ასცენდენტი ტყუპებში
ასცედენტი ტყუპებში სხვა მაჩვენებლების მიუხედავად ადამიანს ანიჭებს ბრწყინვალე ინტელექტს, სწრაფ მეტყველებას და ზოგჯერ გადაჭარბებულ ინტერესს გარემოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ცოცხალი, მკვეთრი გონება, შესანიშნავი იუმორის გრძნობა, კომუნიკაბელურობა, სწრაფად ათვისება ინფორმაციის, ნიჭი ლიტერატურის სფეროში, კომერცია, დიპლომატია, მსახიობობა და უცხო ენები. მშვენივრად არიან რეალიზებულნი ბიზნესში, ხელოვნებაში, ჟურნალისტიკაში, პოპულარობა და აღიარება მოსალოდნელია პოლიტიკაშიც. თუ ადამიანი უგულებელყოფს სულიერ განვითარებას, მაშინ ის ხდება ზედმეტად ინტრუზიული კომუნიკაციაში: სვამს პირად კითხვებს, ჭორაობს და ამახინჯებს ინფორმაციას. მაღალი ერუდიციით, ეს არის შესანიშნავი თანამოსაუბრე, ინტელექტუალი, ფლობს საინტერესო ინფორმაციას ნებისმიერ თემაზე. საუბარი მსუბუქი და სასიამოვნოა მათთან. ამ ასცედენტის ამოცნობა ადვილია გარეგნობისა და ქცევის დამახასიათებელი ნიშნებით: სიმაღლე, სიგამხდრე, წაგრძელებული კიდურები, თხელი ტუჩები და წარბები. სხეული მუდამ მოძრაობაშია, უყვარს პოზიციის შეცვლა, თუნდაც ჯდომისას, ჰაეროვანი სიარული. მას შეუძლია რამდენიმე საქმე ერთად გააკეთოს, ეს განსაკუთრებით ჩანს კომუნიკაციაში მაგალითისთვის თუ საუბარში 5 ადამიანია ჩართული ის პასუხობს ერთდროულად ყველას, ოსტატურად გადადის თემიდან თემაზე და ამავდროულად მოისმენს ყველა ოპონენტის პასუხს. ეს ადამიანი უკიდურესად ცნობისმოყვარეა. განვითარების მაღალ დონეზე, ეს თვისება არის მისი მამოძრაველებელი, ისწავლოს და გააფართოვოს ჰორიზონტები. ეს არის სტუდენტი და მასწავლებელი ერთდროულად. რაღაც ახალს როცა სწავლობს სიამოვნებით უზიარებს სხვა ადამიანებს. ინფორმირებულობის დაბალ დონეზე კი ამ ადამიანის ძირითადი გონებრივი საკვები ხდება ჭორები.