დირექციები (Zodiacal Direction) პროგნოსტიკური მეთოდი

ასტროლოგიაში სამომავლო ტენდენციების პროგნოზირებისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლებსაც ყველა ასტროლოგი თავისებურად იყენებს სინთეზში. ყველაზე გავრცელებული მეთოდია ტრანზიტული ასტროლოგია, ასევე სოლარები, პროგრესიები, პროფექციები და დირექციები. სოლარებზე და მისი წაკითხვის მეთოდებზე ადრე უკვე ვისაუბრეთ, პროგრესიებსაც ორი პოსტი მიეძღვნა, დღეს კი დირექციულ რუკაზე ვისაუბრებთ. დირექცია ერთ-ერთი უძველესი პროგნოსტიკური მეთოდია, რომელსაც ასტროლოგები პრაქტიკაში დღემდე აქტიურად ვიყენებთ. განსაკუთრებით კი რექტიფიკაციაში. […]