ჩვენ მას, ასევე, მოვიხსენიებთ “კარმის პლანეტად”, რადგან სატურნი დაბრკოლებებს გვიქმნის და გვზღუდავს იმ თემებში, რომელ პლანეტასთანაც შეერთებულია ან სხვა დაძაბულ ასპექტშია. კარმული თვალსაზრისით კი ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანმა ოდესღაც უარი თქვა, იმ […]
კარიერული წარმატებების მაჩვენებლები ნატალურ რუკაში
ნატალური რუკით კარიერული შესაძლებლობებისა და პროფესიული მიმართულების განსაზღვრა შესაძლებელია. თუმცა, ეს მოითხოვს დიდ შრომასა და დაკვირვებას, რადგან, ამ პროცესში, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად რუკის აკურატულად წაკითხვაა საჭირო. ჯერ ვიწყებთ რუკის კოსმოგრამის დონეზე შესწავლას, ვაკვირდებით სოციალური პლანეტების მდგომარეობას და მათ კავშირს პირად პლანეტებთან. იუპიტერი გვიჩვენებს სად გვაქვს წარმატების შესაძლებლობები და რა მეთოდებით […]
მთვარე და ფსიქოლოგიური კომპლექსები
მკითხველთა უმრავლესობამ, სავარაუდოდ უკვე იცის, რომ მთვარე ასტროლოგიაში დაკავშირებულია ემოციურ აღქმებთან, შინაგან მოთხოვნილებებთან, თვითგადარჩენის ინსტიქტთან და ადაპტაციასთან. მთვარე აღწერს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობებს, ეჭვებს, შფოთვის მიზეზებს, შესაბამისად იგი დაკავშირებულია ჩვენს სუბიექტურ, “დამახინჯებულ” აღქმებთან, რადგანაც მზისგან განსხვავებით მთვარე არ არის “სრულყოფილი”. იგი ყოველთვის საჭიროებს დაკმაყოფილებას და უჩნდება მოთხოვნილებები იმ ნიშნის თემებში სადაც იმყოფება ის, (ნიშნის გარდა, უნდა […]
პირველი სახლის მმართველი სახლებში
პირველი სახლის მმარველია პლანეტა რომელიც ასცენდენტის ნიშანს მართავს. მაგალითად ასცენდეტი არის თხის რქაში – პირველი სახლის მმართველი გამოვა სატურნი. მნიშვნელოვანია, რომლ სახლში დგას პირველი სახლის მმართველი პლანეტა, რადგანაც, ადამიანი იმ სახლის სფეროებში იქნება აქტიური და იქ გამოავლენს თავს სადაც მოხვდება ასცენდენტის მმართველი. პირველი სახლის მმართველი, პირველ სახლში: როდესაც კონკრეტული სახლის მმართველი იმავე სახლში ხვდება ეს […]
ვენერა მარსის ურთიერთობა
როგორ იკმაყოფილებს ადამიანი თავის სურვილებს და მოთხოვნილებებს, დღეს კი ვისაუბრებთ “რეპროდუქციულ” წყვილზე ვენერა-მარსი. ვენერა ჩვენ გვიყალიბებს პრიორიტეტებს, ეთიკას, სურვილებს, გემოვნებას და გვაძლევს არჩევანის გაკეთების უნარს. მისი მთავარი პრინციპია ჰარმონიზაცია, შესაბამისად ვენერა გვეხმარება ბალანსის აღდგენაში და წონასწორობაში. მისი საშუალებით აქვს ადამიანს სიმშვიდის, კომფორტის და სტაბილურობის განცდა. მარსი იან პრინციპის პლანეტაა და გვიჩვენებს როგორ გამოხატავს ადამიანი თავის […]
პროგრესიები ნაწილი II
წინა პოსტში ჩვენ ვისაუბრეთ პროგრესულ მთვარეზე და მის მოძრაობაზე, რადგან, ამ მეთოდში ყველაზე დიდი მნიშვნელობა მთვარეს ენიჭება. დღეს კი სხვა პლანეტებზე ვისაუბრებთ. პროგრესია დინამიკური პროგნოსტიკური მეთოდია და ადამიანის განვითარების პროცესებს აღწერს, ეს არის ასტროლოგების კვლევის შედეგად აღმოჩენილი მეთოდი და პლანეტების მოძრაობის შენელებული ვერსია, სადაც ერთი დღე = ერთი წელს. რადგან მთვარე ერთ ნიშანს 2.5 დღეში […]
პლუტონი მერწყულში (ნაწილი მეორე)
სანამ ძირითადად ნაწილზე გადავალთ, გავიხსენოთ პლუტონის მთავარი პრინციპები და თვისებები. პლუტონი ტრანსფორმაციების, ცვლილებების და ნგრევების პლანეტაა, იგი ყოველთვის მიმართულია განახლებასა და ნგრევაზე. თუმცა, ის არასდროს ანგრევს ისეთ რამეს, რაც არ არის დასანგრევი, პირიქით- ყოველთვის არასასურველს და ტოქსიკურს გვაშორებს ცხოვრებიდან. უბრალოდ, იმ მომენტში, ეს ადამიანურ ენაზე შესაძლებელია რთული გასაგები იყოს. მე, პირადად, ხშირად ვამბობ: რაც ურანის […]
რეტროგრადული მარსი
შინაგანი წვა. 🔥 📍სანამ ძირითად ნაწილზე გადავალთ, გავიხსენოთ რა არის პლანეტის რეტროგრადულობა. რეტროგრადულობა არის, როდესაც პლანეტა წყვეტს სწორ, ანუ დირექტიულ მოძრაობას და იწყებს უკუსვლას. თუმცა, ამ დროს პლანეტა რეალურად უკან არ მიდის, უბრალოდ დედამიწისა და სხვა პლანეტების ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარის სხვაობის გამო, დედამიწიდან აღიქმება, რომ პლანეტა უკან მიდის. ამ დროს პლანეტის სიჩქარე დაბალია და თავის […]
პლუტონი მესამე სახლში
ასტროლოგიურად პლუტონი არის სიკვდილ-სიცოცხლის, გარდაქმნების, კრიზისების, ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პლანეტა. მისი მდებარეობა სახლებში გვიჩვენებს სად არის მოსალოდნელი კრიზისები, სად მოგვიწევს მტკივნეული სიტუაციების გადალახვა და რა გარემოებებში მოგვიწევს ტრანსფორმაცია. ამ ყველაფრის ინტენსიურობა კი განისაზღვრება პლუტონის ასპექტაციით პირად პლანეტებთან: დაძაბულია თუ ჰარმონიული. პლუტონი ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ქირურგს, რომელიც სხეულისთვის გამოუსადეგარ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ორგანოს გვაჭრის. ჩვენთვის […]
შვილოსნობა ნატალურ რუკაში
ნატალურ რუკაში შვილოსნობაზე პასუხისმგებელია მთვარე, მე-4 და მე-5 სახლები. მე-4 სახლი პასუხისმგებელია უშუალოდ ჩასახვაზე, მე-5 სახლი უკვე არსებულ ნაყოფზე აგებს პასუხს, მთვარე კი ორსულობის პერიოდზე და ზოგადად ნაყოფიერებაზეა პასუხისმგებელი. მთვარე ნაყოფიერად ითვლება თუ არის წყლის ნიშანებში: კირჩხიბში, მორიელსა და თევზებში, ასევე კუროში. უნაყოფოდ ითვლება თუ არის ქალწულში, ტყუპებსა და ლომში. მთვარის თხის რქაში ყოფნაც პრობლემურად […]