ასცენდენტი ნიშნებში – კირჩხიბი

ასცენდენტი კირჩხიბში

ასცედენტი კირჩხიბში ადამიანს წყლის ელემენტის ხიბლს ანიჭებს. ოთახში შესვლისთანავე ათბობს ატმოსფეროს და მყისიერად ჩნდება ნდობა ტკბილი, მომხიბვლელი და ნაზი ადამიანის მიმართ. განცდა არის, რომ ბავშვობიდან ძველი მეგობარი გაჩნდა. მართლაც მზრუნველები არიან, გულწრფელად თანაუგრძნობენ რთულ მდგომარეობაში მყოფებს, მაგრამ ეს არის საზოგადოებაში გარეგანი გამოვლინება. ის მალავს შინაგან დაუცველობას, დაუცველთა დახმარების სურვილის მიღმა. მისთვის ცხოვრებაში მთავარი ფასეულობებია ოჯახი და სახლი. მიუხედავად მისი კარიერული მისწრაფებისა და მოგზაურობის სიყვარულისა, მისთვის მნიშვნელოვანია დაბრუნდეს მყუდრო ნაცნობ ატმოსფეროში და აღიდგინოს ენერგია. ის ყოველთვის მზადაა უანგაროდ დასახმარებლად, იცის მოსმენა და უფრო მოსწონს კიდეც ვიდრე ლაპარაკი. ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა ხსნის დაძაბულ ატმოსფეროს და ამშვიდებს. აქვთ თანდაყოლილი თანაგრძნობის უნარი, გრძნობენ სხვისი ნეგატიური ემოციების ინტენსივობას, ამიტომ  ცდილობენ მხარი დაუჭირონ ავადმყოფებს ან რაიმე სხვა პრობლემების მქონე ადამიანებს. აქვთ მოთხოვნილება ემოციურ ურთიერთობაში შევიდნენ ადამიანებთან. გარეგნული მახასიათებლებია: მრგვალი ბავშვური სახე, ფერმკრთალი კანი, მელანქოლიური ტემპერამენტი, სირბილე, სიმორცხვე, მგრძნობიარე, თავშეკავებული, სირთულეები საკუთარი თავის წარმოჩენისას, მაგრამ მყისიერი ემოციური პასუხი სხვა ადამიანის ინიციატივაზე კომუნიკაციის ან მეგობრობის წამოწყებასთან დაკავშირებით. ისინი პირველ კომუნიკაციაზე ცოტათი დახურულები არიან. ხშირად შეცდომაში შეჰყავს ადამიანები ამ მდებარეობას, რადგან გარედან ხელმისაწვდომები, რბილები ჩანან ამ დროს კი შეიძლება რუკაში სულაც არ იყოს მსგავსი სიტუაცია. ისინი არიან შესანიშნავი ფსიქოლოგები, დაწყებითი სკოლის მასწავლებლები, ექიმები, ძიძები, ექთნები, მკურნალები, საბავშვო თეატრების მსახიობები და მზარეულები. ემოციური ხასიათი მოითხოვს თვითგამოხატვას სცენაზე, უამრავ ადამიანთან კომუნიკაციაში.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ