Categories
ასტრო-პროგნოზი ასტროლოგია ახალი

მერწყულის ეპოქის გავლენა განათლების სისტემაზე

ბოლო ორი თვის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული თემა მერწყულის ეპოქა იყო. რა არის საერთოდ ეს მერწყულის ეპოქა და ყველაზე მთავარი კითხვა, მე რას მომიტანს?
ძალიან მარტივად, რომ შევხედოთ მერწყულის ეპოქა- გულისხმობს სამყაროში ურანისეული ენერგიების გავრცელებას, მერწყულისებურ მოთხოვნებს. სამყარო გთხოვს გაითავისო, შეიძინო ან თუნდაც გაიხსენო მერწყულის თვისებები, მისი ტენდენციები.
სამყაროში ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან. ცვლილება ერთ რომელიმე სისტემაში ცვლის მდგომარეობას ნებისმიერ ცალკეულ ნაწილში, როგორც ადამიანის ორგანიზმში, ერთი რომელიმე ორგანოს დაავადება მოქმედებს მთელს სხეულზე და მის ცალკეულ სხვა ნაწილებზე.
დღეს მინდა შევეხო განათლებას. როგორ იმოქმედებს მერწყულის ეპოქა განათლების სისტემაზე. რა შეიცვლება ან იქნებ უკვე დაწყებულია ეს ცვლილებები?!
როგორც იცით მერწყულის ზოდიაქოს მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია: კოლექტიური ნება, კოლექტიური მუშაობა და საქმიანობა, ცოდნა და ინფორმაცია, ცოდნის სისტემის გაფართოება, ბევრი სხვადასხვა ცოდნის და დარგის სისტემური გაერთიანება, ზრუნვა საზოგადოებრივ პრობლემებზე, პლანეტის პრობლემებზე, ზრუნვა კოლექტიურ პრობლემებზე, როგორიცაა ეკოლოგიური პრობლემები, ბევრი გაერთიანების, დაწესებულებების ჩამოყალიბება. მოკლედ გუნდური მუშაობა, მაღალი ინფორმირებულობა, გატაცება მეცნიერებებით და საზოგადოებრივ საკითხებზე ზრუნვა.
განათლების სისტემაში მე-19 საუკუნის შუა რიცხვებში დამკვიდრდა პედაგოგიური ფილoსოფია „კონსტრუქტივიზმი“, რომელიც ძალიან მოგაგონებთ და ბევრ საკითხში დაუკავშირებთ მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კონსტრუქტივიზმი პედაგოგიური ფილოსოფიაა, რომლის მიხედვით დირექტიული სწავლება, როცა მასწავლებელი ცოდნის გადაცემის პროცესის მთავარი პირია, იცვლება ფოკუსირებით ბავშვზე, მასწავლებელი ხდება მხოლოდ ცოდნის ორგანiზატორი, კოორდინატორი, რომელიც მასალებით და რესურსებით ამარაგებს ბავშვს, მაგრამ ინფორმაციას არ აწვდის ბავშვს მზა სახით, არამედ უტოვებს ადგილს ბავშვმა ისწავლოს საკუთარი აღმოჩენებით, რაც დამეთანმხებით ძალიან ურანისეულია. ასევე ბავშვი დამოუკიდებალდ ახდენს ცოდნის კონსტრუირებას გონებაში.
სწავლება ხდება მაქსიმალურად ინდივიდუალიზებული, ანუ ძველი იდეა იმის რომ ყველა ბავშვს, მთელ კლასს ერთნაირად უნდა ასწავლო იცვლება ინდივიდუალური სწავლებით. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, უნიკალურია და მისთვის შესაფერის მიდგომას საჭიროებს.
სწავლებაში შემოდის გუნდური მუშაობა, ჯგუფური აქტივობები. ალბათ დაგიფიქსირებიათ პატარა 10-15 წუთიანი გუნდური მუშაობა აბსოლიტურად განათლების სისტემის ყველა სფეროში პოპულარულია.
აქამდე წამყვანი კომპასი სწავლებაში იყო სახელმძღვანელო და ეროვნული სასწავლო გეგმები, კურიკულუმები, რომელსაც არ უნდა გადასცდე არცერთი მეტრით, ახლა მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცემა ინფორმაცია მიიღოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი წყაროების გამოყენებით, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. დიდი უპირატესობა მიენიჭება მის საკუთარ გამოგონებებს და აღმოჩენებს.
აღარ არსებობს ის წარმოდგენა, სადაც მასწავლებელი ცივი, მკაცრი, ყოვლისმცოდნე, ბავშვზე ზემოთ მდგომი ფიგურაა სწავლების პროცესში, არამედ იგი ბავშვების თანასწორია, მათთან ერთად ახოციელებს აღმოჩენებს და მონაწილეობს სწავლის აქტიურ პროცესში. ამყარებს მათთან მეგობრულ ურთიერთობას, აფასებს მათ არა ნიშნით/ქულით , არამედ სწავლების ყველა ნაწილში- იქნება ეს მონდომება, მცდელობები, თუნდაც შეცდომების დაშვებით.
და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანია რომ სწავლება ხდება არა შეფასებისთვის, არამედ სწავლა სწავლისთვის. მასწავლებელი ითვალისწინებს ბავშვის პირად ინტერესებს და მასზე მორგებულად აწვდის ახალ ინფორმაციას. კონსტრუქტივისტ მასწავლებელს ესმის, რომ ყველას ერთნაირად არ ეყვარება მათემატიკა, უცხო ენები თუ ბუნების გაკვეთილი. მაგრამ მათ ინტერესებზე მორგებით საინტერესოდ აწვდის მასალას, რომელიც შემდგომ უკვე ბავშვისთვისაც საინტერესო ხდება. ყველასთვს ცნობილი ფაქტია რომ ხშირად რომელიმე საგანი მასწავლებლის „დამსახურებით“ არ გვიყვარს ხოლმე.
ალბათ კიდევ ბევრი დეტალის დაკავშირება და დაწერა შეიძლება, მაგრამ აქაც ვიქნები მერწყულის ეპოქის და კონსტრუქტივიზმის მიმდევარი და მზა მასალას არ მოგაწვდით, დაგიტოვებთ სივრცეს სააზროვნოდ და იდეების დასამატებლად.

სოფო მელაძე

“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ახალი პრაქტიკები ჩაკრები

ჩაკრები და მათი ფსიქოტექნიკები

/მულადჰარა და მისი ფსიქოტექნიკები/
* გამოიმუშავეთ ნებისყოფა, მოთმინების უნარი.
* ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, აცადეთ დროს თავად განსაზღვროს მოვლენების მსვლელობა.
* იზრუნეთ იმისთვის, რომ ცვლილებების პერიოდში შეინარჩუნოთ სტაბილურობა.
* განავითარეთ მედიტაციის უნარები და საშუალებები გონების დასამშვიდებლად.
* შეხედეთ მოვლენებს ფილოსოფიურად.
* ისწავლეთ აყვეთ ცხოვრების ტემპს, ცვლილებების შესაბამისად.
* განავითარეთ მოქნილობა და ადაპტირება ნებისმიერ სიტუაციაში.
* იყავით დარწმუნებული თქვენს თავში და მოვლენების კარგად განვითარებაში.
* გჯეროდეთ, რომ რთული მომენტები – ეს არის თქვენი შანსი ჩაიხედოთ საკუთარ თავში.
* მოვლენების უარყოფითად განვითარების შემთხვევაში არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში.
* გააფართოვეთ თქვენი ოცნების განხორციელების გეგმა.
* იყავით მადლიერი იმ ცხოვრებისა, რაც გაქვთ და ეცადეთ მაქსიმალურად გაამარტივოთ ის, იმისთვის რომ კრახის შემთხვევაში ნაკლებად დაზარალდეთ.
* გიხაროდეთ ცხოვრება და განავითარეთ იუმორის გრძნობა.

/სვადჰისტანა და მისი სფიქოტექნიკები/
* პატივი ეცით თქვენს სხეულს, არ მოაკლოთ მას საკმარისი საკვები, წყალი, დასვენება და ვარჯიში. ნუ აიძულებთ მას გადაჭარბებულ მუშაობას, არ ამოწუროთ მისი შესაძლებლობები და ენერგია
* სიამოვნების მოთხოვნილება მიიღეთ ჩვეულებრივ მოვლენად და ეცადეთ ცხოვრებისგან მიიღოთ იმდენი კარგი შდაბეჭდილება, რამდენიც საჭიროა სულის და სხეულის შესაბამისი რეზერვების შესანარჩუნებლად და შესავსებად
* დაინახეთ ადამიანის სექსუალობაში მამოძრავებელი ძალა
* დაიცავით წესრიგი, შეინარჩუნეთ სისუფთავე და გაალამაზეთ თქვენი სახლი, ოფისი და ადგილი სადაც ისვენებთ და ატარებთ უმეტეს დროს
* დააკვირდით იმ ფიზიკურ ენერგიას, რომელსაც დებთ ფულის შოვნაში და ფინანსური საკითხების გადაწყვეტილებების მიღებაში
* მიეცით თავს უფლება დატკბეთ ცხოვრებით

/მანიპურა და მისი ფსიქოტექნიკები/
* განავითარეთ საკუთარი ინდივიდუალურობა და არასოდეს უღალატოთ მას
* ყოველთვის ეცადეთ, რომ ადამიანებმა თქვენში დაინახონ ინდივიდი
* გახსოვდეთ, რომ თუ მასას გაყვებით, თქვენი ცხოვრება ერთის მხრივ უსაფრთხო იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ შეზღუდული და სასაცილო
* დროის გარკვეული პერიოდი ეცადეთ განმარტოვდეთ, მაგრამ ყოველთვის უნდა შეგეძლოთ იპოვოთ მეგობრები
* ჰკითხეთ თქვენს თავს, იმსახურებთ იმ ცხოვრებას, რომლისკენაც ისწრაფით?
* მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა ნიჭი და შესაძლებლობა, რაც გაქვთ
* არ შეგეშინდეთ სიახლის. რთულ სიტუაციებში მოქმედება დაგეხმარებათ შეიცნოთ საკუთარი თავი
* მოგზაურობები და კვლევები დაგეხმარებათ თქვენში გახსნას ისეთი თვისებები, რომლების საჭიროა არასასურველ გარემოებებში
* ისწავლეთ ამოიცნოთ თქვენი და სხვისი ხასიათი და მთლიანობა

/ანაჰატა და მისი ფსიქოტექნიკები/
* ეძებეთ სიყვარული, მიუხედავად იმისა გაგიმართლათ თუ არა წარსულში, ეს გაგათავისუფლებთ წარსულისგანაც და მისგან დატოვებული ტრამვისგანაც
* თვისება, აპატიოთ მათ, ვინც გული გატკინათ, დაგეხმარებათ გული შეინარჩუნოთ გახსნილ მდგომარეობაში
* აწმყო განიხილეთ, როგორც ფოკუსირებული ძალა, სადაც სიყვარულს შეუძლია განკურნოს ყველა ჭრილობა და აღადგინოს თქვენი პიროვნების მთლიანობა
* გახსოვდეთ: ჩვენ – ბავშვები ვართ ღმერთის თვალში და ერთნი ვართ ამ პლანეტაზე, ამიტომ ჩვენი სულიერი მიზანი არის – გვიყვარდეს და თავს მივცეთ უფლება, სხვასაც ვუყვარდეთ
* ეცადეთ ისწავლოთ მიიღოთ თავის ისეთად, როგორიც ხართ, როგორიც შეგქმნათ ღმერთმა, ქედმაღლობის და თვალთმაქცობის გარეშე. ეს გაგიხსნით გულს და აგივსებთ მას სიკეთით
* ჩამოწერეთ სია, რას შეუძლია თქვენი გული გაახალისოს და აამღეროს, დაკავდით საყვარელი საქმეებით სასიამოვნო კომპანიაში ან მარტო
* ყოველთვის ეცადეთ რაღაც კარგი დაინახოთ, თუნდაც ყველაზე ცუდ სიტუაციაში ან ადამიანში. ეს მოგცემთ საშუალებას შეინარჩუნოთ გულის ენერგია

/ვიშუდჰა და მისი ფსიქოტექნიკები/
* შეპირდით საკუთარ თავს, რომ მაქსიმალურად კეთილსინდისიერი იქნებით ნებისმიერ სიტუაციაში
* მიეცით თქვენს შემოქმედებით სულს საშუალება, გამოავლინოს თავი ნებისმიერ ქმედებაში, სადაც ეს მისთვის მოხერხებული იქნება
* ბოროტად ნუ გამოიყენებთ თამბაქოს, ალკოჰოლს, ჭამას და წამლების მიღებას. ეს ასუსტებს ნებისყოფას და დამანგრევლად მოქმედებს ვიშუდჰაზე
* ფრთხილად იყავით, როდესაც განცხადებებს აკეთებთ სხვების მიმართ: ამით შეიძლება დააზიანოთ როგორც სხვა, ასევე საკუთარი თავი
* თქვენს მიმართ ნდობა აშენეთ თქვენს სიმტკიცეზე. მაშინ ხალხი პატივს გცემთ
* უსმინეთ გრძნობებს. განმტკიცდით იმაში, რაც ნამდვილად ჭეშმარიტია თქვენთვის
* მოუსმინეთ სიკეთის, სიყვარულის, სიმართლის და თავაზიანობის გამოვლინენებს. ეს ეხმარება ყურებს, შეითვისოს მგრძნობიარობა და გახსნილობა
* ილაპარაკეთ გარკვევით, და ეცადეთ სიტყვებს საქმე მოყვეს

/აჯნა და მისი ფსიქოტექნიკები/
* მიეცით ცნობიერებას საშუალება დამშვიდდეს
* გადამეტებულ დატვირთვას მივყავართ აფორიაქებულ მდგომარეობამდე და აკვიატებულ აზრებამდე
* მზად იყავით წარსულში დატოვოთ სწრაფად მიღწეული შედეგები და ზედაპირული გადაწყვეტილებები
* გაესაუბრეთ ადამიანს, რომელიც არ ეთანხმება თქვენს შინაგან ფასეულობებს, თავისუფლების შეგრძნებას და სილამაზის აღქმას
* ეძებეთ კარგი ყველა ადამიანში და ყველა სიტუაციაში
* გაიხსენეთ თქვენი ცხოვრებიდან მომენტები, სადაც არ გაგიმართლათ და თქვით: “მეტი არასოდეს!”
* შეწყვიტეთ საკუთარი თავის შედარება სხვებთან. აღმოაჩინეთ თქვენში უნიკალური შტრიხები
* იპოვეთ თქვენთვის სულიერად ახლო ადამიანი სასწავლებელში ან სამსახურში. ეს გაგათავისუფლებთ შიშისგან და მარტოობის შეგრძნებისგან
* იკითხეთ და ნახეთ სულისასამაღლებელი და შთამაგონებელი წიგნები და ფილმები
* ყოველ დღე, როდესაც სარკეში ჩაიხედებით, საკუთარ თავს უყურეთ სიყვარულის გრძნობით
* არ გადაიღალოთ
* გააკეთეთ რამე სასიამოვნო საკუთარი თავისთვის

/საჰასრარა და მისი ფსიქოტექნიკები/
* გახსენით თქვენი ცნობიერება იმ ძალებისთვის და ენერგიებისთვის, რომლებიც უფრო მაღლა ძალებზე, ყოველდღიურად თქვენ რომ გზღუდავენ. არსებობს უმაღლესი “მე”, რომელსაც შეუძლია გაგიძღვეთ, შემოგთავაზოთ სიყვარული და მფარველობა. შეეცადეთ მოუსმინოთ თქვენს თავს და იპოვოთ ეს ძალა თქვენში
* ასევე ეცადეთ ჩაიხედოთ თქვენს გულში და ჰკითხოთ საკუთარ თავს: ვინ ვარ მე? გაათავისუფლეთ თავი შემზღუდავი აზრებისგან ისე, რომ დაუბრკოლებლად დაგტოვონ მათ
* შეეცადეთ, რომ პასუხმა ასოციაცია არ გამოიწვიოს სახელთან ან ფორმასთან. ეს გზღუდავთ თქვენ, ეს თქვენ არ ხართ
* იკითხეთ სულიერად ამაღლებული ლიტერატურა
* მოერიდეთ სიტუაციებს და ხალხს, რომლებიც უარყოფენ სამყაროს
* გადახედეთ თქვენს წარმოდგენებს ცხოვრებაზე. არ მიიღოთ თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რის სარგებლობაშიც არ იქნებით დარწმუნებული
* ჩაუღრმავდით საკუთარ თავს ყოველ დღე, იმისთვის რომ იპოვოთ და შეუერთდეთ თქვენს მარადიულ ნაწილს. ის გაგიღძვებათ თქვენს გზაზე, თუკი მისცემთ მას ამის საშუალებას

ჯგუფილურჯი ლოტოსი

 

Categories
ახალი მინერალური ქვები პრაქტიკები

მინერალური ქვების წმენდა და დამუხტვა

ყველა მინერალური ქვა საჭიროებს გაწმენდას.
სანამ დავიწყებთ ახალ შეძენილი ქვის ტარებას მანამდე აუცილებელია მისი ენერგო-ინფორმაციული გაწმენდა წყლის ან ცეცხლის საშუალებით. ასევე აუცილებელია იმ ქვების გაწმენდაც, რომელსაც ვატარებთ ან რომელიც გავჩუქეს. შეიძლება ქვა წინა პატრონის ენერგო-ინფორმაციულ პროგრამას ატარებს, ან უბრალოდ თქვენი ქვა დაიმუხტა თქვენიმე ავადმოყოფობით, ან უსიამოვნ მოვლენებით რაც თქვენს ირგვლივ ხდებოდა.
დროთა განმავლობაში თქვენ შეიძლება იგრძნოთ, რომ ქვის ტარების დროს გრძნობთ დისკოფორტს, „გემძიმებათ“ ან „გკბენთ“, გეწყებათ თავის ტკივილი ან უბრალოდ ქვა შეიცვალა ფერი, დაეტყო მუქი ფერის ლაქები – ეს სიგნალია, რომ ქვა სასწრაფოდ გასაწმენდია.
გაწმენდის უამრავი მარტივი საშუალება არსებობს: ცეცხლით, წყლით, ზღვის მარილით, მიწით, ან „მეგობარი კრისტალის ნატეხებით“ (მთის ბროლი და ამეთვისტო), მცენარეებით და ბალახებით, მთვარის და მზის შუქით, გამდინარე წყლით.

მარილით წმენდა

ტრადიციულად ეს ზღვის მარილით კეთდება, მაგრამ ჩვეულებრივი მარილიც შეიძლება. მარილით გაწმენდა შეიძლება, როგორც მშრალად, ისე წყლის დახმარებით.
მარილიანი წყლით წმენდა – ამისთვის საჭიროა 1 ჩ.კ. მარილის გახსნა 1 ჭიქა წყალში. თუ თბილ წყალს დაასხამთ მაშინ უნდა დაელოდოთ სანამ გაცივდება და მარილი ბოლომდე გადნება. ჭურჭელი უნდა იყოს ან მინის ან ფაიფურის. დაუშვებელია პლასტმასის და მეტალის გამოყენება, რადგან მათ მიდრეკილება აქვთ გადასცენ თავისი თვისებები წყალს და შესაბამისად ქვები ვერ გაიწმინდება სრულყოფილად. მას შემდეგ, რაც მოამზადებთ ჭურჭელს წყლით ჩაუშვით ქვები მასში, ისე რომ წყალი ფარავადეს და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაღვარეთ მარილიანი წყალი და ქვები გარეცხეთ გამდინარე წყალში.
მშრალი წმენდა მარილით – ამისათვის დაგჭირდებათ ღრმა ჭურჭელი, რომელში იმდენი მარილი უნდა ჩაყაროთ, რომ ქვები სულ დაიფაროს. ქვა მარილში „ჩამარხეთ“ ისე, რომ მისი ზედა მხარე მიმართული იყოს მიწისკენ და დატოვეთ ასე მთელი ღამე.

საჭიროა სიფრთხილე მარილით წმენდის დროს, რადგან შეიძლება მოხდეს ქიმიური რეაქცია და ქვამ დაკარგოს მბზინვარება ან შეიცვალოს ფერი. პრილა და მბზინვარე ქვების გაწმენდა არ არის რეკომენდირებული მარილით. ამისათვის ალტერნატიული მეთოდები არსებობს თუნდაც მარილით : ჩადეთ ქვა ჭურჭელში და ჭურჭელი მოათვსეთ ჯამში ან ფიალზე, რომელზეც მარილი ყრია. მართლია ქვა ვერ შეეხება მარილს, მაგრამ ის მაინც იმოქმედებს მასზე.

მთვარის შუქით გაწმენდა

ეს პროცესი უფრო მეტ დროს საჭიროებს, მაგრამ თუ გინდათ, რომ გააქტიუროთ ქვაში მთვარის ენერგია, მაშინ ღირს ლოდინად. მოძებნეთ სახლში ფანჯრის რაფა, რომელზეც სავსემთვარეობას ეცემა მთვარის შუქი, რამოდენიმე საათით მაინც. დატოვეთ ქვა ამ რაფაზე 3 ღამის განმავლობაში: მთვარის 14,15, 16 დღეები ანუ დაიწყეთ სავსემთვარეობის წინა ღამეს. უკეთესი შედეგი ექნება თუ ღია ცის ქვეში ეზოში ან აივანზე დადებთ, სადაც მინა არ შეუშლის ხელს მთვარის სხივებს.
კლებად მთვარეზე ქვის გაწმენდა
თუ ქვას გაწმენდამდე ატარებდით ნეგატივის მოსახსნელად ან ნეგატივისგან დასაცავდ, მაშინ ჩადეთ ის მარილიან წყალში და ჭურჭელი დატოვეთ კლებადი მთვარის პერიოდში, რამოდენიმე ღამით ისე, რომ მთვარის შუქი ეცემოდეს. კლებად მთვარე წაიღებს მთელს ნეგატივს ქვისგან.

ქვის გაწმენდა ბალახებით და ყვავილებით

აქ გადჭირდებათ გამხმარი ბალახებით სავსე ჭურჭელი, რომელშიც ჩაალაგებთ ქვებს. ამ მეთოდს 1 კვირა ჭირდება, მაგრამ ის ასევე შეგიძლიათ გამოყენოთ მთვარით გაწმენდის პარალელურად.
უფრო სწრაფი მეთოდი: ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაყარეთ ცოტა კედრა, შალფეი ან ღვია და წაუკიდეთ ცეცხლი. ამის შედეგ ქვა გადაატარეთ კვამლზე. ამისთვის არ არის საჭირო დიდი ცეცხლი და ბევრი კვამლი, ცოტაც საკმარისია. ენერგიის დასამშვიდებლად ასევე კარგია თუ ჩაუმატებთ რამოდენიმე ლავანდის ფოთოლს.

ცეცხლით წმენდა
მინერალი ამოძრავეთ ცეცხლის ალზე წრიულად საათის ისრით მიმართულებით.

მინერალების წყლით გაწმენდა

ეს ყველაზე მარტივი და ძიერი მეთოდია, განსაკუთრებით ახალშეძენლი ქვის გასაწმენდად და დასამუხტად. სუფთა გამდინარე წყალი 1 ღამის განმავლობაში. წყალი კარგად აშორებს საგნებს ინფორმაციას. წყლით გაწმენდის შემდეგ ქვა დადეთ ანთებული სანთლის გვერდით, რათა დაიმუხტოს.

ქვები, რომელთა გაწმენდაც არ შეიძლება არც მარილიანი და არც სუფთა წყლით:
ასტროფილიტი, ჰეილანდიტი, „ქვის მარილი“, კიანიტი, სელენიტი, სერაფინგი, სტილბიტი, გეიზერიტი, ქრიზოკოლა და ა.შ. ყველა ეს მინერალი არის რბილის შემადგენლობის და წყალი მათზე ფიზიკურ ზეგავლენას მოახდენს. მათი გაწმენდა უკეთესია ცეცხლი ან ნებისმიერი სხვა მშრალი საშუალებით.
ქვები, რომლების გაწმენდაც არ შეიძლება მარილიანი წყლით:
აქვამარინი, აპოფილიტი, ბელომარიტი, ფირუზი, ჰემატიტი, ლაბრადორი, კალციტი, ლაზურიტი, მალაქიტი, ონიქსი, ოპალი, პირიტი, როდონიტი, სერდოლიკი, ულექსიტი, ფლიურიტი, ქარვა. = მარილიანი წყალი მათ ფიზიკურ თვისებებს ცვლის.

გაწმენდის შემდეგ ქვების დამუხტვაც აუცილებელია. ეს შეიძლება გააკეთოთ დიდი კრისტალებით, პირამიდებით და ა.შ.
ქვები, რომელსაც ყოველდღიურად ატარებთ სასურველია მოხსნის შემდეგ დაალაგოთ ამეთვისტოს ან მთის ბროლის მოზრდილ ნატეხზე.

ქვები გენერალურად იწმინდება წელიწადში ერთხელ, “მზის წლისბოლო 5 დღეში ანუ როცა მზე არის თევზების ბოლო გრადუსებზე ( 16-დან 21 მარტამდე). ამასთან სულ ერთია, მთვარის რომელი დღე დაემთხვევა. როდესაც მზე გადავა ვერძის პირევლ დეკადაში მაშინ შეიძლება ქვა გაიწმინდოს ცეცხლით. გენერალური წმენდის შემდეგ კარგია ქვების დატოვება მზის და მთვარის შუქზე რამოდენიმე დღით.
ასევე კარგია პერიოდულად ის ქვები, რომლებსაც ხშირად ატარებთ რამოდენიმე საათით დადოთ მზის ან მთვარის შუქზე, ასევე დადოთ მიწაზე ან ჩამარხოთ 1 ღამით.
იცოდეთ! თუ ვინმე გთხოვთ მოიხსნათ ქვა, რათა ნახოს ან გაიკეთოს, მოისინჯოს, აუცილებელია სამკაული მოიხსნათ და დადოთ მაგიდაზე და არ მისცეთ ხელიდან ხელში. მას შემდეგ რაც ნახავს სამკაულს და დააპირებს დაბრუნებას ასევე თხოვეთ დადოს მაგიდაზე. წინააღდეგ შემთხვევაში არსებობს სხვა ადამიანისგან ნეგატიური ენერგიის აკიდების შანსი.
ქვების შესანახად კარგია თუ მოახერხებთ, რომ ყველა ქვას თავისი პატარა ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი ტომსიკა ქონდეს .

ქვის დამუხტვა

მას შემდეგ, რაც ქვას გაწმინდავთ საჭიროა მათი დამუხტვა. შეგიძლიათ აირჩიოთ რამოდენიმე ან რომელიმე ერთი ელემენტი. ქვის დამუხტვისთვის დაგჭირდებათ:
– სურნელოვანი ჩხირები ( ჰაერის სტიქია)
– წითელი სანთელი (ცეცხლის სტიქია)
– წყლით სავსე თასი. იდეალური ჭურჭელი ნიჟარაა (წყლის სტიქია).
– თასი მიწით, სასურველის ხის ჭურჭელი (მიწის სტიქია)
– ეთერზეთი, რომელიმე ყვავილის.

ცენტრში დადეთ ეთერზეთის ბოთლი, რომლის ირგვლივ უნდა დააწყოთ დანარჩენი 4 სტიქიის ელემენტი შემდეგნაირად: თასი მიწით ზემოთ (ჩრდილოეთი), სურნელოვანი ჩხირი მარჯვნივ (აღმოსავლეთი), სანთელი ქვემოთ (სამხრეთი) და წყლის თასი მარცხნივ (დასავლეთი).
1. აანთეთ სანთელი და ჩხირი.
2. ვმუხტავთ ჰაერით. სურნელოვანი ჩხირი ეს „ჰაერია“, გაატარეთ ქვა მის კვამლში და რამოდენიმე ხანი გააჩერეთ და წარმოთქვით: „მე გმუხტავ შენ ჰაერის და ქარის ძალით და ენერგიით“, შემდეგ შეუბერეთ სული კვამლს და დააცედეთ „შემოეხვიოს“ ქვას მთლინად.
3. ვმუხტავთ ცეცხლით. შემდეგ მიიტანეთ ქვა სანთლის ალთან და წარმოთქვით „მე გმუხტავ შენ ცეცხლის ძალით“ , წარმოიდგინეთ როგორ შედის ცეცხლის ენერგია ქვაში.
4. ვმუხტავთ წყლით. დაისველეთ ხელი წყლით და შეაშხეფეთ ქვას და წარმოთქვით: „ მე გმუხტავ შენ წყლის ძალით“. აქაც ვიზუალიზაციაა საჭირო.
5.ვმუხტავთ მიწით. ჩადეთ ქვა მიწიან თასში და წარმოთქვით:“ მე გმუხტავ შენ მიწის ენერგიით, რომლისგანაც შენ წარმოიშვი“. ისევ წარმოიდგინეთ, როგორ შედის მიწის ენერგია ქვაში.
6. ბოლოს წაუსვით ეთერზეთი ქვას და თქვით: „ მე შენ გმუხტავ სასიცოცხლო ენერგიით, ჰარმონიით და ჭეშმარიტებით“. წარმოიდგინეთ, როგორ ხართ ამ ენერგიების გამტარი და როგორ შედის ქვაში.
7. გაწმენდილი და დამუტული ქვა, თუ მას არ ატარებთ აუცილებელია შეინახოთ სიბნელეში, მანამ სანამ ისევ არ გადაწყვიტავთ მის ტარებას.

მოამზადა: Nina Runes

ეზოთერული სახელოსნო

 

Categories
ახალი ეზოთერია პრაქტიკები

წითელი და ფერადი ძაფები მაჯაზე – დამცავი თილისმები

წითელი ძაფი და ზოგადად ძაფი შემბული მაჯაზე ბევრ ძველ ხალხებში და კულტურაში ითვლებოდა დამცავ თილისმად.
რაც შეეხება კაბალას, აქ ითვლება, რომ ნეგატიური ენერგია ადამიანში შემოდის მარცხენა ხელიდან ( ზოგადად მარცხენა მხარე არის მიმღები და მარჯვენა გამცემი), ამიტომ კონკრეტულულად წითელი ძაფი , რომელიც ასე ”მოდაში” შემოვიდა ბოლო წლებია უნდა ატაროთ მარცხენა ხელზე. კაბალაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ძაფი უნდა შეიბათ წმინდა ადგილას, აუცილებლად სხვა უნდა დაგეხმაროთ ამაში და არა თავად. ეს სხვა უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ენდობით და რომელსაც გულით უნდა თქვენთვის კარგი. სხვა შემთხვევაში ამ ძაფით დაცვის პრნციპი არ იმუშავებს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლოცვა , ჩათქმა , დამუხტვა ამ თილისმის, რომლისთვისაც სპეციალური ლოცვები არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, როცა ამ თილისმას ატარებთ თქვენც არ უნდა გქონდეთ ცუდი ფიქრები და აზრები ამ პერიოდში, თორემ მთელი ეს აგრესია და ნეგატივი თავს მოიყრის ამ შალის ძაფში და ის ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. ასე გვეუბნებიან კაბალისტები.

სლავებთან საქმე ცოტა სხვაგვარად არის. ამ შემთხვევაში თქვენ თავად შეგიძლიათ შეიბათ სამაჯური. აუცილებელია შებმის დროს გააკეთოთ 7 კვანძი, ყოველი კვანძის გაკეთების დროს ითხოვეთ დაცვა სამყაროსგან და ნათლად წარმოიდგინეთ (კონკრეტულად) რა შეიცლვება ამის მერე თქვენს ცხოვრებაში. არ იფიქროთ ცუდზე ამ დროს, განეწყვეთ სიხარულით .

კაბალისტებთან აუცილებელია ძაფი იყოს შალის, სლავიანურ ტრადიციებშიც ნახსენებია, მაგრამ არა კონკრეტულად შალი, არამედ ნებისმიერი ნატურალური ძაფი.
თუ ერთ დღესაც თქვენი დამცავი თილისმა გაწყდება ან გაგძვრებათ ან დაკარგავთ არ ინერვიულოთ, ეს კარგის ნიშნად ითვლება : ამ დროს ადამინს გვერდით ჩაურა ცუდმა ამბავმა ან ნეგატიურმა დარტყმამ. ამის შემდეგ დაწვით ეს ძაფი და თუ კარგად გამოგადგათ ეს თილისმა პრაქტიკაში დაამზადეთ ახალი.

რაც შეეხება ძაფის ფერს , აქ ერთი კონკრეტული ვერსია არ არსებობს. ყველა კულტურას საკუტარი ლეგენდა აქვს ამის შესახებ.
სლავებში ეს უკავშირდება ქალღმერთ გედს (богине Лебедь), რომელმაც გლეხებს ასწავლა წითელი ბადის ქსოვა და რომელიც მათ სახლებს იცავდა ავდმოყოფოებისგან და ნეგატიური ძალებისგან, არ აძლევბდა სახლში შესვლის უფლებას.

 

საქართველოშიც გვაქვს ეს რიტუალი, მაღალმთიან დასახლებებში, სადაც დღემდე არის შემორჩენილი მზის კულტი თუნდაც მითების და ცრურწმენების დონეზე, პატარა ბავშვებს უკეთებენ ხელზე წითელ ძაფს. ითვლება რომ წითელი შალის ძაფი ისრუტავს მზის ენერგიას და ამ ენერგიას აბალანსებს ადამიანში, ამიტომაც მზის ზედმეტი სხივებისგან იცავს მას და ზუსტად იმდენ ვიტალურ ენერგიას აძლევს, რაც საჭიროა ჯანმრთელობისთვის.

უამრავი მსგავსი მითი და ლეგენდა არსებობს აბსოლუტურად ყველა კულტურაში.

სლავებში, როგორც ზემოთ ვთქვი მარტო წითელი ძაფი არ არის, ისინი იყენებ თითქმის ყველა ფერს და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ჩამოვწერ ამ მნიშვნელობებს ქვემოთ და კიდევ გავიმეორებ, აქ აუცილებელია სამაჯურის შებმის დროს გააკეთოთ 7 კვანძი და შვიდივეზე ჩაუთქვათ დაცვა და კონკრეტულად რა გინდათ.
სამაჯურს შეგიძლიათ გაიკეთოთ, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელზე დანიშნულების მიხედვით (მარცხენა მიღება, მარჯვენა გაცემა) და შეგიძლიათ რამოდენიმე ფერი ერთად დაწნათ.

 

  • წითელი – დამცავი თილისმა, იცავს ნეგატიური ენერგიისგან და პროგრამისგან.
  • ნარინჯისფერი – მზის ენერგიის ფერია, ჯანმრთელობისთვის
  • ყითელი – მზის ფერი, იძლევა შემოქმდებით ენერგია და ადამიანს ეხმარება მუშაობაში (შექმნაში)
  • მწვანე – გულის ჩაკრის ფერი – წმინდავს ადამინის ენერგეტიკას, ხელს უწყობს ადამტაციაში და სულიერი და ფიზიკური ენერგიის დაბალანსებაში,
  • ლურჯი – იცავს ადამინს დანაკარგებისგან ნებისმიერ დონეზე. კარგია ჩაკეტილი ადამინებისთვის, რომ უფრო მეტად გაეხსნან სამყაროს.
  • თეთრი – გამოადგება ადამინს ვინ დაკავებულია სულიერი და ენერგეტიკული პრაქტიკებით.
  • ბორდოსფერი – კარგია ბიზნესისთვის და მატერიალური კეთილდრეობისთვის
  • ვარდისფერი – კარგია სიყვარულის მოსაზიდად.
  • შავი – მოაქვს სოციუმთან ინტეგრაცია და დაფასება მისგან.

წარმატებები 🙂

მოამზადა : Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ახალი ეზოთერია

კარმული გაკვეთილები

სანამ დავიბადეთ, ჩვენ ავირჩიეთ პლანეტა, ქვეყანა, ქალაქი, ოჯახი, მშობლები და გარკვეული ცხოვრებისეული მოვლენები და ადამიანები, ვინც შეგხვდებოდნენ ცხოვრების გზაზე გაკვეთილების ჩასატარებლად. ჩემი აღქმით, მთავარი ამოცანა და მისია თითეული ადამიანის ცხოვრებაში საკუთარი „მე“-ს სრულად შეცნობა და სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნებაა. სხვა მიზნები და ამოცანები, ამის მისაღწევად დამხმარე პატარ-პატარა გზებია. ადამიანები კი, გვხდებიან ისეთები, როგორებსაც ჩვენ ვთხოვთ სამყაროს, რომ გამოგვიგზავნოს, რათა უფრო მეტი დავინახოთ და გავაფართოვოთ ჩვენი მსოფლმხედველობა, გავხდეთ უფრო მიმღებები და მშვიდები. როდესაც განსხვავებული ხასიათის და მსოფლმხედველობის ადამიანები გვხვდებიან, ჩვენი პირველი რეაქცია მათი კრიტიკული თვალით შეფასებაა, დარწმუნებულები ვართ რომ ჩვენ ვართ ყველაფერში სწორები და სხვები ცდებიან, უარეს შემთხვევაში, ჩვენგან განსხვავებულის შეცვლა და ჩვენს ჭკუაზე მოქცევა გვინდა, რომ გავხადოთ ისეთები, როგორიც ჩვენი აღქმიდან უფრო ჯანსაღი და სწორია, თუმცა ეს, რეალურად, ყოველთვის სხვისი თავისუფლების შეზღუდვის და სხვისი დამონების მცდელობაა – როგორც ჩვენს თავს ვამორჩილებთ ჩვენს ეგოიზმს, ისე გვინდა სხვებიც ჩვენს ეგოიზმს დავუმორჩილოთ. ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი სხვის არც დამონებას და აღარც შეცვლას ცდილობს და, საერთოდაც, არანაირად არ ერევა სხვა ადამიანის პირად სამყაროში.
რას ნიშნავს კარმული გაკვეთილი? კარმა ჩემთვის კანონზომიერებაა, თუ მე არ მისწავლია რაღაც, მე მივილტვი თავისუფლებისკენ და ეს რაღაც აუცილებლად უნდა გამოვასწორო, ამისთვის რა ხდება? ამისთვის მხვდება ადამიანი, ვისაც იგივე რაღაც აქვს სასწავლი და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. ურთიერთდახმარებას ბუნებაში მშვიდად საუბარი და ერთად სიცილის და კარგი დროის გატარების ფორმა შეიძლება სულაც არ ქონდეს. შეიძლება ეს იყოს გაუთავებელი კამათი და ჩხუბი, ურთიერთშეურაცყოფა, ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები რაც რეალურ ზიანს მოუტანს სხვა ადამიანს. როგორ მივხდეთ, რომ სამყარო რაღაცას გვასწავლის და ვერ ვხდებით? თუ ვხვდებით და კარგი მსოწავლეები ვართ, მაშინ მუდამ მეტი ენერგია, უკეთესი სიტუაციები, წარმატებები მოდის ჩვენს ცხოვრებაში, ხოლო თუ ვერა, მაშინ სხვადსხვა ადამიანებთან მსგავს სტრესულ გარემოში აღმოვჩნდებით.
გაკვეთილის მიზანიაშენს თავში ჩაიხედო და იქ იპოვო მიზეზი, რატომ ხდება ეს ყოველივე და იპოვო ძალა და შეცვალო შენს მოქმედებებში და აზროვნებაში ის, რაც შეცვლის სიტუაციას.
მაგალითად, თუ დაიბადეთ ოჯახში, სადაც რომელიმე ოჯახის წევრი მოძალადეა და თქვენ ბავშობიდან ხედავთ ამას, შეიძლება თქვენი კარმული გაკვეთილი იყოს საკუთარი თავის და ახლობლის დაცვა. როგორ უნდა გასწავლონ თავდაცვა? გიგზავნიან მოძალდეს, როგორ უნდა ვსიწავლოთ პატიება? როგორ უნდა ვისწავლოთ დახმარება? ყველა იმ თვისების შესაბამის ადამიანს და გარემოს გვიგზავნიან, რაც გვჭირდება, რომ ვისწავლოთ. როგორც წესი, ასეთი კარმული გაკვეთილის შემდეგ, უამრავი სტერეოტიპი იმსხვრევა, თქვენს თავს უკვე სხვანაირად აღიქვამთ და ცხოვრების სტილსაც, ნაწილობრივ, იცვლით. ხდებით უფრო ბედნიერი და უფრო ბრძენი.
თუ 17 წლის ასაკში ვერ ვისწავლეთ გაკვეთილი და ვერ გავუგეთ ადამიანს, ვინც ამას გვასწავლიდა, მაშინ იგივე გაკვეთილს 22 წლის ასაკში სხვა გააგრძელებს, თუ კიდევ არა, მაშინ 30 წლის ასაკში და ა.შ.. რაც მეტი დრო გავა, უფრო მტკივნეული იქნება სწავლა. თუმცა, თუ ეგოიზმს გავცდებით და მივიღებთ მადლიერებით იმას, რასაც გვასწავლიან, მაშინ ბევრი რამ შემობრუნდება და ნათელი მხარე გამოჩნდება. მაგალითად, გყავდათ შეყვარებული, რომელიც მუდამ აკრიტიკებდა თქვენს ჩაცმულობას და დაშორდით, დაშორდით ისე, რომ თქვენ მასთან არ გაიარეთ გაკვეთილი, თუნდაც საკუთარი სტილის და ინდივდუალიზმისთვის ხაზგასმა და პარტნიორისთვის გასაგებად ახსნა, მოთხოვნა – მიგიღონ ისეთი, როგორიც ხართ. იგივე კრიტიკას გადააწყდებით სხვაგანაც, სხვა ურთიერთობაში თუ არა, სამსახურში, სამსახურში თუ არა – მეგობართან.
ადამიანები გაუცნობიერებლად იმეორებენ იმ საკითხებს და ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რაშიც თავად ჩამოყალიბებულები არ არიან. მოკლედ, როდესაც 22 წლის ასაკში საპირისპირო სქესის ადამიანთან იგივე პრობლემა გაქვთ, რაც 17 წლისას გქონდათ და პარალელს ავლებთ, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მსგავს სიტუაციაში თქვენი დამოკიდებულება გაქვთ შესაცველელლი. მეტი უნდა დაინახოთ, ყოველმხრივ გაანალიზოთ და მიიღოთ. სწორი მიღების შემდეგ კი, პრობლემაც ქრება და ის ადამიანიც წყვეტს თქვენს შეწუხებას, რადგან უკვე გავლილი გექნებათ ეგ გაკვეთილი და, თუ ეცდება, უფრო მარტივად გაუმკლავდებით.
განვითარების გარკვეულ ეტაპამდე, სანამ თავი გარემოებების, ცხოვრების ან სხვა ადამიანების მსხვერპლი გვგონია და ჩვენს თავზე აბსოლიტურ პასუხიმგებლობას თავად არ ვგრძნობთ, კარმული გაკვეთილები, შეიძლება, მარტივად ვერ გავიგოთ ხოლმე. თუმცა იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ, თითეული ადამიანი ჩვენი სუბიექტური ეგოს მიერ შექმნილ რეალობაში ვცხოვრობთ და, ჩვენი მთავარი დანიშნულება გაფართოება და დანარჩენი შვიდი მილოარდი ადამიანის სუბიექტური რეალობის დანახვაცაა, უკვე პირველი ნაბიჯია პიროვნული ზრდისთვის. ყველას რაღაც მოაქვს ჩვენთვის და, როგორი მცდარიც და არასწორიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, მისი მეორე მხრიდან დანახვა და მიღება, ყოველთვის წინსვლაა…

მოამზადა ანა თოფურიძემ

Categories
ახალი ბიოენერგეტიკა პრაქტიკები

ჰოოპონოპონო

ადამიანი რთული ენერგოინფორმაციული სტრუქტურაა, არასდროს არ არის სტერილური ინფორმაციულად.
მილიონი შესაძლო ვარიანტებიდან ყოველდღიურად ჩვენ ვირჩევთ ერთ-ერთს და სწორედ ის ჩვენი არჩეული არის დღევანდელობა.


 ადამიანში არის უმარავი პატარა პროგრამები, გადმოყოლილი, გამოცდილებით შეძენილი, მშობლებისგან ნასწავლი, სკოლაში ნანახი. ყველა ამ პროგრამის ერთობლიობა გროვდება მეხისრებაში და ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, უმეტესობა მათგანი იმდენად არაორგანული და „არაჩვენია“, რომ ხელს გვიშლის ცხოვრებაში.

მაგალითად, თქვენ თუ არ გაქვთ რომელიმე დაავადების პროგრამა, ის დაავადება არასდროს დაგემართებათ, უფრო მეტიც შეიძლება არასდროს ნახოთ ადამიანი იმ დაავდებით. თუ თქვენ არ გაქვთ მატერიალური დანაკარგების პროგრამა, არასდროს დაგემართებათ ეს ამბავი და ა.შ.

ყველაფერი რაც არ მოგვწონს ჩვენს ირგვლივ (და ამასთან არააქვს მნიშვნელობა ეს ჩვენ გვეხება პირადად თუ არა) ეს არის მეხსიარებაში (ცნობიერად და არაცნობიერად) ჩარჩენილი, დაუმუშავბელი, ყურადღება არმიქცეული მახსოვრობა ანუ პროგრამები, რომლებიც თავის დროზე არ გავიაზრეთ ბოლომდე და არ დავასრულეთ.

დამოკიდებულების შეცვლა საგნების და მოვლენების მიმართ არის ძალიან კარგი და ძლიერი ტექნიკა და ამავდულად იმდენად ძნელი, რამდენადაც მარტივი ჩანს ერთი შეხედვით. დასტრესილმა ადამიანმა პოზიტიური აზროვნება რომ დაიწყოს პირველ რიგში ზედმეტი ენერგეტიკული ბლოკები აქვს მოსაცილებელი. ეს კი ძნელია.


რაშია გამოსავლი?!
მიმღებლობა!


პირველი ეტაპზე საჭიროა მივიღოთ რეალობა ისეთი როგორიც არის და რაც არ უნდა წარმოუდგენლად რთული ამბავი გვჭირდეს, უნდა ვაღიაროთ რომ ეს ჩვენი დამსახურებაა, ჩვენი მოზიდული სიტუაციაა და საჭიროა პასუხისმგებლობის აღება.

არსებობს ასეთი ძველი ჰავაური ტექნიკა ჰოოპონოპონო, რომელის პიდაპირი თარგმანი ასე ჟღერს „შეცდომის გასწორება“/”სწორად გაკეთება”. ამ ტექნიკის საფუძველი ბევრ ეზოთერულ მიმდინარეობაში შეგხვდებათ. ეს არის ერთგვარი მედიტაცია, საკმაოდ მარტივი და ფაქტიურად ჯადოსნობის ტოლფასი.


როგორც კი დისკომფორტს იგრძნობთ, არააქვს მნიშვნელობა ეს ფიზკური ტკივილი იქნება, უბრალოდ სიტუაცია თუ მოგონება, მაშინვე შეგიძლიათ დაიწყოთ პრაქტიკა.

ამ ტექნიკის მთვარი ღერძია, რომ გავიაზროთ „სამყარო იწყება ჩემიდან“ ანუ „ყველაფერი შენს ირგვლივ შენი შექმნილია“.

კლასკურ ვარიანტში ვკონცენტრირდებით პრობლემაზე და ვიმეორებთ 4 ფრაზას:
1. მიყვარხარ

2. ბოდიში

3. ვნანობ (რომ ეს დავუშვი)

4. მადლობა

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მიმართვა სამყაროსადმი გიბრუნდებათ და ნუ იქნებით მექანიკურები, არ დაიზუთხოთ ფრაზები, შეიგრძენით ემოციების დონეზე და განიცადეთ რატომ გიყვართ, რატომ უხდით ბოდიშს, რატომ დაუშვით ეს „პრობლემა“ და როდის, და მადლობა გადაუხადოდთ გაკვეთილისთვის.

დაკვირვებიხართ ადამიანები მარტო განსადელის დროს ლოცულობენ (მედიტირებენ) და ძირითადად განსაცდელის სახით უბრუნდებათ ნებისმიერი სურვილის ასრულება. გაიხსენით სამყაროს მიმართ, იყავით გულწრფელები და ლაღები და შეიძლება სასწაულების დაიჯეროთ ისეთები მოხდება.

პირველ ეტაპზე კარგი იქნება ამ ტექნიკის დაწყება საკუთარი თავის მიმართ.

– უპირობო სიყვარულით მიყვარს საკუთარი თავი, იმიტომ რომ (აქ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ რატომ?)

– ბოდიშს გიხდი სამყაროს არასწორად აღქმისთვის და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისთვის (აქაც განავრცეთ რას აბრალაბდებით სხვებს საკუთარი თავის ნაცვლად) და ახლა უბრალოდ აღარ მინდა ამის კეთება.

– ვნანობ რომ ეს ყველაფერი დავუშვი ჩემი ქმედებით ან/და უმოქმედობით და ზიანი მივაყენე საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას.

– მადლობა ჩემს „მეს“ რომ მზად არის გაცნობიერებისთვის და პასუხისმგებლობის აღებისთვის, მზად არის ცვლილებებისთვი. მე ვამაყობ საკუთარი თავით!

დაახლოებით ასეთი ფორმულირება შეგიძლიათ მოარგოთ სხვა ადამიანს, სიტუაციას, მოვლენას, ავადმყოფობას, პრობლემას სამსაურში და ძირითადად ამ ტექნიკას აკეთებთ ისეთ თემებზე რომელიც არ მოგწონთ და რომელიც დისკოფორტს გიქმნით.

ზოგიერთ ვარიანტში მხოლოდ მიყვარხარ და მადლობა გამოიყენება, ითვლება რომ საყაროს მხოლოდ მადლიერება და სიყვარული ჭირდება ჩვენსგან.

მე პირადად წლებია მოდიფიცირებული მაქვს, არ მახსოვს საიდან დავიწყე ან სად წავიკითხე პირველად, მაგრამ მუშაობს:

  • მიყვარხარ
  • მაპატიე ყველაფერი რაც კი ოდესმე დაგიშავე ან გაწყენინე
  • მადლობა რომ ჩემთან ხარ
  • განთავისუფლებ ჩემი მიჯაჭვულობებისგან.

ამას წინათ მეგობარმა საუბრის დროს ახსენა ეს ტექნიკა და ძალიან მეცნო შინაარსობრივად, სულ რამდენიმე დღეა რაც კლასიკური ვარიანტის დატესტვა დავიწყე, ვნახოთ ვნახოთ

წარმატებებს გისურვებთ საკუთარი სამყაროს შექმნაში

მოამზადა: Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ახალი ბიოენერგეტიკა ეზოთერია

კარმა

(DÉJÀ VU)

დასაწყისისთვის, შეგიძლია თავად აირჩიო, მართო შენი პერსონალური ბედი-იყო შენი ბედის მართველი.არასდროს დაივიწყო ეს.

აცნობიერებთ თუ არა ამას, თქვენ თქვენივე სურვილით (თქვენი უმაღლესი მეს დონეზე) გაქვთ ჩაბარებული სულიერების სკოლაში და კარმის სკოლა კი ისეთივეა როგორც ნებისმიერი სხვა დანარჩენი სკოლა დედამიწაზე ბევრ რამეში.დედამიწაზე,როდესაც დაამთავრებთ მე5 კლასს თქვენ შემდეგ გადადიხართ მეექვსე კლასში და თუ განსაკუთრებით კარგად ისწავლეთ, შეიძლება ერთი ან ორი კლასით ზემოთაც გადახვიდეთ. მაგრამ თუკი ვერ ჩააბარეთ მეხუთე კლასი, რა ხდება მაშინ, თქვენ რჩებით კლასში მანამდე სანამ თქვენი მასწავლებლები ჩათვლიან რომ საკმარისი ისწავლეთ რათა გადაინაცვლოთ შემდეგ კლასში.უკან, მეოთხე კლასში ან საბავშვო ბაღში არ გაბრუნებენ მარტო იმიტო რო ვერ გაიარეთ მეხუთე კლასის გამოცდები…ამან უნდა დაასრულოს გაუგებრობა ტრანსმიგრაციის შესახებ. ისვე როგორც უკან არ გაბრუნებენ კალიისა თუ კენგურუს სხეულში თუ ვერ ჩააბარეთ ადამიანური არსებობის რომელიმე საფეხური. თქვენ რჩებით გარემოს იგივე ტიპში ერთი ცხოვრება მიყოლებული მეორეზე, სანამ მზად იქნებით გადახვიდე გაიაროთ ტესტები და გადაინაცვლოთ შემდეგ კლასში, ანუ გასხივოსნების შემდეგ დონეზე–შეიარაღებული უფრო ნატიფი სუბსტანციის სხეულით(უჯრედების რეგენერაცია),უფრო განვითერებული ტვინით და განათებული სულით რათა უფრი მაღალი კლასების გამოწვევებს გაუძლოთ და ასე მთელი გზა სულიერი კოლეჯის კურსებამდე. ბოლოს კი მიიღებ შენ „მაგისტრის“ ხარისხს.

არის თუ არა კარმა ერთადერთი განმაპირობებელი ფაქტორი თქვენ პერსონალური ბედის? კი და არა. გააჩნია.

კარმა მაშინ ხდება განმსაზღველი ფაქტორი როდესაც თქვენ აძლევთ მას ამის საშუალებას მოუქნელი კანონების იგნორირებით. ამ გაგებით ის არის ძალიან მსგავსი შენი ასტროლოგიური დაბადების ჩარტისა,რაც ლოგიკურია ვინაიდან ჰოროსკოპი არის უბრალოდ სურათი რომელიც იყენებს კოდირებულ სიმბოლოებს ყველა ძირითადი და სიცოცხლისუნარიანი ვიბრაციებისა, რომლებიც შენ თავად დაუწესე თავს ამ სოცოცხლეში გასული ინკარნაციების ამჟამად დავიწყებული მოქმედებებით—და რომელთაც უნდა გაუმკლავდე მიმდინარე სიცოცხლეში.

რაც უფრო ნკლებად გწამს ასტროლოგიის მით უფრო კარგად გერგება შენი ჩარტი ვიწრო ხელთათმანივით.ყოველთვის საინტერესოა დაბადების ჩარტის წაკითხვა სკეპტიკურად განწყობილი ადამანისთვის და მერე ყურება მისი შოკისა როდესაც სულ მცირე დეტალიც კი ამ ადამიანის ცხოვრებაში არის სააშკაროე გამოტანილი რაც მას აშინებს და სურვილს აღუძრავს იცოდეს უფრო მეტი და აცნობიერებს რომ ხელოვნება და მეცნიერება ასტროლოგიისა არც სულელურია და არც თამაშია. (გარდა იმ საგაზეთო ჰოროსკოპებისა რომელთაც ისეთივე საერთო არ აქვთ ნამდვილ ასტროლოგიასთნ როგორც მონოპოლიის თამაშს უძრავი ქონების ტრანზაქციებისთან)

როგორც ხედავთ მანამ სანამ ჯერ კიდე არაინცირებული ხართ,პლანეტარული მოძრაობები გინარჩუნებენ „ხაზზე“ გზღუდავენ რათა ძალიანაც არ დაცილდეთ თქვენ კარმულ მოვალეობებს. მხოლოდ მაშინ როცა გამოიკვლევთ თქვენ დაბადების ჩარტებს და ჩაწვდებით ასტროლოგიას(ნუმეროლოგიას) თავისუფლდებით თქვენზე დაკისრებული შეზღუდვებისგან ჩარტში. არსებობს ძველი სიბრძნე რომელიც გვასწავლის “წმინდანის ჩარტის წაკითხვა შეუძლებელიაო” რატომ? ვინაიდან “წმინდანი (‘და მიაქციეთ ყურადღება რომ სიტყვა შეიცავს „sin“ (ცოდვას) რაზეც მოგვიანებით შევჩერდებით ლექსიგრამების თავში) აღსდგა ნატალური ჩარტიდან დაგანთავისუფლდა მისგან.

გასხივოსნება იწვევს თქვენი პერსონალური აურის დიდად გაზრდილი სიხშირით როგორიცაა წამში ანგსტრომებისერთეულით ვიბრაციას.ეს ვიბრაციული სიხშირე იმუნურს გხდის ელექტრომაგნიტურ ვიბრაციებისადმი რომლებიც ბომბარდირებენ შენზე კოსმოსიდან ისეთი სახით რომელიც შესაბამისია პლანეტების პოზიციასთან შენი პირველი ჩასუნთქვის მომენტში როდესაც 40 მილიარდზე მეტი უჯრედი შენ ტვინში იქნა პროგრამირებული ისე როგორც კომპიუტერში–რაც პრაქტიკულად წარმოადგენს კიდეც ტვინს(ადამიანის გაკეთებული კომპები არიან სუსტი იმიტაცია მისი მხოლოდ და მხოლოდ როგრც ეს უკვე განვიხილეთ).

ამდენად შეიძლება ითქვას, რომ გასხივოსნება არის დეპროგრამირების ფორმა რომელიც იმუნიტეტს განიჭებთ პლანეტების მოძრაობით გამოწვეული თქვენი ბედის კონტროლისგან.იგივე შეიძლება ითქვას კარმულ ძალაზეც, რაც ფაქტიურად წარმრმოადგენს პლანეტარულ მოძრაობას. გაუკეთეთ იგნორირება კარმულ წესებს და ის შეგინარჩუნებთ მჭიდრო და უმოწყალო მარწუხს შენ ცხოვრებაზე. მაგრამ როდესაც გაიზრდები რათა საკმარისად იზრუნო გუშინდელ,დღევანდელ და ხვალინდელ დღეზე—როდესაც დაიწყებ მათ დანახვას როგორც მუდმივ აწმყოს და არ დაიწყებ დროის მონაკვეთების გამოცალკევებას მაშინ გეცოდინება თუ როგორ უნდა მართო პერსონალური ბედი უფრო ზუსტად კი,შეუკვეთო ისეთი როგორიც უნდა იყოს. „ ეძიე ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს შენ“. გაგანთავისუფლებს კარმული ვალისგან. ჩემთვის მუდმივად გაუგებარი რჩება თუ როგორ ურევს ხალხი ნაზარეთელი სულმდაბალი ხის ხელოსნის სიტყვებს სირთულეების ქსელში მაშინ როდესაც მან ასე მარტივად და უბრალოდ ჩამოაყალიბა ეს.

კარმული კანონი დაფუძნებულია ნიუტონის კანონის მსგავსად მიზეზსა და შედეგზე: ყოველი ქმედებისთვის არის რეაქცია. ჯონი ტკივილს მიაყენებს მერის და მერი შემდეგ არსებობაში შეხვდება ჯონს ახალ სხეულში სხვა სახით და ატკენს ჯონს თან მცირე გათვითცნობიერებით იმისა(ქვეცნობიერის დონეზე) რომ მან ადრე ატკინა მას. შემდეგ იწყება ახალი ცხოვრება ორივესთვის და ეხლა ჯონის ჯერია ატკინოს მერის ისევ–შემდეგ მერი ატკენს ჯონს და თოთოეული ხდება ბუნერანგული კარმის არხი მეორისთვის უსასრულო ცხოვრებების მანძილზე.

ასეთი ჯაჭვი შეიძლება გაწყდეს ორი გზით:

1. ბოლო ნატკენი პირი თუა ჯონი. იგი აცნობიერებს კარმულ ანონს და აცნობიერებს რა მის აუხსნელ სურვილს ატკინოს მეორეს–მაგრამ შეგნებულად იკავებს თავს უკვე გახდეს არხი მერის კარმული დასჯისთვის. ანუ ჯონი პატიობს მერის და ჯაჭვი წყდება. ორივეს ეძლევა თავისუფლება ამ კარმული ჯაჭვიდან.

2. ჯონი თუ არაა საკმარისად გასხივოსნებული მაგრამ მერია გასხივოსნებული კარმული კანონისადმი, პასუხობს ჯონის მიერ მოყენებულ ტკივილზე ეს რა გამიკეთებია ამ ადამიანისთვის ისეთი რომ ასე ძალიან მტკენს? ალბათ წინა ცხოვრებაში მიტკენინებია ამიტომ მე არათუ ვიმსახურებ ამას ალბათ მეტსაც როგორც კი მერი დაუშვებს საკუთარ პასუხისმგებლობას ამ ტკივილისთვის და არ ჩაიდებს გულში წყრომას ქვეცნობიერ მეხსირებაში არ იქნება შენარჩუნებული უკვე შემდეგ ცხოვრებაში ასე რომ იგი გაწყვიტავს კარმულ ჯაჭვს პატიების სხვდადასხვა ფორმით, რაც გადაცემული იქნება შემდეგ ცხოვრებაში როდესაც იგი შეხვდება ჯონს ისევ.

ეს ასე მუშაობს. კარმული ჯაჭვი შეიძლება გაწყვეტილი იქნეს ერთის მიერ ორიდან რომელთაც ეს ეხებათ( და რა თქმა უნდა გაქვთ ბევრი კარმული ჯაჭვი ბევრ ადამიანთან არა მხოლოდ ერთთან) ის შეიძლება გაწყვეტილი იქნეს კარმის პოტენციური გამცემის ან კარმის პოტენცური მიმღების მიერ.

დაიმახსოვრე, რომ შენ არ გაქ იღბალი ცუდი თუ კარგი რომელსაც შენ არ იმსახურებ შენი ქმედებების გამო, ამ ცხოვრებში ან წინაში. ყოველი ქმედება აღძრული რჩება მოძრაობაში სანამ ის განეიტრალდება მიზეზ-შედეგობრივი კანონების დაბალანსებით კარმული ვალის დაბალანსებით. ეს გარდაუვალია. მთელ გაუგებრობას რაც იწვევს არის კიდე დავიწყება. კარმული ამნეზია ტრაგიკული რამით. რომ ვისწავლოთ წარსული გამოცდილებიდან მოითხოვება რაღაც გაკვეთილების ცოდნა გასული გამოცდილებიდან. სიტყვა“მეხსიერება“ შეიცავს ორ სიტყვას „ მეტი“ და „მე“ (ინგლ) რომ შეგეძლოს უფრო მეტის გახსენება შენზე უფრო მეტად გეცოდინებოდა შენი თავი.ითვლება რომ მხოლოდ რწმენა რეინკარნაციაში თანდათნ გიბრუნებს გასული სიცოცხლეების ხსოვნას როგორც საჩუქარს განათბული სულისთვის.

და მაინც უნდა გახდე განათბული რათა მიიღო კარმული მეხსიერების ნიჭი რათა შეგეძლოს ჩაერთო და გამოერთო ამ ხსოვნას სელექციურად ისევე როგორც რთავ და თიშავ ტელევიზორის არხს. სხვა შემთხვევაში ქაოსი დაისადგურებს ტვინსა და გონებაში რაც მიგიყვანთ სიგიჯემდე. წარმოიდგენეთ, რომ არ შეგეძლოთ ჩართვა და გამორთვა სატელევიზიო სადგურების სელექციურად და ყველამ დაიწყოს თქვენი ბომბარდირება ერთდროულად. ამიტომაა რომ შენი განვითარების მიმდინარე სტადიაზე შენ დაცული ხარ ასეთი სიგიჟეებისგან ერთდროული კარმული მეხსიერებებისა სულიერი ამნეზიის ფორმით მანამ სანამ დაიწყებ ვიბრაციას მაღალ სიხშირემდე და იქნები სელექციური კარმულ მეხსიერებებში.

კარმის ნიმუში არაა რთული გასაგებად. რა არის საიდუმლო ძალა მოძრაობაში მოყვანილი შენი ქმედებებით? კარმა. როგორაა ეს ძალა კონტროლირებადი და მიმართული? შენი უმაღლესი ანგელოზით,შენი მასწავლებლით სულიერების კლასში. როგორ წყვიტავ კარმის ჯაჭვს? საკუთარი უმაღლეს მესთნ ჩართვით როგორც რადიო სადგურში სწორ სიხშირეზე. როგორ აღწევ ამას? ელექტრომაგნიტური ენერგიით, მაგნიტური მიზიდვით. საიდან იღებ ამ ეგერგიას? სურვილიდან. ინტენსიური სურვილით-საჭიროებით-ძებნით. ინტენსიური სურვილი ქმნის ენერგიას ტალღას რომელიც უერთდება სხვებს რომლებიც იგივე სიხშირის ტალღაზე არიან და გასხივოსნების სხვადასხვა ხარისხი მიიღება.

ეს მაშინვე არ მოხდება მაგრამ მოხდება და იქნება სურპრიზი როდესაც მოხდება. აი ნახავთ. ამ მერწყულის ეპოქაში დრო გვიახლოვდება სწრაფად რათა ყველა კარმულმა წრემ დაასრულოს თავისთავი, ყოველმა ტყუპმა უნდა გააერთიანოს საკუთარი თავი რომლებიც დაცილებული იქნენ მრავალი ეონური ხანის უკან, იპოვონ ერთმანეთი და შეერთდნენ ისევ ერთ მთლიანობაში რათა ჰარმონია მოიტანონ სამყაროში. დრო მოვა როდესაც სუფთა წარმოსახვები დეჟა-ვუსი ჩაენაცვლება არსებულ კარმულ ამნეზიას… და ერთხელ უკვე განვლილი ბილიკების მახსოვრობები იქნება ფოკუსის ქვეშ არჩევანის მიხედვით ისე რომ ყველას შეეძლება მოინახულოს დიდიხნის დავიწყებული ძვირფასი მოვლენები წარსული ცხოვრებისა. დროის მანქანა ჰ.გ უელსის (H.G. Wells) მიერ წამოდგენილი არაა მეცნიერული ინსტრუმენტი და არც ფიზიკის კანონებით გამოგონება, არამედ მეთოდი მოგზაურობისა შენ თავშივე,მეტაფიზიკის (ფიზიკის გარეთ)კანონებზე აშენებული …

როდესაც რამე ნეგატიური ხდება ჯერ გააცობიერო უნდა რომ იგივე ტკვილი მიაყენეთ ვინმეს წინა ცხოვრებაში(ალბათ იგივე ადამიანს) და აიღეთ სრული პასუხისმგებობა ნეგატიურ სიტუაციაზე თუნდაც ჩანდეს რომ ერთი შეხედვით უდანაშაულო ხართ. გულისწყრომა მოიცილეთ გულიდან ტკივილის მომყენებლისადმი და იცოდეთ რომ იგი არის უბრალოდ არხი ამ კერძო კარმისა რომელიც თავად აამოძრავეთ წინა ცხოვრებაში, მერე რა რომ ეხლა აღარ გახსოვთ.

ასეთი სრული დაშვება (უნდა მართლა იგრძნობოდეს და არა მხოლოდ აქტი იყოს) რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს კერძო კარმის ტვირთს და ამას მაშინვე იგრძნობთ. ხშირად პირი ცოტა დაბნეული რჩება ან სირცხვილის გრძნობით და წყვეტს ნეგატიურ ქმედებას ან მაშინვე ან თანდათანობით.

შემდეგი ნაბიჯი იმედიტირეთ ნეგატიური ქმედების პოლარულობაზე რაც თქვენ თავს ხდება მაგრამ გაგიკეთებიათ სხვისთვის წარსულ ინკარნაციაში და შეასრულეთ ეს პოლარულობის ქმედება(ან რამოდენიმე) საპირისპირო ხარისხისა ერთი ან რამოდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის იმ ადამიანის მიმართ რომელიც თქვენ ტანჯვას გაყენებთ. საკმაოდ ხშირად ეს აბალანსებს კარმის პინებს ისე, რომ შენი ტანჯვის მიზეზი საბოლოოდ ქრება და ყველაფერი ისევ სწორად დგება სწრაფად(ხშირად შოკისებურადაც) შეიძლება გჭირდებათ რამოდენიმე მაგალითი.

ნამდვილ ისტორიას გიყვებით. ჩემი მეგობარი ჩარსლსტონიდან, დას. ვირჯნია, განადგურებული იქნა როდესაც ექიმებმა უთხრეს რომ მას შეეყარა დაავადება რომლის მორჩენის საშუალება მედიცინას არ გააჩნიათ, რომელიც მას თანდათანობით წელიწადზე ნაკლები ხნის მანძილზე მთლიანად გაუკეთებდა პარალიზებას. მან თავს დაუსვა პასუხისმგებლობა ამ კარმისთვის. მან გაათვითცნობიერა, რომ წინა ცხოვებაში მიაყენა პარალიზაცია ვინმეს ან რამდენიმე ადმიანს და მისი რეაქცია ეხლა ცდილობდა სააწორის პინების გაწონასწორებას

მას შეეძლო ინიცირება ასეთი ქმედებისა დაარტყი და გაიტანე მძღოლად და უბდურების სცენარიდან გაქცევითა და თავისი მსხვერპლის პარალიზებულად დატოვებით ან შეეძლო პარალიზების მიყენება სხვაზე ფეხბურთში ან ბოქსში სულაც შეიძლებოდა ყოფილიყო რომში, რომელიც სიტყვაზე,ქრისტიანებს ლომებს უყრიდა კოლიზეუმში. შემდეგ მან იმედიტირა რა პოლარული ქმედებების რამოდენიმე ფორმაზე, მიიღო გადაწყვეტილება. მან თავი გაინთავისუფლა სამუშაოდან და დიდი ფინანსური დანახარჯის ხარჯზე თან მომატებული ტკივილის ფონზე მან თავისი მსახურება შესთავზა დასახიჩრებული ბავშვების ჰოსპიტალს ძალიან მცირე ანაზღაურების ფასად, რომლითაც მას მხოლოდ პატარა ოთახის ქირაობა შეეძლო. იგი ხმამაღლა უკითხვდა ბავშვებს, ეხმარებოდა ფიზიკურ თერაპიაში და ასრულებდა რამდენიმე უსიამონო ხელით დასასუფთავებელ სამუშაოს. პირველი კვირის მანძილზე მასზე ისე იმოქმედა ბავშვების ღიმილებმა და მათმა უშენიშვნო დამოკიდებულებებმა, რომ სულ დაავიწყდა თავისი ავადმყოფობა გარდა ღამით როდესაც ტკივილი კიდურებში ისე იჩენდა თავს რომ ვერც იძინებდა. სამი თვის შემდეგ ამ სამუშაოს დაწყებიდან მან შეამჩნია რომ მისი ტკივილი მსუბუქდებოდა და ორი კვირის შემდეგ საერთოდ გაუქრა დისფომფორტის გრძნობა. ჩარლსტონში დაბრუნებისას შემოწმებაზე ექიმმა უთხრა რომ ფატალური დაავადების ყველა ნიშანი გაუქრა.“ სპონტანური რემისია’ ასე უძახიან ექიმები სრულიად გამოჯანმრთელებას. კარმული ვალი იძახიან, რომ არის იმპერსონალური(უპერსონო) იგი არაა დაინტერესბული თუ როგორ იქნება პინები გაწონასორებული ოღონდ იყოს გაწონასწორებული.

რეალურ კარმის გაუქმების მეორე მაგალითი: როდესაც ქალს ეუბნებიან რომ იგი უნაყოფოა და რომ მას არ შეუძლია ჩასახვა, რა სამედიცინო მიზეზიც არ უნდა იყოს(გარდა ალბათ ამოყირავებული საშვილოსნოსი) არსებობს კარმული მიზეზი ამ ტრაგედიისთვის ,შეუსრულებელი სურვილისთვის. მან ან რამდენჯერმე უარი თქვა ეგოისტური მიზეზებიდან გამომდინარე გასულ ცხოვრებებაში ბავშვის ტარებაზე ან ბოროტად გამოიყენა ისინი რაღაცნაირად. მაშასადამე იგი წყვიტავს იშვილოს ბავშვი(ქმარს არ ვტოვებ უბრალოდ ვკონცენტრირდები ქალის ინდივიდუალურ კარმაზე) რა ხდება მას შემდეგ რაც იგი ბავშს იშვილებს? მეგობარმა ნიუ-იორკში და მეორემაც კალიფორნიაში დაადასტურა რომ სტატისტიკა არის 75 დან 85 პროცენტამდე მართალი. და რისი? იმის, რომ უნაყოფობის დიაგნოზ დასმული ქალი რომელიც იშვილებს ბავშვს მერე აღმოაჩენს რომ არის ორსულად.

უნაყოფოდ ქალი იქცა თავისი კარმის გამო რომელიც არის სულიერიების კლასში მისი მასწავლებელი ისე რომ გამოივლის როგორია იყო მარტო და უშვილოდ და გადაიტანს ამ ქვეცნობიერ მეხსიერებას შემედგომ არსებობაში რომლის განმავლობაში იგი გადაწყვიტავს რომ არც ატაროს ბავშვები და არც ცუდად გამოიყენოს ისინი. და როდესაც იგი უკვე შეისწავლის თავის კარმულ გაკვეთილს უდედო ბავშვის აყვანით რათა მისცეს მას სიყარული, კარმული ვალი იხსნება. ბუნებრივად იხსნება ქმრის კარმაც ვინაიდან იგი გადახლართულია მასთან.

იმ შემთხვევებში როდესაც შვილობლობა ხდება და ქალი არ რჩება ფეხმძიმედ მაშინ ქმედება ბავშვების წინაშე წინა ცხოვრებაში ძალიან ნეგატიური იყო(შეიძლება მკვლელობაც კი) რაც ქმნის კარმას რომელიც მოითხოვს ერთზე მეტ ინკარნაციას და მაინც ბავშვის აყვანით და მის მიმართ სიყვარულის გამომჟღავნებით და როგორც საკუთარის ისე მოპყრობით იგი თანდათნობთ შლის წარსულ კარმულ ვალს და არის მათგან თავის დაღწევის გზაზე. ყოველ შემთხვევაში,წინ მიიწევს და არ დგას ერთ ადგილას.

ერთი ყველაზე გავრცელებული და მყისიერი გზა კარმული ჯაჭვის გაწყვეტისა არის აპატიო ყველას ვინც გტკენს,სანამ პატიებას გთხოვენ მანამდე და როდესაც არც არასდროს გთხოვენ. ეს პატიება არა მარტო შენ გწყვეტს არამედ მათაც სანამ გაიქცევიან და ახალ კარმას შეიძენენ თავისთვის და სანამ შენც იგივეს იზავ.

თუ ვინმე მოიპარავს შენგან დარწმუნებული იყავი რომ შენც მოგიპარავს სხვისგან, უფრო შესაძლებელია იგივე ადამიანისგან სხვა სახელად და სხვა სხეულში(სულის ტაძარი) წინა არსებობაში. როდესაც იღებ რამე სიკეთეს ან თანაგრძნობას, ფინანსურ დახმარებას ან რამე ერთი შეხედვით დაუმსახურებელ წყალობას ამ სიცოცხლეში ეს სრულიადაც არაა დაუმსახურებელი. დარწმუნებული იყავი რომ იგივე სერვისი გაგიკეთებია ამ პირისთვის წინა ცხოვრებაში და იგი მაგნეტიზირებულია კარმული წესით რათა დაგიბრუნოს იგი. ეს ორმხრივ მუშაობს,ნახავ. ჯონი ტკივილს აყენებს მერის,მერი–ჯონს— მაგრამ შეიძლება იყოს ასევე ჯონი ეხმარება მერის,მერი ეხმარება ჯონს კარმული ჯაჭვით…და ესაა ოქროს ჯაჭვი რომელიც აერთიანებს“

და ისევ ნაზარეთელის სიტყვები არის მარტივი და ნათელი ‘კეთილი უყავ მათ ვისაც ეჯავრებით თქვენ და ყველანაირ სიბოროტეს ამბობენ თქვენზე, თუკი გაგარტყამენ მარჯვენა ლოყაში მიტრიალდით და მარცხენა მიუშვირეთ, და თუ ვინმე კანონით დაგიწყებთ დევნას აიღეთ თქვენი სამოსი და ისიც კი მიეცით, შეიკავეთ თავი სიბორისტგან“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ გამოისყიდეთ თქვენი კარმული ვალები დიდსულოვნად, წუწუნის გარეშე სიმწარის და გულისწყრომის გარეშე და კარმული უღელი სასწაულბრივად მოიხსნება თქვენგან, რათა ჩაითვლება რომ თქვენ დიდსულოვანი დაშვება დაბალანსებულია პოზიტიური აქტით რომელიც დააბალანსირებს თავდაპირველ ნეგატიურ ქმედებას კარმულ სასწორში. პირველი, დაუშვით, შემდეგ, აპატიეთ და ბოლოს გამოისყიდეთ. გახდით მთლიანი საკუთარ თავთან.

რეინკარნაცია და კარმის წესები ისე ნათლად ხსნიან განსხვავებას თუ რატომ იბადება ზოგი ბრმა და ზოგი არა, ზოგი ჯანრთელი და ზოგიც ნაკლით,ზოგი ღარიბი და ზოგი მდიდარი, ზოგი შევსებული და ზოგი მარტოხელა.და მაინც ყველა ორგანიზებული რელიგიის ლიდერი როდესაც ეკითხებიან ახსნან ასეთი ერთი შეხედვით უსამართლო და მკაცრი სამართლი (მხოლოდ ერთი სიცოცხლის გადასახედიდან) თავიანთიუზენაესი კეთილშობილიღვთაებების გადმოსახედიდან,პასუხობენ მხოლოდ „ კომენტარის გარეშე“ან„ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი რამეების განკითხვა“ დარატომ რ უნდა დავაყენოთ კითხვის ქვეშ? ნაზარეთელმა ხომ გვირჩია „ეძიეთ ჭეშმარიტება“.

მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება რაც მუდამ უნდა გვახსოვდეს არის ის რომ ყოველმა კაცმა და ქალმა ერთად დაიწყო გრძელი სულიერი გზა და თითოეული ალბათ ნამდვილად მიაღწევს იგივე დანიშნულების ადგილს ინდივიდუალურ დროს, მოგზაურობის ინდივიდუალურად ამორჩეული მეთოდით, ინდივიდუალურად ამორჩეული ბილიკით და ასევე ინდივიდუალურად ამორჩული გზის რუკით(ანუ რელიგიით).

კარმისა და რეინკარნაიის კონცეფცია, ასტროლოგია და ნუმეროლოგია ამოღებული იქნა ქრისტიანული ბიბლიიდან სხვადასხვა დროს მათ შორის ტრენტის შეხვერდაზე 300 ძვ.წ. და კონსტანტინოპოლის შეხვედრაზე ძვ.წ . საბედნიეროდ მათ გამორჩათ რამოდენიმე რამ სიჩქარეში , როგორიცაა – ეკლესიასტეს ლექსები რომლებიც აღწერენ ასტროლოგიასა და პლანეტრულ მოძრაობებს დაკავშირებულს ადამიანის ქცევასთან და რამოდენიმე მოკლე საუბარი იესოსა და მის მოწაფეებს შორის რეფერენსებით მრავალჯერად ინკარნაციებთან. მხოლოდ ორი რომ ჩამოვთვალოთ.

თარგმნა – ნინა ნიქაბაძე
ავტორი – ლინდა გუდმენი

Categories
ახალი მინერალური ქვები პრაქტიკები

აქვამარინი

სიტყვა აქვამარინი შედგება ორი ლათინური სიტყვისგან – წყალი (aqua) და ზღვა (mare).
ეს ქვა ითვლება სიბრძნის, გონების და მეგობრობის სიმბოლოდ.მიიჩნევენ, რომ ის თავის პატრონს იცავს ტყუილისგან. ასევე ქვა იცვლის ფერს მეპატრონის ხასიათის მიხედვით (მუქდება, როცა ადამიანი ცუდ გუნებაზეა და ღიავდება, როცა თავს კარგად გრძნობს). მასზე არაერთი ლამაზი ლეგენდა დადის.
სამკურნალო თვისებები:
თანამედროვე ევროპულ ლითოთერაპიაში ითვლება, რომ აქვამარინი დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე და ფსიქო-ემოციონალურ სფეროზე, ადამიანს ეხმარება დაძლიოს ნევროზი და ფობიები, წმენდს მენტალურ დონეზე და აჩერებს შინაგან დიალოგს.
აქვამარინი არის სულიერი მდგომარეობის ინდიკატორი და მისი სტაბილიზატორი, ამიტომაც კარგი იქნება, თუკი ეს ქვა მუდამ თან გექნებათ.
ის კარგია ყველასათვის, როგორც ბუნებრივი ბიოსტიმულატორი, ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის.
ქვა აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, ასუსტებს ალერგიულ რეაქციებს, აყუჩებს ტკივილს, კურნავს სასუნქთი გზებისა და კანის დაავადებებს.
აქვამარინი დადებითად მოქმედებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე, აძლიერებს თირკმლების მუშაობას.
თუკი ქვას დიდხანს დააკვირდებით, ის გააუმჯობესებს მხედველობას და მოგიტანთ სულიერ სიმშვიდეს.
ინდოელ იოგებს მიაჩნიათ, რომ აქვამარინი მჭიდროდ არის დაკავშირებული ყელის ჩაკრა ვიშუდჰასთან, რომელიც ახდენს მის სტიმულირებას.
მაგიური თვისებები:
აქვამარინი არის წრფელი სიყვარულის თილისმა. ის მფარველობს მეგობრობას და მის მფლობელს უბედურებისა და უსამართლობისგან იცავს. ისევე, როგორც ყველანაირი ნეგატიური ზეგავლენისგან.
ენერგია:
აღქმადი „ინ“ ენერგია.
ასტროლოგიური მხარე:
ეს ქვა ყველაზე კარგია მორიელის, კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის და თევზის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულთათვის.
პლანეტა: მთვარე.

მოამზადა: ნიკა დვალიშვილმა
“ტაროს სახლი”

Categories
ახალი ეზოთერია

სამყაროს მართვის 108 კანონი

ვედების თანახმად საკრალური რიცხვი 108 მიუთითებს სამყაროს მოწყობაზე.
ფაქტები:
• ღვთაება ვიშნუს აბრევიატურად შეესაბამებას რიცხვი 108 : 1 – ღმერთი ანუ კოსმიური გონი; 0- დასრულებული ციკლი; 8- უსასრულო მარადისობა.
• სანსკრიტულში არის 54 ასობგერა. ყოველ მათგანს აქვს ქალური და მამაკაცური საწყისი: 54*2-108.
• 108 ენერგეტიკული არხის გადაკვეთით ადამინის სხეულში იქმნება ცენტრალური, მეოთხე გულის ჩაკრა.
• ისლამში 108 ჯერ მიმართავენ ღმერთს .
• ბუდიზმში ლოცვის და მედიტაციის დროს გამოყენებულ კრიალოსანს აქვს 108 ბურთულა.
• ასევე არის თანხვედრა მზის და დედამიწის ბრუნებს შორის რეზონანსულ რიცხვთან.

ასევე არის შესაბამისობა მზის სიტემასთან: 9*12=108, სადაც 12 არის ზოდიაქოს ნიშნების რაოდენობა, ხოლო 9 – პლანეტების რაოდენობა, რომლებიც მზის ირგვლივ ბრუნავენ ზოდიაქოს თანავარსკვლავედების გავლით, ასევე არის მოსაზრება, რომ 9-ში იგულისხმება 7 ძირითადი პლანეტა და მთვარის 2 ციკლი.

ქვემოთ მოცემულია სამყაროს წარმართვის 108 კანონი:

1. შენ არ იცი რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება
2. მაგრამ ზუსტად იცოდე: სიკეთის სხვებისთვის თავზე მოხვევა – არის ბოროტება.
3. შენ არ იცი რა ჭირდება სამყაროს.
4. თუ შენ მართალი ხარ, მაშინ შენ არ ხარ მართალი.
5. არ არსებობს ის, რასაც მართალს ან არამართალს უწოდებენ. შენთვის შეუცნობელია რა რა არის.
6. არ არსებობს ცუდი, არის მარტო ის რაც შენში იწვევს გაბრაზებას.
7. არ არსებობს კარგი, არის მარტო ის რაც შენ გახარებს.
8. სამყარო ძალიან დიდია იმისთვის, რომ შენ შეძლო ზიანი მიაყენო მას.
9. შესაძლებელია, შენი შეცდომები სწორედ ის არის რაც სამყაროს ჭირდება შენსგან.
10. შენი შეცდომები არ დაღუპავს სამყაროს.
11. არ ეძებო ჭეშმარიტება შენს გარესამყაროში, ის მანდ არ არის.
12. სიცოცხლის აზრი ეძებე ამ სამყაროს მიღმა.
13. როგორ საზღვრავ მიზანს რომელსაც შენ ასრულებს? და გეკუთვნის ის შენ?..მიზანი, რომელსაც შენ ასრულებ აქ, შენ არ გეკუთვნის.
14. არ ინერვიულო საკუთარი თავის გამო. სინამდვილეში სამყაროსთვის შენ იმდენად მნიშვნელოვანი ხარ, რომ უაზროდ არ დაიკარგები.
15. არ ეძებო საკუთარი დანაშაული. არაფერში ის არ არის.
16. არ შეეცადო მიმართულება მისცე სხვას, რადგან შენ არ იცი რომელია სწორი მიმართულება. სინადვილეში რაც მისთვის აუცილებელია, თავად აიღებს.
17. ის რასაც შენ აკეთებ თუ შენთვის არის ძნელი, დაფიქრდი, რეალურად გჭირდება კი ეს?!
18. გააკეთე მხოლოდ ის რაც კარგად და ადვილად გამოგდის, მაგრამ გააკეთე მთელი ძალისხმევით.
19. თუ რამეს შემთხვევით აკეთებ, შენ ამას შეგნებულად აკეთებ.
20. შეინარჩუნე ის რაც მოგწონს და თავიდან მოიცილე, ის რაც არ მოგწონს.
21. თუ შენ შეგიძლია გამოასწორო საკუთარი შეცდომები ე.ი. შენ ჯერ კიდევ არ შემცდარხარ.
22. ყველაფერი რაც ხდება, ხდება თავის დროზე.
23. შენ, სწორი გადაწყვეტილებების ხანგრძლივი ძიება, შეცდომებზე ძვირი დაგიჯდება.
24. მოვლენები ხდება შენსგან დამოუკიდებლად. შენზე მხოლოდ ის არის დამოკიდებული მიიღებ თუ არ მიიღებ მათ.
25. თუ ეჭვი გეპარება გზის მიმართულებაში წაიყოლე თანამგზავრი, თუ დარწმუნებული ხარ წადი მარტო.
26. იყო ძლიერი ნიშნავს შეეგუო აზრს რომ მიუხედავად ყველაფრისა ხარ მარტო.
27. ძლიერი ადამიანი ყველაზე ძლიერი მარტოა.
28. ძლიერი იღებს თავის მარტოობას, სუსტი კი გაურბის მას.
29. იყავი მშვიდი და ყურადღებიანი და შენ არ გაუშვებ ძალის მომენტს.
30. საკუთარი თავის შემფასებელი იყავი თავად. თუ სხვებისგან გაიგებ შენი თავის შესახებ, ეს ნიშნავს რომ შენ აძლევ მათ ძალაუფლებას საკუათარ თავზე.
31. თუ შენ დალოცავ და გააცნობიერებ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს, შენ მიიღებ დიდ და ახალ შესაძლებლობებს.
32. გაეცი- ადვილად; დაკარგე- ადვილად; დაემშვიდობე-ადვილად;
33. არ იდარდო რომ ცხოვრებაში ცოტა სიხარულია, ამით შენ კიდევ ერთ სადარდებელს დაიმატებ.
34. შეიყვარე მტერი შენი- რათა გაიმარჯვო.
35. თუ მტერი მოულოდენლად დაგადგათ თავზე და თქვენ კიდევ ცოცხალი ხართ – ე.ი. ის თქვენს ხელშია.
36. წამგებიანი სიტუაცია გამოსადეგია გამოცდილებისთვის.
37. არ შეგეშინდეს იმის ვინც ცდილობს გატეხოს შენი ნებისყოფა, რადგან ის თავად არის უნებო და სუსტი.
38. უგულველყოფას მოაქვს გამარჯვება.
39. დათმობით შენ გადიხარ გამოცდებს.
40. დათმე, რათა შეასუსტო წინააღდეგობა.
41. არ ეცადო იყო მოწინააღდეგეზე ძლიერი, ეძებე სად არის მოწინააღდეგე შენზე სუსტი.
42. მტრების ცნობა- ეს მათზე უპირატესებოს ქონას ნიშნავს.
43. ყოველთვის ვერ გამარჯვებ, მაგრამ შეგიძლია გახდე დაუმარცხებელი.გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე, თუ რადენად დაუცველია მოწინააღდეგე. ხოლო წაგება დამოკიდებულია მხოლოდ შენზე.
44. ყოველთვის დაინახე მოწინააღდეგეში ადამიანი -ეს შენი უპირატესობაა.
45. სიამოვნება- სისუსტეა. დაგემოვნება და ძღომა-ორივე მათგანი სიამოვნებაა, მთავრია ერთმანეთში არ აურიო.
46. შენ იცი წესები, მაგრამ ვერასდროს გაიგებ ყველა წესს, რომლითაც სამყარო ცხოვრობს.
47. სამყარო მკაცრია, მაგრამ არა ბოროტი.
48. იყავი ყურადღებით. ზოგიერთები შენ განადგურებენ.(არიან ადამინები, რომელთა გვერდით ყოფნაც შენ განადგურებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან. არიან ადამინები, რომელთა გვერდით ყოფნაც შენ გაძლიერებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი კარგი ადამიანები არიან. ყოველთვის წადი მეორე კატეგორიის ადამინებისკენ, და თი ეს არ გამოგდის მაშინ საერთოდ უარი თქვი მეგობრობაზე).
49. განიცადე სიხარული იმით, რასაც შენ აკეთებ.
50. ცეცხლი, რაც უფრო უახლოვდები: ჯერ ანათებს, მერე ათბობს, ბოლოს კი წვავს.
51. ამ წუთას შენ უკვდავი ხარ, რადგან ჯერ არ მომკვდარხარ.
52. არ შეგეშინდეს წყევლის და არ გაიხადო მიზნად შეგაქონ. არც ერთს და არც მეორეს სულისთვის არაფერი მოაქვთ.
53. თუ საკუთარ წარმატებას გაზომავ სხვისი შექებით ან კრიტიკით, შეიქმნი შფითვას და დაურწმუნებლობას.
54. არ იფიქრო საით წახვიდე, როცა დაკიდებული ხიდის შუაში დგეხარ.
55. გასაკეთებელი გააკეთე ახლა, შემდეგ ვეღარ გააკეთებ ასე კარგად.
56. არ თქვა საით მიდიხარ, თქვი მხოლოდ სად მისვლის იმედი გაქვს.
57. ბრძოლაში იყავი ფრთხილი, რათა არ გახდე ის რის წინააღდეგაც დაიწყე ბრძოლა.
58. მოიშორე ის საათები, რომლებმაც ჩამოკრეს 13-ჯერ, ნაცვლად 12-ისა. ( გაიხსენე 13 დარტყმის კანონი: თუ ერთხელაც საათმა ნაცვლად 12ისა 13ჯერ ჩამოკრა, ეს საათი გადააგდეთ, რადგან დიდი ალბათობით ისევ არასწორად იმუშავებს).
59. გადაჭარბებული სურვილი წარმოქმნის მის საპირისპირო შედეგს.
60. გადაჭარბებულ ძალისხმევას, მოაქვს უკუშედეგი.
61. იყავი ბრძენი, თუ მოვლენის მსვლელბა გაძნელდა შენ ვერაფერ ცვლი, მიუშვი! ყველაფერს სამყარო დააბალანსებს.
62. ნუ ბლოკავ პროცესს სასტიკი წინააღდეგობებით, დაე ყველა მოვლენა თავისი გზით განვითარდეს.
63. არ დააჩქარო მოვლენები. მოვლენები დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს.
64. დუმილი- ძალის ყწაროა.
65. ისწავლე დაბრუნდე შენს თავთან. პერიოდულად დაუბრუნდი მდიმარებას.
66. დუმილი და გარემოს საღად შეგრძნება- ეფექტური ქმდების წყაროა.
67. დაე სივრცემ აღმოაჩინოს შენი განწყობა- შენი ყოფის ძალის ადგილი.
68. მიისწრაფე იყო გულწრფელად დაინტერესებული საკუთარი თავით.
69. სხვებს მსუბუქად მოუსმინე, მაგრამ ყველაზე გულდასმით საკუთარ შინაგან სიჩუმეს უსმინე. ეს მოგცემს საღად აზროვნების საშუალებას.
70. თუ შეიცანობ საკუთარ სიღრმეებს, შენ შეძლებ სხვების სიღრმეებში წვდომას.
71. როცა თავისუფლდების იმისგან, რაც შენ ხარ, ხდები ის ვინც. შეგიძლია იყო.
72. როცა თავისფლდები იმისგან, რაც გაქვს, მიიღებ იმას რაც ყველაზე მეტად გჭირდება.
73. როცა საკუთარ თავში განადგურებას შეიგრძნობ, იცოდე: შენ ზრდის ახალი დონის ზღურბლთან დგეხარ.
74. არაფერის ნდომით, ბევრს მიიღებ.
75. მიატოვე შთაგონების მცდელობები და ბუნებრივად შთამაგონებელი გახდი.
76. იყავი არსებობაში და არა მყოფადობაში.
77. დაიმახსოვრე სიბრძნე: გაეცი, რათა მიიღო.
78. იცოდე: უკიდურესი მცდელობები იძლევა უკუშედეგს,
79. როცა ქმნი, საკუთარ თავს კითხე: როგორი უნდა ვიყო მე ამისთვის? გასრულყოფილდი!
80. ის ვინც არსებობაშია, მას არაფრის კეთება არ უწევს, ყველაფერი თავისთავად კეთდება. მდუმარება.
81. იცოდე, სად დგეხარ და იცოდე რისთვის დგეხარ. ეს შენი საფუძველია.
82. არა თავდაცვა და არა თავდასხმა: დაე შენი შეხება სამყაროსთან იყოს მსუბუქი.
83. გააცანი შენს თავს შენი მიზანი, რათა მას ამაოების გარეშე მიაღწიო.
84. შენ- პროცესის ნაწილაკი ხარ. ბუნებრივი პროცესები ძლიერი და ყოვლისშემძლეა, მათში ჰარმონია სუფევს.
85. როცა ქმედებაში არ ხარ დაუსვი შენს თავს კითხვა: რა ხდება, როცა არაფერი არ ხდება?
86. არ არის განსხვავება „რა ხდება“-სა და „ეს როგორ ხდება“-ს შორის.
87. ისწავლე მორჩილება, რათა შემდეგ შეძელო სხვებს გაუძღვე.
88. შენი გავლენა იწყება შენი თავიდან და შემდეგ ვრცელდება, როგორც ტალღები წყალზე.
89. იყავი ნეიტრალური.
90. მიიღე ის რაც ხდება, ამით შენ შეინარჩუნებ ძალას.
91. ძალაუფლების ფორმულა: დაანაწევრე დიდი პატარა ნაწილებად ძალისხმევის გარეშე. თუ გინდა მართო ბევრი, წარმოიდგინე რომ მართავ ცოტას, დაინახე ერთ დიდში პატარა ნაწილები. ერთნაირი ადამინების მართვა უფრო ადვილია, ვიდრე სხვადასხვანაირის. ადამინებს რომელთაც ერთი მიზანი აქვს უფრო ადვილად მართავ, ვიდრე მათ ვისაც არააქვს ერთი მიზანი. ეფექტური მმართველობისთვის აუცილებელია ადამინები გახადო ერთნაირები, მაგრამ ისინი რომ ერთნაირები გახადო აუცილებელია თავიდან მათში ინდივიდები დაინახო.
92. იყავი მასპინძელი და არა სტუმარი. მასპინძელი- ის არის ვისთანაც მიდიან,ის ვისაც თხოოვენე და ის ვინც რთავს ნებას ან არ რთავს ნებას. სტუმარი – ეს ის არის ვინც ითხოვს, ვინც მოდის. თუ შეხვედრა გარდაუვალია, მაშინ შეეცადე დანიშნო ის შენს ტერიტორიაზე, დაე შენ იყო მასპინძელი. მაგრამ თუ გარდაუვლად შენ ხარ სტუმარი, გაცველე პოზიციები, რადგან იყო მასპინძელი ეს შინაგანი მდგომარეობაა.
93. მოკამათე-ყოველთვის მთხოვნელია, ყოველთვის „სტუმარი“. გაუცნობიერებლად ის ყოველთვის ითხოვს, რომ მის არგუმენტებს ინტერესით მოეპყროთ, ამიტომაც არის სტუმარი.
94. თავი აარიდე კამათს და ნუ მისცემ უფლებას მოწინააღდეგეს ჩაგითრიოს მასში. არ გახდე სისულელის თანამომაწილე.
95. ვინც იწყებს კამათს, ის ავლენს სისუსტეს, როგორც მალული მთხოვნელი.
96. იფიქრე ძალაზე, რომელიც შენს უკან დგას, და ის ნამდივალ დადგება შენს უკან.
97. დარჩი მშვიდი ნებისმიერი შეტობინების შემდეგ, არ დაემსგავსო მეფეს, რომელმაც შიკრიკი ცუდი ამბის გამო ჩამოახრჩო. სიმშივიდე- ძალაა, რომელსაც მთელი სამყარო ემორჩილება.
98. ისწავლე გაარჩიო შეუქცევადი და შექცევადი- და შენ ისწავლი დროის მართვას.
99. ისწავლე მიუწვდომელში არსებობა და შენი მასწავლებელი წყვიადიც კი გახდება, რომელშიც არაფერი ჩანს. ისწავლე ყველაფრის დაშვება.
100. არ ეძებო მასწავლებელი, ის გვერდითაა. შენი გზა- შენი მასწავლებელია, შეიგრძენი ის.
101. გაარჩიე მყარი და ცარიელი, გაარჩიე საყრდენი და არასაიმედო. განაცალკავე მყარი სიცარიელისგან შენს შიგნით.
102. ისწრაფე შეიგრძნო შენი გზა.
103. თუ შენ გააცნობიერე შენი გზა, მაშინ წარმატებაც და წარუმატებლობაც ერთნაირად წაგწევენ წინ.
104. შენ არ შეგიძლია გაარჩიო წარმატება წარუმატებლობისგან, მანამ სანამ არ იცხოვრებ „ხვალამდე“.
105. შეცნობა ცოდნაზე მაღლა დგას.
106. იყავი აკურატული: ყოველი ჩვენგანი მართავს გარესამყაროს. ვიღაც ამას ცუდად აკეთებს, ვიღაც კარგად.
107. შენ თუ გთხოვენ, მაგრამ საპასუხო ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ, იცოდე, შენ მხოლოდ გთავაზობენ ამის გაკეთებას.
108. არ ითხოვო. არ იწუწუნო, არ გეშინდეს.

ზოგიერთ ლიტერატურაში დამატებულია 4 კანონი და ჯამში გამოდის 112 კანონი:
109. შენი მომავალი და შენი წარსულიც იქმნება ახლა.
110. ღმერთი ყოველთვის აქ და ახლაა.
111. ისწავლე „არა“-ს თქმა.
112. არსებული კანონები შეიძლება დაირღვეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა სამყარო მგვცემს მინიშნებას.

________________________________________

ეზოთერულ ლიტერატურაში ასევე ფართო არის გავრცელებული და გამოიყენება კანონები, რომლებიც იყოფა 9 ჯგუფად და რომელებშიც გაერთიანებულია 12-12 კანონი შემდეგი სქემით:
1. მენტალიზმის კანონი
2. ანალოგიის კანონი
3. ვიბრაციის კანონი
4. ურთიერთწინააღმდეგობის კანონი
5. ციკლურობის და რითმულობის კანონი
6. მიზეზის და შედეგის კანონი
7. ოქროს კვეთის კანონი
8. თავისუფალი ნების კანონი
9. ღვთიური სიყვარულის კანონი

 

მომაზადა: Nina Runes
«ეზოთერული სახელოსნო»