შვილოსნობა ნატალურ რუკაში

ნატალურ რუკაში შვილოსნობაზე პასუხისმგებელია მთვარე, მე-4 და მე-5 სახლები. მე-4 სახლი პასუხისმგებელია უშუალოდ ჩასახვაზე, მე-5 სახლი უკვე არსებულ ნაყოფზე აგებს პასუხს, მთვარე კი ორსულობის პერიოდზე და ზოგადად ნაყოფიერებაზეა პასუხისმგებელი.
მთვარე ნაყოფიერად ითვლება თუ არის წყლის ნიშანებში: კირჩხიბში, მორიელსა და თევზებში, ასევე კუროში. უნაყოფოდ ითვლება თუ არის ქალწულში, ტყუპებსა და ლომში. მთვარის თხის რქაში ყოფნაც პრობლემურად ითვლება, განსაკუთრებით თუ დაზიანებულია, თუმცა, ეს პრობლემა მოგვარებადი ხდება სატურნის ციკლის შემდეგ (28 წელი), როდესაც პიროვნება აცნობიერებს პასუხისმგებლობებს და შესაბამისი ემოციური გამოცდილება აქვს მთვარის თემებში. (დანარჩენ ნიშნებში ნეიტრალურია, გააჩნია ასპექტებს).
უნაყოფო ნიშნებში მთვარე ხშირად გვაძლევს ერთ შვილს, ან არცერთს, გააჩნია ასპექტაციას. დაზიანებული მთვარე უნაყოფო ნიშნებში ხშირად იძლევა უშვილობასაც. მთვარე დაზიანებულად ითვლება თუ კვადრატი, ოპოზიცია ან შეერთება აქვს ბოროტ პლანეტებთან: მარსთან, სატურნთან, ურანთან, ნეპტუნთან და პლუტონთან, თუმცა, გააჩნია დანარჩენ ასპექტებსაც. ჩასახვაზე ასევე პრობლემა ჩნდება როდესაც ბოროტი პლანეტა არის მე-4 სახლში, განსაკუთრებით კი თუ არის უნაყოფო ნიშანში და დაზიანებული. მაგალითად: მარსი მე-4 სახლში და ტყუპებში, ოპოზიიციით სატურნთან, ამ კომბინაციამ შესაძლებელია ჩასახვის პრობლემა წარმოშვას, თუ სხვა გამანეიტრალებელი ასპექტი არ აქვს, ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ მთვარის მდგომარეობასაც. თუ მთვარე უნაყოფო ნიშანშია და ჰარმონიული ასპექტები აქვს შესაძლებელია პრობლემა არ იყოს ნაყოფიერებასთან დაკავშირებით მაგალითად: მთვარე ქალწულში, ტრინით იუპიტერთან კუროში. იუპიტერის ნებისმიერი ასპექტი მთვარესთან მათ შორის დაძაბულიც პოზიტიურია ნაყოფიერების თემაში. ასევე პოზიტიური ვარიანტია როდესაც მთვარეს კეთილ პლანეტებთან აქვს ჰარმონიული ასპექტები ვენერასთან, მზესთან და იუპიტერთან. უნაყოფობა შესაძლებელია მოგვცეს ნაყოფიერმა მთვარემაც თუ დაძაბულ ასპექტაციაშია, მაგალითად: მთვარე მორიელში, შეერთებული სატურნთან, ოპოზიციაში პლუტონთან. თუ მე-4 სახლი ხელს არ უწყობს ამ კომბინაციამაც შესაძლებელია პრობლემა მოგვცეს ჩასახვასთან დაკავშირებით. თუ განაყოფიერება ხდება თუმცა, ორსულობის დროს ჩნდება პრობლემები ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ მე-5 სახლს. მუცლის მოშლას ხშირად გვაძლევს მე-5 სახლში მყოფი ბოროტი პლანეტები: მარსი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, განსაკუთრებით კი მარსი, ურანი და პლუტონი, თან თუ ამ ყველაფერთან ერთად სუსტი მთვარეა. ასევე ამ პლანებისგან დაზიანებული ნებისმიერი მე-5 სახლში მყოფი პლანეტა, თუ სხვა გამანეიტრალირებელი ასპექტი არ აქვს. თუ მე-4 და მე-5 სახლში პლანეტები არ გყავთ ყურადღება მიაქციეთ ამ სახლების მმართველები რა მდგომარეობაში არიან. მაგალითად: თუ მე-4 სახლის კუსპიდი არის ტყუპებში და მე-5 სახლის კუსპიდი არის კირჩხიბში დააკვირდით მერკურის და მთვარეს.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on vk

კომენტარები