მთვარის ასპექტაცია ურანთან

ურანი კოლექტიური პლანეტაა, რომელიც აყალიბებს თაობებს და გვიჩვენებს ამ თაობების უნარებს რევოლუციაში, ცვლილებებში და ახალ ინოვაციურ თემებში. ურანი პირველი გარე პლანეტაა რომელიც, სატურნის ორბიტის იქით მოძრაობს და თავის თვისებებსაც ყველანაირი შეზღუდვისა და ჩარჩოს გარეშე ავლენს. თავისი ხასიათით საკმაოდ ექსცენტრიული, არასტანდარტული, მძაფრი, იმპულსური და მაღალი აღზნებადობის მქონეა. ნებისმიერი პლანეტა, რომელსაც ურანი ეხება თავის თვისებებს განსხვავებულად, ექსცენტრიულად და ცოტა უცნაურად ავლენს. ურანი ასეთ პლანეტას, აიძულებს იმოქმედოს იმის წინააღმდეგ, რაც მიღებულია სოციუმში და შემოიტანოს სიახლეები და ცვლილებები მისთვის მმართველ სფეროებში.
დადებით ვარიანტში, ასეთი ადამიანი თავისუფლების მოყვარული და პროგრესულია იმ პლანეტის თემებში, რომელსაც ურანი უასპექტებს. ურანს შემოაქვს დადებითი მუხტი გარემოში, აძლევს მაგნეტიზმს და მაღალ რომანტიზმს. ასეთი ადამიანი მეგობრული, ჰუმანური, ტოლერანტული და ორიგინალურია. აქვს მომავლის რწმენა და მუდმივად ცდილობს შემოიტანოს, დადებითი სიახლეები და ცვლილები მის ცხოვრებაში.
უარყოფით ვარიანტში ასეთი ადამიანი არის იმპულსური, გადაჭარბებულად ექსცენტრიული, მოუსვენარი და ნერვოზული. ახასიათებს იდეებით შეპყრობილობა, რომელსაც საბოლოოდ არც ახორციელებს. ასევე შესაძლებელია იყოს, რადიკალური და ქონდეს კავშირების გაწყვეტისკენ მიდრეკილება.

მთვარე ადამიანის ემოციებზე, შინაგან განცდებზე, გარემოსთან ადაპტაციის უნარებზე და ქვეცნობიერულ პროცესებზე აგებს პასუხს. ასევე მთვარე გვიყვება ადამიანის მზრუნველობით და თავდაცვით უნარებზე, მის შიშებზე და შფოთვის მიზეზებზე.
როდესაც რბილ და ბუნებით ქალურ მთვარეს ეხება ურანი, ადამიანის ემოციური მდგომარეობა მაღალი აღზნებადობის ქვეშაა, თითქოს ელექტროშოკი ურტყავს, რომელიც პერიოდულად აიძულებს ემოციურ გამოვლინებაში იყოს იმპულსური, არასტანდარტული და ექსცენტრიული. ასეთ ადამიანს მოთხოვნილებებიც უცნაური აქვს, არ აკმაყოფილებს ყოველდღიური საკითხები და წვრილმანები, შესაბამისად მთვარეს, ხელს უშლის თავისი თვისებების ადეკვატურად გამოხატვაში. შესაძლებელია ასევე ახასიათებდეს არასტანდარტული და ექპერიმენტული კვება, ამიტომაც ჯობია ასეთმა ადამიანმა, ისწავლოს სწორი კვება, რადგანაც მთვარე კუჭის ზონაზე აგებს პასუხს და შესაძლებელია საფრთხე იყოს კუჭის დაავადების. მაღალი აღზნებადობის გამო ასეთ ადამიანს ასევე შესაძლებელია უჭირდეს დასვენება, კერძოთ კი პრობლემა ქონდეს ძილთან.
კარგი იქნება განსაკუთრებით კი ქალისთვის ურანი რომელიმე თემასთან ქონდეს შეხება (მეცნიერებები, კოსმოსი, ინოვაციური საკითხები, ინფორმაცია, ტექნიკური საკითხები, არასამთავრობო ორგანიზაციები,ასტროლოგია). აუცილებელი ფაქტორია ასეთი ქალი იყოს, სოციალურად აქტიური და ყავდეს თავისი წრე, ეს ყველაფერი კი ადამიანს დაეხმარება ასპექტის სწორად დატვირთვაში და დამუშავებაში.
ნეგატიურ ვარიანტში, შესაძლებელია შეგხვდეს ემოციურად ცივი, ეგოცენტრული და ყველანაირი ჩარჩოდან ამოვარდნილი ადამიანი, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს საკუთარი მოთხოვნილებების გარდა. ასევე შესაძლებელია მიდრეკილება ჰქონდეს ემოციური კავშირების გაწყვეტისკენ. ხშირად ასეთ ადამიანს დედასთან არასტანდარტული კავშირი აქვს, შესაძლებელია შორს ყავდეს, ემოციური კავშირი არ ქონდეს ან სულ არ იყოს არანაირი კავშირი. დადებით ვარიანტში კი, შესაძლებელია დედა უბრალოდ ურანისტულ პროფესიაში იყოს და ასე აღიწერებოდეს რუკაში.
კაცებს კი ამ ასპექტით, ხშირად აქვთ განქორწინებები და თავისუფალი ურთიერთობები ქალებთან. დადებით ვარიანტში, აქაც შეიძლება ცოლი იყოს ურანის რომელიმე პროფესიაში.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ