Categories
ასტროლოგია პლანეტები

ცეცხლოვანი მთვარე ნიშნებში – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

მთვარე
( ნაწყვეტი წიგნის მასალიდან)

ცეცხლოვანი მთვარე გამოირჩევა განსაკუთრებული სიკაშკაშითა და გაზვიადებით. ასეთი მთვარის მფლობელის რეაქციები, როგორც წესი, არის ჩქარი და დემონსტრაციული. ცეცხლოვან რეაქციებში არის რაღაც თეატრალური და გამომწვევი. აქ მთვარე ცდილობს დაემსგავსოს მზეს. ამ მიზეზით ასეთ ადამიანებს აქვთ პრეტენზია ობიექტურობაზე – თვლიან, რომ მათი რეალობის ხედვა არის ობიექტური. განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააჩნიათ პრეტენზია ჭეშმარიტებაზე და მზად არიან დაიცვან თავიანთი პოზიცია. თავიანთი ემოციური რეაქციებით ცდილობენ მოიცვან და ჩაატიოს საკუთარ თავებში მთელი სამყარო. ცეცხლოვან მთვარეს არ ესმის, რომ თითეულ ჩვენგანს ძალუძს შეიმეცნოს რეალობის,მხოლოდ პატარა ნაწილი. ამ მიზეზით ცეცხლოვანი მთვარის ადამიანები აქტიურად რეაგირებენ სხვის პრობლემებზე და ხშირად ერევიან იმ საქმეში, რომელიც მათ არ ეხებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – აქტიური ზრუნვა, რომელიც შეიძლება გახდეს საკმაოდ მოსაბეზრებელი. ეს არის უმთავრესი დამახინჯებები, რომელიც მოაქვს ცეცხლოვან მთარეს.

მთავარი კომპლექსი (დანარჩენი კომპლექსების პირველწყარო), რომელიც შეიძლება ჩამოაყალიბოს ცეცხლოვანმა მთვარემ, არის არასრულყოფილების კომპლექსი. როგორც წესი, ჩვენი ფსიქოლოგიური განწყობები ეყრდნობა შინაგან მოტივაციებს, რომელიც წარმოადგენენ ჩამოყალიბებულ კომპლექსებს ან არქეტიპულ სახეებს. ამ მიზეზით ჩვენი თავისებურებანი ეყრდნობა ზოგად მოტივებს. შესაბამისად, თუ ადამიანი თვლის, რომ ყოველთვის მართალია, იგი ცდილობს ყველა ხერხით დაიმკვიდროს ცენტრალური ადგილი; აქვს განდიდების მანია, ძალიან ამბიციურია. ყოველივე ამის ფესვები არასრულყოფილების კომპლქსშია. ცეცხლოვანი მთვარისთვის ეს მთელი ცხოვრბის თემაა. შესაძლებელია არასრულყოფილების კომპლექსი გამოვლინდეს, როგორც შინაგანი და გარეგნული აგრესიით, ისე ისტერიული რაქციებით (არაადეკვატური და დემონსტრაციული).



მთვარე ვერძში

აქ არასრულყოფილების ტენდენცია ვლინდება ეჭვებში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნება საზოგადოებისა თუ პარტნიორებისათვის. აქედან შეიძლება იყოს გაუბედაობა ურთიერთობებში, პარტნიორების იდეალიზაცია, რისი მეორე მხარეა აგრესია და პროვოკაციები, როგორც პარტნიორის, ისე საზოგადოების მიმართ. ანუ პროვოკაციები დაყრდნობილი ნეგატიურ გამოვლინებასთან და საზოგადოების ნეგატიურ რეაქციებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთვარე ირეკლავს იმას, რაც მოაქვს მასთან მზეს, რომელიც შიძლება ნებისმიერ ნიშანში იყოს. ყველა შემთხვევაში აქ ვხედავთ დამახინჯებას და საკუთარი თავის დაურწმუნებლობის ჩამოყალიბებას. ადამიანები მთვარით ვერძში ხშირდ არიან გაუბედავები, უჭირთ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ არა ნორმალურ გამოვლინებაზე, არამედ კომპლექსებზე, რომელიც შიგნიდან აწუხებს ადამიანს და აიძულებს იფიქროს საკუთრ არასრულყოფილებაზე (რატომ შეუძლია სხვას და მე არა?), პერიოდულად ასეთი ადამიანი ძალიან გაბედულად, მე ვიტყოდი, ეგზალტირებულად გამოდის აუდიტორიის წინაშე. იგივე პარტნიორთან – ის გაუბედევია ურთიერთობებში ან ყოყმანობს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. როცა მისი განცდები აღწევენ კულმინაციას, ის შეიძლება გახდეს ძალიან აგრესიული პარტნიორის მიმართ, ან იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელზეც წინასწარ იცის, რომ არასწორია და გაიტანს თავის პოზიციას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანი ითვისებს სამყაროს საკუთარი თვითგამოვლინებით. და ეს არის მომენტი, რომელიც ყველაზე მტკივნეულია მისი ფსიქიკისთვის.

თუ თქვენ ხედავთ, რომ ადამიანი ზედმეტად დემონსტრაციულია, ზედმეტი დაჟინებით და მოწოლით გთავაზობთ თავის დახმარებას – შესაძლებელია, რომ აქ იყოს ჩამოყალიბებული კომპლექსი.

ასეთ ადამიანს არ შეუძლია დამარცხების მიღება. თუ მას დაუმტკიცებ კამათში, რომ არ არის მართალი, ის იტანჯება მანამ, საბამ არ დაავიწყდება, ანუ არ განდევნის არაცნობიერში (ეს არის ცუდი ვარიანტი) ან არ დაუმტკიცებს საკუთარ თავს და სხვას, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამ შემთხვევაში ხდება პრობლემის კომპენსაცია.

მაგალითი. ქალი, მზე თხისრქაში, მთვარე ვერძში. მთვარე დიდი ჯვრის მონაწილეა, ძალიან მძიმე ასპექტებით. აქ შესაძლებელია ვივარაუდოთ ზემოთაღნიშნული კომპლექსი, ვინაიდან მთვარის კვადრატები მზესთან და იუპიტერთან მატებენ ადანიანს საკუთარი თავით უკმაყოფილობასა და ამბიციურობას.
რადგან მთვარე აირეკლავს იმას, რაც მოაქვს მზეს (მზე თხისრქაშია) – ადამიანს აქვს შემდეგი განცდა – ვინ ვარ მე? – ნოლი! რას მივაღწიე ცხოვრებაში? არადა სამყარო მისთვის იერარქიული სტრუქრურაა, და მას გააჩნია ჰიპერტროფირებული სურვილი (მზე-იუპიტერი) დაიკავოს მაღალი საფეხური. შესაბამისად, ეს ადამიანი ასეთი განცდების შედეგად მიდის არამართებულ რისკებზე მანამ, სანამ არ ჩააყენებენ იძულებით სიტუაციაში.
პირველი შეხედვით ეს ადამიანი უნდა იყოს ძალიან აქტიური პარტნიორულ ურთიერთობებში. გარეგნულად მართლა ასე ჩანს – სადაც არ უნდა მივიდეს, მისი საქციელი იმდენად აქტიურია და დემონსტრაციული, რომ დიალოგის თემა შეგიძლიათ დაივიწყოთ – იგი მონოლოგის რეჟიმშია. მაგრამ, აბსოლუტურად გაუბედავი ადამიანია პირად ურთიერთობებში. პრაქტიკულად, პირველი ნეგატიური გამოცდილების შემდეგ (ვის სჭირდები? რას გევხარ? და ასე შემდეგ), ასეც ვერ შეძლო ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც აეგო პირადი ურთიერთობები – ყოველთვის ეძებნება მიზეზსა და გამართლებას, რატომ არ აგებს ურთიერთობებს.


მთვარე ლომში

აქ არასრულყოფილების კომპლექსის გამოვლინების ტენდენცია გამოიხატება განცდაში, რომ ადამიანი ვერ შეძლებს თავისი შინაგანი სამყაროს და ჭეშმარიტი შინაგანი სიმდიდრის გამოვლინებას. აქ მთვარე მზის მართვის ქვეშაა და ცდილობს მოახდინოს ამ ბრწყინვალე ნიშნის ყველა ღირსების დემონსტრირება. ადამიანი გაუცნობიერებლად ორიენტირებულია თავის შინაგან სამყაროზე, უსაზღვო, ლამაზსა და სრულყოფილზე (როგორც თვითონ ეჩვენება) და სურს ეს სრულყოფილება ხელმისაწვდომი გახდეს ყველასათვის – ნახეთ რა კარგი ვარ, შეუძლებელია, არ გიყვარდეთ, მე ისეთი შინაგანი სამყარო მაქვს, დაზარალდები თუ არ გამეცნობი მე. ადამიანს ეშინია, რომ ადეკვატურად ვერ გამოხატავს თავის შინაგან სამყაროს, განიცდის, რომ ადამიანები არ შეიყვარებენ მას ჭეშმარიტად. აქედან ჩნდება ეჭვი, რომ ყველას არ სჯერა მისი ბრწყინვალებისა და კეთილშობილების. მაშინ ადამიანი ცდილობს ნებისმიერი ხერხით მოიზიდოს პუბლიკა. აქედან მოდის ხშირად რისკიანი საქციელი, ზოჯერ უგუნური ქმედებები, განსაკუთრებით რომანტიულ სფეროში.

ეს ადამიანები ხშირად ღირსნი არიან ყურადღებისა, ვინაიდან ძალიან არტისტულები არიან ( მსახიობებთან მთვარე-ლომი ჩვეილებრივი მოვლენაა). სხვაზე უკეთ შეუძლიათ მოვლენების დრამატიზირება. და თუ კარგად დავაკვირდებით ამ ამბიციურ და არტისტულ ნიშანს, შევამჩვნევთ, რომ მას ესაჭიროება თანაგრძნობა, უნდა, რომ ყველას გულწრფელად უყვარდეს. მართალია, ზოგჯერ ძნელია მათი თანადგომა, ვინაიდან ნეგატიურ გამოვლინებაში ეს არის უკიდურესი ავანტიურიზმი, შოკისმომგვრელი საქციელი.ეპოტირება პუბლიკისა, მანერულობა, აინტერესებთ მხოლოდ ის სიტუაციაები, სადაც ცენტრალური იქნება მათი პერსონა. თუ საერთო საქმეა გასაკეთებელი, არასოდეს დაეთანხმებიან მეორე ადგილს მიუხედავად იმისა, რეალურად შეუძლიათ პირველობა თუ არა (ამ შემთხვევაში მათი ნდობა არ შეიძლება), უყვარს ბრძანებლობა, ემოციური შეუკავებლობა, ფხუკიანობა, გადაჭარბებული მიმდობლობა, უსამართლო დასკვნები, ამბიციები, ჰონორი, ქედმაღლობა, ეგოიზმი, ღალატი, დემონსტრაციული საქციელი. ეს თვისებები მოდის არასრულყოფილების კომპლექსის გამო, რომელიც ყალიბდება როცა მთვარის ასპექტაცია უწყობს ხელს.

მაგალითი. ერთ-ერთი მძიმე დაზიანებად მთვარის ითვლება სავსემთვერობა ღერძძე მერწყული-ლომი, როცა მზე მერწყულშია და მთვარე ლომში. თუ ამ სავსე მთვარობაზე მოდის დაბნელება – სიტუაცია კიდე უფრო რთულდება. მზე მერწყულში – ადამიანი ხედავს სამყაროს, როგორც თანამოაზრეების ერთობლიობას, როგორც იდეების ველს. ვიტალური ძალა აქ დაბალია, ასევე ასეთ მზეს არ გააჩნიაის თვისებები, რომელიც სჭირდება ლიდერს,რადგან ეს მზის ყველაზე სუსტი პოზიციაა. ბუნებრივი ლიდერი ის ვერ იქნება, ლიდერობის მოთხოვნილება კი (მთვერე ლომში) ექნება ძალიან მაღალი. ასეთი ადამიანი მთელი ცხოვრება უმტკიცებს სამყაროს და საკუთარ თავს თავის განსაკუთრებულობას. გული და სული ერთმანეთის ოპოზიციაშია, ღვთაებრივი და პიროვნული საწყისი. თუ თამაშობს ლიდერის როლს (დგას მთვარეზე) – ზიანდება მისი ჯამრთელობა, იდეების სფერო, კარგავს თანამოაზრეებს, და ზიანდება სხვა მისთვის მნიშვნელოვანი თემები. თუ დგება მზის პოზიციაზე – თანამშრომლობს, თანასწორ ადამიანებთან ურთიერთობს ან თანამოაზრეების წრეშია – მომენტალურად უჩნდება პირველობის სურვილი და შესაბამისად იქცევა.
თუ ამ ოპოზიციაში ერთვება მესამე პლანეტა, ანუ შენდება მაჟორული სამკუთხედი – მაშინ ადამიანს აქვს შანსი დაარბილოს სიტუაცია და დროთა განმავლობაში გააცნობიეროს თავის მდგომარეობა, თუ არა, ძალიან არაპროდუქტიული იქნება.


მთვარე მშვილდოსანში

მშვილდოსნის მთვარის არასრულყოფილების ტენდენცია ვითარდება და ვლინდება ავადმყოფური ეჭვებით თემაზე: სწორია თუ არა მისი საკუთარი წარმოდგენები და მსოფმხედველობა. ხშირად არასრულყოფილების კომპლექსი ვლინდება იმაში, რომ ადამიანი თვლის, რომ ის არასაკმარისად არის აღიარებული სხვა ადამიანების და საზოგადოების მიერ. მაგრამ თუ ჩავხედავთ ამ ამბიციურ ნიშანს უფრო სიღმისეულად, მივხვდებით, რომ მისი ეჭვები დაკავშირებულია არა აღიარებასთან, არამედ საკუთარი ცოდნის, განათლებისა და მსოფმხედველობის რაოდენობასთან, მოცულობასთან, საკუთარი ავტორიტეტის დამსახურებულობასთან. ეს უკვე კომპლექსია. და თუ ისე მოხდა, რომ ეს განიდევნა არაცნობიერში (ადამიანი ვერ აცნობიერებს ამას), ის გაუცნობიერებელის სფეროდან ის აცდუნებს და პროვოცირებს მას. ადამიანი ითხოვს პატივისცემას, განსაკუთრებულ ადგილს და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. საკუთარი შეუმდგარობის შიში ბადებს ამიციურობას, რომელიც საფუძველს არის მოკლებული და განდიდების მანიას. მაგრამ, თუ კომპლექსი ჯერ არ ჩამოყალიბდა, თუ შფოთვა საკუთარ ავტორიტეტზე ჯერ ცნობიერშია, ადამიანი ცდილობს მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, გამოცდილება. ის ისწავლის და მიიღებს ცოდნას, რომ ასწავლოს სხვას.

პიროვნებისთვის აქტუალურ სფეროში პირველმა ნეგატიურმა გამოცდილებამ (ავტორიტეტის არ აღიარება, უფრო მცოდნე ოპონენტთან შეხვედრა) შეიძლება გამოიწვიოს შოკი და ძლიერი განცდა. თუ ადამიანს არ გააჩნია მექანიზმები ამდაგვარი პრობლემების ასიმილიაციისა, შეიძლება ჩამოყალიბდეს კომპლექსი, რომელიც დროთა განმავლობაში იქნება განდევნილი არაცნობიერში და შემდგომში იქნება გამოვლინებული, როგორც უტრირებული პატივმოყვარეობა, ამბიციურობა და პრეტენზიულობა. თუ ადამიანდა მოახერხა ამ განცდის კომპენსაცია, ის გააგრძელებს სწავლას.

მშვილდოსნის მთვარეს ხშირად ავიწყდება, რომ არსებობს არა მარტო სოციალური, ასაკობრივი და სულიერი, არამედ ცოდნის იერარქიაც.

ამდენად, პოზიტიურ ვარიანტში მთვარე მშვილდოსანში მიიღებს რაც შეიძლება მეტ ცოდნას, იმისთვის რომ გახდეს მაგალითი სხვებისთვის, გახდეს პირველი. მშვილდოსნის მთვარე ძალიანაა ორიენტირებული სოციუმზე.

ცეცხლის სხვა ნიშნებთან შედარებით ის უფრო ადვილად ერევა კომპენსაციის პრობლემებს, ვინაიდან აქ მთვარე იუპიტერის მართვის ქვეშაა. იუპიტერი კი ეკუთვნის კომპენსატორული ჯგუფის პლანეტებს. ამიტომ, თუ ნატალურ რუკაში იუპიტერი შესაბამის მდგომარეობაშია, როგორც წესი ნეგატიური კომპლექსის ჩამოყალიბება არ ხდება.

თუ სიუჯეტე განვითარდა ნეგატიურად, ნატალურ რუკაში არ არის კომპენსატორული მექანიზმები, მაშინ ამპარტავნება, გამომწვევი საქციელი, და ყველაზე ცუდი – მასზე დამოკიდებული ადამიანების დამცირება.


ის, რასთანაც შეგუება ადამიანს არ შეუძლია განიდევნება არაცნობიერში და ამ საფუძველზე იზრდება კომპლექსები. ცეცხლოვანი მთვარეების პატრონები განდევნიან ნებისმიერ პიროვნულ წარუმატელობას, და ის პრაქტიკულად არ შეიძლება იყოს გაცნობიერებული. თუ ცეცხლოვანმა მთვარემ გააცნობიერა თავისი დამარცხება – ეს კატასტროფის ტოლფასია. შესაძლებელია, რომ ასეთმა ადამიანმა აღიაროს დამარცხება (თუ დანარჩენი ჰოროსკოპი უწყობს ხელს ამაში), მაგრამ ეს იქნება სერიოზული განცდა. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია დამარცხების გაცნობიერება მოვიდეს გარედან (ოპონენტების სახით, განსაკუთრებულად მძიმეა საჯარო დამარცხება), და ადამიანი ტყდება. შესაძლებელია ფსიქიური კონტუზია.

ლია ბარათაშვილი
ასტროსკოლა-ასტროლოგოსი

Categories
ასტრო-გაკვეთილები

სტიქიები – ცეცხლი და მიწა


თუ გავაერთიანებთ ნიშნებს 4 ჯგუფად სამ- სამ ნიშანს თითოეულში(ყოველი მე-4),მივიღებთ ერთი სტიქიის ან ტრიპლიციტეტის ნიშნებს. ვინაიდან ყოველი ეს ჯგუფი მიეკუთვნება ერთ სტიქიას, მასში გაერთიანებულ ნიშნებს, უნდა ჰქონდეთ რაღაც საერთო თვისებები, რომლებიც ახასიათებენ ამა თუ იმ სტიქიას, მაგრამ აქვთ განსხვავებები, რადგან მიეკუთვნებიან სხვადასხვა ჯვრებს და კვადრანტებს.
ჩვენ არ უნდა ავურიოთ სტიქიების სახელები მათ ფიზიკურ შინაარსთან. მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიისათვის ჩვენ მივმართავთ ფიზიკურ სტიქიებს, ჩვენს შემთხვევაში ცეცხლი არ არის მწველი ალი, მიწა – გრანიტის ლოდი, ჰაერი– ჟანგბადის და აზოტის ნარევი, წყალი – ოკეანეს ან ჭიქის შიგთავსი.

სტიქიები- ეს არის სიმბოლური აღნიშვნა რაღაცის რეალიზაციის ხარისხის: მოქცევის ხარისხის, აზროვნების ხარისხის, ემოციების ხარისხის, ფსიქიკის ხარისხის.
კონკრეტული ნიშნის სტიქია გვიჩვენებს ცნობიერების გარკვეულ ნაირსახეობას, და ასევე ტემპერამენტს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანში წარმოდგენილია ოთხივე სტიქია, და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ამა თუ იმ სტიქიის სიჭარბეზე ან ნაკლებობაზე, ანუ ამა თუ იმ თვისების სიჭარბეზე.
ტრადიციულად სტიქიები არის მამაკაცური და ქალური. ეს მცნება შეესაბამება ჩინურში – ინი და იანის მცნებას. ნებისმიერ პროცესში, ნებისმიერ არსებაში არის ორი საწყისი: კაცური, აქტიური, მოძრავი, მიმართული ცენტრიდან გარეთ, ექსპანსიური და ქალური- პასიური, აღქმითი, მიმართული გარედან ცენტრში.ბუნებაში ყოველი პროცესი ორგვაროვანია:შესუნთქვა-ამოსუნთქვა,ზამთარი-ზაფხული, დღე-ღამე.

ამ ორი საწყისის ურთიერთქმედება- აქტიურის და პასიურის- ბადებს თვით სიცოცხლეს.
აქტიური ცდილობს შეცვალოს, პასიური ცდილობს შეინარჩუნოს. და აქ ჩნდება მოძრაობა აქტიურიდან პასიურისაკენ, ცხელიდან ცივისაკენ (მაგ. ცხელი ჰაერი).მაგრამ ერთი არასოდეს არ გადადის მთლიანად მეორეში, შეერთებისას კი გვაძლევენ იმას, რასაც ჩინურ ფილოსოფიაში ეწოდება –დენ. დენ არის იმის სიმბოლო, რომ სამყაროში ერთის მხრივ ყველაფერი პოლარულია, მაგრამ ეს ნახევრები ქმნიან ერთ განუყოფელ მთლიანობას.
თუ ადამიანი ახდენს რაღაც ცვლილებას თავისი საკუთარი ინიციატივით, ეს არის აქტიურობის აქტი. ამიტომ, აქტიურობა გულისხმობს ნებისმიერ ქმედებას, რომლის მამოძრავებელი საწყისი სუბიექტის შიგნითაა.
თუ მისი ქმედება არის რეაქცია გარეთა ცვლილებებზე, მაშინ ეს არის პასიურობის აქტი, ვინაიდან პასიურობის ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ შენარჩუნების და სტაბილიზაციის მიდრეკილებას.მამოძრავებელი საწყისი სუბიექტის გარეთ.
ადამიანში არის ორივე საწყისი და ამიტომ გარე მაყურებლისათვის საკითხი მისი აქტიურობის ან პასიურობის შესახებ არ არის მარტივი.
უნდა კარგად გავიგოთ განსხვავება ჯვრებს და სტიქიებს შორის. თუ ჯვარი არის პროცესის ფაზა, სტიქია არის მდგომარეობა, ან შიგთავსი ამ პროცესის. და ეს შიგთავსი უნდა იყოს შენარჩუნებული, მაშინ როცა ჯვარი აძლევს პროცესს განვითარებას.

ცეცხლი
ცეცხლი არის სიმბოლო აქტიურობის სხვადასხვა გამოვლინებებში. ცეცხლი-კაშკაშა, სპონტანური, აქტიური,მიმართული.
ცეცხლის ენერგია მიეკუთვნება მანათობელ, ექსპანსიურ უნივერსალურ ენერგიას, რომლის ნათების საშუალებით ამ სამყაროს ეძლევა ფერი.
ზოდიაქოს ცეცხლის ნიშნები გამოხატავენ მაცოცხლებელ, გამომსხივებელ, აღმგზნებ სასიცოცხლო პრინციპებს.
საკვანძო სიტყვები იმ ადამიანებისათვის , ვისაც გამოკვეთილი აქვთ ცეცხლი – სუფთა თვითკმარობაა.
იუნგი თვლის ამ სტიქიას ფსიქიური ენერგიის დინამიურ ცენტრად. იმ ენერგიად, რომელიც მოედინება სპონტანურად თვითმამოტივირებელი სახით.
ძირითადი თვისება იმ ადამიანების , რომლებსაც ცეცხლის სიჭარბე აქვთ არის აქტიურობა გარეგნული და შინაგანი, აგრესიულობა ცხოვრებისეული სივრცის მოპოვებაში. მათ სჭირდებათ აქტიური ქმედება, რეალიზაცია. ამიტომ ცეცხლის ყველაზე მკვეთრი გამოხატვა არის ქმედება. ცეცხლი კაცური სტიქიაა, ის არ აღიქვამს გარე ზემოქმედებას, ის ცდილობს თვითონ მოახდინოს ზემოქმედება გარე სამყაროზე. ამ ადამიანებს აქვთ უნარი იმოქმედონ საკუთარი ინიციატივით. მათ ესაჭიროებათ საკუთარი თვითგამოვლინებისათვის ბუნებრივი თავისუფლება და, როგორც წესი, იქმნიან ასეთ გარემოს თავისის დაჟინებული მოთხოვნით. მათ გააჩნიათ საკუთარი თავის რწმენა, ენთუზიაზმი, დაუსრულებელი შინაგანი ძალა.
მთელი სამყარო- თვითრეალიზაციის ველია.ცეცხლი თავისი ნატურით არის მთლიანი, გაორება მისთვის ძალიან ძნელია, ვინაიდან ის საქმე , რასაც ცეცხლი აკეთებს, იკავებს მას მთლიანად, მის აზრებს, ცნობიერებას.ის მიმწოლია, აზარტული, უყვარს მიმართულების დასახვა, ადვილად ერთვება მუშაობაში, და მუშაობს მანამდე, სანამ გააჩნია ენერგია. ენერგია კი ცეცხლს აქვს ბევრი.
ცეცხლი შეიძლება იყოს უხეში, მეომრული, გაღიზიანებადი. ვერ იტანს როცა მას ხელმძღვანელობენ, დამოუკიდებელია.
აზროვნებს აბსტრაქტული სახეებით, ითვისებს ძალიან ჩქარა, ცდილობს დაიჭიროს ცენტრალური იდეა.
ესე იგი , ცეცხლის ნიშნები დაკავშირებულია აქტიურობასთან,ნებასთან, ენერგიასთან, ქმედებასთან.მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ცეცხლის სამი ნიშანი მიეკუთვნება სხვადასხვა ჯვრებს. სამივე ნიშანი ქმნის ახალ რეალობას, არ იყურება უკან, გარდაქმნიან სამყაროს. მათი ფსიქოლოგიური ენერგია გამოხატულია, როგორც შთაგონება და შემოქმედებითი აღმაფრენა. ადამიანი ალდება რაღაც იდეით (ვერძი), იწვის (ლომი) და ავრცელებს მას (მშვილდოსანი). ვერძი (კარდინალური)- ენერგიის წყაროა, ცეცხლი, რომელიც არსაიდან ჩნდება; ლომი (ფიქსირებული)- კონტროლირებადი ენერგიაა, ვერძში დაწყებული წვის პროცესის გაგრძელებაა: ეს ენერგია გამოყენებადია, ჩართულია რთულ ტექნოლოგიურ პროცესში იმ მიზნით, რომ გარდაქმნას ცეცხლის ენერგია სხვა სახის ენერგიებში. მშვილდოსანი (მუტაბელური)-ეს არის ცეცხლი, რომელიც ყველა მიმართულებით ვრცელდება. ეს მინელებული ცეცხლია.
როგორი ექსპანსიური და დამოუკიდებელი არ უნდა იყოს ცეცხლი, მას ესაჭიროება კვება. საუკეთესო კვება ცეცხლისთვის არის ჰაერი და მიწა. წყალი კი საწინააღმდეგოდ მოქმედებს: აქრობს, პარალიზებას ახდენს მისი ნებისა და აღმაფრენის.
მაგრამ არ გააკეთოთ დასკვნა, რომ ადამიანების თავსებადობაზე ვსაუბრობ. რუქის თავსებადობა-არათავსებადობა სულ სხვა პრინციპზეა აგებული და არის საკმარისი ვიცოდეთ ცეხლხლია ადამიანი თუ წყალი.

მიწა

ცეცხლის მერე მოდის მიწის ნიშნები- კურო (ფიქსირებული), ქალწული (მუტაბელური) და თხისრქა (კარდინალური). მიწა- ქალური სტიქიაა.
ცეცხლი ქმნის ახალ ფორმებს, მაგრამ სიმყარეს და მდგრადობას ამ ფორმებს აძლევს მიწა. ისევე როგორც ცეცხლი, მიწაც დარწმუნებულია საკუთარ თავში და მას გააჩნია შინაგანი ძალა. მაგრამ ეს ძალა ეყრდნობა არა მიღწევის პროცესს, არამედ თვით მიღწევებს, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, გამოცდილებას. მისთვის ფასეულია ყველაფერი მატერიალური და ძალიან სკეპტიკურად უყურებს ყველაფერს, რაც არ არის ჯერ ჩამოყალიბებული, შემოწმებული. ეს პრაგმატული სტიქიაა. ის, სანამ ხელს მოკიდებს რამეს, უნდა დარწმუნდეს, რომ ამაში პრაქტიკული აზრი დევს. ეს სტიქია უზრუნველყოფს გამძლეობას, საიმედოობას და მუდმივობას.
და შემთხვევითი არ არის, რომ სტიქია მიწა იწყება ფიქსირებული კუროდან, რომელის აფიქსირებს ფორმას. ეს არის კეთილდღეობის დაგროვების და გამრავლების ნიშანი, მისი მოწოდებაა- გაამყაროს ვერძის მიღწევები. ისევე როგორც ვერძი, კურო აღიარებს მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას და საკუთარ მიღწევებს.
მუტაბელური ქალწული ფორმას გარდაქმნის. თავის სამუშაოსთვის ქალწული იყენებს სხვის გამოცდილებას და სხვის მიღწევებს, რომელსაც აანალიზებს, ადარებს, ეძებს შეცდომებს და ისეთ ამოხსნებს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას მუშაობაში.
კარდინალური თხისრქა, წინა ნიშნების მიღწევების საფუძველზე, ამტკიცებს ფორმას. ამ ფორმამ გაიარა უკვე ყველა საჭირო სტადია და უკვე შესაძლებელია დამოუკიდებლად იარსებოს. თხისრქა იყენებს მხოლოდ დროში კარგად შემოწმებულ ფორმებს, ის დიდი სკეპტიკოსი და ტრადიციონალისტია. მართალია, თხისრქა, როგორც კარდინალური ნაშანი, ზოგჯერ რევოლუციონერად ჩანს, მაგრამ მისი რევოლუციური იდეები ყოველთვის ეყრდნობა ბევრი ადამიანის გამოცდილებას.
მიწის ნიშნების შემდეგ მოდის ჰაერის ნიშნები- ტყუპები (მუტაბელური), სასწორი (კარდინალური) და მერწყული (ფიქსირებული).
ჰაერი- კაცური სტიქია. სასიცოცხლო ენერგია დაკავშირებული სუნთქვასთან, იმასთან, რასაც ეძახიან პარნას. ჰაერი ცდილობს შეავსოს მთელი სივრცე. მისი თვისებებია სიმსუბუქე, მოძრაობა. ჰაერისთვის არ არსებობს დაბრკოლება, ის ცდილობს დაიკავოს ყველა ვერტიკალური დონე, ის მრავალგანზომილებიანია, მრავალფენოვანია.
ჰაერის მთავარი გამოვლინება- ურთიერთობაა. ჰაერი- მენტალური, რაციონალირი სტიქიაა. ვინაიდან ჰაერის ნიშნები – კაცური ნიშნებია, ისინი ისევე, როგორც ცეცხლის ნიშნები, დამოუკიდებელნი და დინამიურები არიან, გამოხატული ინტერესით გარემოს მიმართ. მაგრამ განსხვავებით ცეცხლისგან, არ გარდაქმნიან სამყაროს. ისევე როგორც ცეცხლის ნიშნებს, მათ აინტერესებთ იდეების სამყარო, მაგრამ არა გამოყენების მიზნით, არამედ გაცნობის, სწავლის და გავრცელების მიზნით.
ჰაერის ადამიანებს გააჩნიათ სინთეზის გასაოცარი ნიჭი- მათ შეუძლიათ შეაერთონ აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებები, ისეთი, რაც პრაქტიკულად არ ერთდება. ჰაერს შეუძლია გაერიდოს ყოველდღიურ განცდებს, მიუდგეს ყველაფერს რაციონალურად, გადაერთოს ერთი საქმიდან მეორეზე, იფიქროს რამდენიმე მიმართულებით. და ეს თვისებები ვლინდება სიცოცხლის ყველა სფეროში: აზროვნებაში, ურთიერთობებში, ქმედებაში.
ჰაერის ადამიანებს არ უყვართ ერთფეროვანი საქმიანობა. მათთვის სამყარო არის ურთიერთობის ველი, მაგრამ ამ ველში ვერ იტანენ იერარქიას.
ყველა სტიქიებთან შედარებით, ჰაერის ადამიანები ყველაზე სოციალური და რაციონალურები არიან იმ გაგებით, რომ მათ ყველაზე ობიექტურად შეუძლიათ შეაფასონ სხვა ადამიანების აზრები, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან მათ თუ არა. მათ უნდათ მიიღონ მონაწილეობა ყველაფერში, რაც გარშემო ხდება. ხშირად მათ აფასებენ როგორც არასანდო ადამიანებს, ვინაიდან მათთვის მთავარია მენტალური მონაწილეობა, ემოციურ კავშირებში კი ცუდად ერთვებიან.
ჰაერის სტიქიის პირველი ნიშანი მიეკუთვნება იმ ჯვარს, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს არის თავის ხასიათით- მუტაბელურ ტყუპებს. ეს ნიშანი უზრუნველყოფს კუროში მიღწეული კეთილდღეობის საზღვრებს გარეთ გასვლას, მას აინტერესებს სხვა შესაძლებელი პრაქტიკული მიღწევებიც. როგორც მუტაბელურ ნიშანს, მას არ გააჩნია მიმართულება, მას აინტერესებს ყველაფერი! და ყველაფრისგან ცდილობს მიიღოს პრაქტიკული სარგებელი.
კარდინალური სასწორი ამტკიცებს ურთიერთქმედების იდეებს. ისევე, როგორს ყველა კარდინალური ნიშანი, ის დარწმუნებულია საკუთარ თავში, თავის ცოდნაში და ცდილობს დაუმტკიცოს გარემოს, რომ საჭიროა ამ ცოდნიდან გამომდინარე ნორმების დაცვა.
ფიქსირებული მერწყული ნებისმიერ იდეას კარგად უფიქრდება. ისევე როგორც ჰაერის სხვა ნიშნებს, მას მოძრავი აზროვნება და ინტერესების ფართო სფერო გააჩნია, მაგრამ მას შეუძლია დაინახოს სამყაროს ელემენტების მჭიდრო კავშირი: ვინაიდან ის ფიქსირებული, აუჩქარებელი ნიშანია, მას გააჩნია განჭვრეტობა.
მერწყულის როლი მდგომარეობს იმაში, რომ დაინახოს სიცოცხლის სტრუქტურა და დინამიკა- ეს არის ფიქსირებული ჯვრის მუშაობა ჰაერის სტიქიის კონტექსტში. მერწყულის მიერ მოპოვებული ცოდნა გამოყენებული იქნება ზოდიაქოს ახალ ციკლში – ვერძში.

ლია ბარათაშვილი
ასტროსკოლაასტროლოგოსი

Categories
ასტრო-გაკვეთილები

გავრცელებული შეცდომები (ნაწ-4)

ეხლა ვნახოთ რა პრობლემები შეიძლება შექმნან სტიქიებმა. თუ ჯვარი – დინამიკაში სულის განვითარებაა, სტიქია- ეს ამ დინამიკის ფორმაა. ფორმა კი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. ზოგ სიტუაციაში აუცილებელია აქტიური ჩარევა, ზოგში უნდა იმოქმედო რბილად და ფრთხილად. თუ ადამიანს ეს არ ესმის – იწყება პრობლემები (ფაქტიურად ვსაუბრობ ჰიპერფუნქციაზე):

ცეცხლის ნიშნების აქტიურობა ხდება დამანგრეველი თავის სიმტკიცეში და შეურიგებლობაში. და იმის მაგივრად, რომ ახალი ფორმები შექმნან, გარშემო ყველაფერს ანგრევენ და წვავენ. და რა უნდა ააშენო ნახანძრალზე? მასალა დაიწვა მთლიანად.

მიწის ნიშნები დაჟინებას მიყავს სიჯიუტემდე და სიხისტემდე. მათი თავდაჯერებულობა გარშემომყოფებში უსუსურობის გრძნობას იწვევს, თითქოსდა საქმე უსულო მანქანასთან ჰქონდეთ. ასეთ ადამიანს ატოვებენ, მასთან რჩებიან მხოლოდ ისინი, ვისაც საკუთარი აზრი არ აქვს. ეს კი აფერხებს ადამიანის განვითარებას.

ჰაერის ნიშნებმა უნდა იზრუნონ საკუთარი აზრებისა და იდეების ხორცშესხმაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცარიელი, ნედლი, დაუმუშავებელი დარჩება. ხოლო დასვენება თავგადასავლების უმიზნო ძებნად, როგორც საკუთარი, ისე ახლობელი ადამიანების ცხოვრებისა და რესურსების ფლანგვად იქცევა.

წყლის ნიშნები თუ ჩათვლიან, რომ ცხოვრებაში მთავარია გრძნობა, რომელიც ნებისმიერი ხერხით უნდა მოიპოვო, ძალიან მალე გრძნობები ხდება უფერული, გადაიქცევა ჭაობად, რომელიც დაახჩობს ნებისმიერს, თვით სიცოცხლეს. დადებითი ემოციების მაგივრად ადამიანს შეუძლია განიცადოს მხოლოდ ეჭვიანობის, სიხარბის, შურისძიების და ცბიერობის ნეგატიური ემოციები.

დასკვნა:
რა თქმა უნდა, იმისთვის რომ კარგად გავიგოთ თითოეული ნიშნის ხასიათი, მხოლოდ ჯვრების და სტიქიების გაცნობა არ არის საკმარისი. მაგრამ აუცილებელია. სტიქიები და ჯვრები გვაძლევენ პირველად და საკმაოდ ვრცელ წარმოდგენას ნიშანზე. ეხლა, რომ კარგად გავიგოთ თითოეული ნიშანი უნდა გავეცნოთ პლანეტების ფუნქციებს. პლანეტები და ნიშნები გარკვეულ კავშირში არიან ერთმანეთთან. და ეს კავშირები გვაძლევენ საშუალებას შევისწავლოთ ნიშანი უფრო ღრმად.

ლია ბარათაშვილი
ასტროსკოლა-ასტროლოგოსი

Categories
ასტრო-გაკვეთილები

გავრცელებული შეცდომები (ნაწ-1)

იმის გამო, რომ ადამიანის აზროვნება ასოციაციურია, ხშირად ჩვენ ვურევთ სხვადასხვა წარმოშობის ცნებებს და ვავრცელებთ რაღაცას, უკვე კარგად ნაცნობს უცნობზე, მაგრამ მსგავსზე. ამიტომ აღწერებში ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, რომელიმე ელემენტს ვანიჭებთ სხვა ელემენტის თვისებებს, მსგავსს, მაგრამ მაინც განსხვავებულს, ზოგჯერ ძალიან განსხვავებულს მნიშვნელოვან დეტალებში.

ცეცხლის სტიქია
მაგალითად, ერთ სახელმძღვანელოში ასე იყო აღწერილი ცეცხლის სტიქია: “სხვა ადამიანებისგან სწავლა არ უყვართ და ცდილობენ ყველაფერში თვითონ გაერკვნენ“. ასეთი დახასიათება კარგია ვერძისა და ლომისთვის, მაგრამ აბსოლუტურად არ უხდება მუტაბელურ მშვილდოსანს. რა თქმა უნდა, ცეცხლის ნიშნები ძალიან დამოუკიდებელნი არიან, მაგრამ მუტაბელური ჯვრის ბუნება მიმართავს მშვილდოსნის ინტერესებს სხვისი იდეებისაკენ და მიღწევებისაკენ. სხვა წიგნებში კი მშვილდოსანი აღწერილია, როგორც ძალიან ცნობისმოყვარე ნიშანი, რომელსაც უყვარს სწავლა და პატივს სცემს ავტორიტეტებს. რა თქმა უნდა ასეთმა განსხვავებულმა ინფორმაციამ შესაძლებელია ძალიან დაგვაბნიოს.
შემდგომ: „როდესაც ცეცხლი ხვდება სერიოზულ დაბრკოლებას, ის ცდილობს ერთი გაბედული ნახტომით გადალახოს ის…ცეცხლი ვერ საზღრავს თავის ძალებს გრძელ დისტანციებზე“. აქ ადვილად გამოვიცნობთ კარდინალური ჯვრის დახასიათებას დადებულს ცეცხლის ბუნებაზე. აქედან გამომდინარეობს, რომ ეს ვერძის დახასიათებაა. მაგრამ ფიქსირებული ლომი, ჯვრის ბუნებიდან გამომდინარე, უდრეკი და ჯინიანია. მიმართულია ზუსტად გრძელ დისტანციებზე, ყოველთვის ახსოვს თავის მიზანი, დაბრკოლებას კი შეუძლია გააბრაზოს ლომი, მაგრამ ვერ გააჩერებს მას.

წყლის სტიქია
ვკითხულობთ წყალზე: „…ისინი განსხვავდებიან გრძნობების მუდმივობით“. მაგრამ რა ვუყოთ მუტაბელურ თევზების ნიშანს: თუ ის იქნება მუდმივი თავის გრძნობებში, ვერ გაუმკლავდება თავის მთავარ ამოცანას – შეაფასოს, განიხილოს სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები და გრძნობების დონეზე თავის თავში გაატაროს. თევზები ეკუთვნის ყველას და არავის კონკრეტულად, და ამიტომ საუბარი გრძნობების მუდმივიბა-არამუდმივობაზე აქ უადგილოა.
შემდგომ: „მიწის ნიშნები ნელა ითვისებენ ახალს…“ და მაშინ ქალწული, რომელსაც ხშირად შერლოკ ჰოლმს ადარებენ? თხისრქასაც ვერ დაარქმევ კონსერვატორს: ეს „კონსერვატორები“ მართავენ წარმოებას და ხშირად ნოვატორების როლში გამოდიან. აქ აშკარად კუროს აღწერაა.

ასევე ნიშნების აღწერაში გვხვდება შეცდომები:

კირჩხიბი ხშირად წარმოგვიდგება, როგორც დაუცველი, და აქედან აკეთებენ დასკვნას, რომ ჩაკეტილი ნიშანია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აქტიური ნიშანია, თუმცა მართლაც დაუცველი. რა თქმა უნდა, როგორც წყლის ნიშანი, ის ძალიან ემოციური და დაუცველი, და დროებით შეუძლია ჩაიკეტოს თავის თავში, რომ ნაიარევი მოირჩინოს, მაგრამ მხოლოდ დროებით, ვინაიდან მისი ჩაკეტილობა შეუშლის ხელს თავისი როლის (მოთხოვნილების) შესრულებაში- გაამტკიცოს და დაიცვას პრინციპები და მოთხოვნილებები თავისი და თავის საზოგადოების. და ვინც ფიქრობს, რომ ადვილია კირჩხიბის მოშორება- აწყენინებ და მორჩა, მიიღებს მოულოდნელ შედეგს: კირჩხიბის ნიშანი ორმაგი ძალით დაიცავს თავის მოთხოვნილებებს.

ქალწულის სწორი დახასიათება დიდ იშვიათობაა. როგორც წესი ქალწულის მთავარ თვისება ითვლება მისი შრომისმოყვარეობა, შემსრულებლობა, კიდევ საუბრობენ მის პედანტიზმზე და მეწვრილმანეობაზე. შრომისმოყვარეობა- ფიქსირებული და არა მუტაბელური ჯვრის თვისებაა. რა თქმა უნდა, მიწის ნიშნები მართლია შრომისმოყვარეები არიან, მაგრამ ქალწული მათში ყველაზე ნაკლებად, ვინაიდან მუტაბელური ნიშანია. როგორც ჩანს, ასტროლოგებზე ასეთ შთაბეჭდილებას იმიტომ ტოვებს, რომ მუტაბელურ ჯვარს აქვს თვისება სწრაფად, დამოუკიდებლად და კარგად გაერკვეს ნებისმიერ საქმეში იმისთვის, რომ ეს საქმე ხარისხიანად იყოს შესრულებული. მაგრამ ეს ნიშანი სულ არ ცდილობს გათიშვამდე მუშაობას- ეს მისი როლი არ არის, ეს ფიქსირებული ნიშნების როლია; ქალწულს მეტ სიამოვნებას ანიჭებს საქმეში გარკვევის პროცესი, ვიდრე მონოტონური მუშაობა. დიახ, ქალწული შრომისმოყვარეა, მაგრამ მხოლოდ იმ სფეროებში, რაც დაკავშირებულია ღრმა ანალიზთან, დანარჩენ შემთხვევებში ეს კარგად დაფარული ხალტურაა. კარგი შენიღბვა- მუტაბელური ჯვრის საქმეა. პედანტიზმი და მეწვრილმანეობა ასევე არ არის ქალწული თვისებები. ქალწულის უყვას ბუზღუნი და უყვარს მსჯელობა. ეტყობა ასტროლოგები ამას შეჰყავს შეცდომაში. პედანტიზმი- უფრო თხისრქის თვისებაა. ქალწულის როლი- მიზეზების და შედეგების ცნობაშია. დავუშვათ, თქვენ ხშირად აგვიანებთ სამსახურში – ქალწული, თავის როლის შესრულების კონტექსტში, სიამოვნებით მოგახსენებთ რა შედეგები გამოიწვია თქვენმა დაგვიანებებმა და კიდევ იმდენ წვრილმანს მოგახსენებთ- მოგეჩვენებათ, რომ სამყარო აყირავდა. მადრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ თვითონ ქალწული ამ წვრილმანებში იქნება აკურატული. მან უბრალოდ იცის იმდენი, რომ არჩევა შეუძლია კონკრეტულად რაში უნდა იყოს აკურატული დროის ამ მომენტში. უფრო სწორად- მას ესმის რომელი მოვლენისთვის რა არის საჭირო, ამასთან თვითონ ძალიან ადვილად იცვლის თავის აზრს, ვინაიდან მუტაბელურია: „უნდა იფიქრო და არა ჯარისკაცი იყო“- მისი დევიზია.

ლია ბარათაშვილი
ასტროსკოლა-ასტროლოგოსი