რელოკაცია

გადასახლების — რელოკაციის — ჰოროსკოპი;

აგება და ინტერპრეტაციის საფუძვლები

სიტყვა „რელოკაცია“ ინგლისურად ნიშნავს გადაადგილებას. რელოკაციის ჰოროსკოპი — relocation chart — იგება ადამიანის დაბადების მომენტზე, მაგრამ სხვა გეოგრაფიული კოორდინატებისათვის. როდესაც იწყობა რელოკაციის რუკა, ჩვენ ვიღებთ ადამანის დაბადების საათს, მაგრამ გადაყვანილს გრინვიჩის დროზე (GMT), და ასევე ახალი დასახლებული პუნქტის გრძედსა და განედს. რელოკაციის რუკა გვიჩვენებს იმას, თუ როგორ იცვლება ადამიანის ჰოროსკოპის აქცენტები გადასახლებისას. თუ თქვენ მოკლე მანძილზე გადასახლდით, ცვლილებები რთული შესამჩნევი იქნება. მაგრამ შორ მანძილზე გადაადგილებები უფრო მნიშვნელოვნად იმოქმედებენ თქვენზე. სხვა ქალაქში თუ ქვეყანაში გადასახლებისას თქვენ სხვა გეოგრაფიულ კოორდინატებში აღმოჩნდებით. რელოკაციისას პლანეტების კონფიგურაცია არ იცვლება, და ადამიანის ძირითადი პიროვნული თვისებები რჩება იგივე, მაგრამ სახლები და შესაბამისად ცხოვრების გარემოებები იცვლება.

თუ თქვენ დაბადების ადგილიდან დასავლეთისაკენ გადაადგილდებით, მაშინ ასცენდენტი, MC და სახლების დანარჩენი კუსპიდები გადაადგილდებიან საათის ისრის, ანუ ზოდიაქოს გრადუსების შემცირების მიმართულებით. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დასავლეთში მოგზაურობა იძლევა გაახალგაზრდავების შეგრძნებას. აღმოსავლეთისკენ გადაადგილება იწვევს ასცედენტისა და სახლების ყველა კუსპიდების საათის ისრის საწინააღმდეგოდ, ანუ ზოდიაქალური გრადუსების ზრდის მიმართულებით მოძრაობას. ამ მარტივი წესის დამახსოვრებით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად უნდა გადაადგილდეთ ამა თუ იმ მიმართულებით თქვენი პირადი მიზნის მისაღწევად.

რადიქსი და რელოკაცია

არ არის საჭირო რელოკაციის რუკის აბსოლუტიზაცია და ფიქრი, რომ სხვა ადგილზე გადასვლისთანავე ნათალური რუკა კარგავს მნიშვნელობას და მოქმედებას იწყებს რელოკაციის რუკა. რელოკაცია არ უნდა გავიხილოთ „ძირეული“, ნათალური რუკის გარეშე, ვინაიდან სწორედ რადიქსშია ნაჩვენები ის ძირითადი ამოცანები, რომელთა გადაჭრაც მოგვიწევს ჩვენ ცხოვრებაში. გადასახლება არ აუქმებს ამ ამოცანებს, ის მხოლოდ ცვლის აქცენტებს, უფრო ცხადს ხდის იმას, რაც ადრე იყო დაფარული, ან პირიქით – აქრობს ზოგიერთ სირთულეს, რომელიც ვლინდება დაბადების ადგილის მიხედვით აგებულ ჰოროსკოპში. საითაც არ უნდა გადაგვისროლოს ბედმა, ნათალური რუკა აგრძელებს მოქმედებას, და ის ყოველთვის ძევს ყველა სხვა რუკის ინტერპრეტაციის საფუძველში და გვეხმარება მათ სწორ გაგებაში. დაბადებისას ჩვენთვის მოცემული პოტენციალი არ იცვლება, უბრალოდ სხვადასხვანაირად ვლინდება დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში.

როდის იწყებს მოქმედებას რუკა ახალი ადგილისათვის? სხვანაირად რომ ვიკითხოთ, რამდენი ხანი უნდა ვიცხოვროთ ახალ ადგილას, რომ რელოკაციის მოქმედება შევიგრძნოთ? რელოკაცია მაშინვე ავლენს თავს, თუმცა მისი მახასიათებელი თვისებების ერთი ნაწილის მოქმედება მალევე ხდება შესამჩნევი (მაგალითად, თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ გარშემო მყოფი ადამიანების დამოკიდებულება თქვენს მიმართ შეიცვალა), ხოლო სხვა ასპექტებს გამოვლინებისათვის სჭირდებათ დრო. ასე მაგალითად, პროფესია ერთ დღეში ვერ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული ინტერესები შესაძლოა არსებითად შეიცვალოს ახალ ადგილზე.

რელოკაციის რუკა არა მხოლოდ თავის თავადაა მნიშვნელოვანი. ისევე როგორც რადიქსი, ის რეაგირებს ტრანზიტებზე, პროგრესიებზე და პროგნოზირების სხვა მეთოდებზე. სინასტრიაშიც უნდა იქნეს გათვალისწინებული სახლების კუსპიდები რელოკაციის დროს. ზოგჯერ ტრანზიტები და პროგრესიები რელოკაციის რუკის მიხედვით უკეთესად აღწერენ მიმდინარე სიტუაციას, ვიდრე მხოლოდ ნათალური რუკის გამოყენებისას.

ტყუილად არ არის, რომ სოლარულ რუკას აგებენ იმ ადგილისათვის, სადაც იმყოფება ადამიანი.

შეიძლება ითქვას, რომ რელოკაციის რუკა გვიჩვენებს მოვლენებს და სიტუაციებს ისეთად, როგორსაც ადამიანი თვითონ აღიქვამს მოცემულ მომენტში და დედამიწის მოცემულ ადგილზე, ხოლო ნათალური რუკა გვეხმარება გავიგოთ მიმდინარე მოვლენის არსი მთელი ცხოვრების თვალთახედვიდან.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ