Categories
ასპექტები ასტრო-პროგნოზი ასტროლოგია პლანეტები

2013 წელს დაბადებული ბავშვები

თუ თქვენ მიმდინარე წელს პატარა შეგეძინათ ან ელოდებით წლის ბოლომდე, მაშინ ეს თემა თქვენთვის მეტ-ნაკელებად მაინც საინტერესო იქნება. მოდი მივყვეთ და თანმიმდევრობით განვიხილოთ წლის კოსმოგარამ და ნელა მოძრავი პლანეტები, რომლებიც თაობებში ერთნაირ ხასიათს თუ არა მისწრაფებებს, ინტერესებს და მოქმედების თავისებურებებს ქმნის.

2013 წლის სიმბოლო შავი წყლის გველია. ეს არის დიდი ცვლილებების და უცაბედი მოვლენების წელი. ითვლება რომ გველის წელში დაბადებული ადამიანები რთული ხასიათით და სიბრძნით გამოირჩევიან. არიან სიტყვაძუნწები და ყოველთვის აწონდაწონილ გადაწყვეტილებებს იღებენ . უმართლებთ ფინანსებში, ისინი ძირითადად წარმატებულები არიან და უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათ უარყოფით თვისებებად ითვლება სიძუნწე და ეგოიზმი. მათ ყოველთვის საკუთარი თავის იმედი აქვთ დ ანაკლებად ითვალისწინებენ სხვის აზრს. „გველები“ ძალიან მომთხოვნები არიან საკუთარი თავის მიმართ, მიზანდასახულები და გამბედავები. მათი ყოველი მარცხი დიდი მოარალური სტრესია, რომელსაც ისინი დიდი ხნის მანძილზე ებრძვიან საკუთარ თავში და ხოლო გარეგნულად ისევ ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ.

ზოგადად ისინი იდუმალი და საინტერესო ადამიანები არიან, რომლებთანაც ურთიერთობის აწყობა არც ისე მარტივი საქმეა.


ასტროლოგიური პროგნოზებით თუ ვიმსჯელებთ 2013 წელს დაბადებული ბავშვები განსაკუთრებულები იქნებიან. ბევრ მათგანს ექნება შანსი მიაღწიოს წამოუდგენლად მაღალ მწვერვალებს. ძირითადად ისინი მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც ცხოვრებაში მატერალური ფასეულობები იქნება მთავრი.

პლუტონი

რადგან პლუტონი ძალიან ნელა მოძრაობს ის 2008-დან 2024 წლამდე იმყოფება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ ამ პერიოდში დაბადებულ ყველა ადამინს ექნება ერთნაირი პლუტონური ხასიათის შტრიხები. შესაბამისად ყურადღება უნდა გავამახვილოთ პლუტონის ასპექტებზე 2013 წლის განმავლობაში. მანამდე კი ზოგადად თხის რქა პლუტონზე .

პლუტონის დადებითი ასპექტების შემთხვევაში ბავშვები პრაქტიკულობით და რაციონალურობით გამოირჩევიან. შესაძლებელია მათში ნაადრევად გაიღვიძოს ამბიციამ და შრომისმოყვარეობამ, განსაკუთრებით მაშინ პირადი მიზნების განხორციელების გამო.

შეიძება მოგვეჩვენოს რომ ამ თაობის ბავშვები ადრე „იზრდებიან“ და ძალიან სერიოზულები არიან. ასევე ნეგატიური თვისებები რაც პლუტონს თხის რქაში ახასიათბს არის გულციობა, სისასტიკე, თავშეკავებულობა და ყველაფრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, ძალადობრივი მეთოდებით საკითხების გადაწყვეტაა. თუ პირად რუკაში პლუტონი დაზიანებულია, მაგრამ კარგად გრძნობს თავს იმ ნიშანში სადააც, შეიძლება ეს ნეგატიური თვისებები ბავშობიდანვე გამოავლინონ.

ეს ზოგადად დროის დიდ მონაკვეთს ეხებოდა, ახლა გადავიდეთ კერძოდ 2013 წელზე და რამოდენიმე განსაკუთრებულობა ავღნიშნოთ:

1) პლუტონი სატურნის სექსტილი (დადებითი ასპექტი )

ეს ასპექტი იქნება ნებისმიერი ბავშვის რუკაში , რადგან მთელი წლის ასქეტია. ყველაზე ძილიერად გამოვლინდება 1 იანვრიდან 26 მარტამდე და 11 სექტემბრიდან 1 ოქტომბრადე დაბადებულ ბავშვებში. ეს სწორედ ის ასქეტია, რომელიც მათ აძლევს პრაქტიკულობას, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. მათთვის არ იარსებებს სიძნელეები სტანდარტული გაგებით, რადგან ყველაფერს მარტივად გადალახავენ, ამიტომ სიძნელეები მათვის ასე ვთქვათ უფრო სტიმული იქნება ვიდრე პრობლემა. ისინი კარგი სტრატეგები იქნებიან, ნებისმიერ გეგმას დაამუშავებენ ყველამხრივ და დაელოდებიან საუკეთესო დროს, რათა დაიწყონ მისი განხორცეილება. მათ ექნებათ ყველა პირობა იმისთვის, რომ მიაღწიონ ყველა მიზანს. მათვარია ისწავლონ გარჩევა სინამდვილეში რა ჭირდებათ ამ უამრავი წარმატებული იდეიდან. ამიტომ ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ რომ მიზნები სწორად დაისახონ და ამ მიზნის მისაღწევად რაც შეიძება ჰუმანური და მშვიდობიანი მეთოდები გამოიყენონ.

2) პლუტონიურანის კვადრატი (უარყოფითი ასპექტი)

ეს ასპექტი დაიწყო 2012 წლიდან ამიტომ მისი ზეგავლება დიდი იქნება, როგორც 2012 წელს დაბადებულ ბავშვებზე ასევე 2014 წელს დაბადებულებზეც. ყველა გამოკვეთილად კი 2013 წელს დაბადებულებეზე იმოქმედებს, კერძდ 3.05.13-დან 08.06.13-მდე და 13.10.13-დან 20.11.13-მდე(n2013127g).

ეს ასექტი ბავშვებს აძლევს თავისუფლების სიყვარულს და შიშის დაქვეითებულ შეგრძნებას. პირადი რუქიდან კი შეიძლება მოიძებნოს ის სფერობი სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდება ეს თვისება. ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლებისთვის კი არის ის რომ სულ ახსოვდეთ – სახლში პატარა მიძინებული ვულკანია. აუცილებელია სათანადო ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხს ბავშვობაში და ასწავლოთ ეს უზარმაზარი ენერგია და პოტენციალი სწორად როგორ გამოიყენოს, თუ არ გინდათ რომ მხოლოდ აგრესიაში დახარჯოს ეს ყველაფერი. უცაბედი აფეთქებები და რევოლუციური იდეები, რომელიც გზაზე ყველაფერს ანადგურებს- ესაა ყველაზე ყურადსაღები თვისება თქვენს პატარაში, ამიტომ აუცელებელია ბავშვობიდანვე ასწავლოთ როგორ გარდაქმნას ეს ენერგია, რაიმე უფრო ჰუმანურ ჰორმაში, მაგალითად დაკავდეს სპორტით. ასევე აუცილებელია ასწავლოთ მოთბინება, კორექტულობა და ტაქტი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში.

2013 წლის ბავშვები შეიძლება იყვნენ ძალიან ექსტრავაგანტულები, ექსცენტრიულები და ძალიან განსხვავებულები სხვა თაობის ბავშვებისგან. ამიტომ მასწავლებლებს და ზოგადად განათლების სიტემასაც მოუწევთ ძალიამ მოინდომონ, რომ მათი კეთილგანწყობა მოიპოვონ და ასწავლონ კოსტრუციულად მიუდგნენ თავიანთ თავს, სწავლს, ცხოვრებას.

და თუ გვინდა, რომ ეს უზარმაზარი ენერგია, რაც ამ ბავშებშია მივმართო სწორი კუთხით, შეიძლება გამოვიყენოთ ამ რთული ასპექტის დადებითი მხარეებიც: სამართლიანობის უამაღლესი შეგრძნება, თანამედროვებოსთან წამიერი ადაპტაცია და ხშირ შემთხვევებში გასწერებაც კი, სიმამაცე და გამბედაობა ძველ და მომაკვდინებელ სისტემებთან ბრძოლაში. ეს პატარები უმარვჯერ შეაჯანჯღარებენ მთელს კაცობრიობას და ფაქტიურად ახალი წყობის საფუძვლებს ჩამოაყალიბებენ.

ნეპტუნი

ნეპტუნი ნელა მოძრაობს ზოდიაქოს ნიშნებში. ის ახლა თევზებშია ( 2012 წლის თებერვლიდან და ეს გაგრძელდება 2015 წალამდე). ამიტომ თევზები-ნეპტუნის თვისებები კიდევ უამარავ მომვალ თაობაში გამოვლინდეა, ისე როგორც 2013 წელს დაბადებულ ბავშვებში.

ამ ბავშვებს აქვთ შანსი გახდნენ სულიერად მაღალგანვითარებული თაობა. გულმოწყალება, სურვილი დაეხმარონ სხვებს და გაუდვილონ ცხოვრება – ეს ის საუკეთესო თვისებებია, რომლითაც ადამიანს აჯილდოვებს ნეპტუნი თევზებში. ასევე დამახასაითებელი იქნება მათთვის სენიტიმენტალობა და სხვისი განცდების ადვილად აღქმა. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი პატარა ასაკიდან ეძებს თავის თავს სულიერ ცხოვრებაში და ეძებს ორიენტირებს. სამწუხაროდ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ორინეტირები ნაპოვნი იქნება და ბავშვი აუცილებლად კაცობრიობის მხსნელად გაიზრდება. აქ ასევე უნდ აგავითვალისწინოთ სხვა პლანეტების ზეგავლენა და ის გარე, რაშიც პატარას მოუწევს გაზრდა და განვიტარება, რადგან ეს გარემო პიროები მათთვის ძალინ მნიშვნელოვანია!

უარეს შემთხვევაში ბავშვი შეიძლება სულ სხვა მიმართულებით წავიდეს არასწორი აღზრის გამო და საბოლოო ჯამში რეალობას მოწყვეტილი, დაბნეული და ექსცენტრიული ადამიანი მივიღოთ. ასეთი ბავშვები ხშირად გაურბიან ნამდვილ ცხოვრებას, ქმნიან საკუთარ ვირტულაურ სამყაროს და იკეტებიან მასში. სამწუხაროდ ეს ბავშვები სხვა თაობებზე მეტად არიან მიდრეკილი სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური დამოკიდებულებებისაკენ, ამიტომ აუცილებელია მშობლებმა დიდი ყურადღება დაუთმონ მის ჰარმონიულ აღზრდას. პირველ რიგში აუცილებელია დაანახოთ მას ხელოვნების სიმშვენიერე. ამ ბავშვებში დიდი მუსიკალური პოტენციალი დევს , ასევე ატრისტულები არიან. მთავარია ასწავლოტ მას ლაპარაკი და თვითრელიზაცია ხელოვნების მეშვეობით .

1)
ნეპტუნისატურნის ტრიგონი (დადებითი ასპექტი)

დაახლოებით 2013 წლის შუა პერიდში (25 მაისიდან 6 აგვისტომდე -მაქსიმალური ზეგავლენა) ფორმირდება სატურნი-ნეპტუნის ტრიგონი. აქვე უნდა ვაღნიშნოთ, რომ ეს ასპექტი 2012 წელს დაბედებულ ზოგიერთ პატარასაც აქვს რუკაში.

ეს ასპექტი მიგვანიშნებს საღ აზრზე და ორგანიზატორულ შესაძლებლობებზე. ასევე ეს არის დიდი სულიერი ძალა და მაღალი მორალი, ფასაულობების სიმყარე. ამ ბავშვებს დიდი მოთბინების და შრომის უნარი ექნებათ, შეეძლებათ ღრმად ჩასწვდნენ საკითხს და დაინახონ ბევრი ისეთი რამ, რაც „ჩვეულებრივ მოკვდავებს“ არ შეუძლიათ.

2) ნეპტუნიიუპიტერის ტრიგონი (დადებითი ასპექტი)

2013 წლის ივლისში ახალდაბადებული ბავშვების რუკაში იქნება ნეპტუნი-იუპიტერის ტრიგონი. მისი მაქსიმალური ზეგავლენა იქნება 14 ივლისიდან 22 ივლისამდე.

ეს ასპეტქი ადამიანს აძლევს საკუთარი ოჯახის და იდეალების (კირჩხიბი) მიმართ უსაზღვრო ერთგულებას და თავგანწირვას. უფრო ფართო გაგებით ესა სამშობლოს სიყვარული, პატრიოზტიზმი, ასევე კაცობრიობის და ხელოვნების მიმართ სიყავრული. ამ ასპექტის ზეგავლენით ეს ბავშვები პატარაობიდანვე გამოვლენენ ცხოვრების სიღმისეულ ჩაწვდომას, არაბავშვურ სიბრძნეს, სულგრძლეობას დასურვილს, რომ ყველა ირგვლივ მყოფს გაუნაწილონ თავიანთი სიმსუბუქე, მოთბინება და და სიყავრული.

ურანი

ურანი ზოდაოს 1 ნიშანში დაახლოებით 7 წლის განმავლობაშია. ამიტომ ქვემოთ მოყვანილი ზოგადი ინფორმაცია რაღაც ხარისხით ეხება 2011-დან 2018-მდე დაბადებულ ყველა თაობას.

ურანი ვერძში – თუ გავითვალისწინებთ პლანეტის რევოლუციურ ხასიათს და ვერძის აქტიურობას, ლოგიკურად მივალთ იქამდე, რომ 2013 წლის ბავშვები დამოუკიდებლებები, თავისუფლებამოყავრულები, მოუთმენლები ნებისმიერი დაბრკოლებისადმი და შეზღუდვებისადმი. ეს ჯიუტი და მშობლებისთვის დაუმრჩილებელი თაობაა ( მოგვიანებით პედაგოგებისთვისაც). სხვისი აზრი, ტრადიციული შეხედულებები და ჩვეულებები მათთვის მიუღებელია და შესაბამისად არც ითავლისწინებენ. ამ ბავშვებს საკუთარი წესები აქვთ ცხოვრებაში და არავის პატიობენ მის დარღვევას.

ურანი ვერძში მიისწრაფვის გარდაქმნებისკენ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეცვალსო სამყარო. მისთვის სავსებით უმნიშვნელოა, რა სახის გარდაქმები იქნება და რა შედეგით დამთავრდება – მთვარია რამე გარდაიქმნას. მშობლების მიმართ ურჩობა, პროტესტი და მოუთბენლობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ბავშვებისთვის. ამიტომ ბავშვობიდანვე აუცილებელია დაანახოთ მათ, რომ ნებისმისერ ქმედებს აუცილებლად ექნება შედეგი, რომ გარდაქმნები და ცვლილებები მარტო უკეთესობისკენ კი არ მიდის, შეიძლება სავალალო შედაგამდეც მიგვიყვანოს, რომ ყველაფერი ტრადიციული ცუდი არ არის. აუცილებლად ასწავლეთ და განუვითარეთ მათ პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი თავის და ირგვლიმყოფების მიმართ, სამყაროს მიმართ. სულ უნდა ახსოვდეთ, რომ მათი დაუფიქრებელი ქმდება და სიტყვები შეიძლება ახლობელი ადმიანანების ცუდად ყოფნის მიზეზი იყოს.

დიპლომატია და ტაქტი ამ თაობისთვის ნაკლებად დამახასიათველია, ამიტომაც მშობლების წინაშე დგას რთული ამოცანა – შეეცადონ მაინც რომ თავიანთ პატარებს ეთიკის და ტაქტიანი მოქცევის საფუძვლები მაინც ასწავლონ.

ეს ბავშვები შეიძლება იყვნენ მოუსვენრები, ფეთქებადები, ჯიუტები, მაგრამ პლიუსებსაც ვერ დავუკარგავთ: ისინი ძალიან სწრაფაც სწავლობენ ყველაფერ ახალს, კარგად ერკვევიან ტექნიკაში, კომპიუტერებში, არ ეშინიათ გარისკვის, დამოუკიდებლები და გამოგონებლები არიან. ისინი სულ ინიციატორების როლში იქნებიან, არ ეშინით რთული და დიდი პრობლემების, მაგრამ ხშირად უქმნიან საკუთარ თავს ამ დიდი პრობლემებს.

1) ურანიიუპიტერის კვადრატურა ( უარყოფითი ასპექტი)

ეს აგვისტოს ბავშვების ასპექტია. ყველაზე ძლიერი ზეგავლენა 16-26 აგვისტოს დაბადებულ ბავშვებს ექნებათ. ამ ასპექტის ძირითადი მნიშვნელობა მის ეგზალიტირებულებაში, იმპულსურობასა და არამდგრადობაში გამოიხატება. დადებითი მხარიდან შეიძლება გამოვყოთ შედეგი თვისებები: მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ და სამართლიანობისაკენ.

2) ურანიიუპიტერის სექტილი (დადებითი ასპექტი)

ეს ასპექტი 2013 წლის პირველ ნახევარში ფორმირდება, ყველაზე ძლიერად კი 24 იანვრიდან 5 მარტამდე დაბადებულ ბავშვებზე იმოქმედებს. ეს ასპექტი მიგვითითებს უჩვეულო შესაძლებლობებზე, ასევე შემოქმედებითი მიდგომა საქმისა და პრობლემების მიმართ – ეს ფილოსოფოსის ასპექტია. სულგრძელობა, ჰუმანურობა და სიკეთე ასევე დამახასიათებლი იქნება ამ ბავშვებისთვის.
სატურნი

მთელი 2013 წელი სატურნი მორიელში იქნება. სატურნის ასეთი მდებარება მიგვანიშნებს მყარ და პრაქტიკულ გონებაზე, მაღალ ამბიციებზე და წარმატებების მიღწევაზე. ამ ბავშვებისთვის სირთულეები არ არსებობს, ისინი მათ ჩვეულებრივ და დაუძაბავად ართმევენ თავს.

ამ ბავშვების ცხოვრებაში მთავარ როლს თვითდისციპლინა თამაშობს, ამიტომ მშობლებმა ამ საკითხს უნდა მიაქციონ ყურადღება და დამატებით ზედმეტად მომთხოვნები არ იყვნენ პატარების მიმართ, რადგან მათ ისედაც განვიტარებული აქვთ ეს გრძნობა, ხოლო დამატებითი მოთხივნილებები გამოიწვევს მათში ზედისციპლინისადმი მიდრეკილებას, როგორც საკუტარი თავის, ასევე სხევების მიმართ(ტირანია).

უარყოფოთი მხარეებიდან ყურადსაღებია ადამიანიში უკმაყოფილების განცდა და ემოციონალური ფონი. ემოციები განსაკუთრებით ნეგატიური და ძნელად დავიწყებადი, რაც შედგომ უკვე მოზარდ ცხოვრებაში დიდად ხელის შემშლელი ფაქტორია ბავშვისთვის.ამიტომ აუცილებელია ბავშვს ვასწავლოთ სტრესთან გამკლავება და წარსულის დავიწყება.

იუპიტერი

იუპიტერი წლის განმავლობაში შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს და ტყუპებიდან კირჩხიბში გადაინაცვლებს. წლის პირველ ნახევარში შესაბამისად ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ხოლო 26 ივნისიდან უკვე კირჩხიბში გადავა.

განვიხილოთ ორივე ვარიანტი:

1) იუპიტერი ტყუპებში (26.06.2013-მდე)

ბავშვებს აჯილდოვებს ოპტიმიზმით და ცხოვრების სიყვარულით. ბუნებისგან მათ ნაბოძები აქვთ მოძრავი და სხარტი ინტელექტი, გამომგონებლური გონება, გახსნილობა და სულგრძელობა. ასეთი პატარებისგან მოდის დიდი გადამდები ენერგია, მათ შეუძლიათ საკუთარი ინტერესების სფეროში სხვა ადმიანები ადვილად მოაქციონ.

ბავშვობიდანვე მათთვის აუცილებელია მრავალრიცხოვანი შთაბეჭდილებები და მარავფეროვნი კონტაქტები. ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ისინი მიღებენ სხვადასხვა წყაროებიდან: საბავშვო ეიგნებიდან, საკუთარი დაკვირვევებიდან, სათამაშოებიდან და უფროესებტან და თანატოლებთან ურთიერთოებიდან, ხოლო შედეგ მოგვიანებით მოზარდ ასაკში – მოგზაურობებიდან.

ამ ბავშვებს თავისუფლად შეეძლებათ ახალი კონტაქტების და ნაცნობობის გამბმა. მათთვის აუცილეელია ბევრი ნაცნობი და მეგობარი, რადგან მათი წსორი განვიტარება სწორედ რომ ურთიერთობებზე არის აწყობილი და ეს არის მათი ცხოვრების მთვარი პრონციპი.

მშობლების ამოცანა კი შედეგშია- მისცენ მათ კარგი განათლება, რაც მომავალში უზრნველყოფს ბავშვის სოციალურად კარგ რელიზაციას.

2) იუპიტერი კირჩხიბში (26 .06.2013-დან)

იუპიტერის ამ მდგომარეობას ეგზალტაცია ეწოდება. ის ბავშვებს აძებს სიკეთეს და მზრუნველობას. ეს ბავშვები ისწრაფვიან გაუგონ სხვებს და ჩსწვდნენ მათ შინაგან მდგომარეობას. არიან სენტიმენტალურები და მგრძნობიარეები. ბავშვობიდანვე მფარველობენ მათზე სუსტებს, ბუნებას და ცხოველებს. ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის და გამოირჩევიან მშვიდობისმოყვარეობით.

ამ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორი ატმოსფეროა მშობლების ოჯახში. ისინი მიდრეკილები არიან შეისრუტონ და დააკოპირონ ყველა წესი და ჩვევა რასაც სახლში ან მშობლებში ხედავენ. მაგალითად, თუ სახლში ყოველდღე ურთიერთობების გარკვევას და კამათს უყურებს, ის გაიზრდება შთაგონებით რომ ეს აუცილებელია პირობაა და იგივეს გააკეთებს თავის პირად ოჯახშიც. ის ზედმეტად ენდობა ტავის მშობლებს, ამიტომაც არ შეუძლია ჯამნსაღი ანალიზის გაკეთება მათ ქცევებზე და აზრებზე. ამიტომ მათ მშობლებს მოეთხოვება უკიდურსი ყურადღება და სიფრთხილე, რათა მაგალითი მისცენ მხოლოდ დადებითი კუთხით.

ოჯახში ასეთი ბავვშვი თავს განსაკუთრებით დაცულად გრძნობს, მისთვის მნიშვნელოვანია რომ აქ ყველაფერი ჰარმონიული იყოს. ის ყოველთვის ოჯახური ინტერესების დამცველი იქნება. ასევე მთავრია რომ ოჯაური სიმყუდროვე და სითბო ხელს უწყობს მას სოციალური მდგომარეობის და მიზნების მიღწევაში.

P.S. აი ასეთი მრავალეფეროვნებით ხასიათდებიან 2013 წლის ბავშვები და ეს ყველაფერი ნელამოძრავი პლანატების (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი) გავლენაა, რაც მთელ თაობას მისდევს ხასიათის შტრიხად. რაც შეეხება მზეს და სხვა სწრაფად მოძრავ პლანეტებს, შეიძლება მათ ისეთი განლაგება ქონდეთ ბავშვის პირად რუკაში, რომ საერთო კორექტირება განიცადოს ზოგიერთმა ზემოთმოყვანილმა დახასიათებამ.


* (გამოყენებული მასალა: ეკატერინა ლუგოვას ჩანაწერები)

* N.G.- © GA2013127
მომამადა: Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო

Categories
ასპექტები ასტროლოგია მთვარის კვანძები პლანეტები

აღმავალი კვანძი კირჩხიბი — დაღმავალი კვანძი თხის რქა

მთვარის კვანძები მოძრაობენ ყველა პლანეტისგან საწინააღდეგო მიმართულებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას „შემოვაბრუნოთ“ კარმა, გადავიხადოთ ვალები, გამოვამჟღავნოთ საკუთარი არსი. კვანძები ასევე გვეხმარება გამოვიწვიოთ კოსმოგრამაში დისონანსი ანუ ის მომენტი, როცა ჩვენ უფრო გვიადვილდება ვომოძრაოთ პლანეტების საწინააღდეგოდ. საერთო ჯამში ისინი გვაჩვენებენ გზას, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწარფვოდეთ (აღმავალი კვანძი) და რომელშიც გამოცდილება გვაკლია, ასევ დაღმავალი კვანძის გზასაც გვიჩვენებნ, რომლშიც დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ თავისუფლები ვართ არჩევანში: შეგვიძლია ვიაროთ როგორც დაღმავალი კვანძის გზით (რომელიც უფრსკულამდე მიგვიყვანს) და შეგვიძლია ავირჩიოთ უფრო რთული და ჩვენთვის გამოუცდელი აღმავალი კვანძის გზა (სულიერი ზრდა და კარმის გაწმენდა). არსებობს კიდევ „შუა“ გზა – როელსაც არასად არ მივყავართ, ვართ სიცარიელეში და უაზრო არსებობაში, რაც მომდევნო თქვენს კარმას ამ ცხოვრების კარმას დაუმატებს.
რისთვის ეძლევა ადამინს მთვარის კვანძები- დასასჯელად თუ გამოსაცდელად? როდის იბადებიან ადამინები ძლიერი მთვარის კვანძებით? ყველაზე ძლიერი კვანძი აქვს მზის ან მთვარის დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანებს (როცა მთვარე და მზე ერთმანეთს ხვდებიან (შეერთების ასპექტი) ან ერთმანეთის საწინაღდეგოდ დგანან (ოპოზიცია) – მაშინ ხდება დაბნელება). ასეთი ასტრონომიული ფაქტორის დროს ანუ დაბნელების დროს და ახლოს ყოველთვის ხდება ფატალური სიტუაციები. ეს ერთგვარი ასტროლოგიური აქსიომაა : დაბენელების პერიოდში ან მასთან ახლოს დაბადებული ადამიანები ფატალური ბედის მქონე ადამიანები არიან. და რაც უფრო ნაკლები მაძილია მნათობებს და კვანძებს შორის, მით უფრო ძლიერი მთვარის კვანძი და მით უფრო ბევრი პრობლემები აქვს ადამინს კარმის შესრულების გზაზე, მით უფრო გადატვირთულია მისი კარმული პროგრამა.

აღმავალი კვანძი (რახუ) კიბო – დაღმავალი კვანძი (კეტუ) თხის რქა
წინა ცხოვრებაში ამ სულმა შეძლო დიდი წარმატების მიღწევა მისთვის მიცემული შესაძლებბლობებით, ახლა ის აქ არის რათა გასცეს.
(ელის ლოფრედო -„სრულყოფილება ერთობაშია: ასტროლოგია, კარმა და თქვენ“)
მთვარის კვანძების ამ მდებარეობის პერიოდები:
27.10.1925 – 17.04.1927
12.05.1944 – 04.12.1945
24.12.1962 – 26.08.1964
21.09.1981 – 17.03.1983
10.04.2000 – 08.10.2001
ამ კარმის საყრდენია – პირადი და სოციალური უსაფრთხოება.
აღმავალი კვანძი: კიბო – მგრძნობელობა, აღზრდა, მზრუნველობა, ემოციურობა, მდიდარი წარმოსახვა, მსუბუქი, ხასიათის ცაველაბადობისკენ მიდრეკილება.
დაღმავალი კვანძი: თხის რქა – პატივმოყვარეობა, ამბიციურობა, პასუხისმგებლობა, გამბედაობა, კონსერვატიზმი, თავშეკავებულობა, სიმკაცრე, დესპოტიზმი, შრომისმოყვარეობა.
კარდინალური ღერძი – ამ შემთხვევაში ადამიანის ნებისყოფაზეა კარმის შესრულება დამოკიდებული ანუ შეუძლია თუ არა ადამიანს ობიექტურად შეაფასოს მისთვის მოცემული გარემოებები, რაც კარდინალურ ნიშნებში საკმაოდ რთული გასაკეთებლია.
კარმული მოვლენები , როცა აღმავალი კვანძი (კეტუ) თხის რქაშია
თუ თქვენ პირად რუკაში აღმავალი კვანძი კიბოშია, ხოლო დაღმავალი თხის რქაში ეს ნიშნავს რომ თქვენი კარმული ისტორია მდიდარია გამარჯვებებით და მიღწევებით. არაერთი ინკარნაცია დაგჭირდათ იმისთვის რომ საკუთარი თავისთვის წაგეყენებინათ რთული და პრეტენზიული მიზნები და მერე დღე და ღამეს ასწორებდით, რათა მიზმანდე მიგეღწიათ.
შესაძლებელია თქვენ იყავით ერთი ჩვეულებრივი ქალი, რომელმაც საერთაშორისო კოსმეტიკის დიდი იმპერია შექმნა და ამ ყველაფრის დასაწყისი თქვენი სამზარეულო იქნებოდა, როცა ბაღიდან მოკრეფილი კიტრის ნარჩენებით სახის ნიღაბი გააკეთეთ. ან სულაც შეიძება სხვა სახის იმპერია ააშენეთ: თავისუფლებისთვის მებრძოლი, რომელიც რთულ პირობებში გაიზარდა, რომელმაც თანამოაზრეები შემოიკრიბა, გახდა მათი ლიდერი, წინ აღუდგა მჩაგვრელ სისტემას და შედეგ სათავეში ჩაუდგა ახალ ხელისუფლებას. და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ ისე გაგიტაცათ პრივილეგიებმა და შესაძლებლობებმა, რომესაც თქვენი წარმატება გაძლევდათ, რომ მსხვერპლად შესწირეთ თქვენი პირადი ცხოვრება. საბოლოოდ კი ამ ცხოვრებაში ქვეცნობიერად გამოყოლილი ფასეულობები ნიშნავს, რომ ხშირად იქნებით მოტყვილებული მსგავს გარემოებებში, რაც წარმატებას და მიღწევებს გპირდებათ. ხშირად დაისახავთ მიზნებს, რომლის შესრულებასაც ფიზიკურად ვეღარ შეძლებთ და ვერ გააცნობიერებთ სინადვილეში ეს წარმატება ისევ გჭირდებათ თუ არა.
ფსიქოლოგიური თავისებურებები
ბავშვობიდანვე დაღმავალი კვანძის ზეგავლენა ძალიან შესამჩნევია – შრომისმოყვარეობა, სოციალურის სტატუსის მიმართ დამოკიდებულება. თუ თვლის საჭიროდ შეუძლია გახდეს შეუმჩნეველი და გაერიოს მასებში და არ წავიდეს სხვაზე წინ. არ უყვართ კრიტიკა. თითქოს არ ითვალისწინებენ სხვის რჩევებს, მაგრამ სინადვილეში ყველა რჩევა გადმოაქვთ პრაქტიკაში, რაც მათ სოციალური სტატუსის ამაღლებაში დაეხმარებათ (მაგალითად იყოს ყველაზე გამორჩეული მსწავლე). ასევე ძლიერია ცხოვრების მატერილური მხარე.
რას მოითხივს აღმავალი კვანძი კიბოში:
ადამიანი უნდა გადაერთოს თავის ოჯახზე. მაგრამ მას ბავშვობიდან აქვს უნარი კარგად დამალოს თავისი ნაკლოვანებები და სხვისი ნაკლოვანებები კარგად გამოაჩინოს. არ შეუძიათ პატიება. ძალიან მომთხოვნები არიან სხვების მიმართ. ეს გამოიხატება როგორც ორმაგი სატურნი – კიბოში=0 , თხის რქაში=6 და ადამიანი ძალაუნებურად თავის გარშემო იშენებს ბარიკადებს და შორდება ადამინებს. ემოციები ძლიერი აქვს, ასევე დამოკიდებული არიან სხვის ემოციებზე, მაგრამ მალავენ ამ ყველაფერს და გვერდიდან ძალიან ამპარტავნები ჩანან, რაც კიდევ უფრო თრგუნავთ მათ. არ აძლევს საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას, რადგან ფირქრობს რომ თუ გულღია იქნება ადამიანები მის წინააღდეგ გამოიყენებენ მის ამ ჩვევას. მას აქვს ძიერი პასუხიმგებლობის გრძნობა, არ აძლევს საკუთარ თავს ნებას იყოს სუსტი და სხვაზე დამოკიდებული. 30 წლის ასაკიდან იწყება კრიზისი და რაც უბიძგებს გააკეთოს არჩევანი პრიორიტეტებში. ნელნელა შეიგნებს, რომ აუცილებელია შექმნას ოჯახი, იყოს მომთბენი და თავისი სიყვარული გამომაჟღავნოს ლოკალურად მაინც თავის ოჯახის ფარგლებში.
მაგრამ სოციალურიდან ოჯახურ გარემოში გადართვა საკმაოდ რთულია- მისთვის ოჯახი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას, რაც რათქაუნდა მცდარი შეხედულებაა, რადგან თუ დაძლევს შიშს და შექმნის ოჯახს, კარმულად კარიერაშიც წინსვლა ელოდება.
ცხოვრებისეული დანიშნულება- ქონდეთ საკუთარი სახლი, სადაც უსაფრთოება და სიმყუდროვე იქნება, შექმნას ოჯახი, რომელზეც იზრუნებს და დაიცავს. მოძებნოს სამსახური, რომელიც ხელს არ შეუშლის ოჯახურ ცხოვრებას. ამ მიზნის განხორციელების შემდეგ კარმულად მოდის როგორც ფიზიკური ,ასევე სულიერი კავშირი და სიახლოევე ქორწინებაში, ახლობლებთან და მეგობრებთან. აუცილებელია ტრადიციების დაფასება და გაგრძლება, როგორც ოჯახური ასევე ეროვნული. აუცილებელია საკუთარი ემოციების მართვა და ყველა ემოციური მოთხოვნილების დაკმაყოფილება სულიერ დონეზე, რადგან სწორედ ემოციებზე დამყარებული ურთიერთოების განვითარებაა მისი კარმა.
მითითებები კარმული ვალის შესასრულებლად:
• დაიბრუნოთ გრძნობები და ქვეცნობიერის სიბრძნე
• იზრუნოთ საკუთარ თავზე
• შემოიკრიბოთ ირგვლივ ადამინები
• არ გამოიფიტოთ საკუთარი თავი
თუ დაღმავალ კვანძთან მოთავსებულია პლანეტები, თუნდაც შეერთების გარეშე ეს სირთულეებს ნიშავს -ადამიანი მისწარფებული იქნება ძალაუფლებისკენ. სწორედ ამ პლანეტების ენერგია ხელს უშლის ადამინის ცხოვრების გზა შეიცავლოს და დაღმავალიდან აღამავალი კვანძისკენ წავიდეს. დაღმავალი კვანძით სიარული ყოველთვის უფრო მარტივია. ასეთ შემთვევაში როცა ის გახდება 36, 5 წლის (კვანძების შემობრუნების დროს) მას ექნება კარიერული დაცემა და მარცხი. და მხოლოდ ამის შედეგ დაიწყებს ოჯახის შექმნაზე ფიქრს. (პ.ს. ეს პრონციპი მოქმედებს კვანძების ნებისმიერ მდებარეობაზე).
კვანძების შემობრუნების ნახევარციკლის დროს – დაახლოებით 18, 36 და 45 წლის ასაკში, თუ ადამიანი არ გადაერთვება აღმავალი კარმის გზაზე, მოხდება პროგრამული შეცდომა სამხრეთ კვანძიში (მოვლენები, უბედური შემთვევები, უსიამოვნებები) რაც მას უბიძგებს აღმავალი კვანძის გზით სიარულისკენ. ( ნახევარციკლი ნიშნავს, როცა ტრანზიტული აღმავალი კვანძი უერთდება ნატალურ დაღმავალ კვანძს).

(პაველ გლობას მიხედვით)
თქვენ წინა ცხოვრებაში იცხოვრეთ გამორჩეულად, „გამოიმუშავეთ“ ინდივიდუალიზმი, მიაღწიეთ რაღაც მაღალ მიზანს. თუ თქვენ ახლაც გააგრძელებთ დაღმავალი კარმით ცხოვრებას გახდებით გარიყული, მარტოსული და ყველსგან განზე გამდგარი – ეს ყველაფერი გამოიწვევს შინაგან ჩაკეტვას, ეგოიზმის განვითარებას, ემოციების დაქვეითბას, დესპოტიზმს. ყოველთვის გარიყავთ ადამინებს თქვენი ცხოვრებიდან.
სწორედ ამიტომ საჭიროა უარი თქვათ თხის რქის ცუდ თვისებებზე: დესპოტიზმზე, საკუთარი თავისგან იმაზე მეტის მოთხოვნა ვიდრე შეგიძლიათ. საჭიროა გახდეთ მომთბენი, კონცენტრირებული და მშვიდი, ანუ მხოლოდ თხის რქის საუკეთესო თვისებები განავითაროთ.
თქვენი მთავრი მიზანია – შეგუება, იცხოვროთ ახლობელებისთვის,ოჯახისთვის. დაუბრუნდეთ თქვენს ფესვებს (განსაკუთრებით ოკულტური თვალსაზრისით, რათა კარგად შეისწავლოთ წინაპრების ტრადიციები), იყოთ პატრიოტი, ალტრუისტი, პატივი სცეთ უფროსებს. უნდა გაიმეოროთ წინაპრების გზა, ანუ ამომავალი წერტილი იყოს ტრადიციები და ისტორია, როგორც ოჯახის ასევე სამშობლოსი. მნიშვნელოვანია რეტროსპექტული (წარსულისაკენ მიმართული, წარსულის განხილვისადმი მიძღვნილი) ცხოვრების გზა, უნდა შეისწავლოთ და გამოიყენოთ ოკულტური და საიდუმლო სწავლებები.

ცნობილი პერსონები იგივე კარმული კვანძებით: ბახი (65 წელი), ჰიტლერი (56 წელი), ლერმონტოვი (27 წელი), საფრანგეთის მეფე ჰენრიხ 4 (56 წელი), ფიდერ კასტრო (მიდის ნათელი გზით – 56 წელი), ჩარლი ჩაპლინი (88 წელი), მარკიზ დე სადი (75 წელი), რობესპერი (36 წელი), მერლინ მონრო (35 წელი). ალფრედ ნობელი (63 წელი ), ლენინი (53 წელი), რობერტ კენედი (42 წელი – ეს აშკარად ვერ ასრულებდა კარმას).
სახლი რომელშიც მოთავსებულია მთვარის დაღმავალი კვანძი, მიგვითითებს ცხოვრების იმ სფეროზე სადაც ფიალები შევსებულია, ხოლო აღმავალი კვანძი სიმბოლირდება ცარიელ ფიალებთან ანუ სფეროებთან.

მოამზადა: Nina Ge(22042013)

Categories
ასპექტები ასტროლოგია მთვარის კვანძები პლანეტები

აღმავალი კვანძი სასწორი – დაღმავალი კვანძი ვერძი

მთვარის კვანძები მოძრაობენ ყველა პლანეტისგან საწინააღდეგო მიმართულებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ შესაძლებლობას „შემოვაბრუნოთ“ კარმა, გადავიხადოთ ვალები, გამოვამჟღავნოთ საკუთარი არსი. კვანძები ასევე გვეხმარება გამოვიწვიოთ კოსმოგრამაში დისონანსი ანუ ის მომენტი, როცა ჩვენ უფრო გვიადვილდება ვომოძრაოთ პლანეტების საწინააღდეგოდ. საერთო ჯამში ისინი გვაჩვენებენ გზას, რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწარფვოდეთ (აღმავალი კვანძი) და რომელშიც გამოცდილება გვაკლია, ასევ დაღმავალი კვანძის გზასაც გვიჩვენებნ, რომლშიც დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ თავისუფლები ვართ არჩევანში: შეგვიძლია ვიაროთ როგორც დაღმავალი კვანძის გზით (რომელიც უფრსკულამდე მიგვიყვანს) და შეგვიძლია ავირჩიოთ უფრო რთული და ჩვენთვის გამოუცდელი აღმავალი კვანძის გზა (სულიერი ზრდა და კარმის გაწმენდა). არსებობს კიდევ „შუა“ გზა – როელსაც არასად არ მივყავართ, ვართ სიცარიელეში და უაზრო არსებობაში, რაც მომდევნო თქვენს კარმას ამ ცხოვრების კარმას დაუმატებს.
რისთვის ეძლევა ადამინს მთვარის კვანძები- დასასჯელად თუ გამოსაცდელად? როდის იბადებიან ადამინები ძლიერი მთვარის კვანძებით? ყველაზე ძლიერი კვანძი აქვს მზის ან მთვარის დაბნელების დროს დაბადებულ ადამიანებს (როცა მთვარე და მზე ერთმანეთს ხვდებიან (შეერთების ასპექტი) ან ერთმანეთის საწინაღდეგოდ დგანან (ოპოზიცია) – მაშინ ხდება დაბნელება). ასეთი ასტრონომიული ფაქტორის დროს ანუ დაბნელების დროს და ახლოს ყოველთვის ხდება ფატალური სიტუაციები. ეს ერთგვარი ასტროლოგიური აქსიომაა : დაბენელების პერიოდში ან მასთან ახლოს დაბადებული ადამიანები ფატალური ბედის მქონე ადამიანები არიან. და რაც უფრო ნაკლები მაძილია მნათობებს და კვანძებს შორის, მით უფრო ძლიერი მთვარის კვანძი და მით უფრო ბევრი პრობლემები აქვს ადამინს კარმის შესრულების გზაზე, მით უფრო გადატვირთულია მისი კარმული პროგრამა.

აღმავალი მთვარის კვანძი (რაჰუ) –სასწორში
დაღმავალი მთვარის კვანძი (კეტუ) – ვერძში

მთვარის კვანძების ეს მდებარეობა იმ ადამიანთა ნათლურ რუქაშია, რომლებიც დაიბადნენ:
12.09.1939-23.05.1942, 17.06.1958-15.12.1959, 08.01.1977-05.07.1978, 01.08.1995-24.01.1997


სასწორი – ეს ჰაერის სტიქიის ნიშანია, თანაც „ზრდასრული“ (რადგან ზოდიაქოს რკალის მე-3 კვადრატშია). მისი ეს მდგომარეობა და თვისებები თქვენ გაძლევთ კომუნიკაბელურობას და უშუალობას ურთიერთობებში.
დაღმავალი კვანძი ზოგადად მიგვითითებს იმ თვისებებზე, რაც თანდაყოლილი გვაქვს, რაც გვიადვილდება, ხოლო აღმავალი კვანძი პირიქით რაც ამ ეტაპზე უნდა ვისწავლოთ და შევითვისოთ.
წინა ცხოვრებაში თქვენ ვერძის პროგრამა გაქვთ დამუშავებული, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა გეკრძალებათ ვერძობა. ანუ არ უნდა იყოთ მოუთბენელი, უხეში, ზემეტად აქტიური, სნობი, არ არის საჭირო პირველობისთვის სწრფვა და ამის ფონზე სხვებზე „ჩლიქებით“ გადავლა. ამ ეტაპზე თქვენი მისიაა შეინარჩუნოთ და გამოიყენოთ ვერძის მხოლოდ დადებითი და ჰარმონიული თვისებები (სიმამაცე, დამოუკიდებლობა, მუდმივი მზადყოფნა დაეხმაროთ სხვებს), რომლებიც დაგეხმარებათ დაამუშავოთ სასწორის პროგრამა.

რას ნიშნავს სასწორის პროგრამის დამუშავება?
თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიუხედავათ, თქვენ მოგიწევთ დაემსგავსოთ სასწორს. უნდა ისწრაფვოდეთ შინაგანი წონასწორობისკენ, სიმშვიდისკენ, სამრთლიანობისკენ, ჰარმონიისკენ ყველგან და ყველაფერში. უნდა შეეცადოთ არ იყოთ სულსწრაფი, არ გაასწროთ მოვლენებს. თვენთვის აუცილებელია გამოიმუშავოთ მოთბინების უნარი (რაც საკმაოდ ძნელი იქნება). უნდა იყოთ მუდამ კეთილგანწყობილი. თქვენი მთვარი ამოცანა ამ ცხოვრებაში არის გახდეთ ბრძენი, ყველაფერი აწონ-დაწონოთ და შედეგ მიიღოთ გადაწყვეტილებები.
ასევე მნიშვნელოვანია შეიცნოთ რა არის თავგანწირვა სხვა ადამინებისთვის. დაივიწყეთ ეგო, ის ხელს გიშლით კარმის დამუშავებაში. დაღმავალი ვერძში ეს არის თქვენი წინა ცხოვრების გამოცდილება, სადაც პირველობა გევალებოდათ, სადაც მთვარი იყო „მე“, ახლა ყველაფერი პირიქითაა. და თქვენში თუ მაინც ვერძი „იბრძვის პირველობისთვის“ ეს ძალიან მტკივნეულეად და უხეშად აისახება თქვენს ახლანდელ ცოხვრებაზე, როდესაც სასწორი ურთიერთთანამშრომლობას და სხვების აზრის გათვალისწინებას გთხოვთ. სწორედ ამიტომაა ეგოს მაქსიმალურად დაქვეითება საჭირო. შეეცადეთ პრობლემები რადიკალური ზომების მიღების გარეშე გადაჭრათ, რადგან სწორედ მოთბინებაშია თვენი ბედნიერება. საბოლოო ჯამში, მთვარია გააცნობიერთ, რომ ძლიერი იდივიდუალობის შეგრძნება, რომელიც წინა ცხოვრებიდან გაქვთ თანდაყოლილი პირადი ცხოვრების მოსაწყობად კი არა, სხვა ადამინებისთვის ჰარმონიული გარემო პირობების შექმნაში გამოიყენოთ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები, ასეთი კვანძების მდებარეობით სიჯიუტით და თვითენბობით გამოირჩევიან, სხვების აზრის გათვალისწინება მათტვის უცხოა და გონიათ, რომ ეს ხელს უშლით წინსვლაში.
სინამდვილეში, ნებსმიერი კარმული კვანძების მდებარება გავძლევს იმას, რომ დაღმავალი უფრო აქტიურად გამოვლინდება და ცდილობს ამ რეინკარნაციაშიც წინა ცხოვრების პრონციპებით იცხოვროს, საბოლოო ჯამში როცა გონია, რომ მიზნისკენ მიდის, ან მიზანს მიაღწია, სწორედ მაშინ ხვდება რომ აღარ ადგება ძველი ცხოვრების გამოცდილება და საჭიროა რაღაც ახალი მიდგომა. სასწორი-ვერძის შემთხევავშიც ასეა: როცა თქვენში ვერძის წინ გარბის, მიზნისკენ და ცდოლობს მარტომ და პირვლმა გადალახოს ბარიერები, მიზანთან მისვლისას აღმოაჩენს, რომ მაინც არ არის ბედნიერი და კმაყოფილი, რადგან სასწორი მისგან კომუნიკაციას და სხვა ადაინებთან ყველაფრის გაზიარებას ითხოვს.
მთვარის კვანძების ასეთი მდებარეობით ადამინანების უმრავლესობა ჯიუტი და ზედმეტად თავდაჯერებულია. ახლა მათ უწევთ ამ თვისებებზე უარის თქმა, რათა უფრო მეტი ურთიერთობები დაამყარონ და სხვისი აზრის გაითვალისწინონ. წინააღდეგ შემთხვევაში ბევრი მოვლენა მათ ცხოვრებაში ძალინ მტკივნეულ შედეგებს იძლევა – მაგალითად ის რაც ყველაზე ძალინა სურს ან ჭირდება, ყოველთვის სხვას ხვდება წილად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავის სურვილებში სხვებს არ ითვალისწინებს და ვერძულად იქცევა. ხშირად ასეთ შემთხვევებში ძალინ ეჭვიანები და მესაკუტრეები ხდებიან, ძალისხმევას არ იშურებენ სასურველის მისაღებად, მაგრამ შედეგი ისევ უარყოფითია და უარყოფითი იქნება მანა, სანამ არისწავლიან სხვა ადამინებთან თანაარსებობას.
ცნობილი ადამიანები: მოდილიანი (37), ივანე მრისხანე, ტოლსტოი (82).

ტრანზიტულად: 18.02.2014-დან 12.11.2015-მდე აღმავალი კვანძი იქნება სასწორში, ხოლო დაღმავალი ვერძში.
ეს ნიშნავს, რომ წინა პლანზე წამოიწევა სასწორის სფერობი და მათი ათვისება, მათში პრობლემების მოგვარება და ჰარმონიის დამყარება. ეს სფეროებია – პირადი და პარტნიორული ურთიერთობები, სასამრთლო სფერო და ყველაფრის კანონის ფარგლებში მოგვარება. ეს ყველაფერი კი აუცილებელია როგორც პირად, ისე სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, რადგან წლის განმავლობაში კარდინალურ ჯვართან ( მარსი-ურანის ოპოზიცია და პლუტონი-იუპიტერის ოპოზიცია) კვანძების ასპექტები საკმაოდ ფატალურ შედეგებს გამოიღებს, თუ ყურადღება არ მიექცა სამრთლიანობის, ადამინაის უფლებების და უსაფრთხოების საკითხებს.

მომაზადა: Nina Runes
“ეზოთერული სახელოსნო”

Categories
ასპექტები ასტროლოგია

ოკულტური შესაძლებლობები ნატალურ რუკაში

1. გამოკვეთილი წყლის ნიშნები(მოიელი, კირჩხიბი ან თევზები ასცენდენტზე);
2. აქცენტირებული 8-ე და 12-ე სახლები;
3. ლილითი 8-ე სახლში;
4. პროზერპინა ასცენდენტზე (ASC).
5. სატურნის და პლუტონის კონიუქცია (მაგის ასპექტი).
6. ურანის და პლუტონის კონიუქცია. (ეს შეერთება ხდება 115 წელიწადში ერთხელ! ბოლოს – 1965-67 წლებში).
7. ნეპტუნისა და პლუტონის სექსტილი.
8. ლილიტი პლუტონის კონიუქცია – მიმანიშნებელია შავ მაგიაზე.
9. ურანი ან პლუტონი II-ე სახლში – დიდი ენერგეტიკული პოტენციალი.
10. ლილითი III-ე სახლში – ფსიქოლოგიის ადვილად გააზრება, თქვენ შეგიძლიათ მარტივად წაიკითხოთ ინფორმაცია ადამიანის ჟესტებით, მიმიკებით.
11. ურანი ან მერკური III-ე სახლში – შესაძლებლობა ბევრი ინფრომაციის მისაღებად და ასათვისებლად, ღია ინფორმაციული არხები, “უნივერსალური ცოდნა”
12. ლილიტი VI-ე სახლში
13. მერკური VIII-ე სახლში – აძლიერებს ინტერესს საიდუმლოებების მიმართ, მაგრამ აუცილებელია სხვა დამატებითი ასპექტები. (შესაძლებლობა გარდაცვლილ სულებთან კონტაქტის).
14. მარსი VIII-ე – მზე მორიელის ანალოგი. ცნობიერების ტრანსფორმაცია. რთული ცხოვრების ეტაპებმა შესაძლებელია ან მოიტანოს მაგიური შესაძლებლობები
15. ნეპტუნი VIII-ე სახლში – მისტიური ასპექტი, მაგრამ ხშირად ასეთი ადამიანი ხდება ღრმად მორწმუნე ან ფანატიკოსი.
16. სელენა VIII-ე სახლში – დიდი დამცავი ენერგეტიკული პოტენციალი.
17. პროზერპინა მორიელში ან XII-ე სახლში
18. რეტროგრადიული ქირონი კირჩხიბში ან VIII-ე სახლში – ოკულტური შესაძლებლობები.
19. სელენა კირჩხიბში ან VIII-ე სახლში
20. ქირონი ვერძში
21. სელენა მშვილდოსანში ან II-ე სახლში
22. მარსი ნეპტუნის ტრინი
23. ტრინი მზე-მარსი-ნეპტუნი = ცნობიერება+ძალა+ინტუიცია.

მოამზადა: მიზანთროპი

Categories
ასპექტები ასტროლოგია

ზოდიაქოს გრადუსები – ვერძი

[01.01]

„იმპულსი“. ძლიერი ნებისყოფა, დიდი აქტივობა, ხშირად არასაკმარისი გააზრება. სწრაფვა სამხედრო სამსახურისადმი ან არტისტული ცხოვრების მიმართ.

[01.02]

„აგრესია“. სიფიცხე, ეჭვიანი ადამიანი. კარგი ორგანიზატორი და მმართველი. ნიჭი მათემატიკის და მეცნიერებისკენ არის მიმართული.

[01.03]

„გონებამახვილობა“. იუმორის გრძნობა, გაცნობიერებული გამოვლინება ინტელექტუალური შესაძლებლობების, მშვიდობისმოყვარეობა, სიმამაცე, მიდრეკილება თავის თავის გადაფასების. ექიმები, მწერლები.

[01.04]

„სისწრაფე“.სწრაფი ქმედებებისადმე ტენდენცია. წარმატებები, მაგრამ სისწრაფის გამო შესაძლოა იყოს გართულებები. ლოიალური და სანდო ადამიანი, და თუ მოხდება თავის კონტროლი, ასეთი ადამიანი გახდება ლიდერი ნდობით აღჭურვილი თავის კოლექტივში. მიდრეკილება მათედმატიკისკენ, ფინანსები ან მხატვრობის ნიჭი.

[01.05]

„ელეგანტურობა“. კარგი გემოვნება, მიდრეკილება განდიდების მანიისაკენ და შფოთვისკენ. ენერგიულობა. ეს გრადუსი ხშირად აქვთ დალაქებს და კოსმეტოლოგებს.

[01.06]

„გაუბედაობა“. ეს გრადუსი მიანიშნებს ნერვიულ ადამიანზე, რომელიც მუდმივად განცდებშია. შესაძლოა იყოს ფიზიკური ან გონებრივი ნაკლი.

[01,07]

„დაუღლელობა“. პიროვნება, რომელიც ცდილობს იყოს მუდმივ მოძრაობაში. ხანდახან ასეთ ადამიანს არააქვს მიზანი ცხოვრებაში. ასეთი ადამნიანები ხშირად ხდებიან ვაჭრები, დამტარებლები(მიმტანები) და მათი სამსახური ტყესთანაა კავშირში.

[01.08]

„წინდახედულობა,სიფრთხილე“. კონსერვატიული ხედვა, გატაცება ნადირობით. ადამიანი, რომელიც ხან ხმას არ იღებს ხან კი მთელი დღე ლაპარაკობს. ხდებიან დანტისტები ან მოქანდაკეები.

[01.09]

„მბრძანებლობა“. მიანიშნებს მბრძანებელ ადამიანზე ან სულელ ადამიანზე ორი უკიდურესობაა.ეს გრადუსი გვხდება შეარარებული ძალების სამსახურში მყოფ ხალხთან.

[01.10]

„სიამაყე“. ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთგული მეგობარი და საშიში მტერი, ხანდახან ზედმეტად თავდაჯერებულია. შეუძლია მიაღწიოს თავის მიზანს მეგობრების დახმარების საშუალებით. ეს გრადუსი არის პოლიტიკოსების და სამხედრო ხალხის გრადუსი.

[01.11]

„გამარჯვება“. მიანიშნებს ადამიანზე, რომელიც წარმატებულია ფილოსოფიაში და მეცნიერებაში, კარიერა იქნება არაორდინალური შესაძლოა იყოს კავშირი რკინიგზასთან, და ასევე დენთან.

[01.12]

„ცვალებადობა“. მიანიშნებს ადამიანზე, რომელიც უკიდურესობაში ვარდება, შეუძლია იყოს ან ძალიან განსჯადი ან სრულიად განუსჯელი. სანტექნიკოსების და მეთუნუქეების გრადუსი.

[01.13]

„ინსტინქტური“. მიანიშნებს ადამიანზე, რომელსაც ინტუიცია გაძლ;იერებული აქვს. აქვს პატრიოტიზმის მაღალი გრძნობა. აქვს ადგილია არაბუნებრივ ფიზუკურ ძალას. ათლეტების, ექიმებისა და იურისტების გრადუსი.

[01.14]

„გამოცდა“. მიანიშნებს ადამიანზე, რომელსაც ბევრი გამოცდფა ხვდება ცხოვრებაში. ადრეულს ასაკში გამოცდებს თუ ჩააბარებს, სიბერეში დაჯილდოვდება. ასტროლოგების და ფეხბურთელების გრადუსი.

[01.15]

„ერთი“. მიუთითებს ადამიანზე, როიმელიც ცხოვრების მრავალ ასპექტში მარტოს უმკლავდება პრობლემებს. აქვს ბევღი შესაძლებლობა, მაგრამ მიდრეკილია „მორიდებულებისკენ“.

[01.16]

„თავისჭკუის“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ხშირად კარგი სურვილებით იღებს ტავის ტავზე მეტს ვიდრე შეუძლია აიღოს, ან ასეთი ადამიანი სხვებს არ ენდობა.ხშირად მათი საქმიანობა საჯარო ხასიათს ატარებს: მუსიკანტი, იურისტი, ორატორი.

[01.17]

„ბუნება“. მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც ბუნება უყვარს, ადამიანზე, რომელიც მეტაფიზიკით არის დაინტერესებული. წარმატებულები არიან სამეურნეო სფეროში ან სხვა სფეროებში, რომლებიც ბუნებასთანაა კავშირში.

[01.18]

„თავგადასავალი“. მიუთითებს რომენტიულ ადამიანზე, რომელსაც ყველაფერში გარისკვა უყვარს. ხშირად მწერლების ჰოროსკოპში გვხვდება.

[01.19]

„ღირსეულობა“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ძალიან თავშეკავბებულია, რომლებსაც პოეტური ნიჭი აქვთ. ხშირად ხდებიან: ორატორები, მსახიობები და ხალხი, რომლის სამსახური დენთანაა კავშირში.

[01.20]

„დაკვირებული“. მიუთითებს ზალიან დაკვირვებულ ადამიანზე, რომელიც ერთ რამეზეა ჩაციკლული: მისტიკები, მჭედლები, მემანქანეები.

[01.21]

„რისკი“. მიითითებს მამაც ადამიანზე, რომელიც ხშირად რისკავს ცხოვრებაში. ეს გრადუსი მწერლების რუკაში გვხვდება.

[01.22]

„ღირსეული“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც წარმოუდგენლად აქტიურია და რომლის ნდობა თვალდახუჭული შეიძლება. აქვს ადგილი უბედურ შემთხვევებს. ხშირად მუსიკანტების რულკაში გხვდება.

[01.23]

„გართობა“. ფიზიკურად აქტიური ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ არც შესაძლებლობა და არც სურვილი არააქვთ „გაზრდისკენ“. უდარდელია, მაგრამ ამავდროულად სამართლიანი. უმართელებთ გართობის სფეროებში.

[01.24]

„ფატალისტი“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ან ძალიან მომთმენია ან სუსტი ნების ადამიანზე, მიუთითებს ადამიანზე, რომელიც თავბისი ფიქრების ტყვეა. ეს ერთერთი კარმული გრადუსია.

[01.25]

„თავისებური“. სოციოპატიისკენ მიდრეკილება ეს სიტყვა სრულიად ასახავს ასეთ ადამიანს. გვხვდება პილიციელების რუქაში.

[01.26]

„მიღწევა“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ან გააცნობიერა თავისი სულიერი საწყისი ან გახდა ეგოისტი. რაღაც დონეზე რელიგიურია ან სჭირდება რელიგია. გხვდება ფილოსოფოსების ხელოვნებათმცოიდნეების ეზოთერიკების და სასულიერო პირების რუქაში.

[01.27]

„გამძიება“. მიუთითებს ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანზე, რომელიც ან ძალიან საინტერესო რამეს აღმოჩენს ან „ცხვირს მოიმტრევს“. ასეთ ადამიანს აქვს მეცნიერების Nიჭი. ხშირად გამომძიებლების და გამომგონებლების რუკაში გვხვდება.

[01.28]

„ოპტიმისტი“. მიუთითებს ადამიანზე, რომელიც ყოველთვის ოპოზიციურია და რომელიც ყოველთვის წარმატების სჯერა. გვხვდება იურისტების რეფორმატორების და სპორცმენების რუქაში.

[01.29]

„სიახლე“.მიუთითებს ახლებური ხედვის ადამიანზე, რომელიც მეცნიერულ აღმოჩენებს აკეთებს. გხვდება ფიზიკოსების და პარანორმალური კვლევების მუსაკების რუქაში.

[01.30]

„გარჯა“.მიუთითებს ადამიანზე, რომელიც თავაუღებვლივ შრომობს, რომელიც თავისთავზე მეტს იღებს ვიდრე სხვები და სრულიად არ წუწუნებს ამისგამო. გხვდება მეცნბიერების და ორგანიზატორების რუქაში.

მოამზადა: ნიკა დვალიშვილი
“ტაროს სკოლა”

Categories
ასპექტები ასტროლოგია

პროფესიები ასტროლოგიაში

1. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები: ძლიერად აქცენტირებული ნიშნები ცეცხლის და მიწის ტრიგონი, მაგრამ უმჯობესია განლაგებული იყვნენ ჰორიზონტზე, უმჯობესია იყოს ასცენდენტით ლომი ან ნიშანი ჰაერის ტრიგონიდან. ასევე ქცენტირებული უნდა იყოს თხის რქა (ამბიციურობა) და სასწორი (საჯაროობა, საზოგადო საქმიანობები).
2. სულიერი პირები: ძლიერად აქცენტირებული ნიშანი მშვილდოსანი, მზე ქალწულში ან თევზებში. მარსისა და მერკურის ასპექტი, უმჯობესია თუ მარსს ექნება კარგი ასპექტები სხვა პლანეტებთან, მერკური დაზიანებული სატურნით.
3. მწარმოებელი: იდალურია —თუ მარსი შეერთებაშია, აქვს კვადრატი ან ოპოზიცია სატურნთან. პრიორიტეტული ნიშნებია ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, პლანეტებიდან — მარსი, სატურნი, მერკური, ურანი და რაც უფრო მეტი შეერთებები, კვადრატურები და ოპოზიციებია მით უფრო კარგია.
4. ბიზნესმენები, კომერსანტები, სპეკულანტები, ვაჭრები: ძლიერად აქცენტირებული II სახლი (სტელიუმი!), სატურნი II სახლში (შემგროვებელი, შეიძლება ეს იყოს არა მატერიალურიც, ცოდნა და ა.შ).
აქცენტირებული IX სახლი — ცნობილი ბიზნესმენი, კონტაქტები უცხოეთთან და უცხოელებთან. ქვეყანაზე მიუთითებს ნიშანი, რომელიც იმყოფება IX სახლის კუსპიდზე.
აქცენტირებული V სახლი — სპეკულაციური საქმიანობა, ყიდვა-გაყიდვა. აქცენტირებული კარდინალური (კუთხე) სახლი მიუთითებს დამოუკიდებელ საქმიანობაზე, ასევე აქცენტირებული ქალწული. მზეს, მერკურს, იუპიტერს, აქვს ძლიერი კოსმიური სტატუსი.
5. ბუღალტრები: აქცენტირებული ქალწული.
6. საინჟინრო და ტექნიკური პერსონალი: აქცენტირებული ნიშნები ჰაერის ტრიგონი, განსაკუთებით — სასწორი (მეცნიერება!). ძლიერი მარსი, მერკური, ურანი შეერთებაში ან ასპექტებით.
7. პროექტის ავტორები: ძლიერი მერკური.
8. არქიტექტორები, მშენებლები: ძლიერი სატურნი მიწის და ჰაერის ნიშნებში ასპექტებით მარსთან და ვენერასთან.
9. იურისტები: აქცენტირებული VII, XII სახლები, ძლიერი მერკური, სუსტი იუპიტერი.
10. იუველირები: ძლიერად აქცენტირებული ნიშანი ლომი.
11. პროფესიონალები ან ავტომოყვარულები: აქცენტირებული ნიშნები ვერძი, მორიელი. ძლიერი მარსი, ხშირად ასპექტი იუპიტერთან.
12. ექიმები: აქცენტირებული VI და XII სახლები (ხშირად სტელიუმით). ძლიერი მარსი დომინირებს ქირურგებში. რეტროგრადიული მარსი და სატურნი თევზებში და XII სახლი ფსიქიატრებში. მარსი კარდინალურ სახლებში ყოველთვის მიუთითებს აგრესიულ ქირურგს, განსაკუთრებით მერკურთან ასპექტის დროს. მთვარე ჰაერის ტრიგონის ნიშნებში. მზე კუროში და მორიელში ამძაფრებს ინტერესს ორგანიზმის შესწავლის მიმართ; ქალწულში — ჰიგიენისტი, დიეტოლოგი; ლომში —კარდიოლოგი; მორიელში — გინეკოლოგი; სასწორში — დერმატოლოგი, ვენეროლოგი; ვერძში — ქირურგი, სტომატოლოგი, ტრავმატოლოგი; მზე შეერთებაში მარსთან X სახლი — ქირურგი, ფსიქიატრი.
13. ფარმაცევტი, აფთიაქარი: აქცენტირებული ნიშანი მორიელი. პლუტონი ან ნეპტუნის ასპექტი მზესთან. მზე II ან VIII ასხლებში, სხვა ვარიანტში მოცემული სახლების კუსპიდებთან შეერთებაში, ან შეერთებაში მოცემულ სახლებში განლაგებულ პლანეტებთან.
14. ქიმიკოსები, ფსიქოთერაპევტები: აქცენტირებული ნიშანი მორიელი, თევზები. მარსი წლის ნიშანში. ხშირად ამ თამაშში ნეპტუნი ერევა.
15. ზოგადად სამედიცინო პერსონალი: აქცენტირებული VI და XII სახლები. ძლიერი ნეპტუნი VI სახლში მერიდიანული ტრიგონით (ცნობილი ექიმები) და ასპექტი მთვარესთან (პოპულარობა). მზე ვერძში ტრინი ნეპტუნთან (ჰიპნოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ბიორადიოლოგი-ექსტრასენსი). მზე მორიელში ტრინი მარსთან (ქირურგი), ნეპტუნთან (ფსიქოთერაპევტი).
16. პროზაიკოსები, პოეტები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, ქალწული, მორიელი და თევზები (ფანტასტიკური ჟანრის მწერლები და მთხრობელები). ძლიერი მერკური. ძლიერი ვენერა შეერთებაში ან ასპექტით სატურნთან, ურანთან. ასცენდენტი მორიელში იხრება მისტიკური და ეროტიკული მწერლობის მხარეს. კირჩხიბი – სასიყვარულო ისტორიები. მზე IX სახლში შეერთებაში ვენერასთან და ასპექტი მერკურთან მიუთითებს ფილოსოფიურ თემებზე, მოგზაურობის აღწერა. მთარეს VI სახლში კირჩხიბში მოაქვს სახალხო პოპულარობა.
17. კომპოზიტორები, მუსიკოს-შემსრულებლები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, ქალწული, თევზები, კირჩხიბი. ძლიერი ვენერა, მზე, ნეპტუნი XII სახლში (შტრაუსი). ვენერას შეერთება მზესთან და ასცენდენტთან (ვაგნერი). მზის შეერთება მარსთან ტყუპებში, 6 სახლში (შუმანი). ასცენდენტი კირჩხიბში, ვენერა კუროს ტრიგონი ურანთან ქალწულში და სექსტილი იუპიტერთან კირჩხიბში (პიანისტ-ვირტუოზი ბროკგრაუზი).
ძლიერი ვენერა ასპექტით ნეპტუნთან ან ურანთან, ასპექტი სტელიუმთან კირჩხიბში (ტემპერამენტი, გრძნობები, ემოციონალურობა), სტელიუმი ტყუპებში (ვირტუოზული ტექნიკა), თევზებში (ტონი, ხმოვანება, გრძნობები, ემოციები).
18. მხატვრები, ხელოვნები: აქცენტირებული ნიშნები — კურო, ტყუპები, კირჩხიბი, სასწორი. ძლიერი მერკური, ვენერა, მზე, კარგი ასპექტებით იუპიტერთან კუროში, სასწორში. IV სახლი აქცენტირებული ხშირად დომინირებს (მშობლიური მხარის) პეიზაჟისტების რუკაში, IX სახლი — მარინისტების, III სახლი — ანიმალისტების (ან IX სახლი). დიურერს ჰქონდა აქცენტირებული X სახლი სტელარიუმი ვენერით, მზით, სატურნით, მერკურით, მთვარით. დიკსს ჰქონდა აქცენტირებული IV სახლი სტელარიუმი მზით, მთვარით, მერკურით და ვენერით. ოემას კი ჰქონდა აქცენტირებული II სახლი სტელიუმი ვენერით, რეტროგრადიული მერკურით და მზით (მერწყულში).
19. მოქანდაკეები: აქცენტირებული აღმოსავლეთი ნაწილი ნიშნებით კურო, ტყუპები ან მორიელი ძლიერი მარსით, სატურნით, მზით ან სტელიუმში მოცემული პლანეტები.
20. თეატრის ან კინო მსახიობები: აქცენტირებული ნიშნები სასწორი და ლომი. აქცენტირებული სახლები — VII, V, X. ძლიერი ქირონი და ვენერა, მარსი, ნეპტუნი, პლუტონი, პროზერპინა. ან სტელიუმი მოცემული პლანეტებით, სხვა ვარიანტში ასპექტები ერთმანეთთან. პოპულარულობას ყოველთვის განსაზღვრავს მთვარე.
21. კომიკოსები და ჯამბაზები: ძირითადად გამოკვეთილი II და VII სახლები, აქცენტირებული კურო ძლიერი პლანეტებით, სტელიუმით.
22. თარჯიმნები, ჟურნალისტები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები და ქალწული, სახლები III, VI, IX ძლიერი პლანეტებით ან სტელიუმით. ძლიერი მერკური და ნეპტუნი მოცემულ სახლებსა და ნიშნებში. მერკურის ასპექტი მთვარესთან, სატურნთან, ნეპტუნთან.
23. მომღერლები: აქცენტირებული ნიშანი კურო, აქცენტირებული სახლები VII, X ძლიერი ვენერით ან სტელიუმით, მერკური – რეტროგრადიული.
24. ბალერინები, მოცეკვავეები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, სასწორი, მერწყული ან კირჩხიბი, მორიელი ან თევზები. აქცენტირებული სახლები V, VII, XII. მარსი V სახლში (კლასიკური ბალეტი). XII სახლი და თევზები (მედიალური ცეკვები, ნიღბებით). აქცენტირებული თხის რქა (საკულტო ცეკვები). აქცენტირებული კირჩხიბი და ძლიერი მთვარე (ნაციონალური ცეკვები).
25. სპორტსმენები: ძლიერად აქცენტირებული ნიშნები მშვილდოსანი, ვერძი, კურო, კირჩხიბი, მორიელი, თევზები, აქცენტირებული სახლები I, III, V, VII, X.
ნეპტუნის და პლუტონის სექსტილი. მზე ვერძში (კრივი), კუროში (რესლინგი), ტყუპებში (მსუბუქი ათლეტიკა), წყლის ნიშნებში (ცურვა, დაივინგი), მშვილდოსანში (ჰოკეი, ფეხბურთი), მორიელში (სროლა).
26. პედაგოგები, ლექტორები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, ქალწული, კირჩხიბი, მორიელი, თევზები. აქცენტირებული სახლები V და XI. ძლიერი მზე ქალწულში, კირჩხიბში, მორიელში, თევზებში (ანალიზი). ძლიერი მთვარე კირჩხიბში (პასუხისმგებელი), თხის რქაში (დიპლომატიურობა), ვერძში (მრჩეველი), ლომში (შემომთავაზებლობა), სასწორში (მოქმედებითობა).
27. მოგზაურები: აქცენტირებული ნიშნები წყლის და ჰაერის ტრიგონი, აქცენტირებული სახლები IX და X. ძლიერი პლანეტები მზე, მარსი, იუპიტერი, ნეპტუნი, ან მონაწილეობენ სტელიუმში, სხვა ვარიანტში ასპექტები ერთმანეთთან.
28. ფილოსოფოსები: აქცენტირებული ნიშნები — მშვილდოსანი, თხის რქა, ვერძი, კურო, აქცენტირებული სახლები — IX, X, I. ძლიერი პლანეტები — მერკური, ვენერა, იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი, ურანი.
მერკური და სატურნი აძლიერებენ მატერიალისტურ ხედვებს, ვენერა და ნეპტუნი — იდეალისტურს. აქცენტირებული კურო – ნოვატორობა, რაციონალისტობა. მორიელი — მეტაფიზიკა. თევზები —ფსიქოანალიტიკა. მთვარე და მერკური იძლევა არგუმენტების კარგ ფორმულირებას; მერკური და სატურნი — ლოგიკურობა და კრიტიკულობა; მერკური და მარსი ხელს უწყობს წარმოსახვის გადმოცემას; მერკური და ურანი — მეცნიერება; მზე და ურანი — აძლიერებს შემეცნებით-თეორიულ ინტერესებს, ორიგინალურ მიდგომებს და დასკვნებს.
უარყოფითი ასპექტები ზემოთხსენებულ პლანეტებს შორის მიუთითებს კონფლიქტებზე, უთანხმოებებზე თანამედროვე ტენდენციებსა ზოგადად კაცობრიობასთან დაკავშირებით.
მერკურის შეერთება მზესთან კუროში, XII სახლში (კრიტიკა) ტრიგონალური ასპექტი რეტროგრადიულ სატურნთან IX სახლიდან და მთვარესთან V სახლიდან (იმანუელ კანტი).
მზე, ნეპტუნი და სატურნი კუროში IV სახლში (იოჰანეს ფერვერა). ასცენდენტი მორიელში, მზე კუროში ქმნის სინთეზს მეტაფიზიკასა და რაციონალიზმს შორის, ძლიერი ნეპტუნი და ურანი ზრდის მსოფლმხედველობას.
29. მკვლევრები, სწავლულები: აქცენტირებული ნიშნები ტყუპები, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თევზები. აქცენტირებული სახლები — III, VI, VII, IX, XII.
მთავარი და ძირითადი მაჩვენებლებია პლანეტები: მერკური, სატურნი, იუპიტერი, ურანი, სტელიუმი მოცემული პლანეტებით. უმეტეს შემთხვევაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წარმომადგენელთა რუკაში პლანეტები განლაგებულია აღმოსავლეთ ნაწილში განსაკუთრებით – III სახლში. მერკურს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია ასპექტები სხვა პლანეტებთან და ჰოროსკოპის ელემენტები, ვიდრე დანარჩენი ფაქტორები. მათემატიკოსების, ფიზიკოსების, ასტრონომების მერკური ძირითადად კარდინალურ ნიშნებშია.
ისააკ ნიუტონი: მზე III სახლში; მერკური და ნეპტუნი მშვილდოსანში; იუპიტერი და სატურნი თევზებში და კავშირში V სახლთან.
ალფრედ რასელი: სტელიუმი ხუთი პლანეტით — ნეპტუნი და ურანი, რომელიც შეერთებაშია მზესთან, მერკური და ვენერა, რომელიც აგრეთვე შეერთებაშია, იმყოფება თხის რქაში. პირველი ორი ასევე შეერთებაშია III სახლის კუსპიდთან, დანარჩენი გადანაწილებულია III სახლში.
30. ბნელი სამყარო: აქცენტირებული ნებისმიერი ნიშანი და ნებისმიერი სახლი სტელიუმი ბოროტი პლანეტებით. შეერთების ნებისმიერი ვარიანტი მარსი-პლუტონი-ნეპტუნი—მთვარის კვანძები-პროზერპინა-ლილიტი. ძლიერად დაზიანებული მერკური შეერთებაში ნეპტუნთან (კლეპტომანია, უპრინციპობა). სუსტი იუპიტერი მიუთითებს ამორალურობაზე.
სტელიუმი კუროში და დაზიანებული ვენერა მიუთითებს ცივსისხლიან დამნაშავეზე. ძლიერი მარსი VII სახლში კვადრატი მთვარესთან XI სახლში და ვენერასთან V სახლში მიუთითებს მეგობართან ღალატზე. მზე და ურანი კარდინალურ ნიშნებში და კარდინალურ სახლებში კვადრატით მარსთან და სატურნთან მიუთითებს სუიციდზე. იგივე შედეგს გვაძლევს სატურნის და პლუტონის ოპოზიცია და მათი კვადრატი მზესთან და ურანთან.


თარგმნა: მიზანთროპი

Categories
ასტრო-პროგნოზი ასტროლოგია

ტრანზიტული პლუტონის შეერთება ნათალურ მზესთან და სხვა პლანეტებთან თხის რქაში (2008-2023)

2008 წლის 26 იანვრიდან პლუტონი გადავიდა თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში და მომდევნო 15 წელი იქ გაჩერდება. მიმდინარე პერიოდში პლუტონი თხის რქის 9 გრადუსზეა, რაც იმას ნიშავს რომ ეს სტატია ყველაზე აქტუალური თხის რქებისთვისაა, რომლებიც პირველ დეკადაში არიან დაბადებულები.

ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ასპექტი ყველას ცხოვრებაში არ ხდება. ის საკმაოდ ხანგრძლივია და დიდი და რადიკალური ცვლილებებისკენ მიგვანიშნებს. ეს ძირითადად ის შემთვევაა, როცა ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებები საკუტარი ნებით კი არა, არამედ გლობალური მოვლენების შედეგად ხდება და ეს უკვე ადამიანზე დამოკიდებულები საითკენ წაიყვანს თავის ცხოვრებას და როგორ გამოიყენებს ამ იშვიათ ასპექტს.


ზოგადად, როცა პლუტონი ასპექტს უკეთებს ნათალურ მზეს, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ეგოს ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ უბიძგებს. ამ დროს შეიძლება გააცნობიეროთ საკუთარი ძალაუფლება, რომელსაც ფლობთ ან უბრალოდ მისწრაფება ძალაუფლებისკენ. გექნებათ შეგრძნება, რომ ყურადღების ცენტრში ხართ ყველა მოვლენა თქვენს გარშემო ხდება, ათასი თვალი გიყურებთ და ამიტომ ყოველთვის შეეცდებით ჩრდლიში გასვლას,რაც არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან შეიძლება თქვენსგან განტევების ვაცი გამოიყვანონ: თუ თქვენ ამ პერიოდში მნიშვნელოვან საკითხებში და პრობლემების გადაჭრაში გადაწყვიტავთ დათმოთ პოზიციები, შედეგეად მიიღებთ დევნას და შევიწროვებას.

საკუთარი ეგოს ღრმად შეცნობის ძლიერი მისწრაფება და სურვილი გამოიკვლიოთ მისი მოთხოვნილებები შეიძლება დაგეხმაროთ მიღებული ზღვა ინფორმაციის დახარისხებაში, რომელიც ამ ასპექტის მოქმედების პერიოდში შემოდის თქვენს ცხოვრებაში.

პლუტონის ზემომედების დროს თქვენ შეიძლება განიცადოთ, როგორც აღმაფრენები, ასევე სიღრმეები: ერთის მხრივ, მოიპოვოთ აღიარება და ძალაუფლების შეგრძნება, მეორეს მხრივ, შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ თქვენ გმართავენ სხვები.

ამ პერიოდში კარგი იქნება ცხოვრებისეული მოვლენების ანალიზი, რადგან პოზიტიური გამოცდილება და დამიკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ (რაც შინაგანად გაქვთ) მიგითითებთ იმ ფუნდანეტური საკითხებისკენ, რომელზეც შეგიძლიათ დააფუძნოთ ცვლილებები, ხოლო საკიტხები რომლეთა მიმართ ნეგატიურად და პესიმისტურად ხართ განწყობილი, მოითხოვს ცვლილებებს ან ლიკვიდაციას.

ახლა განვიხილოთ კონკრეტულად თხის რქაში ეს ასპექტი. ფაქტურად შეუძლებელია ადამიანი მოემზადოს პლუტონის სტუმრობისთვის ნათალში. მზესთან ასპექტირება ეს დაახლოებით აფეთქების ძალის ტოლია, უმეტეს შემთხვევაში მას დადებითი განმუხტვა მოჰყვება ხოლმე. მაგრამ მაინც ვინც გაფრთხილებუულია, ის შეიარაღებულია.

თხის რქებო- თავიდან პლუტონის შეერთებას თქვენს მზესთან მოყვება უსიამოვნებები და სტრესი, ექსტრემალური ცხოვრებისეული სიტუაციები. ეს თავიდან მოკლე პერიოდი გაგრძელდება, მანამ სანამ მოძლიერდებით მორალურად და მიიღებთ იმ უზარმაზ იმპულს პლუტონისგან, რომელსაც საკუტარი თავის გამოვლენისკენ მიმართავთ..


კონკრეტული გაფრთხილებები სხვა პლანეტების ტრანზიტებისთვის თხის რქაში:

1) კარიერაში განსაკუთრებული კარიერული ცვლილებები და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, სახელის მოხვეჭა და აღიარება ელოდება მათ ვინც- 01.01-09.04/1961 და 13.08.-13.11./1961 – დაბადებულ ადამინებს, რადგან მათ რუკაში ძალიან იშვიათი იუპიტერი-სატურნის შეერთებაა თხის რქაში.

2) პლუტონი-ურანის შეერთება- ეს დაახოებითი ისეთი კოლოსალური ენერგიაა, რომელიც თქვენ წარსულიდან პირდაპირ მომავალში გადაგისვრით: ეს ახალი შეხედულებები და ფასეულობებია, იდეები, მიზნები, ახალი პროფესია და რაც მთვარია დამოუკიდებლობა. ეს შეეხებათ -01.12.1988 დან 12.01.1996 წლამდე დაბადებულ ადამინებს და ადვილი შესაძლებელია, რომ თქვენს შორის ზოგიერთი დროის მაქანის გამომგონებლი აღმოჩნდეს.

3) ყველაზე ცუდად პლუტონი იმოქმედებს, მათზე ვისაც თხის რქაში ჰყავს შავი მთვარე. ამ ტრანზიტისთვის თქვენ წინასწარ უნდა მოემზადოთ. სასურველია ასტროლოგის კონსულტაცია, რადგან გასათვალისწინებელია სხვა ასპექტებიც თხის რქაში. აუცილებელია წინასწარ მიიღოთ ზომები და არ დაელოდოთ პლუტონის რისხვას.

4) მტკივნეული განშორებები და ილუზიებში გადავარდნა ელოდებათ ადამინებს, რომლებიც დაიბადნენ- 20.01.1984 – 29.04.1998 – აქ პლუტონი გადაუვლის ნეპტუნს. თქვენთვის აუცილებელია მოემზადოთ ახალი მსოფლმხედველობისთვის და წარსლთან განშორებისთვის.

5) ვისაც იუპიტერი თხის რქაში გყავთ გაგიმართლათ: პლუტონის შეერთებას იუპიტერთან დაახლოებით ისეთი ეფექტი აქვს ჯონი , რომ გამოუშვა ლამპიდან: გრანდიოზული შესაძლებლობები სრულიად რელური ხდება, მთავარია არ დაიბნეთ და ეს შანსი გამოიყენოთ.


ზოგადად, ნებისმიერი პლუტონის ტრანზიტი ნათალურ პლანეტებთან ეს არის მითითება იმ სფეროსკენ, სადაც ბევრი „ნაგავია“ თავმოყრილი და გაწმენდას და განახლებას საჭიროებს. თუ დროულად არ დაიწყებთ „ნაგვის“ გატანას სახლიდა, თავიდან, სულიდან, სამსახურიდან მაშინ პლუტონი აუცილებად დაგვსჯის. ყველასთვის საერთო რეკომენდაცია იქნება, ჩამოიშოროთ ძველი უვარგისი სიტუაციები, ნივთები, ადამიანები და თამამადად გადახვიდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

Categories
ასპექტები ასტროლოგია

ჰომოსექსუალიზმის ასტროლოგია – თეორია

1 – მარსი და ვენერა პირად რუკაზე მარსი პასუხისმგებელია მამაკაცის კაცურობაზე და მის სექსუალურობაზე – მარსი სუსტია, როცა ის მოქცეულია ქალურ ნიშნებში: კურო, სასწორი და კიბო – მარსი ძლიერია, როცა ვერძშია, მორიელში ან თხის რქაში – მარსი თუ მშვილდოსანში ან ლომშია , უფრო მიდრეკილია მამაკაცურობისკენ – მარსი თუ ქალწულში კირჩხიბში ან თევზებშია, ნაწილობრივ ქალურობისკენაა მიდრეკილი

– მარსი თუ მოთავსებულია ტყუპებში და მრწყულში , მაშინ ნეიტრალურია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ორი ნიშნის (ტყუპი-მერწყული) მმართველი პლანეტები მერკური და ურანია ანუ „უსქესო“ პლანეტები, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მარსი ამ მდებარეობაში არის „ბრმა“ და სიბოლიზირდება სქესთა იდენტიფიცირების მერყეობასთან,

ჩამოუყალიბებელ ორიენტაციასთან და ბისექსუალიზმთან. მაგრამ თუ მამაკაცის მარსი მოქცეულია ქალურ ნიშანში ეს არ ნიშნავს, რომ ის ჰომოსექსუალია, ის უბრალოდ უფრო მგრძნობიარეა, უბრალოდ შეიძლება დიდი ინტერესით და სინაზით ეპყრობოდეს თავის მამაკც მეგობრებს. ხოლო ქალებთან ურთიერთობას მისთვის შეიძება არ მოჰქონდეს ისეთი სიამოვნება, როგორიც მას სჭირდება. შეიძლება გაურბოდეს ქალებს როგორც ცნობიერად, ისე ქვეცნობიერად.



იგივე მეორდება ქალის შემთხვევაში, მაგრამ პირიქით: ვენერა ძლიერია ქალურ ნიშნებში (თევზები,კურო,კირჩხიბი,სასწორი), სუსტია მამაკუცურ ნიშნებში (ვერძი,მორიელი,თხის რქა). ამასთან მამაკაცური ნიშნები ქალს მატებენ გამბედაობას, ქალურები კი მეტ სინაზეს და მგრძნობელობას. და მხოლოდ რამოდენიმე სხვა წინაპირობამ ჰოროსკოპში შეიძლება ქალისთვის იქონიოს გავლენა მის სექსუალურ ორიენტაციაზე. 2 – საწინააღდეგო სქესის აღქმა და დაძაბული ასპექტები ჯერ კიდე ძველბერძნულ ასრტოლოგიაში მიჩნევდნენ რომ თუ მამაკაცის მზე, მარსი, ვენრა და მთვარე მოქცეულია ქალურ ნიშნებში ის მიდრეკილია ჰომოსექსუალობისკენ და ქალეზეც პირიქით. ზოგაგდ კი გააჩნია მათი უმრავლესობა როგორ ნიშნებშია თავმოყრილი. დაძაბულ ასპექტად ითვლება: – მზე-მარსის კვადრატი მამაკაცისთვის. ქალის ჰოროსკოპში: უძნელდება მამაკაცებთან ურთიერთობის აწყობა და თუ არსებობს სხვა ასპექტებიც ამ ყველაფერს მივყავართ ბისექსუალიზმამდე ან ორიენტაციის შეცვლამდე – მთვარე- ვენრერას კვადრატი ქალისთვის კაცის ჰოროსკოპში: უძნელდება ქალებთან ურთიერთობის აწყობა და თუ არსებობს სხვა ასპექტებიც ამ ყველაფერს მივყავართ ბისექსუალიზმამდე ან ორიენტაციის შეცვლამდე – მთვარე – მარსის ოპოზიცია ან კვადრატი ჰომოსექსუალიზმის ასტროლოგია : პრაქტიკა გამოკველებების მიხედვით ჰომო მამაკაცების რუკაზე აღინიშნება შემდეგი კანონზმოერება (რომელთაგანაც ზოგიერთი წინააღდეგობაში მოდის თეორიასთან და „ძლიერი მარსის“ ცნებასთან). არის შემთვევები როცა მარსის ჰარმონიული განლაგებისას, მაგალითად ვერძში ან მორიელში მამაკაცი ბი ან ჰომოსექსუალია, მაგრამ პარალელურად ძალიან ძლიერია მზე-მთვარის მოტივი. საერთო ჯამში გამოდის რომ მთვარე უფრო მეტ როლს თამაშობს მამაკცის ჰოროსკოპში, ვიდე მარსი და პასუხს აგებს სუბიექტურ სიმპატიებზე და ემოციებზე, ვიდერე პრიმიტიულად ფიზიოლოგიურ გატაცებებზე. ყველაზე ხშირად ეს ასპექტები გვხვდება რუკებში: – მორიელის სახლი როცა გაჯერებულია ( ანუ როცა ბევრი პლანეტაა თავმოყრილი) – ვერძის სახლი როცა გაჯერებულია ( ანუ როცა ბევრი პლანეტაა თავმოყრილი) – მჭიდრო კავშირი მორიელის სფეროებს და ვენერას შორის, მაგალითად: ვენერა მორილში ან პლუტონი-ვენერას შეერთება და ა.შ. – მჭიდრო კავშირი მთვარეს და ურანულ სფერობს შორის, მაგალითად: მთვარე-ურანის შეერთება, მთვარე მერწყულში და ა.შ. – ვენერა ან მარსი, როცა ხვდება გაორებულ ნიშნებში: ტყუპები,სასწორი ან თევზები – დაზიანებული ან დამწვარი პლანეტები (ერთი ან მეტი): მთვარე, ურანი, მარსი (მამაკცებისთვის), ვენერა (ქალებისთვის) ცნობილი ბი ან ჰომოსექსუალების ნატალური რუკებიდან: – ჩაიკოვსკი: მთვარე კიბოში და მარსი კუროში – მ. ცვეტაევა: მარსი მერწულში და მარსი-მთვარის კვადრატი – ფრედი მერკური: ბევრი პლანეტის თავმოყრა სასწორში, მათ შორის მარსიც და ვენერაც.

მოამზადა Nina Runes
«ეზოთერული სახელოსნო»

Categories
ასტრო-გაკვეთილები

ვსწავლობთ ასტროლოგიას (გაკევთილი # 5 — ასპექტები)

მხოლოდ პლანეტების მდებარეობა ნიშნებში და სახლებში არ არის საკმარისი ნატალური რუქის წასაკითხად ან პროგნოზის გასაკეთებლად. ამისათვის აუცილებელია ვიცოდეთ პლანეტების ერთმანეთთან დამოკიდებულება.
ასტროლოგიურ რუკაში პლანეტების ერთმანეთთან დამოკიდებულებას ასპექტაცია ეწოდება,
ორი პლანეტის საერთო კუთხეს კი ასპექტი.
ასპექტების უამრავი სისტემა არსებობს და გამოიყენება. ყველაზე გავრცელებული კი მაჟორული ასპექტებია. ასევე ფართოდ გამოიყენება მინორული ასპექტებიც (იხ. ცხრილები).

ზოგჯერ ერთი პლანეტა რამდენიმე პლანეტასთან ქმნის ასპექტს, რის გამოც სრულიად განსხვავებულ შედეგებს იძლევა. ასპექტები უმეტესად სწორი და ზუსტი არ არის.
ე.წ. ორბისი გვიჩვენებს ასპექტის მოქმედების ძალას.
ორბისი – დაშორება პლანეტებს შორის. მაგალითად, თუ მზე არის 10 გრადუსზე, ხოლო მერკური 13 გრადუსზე, მაშინ გამოდის, რომ მზე-მერკურის შეერთებას აქვს 3 გრადუსიანი ორბისი. ორბისი არ არის მკაცრად განსაზღვრული სიდიდე: ის დამოკიდებულია პლანეტის სიძლიერეზე ამა თუ იმ ნიშანში და შესაბამისად ლავირებს. არსებობს მოსაზრებაც, რომ ცხოვრების მანძილზე კონკრეტული ადამიანისთვის შეიძლება შეიცვალოს ორბისის მოქმედების სიდიდე, რაც უკვე მის სულიერ განვითარებაზეა დამოკდიდებული. ორბისის გავლენა ძირითადად 3-დან 10-გრადუსამდე მერყეობს.

თუ ასპექტში მონაწილეობს რომელიმე მნათობი (მზე ან მთვარე) მაშინ ორბისის სიდიდე შეიძლება 2-ჯერაც გაიზარდოს, ნელა მოძრავი პლანეტების შემთხვევაში კი პირიქით – მცირდება.
ასევე ასპექტები იყოფა აპლიკაციურ ასპეტებად (როცა პლანეტები ერთმანეთისკენ მოძრაობს) და სეპარატიულ (როცა პლანეტები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრაობენ) ასპექტებად, უფრო მარტივად გამავალი და შემავალი ასპექტი.

მაგალითად, ვთქვათ მზე კუროს მე-12 გრადუსზეა, ხოლო ვენერა კუროს მე-17 გარადუზე. ვენერა მზეზე ჩქარია და მის წინ მოძრაობს – გამოდის, რომ ეს სეპარატიული შეერთებაა, რადგან უკვე შორდებიან ერთმანეთს. ხოლო თუ მზე მე-12 გრდასუზე დგას და ვენერა მე-9-ზე, ე.ი. ვენერა მზისკენ მოძრაობს და ასეთ შეერთებას აპლიკაციური ეწოდება. იგივე ხდება მაგალითად, რეტროგრადული (უკანმავალი) ვენერას შემთხვევაში, ვენერა მოდის უკან და ისევ მზეს უნდა შეურთდეს. ესეც აპლიკაციური შეერთებაა. მაგრამ ამგვარი ორი ასპექტი განსხვავებას გვაძლევს. ვენერას შეერთება მზესთან კუროში უფრო ჰარმონიულია, ვიდრე რეტროგრადული ვენერას შეერთება მზესთან. ვენერას რეტროგრადულობა უფრო მეტ შინაგან დაძაბულობას იძლევა (პრინციპით – „ძალიან მინდა, მაგრამ არ შემძილია“).

ახლა ცალ-ცალკე განვიხილოთ ასპექტები. ძირითადი ასპექტები წრის პირველი სამ რიცხვზე (1,2,3) გაყოფის გზით მიიღება:

შეერთება (კონიუქცია) =360 ( შესაბამისად 0-) გრადუსი;
ორ პლანეტის ძალთა გაერთიანება ხდება (შესაბამისად ხან ჰარმონიულია, ხან დაძაბული), ორბისის 10 – გრადუსამდე.
ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ასპექტია. ის გამოიხატება როგორც ფსიქოლოგიურ დონეზე, ასევე ცხოვრებისეულ მოვლენებში. ორი შეერთებული პლანეტა ადამიანის ყველაზე დომინანტურ და გამოკვეთილ თვისებებს გამოხატავს. შეერთება სწორედ ის ასპექტია, რაც საკვანძო მომენტებს ქმნის ცხოვრებაში.


ოპოზიცია (პირისპირდგომა) =360 : 2 = 180 – გრადუსი;
იქმნება ძლიერი დაძაბულობა ორბისის 9 – გრადუსამდე.
ოპოზიცია მიგვითითებს ცხოვრების იმ სფეროებზე, რომლებშიც აუცილებელია ბალანსის დაცვა და ოქროს შუალედის პოვნა. ეს ასპექტი მუდმივად მოქმედებს და მასში მონაწილე პლანეტები ბლოკავენ ერთმანეთს. ოპოზიცია გვაძლევს ისეთ სიტუაციებს, რომლის შეცვლაც არ შეიძლება. ის აუცილებლად უნდა მოხდეს და უნდა გადავლახოთ, რაც არ უნდა რთული იყოს. ხშირად, როცა ადამიანს ჰოროსკოპში არ აქვს ოპოზიცია, მას უჭირს ურთიერთობების დამყარება, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებში, რადგან ოპოზცია გვაძლევს სტიმულს ჩვენში გამოვიმუშაოთ ისეთი თვისებები, რომლებიც არ მოგვეპოვება. „უოპოზიციო“ ადამიანს კი ეს არ შეუძლია.

ტრიგონი =360 : 3=120 – გრადუსი;
მყარდება ძლიერი ჰარმონია, ორბისი 8 – გრადუსამდე.
ეს არის ყველაზე ძლიერი ჰარმონიული ასპექტი, რომელიც მუდმივად მოქმედებს და მიგვითითებს ადამიანის ხასიათის საუკეთესო თვისებებზე და იმ სფეროზე, სადაც ყველაზე მეტი წარმატება ელოდება. ამ ასპექტს 2 პლანეტის ენერგიების გაერთიანება ქმნის, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულად „თანამშრომლობენ“. ტრიგონი ასევე არის დაბადებიდან თანდაყოლილი ნიჭი, ეს არის ასპექტი, რომელიც ხელს გვიწყობს წამატებასა და ურთიერთობებში.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ რუკაში ადამინს აქვს ბევრი ძლიერი ტრიგონი და დაძაბული ასპექტები ცოტაა, მაშინ ასეთი ადამიანი მალევე ზარმაცდება, რადგან ყველაფერი ადვილად გამოსდის და აღარ თვლის საჭიროდ განვითარდეს. ამიტომ ტრიგონი არ არის „ბედნიერების“ ასპექტი, ეს უფრო მიზნის მარტივად მიღწევას იძლევა და ხშირად გვხვდება სულიერად დაბალგანვითარებული ადამიანების რუკაში, ისეთი ადამიანის, რომელიც მორალის გარეშე იღებს ცხოვრებიდან ყველაფერს, რადგან ადვილად ეძლევა…

კვადრატი =180 (ოპოზიცია): 2=90 – გრადუსი:
იქმნება ძლიერი დაძაბულობა, ორბისი 8 გრადუსამდე.
ეს ძლიერ დაძაბული ასპექტია, მაგრამ ოპოზიციისგან განსხავებით, მუდმივად არ მოქმდებს. ის ცხოვრებაში იძლევა უეცარ სირთულეებს, რომლებიც მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს, რათა არ გართულდეს და ღია კონფლიქტურ სიტუაციაში არ გადავიდეს.
თუ ოპოზიციის დროს პლანეტები ერთმანეთს ბლოკავენ, აქ პირიქითაა – ერთმანეთს ებრძვიან. ასპექტის ამოქმედების დროს ხდება ენერგიის ძლიერი გამოტყორცნა და სიტუაცია მის მორიგ ამოქმედებამდე წყნარდება.
თუ ადამიანს ჰოროსკოპში ბევრი კვადრატურა აქვს, ის ბავშვობიდან ეჩვევა სირთულეებს და ასაკის მატებასთან ერთად უფრო ადვილად ლახავს მათ. უფრო რთულადაა საქმე იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს საერთოდ არ აქვს კვადრატი – ასეთი ადამიანი სრულიად ბრძოლის უუნაროა და იწყებს ილუზიებში ცხოვრებას, თითქოს ყველაფერი კარგად არის.
კვადრატურის დამუშავება საკმაოდ რთულია, რადგან მასში მონაწილე პლანეტები მწვავე სიტუაციებს ქმნიან, ამასთან ძალიან რთულია ამ პლანეტების ენერგიების „ფლობა“, რომლებიც ერთმანეთთან კონფლიქტში არიან. მაგრამ მთავარია გვახსოვდეს, რომ კვადრატრების გარეშე არც ერთი დიდი წარმატება არ ხდება, რადგან ესაა სტიმული. პოლიტიკოსების, სპორტსმენების , ბიზნესმენების და ყველა იმ ადამიანის ჰოროსკოპში, რომელთაც შეუძლიათ თქვან: „მე ეს შევძელი“ – კვადრატურა მკვეთრად გამოხატული ასპექტია..

სექსტილი = 120 (ტრიგონი)–: 2=60 – გრადუსი;
ჰარმონიული ასპექტია, უფრო სუსტი ვიდრე ტრიგონი, ორბისის 6 გრადუსამდე.
ეს ძლიერი ასპექტია, რომელიც ტრიგონისაგან განსხვავებით პერიოდულად მოქმედებს. სექსტილი გვაძლევს საშუალებას ცხოვრებისგან სასურველი შედეგები შრომის ფასად მივიღოთ. ამ ასპექტის მოქმედება მთლიანად დამოკიდებულია ადამიანის ქმედებებზე.
თუ ადამიანის ჰოროსკოპში არის მხოლოდ ტრინები და არ არის სექსტილები, ან ცოტაა, ასეთ შემთხვევაშიც იძლევა სიზარმაცეს. მაგრამ თუ ორივე ასპექტები მოიპოვება, ესეც საკმაოდ რთული მდგომარეობაა, რადგან ადამიანი განებივრებულია და ხშირად მიდის ვა-ბანკზე.
სექსტილი ასევე არის ნიჭი, რომელსაც განვითარება სჭირდება (ანუ არათანდაყოლილი). საბოლოო ჯამში, ეს არის დიდი შესაძლებლობების ასპექტი, რომლიც შედეგებს შრომის ფასად გამოიღებს.

ნახევარი სექსტილი = 60(სექსტილი) : 2=30- გრადუსი:
ძალიან სუსტია, ორბისის 1 გრადუსამდე.
ეს ასპექტი საკმაოდ სუსტია, მაგრამ გვეხმარება ზედმეტი შინაგანი დაძაბულობის მოხსნაში, რათა უფრო კარგად დავინახოთ სიტუაციებიდან გამოსავალი. ნახევარსექსტილი ადამიანის ხასიათში უფრო მემკვიდრეობთ შტრიხებზე მიუთითებს, ვიდრე შეძენილზე. თუ ეს ასპექტი ტრანზიტში ან პროგრესიაში შეგხვდათ, მაშინ ის ადამინს ეხმარება საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდეს.

ნახევარი კვადრატი : =90(კვადრატი):2 = 45 – გრადუსი:
სუსტად დაძაბული ასპექტია, ორბისის 2 გრადუსამდე.
ეს ასპექტი სუსტია, ძირითადად ადამიანის შინაგან კონფლიქტებზე მიუთითებს, რომლებიც ქვეცნობიერად მოქმედებენ მასზე. ეს ასევე არის ადამიანის ფარული მოტივები და ქმედებები. რუკაში ასვე იძლევა იმედგაცრუებას მემკვიდრეობის და შემოსავლის წყაროსთან დაკავშირებულ საკითხებში.

კვინტილი : 360 : 5=72 გრადუსი;
ძალიან სუსტი შემოქმედებითი ასპექტია, ორბისის 1,5 გრადუსამდე.
ეს ასპექტი მიგვითითებს, თუ როგორ და სად მოვახერხოთ შემოქმედებითი რეალიზაცია. ხშირად იძლევა განსაკუთრებულ ნიჭს.

ბიკვინტილი : 72 (კვინტილი) * 2 = 144 – გრადუსი.
კვინტილისა და ბიკვინტილის ასპექტებს პენტაგრამიდან ვიღებთ. ისინი ძალზე ნაზი და მგრძნობიარენი არიან.
ეს არის შემოქმედებითი (არასტანდარტული) განვითარების სტიმული. ძრითადად სულიერ ცხოვრებაზე აისახება.

კვინკუნქსი : 90 (კვადრატი) + 60 (სექსტილი) = 150 გრადუსი;
კვინკუქსი სექსტილის ასპექტთან შედარებით სუსტია, ორბისის 2 გრადუსამდე.
ამ ასპექტს „ბუმერანგის პრინციპი“ შეიძლება ეწოდოს. ის 150 გრადუსიან კუთხეს იძლევა და როგორც ფორმულიდან ჩანს, მიიღება ჰარმონიული და დაძაბული ასპექტების ჯამით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „დაბრუნებული სიტუაციაები“ ხან კარგია, ხან ცუდი და ჩვენი ქმედების პირდაპირპროპორციულია. ძირითადად, ეს ასპექტი ჰარმონიას ქმნის ყველა სიტუაციაში, მაგრამ უფრო ხშირად არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა, არამედ როგორც სწორია.

მოამზადა Nina Runes
«ეზოთერული სახელოსნო»