მამაკაცი და ვენერა

მამაკაცები იყოფიან 2 ტიპად:

I – რომლებიც არ არინ გუგრილნი ქალების მიმართ ( ანუ როცა ვენერა ყავთ: ვერძში, კუროში, ქალწულში,სასწორში, მოერიელში და თევზებში)

ა) კონსტრუქტიული ცოლმოყვარეები – ვენარა კუროში,სასწორში და თევზებში

ბ) დესტრუქტიული ცოლმოყვარეები – ვენერა ვერძში, ქალწულში და მორიელში

II – უბრალოდ არაგულგრილი ქალების მიმართ და შედარებით მშვიდი დამოკიდებულებით (როცა ვენერა ყავთ: ტყუპებში, კიბოში, ლომში, მშვილდოსანში, თხის რქაში და მერყულში)

კონსტრუქტიული ცოლმოყვარეები: უყვართ ქალები, ზრუნავენ მათზე. ქალები ასეთ კაცებთ ყოველთვის კარგად გრძნობენ თავს. მათ შეუძიათ ყავდეთ როგორც ცოლი, ისე საყვარელი.

დესტრუქტიული ცოლმოყვარეები : უყვართ ქალები, მაგრამ არაფერი სასიკეთო მათ ცხოვრებაში არ შეაქვთ. ანგრევენ ქალების ცხოვრებას. მათ ასევე „საბედისწერო მამაკაცებს“ უწოდებენ.

II ტიპი – ეს უბრალოდ ნეიტრალური მამაკაცები არიან- მათ არც კარგი მოაქვთ ქალების ცხოვრებაში, მაგრამ არც ცუდი.

ვენერა ვერძში – ფიზიკურად ხშირად ლამაზები არიან. მოსწონს აქტიური ქალები, მებრძოლი, ლიდერის თვისებებით და არ აღიზიანებს, როცა ქალი თავის თავზე იღებს ინიციატივას ურთიერთობებში. მას უყვარს ქალები და ყურადღებიანია, მაგრამ ასევე მიდრეკილია ღალატისკენ. ის საბედისწერო მამაკაცების სიაშია – საკუთარი იმპულსივობის გამო უცებ თავით ვარდება ვნებეში და ასევე უცებ ცივდება ხოლმე. ის მონადირეს გავს, ამიტომ მასთან კარგი იქნება ფრთილად და ზომიერად ურთიერთობების დაწყება და კატა-თაგვობანას თამში და თუ გიდათ რომ ურთიერთობებმა დიდხანს გასტანოს, ნელნელა ის უნდა გდავიდეს თაგვის როლში. მათთვის ადრეული ქორწინება ძირითადად კრახით მთავრდება, რადგან ყოველთვის ნაჩქარევად იღებს გადაწყვეტილებას.

ვენერა კუროში – მოსწონს მგრძნობიარე ქალები, რომლებსაც შეუძიათ კომფორტის და სიმყუდროვის შექმნა. ის აფასებს ქალის ფიგურას და საერთოდ გარეგნობას. ის ქალს ხელის გულზე ატარებს, ჩუქნის ყვავილებს,საჩუქრებს, მაგრამ პარალელურად შეუძლია უყვარდეს სხვა ქალებიც. ის კარგი მეოჯახეა. მისთვის სიყვარული თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. მას ყოველთვის აქვს ფული. ქალები მასთან კომფორტულად გრძნობენ თავს.

ვენერა ტყუპებში – ბევრს ლაპარაკობს სიყვარულის შესახებ, მაგრამ მისი სიტყვების მიღმა ხშირ შემთხვევაში სიცარიელეა. ის ქალების მიმართ მშვიდია- ამიტომ მათთვის არც პოზიტი და არც ნეგატივი არ მოაქვს. მისთვის იდეალური ქალი ეს არის მსუბუქი და კომუნიკაბელური ქალი.აუცილებლად საინტერესო მოსაუბრე, ან უბრალოდ მეგობარი გოგო რომელთან ერთადაც შეუძლია მოგზაურობა. მიდრეკილება აქვს შეუყვარდეს თანაკლასელი. მას არ თგუნავს ქალის ბევრი ლაყბობა, პრონციპში თვითონაც არაა წინააღდეგი ბევრი ლაპარაკის. მათთვის სხვა ასპექტების არსებობის შემთხვევაში დამახასიათებელია ნათესავის შეყვარება და ხანდახან მათზე ქორწინებაც კი. ქორწინება როგორც წესი ადრეულ ასაკში აქვთ, ხშირად გარიგებით, ამიტომაც ასეთი ქორწინების დროს ხშირია გევრდითი რომანები.

ვენერა კიბოში – ის ყოველთვის ეძებს მეოჯახე და მშვიდ ქალს, რომლსაც შეუძლია ოჯახის შექმნა და განვითარება, რომელიც პატივს სცემს ტრადიციებს და მშობლებს. ამ კაცისთვის მნიშვნელობავია ქალიში დედობრივი და მეოჯახის თვისებები დაინახოს. ისც მშვიდია ურთიერთობებში.

ვენერა ლომში  გიჟდება „ბომონდურ“ ქალებზე, რომლებიც დემოსტრირებას უკეთებენ თავიანთ მშვენირებას. მათ მოსწონთ კურტიზანული ტიპის ქალები. მას ყოველთვის უნდა ამაყობდეს თავისი ქალით და ყოველთვის თან ატარებს ყველგან სადაც კი წავა. ის მშვიდია ურთიერთობებში. მისთვის ქალი არის თავისი თავის და საკუთარი გემოვნების წარმოჩენის ერთერთი საშუალება. თუ ასეთი მამაკაცი გყავთ გვერდით არ ღირს იყოთ მხოლოდ დიასახლისი, თქვენ ყველგან უნდა იაროთ მასთან ერთად თეტრებიდან დაწყებული მისი მეგობრების წვეულებებით დამთავრებული. ის ყოველთვის დაინტერესებული იქნება რომ მისი ქალი დაკავებული იყოს სპორტით ან რაიმე მსაგვსით და ქონდეს თვითრეალიზაციის საშუალება.

ვენერა ქალწული – მას მოსწონს მშვიდი, გაწონასწორებული და შრომისმოყავრე ქალები, რომლებიც ყველაფერს აიტანენ. უკეთესი იქნება თუ ამ ყველაფერთან ერთად ქალი ეკონომიურიც იქნება და წესრიგი და სისუფთავე ეყვარება. მას არ მოსწონს როცა ქალი სულ სახლში ზის, მას მოსწონს როცა ქალი პროფესიონალია თავის საქმეში. აქვს მიდრეკილება ერთდოულად ქონდეს რამოდენინე რომანი, რომლებიც ძირითადად სამსახურეობრივი იქნება. მასთან ქალები ძირითადად დისკომფორტს გრძნობენ მისი კაპრიზულობის და მომთხოვნობის გამო. ყველაფერთან ერთად ის „საბედისწერო მამაკაცია“ და რაც არ უნდა იდეალური ქალი იპოვოს სრულყოფილად ბედნიერი მაინც არ იქნება.

ვენერა სასწორში – უყვარდებათ ლამაზი ქალები, რომლებიც მსუბუქად უდგებიან სასიყვარულო ურთიერთობებს. მას ბევრი ხანმოკლე რომანები აქვს. და მას შეუძია ეს ხანმოკლე პერიოდი ქალი ბედნიერი გახადოს,

ვენერა მორიელში – ის ძალიან საშიშია. ეს საბედისწერო სიყვარულია როგორც წესი. ვნებიანი საყვარელია. სავსებით მისაღებია პარალერული ურთიერთობები. მათ იზიდავთ „საბედისწერო ქალები“, უნდა იყოს ქალში რაღაც ჯადოქრული ან გრძნეული, ან სულაც რაიმე გადახრილობა ნორმისგან. ის მუდამ ეძებს ახალ შეგრძნებებს როგორც სიყვარულში, ასევე სექსში, ამიტომ ქალები არ გძნობენ მასთან თავს კომფორტულად და მშვიდად.

ვენერა მშვილდოსანში აქტიური ქალები მოსწონს, რომლთან ერთადაც შეიძლება წავიდეს ლაშქრობებზე, სამოგზაუროდ ან უბრალოდ საერთო ინტერესები ქონდეთ. მისთვის შეყვარებული მეგობარიცაა. ის არ იქნება წინააღმდეგი თუ მისი ქალი თავგამოდებით გადავარდება სწავლაში და ახალი სფერობის შესწავლას დაიწყებს. საერთოდ ჯამში ის ინდიფერენტულია ქალების მიმართ.

ვენერა თხის რქაში – რეკორდსმენია ქალებთან ურთიერთობებში, მაგრამ მიუხედავად ამისა ის დიდხანს აკვირდება ქალს, სანამ შეხვედრებს დაიწყებს. მას სერიოზული და მკაცრი ქალები მოსწონს, მიზანდასახულები და მოკლედ და კონკრეტულად კარიერისტები. ის ურთიერთობებში მშვიდია, გრძნობებს არ ამჟღავნებს, ცივი ჩანს და გულჩათხრობილი.

ვენერა მერწყულში – მოსწონს მეგობრული, თავისუფალი და უცნაური ჰობით გატაცებული ქალები. მისი ქალი აუცილებლად ორიგინალური უნდა იყოს – ან ქცევებით, ან ჩაცმულობით ან ნებისმიერ რამეში. მას ქალმა უნდა მიანიჭოს 100%იანი თავისუფლება, რადგან მისთვის ძალინ მნიშვნელოვანია მეგობრობა და როგორც წესი მეგობრობის შეიძლება იყოს როგორც კაცი, ისე ქალი. მაგრამ მეგობრობა არასდროს არ სცდება ფარგლებს, რადგამ მისთვის ერთგულება ძალინ ფასეულია.

ვენერა თევზებში – მათ მოსწონთ ძალინ მგრძნიბიარე ქალები, სენტიმენტალურები, შემოქმედებითები, ფსიქოლოგიით გატაცებულები ან ოკულტიზმით. ასეთ კაცს შეუძილია შეიყვაროს ქალი რაიმე ფიკური ნაკლოვანების გამო ან ისეთი, რომელსაც სჭირდებათ მოვლა. მაგრამ მიუხედავდ ამისა, მას შეუძლია თავისი სიყვარული აჩუქოს ყველას, ვისაც ის სჭირდება.

(«Астрология обольщения. Ключи к сердцу мужчины». В. Володина)

ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის ფაქტორი თუ რომელ სტიქიაშია მოქცეული მამაკაცის ვენერა.

ცეცხლი – ვერძი,ლომი,მშვილდოსანი: მოსწონთ აქტიური, ნათელი, გაბედული, და სხვებში გამორჩეული ქალები.

მიწა – კურო, ქალწული, თხის რქა: თავშეკავებული, მკაცრი, ცივი , ფრთხილი და მშვიდი ქალები მოსწონთ.

ჰაერი – ტყუპები, სასწორი, მერწყული: ცოცხალი, მხიარული, მსუბუქი, პრანჭია და მეგობრული ქალები მოსწონთ.

წყალი – კიბო, მორიელი, თევზები: მათ მოსწონთ ემოციური, რბილი, მგრძნობიარე, მორცხვი ქალები მოსწონთ, ხანდახან ვნებიანიც.


მოამზადა Nina Runes
«ეზოთერული სახელოსნო»

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ