ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც დავიწყებულია სულიერ სამყაროსთან კავშირი და გონება მაქსიმალურად ჩაფლულია მატერიალურ ყოველდღიურობაში. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ხედვასთან ერთად დავივიწყეთ ის ცოდნა, რაც გვაკავშირებდა იმ სამყაროსთან, რომელიც ფიზიკურ დონეზე არ აღიქმება. ჩვენ გარშემო, გარდა იმ მატერიალური სამყაროსი, რომელსაც ვხედავთ, გვესმის და ვეხებით, არსებობს სხვაც, რომელიც ჩვენი აღქმის ორგანოების იმ დიაპაზონისთვის, რომელზეც ამ ეტაპზე მუშაობენ, მიუღწეველია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აღქმისთვის დავიწყებულია, ეს სამყარო მატერიალურთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და მათ შორის ხდება ურთიერთკავშირი სხვადასხვა მექანიზმით. ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენს ყოფიერებაზე სხვადასხვაგვარად აისახება. ერთ-ერთი ამ მექანიზმთაგანი, რომელიც მატერიალურსა და არამატერიალურს აკავშირებს და ახდენს ურთიერთქმედებას, არის ეგრეგორი.
რა არის და როგორ წარმოიქმნება ეგრეგორი აზრი, ისევე როგორც სხვა იმპულსები, ელექტრო-ქიმიურ ურთიერთქმედებათა შედეგია. როდესაც იკვეთებიან აზრები მსგავსი იდეით და ხარისხით, ისინი ქმნიან აზრთა ერთობლიობას (ეგრეგორს). მოკლედ რომ ვთქვათ, ეგრეგორი არის ენერგო ინფორმაციული სუბსტანცია, რომელიც იქმნება საერთო იდეის ან მიმართულების მქონე ადამიანების გადაკვეთის დროს. ანუ, როდესაც იკრიბება ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, გარკვეული საქმიანობის გარშემო, ფიზიკური საქმიანი ერთობის გარდა, ასევე იქმნება არაფიზიკური სუბსტანცია, რომელიც იკვებება ამ ადამიანთა აზრობრივი ქმედებებით და მათ შორის ურთიერთკავშირი მყარდება. როგორც მატერიალურ სივრცეში ვიკრიბებით გარკვეული იდეის გარშემო და ვქმნით გარკვეული სახის მექანიზმებს ამ იდეის განსახორციელებლად, ასევე არამატერიალურ, ჩვენთვის უხილავ სივრცეში წარმოიქმნება სუბსტანცია. მაგრამ მატერიალურისგან განსხვავებით, საკითხი აქ ცოტა სხვაგვარად წარიმართება. როცა იქმნება ეგრეგორი, ის იძენს ავტონომიურ ხასიათს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარკვეული სახის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ურთიერთმოქმედებაში მოდის მასში შემავალ აზრობრივი ენერგიის წყარობთან (ადამიანებთან) და შეუძლია მათ ემოციებთან და გრძნობებთან, ასტრალურ და მენტალურ დონეზე ლოგიკური ქმედებების განხორციელება. რა სახის ეგრეგორები არსებობს – ეგრეგორების კლასიფიკაცია როგორც ასეთი, არ არსებობს, რადგან ნებისმიერ საერთო ქმედებას შეიძლება ჰყავდეს თავისი ეგრეგორი. მაგრამ მათი კლასიფიცირება შესაძლებელია სიძლიერისა და სიდიდის მიხედვით. ასევე შეგვიძლია გამოვყოთ ძირითადი ეგრეგორული გაერთიანებები, ესენია: რელიგიური, საგვარეულო, ნაციონალური, ფინანსური, მაგიური ორდენების, ფილოსოფიური სწავლებების, კონკრეტული მიზნისკენ მიმართული კოლექტივის და ა.შ. როგორ ურთიერთქმედებენ ეგრეგორები ადამიანებთან და როგორ ხდება მათთან მიერთება და შესაბამისად გამოყოფა _ ძირითად ეგრეგორულ გაერთიანებებში, მაგალითად, როგორიცაა საგვარეულო ან რელიგიური (ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დაბადებიდან მალევე ნათლავენ, მისგან დამუკიდებლად და თანხმობის გარეშე) ადამიანი თავიდანვე ხვდება. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენებს, ადამიანი უკვე ცხოვრების განმავლობაში ერთიანდება მათში, ან გამოეყოფა. ხშირ შემთხვევაში, ეგრეგორში გაერთიანება გაუცნობიერებელ ქმედებას წარმოადგენს, რადგან ადამიანები მხოლოდ მატერიალური სამყაროს აღქმიდან გამომდინარე აზროვნებენ და ვერ აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ მათი ცხოვრება გადაჯაჭვულია სულიერთანაც. ანუ, როდესაც ადამიანი ერთვება გარკვეული ჯგუფურ საქმიანობაში, ის ავტომატურად ხდება იმ ჯგუფის ეგრეგორთან მიერთებული. ის, თუ როგორ ხდება ეგრეგორებიდან გამოსვლა, ესეც არაერთგვაროვანი საკითხია, რადგანაც ისინი განსხვავდებიან თავიანთი სიძლიერითა და ნიშან-თვისებით. იმ ეგრეგორებისგან, რომლებთანაც ადამიანი მიერთებულია დაბადებიდან ან გარკვეული რიტუალით, თავის დაღწევა გაცილებით რთულია და ადამიანს დიდი ძალისხმევის და ნების გამოვლენა ჭირდება, ისევე როგორც გაცნობიერების, ვიდრე იმ ეგრეგორებისგან, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის სფეროს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეგრეგორი არ ეწევა ადამიანის მანიპულირებას, თვითონ მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ თუ რაიმე ეგრეგორული სისტემა იერარქიულ წყობაზეა აგებული, ის ეხმარება ამ პირამიდის სათავეში მყოფებს ზეგავლენა იქონიონ დაბალ საფეხურზე მდგომებზე. ამ იერარქიული ზეგავლენის ყველაზე კარგი მაგალითებია რელიგიური და სოციალური ეგრეგორები. ფაქტიურად, ეგრეგორული სისტემით ადამიანის მართვა და მანიპულირება გაცილებით ადვილია, რადგანაც ეს ყველაფერი ხდება არაფიზიკურ სივრცეში, სადაც ადამიანი გაცილებით მეტადა არის დაუცველი, ღია და ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რადგანაც როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ჩართულია მხოლოდ მატერიალურ სამყაროში. უფრო მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, წარმოვიდგინოთ, რომ ეგრეგორი არის ადამიანის ფსიქო-ემოციური ენერგიის ბანკი, რომელიც თავისი კანონებით მოქმედებს. ზოგადად, ეგრეგორში ყოფნა არაფერ საზიანოს არ წარმოადგენს იმ შემთვევაში, თუ ადამიანი ამას აცნობიერებს და არაცნობიერი ზეგავლენა არ ხდება მასზე და ასევე თუ შეუძლია სურვილისამებრ ეგრეგორიდან გამოსვლა. ისევ და ისევ, ეს არის მექანიზმი, ოღონდ არამატერიალურ სივრცეში და შესაბამისად კანონებიც სხვანაირად მოქმედებს ვიდრე მატერიალურში, ამიტომაც ადამიანს ასეთ მექანიზმებთან სრულყოფილი თანაქმედებისთვის სრული გაცნობიერება და თავის Yთავზე მაქსიმალური კონტროლი ესაჭიროება. სხვა შემთხვევაში, ანუ ისე როგორც დღესაა, ეს ფაქტორები მხოლოდ იერარქიული წყობის ხასიათს და ადამიანებით მანიპულირების სახეს იძენს. თავის მხრივ, ეგრეგორიც ეხმარება ადამიანს. ენერგიის ის მასა, რომელიც გროვდება მასში, გაიცემა ადამიანზე გარკვეულ ვითარებაში, საჭიროებისამებრ. მაგრამ აქაც, როგორც სხვა ყველაფერთან მიმართებაში, ადამიანი უნდა აცნობიერებდეს ამ ურთიერთკავშირს, რომ საჭიროების დროს შეძლოს ეგრეგორთან კავშირის გაწყვეტა და არ გახდეს მასზე დამოკიდებული და შესაბამისად მართვადი.
მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა /ზოგადი განხილვა/ -ნაწილი 1 შემოქმედებითი ხმა ფერი: ცისფერი კრისტალი: ცელესტინი, აკვამარინი, ქრიზოპრაზი მდებარეობა: ყელის არე საკმარისია გახსნათ თქვენი მეხუთე ჩაკრა, და თქვენ ისწავლით საკუთარი ორიგინალურობის სწორად გამოყენებას, რა ფორმაშიც არ უნდა ვლინდებოდეს იგი. რათქმაუნდა ყველას არ შეუძლია გახდეს მხატვარი, მაგრამ ყველას შეუძლია თავის თავში გააღვიძოს გარკვეული შემოქმედებითი ნიჭი და დატკბეს ამით მაქსიმალურად. არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს – მხატვრის ტალანტი, წარმატებული კარიერა, ბედნიერი ოჯახი – კრეატიულობა და შემოქმედება ხელმისაწვდომია თქვენთვის ნებისმიერ სფეროში. თქვენი ჭეშმარიტი ბუნების შესაცნობად პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საკუთარი “მეს” გახსნის მცდელობა და მისი გამოყოფა სხვების აზრისგან, თუ როგორ გაფასებენ ისინი თქვენ. თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი უნიკალურობა. მეხუთე ჩაკრის ყველაზე მთავარი თვისება არის თქვენი შინაგანის ხმის გაღვიძება, რომლისგანაც შეგიძლიათ სიმართლე მოისმინოთ. მხედველობაში მაქვს არა თქვენი ფიზიკური ხმა, არამედ რაღაც სივრცე თქვენს შიგნით, საიდანაც ეს მოდის. იმისთვის, რომ გააღვიძოთ თქვენი ჭეშმარიტი ხმა, თქვენ უნდა გააანალიზოთ ყველაფერი, რისიც აქამდე გჯეროდათ და გწამდათ. არ არის გამორიცხული, რომ ბევრი რამ იქიდან სიმართლე აღმოჩნდეს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ჯერ ღრმა ანალიზის ჩატარება და დარწმუნება ამ ყველაფერში. როდესაც ასეთი ანალიზი არ ხდება პირველად, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ზედმეტად ლიბერალური ხართ თქვენი შეხედულებების მიმართ, მაგრამ სინამდვილეში თქვენ უბრალოდ ამყარებთ საკუთარ თვალსაზრისს. მეხუთე ჩაკრა იმართება უმაღლესი მენტალური სფეროებით, რომელიც თავის თავში მოიცავს განცალკევებას და დაკვირვებას, რის შედეგადაც თქვენ იღებთ მრავალფეროვან წარმოდგენას ცხოვრებაზე, ამის საფუძველზე კი საკუთარი თვალსაზრისის ფორმულირებას. ექსპერიმენტებით განსხვავებულ მოსაზრებებზე, თქვენ იწყებთ მათი ზეგავლენის შეცნობას საკუთარ არსებობაზე. სხვადასხვა რელიგიების და კულტურების გაცნობით, თქვენ შემოქმედებითად ზემოქმედებთ საკუთარ ცხოვრებაზე, გაცნობიერებულად ცვლით და აფართოვებთ საკუთარ თვალსაზრისს. ეს გაძლევთ ძლიერ ბიძგს შემეცნებისთვის და თქვენი უნიკალური ჭეშმარიტების გამოხატვისთვის. მეხუთე ჩაკრა მოგიწოდებთ გამოავლინოთ თავი შემოქმედებითად. ეს არის შემოქმედება გონების უმაღლეს საფეხურზე. როდესაც ზოგიერთი პიროვნული თვისებები ეჯახებიან ერთმანეთს და ურთიერთმოქმედებენ კოლექტიურ გონთან, იბადება შემოქმედება. ჩვენ ვფიქრობთ ყელის არეზე და ლაპარაკის უნარზე, მაგრამ თვითგამოხატვა ბევრად უფრო ფართო მცნებაა, რადგანაც ამ დონის შემოქმედება არ განისაზღვრება მხოლოდ ლაპარაკით. მწერლობა, მხატვრობა, პოეზია, ცეკვა, მუსიკა, ფიქრი და შემოქმედებითი თვითგამოხატვის სხვა უამრავი ფორმა მიიღწევა მეხუთე ჩაკრის წყალობით. მეხუთე ჩაკრის გახსნით, ჩვენს შინაგან ენერგიას ვაძლევთ დაჩქარების მძლავრ იმპულსს. თავიდან ეს დაჩქარება იგრძნობა როგორც გარკვეული ნევროზულობა, შეუკავებელი შფოთვა, რომელიც გვაიძულებს დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ საკუთარი ცხოვრება. ბევრი ადამიანი, რომელიც მეხუთე ჩაკრას მოუმზადებლად შეხვდა და რომელმაც არ იზრუნა სწორ “დამიწებაზე”, განიცდის აფორიაქების შეტევებს, მათ უჩნდებათ ნერვიული აშლილობა (წიკი), ისინი გრძნობენ, რომ მათი შინაგანი ენერგია გამოდის კონტროლიდან. სიტუაციის ნორმალიზაციის გასაღები უნდა გახდეს იმის ცოდნა, რომ თქვენ გაქვთ შინაგანი ენერგიის კონტროლის უნარი. წარმოიდგინეთ სერფერი, რომელიც მოცურავს საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდ ტალღაზე. ის არც კი იმედოვნებს, რომ ეს ტალღა შემცირდება ზომაში. ის ან ყველაზე მაღალ წერტილში მოექცევა და გაემართება ქართან შესახვედრად, ან ტალღა მას დაუნდობლად მოისვრის სანაპიროს ქვებზე – მესამე ვარიანტი არ არსებობს: ტალღა არ ემორჩილება მას. სწორედ ასე ხდება მეხუთე ჩაკრის ენერგიის ტალღასთანაც. თქვენ ვერ დაიმორჩილებთ მის ტალღას. ის არის, რაც არის, და ნებისმიერი თქვენი მცდელობა საწყისშივე განწირულია. თქვენ უნდა ისწავლოთ მისი მართვა, ისევე როგორც უნაგირზე ჯდომა. შეისუნთქეთ ენერგიის არომატი და შეეცადეთ ტალღებს ზემოდან მოექცეთ. ენერგიას მოაქვს ინფორმაცია დაშიფრული სახით, და თუ თქვენ შეძლებთ თავი გაართვათ ტალღას, თქვენს გონებაში წარმოიქმნება საოცარი ინფორმაციული “აფეთქებები”. თქვენი პიროვნული გონება შეერწყმება კოლექტიურ გონს, და თქვენ დაიწყებთ ისეთი რაღაცეების მიხვედრას და გაგებას, რაც უწინ თქვენთვის აბსოლუტურად მიუღწეველი იყო. წარმოიშვება შერწყმის მაგიური მომენტი. ეს შემოქმედების მომენტია – როდესაც თქვენ ივსებით შთაგონებით. ასეთ მომენტებში თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ მუზებს და იგრძნოთ მათი ღვთიური სუნთქვა. შემოქმედება იბადება კოლექტიურ გონში. ამის დასადასტურებლად არსებობს უმარტივესი ფაქტი. გაიხსენეთ, რამდენი შემოქმედებითი იდეა დაგრჩენიათ განუხორციელებელი? რამდენჯერ შეგიმჩნევიათ, რომ ვიღაც სხვა ახორციელებს თქვენს იდეას? დაიცადეთ და არ დაწეროთ წიგნი, რომლის დაწერაც გინდათ.. მას შემდეგ წელს აუცილებლად დაწერს ვინმე სხვა. ვინაიდან თქვენი მეხუთე ჩაკრა განთავსებულია ყელის არეში, თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი აზრის გამოთქმა ისევე კარგად, რამდენადაც კარგად აცნობიერებთ მას. იმისთვის, რომ გამოთქვა “არაპოპულარული” იდეა, საჭიროა ერთგვარი სიმამაცე, სამაგიეროდ ეს მეხუთე ჩაკრის გახსნილი მდგომარეობის ნათელი დადასტურებაა. თქვენ ააქტიურებთ ამ ცენტრს, როდესაც ურთიერთობთ მეგობრებთან, როდესაც თავში მოგდით რაღაც აზრი და ცდილობთ გადაწყვეტას, ღირს თუ არა ამის ხმამაღლა გახმოვანება. როდესაც მეხუთე ჩაკრის ცენტრი ინტეგრირებულია თქვენს ცხოვრებაში, თქვენ არ ფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრი (გადახედეთ დაბალი ჩაკრების ზეგავლენას) და ამით ამდიდრებთ კოლექტიურ გონებას, რაც გამოიხატება თქვენი აზრების გადმოცემაში. მეხუთე ჩაკრის კუთხიდან თავის შეცნობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს მესამე ჩაკრით ხდება. მესამე ჩაკრა დაკავშირებულია თვითკონტროლთან, სტრატეგიულ თვითშემეცნებასთან, რომელიც კომბინაციაში ნებისყოფასთან ერთად საკუთარი თავის აღქმის საშუალებას აყალიბებს. თვითშემეცნება მეხუთე ჩაკრის საფეხურზე – ეს არის თქვენი განვითარების ტენდენციის გახსნა. თქვენ პოულობთ შინაგან თავისუფლებას და საშუალებას აძლევთ სუფთა, განთავისუფლებულ გონებას გაანათოს მაქსიმალური ძალით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ უნდა მოუსმინოთ თქვენს შინაგან ხმას და ენდოთ მას, სხვა შემთხვევაში მიღებული ინფორმაციის მიმართ ნებისმიერი კონტროლი თქვენი მხრიდან მომენტალურად დაგიყვანთ მესამე ჩაკრის საფეხურზე.
მე-5 ჩაკრა -ვიშუდჰა/შემოქმედების პერსპექტივა/-ნაწილი 2
მეხუთე ჩაკრის საფეხურზე გადასვლა – ეს ცნობიერების კიდევ ერთი ხარისხიანი ნახტომია. ეს არის პირველი უმაღლესი ჩაკრა, ის მოითხოვს ინდივიდუალური გონების შერწყმას სამყაროს გონთან. მეხუთე ჩაკრის პერსპექტივა ნოვატორული აზროვნების უნარს აღვიძებს – თქვენ ცხოვრებას უყურებთ მუდმივი აღმოჩენების თვალით, და არ ცდილობთ მოვლენების ახსნას “დაკონსერვებული” ცოდნების გადმოსახედიდან. ამ პერსპექტივიდან თქვენ არ ხართ “კაპიტალისტი”, არ ხართ “კომუნისტი” და საერთოდ არანაირი “-ისტი” არ ხართ. თქვენ თავისუფალი ხართ გადაწყვეტილებებში, რომელიც დაფუძნებულია საკუთარ თავისუფალ თვალსაზრისზე. უნიკალურ კოლექტიურ გონთან შერწყმით, თქვენს სხვებსაც უბიძგებთ იგივე ქმედებისკენ. დაგროვილი ადამიანური აზრები თქვენთვის მოსაწყენია – თქვენ უბიძგებთ ადამიანებს გადახედონ თავიანთ შეხედულებას იმ კონკრეტული მომენტიდან გამომდინარე. თქვენი დამოუკიდებელი შეხედულება სამყაროზე საშუალებას გაძლევთ გაიგოთ მსოფლიოს უდიდესი რელიგიები და ფილოსოფიური სისტემები, მიუხედავად თქვენი მომზადებულობისა თუ მოუმზადებლობისა ამ საკითხებში. თქვენ ხდებით თავისებური “უნივერსალისტი”, იძენთ სილამაზის შემჩნევის თვისებას ნებისმიერ რელიგიაში და კულტურის ნებისმიერ გამოვლინებაში. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ აღარ საჭიროებთ თავდაცვას (მესამე ჩაკრის თვისება), აღარ გრძნობთ საფრთხეს იმ აზრების მხრიდანაც, რომლებიც ეწინააღმდეგება თქვენსას. თქვენ გახსნილი ხართ ცხოვრების ნებისმიერი გამოვლინების წინაშე. მძაფრი აღქმითი უნარის გამო, ამჟამად უკვე გახსნილი უამრავი განსხვავებული სისტემის მისაღებად, თქვენ ხდებით გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი, ხდებით ერთგვარი გადამცემი ანტენა სამყაროს გონისა. საბოლოო ჯამში თქვენ შეგიძლიათ პრობლემის არსში ჩაწვდომა და არა მის ზედაპირზე ფართხალი. და სწორედ მაშინ თქვენ შეერწყმებით თვით კონცეფციას ან სიტუაციას, და თქვენს შიგნით წარმოიშობა რეალობის (ჭეშმარიტების) შეგრძნება. ზუსტად ამაში გამოიხატება ცხოვრებისადმი შემოქმედებითი მიდგომის არსი.
მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა /გაუწონასწორებელი მდგომარეობა/ -ნაწილი 3 ადამიანს, რომელსაც მეხუთე ჩაკრის დისბალანსი აქვს, მიუხედავად იმისა რომ გააცნობიერა თავისი უფლება დამოუკიდებელ აზროვნებაზე, არ შეუძლია მისი გამოვლენის დისციპლინირება. თუ ეს ადამიანი ხართ – თქვენ, სავარაუდოდ თქვენ მუდმივად ისწრაფით შეეწინააღმდეგოთ განსხვავებულ აზრს, მხოლოდ იმიტომ, რომ “თქვენ ამაზე გაქვთ უფლება”. თუ ვინმე ამბობს “კი”-ს, თქვენ აუცილებლად იტყვით “არა”-ს. თქვენ იმყოფებით მუდმივი ბრძოლის რეჟიმში საკუთარი თავისუფლების დასამტკიცებლად. საწინააღმდეგო აზრის დამარცხებისკენ მისწრაფებით, სადაც ცდილობთ საკუთარი აზრის ჭეშმარიტების დამტკიცებას, თქვენ ხელიდან უშვებთ უამრავ ახალ შესაძლებლობას. იმის მაგივრად, რომ ღიად გამოხატოთ თავი, თქვენ მხოლოდ იმისკენ ისწრაფით, რომ სხვისი არასწორი მიდგომა გამოააშკარაოთ. ამ ცენტრის გაღვიძების საწყის ეტაპზე, სრულიად ბუნებრივია თქვენი ამბოხება საყოველთაოდ მიღებული აზრების წინააღმდეგ, რომელიც თავს მოგახვიათ დამკვიდრებულმა კულტურულმა სისტემამ. პრობლემები წარმოიშვება, როდესაც თქვენი ეგო ეჯაჭვება ალტერნატიულ შეხედულებებს, რომლებსაც წინათ უარყოფდით. პროცესი იყინება ერთ წერტილში. თქვენ ისევ თავდაცვით პოზიციაზე გადადიხართ და მიუწვდომელი ხდებით ახალი იდეებისთვის. თუ თქვენ გაიჭედეთ თქვენს აზრებში, მაგრამ სისტემატიურად ეძებთ თქვენი ქმედებების გამართლებას გარშემომყოფებისგან, აუცილებლად აღმოჩნდებით ბრძოლის ველზე. მოთხოვნილება – დაამტკიცოთ თქვენი შეხედულებების სიმართლე, სხვებში საბრძოლო განწყობას იწვევს. როდესაც მიჯაჭვულობა შეაღწევს მაღალი ჩაკრების შრეზე, წარმოიქმნება პრობლემები. თუ თქვენ მიბმული ხართ რომელიმე კონკრეტულ შეხედულებაზე, ალტერნატიულზე ან თანმიმდევრულზე, თქვენი გონება კარგავს თავისუფლებას. ასეთი სიტუაციის ექსტრემალური მაგალითია ფანატიზმი. რეალურად თქვენ აცნობიერებთ, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის – ეს სრული სისულელეა. რა საჭიროა ვინმესგან მოითხოვოთ იმის აღიარება, რასაც არ სჭირდება? ეს იგივეა რომ ნებართვა ითხოვო უნებართვოდ. წარმოიქმნება ერთგვარი კოსმიური პარადოქსი. როდესაც თქვენ გააცნობიერებთ ამ პარადოქსს, თქვენ აღარ გექნებათ იმის აუცილებლობის შეგრძნება, რომ მუდმივად გამოცდებს ექვემდებარებოდეთ და მოგეცემათ თვითგამოხატვის მეტი საშუალება. თქვენი უფლების გამოხატვით, იყოთ თავისუფალი, თქვენ სრულიად სხვა ენერგიისგან თავისუფლდებით, ვიდრე მაშინ, როცა ისწრაფით – ამტკიცოთ ეს უფლება. საბოლოო ჯამში თქვენი ბუნტი შემრიგებლური მენტალიტეტის წინააღმდეგ მიგიყვანთ იქამდე, რომ თქვენ ყოველთვის ანალიტიკურად მიუდგებით როგორც საკუთარ, ასევე გარშემომყოფების აზრებს. ასე თქვენ გაეხსნებით ამ პროცესს. “გახსნის პრიზმა” საშუალებას გაძლევთ დაინახოთ ჭეშმარიტება ცნობილთან ურთიერთკავშირში, რეზულტატში კი თქვენ ყოველთვის გახსნილი რჩებით ახალი ცოდნისთვის. შემეცნების ასეთი შემოქმედებითი გზა ახასიათებთ ბავშვებს. როდესაც ვხდებით ზრდასრულნი, ჩვენ ვკარგავთ ამ გახსნილობას. მხოლოდ მეხუთე ჩაკრის გაწონასწორების შემთხვევაში შეგვიძლია კვლავ მოვიპოვოთ იგი. წონასწორობის დარღვევის კიდევ ერთი მაგალითია ამ ჩაკრის შეუსაბამო ქმედება, ანუ სიცრუე. სიმართლის დამალვა – შემოქმედებითი თვითგამოხატვის ერთერთი გზა არის. მაგრამ ასეთი თვითგამოხატვისგან კარგი არაფერი გამოდის. სიმართლის დაფარვის უკან დგას განზრახვა, რომელიც განსაზღვრავს ასეთი მიდგომის პოზიტიურობას ან ნეგატიურობას. მწერალი ან მთხრობელი შეიძლება მალავდეს სიმართლეს, იმისთვის რომ საკუთარი შეხედულება ილუსტრირებულად წარმოაჩინოს. მატყუარაც მალავს სიმართლეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მოტივაცია ხდება საკუთარი სარგებელი. დამოუკიდებელი “მე”-ს მოთხოვნილება ურთიერთმოქმედებს მეხუთე ჩაკრის სუფთა, შემოქმედებით გამოვლინებასთან. ბალანსის დარღვევის ყველაზე გავრცელებული მაგალითია თვითგამოხატვის უუნარობა. არაადეკვატურობის გრძნობამ შეიძლება დათრგუნოს თქვენი უნარი სხვების მიმართ აზრების და გრძნობების გაზიარებისა. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი იდეები უინტერესოა და არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ამიტომ იმის მაგივრად, რომ მონაწილეობა მიიღოთ განხილვებში, თქვენ გაჩუმებას ამჯობინებთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ თავაზიანი მსმენელი კი არ ხართ, უბრალოდ არ შეგიძლიათ საკუთარი აზრების გამოხატვა. იმის შიში, თუ რა ქმედებას გამოიწვევს თქვენი აზრები გარშემომყოფებში, უკან გხევთ. თქვენ თავს გრძნობთ გადაგდებულად, აუტსაიდერად. თქვენ მოიპოვეთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, მაგრამ კოლექტიურ გონთან აზრების გაცვლის პასუხისმგებლობა ვერ აიღეთ საკუთარ თავზე. როდესაც თქვენ ისწავლით საკუთარი აზრების გამოთქმას, მაშინ შეიგრძნობთ ნამდვილ განთავისუფლებას. მეხუთე ჩაკრის წონასწორობის დარღვევის კიდევ ერთი გამოვლინებაა ენერგიის გამოყენების უუნარობა. ტიპიური მაგალითი – სცენის შიში. ასეთ სიტუაციაში თქვენი გონება ურთიერთმოქმედებს პუბლიკის კოლექტიურ გონებასთან და ითრგუნება. პუბლიკა ფლობს ძალიან რეალურ, ეფექტურ ენერგიას, და ეს ენერგია მთლიანად კონცენტრირებულია თქვენზე. წონასწორობის დარღვევა წარმოიქმნება, როდესაც თქვენ პუბლიკის ენერგიას შინაგანად შეიგრძნობთ და ცდილობთ დათრგუნოთ ის. თქვენ ვერ შეძლებთ ამას, ვინაიდან ასეთი ენერგია რეალურია. გაიხსენეთ სერფერი, რომელიც ტალღებს ზემოდან მოექცა. როდესაც აუდიტორიის წინაშე გამოდიხართ გაწონასწორებული მეხუთე ჩაკრით, თქვენ იგივე ენერგიას შეიგრძნობთ, მაგრამ იმის მაგივრად რომ შიგნით შეხვიდეთ, თქვენ ტალღას ზემოდან ექცევით და ამ ენერგიას პუბლიკას უკან უბრუნებთ. ამ პროცესიდან ინდივიდუალური რეაქციები გამორიცხულია. პირველი რეაქციაა ქვედა სამი ჩაკრის დათრგუნვა, რომელიც ცდილობს ყოველი ცხოვრებისეული გამოცდილების პერსონალიზაციას. ასეთ სიტუაციაში თქვენი შეგრძნებების სისტემატიური ანალიზი არ იქნება თქვენთვის სასარგებლო. თამამად ჩაყვინთეთ ენერგიაში, გაზავდით ჯგუფურ გონებაში – და თქვენ დაიწყებთ აზრების თავისუფლად გამოხატვას, რომლებზე ადრე წარმოდგენაც კი არ გქონდათ!
მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა /ბალანსის მიღწევა მეხუთე ჩაკრაში/ -ნაწილი 4 როდესაც თქვენ ახერხებთ მეხუთე ჩაკრის გაწონასწორებას, თქვენ ცხოვრებას ახლებურად უყურებთ, რისი დამსახურებითაც თქვენ ახალ ცოდნას ეუფლებით. თუ თქვენ მხატვარი ხართ, მაშინ თქვენი ნამუშევრები ორიგინალურები ხდებიან, დაბადებულნი მომენტის გავლენის ქვეშ. თუ საქმე ეხება რაიმე სახის ურთიერთობას, მაშინ თქვენს მიერ მიღებული გამჭრიახობა ამ ურთიერთობას ცოცხალს და განვითარებადს გახდის. თუ თქვენ ბიზნესით ხართ დაკავებული, ასეთ შემთხვევაში თქვენ ახალი იდეების მიმღები გახდებით, რომლებიც უთუოდ მოგიტანენ წარმატებას. ცხოვრების რა სფეროს და მოღვაწეობასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე, ახალი ხედვა და რეალობის შეგრძნება დაგეხმარებათ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ მისგან. ასეთი გრძნობა იბადება მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ დააბალანსებთ თქვენში შემოქმედებით პიროვნებას, ანუ როდესაც მისი გამოყენების უნარი გექნებათ თქვენი სურვილის მიხედვით, როდესაც შეძლებთ წინ აღუდგეთ საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებას, თუ ეს სიტუაციამ მოითხოვა. თქვენ უნდა შეძლოთ განუდგეთ ცხოვრების ლოგიკურ ასპექტს, თავს უფლება მისცეთ აბსტრაქტული კავშირები დაინახოთ ისეთ საგნებს შორის, რომლებით ერთი შეხედვით არავითარ კავშირში არ არიან ერთმანეთთან. ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგია აგამაღლებთ თქვენს თავზე. თქვენ მშვიდად შეგიძლიათ განიხილოთ საკუთარი იდეები გარშემომყოფებთან, მაშინაც კი თუ ისინი არ ეთანხმებიან თქვენს შეხედულებას. მაგრამ ამავე დროს არ გამოჩნდებით ყველაფრისმცოდნედ, რომელსაც არ აინტერესებს სხვისი აზრი და არაფერი აქვს სხვისგან სასწავლი. ასეთი მიდგომა დადებით ზეგავლენას ახდენს სხვა ადამიანებზეც. თქვენ უნარს იძენთ იცხოვროთ შემოქმედებითი ცხოვრებით და გაწონასწორებული დარჩეთ სხვა ნებისმიერ სფეროში. ალბათ უკვე აირჩიეთ თქვენთვის ალტერნატიული გზა, შესაფერისი თქვენი დამოუკიდებელი ნატურისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შეხედულებები ალტერნატიულ ხასიათს ატარებენ, გარშემომყოფები მაინც პატივისცემით მოეპყრობიან მათ. ისინი შეძლებენ დაინახონ, რომ თქვენი ასეთი მიდგომა სასარგებლოა მათთვის, ვინაიდან თქვენი ცხოვრებისეული წარმატება ამის დადასტურება იქნება. იმ დროს, როდესაც ადამიანების უმეტესობა მეხუთე ჩაკრის ენერგიას უხალისოდ იყენებს, თქვენ ისწავლით მასთან ჰარმონიაში ყოფნას. უამრავი შფოთვის და სტრესის მიზეზი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში წარმოიშვება, არის წინააღმდეგობა იმ არაჩვეულებრივი შეგრძნების მიმართ, რომელიც ამ საფეხურის ცნობიერებიდან მოდის.
მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა /გაცნობიერება/ -ნაწილი 5 იმისთვის, რომ წონასწორობას მიაღწიოთ, ყურადღების კონცენტრაცია თქვენს სუნთქვაზე უნდა გადაიტანოთ, ვინაიდან ენერგია სწორედ მისი საშუალებით მოდის თქვენამდე. ფოკუსირება მოახდინეთ სუნთქვის სიღრმეზე, ეცადეთ უფრო ღრმა და ნელი გახადოთ ის. თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენი მღელვარება სადღაც გაქრება. ნელნელა შეხვალთ მშვიდ მდგომარეობაში. მეხუთე საფეხურის ცნობიერების გაწონასწორება მოითხოვს, რომ თქვენ კარგად იყოთ მომზადებული სამყაროს ენერგიის ბუნების შესაცნობად. ეს თავის მხრივ მოითხოვს გარკვეულ შრომას, მაგრამ თქვენ არ უნდა გადახტეთ თავით სამყაროს წყლებში, თუ არაფერი იცით მოსალოდნელი დინებების შესახებ. ყველა წინამორბედი ჩაკრა წინასწარ უნდა იყოს მომზადებული, იმისთვის რომ ცნობიერების გადართვა დაბალ საფეხურებზე არ მოხდეს. ასე თქვენ შეძლებთ პირადი რეაქცია გრძნობით გამოცდილებაში გადაიყვანოთ. ამ დროს თქვენ ურთიერთქმედებას იწყებთ სიტუაციის ენერგიასთან, და არა მხოლოდ მის გამოვლინებასთან. ვინაიდან მეხუთე ჩაკრა ყელის არეში მდებარეობს, ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ვერბალურ თვითგამოხატვასთან. სიმართლის გამოთქმა – ამ ჩაკრის უმთავრესი მოქმედებაა. იმისთვის, რომ დააბალანსოთ ცნობიერების ეს საფეხური, თქვენ ყოველთვის მზად უნდა იყოთ გამოთქვათ თქვენი აზრი, თუნდაც ის ეწინააღმდეგებოდეს სხვისას. თქვენ არ უნდა გაღელვებდეთ, ემთხვევა თუ არა თქვენი აზრი საზოგადოებრივ აზრს, და მიიღებენ თუ არა მას გარშემომყოფნი. როდესაც ჩვენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გარშემომყოფების აზრს, ეს ზღუდავს ამ ჩაკრის ჭეშმარიტ გამოხატვას. ინტეგრირებული მეხუთე ჩაკრის უმაღლესი გამოვლინებაა – თავისუფალი, დამოუკიდებელი აზროვნება, რომელიც აცნობიერებს თავის თავს და არ აშინებს წინააღმდეგობა. ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე თავდაცვითი პოზიცია, ამიტომ უფრო გახსნილია და ადვილად შეუძლია ნებისმიერი იდეის მიღება, რომელიც გარედან მოდის. თქვენი ცნობიერება, მისი შემოქმედებითი კომპონენტი, საშუალებას გაძლევთ ცხოვრებას შეხედოთ, როგორც შესაძლებლობების კომპლექტს. ამ პროცესს მივყავართ ცხოვრების მიმართ ფილოსოფიური შეხედულების წარმოქმნამდე. აღსანიშნავია, რომ ცნობიერების მეხუთე საფეხურის გახსნა ზღუდავს თქვენს სოციალურ ცხოვრებას! ძალიან ბევრს შეიძლება არ მოეწონოს თქვენი აზრები, თქვენ კი ყოველთვის ვერ იგრძნობთ თავს კომფორტულად იმ სიტუაციებში, სადაც ტრივიალური შეხედულება იდომინირებს. როგორც ყველა ზედა ჩაკრის შემთხვევაში, თქვენი სურვილი მარტომ გაატაროთ დრო, ნელნელა გაიზრდება, ხოლო გარე ქმედებების მიმართ შემწყნარებლობა საგრძნობლად შემცირდება.
მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა /სულის მიზანი მეხუთე ჩაკრის თვალსაზრისით/ -ნაწილი 6 მაღალი ჩაკრები თავისი ბუნებით კოლექტიურია, ისინი გვაკავშირებენ ჩვენი სახეობის უმაღლეს განზომილებებთან. ინდივიდუალური პერსპექტივის და კოლექტიური გონების ამგვარ შერწყმას მივყავართ იქამდე, რომ თქვენში ფეთქვას იწყებს შთაგონების და გონების გაბრწყინების ფანტანი. მეხუთე ჩაკრის თქვენს ცხოვრებაში ინტეგრაციის რეზულტატია – თქვენი გარდაქმნა “მაღვიძარად”. ამ დროს თქვენ ადამიანებს ეხმარებით მიძინებული აზროვნების გაღვიძებაში. თქვენი ნათელი გონება ადამიანებს სტიმულს აძლევს და სურვილს უჩენს საკუთარი ცხოვრების გაანალიზება დაიწყონ. ყველა კულტურას სჭირდება ასეთი ანალიზი. ის საზოგადოებას ეხმარება ერთ წერტილში გაყინული მდგომარეობის გადალახვაში. ამიტომ ისინი, ვინც მსგავსი საკითხებით ინტერესდებიან, უნარი აქვთ მსოფლიოს განვითარებასაც შეუწყონ ხელი. ასეთია თქვენი გზაც, გზა ადამიანის, რომელმაც მეხუთე ჩაკრა გააღვიძა: თქვენ ხდებით ერთგვარი მაცნე ევოლუციის სხვა ადამიანების ცხოვრებაში. თქვენ კატალიზატორის როლს ასრულებთ, რომელიც გარშემომყოფებში აჩქარებს გაღვიძების და საკუთარი თავის შეცნობის პროცესს. თქვენი ცხოვრების წესით ფაქტიურად გამოწვევას უგზავნით სხვა ადამიანებს, მაგრამ ეს გამოწვევა სასიხარულოა. ზოგჯერ შეიძლება არაპოპულარული აზრის მაუწყებელი აღმოჩნდეთ, მაგრამ ვინაიდან თქვენ თავდაცვითი პოზიცია აღარ გიჭირავთ, მზად ხართ გაიგოთ და იგრძნოთ გარშემომყოფების რეაქცია თქვენ სიტყვებზე. თქვენ იქცევით იდეის ადამიანად, რომელიც, რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეს, ყოველთვის მზად არის ალტერნატიული გზა გამონახოს.
მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა /მეხუთე ჩაკრის გაღვიძების საშუალება/ -ნაწილი 7 მეხუთე ჩაკრა ძალიან გამოგადგებათ ისეთ სიტუაციებში, როდესაც სცენის შიშს განიცდით. გააცნობიერეთ, რომ სცენის შიში და სიხარული – ერთიდაიგივე ენერგიაა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ როგორ რეაგირებთ მასზე თქვენ. ეს სიტუაციის ენერგიაა, ამიტომ ნუ ეცდებით შეეწინააღმდეგოთ მას, უბრალოდ უარი თქვით განკერძოებულ “მე”-ზე და საშუალება მიეცით ენერგიას თავისუფლად იმოძრაოს თქვენში. ვინაიდან მე ხშირად მიწევს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, ჩემთვის ეს გრძნობა საკმაოდ ნაცნობია. მე ყოველთვის ვგრძნობ ჭარბი ენერგიის მოზღვავებას მასთან შეხვედრისას, და ყოველთვის მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ადამიანები ყურადღებას აქცევენ ჩემს ენთუზიაზმს და არა ნევროზულობას, ალბათ ეს მათ თვალში არ ხვდებათ. ერთხელ ვეცადე ნევროზულობა გამოსვლამდე ჩამეხშო, რისთვისაც სუნთქვის ვარჯიში და მედიტაცია გამოვიყენე. მე მოვახერხე ბოლომდე ჩამეხშო ჩემში ეს ენერგია, რეზულტატი კი იყო ის, რომ ცხოვრებაში ყველაზე მოსაწყენი ლექცია წავიკითხე. ჯადოსნურობა გაქრა. დავიფიცე, რომ მსგავს შეცდომას აღარასოდეს დავუშვებდი. ახლა კი, თუნდაც ვერ ვგრნობდე შიშს გამოსვლის წინ, თავს ვიკატუნებ, თითქოს ეს ასე არ არის. შემოქმედებითი ბლოკადები ყველა ჩვენთაგანისთვის კარგად ნაცნობია. გამოიყენეთ მეხუთე ჩაკრა მათ დასანგრევად. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე შემოქმედებით პროექტზე მუშაობთ, და თქვენ შეძლებთ გაარღვიოთ კედელი, რომელიც ენერგიას გიბლოკავთ. სავარაუდოდ ზედმეტად კონცენტრირდებით პროექტში პირად დაინტერესებაზე (დაბალი ჩაკრების გავლენა) და სწორედ ეს ბლოკავს მაღალი ჩაკრებიდან დაშვებულ უნივერსალურ ნაკადს. შეისუნთქეთ მეხუთე ჩაკრიდან, შემდგომ კი მიეცით თავისუფლება თქვენს შემოქმედებას, ზემოქმედებას ნუ ეცდებით მის გამოსავლენად. რამ დასსი ფლობდა გაღვიძებულ მეხუთე ჩაკრას. იგი არა მხოლოდ წინ აღუდგა საზოგადოებრივ აზრს, არამედ სისტემატიურად გამოდიოდა თანმიმდევრული (ლოგიკური) აზროვნების წინააღმდეგ. როდესაც ის ტიმოთი ლირთან ერთად მუშაობდა ჰარვარდის პროფესორ რიჩარდ ალპერტთან ერთად, უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელიც შეისწავლიდა ლ.ს.დ.-ს ზემოქმედებას ტვინზე. მან მიატოვა თავისი სამსახური, უარი თქვა თანამდებობაზე და ინდოეთში სამოგზაუროდ გაეშურა, სადაც იპოვა გურუ, გახსნა თავისი ცხოვრების გზა და გახდა “რამ დასსი”. ინსტიტუტ ომეგას კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა დახმარების და თანადგომის საკითხებს, 1984 წლის ზაფხულში რამ დასსმა თავი წარადგინა როგორც “კოლექტიური გონის გამომხატველი”. საკუთარი შეხედულებების სისტემატიურმა ანალიზმა და მსოფლიო რელიგიების და სულიერი გზების შესწავლამ საშუალება მისცა გამოეხატა ის, რასაც დღეს ბევრი ჭეშმარიტებად თვლის.
ანაჰატა /ზოგადი განხილვა/ -ნაწილი 1 ფერი – მწვანე კრისტალი – ავანტიურინი, ვარდისფერი კვარცი სტიქია – ჰაერი როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ”გულის გზაზე”, მხედველობაში გვაქვს მარადიული სიცოცხლის წყარო – სიყვარული. გულის გზა გვავსებს სითბოთი და სიხარულით. ეს არ არის ცხოვრების სტრატეგია, ან ცხოვრების გეგმა, ეს სუფთა სიხარულია. ის გვაძლევს საშუალებას ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ, ისე რომ ვაცნობიერებდეთ ამ მდგომარეობას და ზეგავლენა მოვახდინოთ მატერიალურ სამყაროზე. ასეთი მიდგომა მოითხოვს რწმენას, რადგანაც ჩვენ მივეჩვიეთ აზრს, რომ ცხოვრება – ბრძოლაა, და ვთვლით რომ აუცილებელია გამოვიმუშავოთ თავდაცვის, უსაფრთხოების და თვითუზრუნველყოფის გეგმა. ამ შეხედულების ფესვები მოდის მენტალიტეტიდან, რომელიც დაფუძნებულია შიშზე – დაკარგვის შიშზე. თუ თქვენ ირჩევთ გულის გზას, მაშინ თქვენს გონებაში აღარ დარჩება შიშის ადგილი. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ როდესაც იმყოფებით მაგნიტური მიზიდვის სივრცეში, თქვენი ცხოვრება ბედნიერი და უზრუნველყოფილი იქნება მიუხედავად ყველაფრისა. რაც უფრო მეტად გიყვართ, მით უფრო მეტი ობიექტი და საშუალება ჩნდება სიყვარულისთვის თქვენს ცხოვრებაში. ეს ძალიან მარტივია. შეიძლება ზედმეტად მარტივიც კი თანამედროვე ადამიანისთვის – ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველაფერ მარტივს და ადვილად მიღწევადს. “შენ იღებ მხოლოდ იმას, რისიც გადახდილი გაქვს” – ასეთი მიდგომა გვაიძულებს, ბევრ მარტივ და მიღწევად სიხარულზე ვთქვათ უარი ჩვენს ცხოვრებაში. გულის გაღვიძება – აი ეს არის ყველაზე მთავარი ცხოვრების მიზანი. თქვენ არ მოგიწევთ არც საფასურის გადახდა, არც მსხვერპლის შეწირვა იმისთვის, რომ ამას მიაღწიოთ, მხოლოდ ერთი რამ არის საკმარისი – რწმენა. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ ცხოვრება ვერ გაგტეხავთ, თუ თქვენ მოიხსნით დაცვებს. მოიცილეთ დამცველი საფარი, იმისთვის რომ სიცოცხლის ნაკადმა თავისუფლად გაიაროს თქვენში, და გჯეროდეთ, რომ სიყვარული – ეს სამყაროს მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ყოველი ჩვენთაგანი იბადება მარტო. დაბადების მომენტში ჩვენ ვიღებთ ფიზიკურ სხეულს, აზროვნებას, ჩვევებს, ხასიათს და ეგოს. ყველაფერი ეს განსაზღვრავს ჩვენს ინდივიდუალიზმს, რომელიც განსხვავდება სხვებისგან. პირველი სამი ჩაკრა დაკავშირებულია სწორედ ამ უნიკალურობის და განსხვავებულობის შენარჩუნებასთან. მეოთხე ჩაკრის გაღვიძებისას, ჩვენ ვშორდებით ჩვენს უნიკალურობას და ვიწყებთ სიცოცხლის ერთიანობის შეგრძნებას. მეოთხე ჩაკრის მიზანი – სიყვარულის შეგრძნებაა, როგორც პირადი ასევე საყოველთაო. თქვენ უნდა შეიგრძნოთ, თუ სიყვარული არა, მინიმუმ ჰარმონიული კავშირი მაინც თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, რომელიც შლის სხვაობას თქვენს შორის. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მეოთხე ჩაკრის დაკმაყოფილება. სწორედ მეოთხე ჩაკრის მეშვეობით მიაღწევთ რეალობას კოლექტიურ დონეზე. ქვედა სამი ჩაკრა მუშაობს პირად ენერგიაზე და გამოგყობთ სხვებისგან. ზედა სამი ჩაკრა – ეს ”მე”-ს კოლექტიური ასპექტებია, რომლებიც სამყაროს ენერგიებთან კავშირს აძლიერებენ. გულის ჩაკრა – ეს ადგილია, სადაც ხვდებიან თქვენი ”მე”-ს პერსონალური და კოლექტიური ასპექტები, ხვდებიან და გამოეყოფიან ერთმანეთს. გულის გაღვიძებით, თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს დაუკავშიროთ თქვენი პირადი და სულიერი ცხოვრება. თქვენ გახდებით ერთი მთლიანი. გული – დამაკავშირებელი ძაფია ეგოს და სულიერებას შორის. თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ქვედა, ფიზიკური ჩაკრების სასიცოცხლო ენერგია და ამავე დროს მაღალი ჩაკრების მადლი და შთაგონება. გაერთიანებული გულის ჩაკრა გაწონასწორებულია როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. ეს თქვენი ”მე”-ს ნამდვილი ცენტრია, ადგილი სადაც ცოცხლობს თქვენი სული. სიყვარულის ძიებას კაცობრიობის გულისკენ მივყავართ. სიყვარულის გრძნობა – მიუხედავად იმისა თქვენ გიყვართ, თუ თქვენ უყვარხართ, – ეს მთავარი მამოძრავებელი ძალაა როგორც მთელი სამყაროსი, ასევე ნებისმიერი ჩვენთაგანის. გააცნობიერო, როგორ ვლინდება სიყვარული, და მოიქცე შესაბამისად ამ გაცნობიერებისა, შემდეგ კი გაუყო ეს სიხარული გარშემომყოფებს – აი ეს არის გახსნილი გულის ნიშანი. თქვენ გაქვთ უნარი მიიღოთ ის ადამიანები, ვისთანაც გიწევთ შეხვედრა, და მზრუნველობა გამოიჩინოთ მათ მიმართ, ისე რომ არაფერი მოითხოვოთ სანაცვლოდ. თქვენ უნდა შეგეძლოთ გასცეთ, ისე რომ არ დაფიქრდეთ რითი გადაგიხდიან ამას, ამასთან უნდა შეგეძლოთ მადლიერებით მიიღოთ სხვისი სიყვარულიც. სწორედ ასე ავლენს თავს გაღვიძებული გული. სიყვარული – ეს გულის ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს სიყვარული სრულიად უანგაროა, ისევე როგორც დედის სიყვარული შვილისადმი – მასში არ არის ფარული მოტივები, გარდა თავად სიყვარულისა. თუ თქვენ სხვები გიყვართ ზუსტად ასე, მაშინ მათი ბედნიერება უმაღლესი პრიორიტეტი ხდება თქვენს ცხოვრებაში.. და ასეთი მდგომარეობა მიუთითებს გულის ჩაკრის გაღვიძებულ მდგომარეობაზე.
ანაჰატა /გაუწონასწორებელი მდგომარეობა/ – ნაწილი 2 ანაჰატას დისჰარმონიული მდგომარეობა ვლინდება მაშინ, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს გასცეს და მიიღოს სიყვარული. ზოგჯერ გვგონია, რომ ადამიანს შეუძლია აჩუქოს სხვას სიყვარული, მხარდაჭერა და დახმარება, მაგრამ რეალურად თვითონ არ არის მიერთებული ამ ენერგიის უწყვეტ წყაროსთან. ასეთ შემთხვევაში ადამიანი გასცემს, მაგრამ თვითონ იფიტება სულიერად, რადგან თვითონ არ შესწევს სიყვარულის მიღების უნარი. ის თავს უხერხულად გრძნობს, როდესაც ავლენს თავის სიყვარულს, და საკუთარ თავზე ურჩევნია ისეთი წარმოდგენა დატოვოს, თითქოს “მას სხვები არ სჭირდება”, ვინაიდან ის დახმარებას, მხარდაჭერას და სიყვარულის მიღებას სხვებისგან აღიქვამს სისუსტედ, აქედან გამომდინარე მათივე გაცემული სიყვარული არასოდეს იქნება სრულყოფილი. ასეთი მდგომარეობა ხშირად შეინიშნება სხვადასხვა სახის ურთიერთობებში. ენერგეტიკულ დონეზე გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს არ შესწევს სიყვარულის მიღების უნარი, ქვეცნობიერ დონეზე კი, ის თვლის რომ არ იმსახურებს ამ სიყვარულს. შესაბამისად, ენერგეტიკულ დონეზე ის თავისკენ არ მიიზიდავს და არ იწვევს სიყვარულს. ეს სიტუაცია ვლინდება ცხოვრებისეულ ყველა ასპექტში. რაც უფრო მეტად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, არწმუნებს ადამიანი საკუთარ თავს, რომ არ საჭიროებს სიყვარულს, მით ნაკლებ სიყვარულს მიიღებს ის. ხანდახან ამის მიზეზი შეიძლება იყოს სიყვარულის ნაკლებობა ბავშვობაში, როდესაც მშობლები შვილებს თვლიან უკვე “დიდებად”, იმისთვის რომ მოეფერონ და სიყვარული გამოხატონ მათ მიმართ. ასეთ დროს ადამიანი სწავლობს, როგორც ჩაახშოს საკუთარ თავში სიყვარულის მოთხოვნილება და საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ ძალიან უჭირს სიყვარულის მიღება მეუღლისგანაც კი. შემდეგი მიზეზი შეიძლება იყოს მიღება – გაცემის ბალანსის დარღვევა. ეს ის სიტუაციაა, როდესაც ადამიანი უხვად გასცემს სითბოს და სიყვარულის ნაკადებს მის გარშემო მყოფ ადამიანებზე, და ვერც კი ხვდება, რომ თავისი ცენტრი გაწონასწორებულ და სტაბილურ მდგომარეობაში უნდა შეინარჩუნოს. ამ დროს ის ემოციონალური გამომძალველობის საფრთხის წინაშე დგება, როდესაც სისტემატიურად გასცემს და გრძნობს რომ სანაცვლოდ ვერაფერს იღებს. ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ანაჰატა გაწონასწორებულია, ადამიანი არ გასცემს იმისთვის, რომ მიიღოს. ის გასცემს ბუნებრივად, ღიად, და არა აქვს მოთხოვნილება სანაცვლოდ მიიღოს რამე, რადგანაც მისთვის მნიშვნელოვანი თვითონ გაცემის მომენტია. როდესაც ანაჰატა ჩაკრა გაუწოსასწორებელია, გულის სიღრმეში ადამიანი ელოდება გაცემული ენერგიის სანაცვლოდ რამეს, და თუ ის ვერაფერს იღებს, ის გრძნობს იმედგაცრუებას, მას ჰგონია, რომ ის გამოიყენეს, ზოგჯერ კი ამის გამო დაუნდობელიც ხდება. როდესაც ანაჰატა დისბალანსშია, ადამიანს შეუძლია უყვარდეს და გასცემდეს, მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანების კეთილგანწყობა, კმაყოფილება და კარგი დამოკიდებულება მოიპოვოს. მას ეშინია იყოს უარყოფილი, ეშინია, რომ როდესაც ის მარტო დარჩება და კონცენტრირდება საკუთარ თავზე (როცა ეს საჭიროა), ის დაიმსახურებს “ეგოისტის” რეპუტაციას, ან რაიმე სახით იქნება უარყოფილი და განდევნილი. მას უჭირს ისეთი ადგილის მოძებნა, სადაც საკუთარი თავის სიყვარული და სხვების მიმართ სიყვარული გახდება ერთი მთლიანი მცნება, და თვლის, რომ ეს ორი ძალა ყოველთვის კონფიქტშია ერთმანეთთან. სენტიმენტალობა – გაუწონასწორებელი მეოთხე ჩაკრის კიდევ ერთი გამოვლენაა. “გატეხილ გულს” არ შეუძლია საკუთარი პრობლემების გამოყოფა სხვისი პრობლემებისგან, ამიტომ ასეთი ადამიანის კავშირი სხვა ადამიანებთან არაჯანსაღი და მტკივნეულია. სწორედ ეს მიზეზი და ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომის რეზულტატია ის, რომ – ადამიანი მიისწრაფის რაიმე გააკეთოს სხვებისთვის იმის იმედით, რომ მათი მხრიდან სანაცვლოდ კარგი დამოკიდებულება მიიღოს. ნუ აგვერევა ეს თვისება თანაგრძნობაში, რომელიც ამ ჩაკრის გაცნობიერების მაჩვენებელია (ამ თემას ცალკე შევეხები). გადამეტებული ჩაძირვა სიყვარულში, რომელიც იწვევს მიჯაჭვას – ეს ჩაკრის წონასწორობის დარღვევის მაჩვენებელია, რომელიც ქვედა ფიზიკური ჩაკრებისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიას, იმისთვის რომ სიყვარულმა შეძლოს ბუნებრივად გამოვლენა. სიყვარული იქცევა მოთხოვნილებად და კარგავს თავის ბრწყინვალებას. ადამიანები ამბობენ: “მე შენ მიყვარხარ”, მაგრამ სინამდვილეში გულისხმობენ: “მე შენ მჭირდები”. ასეთი მიდგომა არასოდეს იქნება პოზიტიური, რადგანაც ქვედა ჩაკრების მოთხოვნილებები ცდილობენ თავი გამოავლინონ მეოთხე ჩაკრაში და ამახინჯებენ მას. საბოლოო ჯამში სიყვარული არსებობს, მაგრამ არსებობს უამრავი პირობით. ის იღვიძებს გულში, მაგრამ მას აუფერულებს და ამახინჯებს ქვედა ჩაკრების დისბალანსი. ფიზიკური ჩაკრების ზეგავლენა არ აძლევს საშუალებას ამ ჩაკრას შეიგრძნოს ჭეშმარიტი თავისუფლება, რომელიც დამახასიათებელია ნამდვილი სიყვარულისთვის, მეოთხე ჩაკრის პრიზმაში რომ ვლინდება.
ანაჰატა /სიყვარულის პერსპექტივა/ – ნაწილი 3 გულის ჩაკრის გაღვიძების პირველი ნიშნები იგრძნობა კეთილ საქმეებში, რომლებსაც თქვენ სჩადიხართ იმ იშვიათ, ხანმოკლე მომენტებში, როდესაც თქვენში გრძნობთ სრულ შინაგან ჰარმონიას. ყველაფერი გაწონასწორებულია, თქვენ არაფერზე ღელავთ. თქვენ გრძნობთ სიხარულს საკუთარი არსებობით, ქვედა ჩაკრები ბალანსშია, თქვენ გაქვთ უნარი მაქსიმალური სიამონება მიიღოთ ცხოვრებისეული პატარ-პატარა სიურპრიზებისგან. როდესაც იმყოფებით ამ მდგომარეობაში, თქვენ უფიქრდებით იმ ფაქტს, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ გადარჩენისთვის და პირველობისთვის ბრძოლა. თუ თქვენ ისწავლით უსმინოთ გულს, ეს მდგომარეობა ჩვევაში გადაიზრდება. როდესაც ამ ჭრილში უყურებთ გარემოს, ყველა შემხვედრ ადამიანში საკუთარ ანარეკლს ხედავთ. თქვენ თავს ანებებთ თავის დაცვას მათგან და კონკურენციას მათთან. გული გიბიძგებთ თანამშრომლობას მათთან, და არა იძულებით ყოფნას მათ გვერდით. მოთხოვნილება, იყოთ “მართალი” ისევ ქვედა ჩაკრებისკენ გითრევთ, შეჯიბრის პერსპექტივით. მეოთხე ჩაკრის საფეხურზე თავდაცვის მოთხოვნილება აღარ არის, რადგანაც სიხარულს განიჭებთ ცხოვრების და სხვა ადამიანების სრულად მიღება. სიხარული – ეს სრული მიღების უნარია. მესამე ჩაკრიდან მეოთხეში გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოითხოვს ცხოვრების აღქმის საფუძვლიან გადახედვას. მეოთხე ჩაკრის დონეზე აღარ არის კონკურენციის ადგილი, რადგანაც თქვენ გარშემომყოფებთან ურთიერთობას გულის მეშვეობით იწყებთ. გულის ჩაკრის დონიდან, მხოლოდ თანამშრომლობა არის შესაძლებელი. ამ პერსპექტივას დაყვება სიუხვის შეგრძნება, თქვენ იწყებთ მიხვედრას, რომ დედამიწაზე საკმარისადაა ყველაფერი და ყველასთვის. იღვიძებს თანაგრძნობა, ვინაიდან თქვენთვის უკვე ნათელია, რომ ყოველი ადამიანისთვის ის არის კარგი, რაც ყველასთვის. ჩვენ განუყოფელი ვართ, ჩვენ დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან. როდესაც გულის სამყაროში ჩაიხედებით, თქვენ განიცდით ყოვლისმომცველ სიმშვიდის გრძნობას და მიხვდებით, რომ ჰარმონია – ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და არა ის იშვიათი ბედნიერება, როგორც ადრე თვლიდით. ახლა უკვე, ჰარმონიის დარღვევის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ქვედა ჩაკრების დისბალანსმა გამოიწვიოს, თქვენ ძალიან ადვილად დაიბრუნებთ მას, რადგანაც თქვენ ეს გზა უკვე გააცნობიერეთ! თქვენ იცით, რომ კონცენტრირებულ ცხოვრებას ბევრად მეტი სიხარული მოაქვს, და ეს ცოდნა გიბიძგებთ ყველა საფეხურზე მიაღწოთ ბალანსს. თქვენი მგრძნობიარობა იმ მოვლენების მიმართ, რაც ჰარმონიას გირღვევთ, უფრო და უფრო იკლებს და მხოლოდ სიხარულის შეგრძნების უნარი რჩება. და ასე გაგრძელდება სულ, მოვლენები დაყვებიან ენერგიას, ამიტომ რაც მეტ დროს გაატარებთ ჰარმონიაში, მით მეტი ჰარმონიული სიტუაციები გაჩნდება თქვენს ირგვლივ. სიხარული არის შედეგი იმის, თუ როგორ აღიქვამთ ცხოვრებას მეოთხე ჩაკრის პრიზმაში. რადგან თქვენ ასხივებთ სიმშვიდეს და სიხარულს, თქვენს გარშემომყოფებშიც იგივე შეგრძნებებს იწვევთ და ამით სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავთ თქვენსკენ. და რაც უფრო მეტ ენერგიას იღებთ უნივერსალური ენერგიის წყაროდან, მით მეტად უნდათ ადამიანებს თქვენს გვერდით ყოფნა, და როდესაც ხდებით ამ უნივერსალური ენერგიის გამტარი, მით მეტი შეგიძლიათ გასცეთ და გაუგზავნოთ გარშემომყოფებს. თუ თქვენ ამ ენერგიას იღებთ სულიერი წყაროებიდან, ასეთ შეთხვევაში თქვენ გამოიფიტებით და შეიძლება უბრალოდ დაიწვათ. არ ღირს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, რადგანაც მიუხედავად იმისა რომ შეძლებთ ქვედა ჩაკრების გაწონასწორებას, მაინც იგრძნობთ შინაგან ნგრევას. თქვენ გააღვიძეთ გული, მაგრამ დაგავიწყდათ ენერგიის წყარო, საიდანაც ის მარაგდება. წყარო თქვენგან განსხვავებით ამოუწურავია. როდესაც თქვენ იმყოფებით კონტაქტში სამყაროს ენერგიასთან, თქვენ ივსებით ამ ენერგიით და უნაწილებთ მას სხვებსაც. მაგრამ როდესაც თქვენ გამოფიტული და დაცლილი ხართ, გადით ბუნებაში და დატკბით მისი მშვენიერებით – შეისუნთქეთ მისი სილამაზე და შეიგრძენით ის. გახსოვდეთ, თუ თქვენ აპირებთ გაცემას, აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი აღდგენაც, სხვა შემთხვევაში გადაიწვებით. თქვენი ენერგია შეზღუდულია, სამყაროსი – არა. რა შთაგაგონებთ თქვენ? წადით სწორედ იმ უწყვეტ წყაროსთან და დაიმუხტეთ. აი ყველაზე მარტივი და ბანალური ისტორია: ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდა. იქამდე, სანამ ეს გრძნობა გაჩნდებოდა მათში, ისინი პირდაპირ კონტაქტში იყვნენ შთაგონების წყაროსთან. იქიდან გამომდინარე, რომ მათი სიყვარული დღითიდღე იზრდებოდა, ისინი უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად და უცვლიდნენ ერთმანეთს ენერგიას, ამასობაში დაავიწყდათ ეს ენერგია ისევ უწყვეტი წყაროდან მიეღოთ და იმის მაგივრად რომ სიყვარულიდან ახალი ძალა მოეკრიბათ, შემდეგ კი გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის, ისინი დამოკიდებული ხდებიან ერთმანეთზე, რადგანაც პარტნიორში ხედავენ ენერგიის წყაროს. ამიტომ ისინი ხდებიან ერთგვარი ენერგოვამპირები ერთმანეთისთვის, რომლებიც იკვებებიან პარტნიორის სასიცოცხლო ენერგიით და ამით ღუპავენ ერთმანეთს, იმიტომ რომ არცერთი მათგანი აღარ უბრუნდება უწყვეტ ენერგიის წყაროს და არ ცდილობს ენერგიის აღდგენას იქიდან. ან მეორე მაგალითი: წარმოიდგინეთ რომ თქვენი მეგობარი ყოველ დღე გთხოვთ ასესხოთ 5 დოლარი. და ასე გრძელდება დაუსრულებლად, იქამდე, სანამ თქვენი რესურსი არ ამოიწურება. რაც დრო გავა, თქვენთვის უფრო და უფრო მძიმე გახდება ეს მეგობრობა, თქვენი რესურსი ხომ არ არის ამოუწურავი. ასევე ემართება სიყვარულს, თუ კი თქვენ პარტნიორში ხედავთ თქვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ წყაროს, საბოლოოდ თქვენ ამოწურავთ პარტნიორის ენერგიას ბოლო წვეთამდე. ასე რომ, ნუ დაგავიწყდებათ თქვენი საკუთარი ენერგიის წყაროები, რომლებიც შთაგაგონებენ და გიბრუნებენ სასიცოცხლო ენერგიებს, და მაშინ თქვენ შეძლებთ თქვენი ენერგია სხვებსაც გაუნაწილოთ. მეოთხე ჩაკრის გაღვიძების შემდეგ, თქვენ იწყებთ ცხოვრების დანახვას სიყვარულის პრიზმის მეშვეობით. სიყვარული, რომელიც ქვედა სამი ჩაკრით არის გამოწვეული, ყოველთვის ატარებს ფარულ მოტივებს – უსაფრთხოება, სექსი და ძალაუფლება. მაგრამ სიყვარულს, რომელსაც მეოთხე ჩაკრა გჩუქნით – ეს სიყვარულია სიყვარულის გამო. ის არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. თქვენ არ გჭირდებათ სანაცვლოდ არაფერი. თქვენ სავსე ხართ გრძნობით და გსურთ ეს გრძნობა გაუნაწილოთ გარშემომყოფებს. იესომ, და მის კვალდაკვალ “ბითლზებმაც” ძალიან ზუსტად დაახასიათეს ეს გრძნობა: “ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ – ეს სიყვარულია!” /All You Need Is Love/ ურთიერთობა, რომელიც გამოწვეულია მეოთხე ჩაკრით, ფესვებშივე განსხვავდება ქვედა სამი ჩაკრით გამოწვეული ურთიერთობისგან. უპირობო სიყვარული, რომელსაც თქვენ უნაწილებთ გარშემომყოფებს, მხოლოდ გაღვიძებული გულიდან მოდის. ქვედა სამი ჩაკრის პერსპექტივიდან, ასეთი სიყვარული შეუძლებელია – თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, რადგანაც კონცენტრირებული ხართ იმაზე, თუ როგორ დაიკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნილებები. მეოთხე ჩაკრის პერსპექტივიდან კი სიყვარულს არ გააჩნია არანაირი პირობა. თქვენთვის უმნიშვნელოა, როგორ ცხოვრობს სხვა ხალხი, და რა გავლენას ახდენენ ისინი თქვენს ცხოვრებაზე. სავსებით ნათელია, რომ ურთიერთობა, რომლის საფუძველიც მეოთხე ჩაკრაა, ბევრად მშვიდობიანი და ჰარმონიულია, რადგანაც თქვენ აღარ გჭირდებათ თავდაცვა ადამიანებისგან და აღარ განიკითხავთ მათ. საკმარისია თქვენი გული “გააღვიძოთ”, რომ ეს ინტიმურ ურთიერთობაზეც აისახება. ქვედა ჩაკრების გადმოსახედიდან, სექსი აუცილებელია როგორც ენერგიის გამოდევნის საშუალება, სიამოვნების მიღება და ძალაუფლების გრძნობის დაკმაყოფილება. ხოლო მეოთხე ჩაკრის გადმოსახედიდან სექსი – ეს საოცარი შესაძლებლობაა ერთდროულად გასცე და მიიღო ენერგია. ის ხსნის უმაღლესი სულიერი ინტიმურობის კარს, როდესაც თქვენ იძენთ უნარს, ერთდროულად შეიგრძნოთ ფიზიკური და სულიერი სიახლოვე პარტნიორთან. ამ დროს ინტიმური ურთიერთობა აღარ არის მხოლოდ ფიზიკური ქმედება. თქვენ უკვე ურთიერთმოქმედებთ ფიზიკურ, ემოციონალურ და სულიერ პლანზე ერთად.
ანაჰატა /გაცნობიერება/ – ნაწილი 4 თუ თქვენ ნერვიულობთ სიყვარულის ობიექტზე, გააცნობიერეთ, რომ თქვენი ნერვიულობის მიზეზი დევს უსაფრთხოების განცდის არქონაში, და არა თვითონ სიყვარულში. შეეცადეთ პრობლემის გამომწვევი მიზეზი იპოვოთ. გააანალიზეთ პირველი ჩაკრის მდგომარეობა. გაისეირნეთ ბუნებაში, შეხედეთ ბუნების ამოუწურავ ძალას, რომელიც ყველაფერში ვლინდება ჩვენს გარშემო. იგრძენით, რომ იგივე ენერგია გავსებთ თქვენ. იფიქრეთ, რომ ეს თქვენ კი არ ცხოვრობთ, არამედ სიცოცხლე ვლინდება თქვენით! ახლა კი, როდესაც თქვენ მოიპოვეთ საკუთარი თავის და ცხოვრების მიმართ უსაფრთხოების განცდა, შედით სხვა ადამიანთან ურთიერთობაში. შეინახეთ ეს შეგრძნება თქვენში და ნუ ეცდებით ამ უსაფრთხოების მიღებას პარტნიორისგან. გაღვიძებული გული ხშირად კიდევ ერთი პრობლემის წყარო ხდება. ეს არის გაცემის გადამეტებული მისწრაფება. თქვენ აღვიძებთ მეოთხე ჩაკრის გულუხვობას, ამიტომ თქვენ მიისწრაფით უფრო მეტი გასცეთ გარშემომყოფებზე, მაგრამ თქვენ ეს სიკეთე გიბრუნდებათ უკან სხვებისგან. თქვენ კი ამ დროს ფიქრობთ, რომ ”უმჯობესია გასცე, ვიდრე მიიღო” – ასეთ მიდგომას მცდარ მორალამდე მივყავართ. ამ გადმოსახედიდან, თქვენ უარი უნდა თქვათ სხვა ადამიანების მიერ შემოთავაზებულ სიკეთეზე, დახმარებაზე, მომსახურებაზე და საჩუქრებზე… ანუ თქვენ უარს ამბობთ სიყვარულის მიღებაზე. წარმოიდგინეთ რას განიცდიან ის ადამიანები მას შემდეგ, როდესაც სურთ სიკეთე გაგიკეთონ და თქვენ მათ უარით ისტუმრებთ? მათთვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა მიზეზით ეუბნებით უარს. ისინი იგრძნობენ, რომ არ დააფასეს მათი სიკეთე. ეს ხომ უმადურობაა.. ეს დაჩრდილავს მათ ბედნიერებას იმ მომენტში, რასაც მეოთხე ჩაკრის გამოვლინების საუკეთესო გზას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. თქვენ მადლიერებით უნდა მიიღოთ, ის რაც სხვებს უნდათ რომ მოგცენ, და ამით თქვენ მათ აძლევთ საშუალებას დატკბნენ იმ გრძნობით, რომ თქვენთვის რაღაც სასიამოვნო გააკეთეს. უპირობო სიყვარულს ადვილად შეუძლია მიგვიყვანოს გაურკვევლობამდე, იმ შემთხვევაში, თუ სხვებს მივაწერთ თვისებებს, რომლებსაც ისინი არ ფლობენ. თქვენ ადამიანი წარმოგიდგენიათ ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ რომ დაინახოთ. ამ დროს გული არასწორი აღქმის წყარო ხდება, თქვენ გარშემომყოფებში ხედავთ იმაზე მეტ კარგს, ვიდრე რეალურად არის მათში. მაგრამ არის თუ არა ეს პრობლემა? კი, ეს პრობლემაა, თუ თქვენი არასწორი აღქმა არ გაძლევთ საშუალებას ნათლად აღიქვათ რეალობა. გაღვიძებული გული ყველაფერში ხედავს სულიერ პოტენციალს, მაგრამ ავიწყდება ის, რომ ჩვენ ყველა – მხოლოდ ანარეკლი ვართ ბუდჰის (გაღვიძებულის). კითხვა: “როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?” წარმოიშვება ყოველ ჯერზე, როდესაც ტყუვდებით სხვა ადამიანის სულიერ პოტენციალში. წონასწორობის აღდგენა მოითხოვს კეთილსინდისიერ და გულახდილ ურთიერთობას. კითხეთ თქვენს თავს: მოგწონთ თუ არა ის, რაც სხვა ადამიანს შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში?..თუ იმის გამო გიყვართ ის ადამიანი როგორიც შეიძლება გახდეს თქვენს წარმოდგენაში, თუკი ის შეიცვლება? თუ ბოლო პასუხია თქვენთვის უფრო მისაღები, ესეიგი თქვენ ის ადამიანი კი არა, თქვენივე წარმოდგენა გიყვართ მასზე. თქვენი სასიცოცხლო ენერგია მუდმივად ჩაედინება პარტნიორში, იმ მიზნით რომ გახადოს უფრო ადეკვატური თქვენს წარმოდგენებთან. პრობლემა წარმოიშვება მაშინ, როდესაც ეს წარმოდგენა არ ემთხვევა მისივე წარმოდგენას საკუთარ თავზე. ასეთი კავშირი ვერ იქნება გაწონასწორებული, რადგანაც თქვენ სისტემატიურად დაკარგავთ სასიცოცხლო ენერგიებს. ის ვერ მიაღწევს იმ მდგომარეობას, რასაც თქვენ მისგან ელოდებით, ვინაიდან ეს მის ნებას ეწინააღმდეგება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის დაუბრუნდა მისთვის ჩვეულ ცხოვრების სტილს. თქვენი წარმოდგენა მის პოტენციალზე, შეიძლება დაეხმაროს მას იმაში, რომ სურვილი გაუჩნდეს თვითონად დაინახოს ეს პოტენციალი საკუთარ თავში, მაგრამ ის ვერ შეძლებს მოერგოს თქვენს იდეალს, თუ კი ეს იდეალი განსხვავდება მისი იდეალისგან იმ მომენტში. თუ თქვენ ვერ მოახერხეთ მეოთხე ჩაკრის გაწონასწორება, მაშინ თქვენთვის თვითონ ის აზრიც კი, რომ სხვას ტკივილი მიაყენოთ, საზარელია, და თქვენ გაურბიხართ ყველა უსიამოვნებას და მტკივნეულ სიტუაციებს, როგორც ცეცხლს. გარშემომყოფების მოთხოვნების დაკმაყოფილება – ეს გზაა კონფლიქტის ასარიდებლად, მაგრამ ამ გზით თქვენ უფლებას აძლევთ სხვებს თქვენს სიმპათიებზე ითამაშონ. სხვა ადამიანის ასეთი საქციელი, ვერ იქნება თქვენი მხარდამჭერი. შეცდომა იქნებოდა გვევარაუდა, თითქოს მეოთხე ჩაკრა – ეს მხოლოდ სიყვარული და სინათლეა. ისეთი სულიერი თვისება, როგორიც თანაგრძნობაა, შეიძლება მიზეზი გახდეს გადაჭარბებული გრძნობიარობის. ამ დროს ხალხის და ქვეყნის ტკივილს ძალიან დრამატულად აღიქვამთ. თუ ეს მგრძნობიარობა დაუბალანსებელია, თქვენ ძალიან ადვილად ჩაიძირებით მწუხარებასა და სასოწარკვეთაში. თუ თქვენ სხვის მწუხარებას ისე განიცდით, თითქოს ეს თქვენი ბრალი იყოს, ამით მსოფლიოში მწუხარება კი არ მოიკლებს, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. თქვენი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ სხვების ტკივილს ისე აღიქვამთ, თითქოს თქვენ იყოთ ამაში დამნაშავე. ეს ძალიან პირადი დამოკიდებულებაა, რომლის ფესვებიც ღრმად ჩადის ქვედა ჩაკრებში. ტკივილი – ეს ჩვენი ცხოვრებისეული გზის თანამდევი და განუყოფელი ნაწილია. არცერთი ცხოვრება არ გაივლის მის გარეშე. თქვენ უნდა ისწავლოთ, რომ არ მიანიჭოთ მას ზედმეტი მნიშვნელობა. ყველაფერი გაივლის. თუ თქვენ ყველას ტკივილი თქვენს გულზე გაატარეთ, თქვენ ამით თავს გაინადგურებთ, მაგრამ ამავე დროს, ეს ცხოვრებისეული გამოცდილება, როდესაც ის უკვე წარსულში რჩება, თქვენ გზას გაგიკვლევთ წინ ახალი ცხოვრებისკენ. თუ თქვენ გრძნობთ, რომ ვერ მიაღწიეთ წონასწორობას ამ სფეროში, გადახედეთ თქვენს ქვედა ჩაკრებს და მათ მდგომარეობას. გაწონასწორებულია თუ არა თქვენი ცხოველური ბუნება? ისე ცხოვრობთ, როგორც საჭიროა? (პირველი ჩაკრა.) გაქვთ თუ არა უნარი დატკბეთ ყოველი მომენტით თქვენს ცხოვრებაში? (მეორე ჩაკრა.) გყოფნით თუ არა სიმამაცე დაიცვათ საკუთარი შეხედულებები? (მესამე ჩაკრა.)
ანაჰატა /ბალანსის მიღწევა მეოთხე ჩაკრაში/ – ნაწილი 5 იმისთვის რომ მეოთხე ჩაკრის ბალანსი შეინარჩუნოთ, დიდი ძალისხმევაა საჭირო. ძალიან ადვილია მიყვეთ გულის ხმას, და ემოციების ოკეანეში ჩაიძიროთ, რაც საკმაოდ ხშირად ხდება. რაც უფრო ხშირად უსმენთ გულს, მით უფრო იშვიათად ხდება გამოცდები, რომლებიც თქვენ ყურადღებას ფანტავს. თქვენ ამცირებთ დროს, რომელიც საჭიროა უკან დასაბრუნებლად. თქვენ უნდა შეძლოთ ამოყვინთონ ემოციების ოკეანედან და გადართოთ თქვენი ყურადღება მოქმედებაზე და გაცნობიერებაზე, რაც დაგეხმარებათ მეოთხე ჩაკრის ბალანსის შენარჩუნებაში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიყვარული – ეს ყველაზე დიდი ძალაა სამყაროში. ჯილდო კი უზარმაზარია. როდესაც თქვენ ისწავლით ცხოვრებას მეოთხე ჩაკრის მეშვეობით, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ყველგან მხოლოდ სიხარულს და სიყვარულს წააწყდებით. თქვენ შეძლებთ ბრძოლის საფეხურიდან ჩამოსვლას, რომელიც ასე ბუნებრივი გეჩვენებათ ქვედა სამი ჩაკრის გადმოსახედიდან. თქვენ განაგრძობთ ცხოვრებას იგივე სამყაროში, მაგრამ გარშემომყოფებთან ბრძოლას შეწყვიტავთ. გამოცდები და სირთულეები ნებისმიერ ცხოვრებას თან სდევს, მაგრამ თუ თქვენი გული გაიღვიძებს, ამ სირთულეებშიც კი დაინახავთ მადლს და სინათლეს – ისინი დაკავშირებული არიან ფაქიზ შრეებთან და მიხვდებით, რომ ცხოვრება სწორედ ისე მიედინება, როგორც საჭიროა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მესამე ჩაკრიდან მეოთხეზე გადასვლა ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია. ის თქვენგან მოითხოვს სრულად შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი – უარი თქვათ განცალკევების და უნიკალურობის შეგრძნებაზე… და თქვენი ძალისხმევა დაჯილდოებული იქნება ზღაპრული შეგრძნებებით: თქვენ ერთიანობას იგრძნობთ სხვა ადამიანებთან, რომლებიც თქვენსავით აღიქვამენ და გრძნობენ სიცოცხლეს. თქვენ ძირფესვიანად უნდა გადახედოთ თქვენს მიდგომას ცხოვრებისადმი და დამოკიდებულებას გარშემომყოფებისადმი. სიყვარულის გაცნობიერება სამ საფეხურად იყოფა: პირადი, თანამგრძნობი და უნივერსალური. /პირადი სიყვარული/ პირად საფეხურზე გაღვიძებული გული ენითაუწერელ სიამოვნებას განიცდის ახლობლების სიყვარულით. ეს ის ნამდვილი და ჭეშმარიტი გრძნობაა, რომელიც მოგიწოდებთ თქვენი სიხარული გაუზიაროთ თქვენს ახლობელ ადამიანებს. რომანტიული სიყვარული – ერთერთი ასპექტია პირადი სიყვარულის… და ის არაა შეზღუდული მხოლოდ საძინებელი ოთახით! ეს არის საყვარელ ადამიანზე ზრუნვით და განებივრებით გამოწვეული სიხარული, შეყვარებულობის დაბადებით გამოწვეული სიხარული, აღტაცება და აღფრთოვანება, როდესაც ღიმილს იწვევთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის სახეზე. როდესაც თქვენი გული ღიაა, თქვენ გინდათ, რომ ეს სიყვარული იყოს მარადიული! თუ თქვენი გული მზადაა ამოხტეს სიხარულისგან, როდესაც თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთან ერთად გასეირნებაზე დაგთანხმდებათ, ესეიგი თქვენი მეოთხე ჩაკრა ღიაა ამ საფეხურზე. ამ გრძნობის განვითარება შეიძლება. ახალი შეყვარებულობის პერიოდის დასაწყისში, ეს მდგომარეობა ბუნებრივია. თქვენი გული ისწრაფის პასუხი მიიღოს საყვარელი ადამიანისგან. იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა შეინარჩუნოთ, თქვენ სიხარულს უნდა განიჭებდეთ ამ ადამიანზე მზრუნველობა. თუ თქვენ უკვე დაქორწინებული ხართ, მოუწყეთ მეუღლეს რომანტიული შეხვედრები, თუნდაც კვირაში ერთხელ. გამოხატეთ სიყვარული ნებისმიერი წვრილმანით, ისეთით როგორიცაა სასიყვარულო ბარათი, პატარა საჩუქარი, რომანტიული ვახშამი და ა.შ…. თქვენ თვითონაც ხომ გახსოვთ, როგორც იყო ეს ყველაფერი! სიყვარული – ეს ერთგვარი თამაშია, და იმისთვის რომ ხანგრძლივი იყოს ის, უნდა იცოდეთ მისი წესებიც. ეს ყველაფერი, რაზედაც ეხლა ვსაუბრობთ, ისედაც ძალიან ადვილად და ბუნებრივად ხდება ადრეულ სტადიებში, მაგრამ დროთა განმავლობაში რთულდება, ამიტომ საშუალება უნდა მისცეთ ამ გრძნობას, რომ შენარჩუნდეს და დაეხმაროთ მას, სხვა შემთხვევაში ის ჩაქრება. პირად საფეხურზე ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია მიჯაჭვულობის გრძნობა, ვინაიდან პირადი სიყვარული დაკავშირებულია პირველ სამ ჩაკრასთან. აქედან გამომდინარე, ასეთ სიყვარულს ხშირად თან სდევს პარტნიორის დაკარგვის შიში. პირადიდან გარდამავალ თანამგრძნობ სიყვარულში, პარტნიორის დაკარგვის შიში სუსტდება და ბოლოს, როდესაც მიაღწევთ უნივერსალურ სიყვარულს, შიში საერთოდ ქრება. /თანამგრძნობი სიყვარული/ ამ საფეხურზე ასვლისას, გაღვიძებული გული მთლიანად მიდის პირადი სიყვარულიდან. ამ დროს თანაგრძნობა შეიძლება განიცადოთ, როგორც ახლობელი ადამიანების მიმართ, ასევე უცხო ადამიანების მიმართაც. ეს არ არის პიროვნული სიყვარული, არც ის სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია დაუფლებაზე, მას არაფერი აქვს საერთო შინაგან “მე”-სთან. ეს უპიროვნო გრძნობაა. ის იზრდება იმდენად, რამდენადაც თქვენს სულს შეუძლია მოიცვას მთელი პლანეტა… და მთელი თქვენი არსება სრულიად განმსჭვალულია სიყვარულის შეგრძნებით. თანაგრძნობა უფრო და უფრო ძლიერდება. ის გამოწვეულია იმ ფაქტის გაცნობიერებით, რომ მსოფლიოში ყველა ტკივილს და უბედურებას იწვევს ადამიანების განცალკევება ერთმანეთისგან, რომელიც პირველი სამი ჩაკრის ზემოქმედების გამო ხდება. თანამგრძნობი გული თითოეული სულის სილამაზეს შეიგრძნობს, ის ხედავს რომ ისინი იბრძვიან მიაღწიონ ცნობიერების უმაღლეს საფეხურს. გული არ განიკითხავს მათ, ვინც ჯერ ვერ გაიღვიძა და ვერ გაცდა პირველ სამ საფეხურს. პირიქით, თქვენში იღვიძებს სიკეთე და ამ თანაგრძნობით თქვენ ცდილობთ დაეხმაროთ მათ ამ რთულ პერიოდში, რომ შეიგრძნონ ის სიხარული, რომელსაც გაღვიძებული გული იტევს. პატიება – აი ის მთავარი თვისება, რომელიც გააჩნია თანამგრძნობ გულს. იმისთვის, რომ გავიგოთ და გავითავისოთ, რომ ყველა სულში არის სიბნელის ნაწილაკი, რომელიც ადამიანურ არსებობას მოიცავს, საჭიროა თანაგრძნობა. ჩვენ ყველა, ხანდახან ჩავდივართ ისეთ საქციელს, რომელსაც ვერ დავარქმევთ კეთილსინდისიერს, და ამ ფაქტის აღიარების მიუხედავად, ჩვენ არ უნდა წავართვათ შეცდომის უფლება არც საკუთარ თავს და არც სხვებს. შეცდომას ვუშვებთ ყველა, და ეს ადამიანური არსებობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს როგორც სხვისი პატიება, ასევე საკუთარი თავისაც. თუმცა თანაგრძნობას, რომელიც მეოთხე ჩაკრაში იბადება, მხოლოდ სიხარული და ბედნიერება არ მოაქვს. როდესაც პირველად იგრძნობთ სხვების ტანჯვას, ძალიან ადვილია მთლიანად ჩაგითრიოთ ამ გრძნობამ და ცხოვრების ინტერესი დაგაკარგინოთ. სრულიად ნათელია, რომ ეს თქვენ კარგს არაფერს მოგიტანთ. მეოთხე ჩაკრა არ ითხოვს მსხვერპლშეწირვას. აუცილებელია, რომ შინაგანი “მე” ჯანმრთელი იყოს, იმისთვის რომ გულის სიმაღლეზე ავიდეს, და პირველი სამი ჩაკრა – აბსოლიტურად გაწონასწორებული, რომ თანამგრძნობმა სიყვარულმა ზიანი არ მოგაყენოთ. როგორც უკვე ავღნიშნეთ, თუკი თქვენ სრულად ჩაიძირებით ტანჯვაში და განცდაში, ამით მსოფლიოში ტანჯვა მხოლოდ მოიმატებს. თანამგრძნობი სიყვარულის გზას კი არ უნდა მივყავდეთ დამატებით ტანჯვამდე, პირიქით უნდა ამცირებდეს მას. იმის ცოდნა, რომ საკუთარ თავზე მუშაობა, მსოფლიოში ზრდის კეთილდღეობას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სასარგებლო საქმიანობა, დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ არაფრის მომცემ ტკივილს. როდესაც საყრდენს თქვენს გულში პოულობთ, იძენთ ღვთაებრივ დაცვას – და როდესაც გასცემთ იმ შინაგან დადებით მუხტს, სიყვარულს და სიმშვიდეს, რასაც თქვენ ატარებთ, ამით შეძლებთ სხვისი ტანჯვის შემცირებასაც. /უნივერსალური სიყვარული/ როდესაც იმყოფებით მეოთხე საფეხურზე, თქვენ რამდენიმე ნაბიჯი გაშორებთ, იმისგან რომ მიწაზე ზეცა შეიგრძნოთ. პირველი სამი ჩაკრა მიეკუთვნება მიწას (ენერგია ინი), ზედა სამი ჩაკრა კი ზეცას (ენერგია იანი). ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან მეოთხე ჩაკრაში, ანუ გულში, და სპონტანურად იწვევენ სიყვარულის გამოვლინებას. ეს სიყვარული არ იწვევს მიბმას და მიჯაჭვას, ის არ ცდილობს დაუფლებას, ის თავისუფალია. მას მივყავართ იმ მდგომარეობამდე, რომელსაც ჩვენ უპირობო სიყვარულს ვეძახით. როდესაც მისტიკოსები ამბობენ, რომ სიყვარულს შეუძლია განმსჭვალოს მთელი ჩვენი არსი, ჩვენ ვხვდებით, რომ ისინი გაღვიძებული გულის სწორედ ამ ასპექტს გულისხმობენ. თუ თქვენ მიაღწევთ გულის ჩაკრის ცნობიერების გაწონასწორებას, თქვენ ჩაიძირებით სიყვარულის ოკეანეში. თქვენსკენ მოისწრაფიან სხვებიც, და თქვენ გულუხვად უნაწილებთ მათ თქვენი სულის სიმდიდრეს… და როდესაც გასცემთ ამ ენერგიას, გრძნობთ როგორ გავსებთ სამყარო თავისი ენერგიით. სწორედ ასე ხდება რეალურადაც. თქვენი ენერგია ამოუწურავი ხდება, ამიტომ თქვენ აღარ გემუქრებათ გადაწვა, და გარშემომყოფები კი ვერასოდეს შთანთქავენ მას. რათქმაუნდა დღის ბოლოს თქვენ დაღლილობას იგრძნობთ, მაგრამ თქვენ არ იქნებით ძალაგამოცლილი. თქვენ ხვდებით, რომ როდესაც თავს გრძნობთ სრულიად უენერგიოდ, ესეიგი რაღაცას არასწორად აკეთებთ. ძალების დაკარგვის პირველივე ნიშნების დროს უნდა მიმართოთ მეოთხე ჩაკრას და თქვენი ცნობიერების შრეებს. თქვენ უკვე იცით ენერგეტიკული სიგნალების გარჩევა და იცით როგორ აღიდგინოთ ის უწყვეტი წყაროებიდან. ძალების აღდგენის შემდგომ კი თქვენ ისევ შეძლებთ გაუნაწილოთ ის გარშემომყოფებს. თუ თქვენ მოახერხებთ გულის ჩაკრის დაბალანსებას და თქვენი არსების გავსებას მისით, თქვენ შეიგრძნობთ ენითაუწერელ გრძნობას. როდესაც აცნობიერებთ სიცოცხლის ამოუწურავ ძალას, თქვენ არასდროს აღარ გექნებათ რამის დანაკლისის შიში. უნივერსალური სიყვარული გაძლევთ საშუალებას იყოთ მადლიერი და გულუხვი. თქვენ მადლიერი ხართ ცხოვრების აურაცხელი საჩუქრების და ეს ყველაფერი გულუხვათ შეგიძლიათ გაუნაწილოთ სხვებსაც. ცნობიერების ეს საფეხური კარგად ჩანს სიტყვებში: “ეძებეთ ღვთიური სამეფო თქვენში და ყველაფერი მოგეცემათ”. უნივერსალური სიყვარულის დონეზე ყველა მიჯაჭვა ქრება. მიჯაჭვას იწვევს შიში, მაგრამ როდესაც თქვენი გული გაიღვიძებს უნივერსალური სიყვარულისთვის, თქვენ აღარ იქნებით შიშის მძევალი. ეს იმას არ ნიშნავს რომ შიში საერთოდ გაქრება, ვინაიდან ის ადამიანური არსებობის შემადგენელი ნაწილია და ვერ გაქრება მთლიანად. ეს თქვენ წახვედით მისგან, მიხვდით, რომ შიში ბუდობდა თქვენში, მაგრამ სამყაროში ხომ უამრავი ადგილია, სადაც შეიძლება მისგან თავის დაღწევა. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ შიში და რწმენა – ეს ერთი მედლის ორი სხვადასხვა მხარეა და თქვენ ან ერთი უნდა იგრძნოთ, ან მეორე. ისწავლეთ ყურადღების გადატანა შიშის გამომწვევი ფაქტორიდან იმაზე, რაც რწმენას გაგიმყარებთ. ერთერთი მნიშვნელოვანი გასაღები, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება: განავითარეთ თქვენში სიცოცხლის და შემოქმედების სიყვარული და დააკვირდით, თუ როგორ შესძენს ეს თვისება თქვენს ცხოვრებას ახალ აზრს.
ანაჰატა /სულის მიზანი მეოთხე ჩაკრის თვალსაზრისით/ – ნაწილი 6 კოლექტიური ენერგიის ჩაკრის გაღვიძებას, ყოველთვის მოაქვს დიდი პასუხისმგებლობა. ეს თვისება ყალიბდება დროთა განმავლობაში, მაგრამ როდესაც ის ბოლომდე ხდება გაცნობიერებული, მოაქვს შინაგანი კმაყოფილება. ისინი, ვინც ახერხებენ ცნობიერების შენარჩუნებას მაღალი ჩაკრების დონეზე, არასდროს სვამენ კითხვას: რაში მდგომარეობს ცხოვრების მიზანი – მათ ეს იციან. ეს შეგრძნება იბადება მაღალი ჩაკრების გახსნისას. როდესაც თქვენ აღვიძებთ მეოთხე ჩაკრას, თქვენ ბუნებრივად გიჩნდებათ მოთხოვნილება დაეხმაროთ სხვებს მიიღონ ეს ცოდნა და შეიგრძნონ სიყვარული. თქვენ ცდილობთ მათი ყურადღება გადაიტანოთ სიყვარულზე და სილამაზეზე. ადამიანები გრძნობენ სიმშვიდის ატმოსფეროს, რომელიც თქვენს გარშემო სუფევს, ხვდებიან, რომ თქვენ მათ არ განიკითხავთ, და თქვენი თანდასწრებით არ ეშინიათ თავიანთი ნამდვილი ბუნების ჩვენება. თქვენ მათ უქმნით უსაფრთხო და მხარდამჭერ პირობებს. თქვენ უბიძგებთ გარშემომყოფებს თანაგრძნობისკენ. თქვენი გული ყველასთვის გახსნილია. ეს გახსნილობა შთააგონებთ მათ არ განიკითხონ სხვები. თქვენ შეიგრძნობთ როგორ იძენს თქვენი არსებობა აზრს, როდესაც ხედავთ, როგორ იხსნება სხვა ადამიანების გულები სიყვარულისთვის და თანაგრძნობისთვის. გახსნილი გულის მდგომარეობაში ცხოვრება საოცრად სავსე და მდიდარია. ეს ერთგვარი რწმენაა ქმედებაში: ის, რასაც გარშემომყოფები აკვირდებიან თქვენს ცხოვრებაში, სტიმულს აძლევთ მათ თვითონაც გაიხსნან.
ანაჰატა /მეოთხე ჩაკრის გაღვიძების საშუალება/ – ნაწილი 7 როდესაც თქვენ გრძნობთ ძალების გამოფიტვას გარშემომყოფებთან ურთიერთქმედების დროს, გახსენით გული, რადგანაც, თუ თქვენ წინააღმდეგობას გაუწევთ ქმედებებს, ამით თქვენ ორმაგ დარტყმას მიაყენებთ თქვენს ენერგეტიკულ ველს. პირველ რიგში, თქვენ ვეღარ იგრძნობთ ენერგიის შემოდინებას იმ მომენტში, როდესაც თქვენ რამეს იღებთ, ამავე დროს თქვენ ხარჯავთ უზარმაზარ ენერგიას წინააღმდეგობაზე. კონცენტრირდით თქვენს გულზე, მოიხსენით დამცველი საფარი და იგრძენით, როგორ გიბრუნდებათ ძალა. ყოველთვის, როდესაც თქვენ გიწევთ კონფლიქტის გადაწყვეტა ვინმესთან, კონცენტრაცია აუცილებლად ამ ჩაკრაზე უნდა გააკეთოთ. თავიდან თქვენ თვითონ გააკეთეთ ყველაფერი, თავდამსხმელს გულით უსურვეთ ბედნიერება, გადადით მადლიერების მდგომარეობაში – ეს ყველაფერი თქვენს გულში არსებობს. როგორც კი თქვენ კონცენტრირდებით და იგრძნობთ თბილი ენერგიის ნაკადს, გაიხსენეთ თქვენი მეგობარი. უთანაგრძეთ მას, თქვენს წინაშე ხომ სხვა სულია, რომელიც იბრძვის არსებობის სირთულეებთან. კონცენტრირდით გულის კავშირზე, რომელიც თქვენს შორისაა. წარმოიდგინეთ თქვენი მომავალი შეხვედრა მასთან, იპოვეთ თქვენს გულში მისი ადგილი, და მხოლოდ ამის შემდეგ წადით მასთან. რამ დასი გვაძლევს ბრძნულ რჩევას: “არასოდეს არავინ გააგდოთ თქვენი გულიდან”. ის გვთავაზობს, რომ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელოთ ყველა სახის სოციალურ ურთიერთობებში. თქვენ შეგიძლიათ ვინმეს მიუთითოთ დისციპლინაზე, ან იმედი გაგიცრუვდეთ, ან თუნდაც გაბრაზდეთ, მაგრამ არასოდეს გააგდოთ ადამიანი თქვენი გულიდან. თუმცა ამ რჩევაში ერთგვარი ხაფანგიც არის – თქვენ თვითონ ყოველთვის უნდა იმყოფებოდეთ იქ, რომ არ დაუშვათ თქვენი გულიდან სხვისი წასვლა!
მესამე ჩაკრა ჩვენი ენერგიის წყაროა ფერი: ყვითელი კრისტალი: ქარვა, ყვითელი ტურმალინი, ციტრინი, ტოპაზი სტიქია: ცეცხლი ცენტრი: მზის წნული მესამე ჩაკრა /მანიპურა/ – თავდაჯერებულობის და თვითრწმენის წყაროა, საკუთარი ძალების გაცნობიერება, გარემოპირობების ზემოქმედებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა და ამავე დროს იმის შესაძლებლობა, რომ თავად მოახდინო ზეგავლენა გარემოზე. სწორედ ეს ცენტრი აგებს პასუხს ჩვენი პრინციპების, ეთიკური ქცევის წესების და შეხედულებების ფორმულირებაზე, რომლისთვისაც მზად ვართ წინ აღვუდგეთ სხვას ნებისმიერ ფასად და დავიცვათ ისინი. მესამე ჩაკრა გვეხმარება ვთქვათ “არა”, როდესაც ჩვენ არ ვეთანხმებით, და “კი” როდესაც ვეთანხმებით. ყველა ეს თვისება თავის ანარეკლს პოულობს ინტელექტში. საბოლოო ჯამში მანიპურას მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ნება მივმართოთ იმ მიმართულებით, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, და განვერიდოთ იმას, რაც ჩვენ რეალურად არ გვჭირდება. არჩევანის უნარი – მესამე ჩაკრის უმთავრესი თვისებაა. ეს ენერგეტიკული ცენტრი მიგვითითებს, თუ როგორ განვავითაროთ უნარები სხვადასხვა სახის თვითგამოხატვაში. ის პასუხისმგებელია თვითკონტროლზე, თავშეკავებაზე და თვითდისციპლინაზე. და თუ კი თქვენ არ ფლობთ თვითკონტროლს სათანადოდ, ესეიგი თქვენს გარშემო სისტემატიურად წარმოიქმნებიან მცირე და ხშირად არც თუ ისე მცირე ენერგეტიკული კონფლიქტები.
მე-3 ჩაკრა – მანიპურა /ძალის პერსპექტივა/ -ნაწილი 2
მოდით შევხედოთ სამყაროს მესამე ჩაკრის პრიზმიდან. თქვენ დაინახავთ უამრავ საშუალებას, სადაც შესაძლებელია ენერგიის გამოთავისუფლება. ეს დამოკიდებულია თქვენს ნებისყოფაზე, მესამე ჩაკრას კი დინამიკა შემოაქვს ცხოვრებაში – თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ თქვენი შეხედულებისამებრ, არ დაემორჩილოთ სხვის ნებას და თავი დაიცვათ აგრესიული გარემოსგან. საბოლოო ჯამში ამ პერსპექტივამ უნდა გაათავისუფლოს თქვენი ნება – მოგცეთ არჩევანის უფლება: იმოქმედოთ თუ არ იმოქმედოთ. ამ დროს თქვენ აღვიძებს ძალიან ძლიერ ენერგიას (ძალას), და ის ემორჩილება თქვენს ნებას, ის მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. მესამე ჩაკრას აქვს უნარი დაგანახოთ, რა არის გარე სამყაროში სწორი და რა არა. სწორედ ეს ჩაკრა გვმატებს ძალას დავიცვათ ჩვენი შეხედულებები და წინააღმდეგობა გავუწიოთ ცხოვრებისეულ დარტყმებს. ცხოვრება მუდამ ცდის ადამიანს, და მესამე ჩაკრა გვაძლევს ძალას, რომ გავუძლოთ მის ყველა გამოცდას, რისთვისაც საჭიროა სიმამაცე. თუკი პირველი ჩაკრის დონეზე ადამიანს მართავს ცხოველური, პირველყოფილი ინსტიქტები, აქ უკვე წინა პლანზე სიმამაცე გამოდის, რომელიც შეგვიძლია განვავითაროთ. რას შეგიძლიათ შესწიროთ თავი? მესამე ჩაკრა ადამიანში ქმნის ერთგვარ ღირსების კოდექსს. მესამე ჩაკრის პერსპექტივაში ინტელექტი წარმოდგენილია დიფერენციაციის მეშვეობით. თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ, რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რა არა. ნების სწორ გამოყენებას მივყავართ დიფერენციაციისკენ. /არა დათრგუნვა ან უარის თქმა რამეზე, არამედ სწორედ დიფერენციაცია./ თქვენ უნდა იცოდეთ როგორ მოიგოთ ბრძოლა. უნდა იცოდეთ, რომ ბრძოლას იწყებთ თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი შეხედულებების გამო, და არა იმისთვის, რომ გარშემომყოფნი ელოდებიან თქვენგან ამას. თუკი პირველი ჩაკრისთვის საკმარისია მხოლოდ თვითგადარჩენა, მეორესთვის – მუდმივად სიამოვნების ძებნა, მესამე ითხოვს თვითკონტროლის მუდმივ განვითარებას. გამჭრიახობა და არსის წვდომა – ჯანმრთელი მესამე ჩაკრის ძირითადი მახასიათებელია. ის მიმართული უნდა იყოს არა მარტო გარე სამყაროსკენ, არამედ თქვენს შიგნითაც. ეს არის ნების სწორი გამოყენება.
მე-3 ჩაკრა – მანიპურა /გაუწონასწორებელი მდგომარეობა/ -ნაწილი 3
დისბალანსი შეიძლება გამოვლინდეს ორ პოლარულ ვარიანტში: ნებისყოფის გადაჭარბებული გამოყენება და დაუფასებლობა. ნებისყოფის გადაჭარბებულად გამოყენება ადვილი შესამჩნევია. ჩვენი ცხოვრება – მუდმივი კონკურენცია და რბოლაა. ჩვენ ვცხოვრობთ იერარქიულ სტრუქტურაში, კონფლიქტები მართავენ ჩვენს ცხოვრებას, ყოველი დღე – ეს არის ბრძოლა და გამოცდა. ცხოვრებასთან ასეთ მიდგომას მივყავართ უსაზღვრო ამბიციამდე, ხოლო მესამე ჩაკრის დისბალანსს კი – ცხოვრების მიმართ უნდობლობის გაჩენამდე, შიშამდე რომ აღმოვჩნდებით გემბანს მიღმა, და მისწრაფებამდე რომ ვმართოთ ყველა მოვლენა ჩვენს გარშემო. ეს იწვევს იმას, რომ თქვენ ყოველთვის საბრძოლო მზადყოფნაში ხართ, ყოველთვის მზად ხართ ახალი ბრძოლისთვის და ახალი გამოცდისთვის. ასეთი მიდგომა გავს ადრენალინზე დამოკიდებულებას. როდესაც მესამე ჩაკრა გაუწონასწორებელია, იმდენად ძლიერია თვითდამკვიდრების სურვილი, რომ თქვენს გარშემო სისტემატიურად ჩნდება პატარ-პატარა ენერგეტიკული კონფლიქტური სიტუაციები. ეს უკანასკნელი იწვევს ადრენალინისგან გათავისუფლებას, რომელიც იწვევს ენერგიის მოდინების შეგრძნებას. ძალიან ადვილად შეიძლება გახდეთ ადრენალინზე დამოკიდებული და ექსპლუატაცია გაუწიოთ ამ ენერგიას. თუ ეს ენერგია დაუბალანსებელია, მაშინ ის წინააღმდეგობაში მოდის გარემო სამყაროსთან, რაც იწვევს ახალ კონფლიქტებს. ასეთი დისბალანსის დარეგულირება არც ისე ადვილია, რადგანაც “ადრენალინის ნარკომანი” მუდმივად იმყოფება “სამართლიანად განრისხებულის” მდგომარეობაში. “მე მაქვს უფლება ვიყო განრისხებული! ნუთუ ვერ ხედავთ რა მდგომარეობაში ვარ!” – აი ასეთი ადამიანის ტიპიური პასუხი. ასეთ მდგომარეობაში ის ყოველთვის მიისწრაფის შექმნას სიტუაციები, რომელშიც მისი აზრით ერთადერთი გამართლებული რეაქცია მხოლოდ განრისხება შეიძლება იყოს. როდესაც ჩვენ ვცვლით ცხოვრების ჩვეულ წესს, აუცილებლად წარმოიქმნება კონფლიქტები. მაგრამ საკმარისია გავაცნობიეროთ მისი ბუნება და კონფლიქტური სიტუაციები გაქრებიან. ცხოვრებისადმი ენერგეტიკული მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ ენერგია პირველადია, ხოლო მოვლენები მეორეხარისხოვანი. ის ადამიანი კი, რომელიც “სამართლიანი განრისხების” მდგომარეობაშია, თვლის რომ მოვლენებია პირველხარისხოვანი, ხოლო ენერგია მეორეხარისხოვანი. მოვლენები ვერ იქნება ენერგიის წყარო, რადგანაც სწორედ ენერგიაა მოვლენების მიზეზი. იქამდე, სანამ თქვენ არ დააბალანსებთ შინაგან ენერგიას, გარე მოვლენებიც არ დაბალანსდება. მესამე ჩაკრის დისბალანსის, /იმ შემთხვევაში როდესაც გადაჭარბებულად უარყოფთ ნების გამოვლინებას,/ ძირითადი მახასიათებლებია: დანაშაულის გრძნობა, რომელიც გეუფლებათ მაშინ, როდესაც იძულებული ხართ ვინმე უარით გაისტუმროთ, როდესაც ცდილობთ სხვების წინ თავი დახაროთ, ან როდესაც მუდმივად მსხვერპლის როლში გრძნობთ თავს. საკუთარი თავის დაცვის უუნარობა და უმწეობა – ამ სფეროში წონასწორობის დარღვევის დამატებითი სიმპომებია. ყველა ეს სიმპტომი წარმოიქმნება დაბალი თვითშეფასების და არასაკმარისი თავდაჯერებულობის ფონზე, რომელიც იწვევს წონასწორობის დარღვევას. ამ გაუწონასწორებელი ქმედების შემჩნევაც საკმაოდ ადვილად შესამჩნევია. თუ თქვენს წინ დგას უკმაყოფილო, იმედგაცრუებული და დათრგუნული ადამიანი, რომელიც ყოველთვის იმას აკეთებს, რისი გაკეთებაც არ უნდა – სახეზე მესამე ჩაკრის დისბალანსია. ასეთი ადამიანის ცხოვრებას სხვისი სურვილები განკარგავს, და არა მისი საკუთარი მოთხოვნილებები. დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი ხელს უშლის შეეწინააღმდეგოს სხვის ნებას და თავისი უფლებები დაიცვას. მას თითქოს ერიდება უარი უთხრას სხვას, როცა საერთოდ არ აქვს სურვილი მათი თხოვნა შეასრულოს. ის ცდილობს იყოს “კარგი”, და ერთადერთი საშუალება, რაშიც ის ხედავს გამოსავალს – ეს სხვების მოლოდინის გამართლებაა. ასეთი ტიპის ქმედებას არ შეიძლება დავარქვათ “მსახურება”, ეს უფრო “მომსახურებაა”. სიტყვები “მსახურება” და “მომსახურება” ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ მათ სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. მსახურება – ნიშნავს აკეთო სიკეთე, დაეხმარო ხალხს, მაგრამ მომსახურების შემთხვევაში, თქვენ ასრულებთ იმას, რასაც თქვენგან ელოდებიან და ითხოვენ. ასეთი მომსახურების დროს, თქვენ რეალურად თავს იმცირებთ. მესამე ჩაკრის პერსპექტივა სწორედ ამ სხვაობის დანახვაში და საზღვრის შეგრძნებაში დაგეხმარებათ, რომ სწორად განსაზღვროთ და იმოქმედოთ. მესამე ჩაკრის გაუწონასწორებელი მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს პირველი ორი ჩაკრის დისბალანსითაც. თუ თქვენ არ გრძნობთ თავს უსაფრთხოდ, და თუ არ შეგიძლიათ დატკბეთ ცხოვრებით, მაშინ ცხოვრების იერარქიული სისტემა ხდება თქვენი რეალობა. თქვენს ცხოვრებაში ჩნდება ვიღაც “მაღლამდგომი”, რომლის მოსაზრებას და მსოფლმხედველობას იღებთ დოგმად, და მომენტალურად “იჯაგრებით”, თუ ამ მოსაზრებას რამე შეეწინააღმდეგა. თუ თქვენს გარშემო სისტემატიურად წარმოიქმნებიან ენერგეტიკული კონფლიქტები, პირველ რიგში გააანალიზეთ, დაკმაყოფილებულია თუ არა თქვენი უსაფრთხოების გრძნობა და შეგიძლიათ თუ არა გულწრფელად და მთელი არსებით დატკბეთ გარემო სამყაროთი. თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეთ წონასწორობას ამ ასპექტებში, აუცილებლად უნდა მიხედოთ ქვედა ჩაკრებს, იმისთვის, რომ მყარი საფუძველი შექმნათ მესამე ჩაკრისთვის. ჩვენ კიდევ არაერთხელ დავუბრუნდებით ამ პრინციპს – თუ ქვედა ჩაკრების ენერგია არ არის გაწონასწორებული, შეუძლებელია ამას ზედა ჩაკრებში მიაღწიოთ. თქვენ შეიძლება გქონდეთ შეგრძნება, თითქოს ზედა ჩაკრების მდგომარეობა ნორმალიზირებულია, მაგრამ ვერასოდეს ვერ მოხდება მათი გაცნობიერება ბოლომდე, სანამ ქვედა ჩაკრები არ დაბალანსდება.
მე-3 ჩაკრა – მანიპურა /ბალანსის მიღწევა მესამე ჩაკრაში/ -ნაწილი 4
მესამე ჩაკრის გაწონასწორებული მდგომარეობის დახასიათება შესაძლებელია შემდეგნაირად: თქვენ მდგრადობა უნდა გამოიჩინოთ იქ, სადაც ამას სიტუაცია ითხოვს, და ამავე დროს შინაგანი ძალა და ნებისყოფა უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ პასიურობა შეინარჩუნოთ, როდესაც ეს აუცილებელია. თქვენ უნდა შეგეძლოთ კონცენტრირება, იმისთვის, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზანს, და განტვირთვა, იმისთვის, რომ დატკბეთ რეზულტატებით, – ასე ავლენს თავს გაწონასწორებული მესამე ჩაკრა. სწორედ ეს არის ნებელობის ეფექტური გამოყენება – არასოდეს არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება იმაზე მეტად, ვიდრე სიტუაციას ესაჭიროება, მაგრამ ყოველთვის უნდა შეძლოთ მისი გამოყენება ისე, რომ მიაღწიოთ რეზულტატს. ადამიანს, რომელსაც მესამე ჩაკრა გაწონასწორებული აქვს, შეუძლია წარმატების მიღწევა, ისე რომ არ ჩარიოს სხვა ადამიანები, არ უგულვებელყოს მათი ინტერესები და არ შეუშალოს მათ ხელი საკუთარი მიზნების მიღწევაში. თუ თქვენ მოახერხეთ მესამე ჩაკრის დაბალანსება, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ დასახულ მიზანს, დატკბეთ მისი რეზულტატით და თავი იგრძნოთ უსაფრთხოდ. თქვენი რწმენა საკუთარ თავში ფესვებს იღებს ჰარმონიის გაცნობიერებაში. თქვენ გაქვთ უნარი გააცნობიეროთ შიდა პროცესები, რომლებიც მოდიან მაშინ, როდესაც თქვენ შეიგრძნობთ რაღაც დარღვევებს წონასწორობაში. მხოლოდ ასე შეგიძლიათ გათავისუფლდეთ გარე სამყაროსგან და კონცენტრირებული ძალები მიმართოთ საკუთარ ენერგიებზე და მათ ჰარმონიულ მუშაობაზე. რამდენადაც თქვენ არ ასხივებთ ენერგეტიკულ დისბალანს, იმდენად თქვენს გარშემო არ წარმოიქმნებიან ენერგეტიკული კონფლიქტები. თქვენი შინაგანი ძალის და ნებელობის წონასწორობა თქვენს ცხოვრებას უფრო მოქნილს ხდის, თქვენ სხვა ადამიანებში იწყებთ თანამშრომლის და არა კონკუტენტის ძიებას. თქვენი ნებელობის ძალა საოცრად დიდია, და თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება, მაშინ როდესაც სიტუაცია მოითხოვს თქვენს ჩარევას და მონაწილეობის მიღებას. თქვენ უსაფრთხო მდგომარეობაში იმყოფებით, ამიტომ თუ ყველაფერი ნორმალურად მიდის, თქვენ შეგიძლიათ უფლება მისცეთ თავს განიტვირთოთ და დატკბეთ ჰარმონიით. თქვენი ცხოვრება საკმარისად მობილური და მოქნილია, და თქვენ უზარმაზარ წარმატებებს შეგიძლიათ მიაღწიოთ, რადგანაც თქვენს გარშემო აღარ წარმოიქმნებიან არანაირი კონფლიქტები. თქვენ ეფექტურად თანამოქმედებთ გარშემომყოფებთან. “იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება მშვიდი და ჰარმონიული იყოს, უარი თქვით მოთხოვნილებაზე იყოთ მართალი” – გაწონასწორებული მესამე ჩაკრის არაჩვეულებრივი აღწერაა. თუმცა არ ღირს მზის წნულის ჩაკრის ასოცირება პასიურობასთან. ეს ენერგეტიკული, ნებელობითი ცენტრია, და როდესაც ის გაწონასწორებულ მდგომარეობაშია, ნების გამოყენება შესაძლებელია მაქსიმალურად ეფექტურად, ისე, რომ არ დააზარალოთ სხვა ადამიანების ინტერესები. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განავითარებთ თქვენში ნებელობის ეფექტურად გამოყენების უნარს, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ კონფლიქტი მათთან, ვინც ისწრაფის ებრძოლოს პატივმოყვარეობას. მესამე ჩაკრის გაღვიძებისას, თქვენ დაიწყებთ უამრავი პრობლემის მოზიდვას. ნება ისწრაფის ნებისკენ, და თუ თქვენი ნებელობა იღვიძებს, თქვენ მიიზიდავთ იმ ხალხს, რომლების თქვენსავით მუშაობს საკუთარ ნებელობაზე. ნებელობის სწორი გამოყენებისას თქვენ არ ერევით კონფლიქტებში, რომლებიც თქვენ არ გეხებათ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გეშინიათ, უბრალოდ თქვენ ერიდებით ზედმეტ და არასაჭირო კონფლიქტს. თუ მაინც მოგიწიათ კონფლიქტში შესვლა, თავიდან ცდილობთ ვერბალური გზით აუხსნათ და გაანეიტრალოთ სიტუაცია, მუშტების ქნევაზე იმ შემთხვევაშიც არ გადადიხართ, თუ ფიზიკური მონაცემები გაძლევთ ამის საშუალებას, იქამდე სანამ ეს რეალურად საჭირო არ გახდება. მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც ბრძოლა საჭიროა და ამ შემთხვევაში ნებელობის გამოყენება და ბრძოლაში ჩართვა ხდება მთელი ძალით.
მე-3 ჩაკრა – მანიპურა /გაცნობიერება/ – ნაწილი 5
თუ თქვენ მოხვდით კონფლიქტურ სიტუაციაში, თქვენ შეგიძლიათ წონასწორობაში მოიყვანოთ მესამე ჩაკრა თუკი საკუთარ თავს დაუსვამთ ორ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას. 1. ნამდვილად გემუქრებათ რამე? (თქვენი მდგომარეობა ნამდვილად საფრთხის ქვეშაა?) 2. ნამდვილად გაღელვებთ რითი დამთავრდება კონფლიქტი? (ბრძოლას თუ მოიგებთ ექნება თუ არა ამას რეალურად თქვენთვის მნიშვნელობა?) ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ეს კონფლიქტი რეალურად მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის. თუ თქვენს უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, თუ თქვენთვის უმნიშვნელოა რეზულტატი, ესეიგი ეს არაა თქვენი საქმე. ხოლო, თუ თქვენ თმა ყალყზე დაგიდგათ და საქმე ეხება თქვენს ღირსებას – ესეიგი, თქვენ უნდა შეიარაღდეთ კბილებამდე. მაგრამ, მაინც ჯობია აბსოლუტურად დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ თქვენ ებმებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კონფლიქტში… და თუ ეს ასე არ არის, მაშინ თქვენ ყველა ღონე უნდა იხმაროთ სიტუაციის გამოსასწორებლად, თორემ თქვენ გახდებით მშვენიერი სამიზნე იმათთვის, ვისაც თავისი ბრჭყალების გალესვა უნდა თქვენზე. გარშემომყოფები ეცდებიან თავიანთი ძალები თქვენზე გამოსცადონ, თქვენ კი უბიძგებთ მათ იმით, რომ უფლებას აძლევთ ჩაგითრიონ ისეთ კონფლიქტში, რომელიც არც გეხებათ და არც გჭირდებათ. თუმცა, თუ თქვენ ორივე შეკითხვაზე დადებითად უპასუხეთ, ანუ თუ თქვენ მართლაც გემუქრებათ საფრთხე და თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის რეზულტატი, მაშინ უნდა ჩაერთოთ ბრძოლაში და ისწრაფვოდეთ გამარჯვებისკენ. გააერთიანეთ ნებისყოფის და გონების ძალები, გააანალიზეთ სიტუაცია, იფიქრეთ რა გააკეთოთ, საჭიროა თუ არა თქვენი ჩარევა. მესამე ჩაკრის ცნობიერების საფეხური – ეს არის საკუთარი ძალების და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება სამყაროში. ადამიანი, რომელიც ამ ჩაკრის ცნობიერების საფეხურზეა, ფლობს უზარმაზარ ნებისყოფას. თქვენ მოგეთხოვებათ ფიზიკური ენერგიის გამოვლენაც, მაგრამ ეს არ იქნება ის ფიზიკური ენერგია, რომელსაც პირველი ჩაკრის საფეხურზე იყენებენ, ვინაიდან ამჯერად ჩართული იქნება არა ცხოველური ინსტიქტები, არამედ გონება. ნებისყოფის განმტკიცება – ძირითადი დამახასიათებელია ამ ჩაკრის ცნობიერებისთვის. როდესაც გადიხართ გზას მესამე ჩაკრის ცნობიერების საფეხურზე – ნეგატიური შემთხვევებიდან, რომლებიც სისტემატიურად იწვევდნენ კონფლიქტებს, პოზიტიურ შემთხვევებამდე, როდესაც ნების სწორად გამოყენება ხდება, თქვენ აცნობიერებთ საკუთარ ძალას და შეგიძლიათ თავისუფლად დაიცვათ თქვენი შეხედულებები.
თუკი შეგრძნებები, რომლებიც მეორე ჩაკრიდან მოდიან, არის უბრალო მაგნეტიზმი და თქვენ იწყებთ მიხვედრას, რა მოგწონთ და რა არა, ეს ჯერ კიდევ არ ითვლება გონებრივ გადაწყვეტილებად, უნდა დაეთანხმოთ თუ უარი უნდა უთხრათ კონკრეტულ შემთხვევაში. ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მესამე ჩაკრის გაღვიძების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელიც განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება საბრძოლო მოქმედებაში ჩაბმა. სად იღებს სათავეს თქვენი არსებობის მთლიანობის ფესვები? სწორედ ამ საფეხურზე ფორმირდება თქვენი პიროვნება, ხდება იმის განსაზღვრა რა არის თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად მნიშვნელოვანი, ყალიბდება ღირებულებების დაცვის მზაობა, რომელიც შეიძინეთ მეორე ჩაკრის გაღვიძებისას. თქვენი ცხოვრება ხდება ნათელი, როდესაც გადადიხართ ცნობიერების გაწონასწორებულ მესამე საფეხურზე. თქვენ გაქვთ უნარი საღად შეაფასოთ მოვლენები და საკუთარი მოქმედებებით გაუთვალისწინებელი შემთხვევები მინიმუმამდე დაიყვანოთ. თქვენ უარს ამბობთ შეიარაღებულ ცხოვრებისეულ პოზიციაზე. თქვენ აცნობიერებთ, რომ გაქვთ უნარი თამამად მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომ საწინააღმდეგო შეხედულება არ წარმოადგენს თქვენთვის საფრთხეს. თქვენ ეფექტურად შეგიძლიათ სამყაროსთან ურთიერთქმედება კონფლიქტის გარეშე. როდესაც წონასწორობას აღწევთ ამ საფეხურზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ფიქრი ენერგიაზე და ნებაზე. ამ დროს ხდება ბუნებრივი გაწმენდა და თქვენ “განზრახვას” აღიქვამთ, როგორც მესამე ჩაკრის ენერგიას. განზრახვა – ეს მთავარია. როდესაც წარმოიქმნება ენერგეტიკული კონფლიქტი, თქვენ მაშინვე უნდა გააანალიზოთ საკუთარი განზრახვა, და არ ეცადოთ არკვიოთ გარშემომყოფების მოტივაცია. თქვენ აუცილებლად იპოვით საკუთარი ნების სწორად გამოყენების გზას. ღირსება – საუკეთესო კრიტერიუმია სიტუაციიდან გამოსასვლელად, რომელიც ოპტიმალურია როგორც თქვენთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. თქვენ ისწავლით რომ კონფლიქტებში უნდა ჩაებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და არ მოითხოვოთ ზედმეტი. დიპლომატია – ეს საუკეთესო გზაა. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თავი, როდესაც ეს გარდაუვალია, მაგრამ არაა საჭირო მუდმივად თავდაცვის პოზიციაში იმყოფებოდეთ. და რადგანაც სხვების შეხედულებებს აღარ აღიქვამთ, როგორც თქვენთვის საფრთხის შემცველ ქმედებას, ამიტომ კონფლიქტებიც აღარ ხდება. თქვენ შეგიძლიათ პარადოქსალური ბუნების რეალობის მიღება – არსებობს იმდენივე სიმართლე, რამდენი ადამიანიც არის დედამიწაზე, და ყოველი აზრი და შეხედულება გამართლებულია, და ყველა ადამიანს საკუთარი გამამართლებელი მიზეზი აქვს, რამაც ამ შეხედულებამდე მიიყვანა. თქვენ შეგიძლიათ წამოიწყოთ საქმე, რომელიც მოგწონთ, და რადგანაც თქვენ აღარ ატარებთ თავდაცვით მუხტს, გარშემომყოფებიც აღარ ცდილობენ თქვენთან კონფლიქტს, ისინი თქვენთან თანამშრომლობისთვის არიან მზად და არა კონკურენციისთვის.
მე-3 ჩაკრა – მანიპურა /მესამე ჩაკრის გაღვიძების საშუალება/ – ნაწილი 6
როდესაც თქვენ გჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება, დაეყრდენით მესამე ჩაკრის ენერგიას. თუ თქვენ იმყოფებით რთულ მდგომარეობაში, შეეცადეთ კონცენტრირდეთ მანიპურაზე და დააბალანსოთ იგი, შემდეგ კი, იმ შეგრძნებებს დააკვირდით რასაც გამოიწვევს ის თქვენში და მიიღეთ გადაწყვეტილება ისე, რომ უკან არ მოიხედოთ. მესამე ჩაკრა შეუცვლელია, როდესაც თქვენ გჭირდებათ პატარა ბიძგი. ის თქვენ ენერგიის კონცენტრირების საშუალებას გაძლევთ. ყოველთვის ყურადღებით იყავით ამ ჩაკრის მიმართ ფიზიკური ვარჯიშების დროს – ის თქვენ საშუალებას მოგცემთ მთელი მონდომებით გააკეთოთ თქვენი საქმე – სირბილი, ცურვა, იოგა თუ შტანგის აწევა, მაშინ თქვენ შეძლებთ გაირბინოთ ორი წრის მაგივრად ათი, ჩაიმუხლოთ ასჯერ ორმოცდაათის მაგივრად და ა.შ. თქვენ მეორე სუნთქვა გაგეხსნებათ. გამოიყენეთ მესამე ჩაკრა კონფლიქტების მოსაგვარებლად (სასამართლოში თუ პირად ცხოვრებაში), საკუთარი შეხედულებების ნათლად გადმოსაცემად, გამოცდების ჩასაბარებლად, პოლიციელთან სასაუბროდ, როდესაც სიჩქარის გადაჭარბების გამო გაგაჩერებენ და მსგავს სიტუაციებში. ისუნთქედ ღრმად და კონცენტრირდით საკუთარ თავზე, მოიშორეთ ყველა რეაქცია, რომელიც ეცდება ყურადღება გადაგატანინოთ – და მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედეთ. თუ თქვენ გსურთ თქვენი გონება გამოიყვანოთ ჩაკეტილი წრიდან, გამოიყენეთ მანიპურას ძალა, რომ მისი ნებისყოფის სიმტკიცით გაარღვიოთ ბარიერი და გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან. “ჯაჭვური აზროვნება” არ მიგიყვანთ კონფლიქტის პოზიტიურ გადაწყვეტამდე, თქვენ უბრალოდ იმეორებთ ერთი და იგივეს ისევ და ისევ, ხარჯავთ ენერგიას და უბრუნდებით იმას, რითიც დაიწყეთ. საჭიროა კონცენტრირებული განზრახვა – სწორედ ამ ჩაკრის ენერგია, რომ თავს არ მისცეთ უფლება გაუაზრებლად ხარჯოთ საკუთარი ენერგია. როდესაც თქვენ დათრგუნული ხართ და ვერ აკონტროლებთ თავს, გაააქტიურეთ მესამე ჩაკრა. დათრგუნვის გრძნობას იწვევს შეგრძნება, თითქოს ყველაფერი უკვე იყო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა: თქვენ მხოლოდ აქ ხართ და ახლა ხართ. დროის ყოველი მომენტი უნიკალურია. ყველაზე მძიმე დღეებში კითხეთ თქვენს თავს: “დღეს რომ სხვა საქმე გამეკეთებინა, ვიქნებოდი თუ არა ასევე დათრგუნული?” სავარაუდოდ პასუხი იქნება “არა”… ამიტომ გადააქციეთ თქვენი დღე სხვადასხვა საქმეების თაიგულად. ასე თქვენ შეძლებთ თქვენი მესამე ჩაკრის ენერგია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ!
თუ თქვენ გადაწყვიტეთ სერიოზულად დაკავდეთ თქვენი ენერგეტიკით, მაშინ საჭიროა გახსოვდეთ, რომ: – პრაქტიკის დროს შესაძლბელია ენერგიების სპონტანური გამონთავისუფლება მოხდეს ( კუნდალინის ნაწილობრივი აწევა). რამაც შეიძლება გამოიწვიოს უცნაური ქცევა, ხასიათის ცვალებადობა, დეზორიენტაცია გარესამყაროში, სიცხეც კი. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია და არ ღირს ამასთან დაკავშირებით ნერვიულობა. – აუცილებელია პარალელურად აკეთოთ ელემენტარული ფიზიკური ვარჯიშებიც, რადგან ისინი გეხმარებიან ენერგიის ცირკულაციაში და ენერგეტიკული ბლოკების მოხსნაში. ყველაზე ელემენტარული ვარჯიშებიც კი.
სუნთქვითი ვარჯიშები – მნიშნელოვანი ეტაპი (ერთგვარი ენერგეტიკული გაწმენდა და დამუხტვაა ერთდროულად)
1. დადექით. ხელები ჩამოუშვით. ფეხები მხრების სიგანეზე. აკეთებთ ჩასინთქვა-ამოსუნთქვას 2-ჯერ ცხვრიდან, შემდეგ ღრმა ჩასუნთქვა და 3 სწრაფი ამოსუნთქვა პირიდან. (გაიმეორეთ ეს ყველაფერი 3-ჯერ)
2. წარმოიდგინე შენს გულში როგორ ერთდება 2 მილი (1 სმ დიამტრით). ერთი მათგანი მოდის ზემოდან, კოსმოსიდან შენი თავის გავლით, ხოლო მეორე მიწიდან ტერფების გავლით. ჩასუნთქვა – წარმოიდგინე რომ ენერგია შემოედინება შენს გულში ამ მილებიდან. ამოსუნთქვა – წარმოიდგინე, რომ ყველა ნეგატივი მიედინება მილების საშუალებით შენი სხეულიდან. ჩასუნთვა-ამოსუნთქვა უნდა იყოს ჩქარი. ტერფებით ძლიერად დააწექით მიწას (იატაკს). (გაიმეორეთ 3-ჯერ. შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ხმაური ყურებში). ასტრალური სხეულის „ამუშავება“ (ეს ვარჯიში კარგად ასუფთავებს ენერგოსტრუქტურებს) შემდეგ დადექით, ხელები გაწიეთ პირდაპირ, დიდი თითით მიმათული ზემოთ. საათის ისრის მიმართულებით აკეთებთ 33 ბრუნს, ისე რომ თვალს არ აშორებთ თვენს დიდ თითს. გაჩერების შემდეგ ხელებს აერთებთ გულის ჩაკრის სიმაღლეზე, მანამ სანამ არ დაუბრუნდებით საწყის მდგომარეობას. შეისაძლებელია დახუჭული თვალებითაც. ამ დროს წარმოიდგინეთ როგორ გადის თვენი ხერხემლის გასწვრივ მილი, კეფიდან ტერფების მიმართულებით. ამ მილში გადის ნებისმიერი ფერის ენერგია. იდექით და გაატარეთ ეს ენერგია თქვენში, სანამ არ დაუბრუნდებით წონასწორიბის მდგომარეობას.
მედიტაციისთვის მომზადება: 1) სურვილი 2) კარგი დამიწება : ეს კეთდება ისევ მილის საშუალებით. წარმოიდგენ, პირველი ჩაკრა როგორ უერთდება დედამიწის ცენტრს. შემდეგ ამ მილით როგორ მოგეწოდება ნებისმიერი ფერის ენერგია პირველ ჩაკრაში. საკმარისია ერთი ბრძანება(ვიზუალიზაცია), პროცესი შემდეგ ავტომატურად მიდის. 3) როგორ დაჯდები არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მთვარია ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. თუ თავიდან გიჭირთ ხერხემლის გასწორება, მიეყრდენით რამეს ან დადექით ფეხზე. 4) მედიტაციის ხანგრძლივობასაც არააქვს მნიშვნელობა.ეს ინდივიდუალურია.
თავიდან საჭიროა ნელი ტემპი და მიჩვევა, შემდეგ ყველაფერი თავისთავად დალაგდება.
წმენდითი მედიტაციები
გაწმენდა 1 – დაწექი ზურგზე და გარკევული პერიოდი მშვიდად ისუნთქე. წარმოიდგინე, რომ წევხარ ეკრანზე ან გამჭირვალე მასაზე. ნელ-ნელა ეს ეკრანი იწევა ზემოთ, შენი სხეული გავლით და თან მიაქვს ყველა ნეგატიური პროგრამა. როცა ეკრანი გაგცლება და შენს ზემოთ იქნება, წარმოდგინე, რომ ის მთელი ამ ნეგატივით იწვება ცეცხლში. ამ დრო კარგი იქნება თუ წარმოიდგენთ, როგორ თხოვთ სამყაროს, რომ თვენი ნეგატიური პროგრამება ისე დაიწვას, რომ ზიანი არ მიაყენოს არაფერს და არავის.
გაწმენდა 2 – დამჯდარმა წარმოიდგინე საკუთარი ბიოველი სხეულის გარშემო. როგორი იყო თავიდან? აზრობრივად გაასწორე და სიმატრიული გახადე. გაამყარე საზღვარი. წარმოიდგინე, როგორ მოდის ზემოდან ღია იასამნისფერი წვიმა და გაცლის ყველა ნეგატიურ და სხვისგან აკრულ ენერგიას.
ამის შემდეგ, ზედა ჩაკრიდან დაწყებული საბაზისო ჩაკრამდე აკეთებ შმდეგს: თავიდან , ჩაკრას წარმოსახვით ატრიალებ საათის ისრის მიმართულების საწიინაღდეგოდ (ისე თითოს გარედან უყურებ შენს თავს), მერე წარმოიდგინე რომ ჩაკრას კვეთავ შუაზე და ხედავ მისგან როგორ გადმოდის მთელი სიბინძურე. ამის შემდეგ წარმოიდგინე რომ ეს ჩაკრა ისევ შეიკრა და დაიწყო მოძრაობა საათის ისრის მიმართულებით და ნელ-ნელა მიიღი მისთვის ბუნებრივი ფერი (პირველი – წითელი; მეორე- ნარინჯისფერი; მესამე- ლიმნისფერი; მეოთხე- მწვანე; მეხუთე- ცისფერი; მეექვსე- ლურჯი; მეშვიდე- იისფერი.)
გაწმენდა 3 – დაჯექი. მუშაობას იწყებ ზედა ჩაკრიდან და მოყვები პირველ ჩაკრამდე. წარმოიდგინე ჩაკრა როგორც წრე, ან ძაბრი. ჩაკრა შენზე დიდია – როგორც გამოქვაბული. შენ დგეხარ შესასვლელთან. აკვირდები რა ფერისაა ეს გამოქვაბული და სად არის სიბინძურე. შედიხარ გამოქვაბულში (სასურველია მშვიდად და გაღიმებულად) და იწყევ გამოქვაბულის კედლებზე ყვავილების ხატვას. მაგალითად მეორე ჩაკრის შემთხვევაში ნარინჯისფერი ლილიები , პირველი ჩაკრა წითელი ვარდი და ა.შ. მერე ჩაკრა იწყებს ტრიალს საათის ისრის მიმართულებით და შენ გამოდიხარ გარეთ. ეს მეთოდი იმით არის კარგი, რომ წმენდა მიდის ჩაკრის შიგნით, ძალდატანების გარეშე.
გაწმენდა სანთლით – დაჯექი. წარმოიდგინე რომ სანთლის ფიტილი ხარ. ვიღაც ანთებს სანთელს. შენ მთლიანად ალში ხარ, რომელიც წვავს მთელს ნეგატივს. შეიგრძენი ცეცხლის ვიბრაციები. მაქსისმუმ 5 წუთი იჯექი ასე.
გაწმენის ექსპრეს მეთოდი – ეს იმ შემთხევავაში, როცა უნდა იმედიტირო და გაწმენდისთვის დრო არ გრჩება. ძირითად მედიტაციამდე 5 წუთი წარმოსახვით ჩაკრები დაატრიალე საათი ისრის საწინააღდეგოდ, ხოლო შემდეგ საათის ისრის მიმართულებით.
მედიტაციის დროს მუშაობის პრინციპები:
1) ვიზუალიზაცია 2) გაწმენდა იწყება ზევიდან და მოდის ქვემოთ 3) ნეგატივი, რომლისგანაც იწმინდები აუცილებელია გაქრეს, დაიწვას, გარდაქიმნას, რადგან არ დაბრუნდეს შენს ბიოველში. აუცილებელია ეს ნეგატივი გარდაქმნათ პოზიტივად, რადგან სამყაროს არ მიადგეს ზიანი. 4) ისწავლე შეიგრძნო ჩაკრები, ენდე საკუთარ შეგრძნებებს, თუ ფიქრობ, რომ ჩაკრა სუფთაა, ნუღარ გაწმინდავ მას. შეეცადე დაინახო რა ფერი აქვს ჩაკრას, რადგან დაბინძურების ან ზემოქმედების დროს ხშირად იცვლის ფერს.