ასცენდენტი კუროში
პირველი შთაბეჭდილებით ადამიანი საკმაოდ, მშვიდი, ჰარმონიული, სასიამოვნო და გაწონასწორებული ჩანს, იცის რა სურს და თანდათან იკვალავს გზას დასახული მიზნისკენ.
ისინი ჰყოფენ სამყაროს, ადამიანებს და მოვლენებს, როგორც საკუთარს და როგორც სხვისას. ამ ნიშნის ქალებიც და მამაკაცებიც რბილად და ხელმისაწვდომად გამოიყურებიან, მაგრამ შეუძლებელია აიძულოთ გააკეთონ ის, რაც არ სურთ – საქმე შესაძლოა კონფლიქტის გარეშე, მაგრამ ხანგრძლივი წინააღმდეგობით წარიმართოს. დადებითი თვისებები: გარეგნული ხიბლი, საიმედობა, ერთგულება, სილამაზის დაფასებისა და შექმნის უნარი, კომფორტის და ჰარმონიის შექმნა თავის გარშემო. უარყოფითი თვისებები: სიჯიუტე, მატერიალიზმი, სიხარბე, სიზარმაცე, სიამოვნებებზე დამოკიდებულება.
ხასიათი მშვიდია, ქცევა ოდნავ ნელი. არ ჩქარობს დავალებების შესრულებას, იცის, რომ მონდომების და შეუპოვრობის წყალობით მიზანს მაინც მიაღწევს. პატივს სცემს ოჯახურ ფასეულობებს და ტოვებს კეთილგანწყობილი უბრალო ადამიანის შთაბეჭდილებას.
ფიქსირებული ღერძია, ამიტომ არის მისწრაფება სტაბილური ურთიერთობებისკენ. მიდრეკილება აქვს შემდეგი სფეროებისადმი: ეკონომიკა, ფინანსები, ხელოვნება, სილამაზის სფერო. აქტივობას ფინანსურ სექტორში ის გამოავლენს თავის საუკეთესო თვისებებით: შრომისმოყვარეობა, თანამოსაუბრის მოხიბვლის უნარი, რაც კარგია პირდაპირი გაყიდვების, მოლაპარაკებების, სილამაზის ინდუსტრიისა და სასტუმრო ბიზნესის სფეროში. ასევე საკუთარ თავს გამოხატავენ ხელსაქმის, დიზაინის, მებაღეობის, ხატვის საშუალებით.