რა არის სატურნის დაბრუნება და რატომ ეშინიათ მისი? როგორ შევამსუბუქოთ ნეგატიური ენერგიები ამ პერიოდში? ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კითხვების, რომელსაც ყველა ადამიანის სვამს, რომელიც შეისწავლის ასტროლოგიასსატურნის დაბრუნება ხდება იმ პერიოდში, როდესაც პლანტა უბრუნდება საწყის წერტილს ცაში, რომელიც ადამიანის დაბადებისას იყო. ბრუნვის სრულ ციკლს სატურნი ასრულებს დაახლოებით 29.5 წელში და მის პირველ დაბრუნებას, როგორც წესი ადამიანი ხვდება 28-30 წლის ასაკში. მეორე დაბრუნება ხდება დაახლოებით 57-60 წლის ასაკში ხოლო ზოგიერთი ადამიანი ახერხებს სატურნის მესამე დაბრუნებასაც შეხვდეს 85-88 წლის ასაკში.ეს ტრანზიტი როგორც წესი არის ძალიან დაძაბული პერიოდი და იმ სახლის თემები სადაც ეს ტრანზიტი მიმდინარეობს, შეიძლება საკმაოდ რთულად წარიმართოს. სატურნი გვაიძულებს გავხდეთ უფრო სერიოზულები და ჩამოყალიბებულები, თავიდან შევაფასოთ ჩვენი ვალდებულებები საკუთარი თავის და გარშემო მყოფების მიმართ და გაცნობიერებულად მოვემზადოთ ცხოვრების შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. თუ ჩვენ ნატალურ რუკაში სატურნს გააჩნია ჰარმონიული ასპექტები ეს ტრანზიტი მაინც გვაძლევს ბიძგს ცვლილებებისკენ და როგორც წესი ასეთ დროს სატურნის გამოვლინება საკმაოდ მსუბუქია. კეთილი სატურნი როგორც წესი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანმა უნდა იმეგობროს პლანეტასთან, გაითვალისწინოს მისი ენერგიები და ეს პერიოდი საკმაოდ მსუბუქად ჩაივლის მისთვის. თუ თქვენ არ ეწინაამღდეგებით სატურნის პერიოდს მაშინ ის მოგცემთ მიართულებას იმ სფეროში სადაც აზრი გააჩნია ადამიანის შემდგომ განვითარებას. იმ შემთხვევაში თუ წინაამღეგობას გავუწევთ, ეს ტრანზიტი გვაიძულებს უფრო მკაცრი მეთოდებით დავემორჩილოთ მას რაც ერთის მხრივ ამ პერიოდს ჩვენთვის საკმაოდ მძიმეს და დეპრესიულს გახდის.თუ საქმე გაქვთ ნატალურ რუკაში პრობლემურ სატურნთან, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საჭიროა სიამაყის გაშვება და საჭიროა ვიმუშავოთ თავჩაუხრელად სატუნის თემებთან. გვახსოვდეს, რომ სატუნს ძალიან მოსწონს სტრუქტურა და ორგანიზებულობა და როდესაც საკუთარ ცხოვრებას მოვარგებთ ახალ რეალობას, სატურნის ძლიერი და მკაცრი მეთვალყურეობა სუსტდება და ნელ ნელა იწყებთ კრიზისიდან გამარჯვებული გამოსვლას.სატურნის პირველი დაბრუნებისას ჩვენ ვიწყებთ ნამდვილ ზრდასრულ ცხოვრებას!
ეს შეიძლება გახდეს საკმაოდ უსიამოვნო გამოცდილება, რადგანაც ჩვენ ზურგს უკან ვტოვებთ ცხოვრების უდარდელ წლებს და ნაბიჯს ვდგავთ ზრდასრული ცხოვრებისკენ დიდი პასუხისმგებლობებით. ამავდროულად ჩვენ უნდა ვიყოთ შორმსჭვრეტელები, ცხოვრების იმ მიმართულებებში, რასაც ვირჩევთ და ამავდროულად შევძლოთ საკუთარი შინაგანი ბავშვის შენარჩუნება. ეს სტრესული პერიოდი მოითხოვს ვიპოვოთ ბალანსი ორ სამყაროს შორის: ახალგაზრობის სამყარო, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება და ზრდასრულობის სამყაროს შორის – რომელიც სავსეა შიშებით და შეუცნობლობით. ყველაფრის მიუხედავად ეს პროცესი საჭიროა ადამიანის პიროვნული ზრდისთვის და მისი გადალახვის საუკეთესო საშუალებაა არ შევეწინაამღეგოთ მას. რაც მალე ავითვისებთ ამ ზეაუცილებელ გაკვეთილს, მით უფრო სწრაფად მივიღებთ შედეგს, რაც ფუნდამენტს ჩაუყრის ჩვენი ცხოვრების მომავალ სამ ათწლეულს.სატურნის მეორე დაბრუნებისას, ადამიანს აიძულებს გადახედოს საკუთარი დამოკიდებულება ცხოვრების ღირებულებების მიმართ და საერთოდ ცხოვრების მიმართ ჯამში. სატურნი ბერძულიდან – „კრონოსი“, რაც ძალიან გავს, სიტყუა – „ქრონოს“, რაც ნიშნავს დროს და მართლაც ზრდა გვაძლევს აუცილებელ გაკვეთილს დავაფასოთ დრო და ცხოვრების წამიერება და აიძულებს ადამიანს გააცნობიეროს, რომ მისი ცხოვრება სრულდება და არ შეიძლება მისი უაზროდ გაფლანგვა.სატურნის დაბრუნების პერიოდში ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს თავად დროის დინება. სანამ ადამიანი ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელიც პროვოცირებულია სატურნით, დრო მიედინება საკმაოდ ნელა, წუთები გვეჩვენება საათებად და საათები გვეჩვენება დღეებად და როდესაც პრობლემებს გააჩნიათ ქრონიკული ხასიეთი და მისი გადაჭრა იწელება თვეობით და წლობით, ადამიანი იწყებს დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდნას.ცხადია ეს ტრანსფორმაციული პერიოდი არც ისე ადვილია ადამიანის ცხოვრებაში, როგორც წესი საჭიროა გადაწყობა, ზოგჯერ უარიც კი ვთქვათ ნივთებზე, რომლებიც მოგვწონს და წარმოადგენენ ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. ამ პერიოდის ხშირი სიმპტომებია: დეპრესია, თმების ცვენა ან ჭაღარების გაჩენა, ასევე პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამ მტკივნეულ პერიოდში ხშირად აქტიურდება ისეთი პასუხისმგებლობები, როგორიცაა: ვალები, კრედიტები, შეპირებები მათშორის საკუთარ თავთან მიმართებაში.რადგან სატურნი – ესაა პლანეტა, რომელიც დაკავშირებულია კარმასთან, ჩვენი წარსული ცხოვრებები ახდენენ დიდ გავლენას მოვლენეზე, რომელიც დაბრუნებისას ხდება. ადამიანს რომელსაც გააჩნია დადებითი კარმა, სატურნს ექნება დადებითი და ჰარმონიული ასპექტები და ეს ტრანზიტები ასეთი ადამიანისთვის ჩაივლის საკმაოდ მსუბუქათ, ყოველგვარი დეპრესიების და ნჯღრევის გარეშე. სხვა შემთხვევაში ადამიანის სატურნს ექნება ნეგატიური და დაძაბული ასპექტები რის გამოც ადამიანს იძულებულს გახდის დააბრუნოს ვალები (დიდწილად ფინანსური) და დეტალურად დაამუშაოს სატურნის საკითხები. ასეთ შემთხვევაში სატურნის დაბრუნება იქნება მძიმე, მაგრამ ამ პერიოდის გავლა უადოდ გახდის ადამიანს ბრძენს, რაც შექმნის საუკეთესო კარმულ ბალანსს შემდგომი ცხოვრებისთვის.