Categories
ახალი ეზოთერია

პარალელური სამყაროები

უამრავი გამოკვლევის საფუძველზე, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პარალელური სამყარო რეალობაა. ის არსებობს ერთდროულად, ჩვენს სამყაროსთან ერთად. ამ რეალობას შეიძლება გააჩნდეს განსხვავებული ზომები – პატარა არეალიდან მთელ სამყარომდე. იქ მოვლენები თავისებურად ვითარდება და განსხვავდება აქ მიმდინარე მოვლენებისგან – როგორც უმნიშვნელო დეტალებით, ასევე კარდინალურად. მრავალი საუკუნის მანძილზე კაცობრიობა მშვიდობიანად არსებობს პარალელური სამყაროების მაცხოვრებლებთან ერთად, მაგრამ გარკვეულ მომენტებში საზღვრები სამყაროებს შორის ხდება გამჭვირვალე და ამის გამო ერთი მეორეში გადადის.

კაცობრიობა დიდი ხნის წინ დააფიქრა პრობლემამ პარალელური სამყაროების არსებობაზე. ასეთი სამყაროები პირველად ნახსენებია ძველი ბერძენი ფილოსოფოსების ნაშრომებში. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა ამოუხსნელი მოვლენების მიმართ. ცნობილი იტალიელი მოაზროვნე ჯორდანო ბრუნო ამბობდა, რომ ჩვენი სამყაროს გარდა არსებობს სხვა სამყაროებიც. საბოლოოდ, როგორც ვიცით, ის გახდა ინკვიზიციის მსხვერპლი, რადგან მისი წარმოდგენა სამყაროზე სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი წარმოდგენისგან. დღეს ასეთი აზრებისთვის მეცნიერებს კოცონზე აღარ წვავენ, თუმცა მკვლევარებს ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ პარალელური სამყაროს საიდუმლო.
არსებობს არაერთი თეორია, მაგალითად, აინშტაინის აზრით, ჩვენი სამყაროს გვერდით არის სხვა სამყარო, რომელიც წარმოადგენს ჩვენი სამყაროს სარკისებრ ანარეკლს.

ერთ-ერთი მოსაზრებით, გასაღები ალტერნატიული რეალობისა იმალება ე.წ. მეხუთე განზომილების არსებობაში. დროის განზომილების და სამი სივრცის გარდა არსებობს კიდევ ერთი, რომლის აღმოჩენის შემდეგ, კაცობრიობას საშუალება მიეცემა იმოგზაუროს პარალელურ სამყაროებში.
ხალხს ყველაზე მეტად ის უფრო აინტერესებს, შეიძლება თუ არა დავინახოთ ან შევეხოთ ამ ალტერნატიულ რეალობებს.
თუ ყურადღებას მივაქცევთ არსებულ ფიზიკურ კანონებს, მაშინ არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ კავშირი სამყაროებს შორის შეიძლება განხორციელდეს კვანტური გვირაბის საშუალებით. ამ ჰიპოთეზის ავტორი არის ფიზიკოსი კრისტოფერ მონდრო. ის ამტკიცებს, რომ თეორიულად შესაძლებელია ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება უზარმაზარი, კოლოსალური რაოდენობის ენერგია, რომელიც სამყაროშიც კი არ მოიპოვებაა. ამიტომაც გამოდის, რომ ასეთი გადასვლა განუხორციელებელია.
მაგრამ არსებობს სხვა თეორიაც, რომლის თანახმად, სამყაროებს შორის გადასასვლელ ხიდს წარმოადგენს შავი ხვრელი, რომელიც ენერგიის შემწოვი მატერიაა. კოსმოლოგები ამტკიცებენ, რომ შავი ხვრელები შესაძლოა ემსახურებოდნენ გზას ერთი რეალობიდან მეორეში.
ამ თეორიამ შესაძლოა ახსნას, თუ როგორ ჩნდებიან ახალი ვარსკვლავები. ასტრონომები დიდი ხნის მანძილზე ბჭობენ, თუ საიდან და როგორ წარმოიშობიან ციური სხეულები. ისე ჩანს, თითქოს მატერია იქმნება არაფრისგან. მაგრამ თუ განვიხილავთ ერთ-ერთ ვარიანტად იმას, რომ ახალი ციური სხეული წარმოიშვება, ანუ მატერიალიზდება პარალელური სამყაროდან, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პარალელურ სამყაროში გადაადგილება შეუძლია ნებისმიერ სხეულს. ამასთან ერთად, მოცემული ჰიპოთეზა ეწინააღმდეგება დიდი აფეთქების თეორიას, რომელიც მიიჩნევა სამყაროს წარმოშობის საწყისად.

ავსტრალიელი პარაფსიქოლოგის ჟანა გრიმბრიარის მოსაზრებით, მსოფლიოს ანომალურ ზონებს შორის არსებობს ორმოცამდე გვირაბი, რაც წარმოადგენს გადასასვლელს პარალელურ სამყაროებში. აქედან 4 მდებარეობს ავსტრალიის ტერიტორიაზე, 7 – ამერიკაში. ყოველწლიურად ასეთ გვირაბებში ასობით ადამიანი უჩინარდება. ყველა ამ გვირაბს საერთო ის გააჩნია, რომ მათი სირღმეებიდან ისმის საშინელი კივილი და კვნესა. კალიფორნიის ნაციონალურ პარკში მდებარეობს ერთ-ერთი, ასე თუ ისე ცნობილი გამოქვაბული, სადაც შესვლა შეიძლება, გამოსვლა კი არა. ამასთან ერთად, გაუჩინარებულების კვალიც კი არ რჩება. ასეთი ანომალიური ტერიტორიები არსებობს რუსეთის ტერიტორიაზეც, კერძოდ, ერთ-ერთი მაღარო გელენჯიკის ქვეშ. როდესაც შიგნით მკვლევარი ჩავიდა და მხოლოდ 40 მეტრი გაიარა, დაფიქსირდა დიდი რაოდენობით რადიაციული ფონი, რამაც უარი ათქმევინა გზა გაეგრძელებინა. მისი თქმით, მაღაროს დასასრული არ აქვს და იქ, სადღაც არსებობს სხვა სიცოცხლე, სადაც დრო უფრო სწრაფად გადის, ვიდრე აქ. ლეგენდის თანახმად, როდესღაც ამ მაღაროში ჩავიდა ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც შიგნით ერთი კვირა დაჰყო და როდესაც ამოვიდა, უკვე მოხუცი და სნეული იყო.
ასეთივე სნეული და მოხუცი ამოვიდა ჭიდან ერთი პატარა ბერძნული სოფლის მკვიდრი იოანოს კოლოფიდისი, რომელმაც ჭაში სულ რაღაც ერთი საათი გაატარა. სოფელში თვლიდნენ, რომ ჭას ძირი არ გააჩნია. მისი წყალი ყოველთვის გაყინული იყო. როდესაც ჭის გაწმენდის დრო მოვიდა, ამ სამუშაოს შესრულების სურვილი გამოთქვა იოანოსმა. მან ჩაიცვა სპეციალური ჰიდროკოსტუმი და ჩაეშვა ჭაში. რა ხდებოდა ამ დროის განმავლობაში უცნობია, მაგრამ როდესაც მისმა დამხმარეებმა იოანოსი ზედაპირზე ამოიყვანეს, შოკირებულები დარჩნენ – მათ წინ იდგა სრულიად მოხუცი ადამიანი გრძელი წვერით. რამდენიმე წლის შემდეგ იოანოსი გარდაიცვალა. როდესაც ექსპერტიზა ჩაუტარდა, აღმოჩნდა, რომ სიკვდილის მიზეზი იყო სიბერე…
კიდევ ერთი ასეთი ჭა კალილინგრადის რაიონში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ ორმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა განიზრახა ჭის ამოთხრა. დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე მოესმათ ადამიანების კივილი, რომელიც მიწისქვეშეთიდან მოდიოდა. შეშინებულმა მუშებმა სასწრაფოდ დატოვეს ჭა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს გვერდს უვლის. ვარაუდობენ, რომ ნაცისტები მასობრივ დახვრეტებს სწორედ აქ აწყობდნენ.
ამ დრომდე, თეორია პარალელური სამყაროების არსებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი მოდელია და საშუალება ავხსნათ ის, რაც არ ექვემდებარება ახსნას. ზოგიერთი მკვლევარის აზრთ, უფრო დახვეწილი თეორიაა სუპერ სიმი – ანუ დროისა და სივრცის შეკუმშვა. ზომების მიხედვით, კოსმოსური სიმები შეიძლება იყოს გალაქტიკაზე დიდიც კი. იმდენად თხელი, რომ ატომის ზომასაც არ აღემატებოდეს. პრაქტიკული დამტკიცება ამ თეორიამ ვერ მოიპოვა, ამიტომაც ფიზიკოსები ჯერდებიან სამყაროებზე სხვადასხვა თეორიული მოდელის შექმნით.
ამგვარად, თანამედროვე მეცნიერება ჯერჯერობით უძლურია რამე კონკრეტული თქვას, დანამდვილებით ვერცერთ თეორიას ადასტურებს და ვერც უარყოფს.

გიორგი ხუნზახიშვილი
ასტრო-News #3
დეკემბერი, 2013

 

Categories
ახალი ეზოთერია ნუმეროლოგია

პითაგორას კვადრატი (ნუმეროლოგია)

მოდით, ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა არის ნუმეროლოგია.
ეს არის მეცნიერება ციფრებზე. იმაზე, თუ რა საიდუმლოს მალავენ. ყოველ ციფრს (1-დან 9-მდე) აქვს თავისი დანიშნულება და აზრი. ნუმეროლოგიის დახმარებით შეგვიძლია საკმაოდ ბევრი რამ გავიგოთ საკუთარ თავზე, მეგობრებსა და ნაცნობებზე. მოკლედ, ამის ახსნით თავს დიდად არ შეგაწყენთ, არსი საკმაოდ მარტივი გასაგებია. დღეს წარმოგიდგენთ ნუმეროლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო გამოთვლას, რომელსაც პითაგორას კვადრატი ჰქვია. მაშ ასე, მოამზადეთ კალამი, ფურცელი და დავიწყოთ!
მაგალითად, თქვენ დაიბადეთ 11.07.1953 :
1) ვაჯამებთ ყველა ციფრს: 1+1+7+1+9+5+3=27
2) მეორე ციფრი იქნება პირველი რიცხვის ციფრების ჯამი: 2+7=9
3) მესამე ციფრის მისაღებად დავუბრუნდეთ დაბადების დღის თარიღს და დავიმახსოვოთ პირველი ციფრი (ჩვენს მაგალითში 1), რომლის 2-ზე ნამრავლი უნდა გამოვაკლოთ პირველ რიცხვს (27):
27- (1×2)=27-2=25
4) მეოთხე ციფრი არის მესამე რიცხვის ციფრების ჯამი: 2+5=7
ახლა ჩამოვწეროთ დაბადების თარიღის ციფრები მიღებულ ოთ რიცხვთან ერთად (გამოვტოვებთ მხოლოდ 0):
1 1 7 1 9 5 3 2 7 9 25 7
ახლა კი ვადგენთ ცხრილს, სადაც მითითებულია რომელ გრაფაში რომელი ციფრი ჩავსვათ:

ჩვენს შემთხვევაში ტაბულა უნდა შეივსოს შემდეგი ციფრებით: 11.07.1953.27.9.25.7 რომლებიც უნდა დავაჯგუფოთ:

( გრაფა 4,6,8 გამოტოვებულია იმიტომ, რომ ჩვენს მაგალითში ეს ციფრები არ გვაქვს)
განმარტება:
გრაფა #1 (ეგო)
ერთიანების არქონა ნიშნავს, რომ ადამიანი დამყოლი, ჩუმი და ჩაკეტილია;
1. ეგოისტი ადამიანი. მას უნდა თავისი ეგოიზმის დაოკება, მაგრამ არ იცის თუ როგორ მოახერხოს ეს;
11. ლიდერი, რომელსაც მიჰყავს ბრბო, მაგრამ ღმერთმა იცის სად!
111. გადამწყვეტი, ძლიერი, ნებისყოფიანი პიროვნება. დროდადრო ვარდება დეპრესიაში;
1111. ლიდერი, რომელიც სარგებლობს დიდი ავტორიტეტით;
11111. დიქტატორი – საოცრად მიზანდასახული და უმოწყალო;
111111. ასეთი ადამიანი ნათესავებისა და ახლობლებისთვის ყველაფერზე არის წამსვლელი, მაგრამ მათგანაც იგივეს მოითხოვს.

გრაფა #2 (ადამიანის ენერგეტიკული მაჩვენებელი)
ორიანების არქონის შემთხვევაში ადამიანს ძალიან სუსტი ენერგია აქვს ( შეიძლება არაფერი სტკივა, მაგრამ ძალაც არ აქვს);
2. ასეთი ადამიანი ენერგიის ნკლებობას განიცდის, უჭირს ატმოსფეროს შეცვლა. აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა და ენერგიის აღდგენა.
22. ენერგეტიკულად ძლიერი ადამიანი. აქვს მკურნალის ყველა თვისება;
222. ძლიერი ექსტრასენსორული შესაძლებლობების მქონე პიროვნება (საჭიროა ამ ნიჭის განვითარება);
2222-22222. ადამიანს უჭირს თავის გაკონტროლება (ენერგეტიკული გადატვირთვის გამო).

გრაფა #3 (წესიერება, სისუფთავე)
სამიანების არქონა მეტყველებს ძალიან პუნქტუალურ და აკურატულ ადამიანზე, რომელიც თავისი ლაპარაკის მანერით სხვებისაგან გამოირჩევა;
3. პიროვნება წუხს, როცა ხედავს აურზაურს, მაგრამ სიტუაციის მოწესრიგება ხშირად ეზარება;
33. ადამიანს აქვს ლოგიკის კარგი უნარი. კარგად ითვისებს ზუსტი მეცნიერებებს;
333. ასეთი ადამიანი კარგი „გამომძიებლია“;
3333-33333. საკმაოდ იშვიათი კომბინაციაა. ძალზედ საქმიანი, მაგრამ ზედმეტად პრინციპული პიროვნება.

გრაფა #4 ( ჯანმრთელობა, სექსი)
ოთხიანების არქონა მიუთითებს სუსტი ჯამრთელობის ადამიანზე, რომლის ლიბიდოს დონე დაბალია;
4. კარგი ჯანმრთელობის, ტემპერამენტიანი ადამიანი. მას სჭირდება მოწესრიგებული სექსუალური ცხოვრება;
44. ძლიერი სექსუალური ენერგიის მქონე ადამიანი, რაც ოჯახში უჩენს ცოტაოდენ სირთულეს;
444. გამორჩეულად მიმზიდველი ადამიანი.

გრაფა #5 (ინტუიცია)
ხუთიანების არქონა მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც ინტუიციის დაბალი დონე აქვს. ის დაყრდნობილი უნდა იყოს მხოლოდ საღ აზრზე;
5. ასეთ ადამიანს აქვს კარგად განვითარებული ინტუიცია;
55. მარტივად შეუძლია ადამიანის „გაშიფვრა“;
555. პოტენციური წინასწარმეტყველი;
5555. ძლიერი ექსტრასენსორული შესაძლებლობების მქონე ადამიანი.

გრაფა #6 (მიმზიდველობა, კომუნიკაცია)
ექვსიანების არქონა მიგვანიშნებს, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა რთულია;
6. საკმაოდ მიმზიდველია, განეკუთვნება ეპატაჟურ ტიპს;
66. მომხიბვლელი ტიპაჟია, რასაც კარგად იყენებს;
666. ძალზედ სექსუალური და მიმზიდველი ადამიანი.
6666. ასეთი ადამიანი წინა ცხოვრებაში ზედმეტად იყო მიჯაჭვული მატერიალურ კეთილდღეობას. ის მუდამ შრომაშია ჩართული და ეს მძიმე ტვირთად არ ეჩვენება.

გრაფა #7 (შესაძლებლობები, ტალანტი)
შვიდიანების არქონა მიუთითებს, რომ ადამიანი ტალანტით დიდად არ გამოირჩევა.
7. ადამიანი ნიჭიერია, მაგრამ ამ ნიჭს სჭირდება განვითარება;
77. ტალანტური ადამიანი, რომელსაც აქვს არაერთი შესაძლებლობა;
777. ჭკვიანი, ნიჭით უხვად დაჯილდოებული ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ, ჰყავს ბევრი მტერი.
7777. ანგელოზის ნიშანი. ადამიანი კვდება ჩვილობაში. თუ გადარჩა, მის სიცოცხლეს მუდმივად საფრთხე დაემუქრება.

გრაფა #8 (ფული, სტაბილურობა)
რვიანების არქონა ნიშნავს, რომ ადამიანი ზარმაცი და უპასუხისმგებლოა. ურჩევნია სხვამ არჩინოს, ვიდრე თვითონ იმუშაოს;
8. პუნქტუალური პიროვნება. ძალიან უყვარს წესრიგი. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა;
88. საქმიანი ადამიანი. იქმნის კარგ კარიერას;
888. წარმატებული, საქმიანი პიროვნება.
8888. ციფრების ასეთი განლაგება მხოლოდ 1988 წელს ემთხვევა. ადამიანი პარანორმალური შესაძლებლობებით გამოირჩევა.

გრაფა #9 (გონება)
ცხრიანების არქონა მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც სწავლა არ სურს;
9. საშუალო გონებრივი განვითარების ადამიანი;
99. ინტელექტუალური ადამიანი;
999-9999. ტალანტური, ძალიან ჭკვიანი ადამიანი, კარგი და საინტერესო მოსაუბრე.
9999. უმაღლესი ინტელექტის მქონე ადამიანი. ის ხშირად უხეში და პირდაპირია. დასახულ მიზანს თითქმის ყოველთვის აღწევს.

რა თქმა უნდა, ამ გამოთვლაში შეიძლება არაერთი უზუსტობა იყოს და აქ სრულ ჭეშმარიტებას ვერ ამოიკითხავთ, მაგრამ ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ საინტერესოა!

მოამზადა ნიკა დვალიშვილმა
“ტაროს სკოლა”

 

Categories
ახალი ეზოთერია

რეპრესირებული ცოდნა

რუსთაველის პოემა ახალი
ქებათა ქებაა სოლომონისა”.
(
მამა გაბრიელი)

საუკუნეების განმავლობაში, ქრისტიანობა და ეკლესია კრძალავდა ბევრ ისეთ დიდ ნაშრომს, როგორიცაა ვეფხისტყაოსანი, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ოთხი კანონიკური სახარების გარდა ყველა დანარჩენსთომას, პეტრეს, მარიამ მაგდალინელის და სხვა, ასევე გნოსტიკურ სწავლებებს, სადაც ცოდნას თვლიდნენ მონობისგან გათავისუფლების საშუალებად.
„გნოსის“-სიტყვა, სანსკრიტულ ენაზე ნიშნავს ცოდნას, ხოლო ბერძნულზე – ცოდნის მფლობელებს. გნოსტიციზმის ძირითადი მოტივები შედგება ადრეული ქრისტიანობისგან, მითოლოგიისგან, ფილოსოფიისგან და აღმოსავლური სწავლებებისგან. თუ პარალელს გავავლებთ „ვეფხისტყაოსანთან“, დავინახავთ, რომ მათ შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. დღესდღეობით გნოსტიციზმში ძალიან ბევრი განშტოებაა, ისევე როგორც თავად ქრისტიანობაში. გნოსტიციზმის ძირითადი მიმართულებაა დუალიზმი, კეთილი და ბოროტი საწყისის თანაარსებობა. თვით ადამიანიც დუალისტური ქმნილებაა, რომელიც შედგება საღვთო წარმოშობის სულისა და მატერიალური სხეულისაგან, რომელსაც ხან ,,ხაფანგს,“ ხანაც ,,საპყრობილეს,“ ხან ,,სიმძიმეს – რის გამოც სული მიწას ეჯაჭვება“ – და ,,აღმოუფხვრელ ბოროტებასაც“ კი უწოდებენ.
გნოსტიკოსებს ჯეროდათ, რომ მხოლოდ ისინი იგებდნენ მაცხოვრის სიტყვებს სწორად და სწორ ინტერპრეტაციას აკეთებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გნოსტიციზმი არ არის ჩვეულებრივი რაციონალიზმი, მას არაფერი აქვს საერთო ათეიზმთან. ეს არის რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, ისევე როგორც „ვეფხისტყაოსანი“, მათ მიაჩნდათ, რომ იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. სწორედ ეს გახდა მიზეზი მათი და ეკლესიის დაპირისპირების, რის შემდგომაც ეკლესიამ გნოსტიკოსები სექტანტებად შერაცხა.
ასევე „ვეფხისტყაოსანს“ ძალიან ბევრი სასულიერო პირი ებრძოდა, ის ძლივს გადაურჩა განადგურებას, როგორც მკითხველისთვის მავნებელი და ქრისტიანთა გონების მომწამვლელი ნაწარმოები. ალბათ იმიტომ, რომ მასზე აღმოსავლური სწავლებების ძალიან დიდი გავლენა იგრძნობა. თუმცა ავიწყდებათ, რომ ის საღვთო საღვთოდ გასაგონი პოემაა.

ზვიად გამსახურდიის განსაზღვრებით, ,,ვეფხისტყაოსანი” არის ღრმად გააზრებული სულიერი ნაწარმოები, რომელიც ეძღვნება ადამიანის მიერ ღმერთთან დაკარგული ერთიანობის აღდგენას. აკაკი წერეთელი „ვეფხისტყაოსანს“ ქართველი ერის პოეტურ სახარებად მიიჩნევდა. გალაკტიონი წერდა მასზე: ’’შემოქმედება აზრს შეუზავა, ვეფხის დაარქვა მან ტყაოსანი და საუკუნე გააუკვდავა’’. შოთა რუსთაველი კი თავის უდიდეს ნაწარმოებს ობოლ მარგალიტს უწოდებს;

,,ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელისხელ საგოგმანები,

მარგალიტის ალეგორიული მნიშვნელობა კი არის ცოდნა, საიდუმლო ცოდნა, ცათა სასუფეველი, ღვთის სიტყვა…
„6. ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ. (მათეს სახარება, თავი 7).

გნოსისცოდნამარგალიტისაიდუმლო ცოდნა
შოთას მიზანია ფიზიკურს მიჯაჭვული სულიერების დახსნა და ადამიანის ამაღლება სრულყოფილებამდე (რაც პირდაპირ კავშირშია ამირანის მითთან). რუსთაველის პოემაში ალეგორიული ენით არის აღწერილი უმაღლესი ჭეშმარიტება და მისი მიღწევის გზა, ანუ ის რაც არსად არ არის“ (არამატერიალური, სულიერი), რომელიც ჩვენ თვითონ უნდა შევძლოთ და ვიპოვოთ მის საკრალურ შინაარსში. სამწუხაროდ ეს „ობოლი მარგალიტი“ ისევე ობლად რჩება და არ გამოუჩნდა „პატრონი“, ვინც გაშიფრავს მის საიდუმლო კოდს, რომელიც ქართველი ერისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ვეფხისტყაოსანში“ უდიდესი ეზოთერული და რელიგიური ცოდნა დევს, ეს პოემა ეზოთერული კუთხით პირველად ზვიად გამსახურდიამ შეისწავლა. მასში გადმოცემულია ქრისტიანული ინიციაცია. თუკი გავარჩევთ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების სახელებს, საკმაოდ ნათლად დავინახავთ სიუჟეტს. ბატონ ზვიადს დავესესხები და მისი კვლევებიდან ნაწილობრივ მაინც მოგაწვდით პერსონაჟების სახელების არაბულ-სპარსულ ეტიმოლოგიურ მნიშვნელობებს: ნესტანდარეჯანიანუ ის რაც არსად არ არის (სულიერება, არამატერიალური მცნება, საღმრთო სიბრძნე და მადლი), რომელიც გაზარდა მამიდა დავარმაანუ მაგიამ, შეპყრობილი ყავთ ქაჯებს. მის დასახსნელად როსტევანის (ბრძენი) ასულმა თინათინმა (გონება) გააერთიანა სამი უდიდესი ძალა: ტარიელი (საღმრთო სიყვარული), ავთანდილი (სარწმუნოება) და ნურადინფრიდონი (იმედი). სიყვარულმა, სარწმუნოებამ და იმედმა დაიხსნეს „ფიზიკურს მიჯაჭვული სულიერება“.
გავარჩიოთ თვითონ სიტყვა „ვეფხისტყაოსანი“: ვეფხვი სხვადასხვა რელიგიაში და მითოლოგიებში ნიშნავს არსებას, რომელიც სულიერ სამყაროს აკავშირებს ფიზიკურს. ეს არის მიჯაჭვულობა ფიზიკურ ვნებებზე, სურვილებზე და ა.შ. აღმოსავლურ რელიგიებში ღმერთების უამრავი გამოსახულება არსებობს, რომლებიც ვეფხვის ტყავით არიან შემოსილი, ვეფხვის ტყავზე, ან თვითონ ვეფხვზე სხედან, რაც ნიშნავს სულიერების გამარჯვებას მატერიალურ სამყაროზე. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც ვეფხვზე იმარჯვებს, ანუ „ვეფხისტყაოსანი“ არის ზე-ადამიანი, რომელმაც გაათავისუფლა და დაიხსნა სული ფიზიკური მიჯაჭვულობისგან და მიაღწია სრულყოფილებას.
სწორედ აქ ჩანს „ვეფხისტყაოსნის“ კავშირი ამირანის მითთან. ამირანი, ანუ იგივე პრომეთე, იაპეტოსის ძე, ანუ ზენა (სულიერი) სამყაროს ძე, რომლის არსობრივი მნიშვნელობაც წინასწარმეტყველური აზროვნებაა, მიჯაჭვულია კლდეზე და ელოდება ხსნას. ზვიად გამსახურდიას გადმოცემით: “ერთერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულსადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში, ხოლო გათავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის გათავისუფლება ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან. გათავისუფლებული პრომეთე არის გათავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა. ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის გათავისუფლება. ეს არის პრომეთეს მითის სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი. მიჯაჭვული პრომეთე, ანუ მაღალი ცივილიზაციის, კულტურისა და აზროვნების მატარებელი კაცობრიბა არის პროტოქართული მოდგმა კავკასიაში, ლოკალიზებული, კავკასიაზე მიჯაჭვული.
ალბათ დროა, ჩვენი უდიდესი მარგალიტები გამოვიკვლიოთ და მათში ვეძებოთ ის დაფარული უმაღლესი ცოდნა, რაც თითქოს ასე ახლოს და ხელმისაწვდომია ჩვენთვის, მაგრამ ვერ ვხედავთ და ვერ ვიგებთ. ნუ დავუშვებთ, რომ გაანადგურონ და წაგვართვან ეს სიმდიდრე.

ემა ომანაძე
ასტრო-News #3
დეკემბერი 2013