Categories
ბიოენერგეტიკა ეზოთერია

ენერგეტიკული დილემა (ქალი და მამაკაცი)

მამაკაცებს და ქალებს ერთმანეთში მხოლოდ ენერგეტიკა უყვართ.

არსებობს ორი სახის ენერგია – ინ (ქალური) და იან (მამაკაცური). ამასთან ქალები ძირითადად იან ენერგიით იბადებიან, რათა საკუთარ თავში განავითარონ ქალური საწყისი: სექსუალურობა, სინაზე, მომხიბლელობა, პატიების უნარი , მატერიალურობა და სიყვარული. მამაკაცები კი ძირითადად ინ ენერგიით იბადებიან, რათა მათ საკუთარ თავში განვითარონ მამაკაცური თვისებები: ვაჟკაცობა, სიმშვიდე, თავდაჯერებულობა, იუმორის გრძნობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, დამოუკიდებელი ქმედება , ჩანაფიქრის რეალიზება, პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება, საკუთარი თავის და სხვების პატივისცემა. თუ ჩვენ ვიწყებთ ამ თვისებების განვითარებას, მაშინ ჩვენ მათ ვარავლებთ და ვაბევრებთ მუდმივად, რაც არ ინებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ ენერგეტიკას დაბადებიან მივიღებდით, როგორც ბუნებრივ მოცემულობას ანუ ქალი ვერ განავითარებდა საკუთარ თავში ქალურობას, ხოლო მამაკაცი მამაკაცურობას.


როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის არ შეიძლება საკუთარი ენერგიაზე ზეწოლა და მისი დათრგუნვა. ცხოვრებისეული მისია სწორედ ამ ენერგეტიკულ დილემაშია, რომ ქალი უნდა დარჩეს იანური (მამაკაცური) და ამასთან გაზარდოს თავისი ქალურბა, მომხიბვლელობა და სესქუალობა, ხოლო მამაკაცი უნდა დარჩეს ინური (ქალური) და ამასთან გააძლიეროს კაცურობა, სიმშვიდე და თავდაჯერებულობა.


როგორც კი ჩვენ ვწყვიტავთ საკუთარ თავზე ამ მიმართულებით მუშაობას, მაშინვე იწყება არეულობა:
კაცები ხდებიან სუსტები, ინერტულები, მოუთბენლები, ზარმაცები, ისტერიულები, შურისმაძიებლები და ვერ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. სისხლში ტესტოსტერონი ეცემა, სპერმატოზოიდების აქტივობა სუსტდება, საბოლოოდ ადამინმა ჩამოყალიბებულად არ იცის რა უნდა და მიზანი არააქვს.
ქალები პირიქით, ხდებიან აქტიურები, რთავენ აგრესიას, იწყებენ მოქმედებას, იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და მიდიან წინ, მიზნისკენ. ტესტოსტერონი მათ სისხლში იწვევს ორსულობის ბლოკირებას და რთავს თვითგანადგურების ენერგეტიკულ პროგრამას. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ქალი ნატიფ დონეებზე იწყებს მამაკაცების უარყოფას და მათზე ზეწოლას (ამასთან ქალები ისედაც უფრო ძლიერები არიან ენერგეტიკულად), ის ხდება მარტოხელა, აგრესიული, ხშირად დეპრესიულიც. იმ შემთხევევაშიც კი თუ ქალი წარმატებულია ბიზნესში და სოციუმში, მას მაინც არააქვს პირადი ცხოვრება და ბედნიერება (ან უბრალოდ ილუზიურია ეს ყველაფერი).


ქალს აქვს თვისება „გამოავლინოს“ მამაკაცი. თუ ამ სიტუაციას შევადარებთ საბრძოლ მოქმედებას, გამოვა რომ ქალი ეს არის – უკანა ხაზი, ხოლო მამაკაცი – წინა ხაზი. ქალს აქვს იარაღის მარაგი, ტყვია-წამალი, საკვები და მედიკამენტები, მამაკაცი კი ამ შემთვევაში უბრალოდ ჯარისკაცია, რომელსაც ქალის ყველა ეს რესურსი სჭირდება, რათა მიაღწიოს მიზანს. კაცი ვერასოდეს გახდება „მეომარი“ ქალის ენერგეტიკული რესურსის გარეშე.
გამოდის, რომ მამაკაცის შევსება ხდება ქალის სექსუალური ენერგიით. კაცებს სექსუალური ენერგიის დონე ყოველთვის იმდენი უნდაქონდეთ, როგორც ქალებს, რადგან მან შეძლოს მისი სრული რეალიზება.

როცა ქალის სექსუალური ენერგია მეტია თავისი მამაკაცის სექსუალურ ენერგიაზე, ეს არის პირველი მიზეზი მამაკაცის ეჭვინობისა, როგორი შემდგარიც არ უნდა იყოს ის. ეჭიანობის დროს კი ქალის ქვეცნობიერი იწყებს ძალინ ნატიფ დონეზე სხვა მამაკაცების ფორმირებას, რომლებიც იქნებიან მისი თაყვანისმცელები, მოუვლიან, აჩუქებენ ყვავილებს და ექნებათ თანასწორი ურთიერთობა. ეს იმიტომ ხდება, რომ ქალი ინტუიციურად გრძნობს საკუთარ თავში ენერგიის ნაწილს, რომლის რეალიზება ვერ ხდება ამ მამაკაცთან და რომელიც ძალინ სახიფათოა მისი ჯამრთელობისთვის ფიზიკურ დონეზე, ასევე ეს ხელს უშლის ქალს იყოს ბედნიერი და მდიდარი. ეს ყველაფერი ხდება ქვეცნობიერ დონეზე.
ამიტომ საჭიროა ქალიც და მამაკაცით ვიტარდებოდნენ ერთდროულად, ერთი ტემპით და აუცილებელია საერთო ინტერესები.

მომაზადა: Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”
(გამოყენებულია ალექსანდ პალიენკოს სემინარების მასალა)

Categories
ეზოთერია

ემოციები და მათი მართვა

როდის ვმართავთ ემოციებს და როდის გვმართავენ ემოციები ჩვენ. ადამიანის ორგანიზმს შეისწავლიან მეცნიერები, ბიოლოგები, ქიმიკოსები და ა. შ. . თუმცა, საბოლოოდ, ჯერ კიდევ ვერ ამოვხსენით ჩვენი თავის საიდუმლოები, შეიძლება იმიტომაც, რომ ჩვენი ტვინი და ცნობიერება არაა ამისთვის მზად და არცაა შექმნილი იმისთვის – თავის შექმნა გაიხსენოს. თუმცა შეიძლება, ერთ მშვენიერ დღესაც, რომელიმე საუკუნეში, რომელიმე რიგითმა ადამიანმა, რომელიმე კანის ფერით, რომელიმე სქესით, რომელიმე მსოფლმხედველობით, რომელიმე პროფესიით, რომელიმე სახლში, რომელიმე საწოლში გაიღვიძოს, გაახილოს თვალი და სამყარო ერთიანად შეიცნოს, გაახსენდეს – სად იყო დაბადებამდე და დროის მიღმა გააცნობიეროს, როგორ შეიქმნა ადამიანი. შეიძლება დაესიზმროს და შეიძლება არც დაესიზმროს და ძილბურიდან გაღვიძებამდე ჯადოსნურ მდგომარეობაში აეხილოს თვალები ყოველივეზე. მოკლედ, რადგან ახლა ამას ვფიქრობ, ეს სადღაც ერთხელ აუცილებლად მოხდება. თუმცა მანამდე, სანამ ჩვენ აქ ჩვენს თავებში გარკვევას ვცდილობთ, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ემოციების მართვასთან დაკავშირებით: ემოცია ენერგიაა, რომელიც გამოვლინდება ადამიანის მიერ და ამას გრძნობს სხვა ადამიანი, გრძნობს წყალი, გრძნობს ყვავილი. ჩვენი ენერგია ცვლის გარემოს. მაგრამ ჩვენ რამდენად ვიცვლებით რომელიმე ემოციის გამოვლენის ან არ გამოვლენის შემთხვევაში?
როდესაც ჩვენში გაჩენილ ემოციას არ გამოვხატავთ და ვიტოვებთ, ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. როდესაც გარკვეულ სიტუაციაში ვბრაზდებით და სხვა ავტორიტეტების შიშის გამო, საპასუხო რეაქციის შიშის გამო არ ვავლენთ ამ სიბრაზეს, ეს ენერგია რაც უკვე შექმნილია, რჩება ჩვენს ენერგეტიკულ სხეულში და ხდება ენერგეტიკული მოწამვლა. როდესაც ვიღაც გვიყვარს და ჩვენში არსებულ სიყვარულს არ ვავლენთ, ასევე ხდება – მოწამვლა. არაფერი იკარგება, ყველაფერი ჩვენში რჩება, ათი წლის წინათ მიღებული სტრესი, წყენა ისევ ჩვენშია და ჯანმრთელობას გვიზიანებს. აზიანებს ჯერ ენერგეტიკულ სხეულს და შემდეგ გადადის ფიზიკურ სხეულზე. ნეგატიური ემოციის დაგროვება და წლობით ტარება გარდაიქმნება ფიზიკურ ავადმყოფობებად. ჩვენმა უმარვლესობამ ეს ყველაფერი არ ვიცით, რადგან არც სკოლაში უწავლებიათ, არც ჩვენმა მშობლებმა იცოდნენ და არც მედიასაშუალებებით ხდება მსგავსი ცოდნების გავრცელდება. თუმცა, ინტერნეტის ეპოქაში, დაინტერესებულ ადამიანს ყველაფერი შეუძლია გაიგოს. არიან ადამიანები ვინც ფიზიკურ ავადმყოფობებს კურნავენ არაფიზიკური ჩარევით. თუმცა სანამ რაიმე სერიოზული დაგვემართება, იმდენად სერიოზული, რომ მკურნალი დაგვჭირდეს, ჩვენ თავადც შეგვიძლია ჩვენი თავის განკურნება დავიწყოთ. დავიწყოთ ჩვენივე ემოციებზე დაკვირვება, რას განვიცდით, ამ განცდის დროს შეგვიძლია დავაკვირდეთ ემოციას და პროცესებს, თუ მთლიანად ვეფლობით ემოციაში. როდესაც სხვა ადამიანი თავის ენერგიას გვიზარებს, ის ჩვენს მდგაომრეობას ცვლის.
ამ ყველაფრზე დაკვირვება და გაანალიზება ძალიან კარგია, რადგან თავად თქვენ გაიცნობთ თქვენს თავს უკეთესად, ისწავლით სხეულის მოსმენას და თქვენი ემოციების პატივისცემას, ბრმად აღარ აყვებით გარდან თავსმოხვეულ სიტუაციებს. თვითდაკვირვებისას აღმოვაჩენთ, რომ ნებისმერი შეკავებული ემოცია, ადრე თუ გვიან, მაინც გამოვლინდება. გოგონა პაემაზე მორცხვობს და ვერ გამოხატავს თავის სიხარულს, მაგრამ სახლში მისული ცეკვას იწყებს, სტუდენტი, რომელმაც გამოცდა ჩააბარა და მაღალი ქულა მიიღო, სიხარულს აუდიტორიაშივე ვერ გამოხატავს და დერეფანში გასული, სიხარულის ყიჟინას დასცემს, სამსახურში უფროსზე გაბრაზებული მამაკაცი უფროსთან ვერ გამოხატავს თავის პოზიციას და ბრაზდება, მაგრამ სახლში მისული მაინც იცლება ამ ნეგატივისგან და უდანაშაულო ცოლზე ან შვიზლე იყრის ჯავრს, საქმის წარმატებით დასრულებისას, კონტრაქტის გაფორმებისას, იქვე თავს იკავებ გადამეტებული სიხარულის გამოვლენისგან, თუმცა, ქუჩაში გამოსვლისას, ყურებამდე იცინი და ცეკვას იწყებ, მეგობარი გაწყენინებს და არ ეუბნები, მაგრამ ეს წყენა გამახსოვრდება და რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, როდესაც კიდევ იჩხუბებთ, აუცილებლად გაიხსენებთ იმ ძველ წყენას და პირში მიახლით და ა. შ..
მოკელდ, ეს მაგალითები იმის თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანე, რომ ემოციები, რომელთაც ვიკავებთ, მაინც, აუცილებლად გამოვლინდება ადრე თუ გვიან. თუნდაც საკუთარ თავს უმალავდეთ, არ აღიარებდეთ, თქვენი შინაგანი რეალობა – რეალობაა და, ამას სხეული გამოხატავს. არსებობს სხვადასხვა მედიტაციები, რომლებშიც ხდება ენერგეტიკული წმენდები. ეს ხდება ხშირი სუნთქვის, ცეკვის, ხტუნვის ან თუნდაც ოცი წუთი უმოძრაოდ უფიქრელად ჯდომის საშუალებით, როდესაც ეს შენახული ემოციები ამოდის და ადამიანი თავისუფლდება. შეიძლება, იტირო ნახევარი საათის განმავლობაში და, შემდეგ, ამოისუნთქავ, უფრო შემსუბუქებული, ბედნიერი აგრძელებ ცხოვრებას. ყველა შემთხვევაში, ჩვენი საოცარი ორგანიზმი თვითრეგულირებადია და, როგორც ხელის გაჭრის დროს კანს აქვს რეგენრაციის უნარი, ასევე აქვს ენერგეტიკულ სხეულს და ცხოვრების განმავლობაში, სხვადასხვა გარემოებებში, თუნდაც მუსიკის მოსმენის დროსაც კი, ის რომელიმე ძველ ენერგეტიკულ ჭრილობას გახსნებთ და განიშნებთ, რომ განთავისუფლდეთ. ხუთი წლის წინ თუ ვერ იტირეთ, ახლა იტირებთ და ის ენერგეტიკული მოწმვლა რომ მოხდა, მისგან გათავისუფლდება თქვენი სხეული. ამ ყველაფრისთვის ჯერ საკუთარ ემოციებზე დაკვირვების სწავლაა საჭირო. განვიცადოთ, მაგრამ ამავე დროს გავაცნობიროთ – რა ვიგრძენით და, ასე ვთქვათ, დამკვირვებლები გავხდეთ პროცესის. დამკვირვებელის მდგომარეობაში, თქვენზე კარგად თქვენს თავს, თქვენს სხეულს, ორგანიზმს და ემოციურ სხეულს, ვერავინ ვერც გაიცნობს და ვერავინ განკურნავს. ემოციებით შეპყრობა ყოველთვის საფრთხილოა, რადგან თქვენივე ჯანმრთელობას აყენებთ საფრთხის ქვეშ.
ყველა ემოცია დროებითი ენერგიის გამვლინებაა, ის მოვა და წავა. ძლიერი ემოციის განცდისას გადაწვეტილებების მიღება არ არის სასრგებლო. არის ასეთი გამოთქმაც: „ნუ შეპირდებით, როცა გახარებული ხართ და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც გაბრაზებული ხართ“. ერთიდაიგივე სიტუაციაზე, გახარებულნი – სხვანაირად ვფიქრობთ, გაბარზებულნი – სხვანაირად. ემოციური მდგომარეობები უნდა გავმიჯნოთ ჩვენი თავისგან და გავხდეთ, პირველ რიგში, დამკვირვებლები, რომლებიც ობიექტურად გრძნობენ რეალობას. დამკვირვებლები, რომლებიც იცნობენ საკუთ თავს. ის ,ვინც იცნობს თავის თავს, ფლობს თავის თავს და, ვინც ფლობს თავის თავს, ფლობს – ცხოვრებას.