მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა

მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა /ზოგადი განხილვა/ -ნაწილი 1
შემოქმედებითი ხმა
ფერი: ცისფერი
კრისტალი: ცელესტინი, აკვამარინი, ქრიზოპრაზი
მდებარეობა: ყელის არე
საკმარისია გახსნათ თქვენი მეხუთე ჩაკრა, და თქვენ ისწავლით საკუთარი ორიგინალურობის სწორად გამოყენებას, რა ფორმაშიც არ უნდა ვლინდებოდეს იგი. რათქმაუნდა ყველას არ შეუძლია გახდეს მხატვარი, მაგრამ ყველას შეუძლია თავის თავში გააღვიძოს გარკვეული შემოქმედებითი ნიჭი და დატკბეს ამით მაქსიმალურად. არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს – მხატვრის ტალანტი, წარმატებული კარიერა, ბედნიერი ოჯახი – კრეატიულობა და შემოქმედება ხელმისაწვდომია თქვენთვის ნებისმიერ სფეროში. თქვენი ჭეშმარიტი ბუნების შესაცნობად პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საკუთარი “მეს” გახსნის მცდელობა და მისი გამოყოფა სხვების აზრისგან, თუ როგორ გაფასებენ ისინი თქვენ. თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი უნიკალურობა.
მეხუთე ჩაკრის ყველაზე მთავარი თვისება არის თქვენი შინაგანის ხმის გაღვიძება, რომლისგანაც შეგიძლიათ სიმართლე მოისმინოთ. მხედველობაში მაქვს არა თქვენი ფიზიკური ხმა, არამედ რაღაც სივრცე თქვენს შიგნით, საიდანაც ეს მოდის. იმისთვის, რომ გააღვიძოთ თქვენი ჭეშმარიტი ხმა, თქვენ უნდა გააანალიზოთ ყველაფერი, რისიც აქამდე გჯეროდათ და გწამდათ. არ არის გამორიცხული, რომ ბევრი რამ იქიდან სიმართლე აღმოჩნდეს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ჯერ ღრმა ანალიზის ჩატარება და დარწმუნება ამ ყველაფერში. როდესაც ასეთი ანალიზი არ ხდება პირველად, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ზედმეტად ლიბერალური ხართ თქვენი შეხედულებების მიმართ, მაგრამ სინამდვილეში თქვენ უბრალოდ ამყარებთ საკუთარ თვალსაზრისს.
მეხუთე ჩაკრა იმართება უმაღლესი მენტალური სფეროებით, რომელიც თავის თავში მოიცავს განცალკევებას და დაკვირვებას, რის შედეგადაც თქვენ იღებთ მრავალფეროვან წარმოდგენას ცხოვრებაზე, ამის საფუძველზე კი საკუთარი თვალსაზრისის ფორმულირებას. ექსპერიმენტებით განსხვავებულ მოსაზრებებზე, თქვენ იწყებთ მათი ზეგავლენის შეცნობას საკუთარ არსებობაზე. სხვადასხვა რელიგიების და კულტურების გაცნობით, თქვენ შემოქმედებითად ზემოქმედებთ საკუთარ ცხოვრებაზე, გაცნობიერებულად ცვლით და აფართოვებთ საკუთარ თვალსაზრისს. ეს გაძლევთ ძლიერ ბიძგს შემეცნებისთვის და თქვენი უნიკალური ჭეშმარიტების გამოხატვისთვის.
მეხუთე ჩაკრა მოგიწოდებთ გამოავლინოთ თავი შემოქმედებითად. ეს არის შემოქმედება გონების უმაღლეს საფეხურზე. როდესაც ზოგიერთი პიროვნული თვისებები ეჯახებიან ერთმანეთს და ურთიერთმოქმედებენ კოლექტიურ გონთან, იბადება შემოქმედება. ჩვენ ვფიქრობთ ყელის არეზე და ლაპარაკის უნარზე, მაგრამ თვითგამოხატვა ბევრად უფრო ფართო მცნებაა, რადგანაც ამ დონის შემოქმედება არ განისაზღვრება მხოლოდ ლაპარაკით. მწერლობა, მხატვრობა, პოეზია, ცეკვა, მუსიკა, ფიქრი და შემოქმედებითი თვითგამოხატვის სხვა უამრავი ფორმა მიიღწევა მეხუთე ჩაკრის წყალობით.
მეხუთე ჩაკრის გახსნით, ჩვენს შინაგან ენერგიას ვაძლევთ დაჩქარების მძლავრ იმპულსს. თავიდან ეს დაჩქარება იგრძნობა როგორც გარკვეული ნევროზულობა, შეუკავებელი შფოთვა, რომელიც გვაიძულებს დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ საკუთარი ცხოვრება. ბევრი ადამიანი, რომელიც მეხუთე ჩაკრას მოუმზადებლად შეხვდა და რომელმაც არ იზრუნა სწორ “დამიწებაზე”, განიცდის აფორიაქების შეტევებს, მათ უჩნდებათ ნერვიული აშლილობა (წიკი), ისინი გრძნობენ, რომ მათი შინაგანი ენერგია გამოდის კონტროლიდან. სიტუაციის ნორმალიზაციის გასაღები უნდა გახდეს იმის ცოდნა, რომ თქვენ გაქვთ შინაგანი ენერგიის კონტროლის უნარი.
წარმოიდგინეთ სერფერი, რომელიც მოცურავს საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდ ტალღაზე. ის არც კი იმედოვნებს, რომ ეს ტალღა შემცირდება ზომაში. ის ან ყველაზე მაღალ წერტილში მოექცევა და გაემართება ქართან შესახვედრად, ან ტალღა მას დაუნდობლად მოისვრის სანაპიროს ქვებზე – მესამე ვარიანტი არ არსებობს: ტალღა არ ემორჩილება მას. სწორედ ასე ხდება მეხუთე ჩაკრის ენერგიის ტალღასთანაც. თქვენ ვერ დაიმორჩილებთ მის ტალღას. ის არის, რაც არის, და ნებისმიერი თქვენი მცდელობა საწყისშივე განწირულია. თქვენ უნდა ისწავლოთ მისი მართვა, ისევე როგორც უნაგირზე ჯდომა. შეისუნთქეთ ენერგიის არომატი და შეეცადეთ ტალღებს ზემოდან მოექცეთ.
ენერგიას მოაქვს ინფორმაცია დაშიფრული სახით, და თუ თქვენ შეძლებთ თავი გაართვათ ტალღას, თქვენს გონებაში წარმოიქმნება საოცარი ინფორმაციული “აფეთქებები”. თქვენი პიროვნული გონება შეერწყმება კოლექტიურ გონს, და თქვენ დაიწყებთ ისეთი რაღაცეების მიხვედრას და გაგებას, რაც უწინ თქვენთვის აბსოლუტურად მიუღწეველი იყო. წარმოიშვება შერწყმის მაგიური მომენტი. ეს შემოქმედების მომენტია – როდესაც თქვენ ივსებით შთაგონებით. ასეთ მომენტებში თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ მუზებს და იგრძნოთ მათი ღვთიური სუნთქვა.
შემოქმედება იბადება კოლექტიურ გონში. ამის დასადასტურებლად არსებობს უმარტივესი ფაქტი. გაიხსენეთ, რამდენი შემოქმედებითი იდეა დაგრჩენიათ განუხორციელებელი? რამდენჯერ შეგიმჩნევიათ, რომ ვიღაც სხვა ახორციელებს თქვენს იდეას? დაიცადეთ და არ დაწეროთ წიგნი, რომლის დაწერაც გინდათ.. მას შემდეგ წელს აუცილებლად დაწერს ვინმე სხვა.
ვინაიდან თქვენი მეხუთე ჩაკრა განთავსებულია ყელის არეში, თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი აზრის გამოთქმა ისევე კარგად, რამდენადაც კარგად აცნობიერებთ მას. იმისთვის, რომ გამოთქვა “არაპოპულარული” იდეა, საჭიროა ერთგვარი სიმამაცე, სამაგიეროდ ეს მეხუთე ჩაკრის გახსნილი მდგომარეობის ნათელი დადასტურებაა. თქვენ ააქტიურებთ ამ ცენტრს, როდესაც ურთიერთობთ მეგობრებთან, როდესაც თავში მოგდით რაღაც აზრი და ცდილობთ გადაწყვეტას, ღირს თუ არა ამის ხმამაღლა გახმოვანება. როდესაც მეხუთე ჩაკრის ცენტრი ინტეგრირებულია თქვენს ცხოვრებაში, თქვენ არ ფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრი (გადახედეთ დაბალი ჩაკრების ზეგავლენას) და ამით ამდიდრებთ კოლექტიურ გონებას, რაც გამოიხატება თქვენი აზრების გადმოცემაში.
მეხუთე ჩაკრის კუთხიდან თავის შეცნობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს მესამე ჩაკრით ხდება. მესამე ჩაკრა დაკავშირებულია თვითკონტროლთან, სტრატეგიულ თვითშემეცნებასთან, რომელიც კომბინაციაში ნებისყოფასთან ერთად საკუთარი თავის აღქმის საშუალებას აყალიბებს. თვითშემეცნება მეხუთე ჩაკრის საფეხურზე – ეს არის თქვენი განვითარების ტენდენციის გახსნა. თქვენ პოულობთ შინაგან თავისუფლებას და საშუალებას აძლევთ სუფთა, განთავისუფლებულ გონებას გაანათოს მაქსიმალური ძალით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ უნდა მოუსმინოთ თქვენს შინაგან ხმას და ენდოთ მას, სხვა შემთხვევაში მიღებული ინფორმაციის მიმართ ნებისმიერი კონტროლი თქვენი მხრიდან მომენტალურად დაგიყვანთ მესამე ჩაკრის საფეხურზე.

მე-5 ჩაკრა -ვიშუდჰა/შემოქმედების პერსპექტივა/-ნაწილი 2


მეხუთე ჩაკრის საფეხურზე გადასვლა – ეს ცნობიერების კიდევ ერთი ხარისხიანი ნახტომია. ეს არის პირველი უმაღლესი ჩაკრა, ის მოითხოვს ინდივიდუალური გონების შერწყმას სამყაროს გონთან. მეხუთე ჩაკრის პერსპექტივა ნოვატორული აზროვნების უნარს აღვიძებს – თქვენ ცხოვრებას უყურებთ მუდმივი აღმოჩენების თვალით, და არ ცდილობთ მოვლენების ახსნას “დაკონსერვებული” ცოდნების გადმოსახედიდან. ამ პერსპექტივიდან თქვენ არ ხართ “კაპიტალისტი”, არ ხართ “კომუნისტი” და საერთოდ არანაირი “-ისტი” არ ხართ. თქვენ თავისუფალი ხართ გადაწყვეტილებებში, რომელიც დაფუძნებულია საკუთარ თავისუფალ თვალსაზრისზე.
უნიკალურ კოლექტიურ გონთან შერწყმით, თქვენს სხვებსაც უბიძგებთ იგივე ქმედებისკენ. დაგროვილი ადამიანური აზრები თქვენთვის მოსაწყენია – თქვენ უბიძგებთ ადამიანებს გადახედონ თავიანთ შეხედულებას იმ კონკრეტული მომენტიდან გამომდინარე.
თქვენი დამოუკიდებელი შეხედულება სამყაროზე საშუალებას გაძლევთ გაიგოთ მსოფლიოს უდიდესი რელიგიები და ფილოსოფიური სისტემები, მიუხედავად თქვენი მომზადებულობისა თუ მოუმზადებლობისა ამ საკითხებში. თქვენ ხდებით თავისებური “უნივერსალისტი”, იძენთ სილამაზის შემჩნევის თვისებას ნებისმიერ რელიგიაში და კულტურის ნებისმიერ გამოვლინებაში. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ აღარ საჭიროებთ თავდაცვას (მესამე ჩაკრის თვისება), აღარ გრძნობთ საფრთხეს იმ აზრების მხრიდანაც, რომლებიც ეწინააღმდეგება თქვენსას. თქვენ გახსნილი ხართ ცხოვრების ნებისმიერი გამოვლინების წინაშე.
მძაფრი აღქმითი უნარის გამო, ამჟამად უკვე გახსნილი უამრავი განსხვავებული სისტემის მისაღებად, თქვენ ხდებით გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი, ხდებით ერთგვარი გადამცემი ანტენა სამყაროს გონისა. საბოლოო ჯამში თქვენ შეგიძლიათ პრობლემის არსში ჩაწვდომა და არა მის ზედაპირზე ფართხალი. და სწორედ მაშინ თქვენ შეერწყმებით თვით კონცეფციას ან სიტუაციას, და თქვენს შიგნით წარმოიშობა რეალობის (ჭეშმარიტების) შეგრძნება. ზუსტად ამაში გამოიხატება ცხოვრებისადმი შემოქმედებითი მიდგომის არსი.

მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა /გაუწონასწორებელი მდგომარეობა/ -ნაწილი 3
ადამიანს, რომელსაც მეხუთე ჩაკრის დისბალანსი აქვს, მიუხედავად იმისა რომ გააცნობიერა თავისი უფლება დამოუკიდებელ აზროვნებაზე, არ შეუძლია მისი გამოვლენის დისციპლინირება. თუ ეს ადამიანი ხართ – თქვენ, სავარაუდოდ თქვენ მუდმივად ისწრაფით შეეწინააღმდეგოთ განსხვავებულ აზრს, მხოლოდ იმიტომ, რომ “თქვენ ამაზე გაქვთ უფლება”. თუ ვინმე ამბობს “კი”-ს, თქვენ აუცილებლად იტყვით “არა”-ს. თქვენ იმყოფებით მუდმივი ბრძოლის რეჟიმში საკუთარი თავისუფლების დასამტკიცებლად. საწინააღმდეგო აზრის დამარცხებისკენ მისწრაფებით, სადაც ცდილობთ საკუთარი აზრის ჭეშმარიტების დამტკიცებას, თქვენ ხელიდან უშვებთ უამრავ ახალ შესაძლებლობას. იმის მაგივრად, რომ ღიად გამოხატოთ თავი, თქვენ მხოლოდ იმისკენ ისწრაფით, რომ სხვისი არასწორი მიდგომა გამოააშკარაოთ.
ამ ცენტრის გაღვიძების საწყის ეტაპზე, სრულიად ბუნებრივია თქვენი ამბოხება საყოველთაოდ მიღებული აზრების წინააღმდეგ, რომელიც თავს მოგახვიათ დამკვიდრებულმა კულტურულმა სისტემამ. პრობლემები წარმოიშვება, როდესაც თქვენი ეგო ეჯაჭვება ალტერნატიულ შეხედულებებს, რომლებსაც წინათ უარყოფდით. პროცესი იყინება ერთ წერტილში. თქვენ ისევ თავდაცვით პოზიციაზე გადადიხართ და მიუწვდომელი ხდებით ახალი იდეებისთვის. თუ თქვენ გაიჭედეთ თქვენს აზრებში, მაგრამ სისტემატიურად ეძებთ თქვენი ქმედებების გამართლებას გარშემომყოფებისგან, აუცილებლად აღმოჩნდებით ბრძოლის ველზე. მოთხოვნილება – დაამტკიცოთ თქვენი შეხედულებების სიმართლე, სხვებში საბრძოლო განწყობას იწვევს.
როდესაც მიჯაჭვულობა შეაღწევს მაღალი ჩაკრების შრეზე, წარმოიქმნება პრობლემები. თუ თქვენ მიბმული ხართ რომელიმე კონკრეტულ შეხედულებაზე, ალტერნატიულზე ან თანმიმდევრულზე, თქვენი გონება კარგავს თავისუფლებას. ასეთი სიტუაციის ექსტრემალური მაგალითია ფანატიზმი. რეალურად თქვენ აცნობიერებთ, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის – ეს სრული სისულელეა. რა საჭიროა ვინმესგან მოითხოვოთ იმის აღიარება, რასაც არ სჭირდება? ეს იგივეა რომ ნებართვა ითხოვო უნებართვოდ. წარმოიქმნება ერთგვარი კოსმიური პარადოქსი. როდესაც თქვენ გააცნობიერებთ ამ პარადოქსს, თქვენ აღარ გექნებათ იმის აუცილებლობის შეგრძნება, რომ მუდმივად გამოცდებს ექვემდებარებოდეთ და მოგეცემათ თვითგამოხატვის მეტი საშუალება. თქვენი უფლების გამოხატვით, იყოთ თავისუფალი, თქვენ სრულიად სხვა ენერგიისგან თავისუფლდებით, ვიდრე მაშინ, როცა ისწრაფით – ამტკიცოთ ეს უფლება.
საბოლოო ჯამში თქვენი ბუნტი შემრიგებლური მენტალიტეტის წინააღმდეგ მიგიყვანთ იქამდე, რომ თქვენ ყოველთვის ანალიტიკურად მიუდგებით როგორც საკუთარ, ასევე გარშემომყოფების აზრებს. ასე თქვენ გაეხსნებით ამ პროცესს. “გახსნის პრიზმა” საშუალებას გაძლევთ დაინახოთ ჭეშმარიტება ცნობილთან ურთიერთკავშირში, რეზულტატში კი თქვენ ყოველთვის გახსნილი რჩებით ახალი ცოდნისთვის. შემეცნების ასეთი შემოქმედებითი გზა ახასიათებთ ბავშვებს. როდესაც ვხდებით ზრდასრულნი, ჩვენ ვკარგავთ ამ გახსნილობას. მხოლოდ მეხუთე ჩაკრის გაწონასწორების შემთხვევაში შეგვიძლია კვლავ მოვიპოვოთ იგი.
წონასწორობის დარღვევის კიდევ ერთი მაგალითია ამ ჩაკრის შეუსაბამო ქმედება, ანუ სიცრუე. სიმართლის დამალვა – შემოქმედებითი თვითგამოხატვის ერთერთი გზა არის. მაგრამ ასეთი თვითგამოხატვისგან კარგი არაფერი გამოდის. სიმართლის დაფარვის უკან დგას განზრახვა, რომელიც განსაზღვრავს ასეთი მიდგომის პოზიტიურობას ან ნეგატიურობას. მწერალი ან მთხრობელი შეიძლება მალავდეს სიმართლეს, იმისთვის რომ საკუთარი შეხედულება ილუსტრირებულად წარმოაჩინოს. მატყუარაც მალავს სიმართლეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მოტივაცია ხდება საკუთარი სარგებელი. დამოუკიდებელი “მე”-ს მოთხოვნილება ურთიერთმოქმედებს მეხუთე ჩაკრის სუფთა, შემოქმედებით გამოვლინებასთან.
ბალანსის დარღვევის ყველაზე გავრცელებული მაგალითია თვითგამოხატვის უუნარობა. არაადეკვატურობის გრძნობამ შეიძლება დათრგუნოს თქვენი უნარი სხვების მიმართ აზრების და გრძნობების გაზიარებისა. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი იდეები უინტერესოა და არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ამიტომ იმის მაგივრად, რომ მონაწილეობა მიიღოთ განხილვებში, თქვენ გაჩუმებას ამჯობინებთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ თავაზიანი მსმენელი კი არ ხართ, უბრალოდ არ შეგიძლიათ საკუთარი აზრების გამოხატვა.
იმის შიში, თუ რა ქმედებას გამოიწვევს თქვენი აზრები გარშემომყოფებში, უკან გხევთ. თქვენ თავს გრძნობთ გადაგდებულად, აუტსაიდერად. თქვენ მოიპოვეთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, მაგრამ კოლექტიურ გონთან აზრების გაცვლის პასუხისმგებლობა ვერ აიღეთ საკუთარ თავზე. როდესაც თქვენ ისწავლით საკუთარი აზრების გამოთქმას, მაშინ შეიგრძნობთ ნამდვილ განთავისუფლებას.
მეხუთე ჩაკრის წონასწორობის დარღვევის კიდევ ერთი გამოვლინებაა ენერგიის გამოყენების უუნარობა. ტიპიური მაგალითი – სცენის შიში. ასეთ სიტუაციაში თქვენი გონება ურთიერთმოქმედებს პუბლიკის კოლექტიურ გონებასთან და ითრგუნება. პუბლიკა ფლობს ძალიან რეალურ, ეფექტურ ენერგიას, და ეს ენერგია მთლიანად კონცენტრირებულია თქვენზე. წონასწორობის დარღვევა წარმოიქმნება, როდესაც თქვენ პუბლიკის ენერგიას შინაგანად შეიგრძნობთ და ცდილობთ დათრგუნოთ ის. თქვენ ვერ შეძლებთ ამას, ვინაიდან ასეთი ენერგია რეალურია. გაიხსენეთ სერფერი, რომელიც ტალღებს ზემოდან მოექცა.
როდესაც აუდიტორიის წინაშე გამოდიხართ გაწონასწორებული მეხუთე ჩაკრით, თქვენ იგივე ენერგიას შეიგრძნობთ, მაგრამ იმის მაგივრად რომ შიგნით შეხვიდეთ, თქვენ ტალღას ზემოდან ექცევით და ამ ენერგიას პუბლიკას უკან უბრუნებთ. ამ პროცესიდან ინდივიდუალური რეაქციები გამორიცხულია. პირველი რეაქციაა ქვედა სამი ჩაკრის დათრგუნვა, რომელიც ცდილობს ყოველი ცხოვრებისეული გამოცდილების პერსონალიზაციას. ასეთ სიტუაციაში თქვენი შეგრძნებების სისტემატიური ანალიზი არ იქნება თქვენთვის სასარგებლო. თამამად ჩაყვინთეთ ენერგიაში, გაზავდით ჯგუფურ გონებაში – და თქვენ დაიწყებთ აზრების თავისუფლად გამოხატვას, რომლებზე ადრე წარმოდგენაც კი არ გქონდათ!


მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა /ბალანსის მიღწევა მეხუთე ჩაკრაში/ -ნაწილი 4
როდესაც თქვენ ახერხებთ მეხუთე ჩაკრის გაწონასწორებას, თქვენ ცხოვრებას ახლებურად უყურებთ, რისი დამსახურებითაც თქვენ ახალ ცოდნას ეუფლებით. თუ თქვენ მხატვარი ხართ, მაშინ თქვენი ნამუშევრები ორიგინალურები ხდებიან, დაბადებულნი მომენტის გავლენის ქვეშ. თუ საქმე ეხება რაიმე სახის ურთიერთობას, მაშინ თქვენს მიერ მიღებული გამჭრიახობა ამ ურთიერთობას ცოცხალს და განვითარებადს გახდის. თუ თქვენ ბიზნესით ხართ დაკავებული, ასეთ შემთხვევაში თქვენ ახალი იდეების მიმღები გახდებით, რომლებიც უთუოდ მოგიტანენ წარმატებას. ცხოვრების რა სფეროს და მოღვაწეობასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე, ახალი ხედვა და რეალობის შეგრძნება დაგეხმარებათ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ მისგან.
ასეთი გრძნობა იბადება მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ დააბალანსებთ თქვენში შემოქმედებით პიროვნებას, ანუ როდესაც მისი გამოყენების უნარი გექნებათ თქვენი სურვილის მიხედვით, როდესაც შეძლებთ წინ აღუდგეთ საყოველთაოდ მიღებულ შეხედულებას, თუ ეს სიტუაციამ მოითხოვა. თქვენ უნდა შეძლოთ განუდგეთ ცხოვრების ლოგიკურ ასპექტს, თავს უფლება მისცეთ აბსტრაქტული კავშირები დაინახოთ ისეთ საგნებს შორის, რომლებით ერთი შეხედვით არავითარ კავშირში არ არიან ერთმანეთთან. ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგია აგამაღლებთ თქვენს თავზე. თქვენ მშვიდად შეგიძლიათ განიხილოთ საკუთარი იდეები გარშემომყოფებთან, მაშინაც კი თუ ისინი არ ეთანხმებიან თქვენს შეხედულებას. მაგრამ ამავე დროს არ გამოჩნდებით ყველაფრისმცოდნედ, რომელსაც არ აინტერესებს სხვისი აზრი და არაფერი აქვს სხვისგან სასწავლი.
ასეთი მიდგომა დადებით ზეგავლენას ახდენს სხვა ადამიანებზეც. თქვენ უნარს იძენთ იცხოვროთ შემოქმედებითი ცხოვრებით და გაწონასწორებული დარჩეთ სხვა ნებისმიერ სფეროში. ალბათ უკვე აირჩიეთ თქვენთვის ალტერნატიული გზა, შესაფერისი თქვენი დამოუკიდებელი ნატურისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შეხედულებები ალტერნატიულ ხასიათს ატარებენ, გარშემომყოფები მაინც პატივისცემით მოეპყრობიან მათ. ისინი შეძლებენ დაინახონ, რომ თქვენი ასეთი მიდგომა სასარგებლოა მათთვის, ვინაიდან თქვენი ცხოვრებისეული წარმატება ამის დადასტურება იქნება.
იმ დროს, როდესაც ადამიანების უმეტესობა მეხუთე ჩაკრის ენერგიას უხალისოდ იყენებს, თქვენ ისწავლით მასთან ჰარმონიაში ყოფნას. უამრავი შფოთვის და სტრესის მიზეზი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში წარმოიშვება, არის წინააღმდეგობა იმ არაჩვეულებრივი შეგრძნების მიმართ, რომელიც ამ საფეხურის ცნობიერებიდან მოდის.

მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა /გაცნობიერება/ -ნაწილი 5
იმისთვის, რომ წონასწორობას მიაღწიოთ, ყურადღების კონცენტრაცია თქვენს სუნთქვაზე უნდა გადაიტანოთ, ვინაიდან ენერგია სწორედ მისი საშუალებით მოდის თქვენამდე. ფოკუსირება მოახდინეთ სუნთქვის სიღრმეზე, ეცადეთ უფრო ღრმა და ნელი გახადოთ ის. თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენი მღელვარება სადღაც გაქრება. ნელნელა შეხვალთ მშვიდ მდგომარეობაში.
მეხუთე საფეხურის ცნობიერების გაწონასწორება მოითხოვს, რომ თქვენ კარგად იყოთ მომზადებული სამყაროს ენერგიის ბუნების შესაცნობად. ეს თავის მხრივ მოითხოვს გარკვეულ შრომას, მაგრამ თქვენ არ უნდა გადახტეთ თავით სამყაროს წყლებში, თუ არაფერი იცით მოსალოდნელი დინებების შესახებ. ყველა წინამორბედი ჩაკრა წინასწარ უნდა იყოს მომზადებული, იმისთვის რომ ცნობიერების გადართვა დაბალ საფეხურებზე არ მოხდეს. ასე თქვენ შეძლებთ პირადი რეაქცია გრძნობით გამოცდილებაში გადაიყვანოთ. ამ დროს თქვენ ურთიერთქმედებას იწყებთ სიტუაციის ენერგიასთან, და არა მხოლოდ მის გამოვლინებასთან.
ვინაიდან მეხუთე ჩაკრა ყელის არეში მდებარეობს, ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ვერბალურ თვითგამოხატვასთან. სიმართლის გამოთქმა – ამ ჩაკრის უმთავრესი მოქმედებაა. იმისთვის, რომ დააბალანსოთ ცნობიერების ეს საფეხური, თქვენ ყოველთვის მზად უნდა იყოთ გამოთქვათ თქვენი აზრი, თუნდაც ის ეწინააღმდეგებოდეს სხვისას. თქვენ არ უნდა გაღელვებდეთ, ემთხვევა თუ არა თქვენი აზრი საზოგადოებრივ აზრს, და მიიღებენ თუ არა მას გარშემომყოფნი. როდესაც ჩვენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გარშემომყოფების აზრს, ეს ზღუდავს ამ ჩაკრის ჭეშმარიტ გამოხატვას.
ინტეგრირებული მეხუთე ჩაკრის უმაღლესი გამოვლინებაა – თავისუფალი, დამოუკიდებელი აზროვნება, რომელიც აცნობიერებს თავის თავს და არ აშინებს წინააღმდეგობა. ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე თავდაცვითი პოზიცია, ამიტომ უფრო გახსნილია და ადვილად შეუძლია ნებისმიერი იდეის მიღება, რომელიც გარედან მოდის. თქვენი ცნობიერება, მისი შემოქმედებითი კომპონენტი, საშუალებას გაძლევთ ცხოვრებას შეხედოთ, როგორც შესაძლებლობების კომპლექტს. ამ პროცესს მივყავართ ცხოვრების მიმართ ფილოსოფიური შეხედულების წარმოქმნამდე.
აღსანიშნავია, რომ ცნობიერების მეხუთე საფეხურის გახსნა ზღუდავს თქვენს სოციალურ ცხოვრებას! ძალიან ბევრს შეიძლება არ მოეწონოს თქვენი აზრები, თქვენ კი ყოველთვის ვერ იგრძნობთ თავს კომფორტულად იმ სიტუაციებში, სადაც ტრივიალური შეხედულება იდომინირებს. როგორც ყველა ზედა ჩაკრის შემთხვევაში, თქვენი სურვილი მარტომ გაატაროთ დრო, ნელნელა გაიზრდება, ხოლო გარე ქმედებების მიმართ შემწყნარებლობა საგრძნობლად შემცირდება.

მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა /სულის მიზანი მეხუთე ჩაკრის თვალსაზრისით/ -ნაწილი 6
მაღალი ჩაკრები თავისი ბუნებით კოლექტიურია, ისინი გვაკავშირებენ ჩვენი სახეობის უმაღლეს განზომილებებთან. ინდივიდუალური პერსპექტივის და კოლექტიური გონების ამგვარ შერწყმას მივყავართ იქამდე, რომ თქვენში ფეთქვას იწყებს შთაგონების და გონების გაბრწყინების ფანტანი. მეხუთე ჩაკრის თქვენს ცხოვრებაში ინტეგრაციის რეზულტატია – თქვენი გარდაქმნა “მაღვიძარად”. ამ დროს თქვენ ადამიანებს ეხმარებით მიძინებული აზროვნების გაღვიძებაში. თქვენი ნათელი გონება ადამიანებს სტიმულს აძლევს და სურვილს უჩენს საკუთარი ცხოვრების გაანალიზება დაიწყონ.
ყველა კულტურას სჭირდება ასეთი ანალიზი. ის საზოგადოებას ეხმარება ერთ წერტილში გაყინული მდგომარეობის გადალახვაში. ამიტომ ისინი, ვინც მსგავსი საკითხებით ინტერესდებიან, უნარი აქვთ მსოფლიოს განვითარებასაც შეუწყონ ხელი. ასეთია თქვენი გზაც, გზა ადამიანის, რომელმაც მეხუთე ჩაკრა გააღვიძა: თქვენ ხდებით ერთგვარი მაცნე ევოლუციის სხვა ადამიანების ცხოვრებაში.
თქვენ კატალიზატორის როლს ასრულებთ, რომელიც გარშემომყოფებში აჩქარებს გაღვიძების და საკუთარი თავის შეცნობის პროცესს. თქვენი ცხოვრების წესით ფაქტიურად გამოწვევას უგზავნით სხვა ადამიანებს, მაგრამ ეს გამოწვევა სასიხარულოა. ზოგჯერ შეიძლება არაპოპულარული აზრის მაუწყებელი აღმოჩნდეთ, მაგრამ ვინაიდან თქვენ თავდაცვითი პოზიცია აღარ გიჭირავთ, მზად ხართ გაიგოთ და იგრძნოთ გარშემომყოფების რეაქცია თქვენ სიტყვებზე. თქვენ იქცევით იდეის ადამიანად, რომელიც, რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეს, ყოველთვის მზად არის ალტერნატიული გზა გამონახოს.

მე-5 ჩაკრა – ვიშუდჰა /მეხუთე ჩაკრის გაღვიძების საშუალება/ -ნაწილი 7
მეხუთე ჩაკრა ძალიან გამოგადგებათ ისეთ სიტუაციებში, როდესაც სცენის შიშს განიცდით. გააცნობიერეთ, რომ სცენის შიში და სიხარული – ერთიდაიგივე ენერგიაა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ როგორ რეაგირებთ მასზე თქვენ. ეს სიტუაციის ენერგიაა, ამიტომ ნუ ეცდებით შეეწინააღმდეგოთ მას, უბრალოდ უარი თქვით განკერძოებულ “მე”-ზე და საშუალება მიეცით ენერგიას თავისუფლად იმოძრაოს თქვენში.
ვინაიდან მე ხშირად მიწევს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, ჩემთვის ეს გრძნობა საკმაოდ ნაცნობია. მე ყოველთვის ვგრძნობ ჭარბი ენერგიის მოზღვავებას მასთან შეხვედრისას, და ყოველთვის მაკვირვებს ის ფაქტი, რომ ადამიანები ყურადღებას აქცევენ ჩემს ენთუზიაზმს და არა ნევროზულობას, ალბათ ეს მათ თვალში არ ხვდებათ. ერთხელ ვეცადე ნევროზულობა გამოსვლამდე ჩამეხშო, რისთვისაც სუნთქვის ვარჯიში და მედიტაცია გამოვიყენე. მე მოვახერხე ბოლომდე ჩამეხშო ჩემში ეს ენერგია, რეზულტატი კი იყო ის, რომ ცხოვრებაში ყველაზე მოსაწყენი ლექცია წავიკითხე. ჯადოსნურობა გაქრა. დავიფიცე, რომ მსგავს შეცდომას აღარასოდეს დავუშვებდი. ახლა კი, თუნდაც ვერ ვგრნობდე შიშს გამოსვლის წინ, თავს ვიკატუნებ, თითქოს ეს ასე არ არის.
შემოქმედებითი ბლოკადები ყველა ჩვენთაგანისთვის კარგად ნაცნობია. გამოიყენეთ მეხუთე ჩაკრა მათ დასანგრევად. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე შემოქმედებით პროექტზე მუშაობთ, და თქვენ შეძლებთ გაარღვიოთ კედელი, რომელიც ენერგიას გიბლოკავთ. სავარაუდოდ ზედმეტად კონცენტრირდებით პროექტში პირად დაინტერესებაზე (დაბალი ჩაკრების გავლენა) და სწორედ ეს ბლოკავს მაღალი ჩაკრებიდან დაშვებულ უნივერსალურ ნაკადს. შეისუნთქეთ მეხუთე ჩაკრიდან, შემდგომ კი მიეცით თავისუფლება თქვენს შემოქმედებას, ზემოქმედებას ნუ ეცდებით მის გამოსავლენად.
რამ დასსი ფლობდა გაღვიძებულ მეხუთე ჩაკრას. იგი არა მხოლოდ წინ აღუდგა საზოგადოებრივ აზრს, არამედ სისტემატიურად გამოდიოდა თანმიმდევრული (ლოგიკური) აზროვნების წინააღმდეგ. როდესაც ის ტიმოთი ლირთან ერთად მუშაობდა ჰარვარდის პროფესორ რიჩარდ ალპერტთან ერთად, უამრავი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელიც შეისწავლიდა ლ.ს.დ.-ს ზემოქმედებას ტვინზე. მან მიატოვა თავისი სამსახური, უარი თქვა თანამდებობაზე და ინდოეთში სამოგზაუროდ გაეშურა, სადაც იპოვა გურუ, გახსნა თავისი ცხოვრების გზა და გახდა “რამ დასსი”. ინსტიტუტ ომეგას კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა დახმარების და თანადგომის საკითხებს, 1984 წლის ზაფხულში რამ დასსმა თავი წარადგინა როგორც “კოლექტიური გონის გამომხატველი”. საკუთარი შეხედულებების სისტემატიურმა ანალიზმა და მსოფლიო რელიგიების და სულიერი გზების შესწავლამ საშუალება მისცა გამოეხატა ის, რასაც დღეს ბევრი ჭეშმარიტებად თვლის.

წყარო : “ლურჯი ლოტუსი”
28.11.2017.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ