ხშირად დამწყები ასტროლოგები, რომლებსაც წყვილის შეთავსების შესახებ აინტერესებთ ინფორმაცია პირდაპირ ადებენ ორ რუკას ერთმანეთზე ონლაინ საიტების მეშვეობით და იქვე კითხულობენ ინტერპრეტაციებს, რაც არასრულ ინფორმაციას იძლევა. რადგანაც, წყვილის შეთავსების პოტენციალის გასაგებად პირადაპირ ორი რუკის ერთმანეთზე დადება არასწორია, ეს მხოლოდ ბოლოს უნდა მოხდეს. თავდაპირველად წყვილის რუკები ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ, გავიგოთ რა მოლოდინები აქვთ ურთიერთობაში, რა ტიპის ურთიერთობები იზიდავთ და როგორ აკმაყოფილებენ ერთმანეთის პრიორიტეტებს. ასევე უნდა შევხედოთ როგორ ხდება ასპექტების, სტიქიების რეზონირება, შევადაროთ ფიგურები და ვნახოთ რამდენად ავსებს წყვილი ერთმანეთს. ჯგუფში არაერთხელ დაწერილა ინფორმაცია იმაზე, რომ ლიბიდო პლანეტები ქალის რუკაში, არის მზე და მარსი, კაცის რუკაში მთვარე და ვენერა, რომლებიც აღწერენ როგორი ტიპის პარტნიორები იზიდავს ადამიანს და როგორ ხედავს მის მომავალ ცოლს ან ქმარს. ასევე ვითვალისწინებთ მე-7 სახლსაც, მასში მოხვედრილ პლანეტებს ან ნიშანს. სანამ რუკების ერთმანეთზე დადება მოხდება წყვილის ჰოროსკოპში, უნდა შევადაროთ ერთმანეთს ლიბიდო პლანეტები და გავიგოთ რამდენად აკმაყოფილებენ ერთმანეთის მოთხოვნილებებს. მაგალითად კაცის ვენერა არის ვერძში, შეერთებული მერკურისთან, ასეთ კაცს მიიზიდავს: მოძრავი, აქტიური, ინიციატორი, ინტელექტუალური და ჭკვიანი ქალი. ამ დროს ვუყურებთ ქალის ვენერას, რამდენად აკმაყოფილებს ამ კაცის მოთხოვნილებებს. მაგალითად თუ ქალის ვენერა ამდროს იქნება ტყუპებში ტრიგონით მარსთან, მოხდება რეზონირება, ან თუ იქნება ცეცხლის ნიშანში ასპექტით მერკურისთან. თუ ქალის მარსი მოხვდება მაგალითად კუროში, ასპექტით სატურნთან, მიიზიდავს: მყარი, სტრუქტურირებული, მატერიაზე ორიენტირებული მამაკაცი, რომელიც საყრდენი იქნება მისთვის, და თუ ამდროს კაცის მარსია ტყუპებში ოპოზიციით ურანთან, რათქმაუნდა არ მოხდება ამ ქალის პრიორიტეტების დაკმაყოფილება და ურთიერთობაშიც პრობლემა წარმოიქმნება.