Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

მთვარის ასპექტაცია სატურნთან

სატურნი ეს არის საზღვრების, ჩარჩოების, წესებისა და კანონების პლანეტა. სატურნის მდებარეობა ნატალურ რუკაში გვიჩვენებს, რა თემებში აქვს ადამიანს შეზღუდვები და დაბრკოლებები, სად შეუძლია ყველაზე კარგად სტრუქტურირება და რა თემებში უნდა მიიღოს გამოცდილება, რომ შედგეს დამოუკიდებელ პიროვნებად. ასევე სატურნის მდებარეობა რუკაში გვიჩვენებს ადამიანის მიზნებს, ამბიციებს, კონსტრუქციულობისა და სოციუმში თავის დამკვიდრების უნარებს.
მთვარე ადამიანის ემოციებზე, შინაგან განცდებზე, გარემოსთან ადაპტაციის უნარებზე და ქვეცნობიერ პროცესებზე აგებს პასუხს. ასევე მთვარე გვიყვება ადამიანის მზრუნველობით და თავდაცვით უნარებზე, მის შიშებზე და შფოთვის მიზეზებზე.
როდესაც ბუნებით რბილ და ქალურ მთვარეს, ეხება ხისტი და ცივი სატურნი, ადამიანის შინაგანი და ემოციური მდგომარეობაც შეზღუდულია. სატურნი, მთვარეს, აიძულებს თავისი რეალური ბუნება დათრგუნოს და მარწუხების ქვეშ მოაქციოს.
დაძაბული ასპექტაციისას (შეერთებისასაც) ადამიანს კომპლექსი აქვს ემოციების გამოხატვის. შინაგანად შესაძლებელია ბევრი განცდა ჰქონდეს, მაგრამ საკუთარ თავს აიძულებდეს ეს ყველაფერი არ გამოხატოს და ბოლომდე მართოს საკუთარი ემოციები, რის გამოც ცივი და მკაცრი ადამიანი ჩანს. შესაძლებელია ასეთ ადამიანს ნაადრევად მოუწია ოჯახში, პასუხისმგებლობების აღება ან ძალიან მკაცრ ოჯახში იზრდებოდა, მკაცრი დედა ჰყავდა რომელიც, მის ბავშურ და ემოციურ ბუნებას სერიოზულად თრგუნავდა და აიძულებდა პატარა ასაკში დიდი ადამიანივით მოქცეულიყო. შესაძლებელია არც არავინ აიძულებდა ამ ყველაფერს, მაგრამ გარემოებები შეექმნა შესაბამისი რომ ასე მოქცეულიყო. ასეთ ადამიანს ცხოვრებაში აქვს ბევრი დაბრკოლება, შეზღუდვა, ხვდება მძიმე სიტუაციებში და უწევს ამ ყველაფრის გადალახვა. მიღებული ემოციური გამოცდილების ხარჯზე კი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ადამიანი ყალიბდება ძლიერ, მყარ და სტრუქტურირებულ პიროვნებად, რომელსაც ვერაფერი ვეღარ შეარყევს.
უკიდურესად ნეგატიურ გამოვლინებაში გხვდება პესიმიზმი, მძიმე ხასიათი, დეპრესიისკენ მიდრეკილება, ეგზისტენციალიზმი, საკუთარ თავში ჩაკეტვა და ასოციალურობა. ასევე შეიძლება მოგვცეს სუსტი ჯანმრთელობა, ქრონიკული დაავადებებისაკენ მიდრეკილება, კუჭის პრობლემები, კარგია თუ ადამიანს ამ ასპექტით განსაზღვრული ექნება კვების რაციონი.
ჰარმონიული ასპექტებისას ან თუ დაძაბული ასპექტია დამუშავებული ვიღებთ: ძლიერ, სერიოზულ, მიზანმიმართულ, სტრუქტურირებულ, მყარ და მოწესრიგებულ პიროვნებას. ასეთი ადამიანი გამოირჩევა სიმშვიდით, რომელსაც ექსტრემალურ და კრიზისულ სიტუაციაშიც არ კარგავს და ყოველთვის იცის რა გააკეთოს. არის ამბიციური და აქვს კარგი სოციალური ადაპტაცია.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

აღმავალი კვანძი ტყუპებში

?ასტრონომიულად კარმულ კვანძებს ფიზიკური სხეული არ აქვთ, ისინი არიან მთვარის ორბიტისა და ეკლიპტიკის გადაკვეთის წერტილები.✅

➡️ჩრდილოეთ წერტილს ეწოდება აღმავალი ☊ კვანძი, (შეგვიძლია ვუწოდოთ ჩრდილოეთის კვანძი) გვაძლევს ინფორმაციას, რა გზით უნდა მოახდინოს ადამიანმა, ამ ინკარნაციაში განვითარება და რა გამოცდილების მიღება ჭირდება, ანუ აღმავალი კვანძი გვიჩვენებს ადამიანის კარმულ მისიას. მის კარმულ ამოცანას რომელიც აუცილებლად უნდა ამოხსნას.
ხოლო დაღმავალი კვანძი ☋ , (შეგვიძლია ვუწოდოთ სამხრეთის კვანძი) გვაძლევს ინფორმაციას, ადამიანის წარსულ ცხოვრებაზე და წინა ინკარნაციებში დაგროვილ გამოცდილებაზე. ახლა კი დავიწყოთ მიმოხილვა, როგორ იმუშავებენ კარმული კვანძები ზოდიაქოს ღერძებზე, თუმცა გაითვალისწინეთ რომ კვანძებზე შეერთებული პლანეტები და კვადრატები რაღაც დონეზე ცვლიან კარმულ ამოცანას. ✅

ღმავალი კვანძი ტყუპებში,♊️ დაღმავალი კვანძი მშვილდოსანში.♐️

ასეთი ადამიანი, დიდი გამოცდილებითა და სიბრძნითაა მოსული ამ ინკარნაციაში. ადამიანი კვანძების ამ განლაგებით, წინტერესდებოდა ვრცელი, მაშტაბური საკითხებით და ცდილობდა ყველაფერი აკადემიურ დონეზე შეესწავლა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო სწავლა-განათლება, ხშირად შესაძლებელია მასწავლებლის როლშიც გამოდიოდა სოციუმში ან შეიძლება სულაც მასწავლებელი იყო. ასეთი სული წინა ინკარნაციაში, (ან იმ ცხოვრებაში რომლის გამოცდილებითაც დაიბადა) ბევრს მოგზაურობდა და ეცნობოდა სხვა და სხვა ქვეყნების კულტურებსა და ტრადიციებს. ასევე შესაძლებელია იყო სულიერ თემებშიც, ქონდა შეხება რელიგიასთან ან მსგავს თემებთან.
ამ ცხოვრებაში კი ადამიანს ევალება, მასწავლებლის როლიდან გადაინაცვლოს მოსწავლის როლში. ისწავლოს მოსმენა და სხვისი აზრის გათვალისწინება. დაინტერესდეს მის გარშემო მიმდინარე დეტალებით. აქტიურად ჩაერთოს ყოველდღიურ საკითხებში და კონტაქტებში. იყოს უფრო კომუნიკაბელური მის ახლო წრეში და ქონდეს ბევრი კავშირები მისთვის ახლო გარემოსთან. ასეთი ადამიანი უნდა დაინტერესდეს ცოდნით, ინფორმაციული თემებით, ყველაფერზე უნდა ქონდეს ზოგადი წარმოდგენა და მუდმივად ცოდნის მიღებაში უნდა იყოს. კარგი იქნება თუ ასეთი ადამიანს, პროფესიულად შეხება ექნება ინფორმაციულ თემებთან.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

განქორწინების მაჩვენებლები რუკაში

?სანამ მაჩვენებლების ჩამოთვლაზე გადავალთ, გავიხსენოთ რომელი სახლები და პლანეტები აღწერენ ნატალურ რუკაში პარტნიორს, ან, უბრალოდ, ჩვენს მოლოდინებს პარტნიორისადმი. ✅

➡️ მე-7 სახლი აღწერს ისეთ ურთიერთობებს, სადაც გარკვეული სახის მოვალეობები გვაქვს დაკისრებული. შესაბამისად, მე-7 სახლის ურთიერთობებში, პირველ რიგში, შედის პარტნიორული ურთიერთობები, ისევე, როგორც სხვა სახის კავშირები. მე-7 სახლში მოხვედრილი პლანეტა, ან ნიშანი აღწერს რა სახის ურთიერთობები სჭირდება ადამიანს, ასევე მის პრიორიტეტებს პარტნიორისადმი. ასევე, აღწერს ადამიანის ქცევას ურთიერთობაში მაშინ, როდესაც პარტნიორი მის მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს ან ინერტულია. მე-7 სახლი, ანუ “დესცენდენტი”, ჩვენს რუკაში შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც პარტნიორის “ასცენდენტი”, ანუ თუ ადამიანს იუპიტერი ჰყავს მე-7 სახლში, გამოდის ეს იუპიტერი მის აღქმაში პარტნიორითვის პირველ სახლშია, შესაბამისად, ასეთ ადამიანს მოთხოვნილება ექნება მისი პარტნიორი იყოს ჭკვიანი, განათლებული, მხიარული და ავტორიტეტული.✅

➡️მე-7 სახლთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, ლიბიდო პლანეტებიც, ქალებისთვის მარსი და მზე, კაცებისთვის მთვარე და ვენერა. ქალის რუკაში მარსი აღწერს მის იდეალურ მამაკაცს, ანუ როგორი ხასიათის კაცები იზიდავს. ხოლო, მზე, ძირითადად, აღწერს უკვე
ქმარს. კაცის რუკაში ვენერა აღწერს მისთვის იდეალურ ქალს, ანუ როგორი ხასიათის ქალები იზიდავს. ხოლო, მთვარე აღწერს უშუალოდ ცოლს.✅

➡️ურთიერთობებში პრობლემებს იწვევს, როდესაც ლიბიდო პლანეტები და მე-7 სახლია დაზიანებული.
განქორწინებას და კავშირების გაწყვეტას, ყველაზე ხშირად, გვიჩვენებს ურანის ასპექტაცია (ტრინიც, თუმცა ნაკლებად მწვავედ მუშაობს) ლიბიდო პლანეტებთან, ან თუ ეხება მე-7 სახლს. მაგალითად კაცს ჰოროსკოპში თუ აქვს ვენერას შეერთება ურანთან, ან თუ ჰყავს ურანი მე-7 სახლში. ასევე, თუ დაძაბული ასპექტაცია აქვს მე-7 სახლის პლანეტასთან ან მე-7 სახლის მმართველთან. მაგალითად, მთვარე არის მე-7 სახლში, კვადრატით ურანთან, ან მე-7 სახლის კუსპიდი ზის ტყუპებში, მერკურის კი ოპოზიცია აქვს ურანთან. ასევე, გასათვალისწინებელია მე-7 სახლის კავშირები მე-11 სახლთან დგომითი, ან მმართველობითი კავშირით. ამ დროს, ადამიანი ურთიერთობაში არის იდეალისტური, სჭირდება მაღალი რომანტიზმი და მძაფრი შეგრძნებები. ხშირად ცდილობს გარდა უბრალო ურთიერთობისა, სხვა რამით დაამყაროს პარტნიორთან კავშირი. ამიტომაც ასეთ ადამიანს სჯობია ჰყავდეს პარტნიორი, რომელიც თავისი თანამოაზრე იქნება, ექნებათ საერთო იდეოლოგია, პროფესია, ან ჰობი, რადგან სწორად მოხდეს ურანის დატვირთვა.
განქორწინებისა და მრავალი ქორწინების მაჩვენებელია, ასევე, როდესაც, მე-7 სახლის კუსპიდი ზის მუტაბელურ ნიშნებში: ტყუპებში, მშვილდოსანში, თევზებსა და ქალწულში. ასევე, ერთ-ერთი მაჩვენებელია, როდესაც კარდინალურ ნიშნებშია: ვერძში, სასწორში, კირჩხიბსა და თხის რქაში. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ სტიქიებსაც, მიწა შედარებით მდგრადია რომელი ჯვრის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. ამ დროს, ასევე, უნდა მივაქციოთ ყურადღება, მმართველი პლანეტის დგომასა და ასპექტაციას. მაგალითად, მე-7 სახლი თუ არის მშვილდოსანში და იუპიტერი კუროში, ამისი ნიველირება მოხდება, რადგან კურო ფიქსირებული ნიშანია.
ასევე, განქორწინების მაჩვენებელია, როდესაც ქორწინების სიგნიფიკატორებს, (ანუ ლიბიდო პლანეტებს) და მე-7 სახლს აზიანებს იუპიტერი, მერკური და ნეპტუნი.
ასევე, პრობლემურია, როდესაც, მე-7 სახლის მმართველი პლანეტა სუსტ სტატუსშია, განდევნაში, ან დაცემაში. მაგალითად,თუ მე-7 სახლი არის კირჩხიბში, მთვარე კი თხის რქაში, ან მორიელში. ყურადღება ექცევა, ასევე, მზესთან შეერთებულ ლიბიდო პლანეტებს, ან მე-7 სახლის ელემენტს, რადგან დამწვრობაც პრობლემურია.
გარდა ამ ყველაფრისა, ასევე, ვაკვირდებით მარსის, სატურნისა და პლუტონის დაძაბულ ასპექტებს ლიბიდო პლანეტებთან და მე-7 სახლთან. ხშირად, განქორწინების მიზეზი ხდება სატურნიც, რადგან ადამიანს არასაკმარისი ემოციური გამოცდილება აქვს და ადამიანი ვერ იღებს ურთიერთობაში პასუხისმგებლობებს საკუთარ თავზე. ასე რომ, ჯობს თუ სატურნს დაძაბული ასპექტაცია აქვს ლიბიდო პლანეტებთან, ან მე-7 სახლის ელემენტთან, ქორწინება სატურნის ციკლის შემდეგ მოხდეს, ანუ 29 წლის შემდეგ.
მე-7 სახლთან ერთად, ასევე, ვუყურებთ პორველ სახლს, ანუ ასცენდენტს და მის კავშირებს მე-7 სახლთან, დაძაბული კავშირი კრიზისის მაჩვენებელია ურთიერთობაში.მაგალითად, თუ ადამიანს ასცენდენტი ჰყავს ლომში და დესცენდენტი მერწყულში და ამ დროს რუკაში მზისა და ურანის ოპოზიციაა. ასევე, ვუყურებთ ცალკე ასცენდენტსაც რა მდგომარეობაშია, რადგან, შესაძლებელია, თვითონ ადამიანში იყოს პრობლემა და არა პარტნიორებში.✅

უნდა გაითვალისწინოთ რომ აქ ერთი მაჩვენებელი არ არის საკმარისი თემის განსახოციელებლად და მთლიანი რუკის სინთეზი და რეალური პრობლემის გაგებაა საჭირო.

წარმატებები.??

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

მთვარის ასპექტაცია ურანთან

ურანი კოლექტიური პლანეტაა, რომელიც აყალიბებს თაობებს და გვიჩვენებს ამ თაობების უნარებს რევოლუციაში, ცვლილებებში და ახალ ინოვაციურ თემებში. ურანი პირველი გარე პლანეტაა რომელიც, სატურნის ორბიტის იქით მოძრაობს და თავის თვისებებსაც ყველანაირი შეზღუდვისა და ჩარჩოს გარეშე ავლენს. თავისი ხასიათით საკმაოდ ექსცენტრიული, არასტანდარტული, მძაფრი, იმპულსური და მაღალი აღზნებადობის მქონეა. ნებისმიერი პლანეტა, რომელსაც ურანი ეხება თავის თვისებებს განსხვავებულად, ექსცენტრიულად და ცოტა უცნაურად ავლენს. ურანი ასეთ პლანეტას, აიძულებს იმოქმედოს იმის წინააღმდეგ, რაც მიღებულია სოციუმში და შემოიტანოს სიახლეები და ცვლილებები მისთვის მმართველ სფეროებში.
დადებით ვარიანტში, ასეთი ადამიანი თავისუფლების მოყვარული და პროგრესულია იმ პლანეტის თემებში, რომელსაც ურანი უასპექტებს. ურანს შემოაქვს დადებითი მუხტი გარემოში, აძლევს მაგნეტიზმს და მაღალ რომანტიზმს. ასეთი ადამიანი მეგობრული, ჰუმანური, ტოლერანტული და ორიგინალურია. აქვს მომავლის რწმენა და მუდმივად ცდილობს შემოიტანოს, დადებითი სიახლეები და ცვლილები მის ცხოვრებაში.
უარყოფით ვარიანტში ასეთი ადამიანი არის იმპულსური, გადაჭარბებულად ექსცენტრიული, მოუსვენარი და ნერვოზული. ახასიათებს იდეებით შეპყრობილობა, რომელსაც საბოლოოდ არც ახორციელებს. ასევე შესაძლებელია იყოს, რადიკალური და ქონდეს კავშირების გაწყვეტისკენ მიდრეკილება.

მთვარე ადამიანის ემოციებზე, შინაგან განცდებზე, გარემოსთან ადაპტაციის უნარებზე და ქვეცნობიერულ პროცესებზე აგებს პასუხს. ასევე მთვარე გვიყვება ადამიანის მზრუნველობით და თავდაცვით უნარებზე, მის შიშებზე და შფოთვის მიზეზებზე.
როდესაც რბილ და ბუნებით ქალურ მთვარეს ეხება ურანი, ადამიანის ემოციური მდგომარეობა მაღალი აღზნებადობის ქვეშაა, თითქოს ელექტროშოკი ურტყავს, რომელიც პერიოდულად აიძულებს ემოციურ გამოვლინებაში იყოს იმპულსური, არასტანდარტული და ექსცენტრიული. ასეთ ადამიანს მოთხოვნილებებიც უცნაური აქვს, არ აკმაყოფილებს ყოველდღიური საკითხები და წვრილმანები, შესაბამისად მთვარეს, ხელს უშლის თავისი თვისებების ადეკვატურად გამოხატვაში. შესაძლებელია ასევე ახასიათებდეს არასტანდარტული და ექპერიმენტული კვება, ამიტომაც ჯობია ასეთმა ადამიანმა, ისწავლოს სწორი კვება, რადგანაც მთვარე კუჭის ზონაზე აგებს პასუხს და შესაძლებელია საფრთხე იყოს კუჭის დაავადების. მაღალი აღზნებადობის გამო ასეთ ადამიანს ასევე შესაძლებელია უჭირდეს დასვენება, კერძოთ კი პრობლემა ქონდეს ძილთან.
კარგი იქნება განსაკუთრებით კი ქალისთვის ურანი რომელიმე თემასთან ქონდეს შეხება (მეცნიერებები, კოსმოსი, ინოვაციური საკითხები, ინფორმაცია, ტექნიკური საკითხები, არასამთავრობო ორგანიზაციები,ასტროლოგია). აუცილებელი ფაქტორია ასეთი ქალი იყოს, სოციალურად აქტიური და ყავდეს თავისი წრე, ეს ყველაფერი კი ადამიანს დაეხმარება ასპექტის სწორად დატვირთვაში და დამუშავებაში.
ნეგატიურ ვარიანტში, შესაძლებელია შეგხვდეს ემოციურად ცივი, ეგოცენტრული და ყველანაირი ჩარჩოდან ამოვარდნილი ადამიანი, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს საკუთარი მოთხოვნილებების გარდა. ასევე შესაძლებელია მიდრეკილება ჰქონდეს ემოციური კავშირების გაწყვეტისკენ. ხშირად ასეთ ადამიანს დედასთან არასტანდარტული კავშირი აქვს, შესაძლებელია შორს ყავდეს, ემოციური კავშირი არ ქონდეს ან სულ არ იყოს არანაირი კავშირი. დადებით ვარიანტში კი, შესაძლებელია დედა უბრალოდ ურანისტულ პროფესიაში იყოს და ასე აღიწერებოდეს რუკაში.
კაცებს კი ამ ასპექტით, ხშირად აქვთ განქორწინებები და თავისუფალი ურთიერთობები ქალებთან. დადებით ვარიანტში, აქაც შეიძლება ცოლი იყოს ურანის რომელიმე პროფესიაში.

Categories
სხვადასხვა...

სატურნის დაბრუნება. ნაწ I

რა არის სატურნის დაბრუნება და რატომ ეშინიათ მისი? როგორ შევამსუბუქოთ ნეგატიური ენერგიები ამ პერიოდში? ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კითხვების, რომელსაც ყველა ადამიანის სვამს, რომელიც შეისწავლის ასტროლოგიასსატურნის დაბრუნება ხდება იმ პერიოდში, როდესაც პლანტა უბრუნდება საწყის წერტილს ცაში, რომელიც ადამიანის დაბადებისას იყო. ბრუნვის სრულ ციკლს სატურნი ასრულებს დაახლოებით 29.5 წელში და მის პირველ დაბრუნებას, როგორც წესი ადამიანი ხვდება 28-30 წლის ასაკში. მეორე დაბრუნება ხდება დაახლოებით 57-60 წლის ასაკში ხოლო ზოგიერთი ადამიანი ახერხებს სატურნის მესამე დაბრუნებასაც შეხვდეს 85-88 წლის ასაკში.ეს ტრანზიტი როგორც წესი არის ძალიან დაძაბული პერიოდი და იმ სახლის თემები სადაც ეს ტრანზიტი მიმდინარეობს, შეიძლება საკმაოდ რთულად წარიმართოს. სატურნი გვაიძულებს გავხდეთ უფრო სერიოზულები და ჩამოყალიბებულები, თავიდან შევაფასოთ ჩვენი ვალდებულებები საკუთარი თავის და გარშემო მყოფების მიმართ და გაცნობიერებულად მოვემზადოთ ცხოვრების შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. თუ ჩვენ ნატალურ რუკაში სატურნს გააჩნია ჰარმონიული ასპექტები ეს ტრანზიტი მაინც გვაძლევს ბიძგს ცვლილებებისკენ და როგორც წესი ასეთ დროს სატურნის გამოვლინება საკმაოდ მსუბუქია. კეთილი სატურნი როგორც წესი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანმა უნდა იმეგობროს პლანეტასთან, გაითვალისწინოს მისი ენერგიები და ეს პერიოდი საკმაოდ მსუბუქად ჩაივლის მისთვის. თუ თქვენ არ ეწინაამღდეგებით სატურნის პერიოდს მაშინ ის მოგცემთ მიართულებას იმ სფეროში სადაც აზრი გააჩნია ადამიანის შემდგომ განვითარებას. იმ შემთხვევაში თუ წინაამღეგობას გავუწევთ, ეს ტრანზიტი გვაიძულებს უფრო მკაცრი მეთოდებით დავემორჩილოთ მას რაც ერთის მხრივ ამ პერიოდს ჩვენთვის საკმაოდ მძიმეს და დეპრესიულს გახდის.თუ საქმე გაქვთ ნატალურ რუკაში პრობლემურ სატურნთან, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საჭიროა სიამაყის გაშვება და საჭიროა ვიმუშავოთ თავჩაუხრელად სატუნის თემებთან. გვახსოვდეს, რომ სატუნს ძალიან მოსწონს სტრუქტურა და ორგანიზებულობა და როდესაც საკუთარ ცხოვრებას მოვარგებთ ახალ რეალობას, სატურნის ძლიერი და მკაცრი მეთვალყურეობა სუსტდება და ნელ ნელა იწყებთ კრიზისიდან გამარჯვებული გამოსვლას.სატურნის პირველი დაბრუნებისას ჩვენ ვიწყებთ ნამდვილ ზრდასრულ ცხოვრებას! ეს შეიძლება გახდეს საკმაოდ უსიამოვნო გამოცდილება, რადგანაც ჩვენ ზურგს უკან ვტოვებთ ცხოვრების უდარდელ წლებს და ნაბიჯს ვდგავთ ზრდასრული ცხოვრებისკენ დიდი პასუხისმგებლობებით. ამავდროულად ჩვენ უნდა ვიყოთ შორმსჭვრეტელები, ცხოვრების იმ მიმართულებებში, რასაც ვირჩევთ და ამავდროულად შევძლოთ საკუთარი შინაგანი ბავშვის შენარჩუნება. ეს სტრესული პერიოდი მოითხოვს ვიპოვოთ ბალანსი ორ სამყაროს შორის: ახალგაზრობის სამყარო, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება და ზრდასრულობის სამყაროს შორის – რომელიც სავსეა შიშებით და შეუცნობლობით. ყველაფრის მიუხედავად ეს პროცესი საჭიროა ადამიანის პიროვნული ზრდისთვის და მისი გადალახვის საუკეთესო საშუალებაა არ შევეწინაამღეგოთ მას. რაც მალე ავითვისებთ ამ ზეაუცილებელ გაკვეთილს, მით უფრო სწრაფად მივიღებთ შედეგს, რაც ფუნდამენტს ჩაუყრის ჩვენი ცხოვრების მომავალ სამ ათწლეულს.სატურნის მეორე დაბრუნებისას, ადამიანს აიძულებს გადახედოს საკუთარი დამოკიდებულება ცხოვრების ღირებულებების მიმართ და საერთოდ ცხოვრების მიმართ ჯამში. სატურნი ბერძულიდან – „კრონოსი“, რაც ძალიან გავს, სიტყუა – „ქრონოს“, რაც ნიშნავს დროს და მართლაც ზრდა გვაძლევს აუცილებელ გაკვეთილს დავაფასოთ დრო და ცხოვრების წამიერება და აიძულებს ადამიანს გააცნობიეროს, რომ მისი ცხოვრება სრულდება და არ შეიძლება მისი უაზროდ გაფლანგვა.სატურნის დაბრუნების პერიოდში ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს თავად დროის დინება. სანამ ადამიანი ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელიც პროვოცირებულია სატურნით, დრო მიედინება საკმაოდ  ნელა, წუთები გვეჩვენება საათებად და საათები გვეჩვენება დღეებად და როდესაც პრობლემებს გააჩნიათ ქრონიკული ხასიეთი და მისი გადაჭრა იწელება თვეობით და წლობით, ადამიანი იწყებს დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდნას.ცხადია ეს ტრანსფორმაციული პერიოდი არც ისე ადვილია ადამიანის ცხოვრებაში, როგორც წესი საჭიროა გადაწყობა, ზოგჯერ უარიც  კი ვთქვათ ნივთებზე, რომლებიც მოგვწონს და წარმოადგენენ ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. ამ პერიოდის ხშირი სიმპტომებია: დეპრესია, თმების ცვენა ან ჭაღარების გაჩენა, ასევე პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამ მტკივნეულ პერიოდში ხშირად აქტიურდება ისეთი პასუხისმგებლობები, როგორიცაა: ვალები, კრედიტები, შეპირებები მათშორის საკუთარ თავთან მიმართებაში.რადგან სატურნი – ესაა პლანეტა, რომელიც დაკავშირებულია კარმასთან, ჩვენი წარსული ცხოვრებები ახდენენ დიდ გავლენას მოვლენეზე, რომელიც დაბრუნებისას ხდება. ადამიანს რომელსაც გააჩნია დადებითი კარმა, სატურნს ექნება დადებითი და ჰარმონიული ასპექტები და ეს ტრანზიტები ასეთი ადამიანისთვის ჩაივლის საკმაოდ მსუბუქათ, ყოველგვარი დეპრესიების და ნჯღრევის გარეშე. სხვა შემთხვევაში ადამიანის სატურნს ექნება ნეგატიური და დაძაბული ასპექტები რის გამოც ადამიანს იძულებულს გახდის დააბრუნოს ვალები (დიდწილად ფინანსური) და დეტალურად დაამუშაოს სატურნის საკითხები. ასეთ შემთხვევაში სატურნის დაბრუნება იქნება მძიმე, მაგრამ ამ პერიოდის გავლა უადოდ გახდის ადამიანს ბრძენს, რაც შექმნის საუკეთესო კარმულ ბალანსს შემდგომი ცხოვრებისთვის.
Categories
მინერალური ქვები

ცირტინი

ციტრინი – კვარცის კრისტალური ნაირსახეობა ყვითელი ელფერით, გვხვდება კარგად ჩამოყალიბებული გამჭვირვალე კრისტალების სახით. ციტრინი გვხვდება ჰიდრომეტალურ ჩამოყალიბებებში, ციტრინის დასახელება მოდის ფრანგული სიტყვიდან “cirton” – ლიმონი, ან ლათინური სიტყვიდან “citrus” – ლიმნის. ციტრინის კრისტალები მოიპოვება ბრაზილიაში, ესპანეთში და მადაგასკარში, ასევე მცირე რაოდენობით გვხვდება პოლონეთში.


სამკურნალო თვისებები

საკუთარი ვიბრაციებით ციტრინი სხეულის გარშემო ქმნის დამცავ აურას. ის ასტაბილურებს თავის ტვინის მუშაობას, დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე და ნერვულ სისტემაზე. ციტრინი სასარგებლოა ქრონიკული დაღლილობის დროს, ის არეგულირებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას სხეულიდან და კანის წმენდას. ციტრინი ეხმარება ალერგიის დროს, ღვიძლის დაავადებებისას, ელენთას, ნაღვლის ბუშტს და ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

მაგიური თვისებები

ციტრინი – მძლავრი ენერგეტიკული გამწმენდი და გენერატორია, მას სძალულს ჩაკრების გაწმენდა, გაატაროს სულიერი ენერგია, დააჯილდოვოს ინტუიციით. ათანაბრებს ნატიფ სხეულებს ფიზიკურთან, ციტრინი მათ წმენდს და აწონასწორებს. მაგიაში ციტრინი გამოიყენება მაგიური უნარების გაუმჯობესებისთვის და ასევე მაგიური ძალის გასაძლიერებლად. მედიტაცია ციტრინით შინაგანად ავსებს ადამიანს მზის შუქით და ენერგიით.

ზემოქმედება ჩაკრებზე: ციტრინის ენერგიაზე განსაკუთრებით კარგად რეაგირებენ, სვადისტანა, მანიპურა, საჰასრარა.

ენერგია: პროექციული იანი (გამოსცემს ენერგიას, ააქტიურებს)

ციტრინი ფენ-შუიში

ფენშუიში ციტრინს განიხილავენ, როგორც ფუფუნების ერთ-ერთ ქვას, რომელიც ხელს უწყობს სიმდიდრის მოზიდვას, აყვავებას და წარმატებას. ციტრინს სძალულს გაწმინდოს სახლის ყველაზე ბნელი კუთხეები, სადაც დაგროვდა უარყოფითი ენერგია.

სტიქია: ჰაერი, მიწა, წყალი      
ზოდიაქოს ნიშნები: ტყუპები, ლომი, ქალწული

ციტრინი – ძვირფასი საიუველირო და საკოლექციო მინერალია, მიეკუთვნება ძვირფასი  ქვების IV რიგს.

Categories
მინერალური ქვები

ლაზურიტი

სამკურნალო თვისებები

ლაზურიტი აძლიერებს სხეულს, გონებას, ცნობიერებას და გამოიყენება მთელი სხეულის სტიმულირებისთვის. მას იყენებენ ძილის მოსაწესრიგებლად, მაღალი სიცხის და არტერიული წნევის დასაწევად, ასევე სხვადასხვა ანთების სამკურნალოდ, თვალების და ნერვული დაავადებების დროს, ასევე გამოიყენება შაკიკის, ასთმის და რადიკულიტის დროს. ლაზურიტს გამოიყენებენ ჭრილობების სწრაფი მოშუშებისთვის, მხედველობის გასაძლიერებლად (თუ მას რეგულარულად ატარებთ)

მაგიური თვისებები

ლაზურიტი  სიმბოლირებს წარმატებას,  იღბალს  და კეთილდღეობას. ის ეხმარება მიზნების , პროექტების რეალიზაციას, აძლიერებს მეგობრობას.

ლაზურიტი ითვლება გულწრფელობის და კაცთმოყვარეობის ქვად. დიპლომატიური საჩუქრის ნაწილად მიძღვნილი ლაზურიტი უფრო დამაჯერებელს ხდიდა მჩუქებლის კეთილგანწყობას, ვიდრე სიტყვები – ის ითვლებოდა ნამდვილი მეგობრობის ნიშნად.

უძველესი დროიდან აღნიშნულია, რომ ლაზურიტის რღმა ლურჯი ფერი ამშვიდებს, ეხმარება დეპრესიისგან გათავისუფლებაში, ხელს უწყობს სიმშვიდეს, ამნვითარებს ინტუიციას.

იოგები ლაზურიტს გამოიყენებენ აურის და ნეგატიური გავლენის გასაწმენდათ, მშფოთველი ფიქრებისგან, ძველი მოგონებებისგან, შეზღუდვებისგან და ა.შ, რომელიც საჭიროა, რომ წაიშალოს მეხსიერებიდან. ამისთვის იოგური მეთოდიკით საჭიროა ლაზურიტი დავიდოთ „მესამე თვალი“-ს არეში და მედიტაციის დროს ვკონცენტრირდეთ მასზე რამოდენიმე წუთი.


გავლენა ჩაკრებზე:
ლაზურიტი გავლენას ახდენს ვიშუდჰა და აჯნა ჩაკრაზე.

ენერგია: პროექციული იანი (გამოყოფს ენერგიას, ააქტიურებს)

სტიქია: მიწა, ცეცხლი, ეფირი (სივრცე)

ზოდიაქოს ნიშანი: მშვილდოსანი

პლანეტა: ვენერა, ურანი

Categories
ასტრო-პროგნოზი

იუპიტერის ტრანზიტი თევზებში.

2021 წლის 29 დეკემბერს, სოციალური პლანეტა იუპიტერი, დატოვებს მერწყულის♒️ ზოდიაქოს ნიშანს და გადავა თევზების♓️ ზოდიაქოს ნიშანში, თავის მეორე მმართველობის ადგილას, სადაც იმოძრავებს 2022 წლის დეკემბრამდე (გახაფხულზე რამდენიმე თვე ვერძშიც იქნება თუმცა დარეტროვდება და კვლავ თევზებში დაბრუნდება).✔️

➡️იუპიტერი პასუხისმგებელია ზრდაზე, გაფართოებაზე, ექსპანსიაზე, წარმატებაზე, სწავლა-განათლების საკითხებზე, ბედნიერების შეგრძნებაზე, კომპენაციის უნარზე, მსოფმხედველობის გარკვეულ ნაწილზე, თუ როგოირ აღიქვავს ადამიანი სამყაროს, (იმის მიხედვით რა ცოდნაც აქვს მიღებული და განვითარების რა საფეხურზეა). უცხო ქვეყნებთან კავშირზე, მოგზაურობაზე, ფილოსოფიურ და რელიგურ თემებზე.✔️

➡️იუპიტერი აქ მართალია მეორე, თუმცა, თავისი მართვის ნიშანშია, და თავსაც საკმაოდ კარგად გრძნობს. შესაბამისად ამ პერიოდში აქტუალური იქნება მეტად კოსმიური საკითხები, როგორიცაა სულიერი და სპირიტუალური თემები, რელიგიური და რწმენითი საკითხები, მეტაფიზიკური და ვირტუალურ სამყაროსთან დაკავშირებული საკითხები. მითუმეტეს რომ იუპიტერის ფუნქციონალური წყვილი პლანეტა, ნეპტუნიც თევზების ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს, და მეტად გამძაფრებულია მსოფლიოში თევზების ნიშანთან დაკავშირებული თემები. შესაძლოა მეტად აქტუალური გახდეს სოციუმში, შემოქმედებასთან და ხელოვნებასთან დაკავშირებული საკითხები. მეტად გამძაფრდება სამართლიანობის შეგრძნება, წინ წამოიწევს მორალური საკითხები და აქტუალური გახდება ქველმოქმედებასთან დაკავშირებული თემები. ამ პერიოდში უფრო გამძაფრდება სიტუაციების სინთეზური და ინტუიციური აღქმა, ვიდრე დეტალური და ლოგიკური (გააჩნია მერკურსაც სად იქნება ხოლმე).მეტად გაიზრდება ინტერესი ყველანაირი დაფარული ცოდნის მიმართ, კარგი პერიოდია თუ ეზოთერიკაში ახალი ხართ და რაღაც ახალი თემების შესწავლა გსურთ. შესაძლებელია უფრო აქტუალირი გახდეს, მოგზაურობასთან და ემიგრაციასთან დაკავშირებული
საკითხები. კარგი პერიოდია ლოცვისთვის, მანიფესტაციისთვის, მედიტაციისთვის რადგანაც გაცილებით უკეთ შეძლებთ კოსმიურ ძალებთან კავშირს.?

➡️როგორც ყველა პლანეტას ასევე იუპიტერსაც აქვს თავისი ნეგატიური მხარე ასე რომ დავწერ ნეგატიურ ვარიანტში როგორ შეიძლება იმუშაოს. ამ ტრანზიტმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური არეულობა, ქაოსი სოციუმში. ვინაიდანაც იუპიტერი ყველაფერს აფართოვებს და აზვიადებს თევზებში შესაძლებელია გადაჭარბება მოხდეს ილუზიებში, მოხდეს გადავარდნა ზღვარგადასულ ფანტაზიებიში.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

სექსი ნატალურ ასტროლოგიაში

კლასიკურ ასტროლოგიაში, მიიჩნეოდა რომ, სექსუალურ კავშირებზე პასუხისმგებელი იყო მე-8 სახლი, თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, სამყარო განვითარდა და ხალხის შეხედულებებიც შეიცვალა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად ცვლილებები მოხდა ასტროლოგიაშიც. თანამედროვე ასტროლოგიაში სექსის სახლად განიხილება მე-5 სახლიც და ბევრი ასტროლოგი დაობს ამ საკითხზე სექსი მე-8 სახლია თუ მე-5. ახლა კი შევეცდები ის მოსაზრება გაგიზიაროთ რასაც მე ვეთანხმები. სექსუალური კავშირი როგორც ენერგო ცვლა, ორ ადამიანს შორის არის მე-2 და მე-8 სახლები. მე-2 სახლი ჩემი ენერგეტიკული პოტენციალი, მე-8 სახლი პარტნიორის ენერგეტიკული პოტენციალი, და მათი კავშირები გვიჩვენებს როგორ ხდება ჩვენი და ჩვენი პარტნიორის ენერგოცვლა. მე-8 სახლი არის მე-7 სახლის შემდეგი სახლი, ანუ მე-8 სახლის სექსი გულისხმობს ისეთ სექსუალურ კავშირს, სადაც უკვე პარტნიორულ ურთიერთობაში ხარ და გარკვეული სახის მოვალეობები გაკისრია. მე-8 სახლის სექსის დროს ადამიანი პარტნიორთან ამყარებს ღრმა ემოციურ კავშირს და დაკავშირებული ხდება ენერგეტიკულადაც.

ჩემი აზრით მე-5 სახლიც არის სექსი, თუმცა განსხვავდება მე-8 სახლის სექსისგან,
მე-5 სახლის სექსში არ გაქვს მოვალეობები პარტნიორის მიმართ, ეს არის თავისუფალი სექსი როგორც გართობა და სექსი როგორც შემოქმედება. ამასთან ერთად მე-5 სახლი არის შვილები და არის მე-8 სახლიდან მე-10 სახლი ანუ შედეგი მე-8 სახლის ქმედების.

Categories
ასტრო-მდებარეობები ასტროლოგია

მე-2 სახლი

დღეს მინდა გესაუბროთ მე-2 სახლზე და მის მნიშვნელობაზე ვრცლად ნატალურ რუკაში.
მე-2 სახლზე ძირითადად შეგხვდებათ ინფორმაციები, რომ ეს არის ჩვენი მატერიალური მდგომარეობა, ფინანსური შემოსავლები, საკუთრება, ფასეული ნივთები, ძვირფასეულობა და ძირითადად ფიზიკური და მატერიალური თემები. ეს ყველაფერი კი შედის მე-2 სახლის დახასიათებაში.

თუმცა მე-2 სახლი ასევე არის ჩვენი ფასეულობები, ჩვენი თვითშეფასების უნარი, როგორ ვაფასებთ საკუთარ თავს “რა ვღირვარ მე”. მაგალითად: მე-2 სახლს მშვილდოსანში საკუთარი თავის შეფასება მაღალი აქვს ის არ იმუშავებს დაბალ ხელფასზე, მისთვის შეუფერებელ ან ისეთ საქმეზე, რომელიც არ არის მისთვის მორალური და რომელიც წვრილმან საკითხებს ეხება. იგივე შეიძლება არ ქნას მე-2 სახლმა ტყუპებში და წვრილმან თემებს დათანხმდეს პატარა ხელფასზე.
თუმცა შესძლებელია ქონდეს რამოდენიმე შემოასავალი, სწორედ ამიტომაა კავშირში მე-2 სახლი მატერიალურ თემებთან რადგან ეს ფასეულობებია. ზოგისთვის მთავარი ფასეულობა ფულია, ზოგისთვის კი სხვა რამე.
მე-2 სახლი ასევე ეს არის ადამიანის ეთიკური მხარე. მე-2 სახლი ასევე კავშირშია ადამიანის ნიჭებთან და ხშირად მასში მოხვედრილი პლანეტა ან ნიშანი გვიჩვენებს ნიჭებს ამ პლანეტის ან ნიშნის თემებში.
მე-2 სახლი ასევე კავშირშია ადამიანის ენერგეტიკულ პოტენციალთან და მის “ენერგო რეზერვუართან”, გვიჩვენება ადამიანის ენერგიას და მატერიალური სიამოვნებით ტკბობის უნარს. ასევე მონაწილეობს სექსუალურ თემებშიც, მე-2 სახლი ეს არის ჩემი ენერგეტიკული პოტენციალი და მე-8 სახლი პარტნიორის ენეგეტიკული პოტენციალი, მათი ურთიერთობა კი ერთმანეთთან გვიჩვენებს თუ როგორ ხდება ენერგომიმოცვლა.