18 სექტემბრის მთვარის დაბნელება

18 სექტემბერს, თბილისის დროით 06:34-ზე, გვექნება მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოს ნიშანში, 26-ე გრადუსზე და იხსნება დაბნელების დერეფანი 2 ოქტომბრამდე.
მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობას ემთხვევა, თუმცა ჩვეულებრივი სავსემთვარეობისგან განსხვავებით, დაბნელების ტენდენციები ხანგრძლივ ვადიან პროცესებზე აისახება. მთვარის დაბნელებაზე ხშირად კულმინაციას აღწევს და დასრულებისკენ მიდის ისეთი საკითხები, რომლებიც 6 თვის, 1 წლის, 9 წლის ან 18 წლის უკან (მზის დაბნელებისას ამავე ღერძზე) დაიწყეთ.

მთვარის დაბნელება ინური (ქალური) ბუნების მატარებელია, ამიტომაც ამ პერიოდში მძაფრდება ემოციები, უფრო მგრძნობიარეები და სენსიტიურები ხდებით. შესაძლებელია, უაზრო წვრილმანებზე და დეტალებზე გაღიზიანდეთ, ამიტომაც ეცადეთ ეს დღეები მშვიდად გაატაროთ.
კარგი იქნება თუ ამ პერიოდში საკუთარ თავს, თქვენს შინაგან სამყაროს ჩაუღრმავდებით და თქვენში არსებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ გადახედავთ და დაამუშავებთ.
მთვარის დაბნელება ყოველთვის მნიშვნელოვან ცვლილებებთან ასოცირდება, ამ პერიოდში გვიწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საქმეები დასრულებისკენ მიგვყავს, ხდება არასასურველისგან განთავისუფლება და ძველის გაშვება. ამიტომაც, კარგი იქნება თუ დაბნელების წინა დღეებში მავნე ჩვევებისგან და იმ წარსულისგან გათავისუფლდებით, რომელიც აწმყოში გიქმნით პრობლემებს, მოიშორებთ წყენებს, დაასრულებთ არასასურველ ურთიერთობებს, გაისტუმრებთ ვალებს, განთავისუფლდებით ნეგატიური ფიქრებისგან და თავიდან მოიშორებთ არასაჭირო ნივთებს. ასვე კარგი იქნება თუ დაბნელებამდე ჩაიტარებთ ენერგეტიკულ წმენდებს, მოაწესრიგებთ სახლს და ახალ, სუფთა ენერგიებში შეხვდებით ამ დაბნელებას.
დაბნელების დღეებში (პლიუს-მინუს 2 დღე) არასასურველია გადაღლა, მოერიდეთ ამ პერიოდში ალკოჰოლის მიღებას, იკვებეთ ზომიერად და არ მიირთვათ მძიმე საკვები. ამ დღეებში არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არ აწარმოოთ მოლაპარაკებები და არ გადადგათ ახალი ნაბიჯები, მოერიდეთ შორ მანძილზე გადაადგილებას.✔️

მთვარის დაბნელება ამჯერად ხდება თევზებში, რომელიც დაკავშირებულია სულიერ სამყაროსთან, რწმენასთან, ოცნებებთან, ფანტაზიებთან, ილუზიებთან და ქველმოქმედებასთან. შესაბამისად, ეს დაბნელება გააქტიურებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს. ამ პერიოდში უნდა ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და დაუსვათ შეკითხვა რამდენად ძლიერია თქვენი რწმენა, როგორი დამოკიდებულება გაქვთ სულიერი სამყაროსადმი, იქნებ ზედმეტად მატერიალურ საკითხებზე ხართ ორიენტირებულნი ან პირიქით, იქნებ არასწორი აღქმები გაქვთ, ილუზიები გმართავთ გარკვეული საკითხებში და რეალობაში დაბრუნება გჭირდებათ? რამდენად სწორ ადამიანებს ეხმარებით, იქნებ არ საჭიროებენ ეს ადამიანები დახმარებას? ეს დაბნელება გახსნის ბევრს საიდუმლოს, ინტრიგებს და ბევრი ადამიანის რეალურ სახეს წარმოაჩენს.
დაბნელება შეერთებულია ნეპტუნთან, ტრინით ურანთან და სექსტილით პლუტონთან. ანუ ასპექტაციაშია სამივე უმაღლეს პლანეტასთან, შესაბამისად, ეს დაბნელება უფრო მძაფრ გავლენას მოახდენს მასშტაბურ საკითხებზე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
შესაძლებელია უფრო დაიძაბოს მდგომარეობა მსოფლიოში, ომებმა უფრო მწვავე ხასიათი მიიღოს, არ გამოვრიცხავ სტიქიურ მოვლენებსაც, თან დაბნელება ნეპტუნთან არის შეერთებული, რაც წყალდიდობებს და მსგავს თემებს აღწერს. დაბნელებების დერეფანთან ერთად კრიზისების, ნგრევებისა და ტრანსფორმაციების პლანეტა პლუტონი ბოლოჯერ ბრუნდება თხის რქაში, სადაც ნოემბრამდე იმოძრავებს და სტაციონალური (გაჩერებული) იქნება 29 გრადუსში. პლანეტა კი ბოლო და პირველ გრადუსებში საკმაოდ კრიტიკულად მუშაობს, რაც არაერთხელ ვახსენეთ, მსაოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები და დაძაბულობები მაშინ ხდება, როცა პლუტონი ერთი ნიშნიდან მეორეში გადადის და უშუალოდ გადასვლის პროცესია ხოლმე რთული, პლუტონმა კი ბოლო გრადუსებისკენ მოძრაობა 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყო. თხის რქა დაკავშირებულია სტრუქტურასთან, პოლიტიკურ საკითხებთან და კანონებთან, შესაბამისად, პოლიტიკურ საკითხებში დაძაბულობები და კრიზისები კვლავ გველოდება, თან ეს პერიოდი არჩევნებსაც ცუდად ემთხვევა.

ეს დაბნელება ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს და დიდი ცვლილებების მომტანი იქნება მუტაბელური ნიშნებისთვის. პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვისაც პლანეტები გყავთ თევზებში და ქალწულში, სადღაც 22 დან ბოლო გრადუსებამდე. ასევე ტყუპებში და მშვილდოსანში ამავე გრადუსებზე.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ