მერწყულის ეპოქის გავლენა განათლების სისტემაზე

ბოლო ორი თვის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული თემა მერწყულის ეპოქა იყო. რა არის საერთოდ ეს მერწყულის ეპოქა და ყველაზე მთავარი კითხვა, მე რას მომიტანს?
ძალიან მარტივად, რომ შევხედოთ მერწყულის ეპოქა- გულისხმობს სამყაროში ურანისეული ენერგიების გავრცელებას, მერწყულისებურ მოთხოვნებს. სამყარო გთხოვს გაითავისო, შეიძინო ან თუნდაც გაიხსენო მერწყულის თვისებები, მისი ტენდენციები.
სამყაროში ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან. ცვლილება ერთ რომელიმე სისტემაში ცვლის მდგომარეობას ნებისმიერ ცალკეულ ნაწილში, როგორც ადამიანის ორგანიზმში, ერთი რომელიმე ორგანოს დაავადება მოქმედებს მთელს სხეულზე და მის ცალკეულ სხვა ნაწილებზე.
დღეს მინდა შევეხო განათლებას. როგორ იმოქმედებს მერწყულის ეპოქა განათლების სისტემაზე. რა შეიცვლება ან იქნებ უკვე დაწყებულია ეს ცვლილებები?!
როგორც იცით მერწყულის ზოდიაქოს მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია: კოლექტიური ნება, კოლექტიური მუშაობა და საქმიანობა, ცოდნა და ინფორმაცია, ცოდნის სისტემის გაფართოება, ბევრი სხვადასხვა ცოდნის და დარგის სისტემური გაერთიანება, ზრუნვა საზოგადოებრივ პრობლემებზე, პლანეტის პრობლემებზე, ზრუნვა კოლექტიურ პრობლემებზე, როგორიცაა ეკოლოგიური პრობლემები, ბევრი გაერთიანების, დაწესებულებების ჩამოყალიბება. მოკლედ გუნდური მუშაობა, მაღალი ინფორმირებულობა, გატაცება მეცნიერებებით და საზოგადოებრივ საკითხებზე ზრუნვა.
განათლების სისტემაში მე-19 საუკუნის შუა რიცხვებში დამკვიდრდა პედაგოგიური ფილoსოფია „კონსტრუქტივიზმი“, რომელიც ძალიან მოგაგონებთ და ბევრ საკითხში დაუკავშირებთ მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კონსტრუქტივიზმი პედაგოგიური ფილოსოფიაა, რომლის მიხედვით დირექტიული სწავლება, როცა მასწავლებელი ცოდნის გადაცემის პროცესის მთავარი პირია, იცვლება ფოკუსირებით ბავშვზე, მასწავლებელი ხდება მხოლოდ ცოდნის ორგანiზატორი, კოორდინატორი, რომელიც მასალებით და რესურსებით ამარაგებს ბავშვს, მაგრამ ინფორმაციას არ აწვდის ბავშვს მზა სახით, არამედ უტოვებს ადგილს ბავშვმა ისწავლოს საკუთარი აღმოჩენებით, რაც დამეთანმხებით ძალიან ურანისეულია. ასევე ბავშვი დამოუკიდებალდ ახდენს ცოდნის კონსტრუირებას გონებაში.
სწავლება ხდება მაქსიმალურად ინდივიდუალიზებული, ანუ ძველი იდეა იმის რომ ყველა ბავშვს, მთელ კლასს ერთნაირად უნდა ასწავლო იცვლება ინდივიდუალური სწავლებით. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, უნიკალურია და მისთვის შესაფერის მიდგომას საჭიროებს.
სწავლებაში შემოდის გუნდური მუშაობა, ჯგუფური აქტივობები. ალბათ დაგიფიქსირებიათ პატარა 10-15 წუთიანი გუნდური მუშაობა აბსოლიტურად განათლების სისტემის ყველა სფეროში პოპულარულია.
აქამდე წამყვანი კომპასი სწავლებაში იყო სახელმძღვანელო და ეროვნული სასწავლო გეგმები, კურიკულუმები, რომელსაც არ უნდა გადასცდე არცერთი მეტრით, ახლა მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცემა ინფორმაცია მიიღოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი წყაროების გამოყენებით, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. დიდი უპირატესობა მიენიჭება მის საკუთარ გამოგონებებს და აღმოჩენებს.
აღარ არსებობს ის წარმოდგენა, სადაც მასწავლებელი ცივი, მკაცრი, ყოვლისმცოდნე, ბავშვზე ზემოთ მდგომი ფიგურაა სწავლების პროცესში, არამედ იგი ბავშვების თანასწორია, მათთან ერთად ახოციელებს აღმოჩენებს და მონაწილეობს სწავლის აქტიურ პროცესში. ამყარებს მათთან მეგობრულ ურთიერთობას, აფასებს მათ არა ნიშნით/ქულით , არამედ სწავლების ყველა ნაწილში- იქნება ეს მონდომება, მცდელობები, თუნდაც შეცდომების დაშვებით.
და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანია რომ სწავლება ხდება არა შეფასებისთვის, არამედ სწავლა სწავლისთვის. მასწავლებელი ითვალისწინებს ბავშვის პირად ინტერესებს და მასზე მორგებულად აწვდის ახალ ინფორმაციას. კონსტრუქტივისტ მასწავლებელს ესმის, რომ ყველას ერთნაირად არ ეყვარება მათემატიკა, უცხო ენები თუ ბუნების გაკვეთილი. მაგრამ მათ ინტერესებზე მორგებით საინტერესოდ აწვდის მასალას, რომელიც შემდგომ უკვე ბავშვისთვისაც საინტერესო ხდება. ყველასთვს ცნობილი ფაქტია რომ ხშირად რომელიმე საგანი მასწავლებლის „დამსახურებით“ არ გვიყვარს ხოლმე.
ალბათ კიდევ ბევრი დეტალის დაკავშირება და დაწერა შეიძლება, მაგრამ აქაც ვიქნები მერწყულის ეპოქის და კონსტრუქტივიზმის მიმდევარი და მზა მასალას არ მოგაწვდით, დაგიტოვებთ სივრცეს სააზროვნოდ და იდეების დასამატებლად.

სოფო მელაძე

“ეზოთერული სახელოსნო”

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ