განქორწინების მაჩვენებლები რუკაში

?სანამ მაჩვენებლების ჩამოთვლაზე გადავალთ, გავიხსენოთ რომელი სახლები და პლანეტები აღწერენ ნატალურ რუკაში პარტნიორს, ან, უბრალოდ, ჩვენს მოლოდინებს პარტნიორისადმი. ✅

➡️ მე-7 სახლი აღწერს ისეთ ურთიერთობებს, სადაც გარკვეული სახის მოვალეობები გვაქვს დაკისრებული. შესაბამისად, მე-7 სახლის ურთიერთობებში, პირველ რიგში, შედის პარტნიორული ურთიერთობები, ისევე, როგორც სხვა სახის კავშირები. მე-7 სახლში მოხვედრილი პლანეტა, ან ნიშანი აღწერს რა სახის ურთიერთობები სჭირდება ადამიანს, ასევე მის პრიორიტეტებს პარტნიორისადმი. ასევე, აღწერს ადამიანის ქცევას ურთიერთობაში მაშინ, როდესაც პარტნიორი მის მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს ან ინერტულია. მე-7 სახლი, ანუ “დესცენდენტი”, ჩვენს რუკაში შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც პარტნიორის “ასცენდენტი”, ანუ თუ ადამიანს იუპიტერი ჰყავს მე-7 სახლში, გამოდის ეს იუპიტერი მის აღქმაში პარტნიორითვის პირველ სახლშია, შესაბამისად, ასეთ ადამიანს მოთხოვნილება ექნება მისი პარტნიორი იყოს ჭკვიანი, განათლებული, მხიარული და ავტორიტეტული.✅

➡️მე-7 სახლთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, ლიბიდო პლანეტებიც, ქალებისთვის მარსი და მზე, კაცებისთვის მთვარე და ვენერა. ქალის რუკაში მარსი აღწერს მის იდეალურ მამაკაცს, ანუ როგორი ხასიათის კაცები იზიდავს. ხოლო, მზე, ძირითადად, აღწერს უკვე
ქმარს. კაცის რუკაში ვენერა აღწერს მისთვის იდეალურ ქალს, ანუ როგორი ხასიათის ქალები იზიდავს. ხოლო, მთვარე აღწერს უშუალოდ ცოლს.✅

➡️ურთიერთობებში პრობლემებს იწვევს, როდესაც ლიბიდო პლანეტები და მე-7 სახლია დაზიანებული.
განქორწინებას და კავშირების გაწყვეტას, ყველაზე ხშირად, გვიჩვენებს ურანის ასპექტაცია (ტრინიც, თუმცა ნაკლებად მწვავედ მუშაობს) ლიბიდო პლანეტებთან, ან თუ ეხება მე-7 სახლს. მაგალითად კაცს ჰოროსკოპში თუ აქვს ვენერას შეერთება ურანთან, ან თუ ჰყავს ურანი მე-7 სახლში. ასევე, თუ დაძაბული ასპექტაცია აქვს მე-7 სახლის პლანეტასთან ან მე-7 სახლის მმართველთან. მაგალითად, მთვარე არის მე-7 სახლში, კვადრატით ურანთან, ან მე-7 სახლის კუსპიდი ზის ტყუპებში, მერკურის კი ოპოზიცია აქვს ურანთან. ასევე, გასათვალისწინებელია მე-7 სახლის კავშირები მე-11 სახლთან დგომითი, ან მმართველობითი კავშირით. ამ დროს, ადამიანი ურთიერთობაში არის იდეალისტური, სჭირდება მაღალი რომანტიზმი და მძაფრი შეგრძნებები. ხშირად ცდილობს გარდა უბრალო ურთიერთობისა, სხვა რამით დაამყაროს პარტნიორთან კავშირი. ამიტომაც ასეთ ადამიანს სჯობია ჰყავდეს პარტნიორი, რომელიც თავისი თანამოაზრე იქნება, ექნებათ საერთო იდეოლოგია, პროფესია, ან ჰობი, რადგან სწორად მოხდეს ურანის დატვირთვა.
განქორწინებისა და მრავალი ქორწინების მაჩვენებელია, ასევე, როდესაც, მე-7 სახლის კუსპიდი ზის მუტაბელურ ნიშნებში: ტყუპებში, მშვილდოსანში, თევზებსა და ქალწულში. ასევე, ერთ-ერთი მაჩვენებელია, როდესაც კარდინალურ ნიშნებშია: ვერძში, სასწორში, კირჩხიბსა და თხის რქაში. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ სტიქიებსაც, მიწა შედარებით მდგრადია რომელი ჯვრის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. ამ დროს, ასევე, უნდა მივაქციოთ ყურადღება, მმართველი პლანეტის დგომასა და ასპექტაციას. მაგალითად, მე-7 სახლი თუ არის მშვილდოსანში და იუპიტერი კუროში, ამისი ნიველირება მოხდება, რადგან კურო ფიქსირებული ნიშანია.
ასევე, განქორწინების მაჩვენებელია, როდესაც ქორწინების სიგნიფიკატორებს, (ანუ ლიბიდო პლანეტებს) და მე-7 სახლს აზიანებს იუპიტერი, მერკური და ნეპტუნი.
ასევე, პრობლემურია, როდესაც, მე-7 სახლის მმართველი პლანეტა სუსტ სტატუსშია, განდევნაში, ან დაცემაში. მაგალითად,თუ მე-7 სახლი არის კირჩხიბში, მთვარე კი თხის რქაში, ან მორიელში. ყურადღება ექცევა, ასევე, მზესთან შეერთებულ ლიბიდო პლანეტებს, ან მე-7 სახლის ელემენტს, რადგან დამწვრობაც პრობლემურია.
გარდა ამ ყველაფრისა, ასევე, ვაკვირდებით მარსის, სატურნისა და პლუტონის დაძაბულ ასპექტებს ლიბიდო პლანეტებთან და მე-7 სახლთან. ხშირად, განქორწინების მიზეზი ხდება სატურნიც, რადგან ადამიანს არასაკმარისი ემოციური გამოცდილება აქვს და ადამიანი ვერ იღებს ურთიერთობაში პასუხისმგებლობებს საკუთარ თავზე. ასე რომ, ჯობს თუ სატურნს დაძაბული ასპექტაცია აქვს ლიბიდო პლანეტებთან, ან მე-7 სახლის ელემენტთან, ქორწინება სატურნის ციკლის შემდეგ მოხდეს, ანუ 29 წლის შემდეგ.
მე-7 სახლთან ერთად, ასევე, ვუყურებთ პორველ სახლს, ანუ ასცენდენტს და მის კავშირებს მე-7 სახლთან, დაძაბული კავშირი კრიზისის მაჩვენებელია ურთიერთობაში.მაგალითად, თუ ადამიანს ასცენდენტი ჰყავს ლომში და დესცენდენტი მერწყულში და ამ დროს რუკაში მზისა და ურანის ოპოზიციაა. ასევე, ვუყურებთ ცალკე ასცენდენტსაც რა მდგომარეობაშია, რადგან, შესაძლებელია, თვითონ ადამიანში იყოს პრობლემა და არა პარტნიორებში.✅

უნდა გაითვალისწინოთ რომ აქ ერთი მაჩვენებელი არ არის საკმარისი თემის განსახოციელებლად და მთლიანი რუკის სინთეზი და რეალური პრობლემის გაგებაა საჭირო.

წარმატებები.??

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ