მზე ურანის ასპექტები

➡️მზე ურანის შეერთება.

დადებით გამოვლინებაში თუ შეერთება დაზიანებული არაა გვაძლევს თავისუფლებისდაუოკებელ სიყვარულს, დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილს, მეგობრულობას დააქტიურობას სოციუმში და თავის წრეში.

ასეთი ადამიანები კეთილები, პოზიტიურები და ჰუმანურები არიან, გამძაფრებულად აქვთსამართლიანობის განცდა, ამიტომაც ხშირად იცავენ ხალხის უფლებებს.

ორიგინალური და არასტანდარტული თვითგამოხატვის ფორმები აქვთ, უყვართ გიჟურად დაარაადეკვატურად მოქცევა, რის გამოც ხშირად იქცევენ ხალხის ყურადღებას. ხშირად გიჟიადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ რაც ძირითადად მოსწონთ.

შემოქმედებითი ადამიანები არიან, იდეალისტები, აქვთ კარგი ინტუიცია და საოცარიმაგნეტიზმი.

უყვართ სიახლეები, კარგად ერკვევიან ტექნიკაშიც, მოსწონთ ყველაფერი ახალი, ინოვაციურიდა გაუმჯობესებული. ხშირად ინტერესდებიან მეცნიერებით, ან ისეთი პროფესიებით, სადაცგანსხვავებული ვალდებულება აკისრიათ. ასევე ხშირად არიან ასტროლოგიაშიც, ასტროლოგისთვის მზე ურანის ნებისმიერი ასპექტი გადასარევია თუნდაც დაძაბული იყოს.

კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ მამასთან, ქალებს ქმრებთან, ხშირად მათითანამოაზრეები  არიან ან ერთი პროფესია ან ჰობი აქვთ.

უარყოფით გამოვლინებაში თუ შეერთება დაზიანებულია ვლინდება: ნერვოზულობა,  გაღიზიანებადობა, ფეთქებადობა, იდეებით შეპყრობა, ურჩობა და ნებისმიერი წესებისნგრევისკენ მიდრეკილება ასევე ექსტრემალური სიტუაციებისკენ მიდრეკილება, არაადეკვატურობა, რადიკალიზმი, საყვარელი ადამიანების მარტივად დაკარგვა დამოშორება.

ხშირად რთული და არასტანდარტული ურთიერთობა მამასთან, უკიდურეს შემთხვევაში მამისროლის არ ყოფნა ცხოვრებაში, ქალებთან არასტანდარტული კაცებისკენ მიდრეკილება, განქორწინებები და მრავალი ქორწინება.

➡️მზე ურანის ტრინი/სექსტილი.

ასეთ ადამიანებს უდიდესი მაგნეტიზმი აქვთ, გამოირჩევიან კარგი თვითრეალიზაციის უნარითრის გამოც მარტივად იპყრობენ ხალხის ყურადღებას.

საოცრად პოზიტიურები და ენთუზიაზმით სავსე ადამიანები არიან, და ადვილად შეუძლიათხალხის დადებით განწყობაზე დაყენება.

გამოირჩევიან ორიგინალურობით, ტაქტიანობით და სოციალური აქტიურობით, უყვართგაჭირვებული ადამიანების და არა მარტო ადამიანების დაცვა, რის გამოც ხშირად გვხვდებიანსხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში. კარგი ინტუიცია აქვთ, ხშირად ინტერესდებიანმისტიკური მოვლენებით, და ხშირად არიან ეზოთერულ სფეროებშიც, ყველაზე ხშირად კიასტროლოგიაში.

➡️მზე ურანის კვადრატი/ოპოზიცია.

ასეთ ადამიანები გამოირჩევიან არაპროგნოზირებადობით, იმპულსურობით, იდეურიშეპყრობილობით და ცვალებადობით.

ასეთი ადამიანის ბუნება რთულია. მოუთმენლები და არაადეკვატურები არიან, უყვართზედმეტი თავისუფლება ვერ იტანენ ვერანაირ წესებს და დოგმებს. ახასიათებთ რადიკალიზმირის გამოც წვრილმანებზეც კი ხშირად თავიდან იშორებენ მათთვის ძვირფას ხალხს, მიდრეკილება აქვთ ექსტრემალური სიტუაციებისკენ რაც კატასტროფების რისკს ზრდის. უკიდურესად ნეგატიურ გამოვლინებაში კი ადამიანი სტრესული და ნერვოზულია, წვრილმანებზე ფეთქდება, ეგოისტია და მხოლოდ საკუთარ იდეებზე ორიენტირებული, რითიცხშირად შეპყრიბილი ხდება, თუმცა იშვიათად ანხორციელებს, როცა მათ თავისუფლებასრაღაც ზღუდავთ ან ცხოვრების აზრს ვერ პოულობენ, ხშირად სუიციდური ფიქრებიც კი აქვთ.

რთული, ცივი და არასტანდარტული ურთიერთობა აქვთ მამასთან, ან სულ არ აქვთურთიერთობა.

ქალებთან ხშირია განქორწინებები და მრავალი ქორწინება.

ასპექტი კარგად მუშავდება ტექნიკით, მეცნიერებით, და კოსმოსთან შეხებით ანუასტრონომიით ან ასტროლოგიით.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ