პროზერპინა

1987 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლუტონის ორბიტის იქით მოძრავი ობიექტი, პროზერპინა. მზის გარშემო იგი ერთი წრის შემოვლას დაახლოებით 650-700 წელს უნდება. ასტრონომებმა იგი ასტერიოდად ცნეს, თუმცა ძალიან ბევრი ასტროლოგი ითვალისწინებს მას, როგორც მე-10 პლანეტად და იკვლევს მის ზეგავლენას. ზოგიერთი ასტროლოგის აზრით, პროზერპინა მართავს ქალწულს და ტყუპებს ხოლო ზოგის აზრით კი კუროსა და სასწორს.
წინა პოსტში ამ თემაზე ვისაუბრე და ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე, კერძოდ კი კუროს ვერსიას ვემხრობი. ახლა კი შევეცდები განვმარტო თუ რატომ ვფიქრობ ასე.
პროზერპინა მითოლოგიური “პერსეფონე” იყო, ზევსისა და დემეტრას ქალიშვილი. იგი იყო ნაყოფიერების ქალღმერთი, რომელიც გამოირჩეოდა ესთეტიურობითა და სილამაზით. პერსეფონე მოიტაცა ქვესკნელის ძლევამოსილმა ღმერთმა ჰადესმა, იგივე პლუტონმა და მიწისქვეშეთში ჩაიყვანა. ამ დროს, მიწა გახდა უნაყოფო და ბუნებამაც განადგურება დაიწყო. პერსფონეს გაუჩინარება მალევე შეიტყო დედამისმა დემეტრამ და დაიწყო ქალიშვილის ძებნა, შეიტყო რომ ის ჰადესს ჰყავდა დატყვევებული და სთხოვა შვილის განთავისუფლება. ჰადესი ამაზე დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით. პერსეფონე წლის ერთ ნახევარს, ექვს თვეს გაატარებდა დედამიწაზე, მეორე ნახევარს კი მიწისქვეშეთში. ამგვარად, გაზაფხულზე, როდესაც პლუტონით ხდება აღმოცენება, მარტში, (ვერძში) პროზერპინა თავისუფლდება ოქტომბრამდე, ანუ ექვსი თვე და მიწაც ნაყოფიერია, ოქტომბრის მერე კი,ა ნუ პლუტონის მეორე მმართველობაში, (მორიელში) მიწისქვეშეთში ჩადის შემდეგ გაზაფხულამდე და ბუნებაც სიკვდილს იწყებს, ხიდან ფოთლები ცვივა. შესაბამისად, პროზერპინა პასუხისმგებელია ბუნებაში მიმდინარე პროცესებზე, ციკლებზე და ეკოლოგიურ თემებზე. როდესაც პლუტონით (ვერძის პერიოდში) მოხდა აღმოცენება, ამ პროცესის გაგრძელებაზე და აღმოცენებული ობიექტის ზრდაზე, ნაყოფიერებაზე და განვითარებაზე პასუხისმგებელია პროზერპინა, შესაბამისად, პირევლი მმართველი არის კუროს. ხოლო, როდესაც პერსეფონე მიწისქვეშეთში ჩადიოდა იყო მოსამართლე, იგი ასამართლებდა სულებს, ამგვარად, პროზერპინა სასწორის მეორე მმართველია.

ავტორი:Gogoladze Akaki

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ