რეპრესირებული ცოდნა

რუსთაველის პოემა ახალი
ქებათა ქებაა სოლომონისა”.
(
მამა გაბრიელი)

საუკუნეების განმავლობაში, ქრისტიანობა და ეკლესია კრძალავდა ბევრ ისეთ დიდ ნაშრომს, როგორიცაა ვეფხისტყაოსანი, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ოთხი კანონიკური სახარების გარდა ყველა დანარჩენსთომას, პეტრეს, მარიამ მაგდალინელის და სხვა, ასევე გნოსტიკურ სწავლებებს, სადაც ცოდნას თვლიდნენ მონობისგან გათავისუფლების საშუალებად.
„გნოსის“-სიტყვა, სანსკრიტულ ენაზე ნიშნავს ცოდნას, ხოლო ბერძნულზე – ცოდნის მფლობელებს. გნოსტიციზმის ძირითადი მოტივები შედგება ადრეული ქრისტიანობისგან, მითოლოგიისგან, ფილოსოფიისგან და აღმოსავლური სწავლებებისგან. თუ პარალელს გავავლებთ „ვეფხისტყაოსანთან“, დავინახავთ, რომ მათ შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. დღესდღეობით გნოსტიციზმში ძალიან ბევრი განშტოებაა, ისევე როგორც თავად ქრისტიანობაში. გნოსტიციზმის ძირითადი მიმართულებაა დუალიზმი, კეთილი და ბოროტი საწყისის თანაარსებობა. თვით ადამიანიც დუალისტური ქმნილებაა, რომელიც შედგება საღვთო წარმოშობის სულისა და მატერიალური სხეულისაგან, რომელსაც ხან ,,ხაფანგს,“ ხანაც ,,საპყრობილეს,“ ხან ,,სიმძიმეს – რის გამოც სული მიწას ეჯაჭვება“ – და ,,აღმოუფხვრელ ბოროტებასაც“ კი უწოდებენ.
გნოსტიკოსებს ჯეროდათ, რომ მხოლოდ ისინი იგებდნენ მაცხოვრის სიტყვებს სწორად და სწორ ინტერპრეტაციას აკეთებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გნოსტიციზმი არ არის ჩვეულებრივი რაციონალიზმი, მას არაფერი აქვს საერთო ათეიზმთან. ეს არის რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, ისევე როგორც „ვეფხისტყაოსანი“, მათ მიაჩნდათ, რომ იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. სწორედ ეს გახდა მიზეზი მათი და ეკლესიის დაპირისპირების, რის შემდგომაც ეკლესიამ გნოსტიკოსები სექტანტებად შერაცხა.
ასევე „ვეფხისტყაოსანს“ ძალიან ბევრი სასულიერო პირი ებრძოდა, ის ძლივს გადაურჩა განადგურებას, როგორც მკითხველისთვის მავნებელი და ქრისტიანთა გონების მომწამვლელი ნაწარმოები. ალბათ იმიტომ, რომ მასზე აღმოსავლური სწავლებების ძალიან დიდი გავლენა იგრძნობა. თუმცა ავიწყდებათ, რომ ის საღვთო საღვთოდ გასაგონი პოემაა.

ზვიად გამსახურდიის განსაზღვრებით, ,,ვეფხისტყაოსანი” არის ღრმად გააზრებული სულიერი ნაწარმოები, რომელიც ეძღვნება ადამიანის მიერ ღმერთთან დაკარგული ერთიანობის აღდგენას. აკაკი წერეთელი „ვეფხისტყაოსანს“ ქართველი ერის პოეტურ სახარებად მიიჩნევდა. გალაკტიონი წერდა მასზე: ’’შემოქმედება აზრს შეუზავა, ვეფხის დაარქვა მან ტყაოსანი და საუკუნე გააუკვდავა’’. შოთა რუსთაველი კი თავის უდიდეს ნაწარმოებს ობოლ მარგალიტს უწოდებს;

,,ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელისხელ საგოგმანები,

მარგალიტის ალეგორიული მნიშვნელობა კი არის ცოდნა, საიდუმლო ცოდნა, ცათა სასუფეველი, ღვთის სიტყვა…
„6. ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ. (მათეს სახარება, თავი 7).

გნოსისცოდნამარგალიტისაიდუმლო ცოდნა
შოთას მიზანია ფიზიკურს მიჯაჭვული სულიერების დახსნა და ადამიანის ამაღლება სრულყოფილებამდე (რაც პირდაპირ კავშირშია ამირანის მითთან). რუსთაველის პოემაში ალეგორიული ენით არის აღწერილი უმაღლესი ჭეშმარიტება და მისი მიღწევის გზა, ანუ ის რაც არსად არ არის“ (არამატერიალური, სულიერი), რომელიც ჩვენ თვითონ უნდა შევძლოთ და ვიპოვოთ მის საკრალურ შინაარსში. სამწუხაროდ ეს „ობოლი მარგალიტი“ ისევე ობლად რჩება და არ გამოუჩნდა „პატრონი“, ვინც გაშიფრავს მის საიდუმლო კოდს, რომელიც ქართველი ერისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ვეფხისტყაოსანში“ უდიდესი ეზოთერული და რელიგიური ცოდნა დევს, ეს პოემა ეზოთერული კუთხით პირველად ზვიად გამსახურდიამ შეისწავლა. მასში გადმოცემულია ქრისტიანული ინიციაცია. თუკი გავარჩევთ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების სახელებს, საკმაოდ ნათლად დავინახავთ სიუჟეტს. ბატონ ზვიადს დავესესხები და მისი კვლევებიდან ნაწილობრივ მაინც მოგაწვდით პერსონაჟების სახელების არაბულ-სპარსულ ეტიმოლოგიურ მნიშვნელობებს: ნესტანდარეჯანიანუ ის რაც არსად არ არის (სულიერება, არამატერიალური მცნება, საღმრთო სიბრძნე და მადლი), რომელიც გაზარდა მამიდა დავარმაანუ მაგიამ, შეპყრობილი ყავთ ქაჯებს. მის დასახსნელად როსტევანის (ბრძენი) ასულმა თინათინმა (გონება) გააერთიანა სამი უდიდესი ძალა: ტარიელი (საღმრთო სიყვარული), ავთანდილი (სარწმუნოება) და ნურადინფრიდონი (იმედი). სიყვარულმა, სარწმუნოებამ და იმედმა დაიხსნეს „ფიზიკურს მიჯაჭვული სულიერება“.
გავარჩიოთ თვითონ სიტყვა „ვეფხისტყაოსანი“: ვეფხვი სხვადასხვა რელიგიაში და მითოლოგიებში ნიშნავს არსებას, რომელიც სულიერ სამყაროს აკავშირებს ფიზიკურს. ეს არის მიჯაჭვულობა ფიზიკურ ვნებებზე, სურვილებზე და ა.შ. აღმოსავლურ რელიგიებში ღმერთების უამრავი გამოსახულება არსებობს, რომლებიც ვეფხვის ტყავით არიან შემოსილი, ვეფხვის ტყავზე, ან თვითონ ვეფხვზე სხედან, რაც ნიშნავს სულიერების გამარჯვებას მატერიალურ სამყაროზე. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც ვეფხვზე იმარჯვებს, ანუ „ვეფხისტყაოსანი“ არის ზე-ადამიანი, რომელმაც გაათავისუფლა და დაიხსნა სული ფიზიკური მიჯაჭვულობისგან და მიაღწია სრულყოფილებას.
სწორედ აქ ჩანს „ვეფხისტყაოსნის“ კავშირი ამირანის მითთან. ამირანი, ანუ იგივე პრომეთე, იაპეტოსის ძე, ანუ ზენა (სულიერი) სამყაროს ძე, რომლის არსობრივი მნიშვნელობაც წინასწარმეტყველური აზროვნებაა, მიჯაჭვულია კლდეზე და ელოდება ხსნას. ზვიად გამსახურდიას გადმოცემით: “ერთერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულსადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში, ხოლო გათავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის გათავისუფლება ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან. გათავისუფლებული პრომეთე არის გათავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა. ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის გათავისუფლება. ეს არის პრომეთეს მითის სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი. მიჯაჭვული პრომეთე, ანუ მაღალი ცივილიზაციის, კულტურისა და აზროვნების მატარებელი კაცობრიბა არის პროტოქართული მოდგმა კავკასიაში, ლოკალიზებული, კავკასიაზე მიჯაჭვული.
ალბათ დროა, ჩვენი უდიდესი მარგალიტები გამოვიკვლიოთ და მათში ვეძებოთ ის დაფარული უმაღლესი ცოდნა, რაც თითქოს ასე ახლოს და ხელმისაწვდომია ჩვენთვის, მაგრამ ვერ ვხედავთ და ვერ ვიგებთ. ნუ დავუშვებთ, რომ გაანადგურონ და წაგვართვან ეს სიმდიდრე.

ემა ომანაძე
ასტრო-News #3
დეკემბერი 2013

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ