18 სექტემბრის მთვარის დაბნელება

18 სექტემბერს, თბილისის დროით 06:34-ზე, გვექნება მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოს ნიშანში, 26-ე გრადუსზე და იხსნება დაბნელების დერეფანი 2 ოქტომბრამდე.მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობას ემთხვევა, თუმცა ჩვეულებრივი სავსემთვარეობისგან განსხვავებით, დაბნელების ტენდენციები ხანგრძლივ ვადიან პროცესებზე აისახება. მთვარის დაბნელებაზე ხშირად კულმინაციას აღწევს და დასრულებისკენ მიდის ისეთი საკითხები, რომლებიც 6 თვის, 1 წლის, 9 წლის ან 18 წლის უკან (მზის […]

სატურნი პირად ურთიერთობებში

რატომ არის უმჯობესი 29 წლის შემდეგ ქორწინება, როდესაც ლიბიდო პლანეტები ან მე-7 სახლი სატურნითაა დაზიანებული? სატურნი დისციპლინის, პასუხისმგებლობების, სტრუქტურისა და შეზღუდვების პლანეტაა. ჩვენ მას, ასევე, მოვიხსენიებთ “კარმის პლანეტად”, რადგან სატურნი დაბრკოლებებს გვიქმნის და გვზღუდავს იმ თემებში, რომელ პლანეტასთანაც შეერთებულია ან სხვა დაძაბულ ასპექტშია. კარმული თვალსაზრისით კი ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანმა ოდესღაც უარი თქვა, იმ […]

კარიერული წარმატებების მაჩვენებლები ნატალურ რუკაში

ნატალური რუკით კარიერული შესაძლებლობებისა და პროფესიული მიმართულების განსაზღვრა შესაძლებელია. თუმცა, ეს მოითხოვს დიდ შრომასა და დაკვირვებას, რადგან, ამ პროცესში, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად რუკის აკურატულად წაკითხვაა საჭირო. ჯერ ვიწყებთ რუკის კოსმოგრამის დონეზე შესწავლას, ვაკვირდებით სოციალური პლანეტების მდგომარეობას და მათ კავშირს პირად პლანეტებთან. იუპიტერი გვიჩვენებს სად გვაქვს წარმატების შესაძლებლობები და რა მეთოდებით […]

მთვარე და ფსიქოლოგიური კომპლექსები

მკითხველთა უმრავლესობამ, სავარაუდოდ უკვე იცის, რომ მთვარე ასტროლოგიაში დაკავშირებულია ემოციურ აღქმებთან, შინაგან მოთხოვნილებებთან, თვითგადარჩენის ინსტიქტთან და ადაპტაციასთან. მთვარე აღწერს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობებს, ეჭვებს, შფოთვის მიზეზებს, შესაბამისად იგი დაკავშირებულია ჩვენს სუბიექტურ, “დამახინჯებულ” აღქმებთან, რადგანაც მზისგან განსხვავებით მთვარე არ არის “სრულყოფილი”. იგი ყოველთვის საჭიროებს დაკმაყოფილებას და უჩნდება მოთხოვნილებები იმ ნიშნის თემებში სადაც იმყოფება ის, (ნიშნის გარდა, უნდა […]

იუპიტერი-ურანის შეერთება

გაზაფხულის მთავარი თემა ბოლო პერიოდში საკმაოდ რთული ტრანზიტები გავიარეთ, ჯერ თევზების სეზონი და სატურნის შეერთებები, მერე დაბნელებების დერეფანი, შემდეგ რეტრო მერკურიც მიყვა, რაც გარე სამყაროშიც და ადამიანების ხასიათის ცვლილებებშიც მკაფიოდ იგრძნობოდა. თუმცა, ამჯერად საკმაოდ პოზიტიური ასპექტი, იუპიტერი-ურანის შეერთება გვაქვს ცაზე, რომელიც 14 წელიწადში ერთხელ ხდება, ზუსტი შეერთება გვექნება 20 აპრილს, ასპექტი გავლენიანი იქნება ფაქტობრივად მაისის […]

დაზიანებული პლანეტების დამუშავება

ხშირად ასეთი შეკითხვა შემომდის, თუ რას ნიშნავს დაზიანებული პლანეტა, რითი ზიანდება იგი და როგორ ხდება მისი დამუშავება, ამიტომაც გადავწყვიტე ამ თემაზე დამეწერა. პლანეტა დაზიანებულად ითვლება მაშინ, როდესაც დაძაბული ასპექტი (კვადრატი და ოპოზიცია) აქვს სხვა პლანეტასთან. თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რომელი პლანეტები აზიანებენ ერთმანეთს. მაგალითად, თუ მთვარეს კვადრატი აქვს ვენერასთან ან იუპიტერთან-ეს ასპექტი ან […]

ვენერა მარსის შეერთება

თებერვალი-მარტის თვის მთავარი თემა ცაზე უკვე რამდენიმე დღეა, გავლენიანია ასპექტი – ვენერას შეერთება მარსთან. ზუსტი ასპექტი შედგება 22 თებერვალს, მისი გავლენა კი გაგრძელდება 9-10 მარტამდე. ვენერა დაკავშირებულია ჩვენს სურვილებთან, პრიორიტეტებთან, მატერიალურ მდგომარეობასთან და სასიყვარულო გრძნობებთან. მარსი კი გვიჩვენებს ჩვენი სურვილების ინტენსიურობის დონეს, თუ როგორ ვიბრძვით იმისათვის, რაც გვინდა, რა მეთოდებით მოვიპოვებთ მას და როგორ გამოვხატავთ […]

ტრანზიტული პლუტონის გავლენა

პლუტონი ცვლილებების, ტრანსფორმაციებისა და კრიზისების პლანეტაა. იგი ასევე ნგრევებთან, სტრესებთან და მტკივნეულ გარემოებებთან ასოცირდება. როდესაც ტრანზიტულ რუკაში, პლუტონი ნატალურ პლანეტებთან ასპექტებს აკეთებს, ის პერიოდი გამოკვეთილად მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დაძაბულ ასპექტაციაში ან შეერთებაშია ნატალურ პლანეტებთან. თუმცა, პლუტონი არასდროს ცვლის იმას, რაც შესაცვლელი და დასანგრევი არ არის, პირიქით- ყოველთვის არასასურველს, მოძველებულს და ტოქსიკურს გვაშორებს […]

სიმდიდრის მაჩვენებლები ნატალურ რუკაში

ასტროლოგიაში ადამიანის ენერგეტიკულ პოტენციალზე, ნიჭებსა და ფინანსურ შემოსავლებზე პასუხისმგებელია მე-2 სახლი. თუმცა, მეორე სახლი პირდაპირ არ არის დაკავშირებული დიდ ფულთან. იგი აღწერს ჯიბის ფულს, რომლის ტარებაც შეგვიძლია და რომელსაც ყოველდღიურად ვხარჯავთ. ხოლო დიდ ფულთან, რომელსაც ბანკში ვინახავთ, სხვის რესურსებთან და პარტნიორის შემოსავლებთან დაკავშირებულია მე-8 სახლი. მე-2 და მე-8ს ღერძს ფინანსური ღერძი ეწოდება. მათში მოხვედრილი პლანეტები […]

დირექციები (Zodiacal Direction) პროგნოსტიკური მეთოდი

ასტროლოგიაში სამომავლო ტენდენციების პროგნოზირებისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლებსაც ყველა ასტროლოგი თავისებურად იყენებს სინთეზში. ყველაზე გავრცელებული მეთოდია ტრანზიტული ასტროლოგია, ასევე სოლარები, პროგრესიები, პროფექციები და დირექციები. სოლარებზე და მისი წაკითხვის მეთოდებზე ადრე უკვე ვისაუბრეთ, პროგრესიებსაც ორი პოსტი მიეძღვნა, დღეს კი დირექციულ რუკაზე ვისაუბრებთ. დირექცია ერთ-ერთი უძველესი პროგნოსტიკური მეთოდია, რომელსაც ასტროლოგები პრაქტიკაში დღემდე აქტიურად ვიყენებთ. განსაკუთრებით კი რექტიფიკაციაში. […]