ემოციები და მათი მართვა

როდის ვმართავთ ემოციებს და როდის გვმართავენ ემოციები ჩვენ. ადამიანის ორგანიზმს შეისწავლიან მეცნიერები, ბიოლოგები, ქიმიკოსები და ა. შ. . თუმცა, საბოლოოდ, ჯერ კიდევ ვერ ამოვხსენით ჩვენი თავის საიდუმლოები, შეიძლება იმიტომაც, რომ ჩვენი ტვინი და ცნობიერება არაა ამისთვის მზად და არცაა შექმნილი იმისთვის – თავის შექმნა გაიხსენოს. თუმცა შეიძლება, ერთ მშვენიერ დღესაც, რომელიმე საუკუნეში, რომელიმე რიგითმა ადამიანმა, რომელიმე კანის ფერით, რომელიმე სქესით, რომელიმე მსოფლმხედველობით, რომელიმე პროფესიით, რომელიმე სახლში, რომელიმე საწოლში გაიღვიძოს, გაახილოს თვალი და სამყარო ერთიანად შეიცნოს, გაახსენდეს – სად იყო დაბადებამდე და დროის მიღმა გააცნობიეროს, როგორ შეიქმნა ადამიანი. შეიძლება დაესიზმროს და შეიძლება არც დაესიზმროს და ძილბურიდან გაღვიძებამდე ჯადოსნურ მდგომარეობაში აეხილოს თვალები ყოველივეზე. მოკლედ, რადგან ახლა ამას ვფიქრობ, ეს სადღაც ერთხელ აუცილებლად მოხდება. თუმცა მანამდე, სანამ ჩვენ აქ ჩვენს თავებში გარკვევას ვცდილობთ, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ემოციების მართვასთან დაკავშირებით: ემოცია ენერგიაა, რომელიც გამოვლინდება ადამიანის მიერ და ამას გრძნობს სხვა ადამიანი, გრძნობს წყალი, გრძნობს ყვავილი. ჩვენი ენერგია ცვლის გარემოს. მაგრამ ჩვენ რამდენად ვიცვლებით რომელიმე ემოციის გამოვლენის ან არ გამოვლენის შემთხვევაში?
როდესაც ჩვენში გაჩენილ ემოციას არ გამოვხატავთ და ვიტოვებთ, ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. როდესაც გარკვეულ სიტუაციაში ვბრაზდებით და სხვა ავტორიტეტების შიშის გამო, საპასუხო რეაქციის შიშის გამო არ ვავლენთ ამ სიბრაზეს, ეს ენერგია რაც უკვე შექმნილია, რჩება ჩვენს ენერგეტიკულ სხეულში და ხდება ენერგეტიკული მოწამვლა. როდესაც ვიღაც გვიყვარს და ჩვენში არსებულ სიყვარულს არ ვავლენთ, ასევე ხდება – მოწამვლა. არაფერი იკარგება, ყველაფერი ჩვენში რჩება, ათი წლის წინათ მიღებული სტრესი, წყენა ისევ ჩვენშია და ჯანმრთელობას გვიზიანებს. აზიანებს ჯერ ენერგეტიკულ სხეულს და შემდეგ გადადის ფიზიკურ სხეულზე. ნეგატიური ემოციის დაგროვება და წლობით ტარება გარდაიქმნება ფიზიკურ ავადმყოფობებად. ჩვენმა უმარვლესობამ ეს ყველაფერი არ ვიცით, რადგან არც სკოლაში უწავლებიათ, არც ჩვენმა მშობლებმა იცოდნენ და არც მედიასაშუალებებით ხდება მსგავსი ცოდნების გავრცელდება. თუმცა, ინტერნეტის ეპოქაში, დაინტერესებულ ადამიანს ყველაფერი შეუძლია გაიგოს. არიან ადამიანები ვინც ფიზიკურ ავადმყოფობებს კურნავენ არაფიზიკური ჩარევით. თუმცა სანამ რაიმე სერიოზული დაგვემართება, იმდენად სერიოზული, რომ მკურნალი დაგვჭირდეს, ჩვენ თავადც შეგვიძლია ჩვენი თავის განკურნება დავიწყოთ. დავიწყოთ ჩვენივე ემოციებზე დაკვირვება, რას განვიცდით, ამ განცდის დროს შეგვიძლია დავაკვირდეთ ემოციას და პროცესებს, თუ მთლიანად ვეფლობით ემოციაში. როდესაც სხვა ადამიანი თავის ენერგიას გვიზარებს, ის ჩვენს მდგაომრეობას ცვლის.
ამ ყველაფრზე დაკვირვება და გაანალიზება ძალიან კარგია, რადგან თავად თქვენ გაიცნობთ თქვენს თავს უკეთესად, ისწავლით სხეულის მოსმენას და თქვენი ემოციების პატივისცემას, ბრმად აღარ აყვებით გარდან თავსმოხვეულ სიტუაციებს. თვითდაკვირვებისას აღმოვაჩენთ, რომ ნებისმერი შეკავებული ემოცია, ადრე თუ გვიან, მაინც გამოვლინდება. გოგონა პაემაზე მორცხვობს და ვერ გამოხატავს თავის სიხარულს, მაგრამ სახლში მისული ცეკვას იწყებს, სტუდენტი, რომელმაც გამოცდა ჩააბარა და მაღალი ქულა მიიღო, სიხარულს აუდიტორიაშივე ვერ გამოხატავს და დერეფანში გასული, სიხარულის ყიჟინას დასცემს, სამსახურში უფროსზე გაბრაზებული მამაკაცი უფროსთან ვერ გამოხატავს თავის პოზიციას და ბრაზდება, მაგრამ სახლში მისული მაინც იცლება ამ ნეგატივისგან და უდანაშაულო ცოლზე ან შვიზლე იყრის ჯავრს, საქმის წარმატებით დასრულებისას, კონტრაქტის გაფორმებისას, იქვე თავს იკავებ გადამეტებული სიხარულის გამოვლენისგან, თუმცა, ქუჩაში გამოსვლისას, ყურებამდე იცინი და ცეკვას იწყებ, მეგობარი გაწყენინებს და არ ეუბნები, მაგრამ ეს წყენა გამახსოვრდება და რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, როდესაც კიდევ იჩხუბებთ, აუცილებლად გაიხსენებთ იმ ძველ წყენას და პირში მიახლით და ა. შ..
მოკელდ, ეს მაგალითები იმის თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანე, რომ ემოციები, რომელთაც ვიკავებთ, მაინც, აუცილებლად გამოვლინდება ადრე თუ გვიან. თუნდაც საკუთარ თავს უმალავდეთ, არ აღიარებდეთ, თქვენი შინაგანი რეალობა – რეალობაა და, ამას სხეული გამოხატავს. არსებობს სხვადასხვა მედიტაციები, რომლებშიც ხდება ენერგეტიკული წმენდები. ეს ხდება ხშირი სუნთქვის, ცეკვის, ხტუნვის ან თუნდაც ოცი წუთი უმოძრაოდ უფიქრელად ჯდომის საშუალებით, როდესაც ეს შენახული ემოციები ამოდის და ადამიანი თავისუფლდება. შეიძლება, იტირო ნახევარი საათის განმავლობაში და, შემდეგ, ამოისუნთქავ, უფრო შემსუბუქებული, ბედნიერი აგრძელებ ცხოვრებას. ყველა შემთხვევაში, ჩვენი საოცარი ორგანიზმი თვითრეგულირებადია და, როგორც ხელის გაჭრის დროს კანს აქვს რეგენრაციის უნარი, ასევე აქვს ენერგეტიკულ სხეულს და ცხოვრების განმავლობაში, სხვადასხვა გარემოებებში, თუნდაც მუსიკის მოსმენის დროსაც კი, ის რომელიმე ძველ ენერგეტიკულ ჭრილობას გახსნებთ და განიშნებთ, რომ განთავისუფლდეთ. ხუთი წლის წინ თუ ვერ იტირეთ, ახლა იტირებთ და ის ენერგეტიკული მოწმვლა რომ მოხდა, მისგან გათავისუფლდება თქვენი სხეული. ამ ყველაფრისთვის ჯერ საკუთარ ემოციებზე დაკვირვების სწავლაა საჭირო. განვიცადოთ, მაგრამ ამავე დროს გავაცნობიროთ – რა ვიგრძენით და, ასე ვთქვათ, დამკვირვებლები გავხდეთ პროცესის. დამკვირვებელის მდგომარეობაში, თქვენზე კარგად თქვენს თავს, თქვენს სხეულს, ორგანიზმს და ემოციურ სხეულს, ვერავინ ვერც გაიცნობს და ვერავინ განკურნავს. ემოციებით შეპყრობა ყოველთვის საფრთხილოა, რადგან თქვენივე ჯანმრთელობას აყენებთ საფრთხის ქვეშ.
ყველა ემოცია დროებითი ენერგიის გამვლინებაა, ის მოვა და წავა. ძლიერი ემოციის განცდისას გადაწვეტილებების მიღება არ არის სასრგებლო. არის ასეთი გამოთქმაც: „ნუ შეპირდებით, როცა გახარებული ხართ და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც გაბრაზებული ხართ“. ერთიდაიგივე სიტუაციაზე, გახარებულნი – სხვანაირად ვფიქრობთ, გაბარზებულნი – სხვანაირად. ემოციური მდგომარეობები უნდა გავმიჯნოთ ჩვენი თავისგან და გავხდეთ, პირველ რიგში, დამკვირვებლები, რომლებიც ობიექტურად გრძნობენ რეალობას. დამკვირვებლები, რომლებიც იცნობენ საკუთ თავს. ის ,ვინც იცნობს თავის თავს, ფლობს თავის თავს და, ვინც ფლობს თავის თავს, ფლობს – ცხოვრებას.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ